შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 7


17-06-2015, 13:52
ავტორი Nini13
ნანახია 4 791

საღამომდე ნომერში ვიყავით, არსად წავსულვართ. არაფრის კეთებაში დრო გაიწელა. დაახლოებით 5 საათი იყო როცა მობილურზე დიტოს მესიჯი მივიღე: „რომელზე გამოგიაროთ?“ მივწერე: „ერთ საათში“ „კაი ბაზარი არაა“. ერთი საათი მომზადებას მოვუნდი, მართალია რამე ისეთ შეხვედრაზე არ მივდიოდი მაგრამ თუ სადმე მივდივარ აუცილებლად კარგ ფორმაში მინდა ვიყო. ზუსტად 6-ზე ოთახის კარზე კაკუნი გავიგონე, გავაღე და რათქმაუნდა დიტო და ბექა შემრჩა ხელში.
-რა ჭკვიანები ხართ (ანი)
-რას გულისხმობ? (დიტო)
-პიკნიკზე რო მიდიხარ, ან სად მიდიხარ? ან რა მოგაქვს საჭმელი? (ანი)
-ყველაფერი ქვემოთაა შევუკვეთეთ ძაან ბევრი რამე, და სად მივდივართ ეგ ჩვენ ვიცით (დიტო)
-ხო კაი გეყო ლაყბობა წავედით (მე)
-შენ ისევ ისე აპირებ? (დიტო)
-არა ნუ გეშინია (მე) ისე ვუთხარი დავარწმუნე რომ მართლა არ ვაპირებდი. გზას გავუდექით. ერთ ძალიან ლამაზ ადგილას მიგვიყვანეს, ბუნება, სიწყნარე, იდეალური ადგილი პიკნიკისთვის და ზოგადად დასვენებისთვის. იქვე ახლოს მდინარეც იყო, და მისი ჩხრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ერთად ძალიან კარგი მოსასმენი იყო.
-რა სილამაზეა (მე და ანიმ ერთად ვთქვით) „სუფრა“ გავშალეთ, ძალიან ბევრი და მაგარი სასუსნავი იყო. ანიმ უცებ მოშორებით გვირილების მდელო დაინახა და ეგრევე იქეთ გაიქცა
-გოგო საით? (მე) მომაძახა
-აუ გვირილებს დავკრიფავ რა, ხო იცი ვგიჟდები (ანი)
-რას დაკრიფავ ნახე სადაა არ დაიკარგო, ჯერ არ მოვსულვართ და ჩვენთან იყავი ცოტა ხნით, სად წავა ეგ გვირილები (მე)
-ოო მალე მოვალ, რა დამკარგავს ბავშვი ხო არ ვარ (ანი)
-არ ხარ მაგრამ ბავშვის ჭკუა გაქ (მე)
-მოიცა მეც წამოვალ (ბექა) ანის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ვიცი რატომაც, მე და დიტო მარტო რო დავეტოვებინეთ. თუმცა რათქმაუნდა თავისი ბიჭის გვერდით ყოფნაზეც არ იტყოდა უარს. ბექა წავიდა თუ არა დიტომ მკითხა:
-უკან როდის ბრუნდებით? (დიტო)
-რავი დაახლოებით 1 კვირაში, ან ცოტა მეტ ხანს ვიქნებით, თქვენ? (მე)
-რავი ჩვენც ეგრე, უკვე მეოთხე დღეა აქ ვართ. (დიტო)
-და ესე ადვილად როგორ დაპარპაშებ შენი სამსახურიდან გამომდინარე? (მე)
-ბარში ყველაფერს აქედან ვაკონტროლებ და კომპანიის საქმეებს მამაჩემი აგვარებს, რა მუშაობა მოიცა რა, შემარგე ახალგაზრდობა. (დიტო)
-იმხელა სახლში მარტო შენ და მშობლები ხართ? (მე)
-რატო ლია დეიდა დაგავიწყდა? (დიტო)
-ლია დეიდაა შენი თუ უბრალოდ ეგრე მიმართავ? (მე)
-ეგრე მივმართავ მარა დეიდად მიმაჩნია, ჩვენთან მუშაობს უკვე რამდენი წელია, მაგის ხელში ვარ გაზრდილი. (დიტო)
-და დედაშენი? (მე) ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა და თავი დაბლა დახარა, მივხვდი რაშიც იყო საქმე.
-მაპატიე (მე)
-არაუშავს, 5 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა. აუ არ მინდა ამაზე ლაპარაკი რა. (დიტო)
-მე არ მიკითხავს (მე) ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
___ანი/ბექა___
-ოდესმე გყვარებია? (ბექა)
-სულ სიყვარულზე რატო მელაპარაკები? (ანი)
-მაინტერესებს (ბექა)
-კიი მყვარებია, მაგრამ საზიზღრად მომექცა და მას შემდეგ აღარავინ მაინტერესებს. (თან თვალი ჩაუკრა) ოჰ ეს სიამაყე.
-მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი ჩემს შეყვარებულს ბოლომდე გავუფრთხილდებოდი. (ბექა)
-მაგრამ არ ყოფილხარ და ეგ უბრალოდ ცარიელი სიტყვებია. საერთოდ მაგაზე ლაპარაკის სურვილი არ მაქ (ანი) ბექას აღარაფერი უკითხავს და ანის თავის მოკრეფილი გვირილების თაიგული გაუწოდა
-აი ეს შენ ჩემგან (ბექა)
-მადლობა, როგორ მიყვარს, ლამაზია ძაან (ანი)
-ხო შენსავით, ოღონდ შენ ბევრად უფრო ლამაზი ხარ (ბექა) ანი მის სიტყვებზე გაწითლდა როგორც ჩვევია. მერე ისევ დიტოსთან და ნინისთან დაბრუნდნენ.
___დიტო/ნინი___
ანი და ბექა მალევე შემოგვიერთდნენ. ოთხივე ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით, ყველაფერზე ვლაპარაკობდით რაც თავში აზრად მოგვდიოდა. ბექა და დიტო ანეგდოტებს ყვებოდნენ, და მერე ამაზე ყველა ერთად ხმამაღლა ვიცინოდით.
რომ შებინდდა სასტუმროში დავბრუნდით, ეგრევე ნომრებში შევედით და საწოლებზე „დავეშვით“. ღამის 11-ის ნახევარი იყო დაახლოებით, დიტომ მომწერა: “ხვალისთვის რამე დავგეგმოთ“, მივწერე „ჩემი აზრით აქაურობა უნდა შემოვიაროთ, ძალიან მინდა დავათვალიერო“, „კაი არაა ბაზარი, ბექამ აქაურობა კარგად იცის, დღევანდელი ადგილიც მაგან შეარჩია, ნუ ჩვენი გიდი იქნება, მოსულა?“ „მოსულა“ მივწერე და ტელეფონი გადავდე. დიტოზე დავიწყე ფიქრი. “მიყვარს? ნწ არა, თუ კი? კი კი მიყვარს.“ ასეთი ქაოსი იყო ჩემს თავში, მაგრამ რა აზრი აქვს დამალვას საკუთარ თავთან, რომ მიყვარს, თან ძალიან. მალევე ჩამეძინა.
დილით 7 საათზე გამეღვიძა და დაძინება აღარ მიცდია, ეგრევე აბაზანაში შევედი, მერე გამოვედი, დღევანდელი პატარა „მოგზაურობისთვის“ კლასიკური სტილის ტანსაცმელი შევარჩიე რატომღაც - მთლიანი, არც ისე მოკლე კაბა რომელიც ზემოთ შავთეთრია და ქვემოთ შავი, ამას შევუხამე ლამაზი ე.წ „ბალეტკები“, თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მზად ვარ. მაშინვე ანის ვეცი და გავაღვიძე
-ადე გოგო ადეე (მე)
-აუ რაარი რა გაღრიალებს, რომელი საათია? (ანი)
-8, დღეს მთელ ქალაქს ვათვალიერებთ და მოემზადე დროზე, ჰეე მიდი (მე)
-რა ქალაქს ვათვალიერებთ რამ წამოგიარა? (ანი) ახლაღა გამახსენდა რომ ანისთვის არაფერი მითქვამს და მაშინვე ავუხსენი, ბექას ხსენებაზე წამოხტა და ნახევარ საათში ყველანაირად მზად იყო, ვურჩიე მასაც კლასიკურად ჩაეცვა. 9 საათზე მომივიდა დიტოს მესიჯი: „რომელზე გამოგიაროთ?“ მივწერე „ჩვენ უკვე გელოდებით“, მიწერიდან ზუსტად 3 წუთში კარზე კაკუნი, გავაღეთ და რომ დაგვინახეს ჯერ კომპლიმენტები გვითხრეს, რომ ასეთი ჩაცმულობა უფრო გვიხდება, მერე კი გზას გავუდექით. მთელი დღე დავდიოდით და ყველაფერს დაკვირვებით ვათვალიერებდი, ბექა ცდილობა ყველაფრის შესახებ ამომწურავი პასუხები გაეცა ჩვენთვის, მშვენიერი გიდი აღმოჩნდა. როცა უკვე დაღამდა სასტუმროში წავედით, მაგრამ ვიდრე შევიდოდით იქვე ახლოს ერთერთ პატარა კაფეში დავსხედით. ბიჭებმა ლუდი, ჩვენ კი ყავა შევუკვეთეთ. რაღაცეებზე ვსაუბრობდით და უცებ ჩემი მობილური აწკრიალდა, დედაჩემი რეკავდა.
-ხო დედა გისმენ (მე)
-ნინი მისმინე, ზეგ შუადღისას გურამი და გიორგი ჩამოდიან და შენც სახლში უნდა იყო, ჩემთან. რა ვქნა შვილო, უნდა წამოხვიდე აუცილებლად (დედა)
-დედა ჯერ 3 დღეც არ გასულა რაც აქ ვარ, კაი რაა, რატო ჩამოდიან? (მე)
-დასასვენებლად შვილო, აქ უნდათ დასვენება (დედა)
-აუ დედა, სანამ ეგენი მანდ იქნებიან ხო ჩამოვუსწრებ, რა აუცილებელია მანდ რო დავხვდე? (მე)
-შვილო მანდ რომ წახვედი წინააღმდეგობა არ გამიწევია, ახლა შენც გამიგე, ხვალვე უნდა ჩამოხვიდე, ნახვამდის გკოცნი. (დედა) და გათიშა. მოღუშული სახით მივუჯექი ბავშვებს.
-რაარი გოგო ხო მშვიდობაა? (ანი)
-აუ დედაჩემი იყო, ზეგ ჩემები ჩამოდიან და სახლში უნდა დახვდე აუცილებლადო. ხვალ უნდა წავიდე (მე)
-კაი რაა ახლა არ ჩამოვედით? (ანი)
-რა ვქნა ანი მეც მაგას ვუჩიჩინებდი მარა არც მომისმინა. იმათაც კიდე რაღა ახლა მოუნდათ ჩამოსვლა (მე)
-არაუშავს ჩვენც წამოვალთ და იქ შევიკრიბოთ ხოლმე (ბექა)
-სად წამოხვალ დაეტიე აქ (ანი) შეუღრინა ანიმ.
-აბა აქ თქვენს გარეშე რა გვინდა ტო (ბექა)
-ვერ გავიგე ჩვენ რატო მოგვდევთ, მერეც გვნახავთ, შეირგეთ აქ ყოფნა (მე)
ავდექი და წამოვედი, ანი ბიჭებს დაემშვიდობა და გამომყვა. ნომერში ავედით თუ არა დაღლილებს საწოლებზე მაშინვე მიგვეძინა.
___დიტო/ბექა___
-ჯიგარი ხარ ბრატ (ბექა)
-რატო? (დიტო)
-შენი გოგოს წყალობით მეც ვიპოვე ჩემი პრინცესა (ბექა)
-კაია, აუ ამ გოგოს რამე უნდა მოვუხერხო თორე ზედმეტად ჯიუტი და უკარებაა (დიტო)
-მე გეტყვი მაგარს თუ თანახმა იქნები, თან ეს ერთხელ უკვე გააკეთე (ბექა)
-რას გულისხმობ? (დიტო)
-რას და ბიჭო მოვიტაცოთ ორივე, ლუკაც მოგვეხმარება (ბექა)
-რაღა დროს მოტაცებაა (დიტო)
-ამას ვინ მეუბნება, აუ მიდი რა, ოთხივე ერთად ვიყოთ სადმე ვიქირაოთ სახლი (ბექა)
-ძმაო შენ თუ ანის მოტაცება გინდა მოიტაცე, მე და ლუკა გვერდში დაგიდგებით ხო იცი, მე ნაცად ხერხს აღარ მივმართავ (დიტო)
-კაი ბრატ მადლობა, მარა ისე მართლა რაღადროს მოტაცებაა ჩვენც ხო ვართ ჭკვიანები. ისე ლუკამ რაო რატო არ წამოვედიო? (ბექა)
-ჩემი გოგოს გარეშე ვერ გავძლებ მანდო. (დიტო)
-მერე წამოეყვანა ელენეც (ბექა)
-ვერ მოდისო მითხრა. ვერც მე გავძლებ ნინის გარეშე აქ და ამიტო ხვალვე წავალთ თბილისში. კაი? (დიტო)
-ხო აბა რა, ვერც მე გავძლებ ანის გარეშე ტო (ბექა)
___ნინი/ანი___
მეორე დღეს გამეღვიძა თუ არა ავდექი და ბარგის ჩალაგებას შევუდექი. მერე ანიც ადგა და ორივე მოვემზადეთ წასასვლელად. მერეღა გამახსენდა ტელეფონის ჩართვა, 2 new message დიტოსგან: „ჩვენც მოვდივართ, ამიტო ჩვენი მანქანით წაგიყვანთ“ „არ მოგერიდოთ, კაი?“. საერთოდ არაფერი მიმიწერია, არ მინდოდა მასთან ერთად მგზავრობა და გზაში კინკლაობა, ამის ხასიათზე არ ვიყავი. ორივემ ჩვენს ჩემოდნებს ხელი მოვკიდეთ და წამოვედით. გზაში დრო უზომოდ გაიწელა. როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ, მომნატრებია თბილისი ამ 3 დღეში. მაშინვე სახლში წავედით, ჩვენი ბინა ყველაზე მეტად მომენატრა.
საღამოს ჩემი მობილური აწკრიალდა, დიტო მირეკავდა.
-გისმენ (მე)
-უჩვენოდ რატო წამოხვედით? პასუხის ღირსიც არ ვარ? (დიტო)
-არ მინდოდა თქვენი შეწუხება, უკვე ჩამოხვედით? (მე)
-კიი და შეგიძლია ქვემოთ ჩამოხვიდე? შენს კორპუსთან ვარ (დიტო)
-აქ რა გინდა? (მე)
-მომენატრე და შენი ნახვა მინდა (დიტო)
-ნუ გეშინია არ მოკვდები უჩემოდ, შეგიძლია წახვიდე (მე)
-ნინი მისმინე, ყველანაირად ვცდილობ დაგიახლოვდე და ეგრე ნუ იქცევი რა, ძაან ძაან გთხოვ ჩამოდი, რაღაც უნდა გითხრა (დიტო) ბევრი აღარ მიყოყმანია, დავთანხმდი და ქვევით ჩავედი.
-საღამომშვიდობისა პატარა ქალბატონო (დიტო)
-საღამომშვიდობის, აბა რისი თქმა გინდოდა? (მე) ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა, დაახლოებით 3 წუთი ასე ვიყავით, წინააღმდეგობა არ გამიწევია. მერე ჩემი სახე ხელებში მოაქცია, ცოტა ხანი თვალებში მიყურა, მერე კი გადმოიწია და მაკოცა, აი ამაზე კი წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა უშედეგოდ
-ვიცი რო შენც გიყვარვარ, ტყუილად გამირბიხარ, მე შენ დაგინახე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ ჩემი გოგო იქნებოდი, ხარ კიდეც, მე შენ აგირჩიე. დანახვის წუთიდან მიყვარხარ, გესმის? ვგიჟდები შენზე, სულ მენატრები და მინდა რო ჩემთან იყო. აღიარე რო შენც ასე ხარ (დიტო) ხმას არ ვიღებდი, ვერც თვალებში ვუყურებდი.
-დუმილი თანხმობად მივიღო? (დიტო) ისევ ჩუმად ვიყავი.
-აჰაა ესეიგი მივიღო, ჩემი გოგო, ჩემი პატარა ქალბატონი (დიტო) მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-სახლში ავალ კაი? (მე)
-არ მინდა შენი გაშვება, მარა კაი ადი და დაისვენე, მიყვარხარ (დიტო) შემოვბრუნდი, კიბეებზე რომ ავდიოდი მივაძახე: ნახვამდის დიტო (მე) და საფეხურებს ავუყევი. შევედი თუ არა, ჩემი მომღიმარი სახე ანიმ დაინახა და მაშინვე დამაყარა კითხვები, მეც მოვუყევი.
-ვაიმე რა რომანტიულია (ანი)
-ოჰ ოჰ, შენმა პრინცმა რაო? (მე)
-სანამ ქვევით იყავი მელაპარაკა, ხვალ შემხვდი შუადღისასო (ანი)
-და შენ რათქმაუნდა შეხვდები (მე)
-კაი ერთი (ანი)
-ოჰ, მე ხო ეგრე მეუბნებოდი დიტოზე? ხოდა ახლა შენი ჯერია, არ მოგასვენებ, თუმცა რა საჭიროა, ვერც შენ გაძლებ რო არ ნახო (მე)
-რა სისულელეა (ანი)
-ვითომ თვითონ არ უნდა, უყურე ამას (მე) თან მეცინებოდა. დამიბღვირა და ოთახში შევიდა, ჩემი შეყვარებული გოგო <3
მეორე დღეს დილიდანვე დედაჩემთან ვიყავი სახლში და საჭმლის კეთებაში ვეხმარებოდი. აი მაშინ კი გავბრაზდი მაგრამ ახლა უკვე მიხაროდა ბიძაჩემის და ჩემი „ძმობილის“ ჩამოსვლა, გიორგისთან ძალიან ახლოს ვარ და ძმად მივიჩნევ, ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მზადებაში დრო მალე გავიდა და აი ჩემებიც ჩამოვიდნენ, როგორ მომნატრებიან <3 ჯერ ბიძიას ჩავეხუტე, მერე გიოს მივუბრუნდი.
-როგორაა პატარა ქაჯი? (გიო)
-გადასარევად მაგრამ მოენატრე, შენ როგორ ხარ? (მე)
-ვარ რა, მეც მომენატრე ნუცი (გიო) სუფრასთან დავსხედით და ბევრი ვილაპარაკეთ, ძველი დრო გავიხსენეთ. მერე მე და გიორგიმ გასეირნება გადავწყვიტეთ და ასეც მოვიქეცით. მერე ანის ნახვაც მოუნდა, მასთანაც კარგი ურთიერთობა ქონდა.
-კაი წამოდი თან ჩვენს ბინას განახებ (მე) ჩვენთან წავიყვანე, ანის გაუხარდა მისი ნახვა.
-აუ მაღაზიიდან რამეს ამოვიტან და მოვალ (ანი)
-კაი მიდი მალე (მე) ანი წავიდა და მე და გიორგი დავრჩით. დაახლოებით 3 წუთში კარზე ზარი.
-გოგო ასე მალე მოხვედი? (მე) ვთქვი და კარი გავაღე, თუმცა დიტო შემრჩა ხელში.
-შემოდი (მე)
-ნინი ტელეფონზე რატო... უცებ სიტყვა გაწყვიტა და გიორგის შეხედა, შემდეგ მე შემომხედა და თქვა...



№1  offline მოდერი ანკა

ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან საყვარელი ისტორიაა <3 მალე დადე შემდეგი თავი ^_^

 


№2  offline წევრი maxara

მალე დადე რა ძაან მაგარია

 


№3  offline წევრი Anika13

უმაგრესი გოგო ხარ ძალიან მომწონს love მალე დადე რა love ყოველთვის ვკითხულობ და ველოდები love

 


№4  offline წევრი Nini13

მადლობა ბავშვებოო love

 


№5  offline წევრი S.likuna

male dadeee radros gawkviteww

 


№6  offline წევრი lamazmani

მალე დადე რა კაია მომწონს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent