შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (22)


16-06-2015, 14:42
ავტორი anuki_just love
ნანახია 4 530

მანქანაში შეასვენეს უგულავა და მარიკას სახლისკენ დაიძრნენ.
-ბიჭო ესეთი მთვრალი მივიყვანოთ მერისთან?
-ხო რა იყო?
-კაი რა ნიკუშ,არ ტეხავს? ვაბშე ხვალ რო წავიდეთ?
-ისე მართალია,უფრო გაბრაზდება და საერთოდ არ შეურიგდება.
სახლში მიიყვანეს,თამრიკომ თავი გაიგიჟა შვილი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა.დილა საშინლად დაიწყო დათოსთვის,მის გვერდით მერი არ იწვა,თანაც თავი სასტიკად სტკიოდა. ძლივს წამოიზლაზნა და სამზარეულოში გავიდა,კიდევ კარგი სახლში არავინ იყო,თორემ თამრიკოს რა გაუძლებდა,მინრალური წყალი გამოიღო მაცივრიდან და ერთიანად მოიყუდა,თითქმის ჩაცალა. ტელეფონი რეკავდა,ძლივს უპასუხა
-ხო კასპერ-ხრინწიანი ხმით უპასუხა
-ხო კასპერ კი არა სად გდიხარ შეჩ*მა? რომელი საათია?
-რა იყო რა გინდა
-მიდი მარიკასთან და კითხე სად შეიძლება იყოს მერი და დავადგეთ
-მერე მარიკა ისეთი კეთილი გგონია რო მაგას გვეტყვის?-თავი მოიქექა
-10 წუთში გამოგივლი და დავადგეთ,მიდი მოწესრიგდი ბომჟივით არ დამხვდე
წყალი გადაივლო და ჩაიცვა,კასპერას მოლოდინში რამდენიმე ღერი სიგარეტიც მოწია.
მარიკას დაადგენენ,თავიდან გამოკითხა რა მოხდა რატომ წავიდა მერი შენგანო,მერე ბევრი იფიქრა სად შეიძლება წასულიყოო და ბებიის დანატოვარი სახლი გაახსენდა,მისამართი მისცა ბიჭებმაც სწრაფად გადაუხადეს მადლობა და სოფლის გზას დაადგნენ.
დადიანი ეზოში იჯდა და გარემოს გაჰყურებდა,ისეთ სიმშვიდეს გრძნობდა რომ თითქოს ყველა დარდი გაუქრა,მხოლოდ უგულავაზე ფიქრობდა,ღირდა თუ არა მისი მიტოვება "ტუტუცი დაქალების გამო" ,რომლებმაც სრულიად უმიზეზოდ ჰკრეს ხელი.მიხვდა,რომ ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მეტად არასწორია და მხოლოდ მას და იმ ადამიანებს აზარალებს ვისაც მართლა უყვარხარ.
კითხვა კითხვით როგორც იქნა მერის სახლსაც მიაგნეს,კასპერამ მწვანე ჭიშკრის წინ გააჩერა მანქანა,მერიმ დაინახა თუ არა მაშინვე მათკენ წამოვიდა.უგულავა გადმოვიდა პირველი,თავისი გოგო რომ დაინახა ტუჩის კუთხეში გაეღიმა და ხელების გაშალა იმის მოლოდინში რომ დადიანი მაგრად ჩაეხუტებოდა,მანაც არ დააყოვნა და ზედ შეახტა ქმარს.კასპერა იდგა და ორივეს დასცინოდა
-შენ კიდე რძალო თუ ასე გენატრებოდა სად მიდიოდი ჰა? გვაბოდიალა აქ-სიცილით უთხრა და გადაეხვია მერის
-როგორ მომაგენით?
-მე თუ მოვინდომე ხომ იცი რომ ყველაფერს გავიგებ?-თვალი ჩაუკრა დათომ დადიანს და ხელი გადახვია
-წამოდით სახლში შევიდეთ
-მოიცა არ მოდიხარ?-ორივემ მკლველი თვალებით შეხედა მერის
-მოვდივარ,უბრალოდ ნივთები ხომ უნდა ავიღო? თანაც დაღლილები იქნებით გაჭმევთ რამეს-სიცილით უთხრა და ჭიშკრის კარები შეაღო
-შენ მაგაზე არ იდარდო,ისე რა კარგი ბაითი გქონია,ზაფხულობით კი გავერთობით-თვალი მოავლო კასპერამ მერის "ბაითს" და გაიღიმა
