შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 8


18-06-2015, 13:04
ავტორი Nini13
ნანახია 4 740

-გოგო ასე მალე მოხვედი? (მე) ვთქვი და კარი გავაღე, თუმცა დიტო შემრჩა ხელში.
-შემოდი (მე)
-ნინი ტელეფონზე რატო... უცებ სიტყვა გაწყვიტა და გიორგის შეხედა, შემდეგ მე შემომხედა და თქვა
-ააჰ ყველაფერი გასაგებია, ყოჩაღ ნინი, გამაკვირვე იცი? (დიტო) და გავარდა, გზაში ანის შეეჩეხა თუმცა ზედაც არ შეუხედავს.
-რა ჭირს ამას? (ანი)
-აზრზე არ ვარ, მოსვლა და გავარდნა ერთი იყო (მე) ვფიქრობდი რა დაემართა და ვერ ვხვდებოდი, ნუთუ გიორგიზე იეჭვიანა? მერე გამახსენდა რომ დღეს მთელი დღეა ტელეფონი გამორთული მაქვს. თან დედაჩემთან ვიყავი და რომ ვერ დამეკონტაქტა ალბათ ეს ყველაფერი ამიტომ იფიქრა, მაგრამ, ჩემზე ეს როგორ გაიფიქრა? ძალიან გავბრაზდი. გიორგი მალე წავიდა, მე დედაჩემთან აღარ წავსულვარ და სახლში დავრჩი ანისთან.
მეორე დღეს დილის 9-ზე ავდექი, ანი უკვე ამდგარი იყო.
-ყავას გავაკეთებ (ანი)
-კარგს იზავ (მე) მალევე მოიტანა ფინჯნები და ჩვენც შევექეცით.
-გოგო სუ დამავიწყდა, რა ქენი გუშინ ბექა ნახე? (მე)
-კი და სიყვარული ამიხსნა (ანი)
-ვაა ვა რა მაგარია, მერე შენ რა უპასუხე? (მე)
-არაფერი (ანი)
-ვაიმე დებილი ხარ გოგო? (მე)
-მემგონი შენ სხვაზე არ უნდა ლაპარაკობდე ეგრე (ანი) და თვალი ჩამიკრა.
-ისე გოგო დიტოს რა მოუვიდა გუშინ? (ანი)
-რა და როგორც მე დავასკვენი გიოზე იეჭვიანა, თან გუშინ მთელი დღე, ჩემების გადამკიდე საერთოდ ვერ დავეკონტაქტე და აჰაა (მე)
-უიმე რა შტერია (ანი) მერე ანიმ ლეპტოპი აიღო, facebook_ზე შევიდა და ცოტა ხანში სახე შეეცვალა
-ვაიმეე, გოგო მოდი დროზე აქ (ანი)
-მოვდივარ, რაიყო რამ გადაგრია? (მე) მივედი და რომ დავინახე არ ვიცი რა დამემართა. სოც. ქსელი აჭრელებული იყო დიტოს და ვიღაც გოგოს ფოტოებით. ნუთუ ეჭვიანობის გამო მაშინვე სხვასთან გაიქცა? ნუთუ ასეთი დამპალია, ჯერ ჩემზე რა იფიქრა, მერე თვითონ რა გააკეთა, ჯერ კიდევ 1 დღის წინ სიყვარულს მიხსნიდა, დღეს კი რას აკეთებს? იმ წუთას უდიდესი ზიზღი ვიგრძენი მის მიმართ. ცრემლები წამომივიდა.
-კაი დაწყნარდი რა გატირებს გოგო, ხო იცი რო ეს შენს ჯინაზე გააკეთა? აუცილებლად დაველაპარაკები და ვანანებ რაც გააკეთა, გეხვეწები ნუ ტირი რა (ანი) ჩემს დაწყნარებას ცდილობდა. მალე შევწყვიტე ტირილი, ასეთი იდიოტი სატირლად კი არა საფიქრელადაც არ ღირდა.
შუადღისას ანი სადღაც წავიდა და თქვა მალე დავბრუნდებიო.
___ანი/დიტო___
ანიმ დიტოს დაურეკა
-ალო, დიტო სალაპარაკო მაქვს, სადმე შემხვდი ახლავე, თუ შეგიძლია (ანი) დიტო დათანხმდა და ერთ პატარა კაფეში შეხვდნენ.
-აბა გისმენ, მე როგორც ვხვდები შენს დაქალზე გინდა ხო ლაპარაკი? (დიტო)
-ახლა კარგად მომისმინე და არ გამაწყვეტინო, შენი დღევანდელი ფოტოები ვნახეთ, რავი რა მეთქმის, გმირობა ჩაგიდენია და ზუსტად ვიცი ეგრე რატომაც მოიქეცი. პირველ რიგში იცოდე რო ნინი არაა ისეთი გოგო რომელიც ერთდროულად რამდენიმე ბიჭთანაა გესმის?! ის ბიჭი გუშინ რომ ჩვენთან ნახე მისი ბიძაშვილია, სწორედ მის გამო დავბრუნდით ბორჯომიდან, გუშინ ნინი მთელი დღე დედამისთან იყო რომ მათ დასახვედრად მომზადებულიყვნენ, ამის გამო ვერ დაგეკონტაქტა. მაგრამ ეს იმას ნიშნავს რო შენ რაც გინდა ის იფიქრო და ეგრევე შენი კლუბის გოგოებთან გაიქცე? უბრალოდ არ გეკადრება. ახლა მიხვდი რაშია საქმე? წესით ამას არც უნდა გიხსნიდე, ღირსი არ ხარ, მაგრამ იცი რა? ნინის ცრემლებს არავის შევარჩენ. (ანი) დიტო ცოტა ხანს ჩუმად იყო, ანის თვალებში ვეღარ უყურებდა, რადგან შერცხვა. მერე კი ეს იკითხა
-იტირა? ჩემს გამო? (დიტო)
-დიახ შენი უაზრო საქციელის გამო, შენგან ძაან გამიკვირდა მართალი გითხრა (ანი) დიტომ მაგიდას მუშტი დაკრა და თქვა
-ფუ რა დებილი ვარ ტო, ეს როგორ ვიფიქრე (დიტო)
-მე რო არ მოვსულიყავი ალბათ არც ეცდებოდი სიმართლის გაგებას, მოკლედ მე ახლა წავედი და დანარჩენი შენ იცი (ანი) ვიდრე გავიდოდა დიტომ უთხრა
-ანი, დიდი მადლობა (დიტო)
-არაა საჭირო, ნახვამდის (ანი) და სახლში წავიდა.
___ნინი/ანი___
არ ვიცი ანი როდის მოვიდა სახლში, მე ჩემს ოთახში ვიყავი და ნამტირალევს საწოლზე მიმეძინა. დაახლოებით 6 საათი იქნებოდა რომ გავიღვიძე და მისაღებში გავედი.
-ცოტა დამშვიდდი? (ანი)
-იმას გულისხმობ? ღირს ნერვიულობად? (მე)
-გეთანხმები, მოდი დაჯექი რამე ფილმს ვუყუროთ (ანი)
-ოღონდ რომანტიკა არ იყოს რა (მე)
-არა, მოდი საშინელებათა ჟანრიდან ავარჩევ რამეს, გულს გადააყოლებ (ანი) მივედი და ჩავეხუტე
-ჩემი ანუშკა ^^ კაი მიდი ჩართე, მოიცა შუქს ჩავაქრობ (მე) ფილმის დროს ისე გვეშინოდა ერთმანეთზე ვიყავით მიწებებული, ყურებაში მართლა გული გადავაყოლე. 8-ზე ფილმიც დამთავრდა.
-ყავა გინდა? (ანი)
-ვაიმე კიი ძაან, მიდი რა გააკეთე თან ვიჭორაოთ (მე)
-მოიცა ახლავე (ანი) ყავაც 5 წუთში მზად იყო და მაგიდას მივუსხედით, რაღაცეებზე ვლაპარაკობდით. მერე ანის მობილური აწკრიალდა.
-გისმენ (ანი)
-შეგიძლია 5 წუთით ქვემოთ ჩამოხვიდე? (ბექა)
-რა ხდება? (ანი)
-შენი ნახვა მინდა, გთხოვ (ბექა)
-კაი ჩამოვალ (ანი) და გათიშა
-ნი ჩავალ და მალევე ამოვალ კაი? (ანი)
-მიდი მიდი ნუ ალოდინებ (მე) თვალი ჩავუკარი და ისიც წავიდა.
გავიდა 5 წუთი, 10, 15, 20... ამდენ ხანს სადაა? აივნიდან გადავიხედე და არავინ იდგა, მობილური ავიღე რომ დამერეკა, თუმცა თავის მობილური არ წაუღია. მერე ბექას ნომერი ავკრიბე და დავრეკე, მას გამორთული ქონდა. ცოტა არ იყოს ავნერვიულდი, მაგრამ იქნებ უბრალოდ გაისერნეს?.. თავი დავიმშვიდე და ჩემს ოთახში შევედი. დაახლოებით 2 საათი კიდევ ველოდე და უკვე თავს ვეღარ ვიწყნარებდი, კი მაგრამ ამდენ ხანს სად არიან? ისევ დავრეკე ბექასთან „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. იმ მომენტში საშინლად არ მინდოდა, მაგრამ იძულებული გავხდი, დიტოსთან დამერეკა. მისი ნომერი ავკრიბე და დაველოდე როდის მიპასუხებდა.
-ნინი? (დიტო)
-ანი და ბექა სად არიან? (მე)
-მაგაზე რეკავ? არაფერი იცი? (დიტო)
-რომ ვიცოდე შენი აზრით დავრეკავდი? სად არიან? (მე)
-მოგტაცეს დაქალი (დიტო)
-რა? (მე) ტელეფონი ეგრევე გავთიშე, არ ვიცოდი მწყენოდა თუ გამხარებოდა. მაგრამ რატომ არ უნდა გამხარებოდა? ჩემ გოგოს და ბექას ხო ერთმანეთი უყვართ? მაგარიააა... ოთახში დავდიოდი და გვრიტებზე ვფიქრობდი, ნეტა სად არიან? გამოუტყდა ჩემი დაქალი?.. უეცრად კარზე ზარი. ნეტა ვინაა, მივედი, გავაღე და დიტო.
-წადი აქედან (მე) ზიზღით შევხედე და კარის დახურვას ვაპირებდი მაგრამ მან უფლება არ მომცა
-შემომიშვი (დიტო)
-არც შენი დანახვა მინდა და არც მოსმენა, შენ ვინ ყოფილხარ (მე)
-მოგიწევს (დიტო) მაინც შემოვიდა სახლში და დივანზე მოკალათდა.
-ჰეი შენ, თავი სად გგონია? (მე)
-აუ ეხლა დაჯექი და მომისმინე, არსად არ (დიტო)
-რა გაქვს სათქმელი ერთი? საერთოდ როგორ ბედავ და მოდიხარ, არ გრცხვენია? თუმცა შენგან სირცხვილი შორსაა, შენ ხო ყოველთვის ამაყობ რასაც აკეთებ (მე)
-გაჩუმდი და მისმინე, აი იმ გოგოზე... (დიტო) სიტყვა გავაწყვეტინე
-მოიცა მოიცა ზღაპრებს დიდი ხანია აღარ ვისმენ, მითუმეტეს შენგან, ვერაფრით გაიმართლებ თავს, შენ მე შენი ნამდვილი სახე უკვე მანახე (მე)
-ნინი იცოდე მოთმინებას დავკარგავ (დიტო)
-ბიჭო კიდე შენ დაკარგავ მოთმინებას? კიდე მაგას ამბობ? (მე)
-იცოდე აღარ გამაწყვეტინო, ვიცი ის ბიჭი შენი ნათესავია, თავიდან რო დავინახე სხვა რამე ვიფიქრე და რატო ვიფიქრე არ ვიცი, ალბათ იმიტო რო მთელი დღე დამაიგნორე. კლუბში კიდე იმ ვიღაცასთან ფოტოები შენს ჯინაზე გადავიღე, მართლა ასეა. მაპატიე, მაპატიე რო გატირე რა, მართლა იდიოტი ვარ. პროსტა იცი რა? შენ რო სხვასთან იყო ვერ ავიტან, ვერ ავიტან შენ დაკარგვას (დიტო)
-ეგრევე რო დაასკვენი და გავარდი რამე მაინც გეკითხა, ჩემზე ეგ როგორ იფიქრე? ვინ გგონივარ? შენ მე იმ შენს კლუბის გოგოებში ხო არ გეშლები? (მე)
-არა მე ძაან კარგად ვიცი შენ როგორი ხარ. მაგიტომაც მიიქციე ჩემი ყურადღება და ზუსტად მაგიტო მიყვარხარ გესმის? (დიტო) ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა, მაგრამ მე თვალი ავარიდე და მოვიცილე
-ანი და ბექა სად არიან? (მე)
-ნუ გეშინია შენი დაქალი საიმედო ხელშია (დიტო)
-მითხარი მისამართი (მე)
-ბაზარი არაა, ოღონდ ერთი პირობით (დიტო)
-რა გინდა? (მე)
-უნდა მაკოცო (დიტო)
-ჰაჰ გაკოცო? წადი და იმას აკოცე გუშინ რო მიწებებული გყავდა (მე) კარი გავაღე და ვაიძულე წასულიყო, თუმცა მოვიდა, კარი დახურა და კედელზე ამაკრო.
-დიტო წადი! (მე)
-ნინი, აღარ მოგბეზრდა ეს თამაში? როდემდე უნდა დაიფასო თავი? შენ გგონია არ ვიცი რო გიყვარვარ? პროსტა ვერ აღიარებ. გეყოფა, ხო იცი რო ბოლოს მაინც ჩემი იქნები და ჯობია ახლავე აღიარო, აი მერე წავალ, გპირდები (დიტო) მე არაფერი მითქვამს, თავს უემოციოდ ვიჭერდი.
-სანამ კარგ ხასიათზე ვარ ჯობია წახვიდე (მე) და ძალით გავუღიმე.
-ჯერ თქვი რო გიყვარვარ, მანამდე არ წავალ (დიტო) მე ისევ ვდუმდი
-მითხარი, გიყვარვარ? (დიტო) თავი დავხარე და ძალიან ჩუმად ვუთხარი
-ჰო (მე)
-რა? ვერ გავიგე (დიტო) მე ოდნავ ხმამაღლა ვთქვი
-ჰო (მე)
-რა ჰო? (დიტო)
-ჰოო მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ დიტო (მე) ამჯერად თვალებში ჩავხედე და ისე ვუთხარი. მან კი მაშინვე გულში ჩამიკრა, ცოტა ხანს ასე ვიყავით, მერე შუბლზე მაკოცა და თქვა
-მეც მიყვარხარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ ნინი, ჩემი პატარა ქალბატონი..<3 აი ახლა წავალ (დიტო) კარი გააღო და წავიდა. ჩემდა უნებურად გამეღიმა. „იდიოტი, მაგრამ საყვარელი იდიოტი“ ჩემსავე ნაფიქრალზე მეცინებოდა. უკვე გვიანი იყო და დიტოზე ფიქრებით დავიძინე. მეორე დღეს დილით ადრე ავდექი.
___ანი/ბექა___
ანიმ დილით ადრე გაიღვიძა, ეგონა ესიზმრა, თუმცა ოთახს რომ თვალი მოავლო მიხვდა რომ მართლა მოიტაცეს. მაშინვე ადგა და მისაღებში ჩავიდა. სახლში მათ გარდა არავინ იყო, ბექას ჯერ კიდევ ეძინა. ანი სამზარეულოში შევიდა და ყავის ადუღებას შეუდგა. მერე აივანზე გავიდა, არაჩვეულებრივი ხედი იყო.
-დილამშვიდობისა პრინცესა (ბექა)
-მაინც ვერ ვხვდები ეს მოტაცება რატო გაქვთ ორივე ძმაკაცს აკვიატებული (ანი)
-რა ვქნათ აბა, შენ და შენი დაქალი სხვანაირად ვერ მოგარჯულეთ, მარა მე ხო ვიცი როგორ გიყვარვარ ანუს (ბექა)
-რა შესაყვარებელი შენ ხარ (მე)
-შესაყვარებელი რო ვარ მაგიტო ეცემიან გოგოები ჩემზე, შემომხედე რა ბიჭი ვარ (ბექა) თავისი ჭკუით იხუმრა.
-გიყურებ და მართლა რა ბიჭი ხარ (ანი) ისე თქვა თითქოს სერიოზულად ამბობდა (მაგრამ მართლა ასე ფიქრობდა)
-ხო აბა აბა (ბექა)
-ოჰ ამას შეხედეთ თან მეთანხმება, მე რასაც ვამბობ ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო (ანი) თქვა და თვალი ჩაუკრა. მერე ბექა მასთან ძალიან ახლოს მივიდა, რამდენიმე წამი უყურა მის მწვანე თვალებს, მერე კი მის ტუჩებზე გადაიტანა მზერა, და აკოცა. ანი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა თუმცა უშედეგოდ. ბექა როცა მორჩა მის კოცნას, უთხრა:
-მაგრად გამიმართლა რო გიპოვე, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო მყავს (ბექა) ანი ჩუმად იყო...
-ოჰ ეს სიჩუმე, თქვი ეხლა რო შენ გყავს ყველაზე „სიმპო“ ბიჭი (ბექა) სიტყვა „სიმპო“ ისე თქვა ორივეს სიცილი აუტყდათ.
-ჩემი თოჯინა (ბექა)
-ჩემი სიმპო ბიჭი (ანი) და ისევ იცინოდნენ.
-იცოდე წასვლაზე არ იფიქრო, რამდენიმე დღე აქ ვიყოთ, მარტო რა (ბექა)
-ოჰ, შე გაფუჭებულო (ანი) თან ენა გამოუყო



№1  offline მოდერი ანკა

კარგიააა <3 მალე დადე შემდეგი ^_^

 


№2  offline წევრი lamazmani

მაგარია მომწონს მალე დედ love

 


№3  offline წევრი pepi

უ ძალიან მაგრესია <3 ვედლოები ახალს <3

 


№4 სტუმარი qeta04

astonished astonished მალეედადეეე უმაგრესიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent