ცხოვრების გემო (21)
ქორწილში წასასვლელად ემზადებოდნენ,მართალია ეზარებოდათ წასვლა,მაგრამ თამრიკოს ხათრით ხმას ვერ იღებდნენ. -დათო მიდი რა ჩაიცვი,დროა უკვე-შავ თხელქუსლიან ფეხსაცმელში ფეხი ჩააცურა დადიანმა და ქმარს გასძახა -ცვეტში შენზე ლამაზი იქ არავინ იქნება-ვნებიანად აათვალიერა ცოლი და ყელში აკოცა -ოჰ,მადლობა.მიდი ახლა ჩაიცვი,მზადაა შენი ტანსაცმელი თვალი ჩაუკრა და სკამზე დაკიდებულ პიჯაკსა და შარვალს დასწვდა მართლაც რომ ულამაზესი წყვილი იყო,მათზე ლამაზი მგონი იქ არც არავინ იქნებოდა,საოცრად უხდებოდა მერის თავისი ამორჩეული კაბა,დათოც ხომ სასწაულად სიმპატიური იყო.ხელკავი გამოსდო მერიმ ქმარს და რესტორანში შეაბიჯეს ღიმილით,მაგრამ ღიმილი მაშინვე სახეზე შეახმა თეას გაღიმებული სახე რომ დაინახა,მის გვერდზე კი მეჯვარეების ადგილას ეკა და ნატუკა,ფეხქვეშ მიწა გამოეცალა,რომ არა უგულავა უეჭველად დაეცემოდა,თვალწინ დაუბნელდა და ქმარს მაგრად მოეჭიდა -მერი კარგად ხარ?-მისი სახე ხელებში მოიცია დათომ და თვალებში ჩააშტერდა -დათო გთხოვ წავიდეთ-ტირილით უთხრა და მოეხვია -გასაგებია მერი,წამოდი გავიდეთ-ხელი ჩაჭიდა და გამოსვლას აპირებდნენ თამრიკომ რომ დაუძახა -სად მიდიხართ? -დედა,მერი ცუდადაა და უნდა წავიდეთ -რა დაგემართა?-შეშფოთებულმა გადახედა ფერდაკარგულ რძალს -ცუდადაა დედა,წავედით ჩვენ -რას ქვია წახვედით? სადმე ჩამოსვი წყალი დაალევინე და მომჯობინდება,ძალიან გთხოვთ არ შემარცხვინოთ და არ წახვიდეთ -შენ მხოლოდ სირცხვილი გადარდებს და ჩემი ცოლი რო ცუდადაა სულ ფეხებზე გკ*დია?!-გვერდზე გაიყვანა და მკალვში ჩააფრინდა -დათო არ გინდა გთხოვ,არაუშავს კარგად ვარ და დავრჩეთ-თვალებით შეეხვეწა გაჩერდიო,ისიც დაწყნარდა და მერის წელზე ხელი მოხვია. საშინელი საყურებელი იყო მერისთვის ეს სცენა,მისი ბავშვბობის მეგობრები,რომლებთანაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა არც კი ელაპარაკებოდნენ და სხვის გვერდით იდგნენ,არადა ამ დღეს ერთად უნდა ყოფილიყვნენ.მაქსიმალურად ცდილობდა დარდი დაემალა და თამრიკოსთვის განწყობა არ გაეფუჭებინდა.გინდა თუ არა აიჩემა პატარძალი უნდა გაგაცნოო,მკლავში ჩააფრინდა დადიანს და მათთან მიიყვანა -თეაკო,საყვარელო გაიცანი ეს ჩემი რძალია, მერიემი!-ამაყად წარუდგინა დედამთილმა რძალი თეას -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს-ცინიზმით გადახედა მერის -მართლა? -გაოცდა ქალი -ჯგუფელები ვართ-თავი უკმაყოფილოდ გააქნია დადიანმა და აწურულ ყოფილ "დაქალებს" გადახედა გამარჯობა უთხრეს გოგონებმა მერის,თუმცა ზედაც არ შეუხედავს დადიანს მათთვის.ლევანი დაინახა და მასთან მიირბინა,მოეხვია და გულწრფელად მოიკითხა.დათო დაინახა ვიღაც ქერას ელაპარაკებოდა,ცოტა კი იეჭვიანა,მაგრამ ეცადა არ შეემჩნია,იქნებ ვინმე ნაცნობი ან მეგობარიაო გაიფიქრა და ლევანთან ლაპარაკი განაგრძო -თმებით ვიტრევ გეფიცები ორივეს!-კბილებში გამოსცრა ლევანმა -არგინდა ლევან,მოეშვი,ვერავის ვაიძულებ ჩემთან ყოფნას-ბოლო სიტყვები წარმოთქვა და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა -გოგო ეგენი დებილები ხო არარიან? ეკას ველაპარაკე და რაღაც სისულეები დამიბეხვა,მერე დრო ვეღარ გამოვნახე სალაპარაკოდ,პატარა ბავშვები ხო არახართ ? დაჟე პატარები რომ იყავით მაშინ არ გიჩხუბიათ და არ გაბუტულხართ -არც გვიჩხუბია ლევან,არც გაბუტული არ ვარ,უბრალოდ ისინი სხვანაირად აღიქვამენ მეგობრობას, მე კიდევ სხვანაირად,სულ ესაა-ძალით გაიღიმა -ბატები არიან, შენ მაგაზე არ იდარდო,არც არიან შენი ღირსები,ჩემი დაა ეკა რა ვუყო თორემ ამ ბოლო დროს ისე იქცევა მაგრად ვცემდი,სხვა რა ხდება აბა მითხარი,მომენატრა ჩვენი ძველი საუბრები,გახსოვს სულ ყველაფერს რომ მიყვებოდი?-გაეცინა ლევანს -როგორ არ მახსოვს-დადიანმაც სიცილით უპასუხა -როგორია? ცუდად ხომ არ გექცევა?-დათოსკენ გააპარა მზერა ლევანმა და შემდეგ ისევ მერის შეხედა პასუხის მოლოდინში -ძალიან კარგია,სწორედ ისეთია მე რომ ვოცნებობდი -ჰაჰ,ანუ ოცნების პრინცია?-ორივეს გაეცინათ კიდევ ბევრი ილაპარაკეს და წარსული გაიხსენეს,შემდეგ დათო მივიდა მათთან და მერი გარეთ გამოყვანა ჩახუთულიაო.რესტორნის ეზოში იბოდიალეს და თან სუფთა ჰაერს ხარბად სუნქავდნენ. -ვინ იყო?-უემოციოდ კითხა ქმარს,ისე რომ მისთვის არც შეუხედავს -ვიზე ამბობ? -იმ ქერაზე -სალომეზე?-გაეცინა ტუჩის კუთხეში დავითს -ანუ სალომე,და სტატუსი? -ეჭვიანობ?-ჩაახველა და გაეცინა უგულავას -არა,უბრალოდ გეკითხები-მხრები აიჩეჩა დადიანმა -ადრე ვევასებოდი რა აღარ უპასუხა,გაჩუმდა და თავის ფეხებს ჩააშტერდა -არაფერს მეტყვი? -ნწ,არა-ისევ უდარდელად აიჩეჩა მხრები და არც კი შეუხედავს დათოს ისევ გაეცინა და მაგრად აეკრო უკნიდან ცოლს.მერიმ ცრემლები ვეღარ შეიკავა და მწარედ ატირდა,ისე ქვითინებდა უგულავამ პირი დააღო გაოცებისგნ ასეთი რა ვუთხარიო -მოგატყუე გოგო არ ვევასებოდი იმ სალომეს,კასპერას ევასებოდა ადრე და იმ პონტში ვიცნობ რა,კაი ნუ ტირი მერი ამის გამო გაგიგია ტირილი?-არადა დადიანი სულ სხვა რამის გამო ტიროდა ამის მიზეზი ეკა და ნატუკა იყვნენ.ტირილით გული რომ მოიჭამა ისტერიკული ხარხარი აუტყდა.დათო გაოგნებული უყურებდა ხომ არ გაგიჟდაო,რამდენჯერმე შეაჯანჯღარა და რომ გაჩერდა შვებით ამოისუნთქა. სახლში ღონემიხდილები დაბრუნდნენ.ძლივს დაგაიძრო კაბა და მაშინვე საწოლში ჩაწვა,წყლის გადავლების თავიც კი არ ჰქოდა.დათომ წყალი გადაივლო და ცოლს მიუწვა,კოცნა დაუწყო,მერი რომ არ აყვა კიდევ უფრო მონდომებით დაუკოცნა ყელი და მკერდი,მაგრამ დადიანი უძრავად იწვა დ არაფრის თავი არ ჰქონდა. -შემეშვი!-მოკლედ მოუჭრა და გვერდზე გადაბრუნდა -მერი მოტრიალდი!-თითქმის უბრძანა და მისკენ მოატრიალა -რა გინდა?!-აშკარად აგრესიული იყო დადიანი -რა გემართება აღარ მეტყვი?! -არაფერი არ მემართება,არ შეიძლება დაღლილი ვიყო და სექსი არ მინდოდეს? -ამის დედას შევ*ცი!-კბილებში გამოსცრა შარვალს დასწვდა და გარეთ გიჟივით გავარდა. ხომ იცოდა რომ გადაღლილი და ნერვებმოშლილი იყო, მაინცდამაინც ახლა მოაწვნენ ჰორმონები? უგულავას ადანაშაულებდა დადიანი თან ბალიშს შეუკავებელი ცრემლები უსველებდნენ. ბევრი დალია იმ საღამოს უგულავამ,ისეთი მთვრალი იყო ფეხზე ძლივს იდგა,კაცია და ჰორმონები,რა ქნას? თვითონაც არ იცის როგორ მაგრამ დილით უცხო გარემოში გაიღვიძა,თვალები რომ გაახილა არ ეცნო გარემო,ოთახიდან ნახევრად შიშველი გოგო გამოტანტალდა,სახე კარგად რომ გაარჩია მასში თავისი ძველი "საყვარელი" თათა ამოიცნო. -ეე აქ რა მინდა?-თავი ისეთი დამძიმებული ჰქონდა ვერც აწია -წუხელ მაგას არ მეკითხებოდი-კეკლუცით აკოცა ტუჩებში -ხოარ ღადაობ გოგო?! გაიწიე ნუ მეკრობი,სადაა ჩემი შარვალი?-ფეთიანივით წამოხტა და შარვალს დაუწყო ძებნა -დათო რა დაგემართა? წუხელ სულ სხვას მეუბნებოდი? არაფერი უპასუხა,შარვალს დასწვდა მაისური გადაიცვა და სწრაფად გამოვარდა გარეთ. დადიანი უნივერსიტეტში იყო,იცოდა წუხელ ცუდად მოიქცა,ამიტომაც მომხდარში როგორც ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებდა.თითქმის არავის ელაპარაკებოდა ლევანის გარდა. -ამ ბოლო დროს მართლა ვეღარ გცნობ მერი-ყავის ფინჯანი გაუწოდა და მის წინ სკამზე მოკალათდა -რაღაცნაირად ვარ ლევან,არაფრის ხალისი აღარ მაქვს,თითქოს დაცლილი ელემენტივით ვარ რომელსაც დატენვა სჭირდება -ხომ იცი რომ ყველაფერი მოგვარდება? -რეალურად არაფერი ხდება,მაგრამ შინაგანად ვარ ცარიელი -მოვკლავ რა მაგათ!-სწრაფად წამოვარდა ფეხზე და გარეთ გავარდა ვერ მიხვდა დადიანი სად ან რატომ გავარდა ან საერთოდ რას გულისხმობდა ლევანი,უკან გაყვა მაგრამ ახლომახლო ვერსად დალანდა. დამანაშავის თვალებით უყურებდა უგულავა დადიანს -იკადრე მოსვლა?-ალმაცერად ახედა ქმარს -შენ სად იყავი ამდენხანს? ლექციები 3 საათზე დამთავრდა,და ეხლა რომელია აბა საათს დახედე-ეცადა ამით თავისი დანაშაული დაემალა -კაი კაცო მართლა?-გაეცინა დადიანს -რა გაცინებს? -მე მსაყვედურობ 1 საათი დაგვიანების გამო,შენ კიდევ მთელი ღამე ღმერთმა იცის სად იყავი. -სად უნდა ვყოფილიყავი? -ხომ გითხარი ღმერთმა იცის სადთქო -მერი რა ხდება?-დასერიოზულდა უგულავა -არვიცი დათო,იქნებ ჯობს დროებით ცალ-ცალკე ვიცხოვროთ? -რა?-ფეხზე ფეთიანივით წამოვარდა უგულავა -დამშვიდდი,დროებით და არა სამუდამოდ დათო -რაღაც მოხდა და მაგ პონტში გინდა დაშორება ხო? -არაფერიც არ მოხდა,მიყვარხარ,მაგრამ მარტო ყოფნა მჭირდება ცოტა ხნით მაინც. -ხო იცი რო მაგის შანსი არაა? რას ქვია რეებს მებოდიალები მერი?-თვალებიდან ცეცხლს ყრიდა -დათო მომისმინე,ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი,როცა მარტო ყოფნა უნდა,ხოდა ზუსტად ეს პერიოდი მაქვს მეც-ეცადა მშვიდად განემარტა -ხოდა თუ სიმშვიდე გინდა წავიდეთ აქედან,კიკეთში ავიდეთ,იქ არც არავინ იქნება და არ შეგაწუხებს,მხოლოდ მე და შენ ვიქნებით -არა დათო,შენ ვერ გამიგე,სულ მარტო მინდა ყოფნა -პონტი არაა მერი მაგის! პროსტა არ არსებობს!მე უშენოდ? ხოარ ღადაობ?-ისეთი საცოდავი იყო უგულავა ეჭვი არ შეგეპარებოდათ მის სიტყვებში -შენთან ლაპარაკს აზრი არაქვს!-ოთახში შევარდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო,იმაზე აღარ უფიქრია სად უნდა ეცხოვრა.უგულავა არ გაჰკიდებია,აივანზე გავარდა და სიგარეტს წაუკიდა,ორივე ხელს მაგრად უჭერდა მოაჯირს და ცოფებს ყრიდა. ისე წავიდა დადიანი დათოს ზედაც არ შეუხედავს.თუ წასვლა უნდა წავიდესო არ ვაპირებ შეჩერებასო გულში იმეორებდა არადა სინამდვილეში სულ სხვა რამეს ფიქრობდა. მერის გაახსენდა სოფელში ბებიამისის დატოვებული პატარა სახლი რომ ჰქონდა,საჭირო ნივთები იყიდა და სოფელში წავიდა,იქაურობა მართლაც რომ უკაცრიელი იყო,მხოლოდ ცხოველებისა და ფრინველების ხმა თუ გაისმოდა შორიდან.იქაურობა მიალაგა და ეზოში ხის ქვეშ დაკიდებულ ჰამაკში მოკალათდა.საოცარი სიმშვიდე იგრძო,ტკივილის მიზეზი ნათელი იყო,თავისი გოგონების გარეშე ცხოვრება გაუსაძლისად მიაჩნდა,მიუხდავად იმისა რომ გული საშინლად ატკინეს მათ გარეშე ცხოვრება სასტიკად უჭირდა. რას აკეთებდა ამ დროს უგულავა? ისეთი გაცოფებული იყო დარდს სასმელში ახშობდა.ასე მაგრად ჯერ არავინ ყვარებია,ის კი არა საერთოდ არ იცოდა რა ხილი იყო სიყვარული -ეე კაი რა შეჩ*მა,ადე ნუღა სვამ ამდენს,წამო და დავადგეთ რა-ექაჩებოდა კასპერა -მისამართი იცი? ვაბშე რა მოხდა სად გაიქცა?-ვისკის ჭიქა გამოგლიჯა ხელიდან გალეშილ უგულავას -დეიდამისს ჰკითხე სად შეიძლებოდა წასულიყო,ჰე ადექი და დაურეკე მარიკას-შეაჯანჯღარა კასპერამ _____________________ ვხედავ რომ ისტორიას ბევრი ნახვა აქვს,მაგრამ არცერთი კომენტარი,მინდა ყველამ ვინც წაიკითხავს საკუთარი აზრი დააფიქსიროს,მაინტერესებს თქვენი აზრიი და შენიშვნებიც,ყველას აზრი ზალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,იმედია ამ თხოვნას გაითვალისწინებთ. ანუკი :****** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.