-ხო რავიცი ბებომ დაგვიტოვა,დიდი ხანია აქ არავინ ყოფილა.
ცოტახანს სახლში შევიდნენ,ჭამეს, ამასობაში მერიმ ბარგი ჩაალაგა და მალე თბილისისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ.
კიდევ კარგი მიხვდა დადიანი,რომ ვისაც არ სჭირდები მის გამო ფიქრიც კი არ ღირს. ცხოვრებაში მთავრია სწორედ ის ადამიანები დააფასო ვისაც გულწრფელად უყვარხარ და უნდა შენთან,სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია,ისედაც ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება და უნდა მოვასწროთ ერთმანეთით ტკბობა.ფანჯრის მინიდან აკვირდებოდა ლამაზ ხედებს და ფიქრებში იყო გართული
-რაზე ფიქრობ?-კითხა უგულავამ და ხელზე აკოცა
-იმაზე,რომ მაგრად მიყვარხარ და ყველაზე დებილი და სულელი ვიყავი შენგან რომ წამოვედი-მისკენ გადაიხარა ყურში ჩასჩურჩულა და გაუღიმა
-რას ჩურჩულებთ მანდ? ჰო კარგი ჩუმად ვარ-ხელები მაღლა აწია კასპერამ და გაიცინა
-გზას უყურე ბიჭო-სიიცლით უპასუხა დათომაც
როგორც იქნა ჩააღწიეს თბილისამდე.თამრიკო თბილად შეხვდა რძალს. თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა,ყველაფერი კარგად იყო მათ ცხოვრებაში,თითქმის ყველგან ერთად დადიოდნენ,ერთობოდნენ და არ ფიქრობდნენ ცუდზე.
საღამოს გადაღლილები დაბრუნდნენ კლუბიდან და მაშინვე საწოლს მიაშურეს,ერთმანეთის ალერსში იყვნენ გართულები დათოს ტელეფონმა რომ დარეკა
-უპასუხე-ძლივს მოსწყდა მერის ქმრის ტუჩებს
-ოო,მოდი აქ,მოიცდის ეს-მკლვებში მოიქცია ცოლი და ისევ დასწვდა მის ტუჩებს
-იქნებ რა ხდება,უპასუხე მიდი,მე არსად გავბრბივარ-ტელეფონი მიაწოდა
-გისმენ-მომაბეზრებლად უპასუხა
-როგორ ხარ დათო?
-რომელი ხარ?-მერის გადახედა
-თათა ვარ,მისმინე შენთან საქმე მაქვს
-ხო მშვიდობაა?
-კი,კი უბრალოდ მინდა გნახო და დაგელაპარაკო,როდის მოიცლი?-ისეთი თამამამი აღარ იყო როგორც ზოგადად არის ხოლმე
-რავი,ხვალ მოსულა?
-კარგი,ხვალ გამომიარე მაშინ,არ დაგავიწყდეს იცოდე
მერის გადახედა,და ძალით გაიღიმა
-ვინ იყო?
-თათა-თავი გვერდზე გაატრიალა
-ვინ თათა?-გაუკვირდა დადიანს
-აი ხომ გახსოვს მაშინ სოფელში
-აა ხო,გამახსენდა შენი ძველი გოგო-წარბი მაღლა აწია და აგრესიულად გაუღიმა
-ხოდა მთხოვა მნახე ხვალო-თავი მოიქექა და დამნაშავის თვალებით გადახედა
-რა უნდა?-შიშველ ტანზე თხელი მოკლე პენუარი გადაიცვა და საწოლზე წამოჯდა
-არვიცი მერი,მთხოვა მნახე საქმე მაქვსო,ალბათ ფული ჭირდება ან რამე
-შენ მერე მისი მშველელი ხარ თუ რა ხდება? ამ შუაღამე რატომ გირეკავს დათო?
-მოიცა ეხლა,ეჭვიანობის სცენები არ გამიმართო მერი,რა ჩემი ბრალია თუ დამირეკა? ვნახავ ხვალ და გავიგებ რა უნდა,თუ გინდა შენც წამოდი
-მე სად უნდა წამოვიდე? ეგრე არ დავიმცირებ თავს
-დამცირება რა შუაშია?
-კარგი გვეყო მაგ გოგოზე ლაპარაკი-გადაბრუნდა და თვალები დახუჭა
-გაბრაზდი ხო?-გვერდზე მიუწვა და ხელები მუცელზე მოხვია
ხმა არ ამოუღია მერის,გაბრაზებული იყო,არა უფრო სწორად ეჭვიანობდა. დილიდანაც გამოყვა გაბრაზება და ხმა არ გაუცია ქმრისთვის.დათო დასცინოდა და ცდლობდა გაემხიარულებინა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა,ბოლოს დაიღალა და წავიდა. ჯერ ბიჭებთან გაიარა მერე კი თათას ააკითხა
-ხო აბა რა ხდება დროზე მითხარი მეჩქარება-კარებში იდგა უგულავა
-ჯერ შემოდი კარებში ხო არ გეტყვი?-გამოეცალა რომ შესულიყო
დივანზე მოკალათდა და ყურადღებით დააკვირდა თათას
-მოკლედ გეტყვი დათო-მის წინ სავარძელში ჩაჯდა
-ხო აბა მიდი გისმენ
-აი ის საღამო ხომ გახსოვს?
-რომელი?
-რა გჭირს დათო? ერთად რომ გავატარეთ
-თათა მისმინე მაშინ ძალიან მთვრალი ვიყავი,ხომ იცი ცოლი მყავს
-ვიცი დათო ვიცი,მაგრამ ორსულად დავრჩი მაგ ღამის მერე,არაფერს ვითხოვ შენგან,უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა
უგულავას რეტი დაეცა,ეგონა მოესმა, ცივმა ოფლმა გადაასხა,ხმას ვეღარ იღებდა
-ვიცი არ ელოდი და არც გაგიხარდა,მაგრამ უნდა მეთქვა დათო,მამა ხარ და უნდა იცოდე
–მოიცა რა მამა გააფრინე?–ფეხზე ფეთიანივით წამოხტა
–ვიცი შენთვის მოულოდნელი იყო მაგრამ რა ვქნა დათო? ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა–შეწუხებული სახე მიიღო და ტუჩები სატირლად დაებრიცა
-შენ ვაბშე აზრზე ხარ რას მეუბნები? რა ბავშვი რი ბავშვი გოგო?! გამიჩალიჩე ხო?!-გაცეცხლებული იყურებოდა
-დათო მე არ გთხოვ არაფერს,უბრალოდ მინდოდაა გცოდნოდა,მეტი არაფერი-ნიანგის ცრემლები გადმოყარა
სახლიდნ გიჟივით გავარდა უგულავა,ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის,როგორ ეთქვა მერისთვის ეს ამბავი ისედაც ძლივს შემოირიგა და ახლა ნამდვილად მიატოვებდა. მთელი დღე ბიჭებთან გაატარა,მომდარი რომ უთხრა 1000 ვარიანტი განიხილეს,იცოდნენ თათა როგორი ბ*ზიც იყო.
-მერის არუთხრა შეჩ*ემა სანამ ბოლომდე არ დარწმუნდები გაიგე?-კბილებში გამოსცრა კასპერამ
-ხო ბიჭო ვაბშე დეენემის ანალიზი რო გაიკეთოთ?
-ეგ ჯერ როგორ შეჩ*მა ბავშვი უნდა დაიბადოს
-ეე სად ბანაობ,მუცელშივე შეიძლება ეგ ოღონდ ნაყოფი ცოტა დიდი უნდა იყოს.
გადაწყვიტეს რამდენიმე თვეში ამაში დარწმუნებულიყვნენ.



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძანნ დამიანთერესა რა მოხდებაა

 


№2  offline წევრი anaa

აუუ არრ დააშოროო რაა :( :( :(

 


№3  offline წევრი rozali

ააუუ არ დააშოროთ რაა ეს ნინი კიდე სად გაეკვეხა ახლა რაა

 


№4  offline წევრი ტასიკო

იდიოტია ეს უგულავა,ზუსტაადაც რომ უნდა მიატოვოს ერთი დღე ვერ მოითმინა და უღალატა საზიზღარმა

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Vaimee (((((((( malee dadeeee :*****

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaimeee ra dampali gogoa ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent