ცხოვრების გემო (23)
სახლში დაღლილი და ნერვებმოშლილი დაბრუნდა უგულავა,მერი სამზარეულოში ფუსფუსებდა და თან რაღაც სიმღერას ღიღინებდა,მოკლე თხელი ყვავილებიანი სარაფანი ეცვა,რომელიც მხოლოდ საჯდომს უფარავდა,წინ კი თავისი სავსე მკერდი ჰქონდა მოშიშვლებული.როგორც წესი ასეთ დროს უგულავა ნერწვებს ყლაპავდა ხოლმე და ტუჩებს ილოკავდა,მაგრამ ახლა გაუნძრევლად იდგა და დამნაშავის თვალებით უყურებდა ცოლს. -მოხვედი დათო?-ყურებამდე გაღიმებულმა ჰკითხა ქმარს დადიანმა -რას აკეთებ?-ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე -თამრიკო სამსახურიდან ბათუმში გააგზავნეს 2 დღე არიქნება,ხოდა გადავწვიტე ამ 2 დღის მანძილზე მე მოგხედოთ შენ და გვანცას-გაუღიმა მხიარულად -ვა,მაგარია -გშია? -არა,კაპერასთან ვჭამე -მოხდა რამე? -რატო მეკითხები?-სამზარეულოს მაგიდის წინ მდგარ სკამზე დაჯდა და თავზე ხელი ნერვიულად მოისვა -აფორიაქებული ხარ -ყოველთვის როგორ ხვდები როცა რამე მჭირს?-მუხლზე ჩამოისვა ცოლი და გაუღიმა -შენც ხომ ხვდები ხოლმე როცა ცუდად ვარ ან რამე ვერაა რიგზე? როცა ადამიანი ისე გიყვარს,როგორც მე შენ მიყვარხარ წარმოუდგენელია რომ ვერ მიხვდე რა უჭირს და რა უხარია,ასე რომ საქმე მარტივადაა-ცხვირზე ხელი მაგრად მოუჭირა და აკოცა. დადიანმა აიჩემა გინდა თუ არა ჩემი გაკეთებული ტოლმა უნდა გაჭამოო,სხვა რა გზა ქონდა უგულავას? დაყვა მის ნებას და გემრიელად გადაუშვა უგემური ტოლმა მუცელში. დღე ნორმალურად გაატარეს,უგულავა ტელევიზორს მიშტერებოდა უაზროდ,თავში სულ თათას ნათქვამი უტრიალებდა,მერი კი გვნაცას ამეცადინებდა.ცოტახანში ტელეფონზე შეტყობინება მიიღო,ნომერი არ ეცნო."ძალიანაც ნუ მიენდობი შენს ქმარს" თვალები გაუფართოვდა,არიცოდა ესე ბოროტად ვინ შეიძლებოდა გახუმრებოდა,გვანცა თავის ოთახში გაუშვა სათამაშოდ,თვითონ კი მისაღებში გავიდა დათოსთან,დივნის კიდეზე ჩამოჯდა და ტელევიზორს უაზროდ მიაშტერდა. -აუ,მერი მიდი რა ლუდი მომიტანე ხმის ამოუღებლად შეუსრულა "ბრძანება" და ისევ იმ ადგილას დაჯდა -გინდა საღამოს ნიკასთან ავიდეთ?-ლუდი მოიყუდა და ცოლს გადახედა -გავიდეთ-მხრები აიჩეჩა მერიმ -რა იყო?-ეჭვით თვალით გაუღიმა -არაფერი დათო -სულ არაფერი?-ხელი დაავლო და მის ზემოთ მოექცა -ახლა არა-ხელი კრა -არც არაფერს ვაპირებდი,"პროსტა რა"-თვალი ჩაუკრა -დათო რამე რომ მოხდეს,აი ისეთი რაღაც რაც არცისე სასიამოვნო იქნება ჩემთვის მეტყვი? -მაგით რისი თქმა გინდა?-ტანში გაცრა უგულავას და დასერიოზულდა -ზოგადად გეკითხები,თუ რამე მოხდება ოდესმე, მინდა შენგან გავიგო და არა სხვისგან,მინდა მენდობოდე დათო -ბაზარი არაა-მხრები უდარდელად აიჩეჩა, არადა სინდისი აწუხბდა საღამოს გვანცასთან ერთად ნიკასთან ავიდნენ,გიგი უკვე დიდი ბიჭი იყო 3 თვის ხდებოდა,ისეთი ლამაზი და საყვარელი ღიმილი ჰქონდა ყველას გული ადვილად მოიგო. -როგორ უძლებ ნინო?-სიცილით ჰკითხა მერიმ -ვაიმე არ მკითხო მერი, ღამე ძილი არ მაქვს დღე კიდე მოსვენება,დავიტანჯე-ამოიხვნეშა -არ გეხმარება?-ნიკას სიცილით გადახედა დადიანმა -"ღადაობ"? მეხმარება კი არა პირიქით,ხელს მიშლის-თავი უსიამოვნოდ გააქნია -არ დაუჯერო მერი,იტყუება-გამოსძახა ნიკამ მისაღებიდან -თქვენ როგორ ხართ ? ხომ ყველაფერი რიგზეა? -კი ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად გვაქვს-ძალით გაუღიმა საღამო სასიამოვნოდ გაატარეს,გვიანი იყო რომ დაბრუნდნენ,მძინარე გვანცა თავის ოთახში შეიყვანა დათომ და ოთახში შევიდა მერისთან.მაგრად მოეხვია მუცელზე ხელები და მშვიდად ჩაეძინათ ორივეს,თუმცა გულში მაინც ხინჯად ჰქონდა დათოს მომხდარი. -დათო ადექი რა დაეჯაჯგურა დილაადრიან ქმარს -რა გინდა გოგო,მაცადე ძილი-საბანს დაექაჩა -ადექი გვანცა სკოლაში უნდა წავიყვანოთ -აუ,ეგ ვაბშე აღარ მახსოვდა ძლივს წამოდგა,მოემზადნენ და 15 წუთში სამივენი მანქანაში ისხდნენ. -იცოდეთ არ დაგავიწყდეთ 2 საათზე უნდა მომაკითხოთ-თითი გამაფრთხილებლდად დაუქნია ორივეს და მანქანიდან გადავიდა გვანცა.ამაზე ორივეს გულიანად გაეცინა -უნივერსიტეტში წაგიყვანო თუ? -თუ! -სიცილით უთხრა დადიანმა და არ აცადა წინადადების დამთავრება -კარგი მაშინ თუში წავიდეთ-გაეცინა უგუალავას და მანქანა ადგილს სწრაფად მოწყვიტა მანქანა ავტოპარკრის წინ გააჩერა -აქ რა გვინდა?-გაოცებულმა გადახედა ქმარს -ტარება ხო იცი?-თვალები აათამაშა -ვაიმე კიიი,მერე?-აცანცარდა დადიანი და ტაში შემოჰკრა გახარებულმა -ხოდა ვნახავთ ეხლა როგორი მძღოლი ხარ,წამო-თვალი ჩაუკრა და მანქანიდან გადავიდა,უკან გახარებული მიჰყვა მერიც, ჩაფხუტი გაიკეთეს და მანქანებში ჩასხდნენ,სტარტის ხაზთან იდგნენ ორივენი,მხოლოდ დროშის აფიალებას ელოდებოდნენ და არც მან დააყოვნა,სწრაფად მოსწყვიტა ადგილს მანქანა დადიანმა,არც უგულავა დარჩენია ვალში,ერთმანეთის გვერდიგვერდ მიდიოდნენ,როცა ჯანლტმენურად დაუთმო დათომ ცოლს და უკან ჩამორჩა,ის უხაროდა დადიანს ეგონა მართლა დაამარცხა დათო. -მოგიგე,არ არსებობს! ვაიმე!-ადგილზე ხტუნავდა -ხო აბა ყოჩაღ შენ რა შუმახერი მყოლიხარ და არ მცოდნია-სიცილით უთხრა და ხელი გადახვია,დიდხანს ისეირნეს თბილისის ქუჩებში,ამასობაში გვანცას გამოყვანის დროც მოვიდა,სკოლასთან მიაკითხეს.მალე გვანცაც გამოტანტალდა და მანქანაში ჩაჯდა -რა გჭირს გვანცა? -არაფერი მერი-ცხვირი აიბზუა და გაბუტული გატრიალდა ფანჯრისკენ -აბა ეხლა თქვი რა მოგივიდა-გაუჯავრდა უგულავა -დეპრესიაში ვარ! დათო! სასწარაფოდ მესაჭიროება ნაყინი-თავი ამაყად გაიქნია და ცხვირი აიბზუა,ისეთი სასაცილო იყო დადიანი და უგულავა სიცილით კვდებოდნენ -რას დამცინით?-იუკადრისა გოგომ -ვინ დაგცინის აბა?-ირგვლივ მიმოიხედა დათომ და აფხუკუნებულ მერის რომ შეხედა თვითონაც აფხუკუნდა -ვაიმე დათო,დეპრესიაშია გოგო და ნაყინი ესაჭიროება,ახლავე შეწყვიტე სიცილი!-უჩქმიტა ქმარს და პირზე ხელი აიფარა ისევ არ გამეცინოსო. კაფეში შევიდნენ და ყველაზე დიდი და ფერადი ნაყინები შეუკვეთეს.გვანცამ უცებ გადასანსლა,მერი კიდევ პირიქით ერთი ლუკმის შემდეგ საპირფარეშოში გავარდა. -კარგად ხარ?-ფეთიანივით მიჰყვა უკან უგულავა -კი,კი გვანცასთან გადი მარტოა ბავშვი მალევე გამოვიდა ფერდაკარგული,სახლში დაბრუნებულს თავზე დასტრიალებდა უგულავა ცოლს.მერის სიამოვნებდა და თან დასცინოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.