შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (15 ნაწილი)


17-06-2015, 09:55
ავტორი ანკა
ნანახია 4 653

.........ელენეს მონაყოლი........
თოკომ მითხრა, რომ ბათუმში ჩემს ძმასთან დარჩენა კარგი ვარიანტი იქნებოდა. იქნებ როგორმე დამეთანხმებინა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას შეგუებოდა. თოკო საშინლად მენატრებოდა. 1 კვირა დემეც არ მცემდა ხმას. ასე მითხრა შენს დანაშაულს უნდა მიხვდეო. თავისი ჭკუით მსჯიდა ამით. მეც არ ველაპარაკებოდი და მთელი დღე ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი.

........დემეს მონაყოლი.........
ქალბატონმა ინება და სახლში დაბრუნდა. ვიფიქრე მისი დასჯა კარგ შედეგს გამოიღებდა. დანაშაულს მიხვდებოდა და იმ იდიოტთან ყოფნა აღარ მოუნდებოდა. 1 კვირა ოთახიდან არ გამოსულა. მხოლოდ საჭმელად თუ ჩამოვიდოდა 5 წუთით. მაგრამ ასე როდემდე იქნებოდა - მობეზრდებოდა იქ ყოფნა, მიხვდებოდა რომ თოკო არ უყვარდა, მოვიდოდა ჩემთან და ბოდიშს მომიხდიდა.
ამ ფიქრებიდან კარის ხმამ გამომიარკვია. გავაღე და ვატო და ზურა შემოვუშვი
-ზდაროვა სასტავი(მე) - მივესალმე და ხელი ჩამოვართვი
-გაუმარჯოს(ვატო)
-დასჯილი პრინცესა სადაა(ზურა) - იკითხა ეშმაკურად
-დასჯილი პრინცესა არ მიხსენოთ რა(მე) - ამოვიოხრე და ტახტზე გადავეშვი
-ბიჭო რაუბედურებაა მთელი დღე ოთახშია ჩაკეტილი(ზურა)
-იქნებ უყვარს ეგ ბიჭი და იმასაც უყვარს ტოო!!! აგერ ვერ ხედავ იმ ვიღაც თოკომ შენთან გამოუშვა. უყვარს და ალბათ არ უნდა რომ მის ძმასთან პრობლემები ჰქონდეს(ვატო)
-ისე ხო რა, ეს დებილიც კი ხვდება რო უყვართ ერთმანეთი და შენ რაღა გჭირს(ზურა)
-ეეე ბიჭო ვინაა დებილი!(ვატო) - წამოენთო ესეც სასაცილოდ
-ვინ და შენ. შენს გარდა ვინმე დებილს ხედავ აქ?(ზურა) - კითხა გამომწვვად
-კი, მაგალითად ერთს ახლა ველაპარაკები(ვატო) - უთხრა და დაემანჭა
-რადროს კინკლაობაა თქვენც მაგრები ხართ რა (მე) - ვთქვი ნერვებმოშლილმა.
-მე ვფიქრობ, რომ უნდა გაუშვა(ზურა) - მითხრა დასერიოზულებულმა
-ხო რა, იყოს ბედნიერი (ვატო)
-არ ვიცი რა კაროჩე (მე) - აღმომხდა უკვე საბოლოოდ თავგზაარეულს
-მე ვიცი და ისიც ვიცი, რომ ეხლა კლუბი და სასმელი გიშველის შენ(ვატო) - წამოხტა მხიარულად და ასადგომად მიბიძგა.
ნელ-ნელა წამოვიზლაზნე ფეხზე და კლუბისკენ გავემართეთ.

…….ლიზას მონაყოლი......
სახლში მივედით თუ არა, პირდაპირ საწოლისკენ ავიღე გეზი. დავეგდე და მაშინვე დამეძინა. დილით მხიარულად და ენერგიულად გავიღვიძე. პირველ სართულზე ჩავედი და არავინ არ დამხვდა. რა უბედურებაა... ნეტა ასე ადრეა?! არაა, დილის 10 საათია. ამ დროს ყველას ღვიძავს ხოლმე. თოკოსთან ავიპარე ოთახში, რომ გამეღვიძებინა, მაგრამ იქ არ იყო. საწოლიც გასწორებული იყო. უკვე მობეზრებულმა შაკოს ოთახისკენ გავწიე. არც ის დამხვდა. გამიკვირდა.
ტელეფონი ავიღე და თოკოს ნომერი ავკრიფე
-ხოო ლიზ
-თოკო სად ხარ? ან შაკო სადაა?!
-საქმეები გვაქ და სახლში საღამოს მოვალთ. ხომ არ მოიწყენ იუბილაროო? გილოცავ დაბადების დღეს!!! - ჩამომძახა ტელეფონიდან
-თოკოო!!! ჩემი ბიჭიი, მადლობაა
-კაი წავედი ეხლა მეჩქარება და რომ მოვალ მე ვიცი როგორც გაგართობ
-კაი გელოდებით - ვუთხარი გახარებულმა
-ჭკვიანად - მომაძახა და ტელეფონი გამითიშა.
უი ხოო!!! დღეს არის 3 ივლისი, ჩემი დაბადების დღე. ეუჰჰჰ... დაბერდი ლიზა, დაბერდიი, 19 წელი რაამბავია. (აბა 20 რა, ღორი ხო არ ვარ :დდ კარგით, კარგით არ ვარგოდა იუმორისტული გადახვევა...). ამ დროს აწკრიალდა ტელეფონიც და გახარებულმა ვუპასუხე, როდესაც ეკრანზე თაკოს ნომერი ამოვიკითხე
-ჩემი გოგოოო!!!!! გილოცაავ !! ჩემი გიჟო და საყვარელო!!! მაგრამ ნაგავოო, სულ დაივიწყე შენი დაქალი!!! და მაინც რომ მიყვარხარ რა ვქნაა!! ჩემი გოგო ხარ და მორჩა რა!!! - კიოდა, წიოდა, იცინოდა, რავი ყველაფერს შვებოდა. იმხელა ხმაზე კიოდა, კინაღამ დავყრუვდი
-მადლობაა თააკ!!! ძაან გამახარეე - ვუპასუხე მეც გახარებულმა
-დღეს რა გეგმები გაქ? - მკითხა ინტერესით
-რავი თოკო და შაკო სადღაც არიან საქმეზე საღამოს მოვალთო - ვუთხარი ცოტათი გულდაწყვეტილმა. კარზე ზარი იყო
-გოგო კარზე ზარია? - ამომძახა ტელეფონში
-ხოო, შენ საიდან გაიგე?! - ვკითხე გაკვირვებულმა
-რავი აბაა... - მიპასუხა დაბნეულმა - მიდი გოგო გააღე იქნებ ვინაა - ჩამკივლა მოუთმენლად
-უიმეეე, ხო მივდივარ რაიყოო - ვუპასუხე ბუზღუნით, კარი გავაღე და თაკო შემომახტა
-გილოცაავ!!!!! - ჩამეხუტა და ისე მომიჭირა ხელები კინაღამ დამახრჩო
-გოგო ეს რამე ახალია?! - ვკითხე გაკვირვებულმა
-რა?! - უცბად მომშორდა და ინტერესიანი თვალები მომაპყრო
-რადა ჯერ ტელეფონით დარეკვა და მერე კარში შემოვარდნა
-აა ეგა? ხო რავი - მიპასუხა უდარდელად და სამზარეულოსკენ გააჭრა - საჭმელი რა გაქ??
-შენ ჩემთან მოხვედი თუ საჭმელად - დავუსვი სავსებით ლოგიკური კითხვა
-ორივესთვის, მაგრამ ჯერ ჭამა მინდაა - გამოაღო მაცივარი და გადმოაწყო ყველაფერი რაც კი შიგ იყო
-რაიყო გოგო, მაგიდაზე აღარ ეტევა - ვუთხარი და ჩემი თაკოს გიჟობები გამახსენდა. ამას ხო სულ თავისუფლად გადასანსლავდა.
-ოოო, მაცადე რა ჭამა - მიპასუხა უკვე პირგამოტენილმა და ჭამა გააგრძელა.
შემდეგ მისაღებ ოთახში გავედით.
-უიმეე!!! - წამოიძახა უცბად თაკომ და ხელი შუბლზე მიირტყა
-რახდება - ვკითხე გაკვირვებულმა
-საჩუქრის მოცემა დამავიწყდაა!!! - თქვა და სამზარეულოში გავარდა.
-ჭამდი და რა გაგახსენდებოდა
-აიიი!!!! - მომირბენინა საშუალო ზომის ყუთი და ხელებში მომაჩეჩა - მიდიიიი გახსენი გახსენი გახსენიიიი!!! - დაიწყო ერთ ადგილას ცქმუტვა
-ეხლავე ხოო - ვუთხარი დასამშვიდებლად და ყუთიც გავხსენი. შიგნით ღია ვარდისფერი კაბა იდო. ამოვიღე და დავაკვირდი: ზომიერად მოკლე, ცოტა დეკოლტეთი, ზურგი მთლიანად ამოღებული, ზემოთ მოტკეცილი და მერე გაშვებული იყო.
-ვაიმეე თაკო რამაგარიაა!!! - შევაქე გახარებულმა - ძალიან მომწონს!
-მიდი მიდი ჩაიცვი აბა როგორ გაქვს! იცი რამდენი ხანი დავრბოდი რამე წესიერი რომ მენახა?!
-ხო ეხლავე - ოთახში ავვარდი, გამოვიცვალე და ჩამოვედი. - აბა როგორია? - ვკითხე და მის თვალწინ დავბზრიალდი
-უმაგრესიაა - ტაში შემოკრა გახარებულმა და მაგიდიდან შოკოლადების შეკვრას დაწვდა. - მოდი ეხლა, ჩვენ რამე ვქნათ, რომ იუბილარმა არ მოიწყინოს!! ოქეი???
-კარგი რავქნათ?? - ვკითხე ინტერესით
-ეხლა ჩვენ მივდივართ მთაწმინდაზე და ვერთობით ბოლომდეე!!! - იკივლა გახარებულმა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-რა მთაწმინდაზე გოგო რამდენი წლის ხარ - დავცინე და ავათვალიერე როგორი დაბღვერილი მიყურებდა
-აუუუ კაი რააა - დაიწყო წუწუნი
-რაარი აბა გოგო, პატარა ბავშვი ხარ? - ისევ ვაგრძელებდი მის გაბრაზებას
-უჟმური ხარ რა - ენა გამომიყო და ტახტზე უხასიათოდ დაჯდა
-კაი ხო წავიდეთ - ვუთხარი მობეზრებულად. ამის თქმა და თაკოს ჩემზე შემოხტომა ერთი იყო
-აიიი როგორ მიყვარხაარ!!!!
-კაი ხო ნუ დამახრჩე, თორე ვერსადაც ვერ გამოგყვები - ვთქვი და მოშორება ვცადე, თმცა მალე თვითონვე ჩამოხტა იქედან
-აბაა, წავედით!!! - კარისკენ წავიდა
-მოიცა არ გამოვიცვალო?
-არა! დღეს შენ მაგ კაბას არ გაიხდი - გამომიცხადა მკაცრად და სახლიდან გავიდა. მეც გავყევი და მანქანაში ჩავსხედით.
-დღეს საავტომობილო მომსახურება ჩემია - მომმართა ისევ ისეთი თავდაჯერებულობით და მანქანა დაძრა.
5 წუთში იქ ვიყავით. ისე ეჩქარებოდა აქ მოსვლა, რომ რულზე ჩაფრენილს დაყავდა მანქანა. მივედით თუ არა პირდაპირ ატრაქციონებს მიაშურა.
-წამო რა ლიზაა, შენც დაჯექი მანქანებზე გთხოვ გთხოვ გთხოვვ... - მომიბრუნდა და ისე საწყლად შემომხედა რო უარი ვერ ვუთხარი
-როდის გაიზრდები რაა...
-იესსს!!!! ჩემი გოგო ხარ რა - მითხრა გახარებულმა და მანქანებზე დავჯექით.
მთელი დღე სხვადასხვა ატრაქციონებზე დამათრებდა და მოსვენებას არ მაძლევდა.
-წამო რა ეშმაკის ბორბალზე გთხოვვ
-აუუ შანსი არაა დავიღალე მეზარებაა
-აუ აი ყველაზე ძალიან ამას გთხოვ რა - მითხრა და საწყლად შემომხედა
-ყველა ატრაქციონზე მაგას მეუბნები - ვუპასუხე უკმაყოფილოდ
-აიი გთხოვ რა, ეს ბოლოა მართლა
-მართლა?! - ვკითხე ეჭვით
-კი აიი, მართლა. დღეს ეს იქნება ბოლო
-კაი წამოდი ჯანდაბას შენს თავს
-ვუჰუუუუუ!!!!! წავედიით!!!!
ორი ბილეთი ავიღეთ და ეშმაკის ბორბალზეც დავსხედით.
-მაგარი ხედია აქედან რა - თქვა კმაყოფილმა და მე გამომხედა
-ხოო - ვუთხარი და ირგვლივ თვალიერება გავაგრძელე
-ვაიმეე!!! - იყვირა უცბად თაკომ
-რახდება? - დავუბღვირე ნერვებმოშლილმა
-გოგო ბორბალი გაჩერდა - თქვა და შიშით სავსე თვალები მომაპყრო.
-აუუ ეს გვინდოდა კიდეე? - დავიწყე ბუზღუნი - ეხლა როდის ჩამოვალთ აქედან?! ოოო თაკო რა, შენი ბრალია. მარა მეც შტერი ვარ შენს ჭკუაზე რო დავდივარ - დავიწყე უკმაყოფილომ ლაპარაკი
-ოოოო!!!! - მითხრა მობეზრებულად თაკომ - გადაიხედე გოგო, იქნებ ვინაა ქვემოთ - წამომაყენა სკამიდან და ქვემოთ ჩამახედა, სადაც შაკო იდგა ყვავილებით ხელში. ცეცხლით კი დაწერილი „მიყვარხარ ლიზუ!“ ირგვლივ ყველაფერს ანათებდა. ჩვენ სულ ზემოთ ვიყავით და ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავდი.
ძალიან გამიხარდა შაკოს ასეთი სიურპრიზი და ერთ ადგილას გავშეშდი. მიკროფონი აიღო და ლაპარაკი დაიწყო:
-ჩემო სიცოცხლე! გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან მიყვარხარ!!! მიუხედავად იმისა, რომ უკვე 19 წლის ხარ სულ ჩემი პატარა იქნები!!! სულ გაგიფრთხილდები და არადროს არ გაგიშვებ! კიდევ კარგი შენც გიყვარვარ და ბედნიერი ხარ, თორე მაინც არ დაგანებებდი თავს! - თქვა და გაიცინა. მეც სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან და მუჭით მოვიწმინდე. ცოტახანს ამოისუნთქა და ისევ გააგრძელა - ალბათ ჯერ პატარა ხარ იმისთვის, რაც შეიძლება ახლა გთხოვო... მოკლედ, მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე, ჩემი შვილების დედა და სიკვდილამდე შენთან ერთად ვიყო - თქვა და ამომხედა - თანახმა ხარ ცოლად გამომყვე? - მკითხა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და დაიჩოქა. ალბათ ხმის ამოღებას ვერც მოვახერხებდი თაკოს რომ არ შევენჯღრიე. მეც უცბად გამოვფხიზლდი და მთელი ხმით ვიყვირე
-თანახმა ვარ შაკო!!!! მიყვარხარ!!!!
ეს ვთქვი თუ არა, მაშინვე ამუშავდა ბორბალი. ქვემოთ როგორც კი ჩავედი, კაბინიდან გამოვხტი და პირდაპირ შაკოსკენ გავიქეცი. მაგრად ჩავეხუტე. მანაც ძლიერად მომხვია ხელები, კისერში ხმაურიანად მაკოცა და ჰაერში დამაბზრიალა. შემდეგ დამსვა და ტუჩებზე გამალებით დამეწაფა. კოცნაში მეც ავყევი, ხელები თმაში შევუცურე და ჩემსკენ უფრო ძლიერად მოვიზიდე. კიდევ დიდხანს არ გავჩერდებოდით ორივე ხალხის ტაშის ხმა რომ არ გაგვეგო. ნუ ეხლა, ორივე რაა.... მე. იმიტომ რომ შაკოს მაინც არაფრის არ რცხვენოდა, მე კიდევ სირცხვილისგან ალბათ წითლის მაგივრად ულტრაწითელი ფერი დამედო. შაკოს უკან ავიტუზე და თავი დავხარე. შემდეგ თაკო მომვარდა
-ჩემი გოგო თხოვდებაა!!!! - იკივლა ბოლო ხმაზე და კისერზე მომეხვია. მეც ძლიერად ჩავეხუტე. ბიჭებიც მოგვვარდნენ. პირველ რიგში თემო მოგვახტა და ორივეს მოგვხვია ხელები, შემდეგ ლექსოც მოვიდა და ისიც ჩაგვეხუტა. თოკო გვერდზე იდგა და იღიმოდა. თავი გავინთავისუფლე და მას ჩავეხუტე. მანაც ხელები მომხვია და ყურში ჩამჩურჩულა:
-გილოცავ დაბადების დღეს! უკვე დიდი გოგო ხარ, აღარ ხარ ჩემი პატარა დაიკო! უკვე ქალი ხარ! ბედნიერებას გისურვებ და ძალიან მიყვარხარ!
-მეეც! - ვუთხარი სლუკუნით და თავი მის კისერში ჩავრგე.
-აბაა წავედით სახლში!! დამთავრდა ხალხო შოუ, მადლობა ყურადღებისთვის!!! (თემო) - წამოიძახა მხიარულად და მანქანისკენ წავიდა.
მე, თოკო და შაკო ერთ მანქანაში ჩავსხედით, დანარჩენები კი თემოს მანქანაში და სახლისკენ წავიდნენ. შაკო ისეთი გახარებული იყო, მანქანიდან გადმოსვლის საშუალება არ მომცა. პირდაპირ ხელში ამიტაცა და ოთახში ისე ამიყვანა.
-შენ აქ აპირებ დაძინებას?! - ვკითხე და ჩემს უსაყვარლეს თვალებში ჩავხედე
-დღეიდან ჩემი ცოლი ხარ და ჩემთან იწვები - გამომიცხადა და ტუჩებში ვნებიანად მაკოცა.
იმ ღამეს უბედნიერესს ჩამეძინა. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ ჩემს თავს ეს რეალურად ხდებოდა და არ მესიზმრებოდა...

...............
ჩემი უსაყვარლესებოო!!!
ესეც შემდეგი თავიი ^_^
როდესაც ასეთ თბილ კომენტარებს ვკითხულობ თავს უფლებას ვერ ვაძლებ 1 დღე მაინც გალოდინოთ. ჩემი ნება რომ იყოს დღეში რამდენიმესაც დაგიწერდით, რომ როგორმე გაჩვენოთ, თუ რამდენს ნიშნავს თითოეული თქვენგანის 1 სიტყვა მაინც.
იმედია მოგეწონებათ.
ველი შეფასებას... <3 მიყვარხაართ <3 <3 <3



№1  offline წევრი anaa

აუუ რა მაგარიაა <3

 


№2  offline მოდერი ანკა

anaa
აუუ რა მაგარიაა <3


ძალიან ძალიან დიდი მადლობაა <3 მიხარია რომ მოგწონს და ძალიან გამახარე რომ დამიკომენტარეე <3 ისეთ სიხარულს მანიჭებთ, რომ სიტყვებით ვერ ავღწერრ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent