საბოლოო არჩევანი შენზე (6)
გაოცებულმა ანიტამ თვალი გააყოლა მიმავალს და თვითონაც უკან აედევნა, თუმცა მოშორებით. რამდენიმე მეტრი გავლილი არ ქონდა, მოსახვევიდან ბექა და მისი ძმაკაცები რომ გამოვიდნენ... ჩოხელი ვერ იტანდა ამ ყეყეჩს, რომელიც ყოველთვის კუდში დასდევდა, ერთხელ ისიც კი გაბედა, რომ ხელი აეწია გასარტყმელად, თუმცა მალევე მოეგო გონს და ხელი დაბლა დაწია, მას შემდეგ ანიტას მისი დანახვისას, შიშისგან ტანში ჟრუანტელი უვლის... ახლაც, ბექას დანახვისას სახეზე ფერი ეცვალა და ეცადა, რომ ნაბიჯი აეჩქარებინა. ესმოდა უკნიდან ბექას მძიმე ნაბიჯის ხმა და რატომღაც იმ მოძალადესთან აიგივებდა. იმ დღის გახსნებისას ჩოხელს თვალზე ცრემლი მოადგა და ხმადაბლა ამოისლუკუნა, თუმცა როგორც ჩანს არც ისე ხმადაბლა, რადგან წინ წასულმა "სიმპატიურმა მგზავრმა" გამოხედა და მისი ცრემლით აკიაფებული თვალების დანახვისას, სახეზე ცეცხლი მოეკიდა, მერე მის უკან მომავალ ბექას გადახედა და ანიტასკენ დაიძრა... ჩოხელი გაკვირვებული უყურებდა ბიჭს და არ იცოდა რა გაეკეთებინა. "სიმპატიური მგზავრი" კი აუღელვებლად მოუახლოვდა და ხელი გადახვია, თან წინ წასვლისკენ უბიძგა. -რას აკეთებ?_გაკვირვებულმა კითხა და სახეზე ახედა. -ეს უკვე საკმარისია, რომ ზედმეტები აღარ გაბედონ. -ვერ მიგიხვდი? -ეჰ, ანიტა, როგორ გეტყობა, რომ ახალი ხარ. -ჩემი სახელი საიდან იცი? -აქ არაფერი იმალება. -ჰო, ეგ უკვე მეც შევამჩნიე._თავისთვის ჩაიბურტყუნდა და უკან გაიხედა, იმის შესამოწმებლად კიდევ თუ მოყვებოდათ ბექა, თუმცა იქ აღარავინ დახვდა. -წავიდა._გახარებულმა ამოილაპარაკა და ბიჭის მკლავი მოიშორა.-შენი სახელიც არ ვიცი... -სანდრო. -სასიამოვნოა._თუმცა ბიჭმა ხმა აღარ ამოიღო, ისე მივიდნენ ანიტას სადარბაზომდე. -მადლობა დახმარებისთვის. ნახვამდის._ღიმილით დაემშვიდობა ანიტა და შიგნით შევიდა, საბა კი ისევ სივრცეს უღიმოდა და ხვდებოდა, რომ არჩევანში არ შემცდარა. ^^^ დილით ანიტას გაახსენდა, რომ კვირაა და დღეს ისვენებს, ამიტომ ბედნიერი გადაწვა საწოლზე და ხელები გაშალა... ყველაზე მეტად გული იმაზე წყდება, რომ ხვალ სამსახურში მიდის და არა სკოლაში, ბავშობიდან ოცნებობდა კარგ განათლებაზე... უწიგნური არც ახლაა, თუმცა მაინც სხვა შეგრძნებაა, როცა სკოლის ატესტატი გიჭირავს, რომელიც ამტკიცებს, რომ შენს შრომას და ღამისთევებს ტყუილად არ ჩაუვლია... როგორც კი თავი მოიწესრიგა და სასაუზმოდ გაეშურა, კარზე კაკუნი მოესმა... გაკვირვებულმა აათვალიერა მარიამი და სახლში შემოუშვა... მარი, ქეთოს შვილიშვილია, ანიტას თნატოლი, გოგონებმა გაცნობისთანავე გაუგეს ერთმანეთს და ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დაახლოვდნენ...მარიამი ქარბორბალასავით შემოვარდა სახლში და გაფაციცებით დაიწყო ანიტას თვალიერება. -მარი რა ხდება?-მისი საქციელით დაბნეულმა იკითხა ჩოხელმა და მეგობარს მისაღებისკენ უბიძგა. -ხომ არაფერი დაგიშავა, იმ გარეწარმა? -ვისზე ამბობ?_გაოცებულმა გადახედა ანიტამ. -სანდრო დადვანზე, გუშინ დაუნახიხარ ჩემს მეზობელს, მაგასთან ერთად. -ააა, სანდრო? მერე რა? დამეხმარა, ლაშას მოშორებაში. -როგორც ჩანს რაღაცეები არ იცი... ჩამოჯექი, უნდა მოგიყვე._ცერემონიულად ჩამოჯდა მარიამი და ანიტასაც დაჯდომისთის მოუწოდა. -ყავა არ გინდა? -რა დროს ყავაა, ისეთები უნდა მოგიყვე... შენ ხომ აზრზე არ ხარ, რა შარში ხარ. -ეგეთი რა მოხდა?_დაინტერესებული ჩამოსკუპდა ჩოხელი და გაფართოებული თვალებით შეაშტერდა მარის. -მოკლედ... ეს შენი სანდრო 3 წელია იტალიაში ცხოვრობს და იცი რატომ? იმიტომ, რომ იქ თურმე იტალიურ მაფიაში ყოფილა გარეული, იქ ხომ კლანებია და ერთ-ერთი კლანის წევრია... ეგენი თურმე უმეტესად ნარკოტიკებით იქაჩებიან... ხოდა ეს სანდრო ყავთ საქართველოში, ზედამხედველი ამ ყველაფრის... -მერე რატომ არ უჩივიან?_გაკვირვებული მიაშტერდა სახეზე და თან ხელით ანიშნა განაგრძეო. -შენ აზრზე არ ხარ, მაგას რა ხალხი ყავს ხელისუფლებაში, თან იტალიიდან ეხმარებიან, ძაან გავლენიანი ტიპია, ახლაც ახალი პარტია კოკაინი ჩამოუტანიათ და მაგის გამო ჩამოვიდა... -ჩემი სახელი იცოდა..._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ჩოხელმა. -მე ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ არ სცოდნოდა._ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა მარიამმა. -თურმე, ჩემი მეზობელი, გიორგი ბირჟაზე მოდიოდა, შენ და სანდრო რომ დაუნახიხართ, ძააან გაუკვირდა, მერე საღამოს დადვანი მისულა ბიჭებთან, ბირჟაზე და ახალი ამბები უკითხავს, მერე ამ გიორგის უკითხია შენზე და უთქვამს: "ჩემი გოგოა და მაგაზე ზედმეტები არ გავიგოო."... წარმოგიდგენია? ჩემი გოგოაო_გაოცებული და აღფრთოვანება შეპარული ხმით ყვებოდა მარი და თან ხელების ქნევას არ წყვეტდა, ანიტა კი ადგილზე მიყინული, ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა უთხრა მარიამმა. -მერე გოგო თურმე, რომელიღაცა ბიჭს უთქვამს, "არ გინდა, ცუდი წარსულის გოგოაო" და იცი რა უპასუხა? "მაგის წარსულიც კარგად ვიცი და მომავალიცო და თუ ეგეთ რამეს კიდევ იტყვი, მაგ ენას პირში აღარ გაგიჩერებო", პროსტა გიორგი შოკში იყო, ისე მიყვებოდა... -ანუ გამოდის, რომ მე ვითვლები, ისეთ ადამიანის შეყვარებულად, რომლის სახელის და გვარის გარდა არაფერი ვიცი?_ჯერ კიდევ შოკში მყოფმა იკითხა ანიტამ. -რაღა არაფერი, მოგიყევი მაგის ნახევარი ცხოვრება... აბა ეხლა შენ მოყევი სად გაიცანი, ან საერთოდ სინამდვილეში რა ხდება?_კომფორტულად მოთავსდა მარი და ამბის მოსასმენად მოემზადა. -ყვითელ "მარშუტკაში" ვნახე, სიგარეტი გააბოლა და ვუთხარი არ მოწიო-მეთქი და მერე სახეში შემომაბოლა, შემდეგ მთელი გზა მიყურებდა, ჩასვლისას ეგეც მომყვა და ჩემი საფასური გადაიხადა, მერე ეგ წინ მიდიოდა, მე უკან და ბექა გამოჩნდა, უკან გამომყვა და მაგ პონტში დამეხმარა, ხელი გადამხვია, რომ ეგ მომშორებოდა და მერე უბრალოდ სახლამდე მომყვა, მეტი არაფერი და ახლაც, ალბათ იმიტომ მოიტყუა, რომ ვინმეს არ ეეჭვა... თუ სადმე შემხვდა, აუცილებლად გავარკვევ მაგას. -მაინც ფრთხილად იყავი რაა... სახიფათო ადამიანია. -მადლობა მარიამ... წამო ყავაზე დაგპატიჟებ, გუშინ ქეთოს რეცეპტით ნამცხვარი გამოვაცხე და გამისინჯე._ღიმილით შესთავაზა ანიტამ და სამზარეულოში გაიყვანა... გარეგნულად ჩოხელს ვერაფერს შეამჩნევდით, ვერც ნერვიულობას, ვერც შიშს და ვერც იმას, რომ განუწყვეტლივ ამაზე ფიქრობდა, თუმცა ამ ყველაფრისგან უკვე გადამწვარი იყო... საღამომდე მარისთან ერთად გაატარა დრო, ხან ფილმს უყურეს, ხან პიცა გამოაცხვეს, მერე მარიამს დაურეკეს და ისიც იძულებული გახდა წასულიყო, წასვლის წინ კი არ დავიწყებია ანიტას გაფრთხილება, რომ დადვანისგან თავი შორს დაიჭიროს. ^^^ დილით, ანიტა ფინჯანი ყავით, ფანჯარასთან იდგა და უკვე კარგად ახმაურებულ ეზოს გადაყურებდა, მერე საათს შეხედა, ჩანთა აიღო და სამსახურისთვის მოემზადა. სადარბაზოდან გასულს, წინ შავი სპორტული მანქანა დახვდა, რომელზეც აყუდებული სანდრო მოხვდა თვალში. ბიჭს თეთრი მაისური და შავი შარვალი ეცვა. გვერდი უნდა აევლო ჩოხელს და ქუჩას უნდა დაყოლოდა, როცა დადვანმა მკლავზე ხელი მოკიდა და მისკენ შეატრიალა. -გამარჯობა ანიტა. -გამარჯობა. -მომეჩვენა, თუ თავის არიდებას აპირებდი?_ ჰკითხა და სათვალე თავზე დაიკოსა. -არ მოგჩვენებია. -ხოდა ამიხსენი. -არაფერია ისეთი. -მეორედ აღარ გავიმეორებ. -რაღაცეები გავიგე შენზე._ხმადაბლა ამოილაპარა ჩოხელმა და თავი ჩახარა. -ააა, ანუ მარიამმა მოასწრო უკვე ჩემი გაჭორვა._ჩაიცინმა დადვანმა და ანიტას მკლავს ხელი შეუშვა. -მარიამი რა შუაშია?_წამებში წამოყო გაფითრებულმა ჩოხელმა თავი და სანდროს თვალებში ჩააშტერდა, შეეშინდა, რომ შეიძლებოდა დადვანს მარისთვის, რამე დაეშავებინა.-მარის თავი დაანებე. -ნუ გეშინია, პირიქით ლოგიკურია, დაქალი ხარ და გაგაფრთხილა. -ხო და კიდევ რაღაც შეკითხვები მაქვს.-სითამამე მოემატა ჩოხელს და მტკიცე ხმით დაიწყო საუბარი. -აბა გისმენ.-ანიტას ტონით გახალისებული დადვანი, ისევ მანქანას მიეყუდა და ღიმილით ანიშნა ჩოხელს, რომ დაეწყო. -რაღაცეები გითქვამს, ისეთი, რაც სიმართლე არ არის და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ გუშინდელის გამო გააკეთე. -და ვთქვათ და გუშინდელის გამო არ გავაკეთე?_თქვა და ღიმილით მიაშტერდა ჩოხელს, ანიტას კი სახეზე ფერი ეცვალა და ღრმად ჩაისუნთქა. -მაშინ ახსნას ვითხოვ. -მაინც რა ვერ გაიგე? -რას ნიშნავს შენი გოგო ვარ, როცა ერთი დღეა, რაც გიცნობ და შენთვის არც თანხმობა მითქვამს? -თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა, მაშინ მალე მოვგვარდებით._უთხრა და თვალი ჩაუკრა.-ახლა კი ჯობია სამსახურში გაგიყვანო, თორემ უკვე ნახევარი საათით დააგვიანე. -სანდრო, არ ვაპირებ შენთან ურთიერთობას._წყნარი ხმით თქვა ჩოხელმა და დადვანის რეაქციას დაელოდა. -ისე დღეს მუშაობა, რომელზე გიმთავრდება? მე გამოგიყვან._ვითომც ვერ გაიგოო, ისე გააგრძელა სადრომ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.