შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 21


18-06-2015, 14:53
ავტორი Qeti.A
ნანახია 4 828

ნინა ღიმილიანი სახით მიშტერებოდა დაჩის. გონება უკითხავად დაბოდიალობდა წარსულსა და მომავალს შორის. პატარ ბიჭი, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს ლამაზი, ამოჩემებული პეპელა დაიჭიროს და უკვე დიდი, ჩამოყალიბებული მამაკაცი, რომელიც თავის შვილს ასეირნებს ზაფხულის მწვანე, პეპლებიან მინდორში.
უფროსი ძმის ღრმად ამოსუნთქვის ხმა გაიგონა, დაჩიმ სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი და უკვე კარგა ხანს მიხურულ კარებს მიაშტერდა. ნინამ ნიკას გადახედა და რაც შეეძლო ჩუმად გაეცინა. მერე დერეფანში მომავალი ქმარი დაინახა და ახლა მას გაუცინა.
-რატომ არ შეყვა?
-სპექტაკლი ჰქონდა და რომ დასრულდა უკვე შეყვანილი იყო ნია.
-საწყალი დაჩი, ჩაილაპარაკა დემეტრემ და მასაც გაეღიმა.
-არც შენ შემოხვალ, სხვათაშორის ჩაილაპარა ნინამ და ქმარს თავი ჩამოადო ბეჭზე.
-ჰო აბა რა, ახლა უფრო გულიანად გაიცინა დემეტრემ და საფეთქელზე კოცნის კვალი დაუტოვა ცოლს.
-სერიოზულად გეუბნები.
-მერე... თავი გააქნია დემეტრემ.
-ნინა, ნუ მომშტერებიხარ ღიმილიანი სახით, გაიხედე.
-ნუ ნერვიულობ, მზერის მიმართულების შეცვლაზე არც დაფიქრებულა.
-აუტანელი ხარ, შემობრუნდა დაჩი და ნინას გაბრაზებული თვალები შეანათა.
-არა, სულ პატარა, ცეროდენა გართულება მაინც რომ ჰქონოდა ნიას კიდევ გავიგებდი...
-ვერ გაიგებდი, მშვიდი ხმით შეაწყვეტინა დაჩიმ და ნინას აღარ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა სხეულში, დაიჯერა და მომენტალურად დემეტრეს გადახედა. ხელი მუხლზე დაადო და ოდნავ მოუჭირა თითები. რატომღაც სულ დაეკარგა სიცილის სურვილი, არ ნერვიულობდა, იცოდა, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღარც ეღიმებოდა. უცნაური ფორიაქი იგრძნო. რამდენიმე თვეში თვითონ მოუწევდა კარს იქით ყოფნა, რამდენიმე თვეში მასზე ინერვიულებდნენ.
-მართლა გინდა შემოსვლა? დაეჭვებული ხმით იკითხა ნინამ და დემეტრეს მაინც ღიმილიან მზერას წააწყდა.
-ეს თემა არ განიხილება, მაინც მკაცრად ისმოდა დევდარიანის ხმა.
-მაგრამ მე...
-ოჰ... ჩემი საავადმყოფო, ჩემი წესები.
-დემეტრე, რა...
-აზრი არ აქვს.
-დამამთავრებინე... თავი გააქნია დევდარიანმა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, არაფრით ტოვებდა ღიმილი მის თვალებს. ნინა წამით მასში დაიკარგა, ამ ბოლო კვირების განმავლობაში საოცრად ლაღი იყო დემეტრე, უცნაურად აუღელვებელი, ხალისიანი... და, ჰო, მშვიდიც... ძლივს აღიარა ნინამ თავის თავთან, ძლივს გაიფიქრა ეს არაფრითგამორჩეული სიტყვა. რამდენიმე თვეში კარს იქით თვითონ იქნებოდა და დემეტრე არსად წავიდოდა... ძალიან მოეწონა წარმოდგენილი მომავალი ნინას, დემეტრეს მხრებით მიეყრდნო და გამომწვევად გაუღიმა.
-არ...
-გამოვიდა, სკამზე შეხტა ნინა დაჩის ყვირილის ხმაზე.
-გილოცავთ, ჯანმრთელი გოგონა გყავთ, ექიმს მთელი სახე უცინოდა.
-შევალ რა, ექიმო, დაჩი ისე გაქრა კარს უკან ნინამ გააზრებაც კი ვერ მოასწრო. მისი გადარეული ძმა უკვე მამა იყო!

^^^
-არადა ზუატად იცი, რომ მაღვიძებ მასე, თვალები არ გაუხელია ნინას ისე ამოილაპარაკა და შეეცადა გვერდზე გადაბრუნებულიყო.
-მამასთან მინდაო, სასაცილოდ ჩაილაპარაკა დემეტრემ და თითები ისევ აასრიალა ნინას მუცელზე.
-სამსახურში დაგაგვიანდება, ისევ უარი თქვა საბოლოოდ გაღვიძებაზე და ქმრის ტუჩებიც იგრძნო ლოყაზე.
-დღეს ვისვენებ, უფრო გაოცებისგან დაჭყიტა თვალები და ქმრის ღიმილიან სახეს წააწყდა უკვე რომ აღარ უკვირდა მისი დანახვა.
-ამას რას მოესწრო კაცობრიობა!
-არც შენ წახვიდე, მოდი, საერთოდ არსად არ წავიდეთ დღეს.
-ვინ ხარ და ჩემი ქმრის ადგილას რატომ წევხარ? თვალები მოჭუტა ნინამ და დემეტრეს მიაშტერდა.
-სერიოზულად, ისევ გაეცინა დევდარიანს.
-შენგან განსხვავებით, მე ნორმალური სამსახური მაქვს და კვირა დღეს ვისვენებ ხოლმე, შენ წარმოიდგინე და შაბათსაც...
-ვიღაცას მოსწონდა ჩემი სამსახური.
-შენ მოსწონდი, შენ, თავი გადააქნია და საბოლოოდ გამოფხიზლდა. -და შენი პროფესიაც.
-რა ვჭამოთ? ნინამ წამში ისეთი სახე მიიღო თითქოს სამყაროს ყველა გლობალური პრობლემის გადაჭრის გზა უნდა იპოვოს წამებშიო.
-მოგვიწევს ჩვენ გარეთ გასვლა და იმედია, მაგ სურვილი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მაინც არ გასცდება, სიცილით უთხრა ცოლს და ფეხზე წამოდგა. ნინა ისევ ფიქრობდა...
თავიანთი ოჯახის ზღურბლსაც არ გასცდა სურვილი... ნინას მოსწონდა ჩვეულებრივად ახალგაზრდა ოჯახური ცხოვრება იმ დღით... მოსწონდა ერთად საუზმობა, სამზარეულოს ერთად მილაგება, სულელური მელოდრამის ერთად ყურება, ერთად შეთანხმება იმაზე, რომ მუცელი უკვე ეტყობოდა და რომ დემეტრეს მაისურები ჯერ კიდევ ყველაზე კომფორტული სამოსი იყო მისთვის. მოსწონდა ყველაფერი რაც ერთად იყო, მოსწონდა ერთადში ნაგულისხმევი არა ორი, არამედ სამი ადამიანი. უაზროდ მოსწონდა თავისი ოჯახი.

^^^
უკვე ნახევარი საათი იყო რაც ნახაზებს ზემოდან დაშტერებოდა და ვერ მიხვდა ზუსტად რა არ მოსწონდა. არა, შკარად არ იყო სრულყოფილი... ნინამ მაგიდას შემოუარა და ახლა მეორე მხირად შეხედა...
-გისმენთ, ისე გადაუსვა ეკრანს თითი არც დაუხედავს მობილურისთვის..
-ნინა, გცალია? დემეტრემ სულ ასე იცოდა სამსახურის საათებში, როცა რეკავდა. ნინას სულ ეღიმებოდა და პასუხიც სულ უცვლელი ჰქონდა.
-კი, მცალია, სავარძელში ჩაჯდა და ნახაზებს თვალი აარიდა.
-ნინა, ბათუმიდან დარეკეს, სასწრაფოდ უნდა წავიდეთ მე და ალექსანდრე, ერთი პაციანტი ჰყავთ და...
-კარგი, მანქანით მიდიხართ?
-იმედია არა, სასწრაფოა, ახლა ალექსი არკვევს ფრენა რომელ საათზეა, დემეტრე უჩვეულოდ მძიმედ საუბრობდა, უჩვეულოდ ბოლო პერიოდისთვის. -ნინა, დღეს სამზე ხომ იცი... გოგონას უნებურად გაეღიმა.
-კი, მახოვს, დემეტრე, მივალ.
-მე მართლა აუცილებლად უნდა წავიდე, ძალიან ვწუხვარ.
-კიდევ წავალ ეხოზე და წამომყვები მერე, კარგი რა ნუ გაქვს მასეთი ხმა...
-დღეს სქესს გაიგებ, მაშინვე დამირეკე, შეიძლება ოპერციაზე ვიყო, მაგრამ შემოსულ ზარს ვნახავ და...
-რა თქმა უნდა, დაგირეკავ. ფრთხილად იარეთ თუ მანქანით წახვალთ.
-იმედია საღამოს გნახავ, ნინას ისევ გაეღიმა და მობილური მაგიდაზე დადო. საათს გახედა ჯერ თერთმეტიც არ იყო. მერე ისევ ფეხზე ადგა და ნახაზებს დააშტერდა. დღეს სქესს გაიგებდა!
^^^
-შემოდი, ნინა, ექიმმა ნაზად გაუღიმა გოგონას და ღია კარში შეატარა.
-როგორ ხართ, თაზო ექიმო? ნინა სულ ოდნავ ფორიაქს გრძნობდა, მაგრამ მაინც არ ნანობდა არავის რომ არ სთხოვა წამოყოლა.
-კარგად, ნინა. დღეს დემეტრემ შემოიარა, ბათუმში წავიდნენ.
-ჰო, დილით.
-აბა ვნახოთ პატარა დევდარიანი როგორ გვყავს, ნინამ მაისური აიკეცა და უკვე საკმაოდ გამობურცული მუცელი გამოაჩინა. არ ესიამოვნა ცივი გელი სხეულზე, ოდნავ შეიშმუშნა და ეკრანს მიაშტერდა.
-რამე ხომ არ გაწუხებდა, ნინა? ჩვეული კითხვა დაუსვა ექიმმა.
-არა, ყველაფერი კარგადაა, ღიმილით უპასუხა გოგონამ და ექიმის მომდევნო რეპლიკას სულგანაბული დაელოდა. რაღაც უაზროდ გაეწელა დრო თაზო ექიმს, ნინას ფორიაქმა უმატა.
-ნინა, ბავშვის მოძრაობას გრძნობდი?
-არა, ჯერ არა, სწრაფად დააქნია თავი ექიმმა და ეკრანზე რაღაც მოაახლოვა. ნინამ იგრძნო როგორ აუჩქარდა გულის ცემა. ხელები მაგრად ჩაშჭიდა საწოლის კიდეებს და ისევ მიაშტერდა ეკრანს. საერთოდ ვერაფერს არჩევდა. თითქოს თავიც ეტკინა უცებ წამიერი დაძაბულობისგან.
-თაზო ექიმო, ძალიან ჩუმად დაუძახა ნინამ, არც გარხეულა თეთრხალათიანი. უკვე რამდენიმე წუთი იყო კონკრეტულ წერტილს მიშტერებოდა. მერე როგორც იქნა შეირხა, რამდენიმე ღილაკს თითი დააჭირა და ნინამ აპარატის ხმა გაიგონა, მალე ფოტოებიც დაინახა.
-ნინა, შეგიძლია ადგე და ჩემს კაბინეტში დამელოდე, მალე დავბრუნდები, არც შეუხედავს მისთვის ისე თქვა ექიმმა და სწრაფად დატოვა ოთახი. ნინას საწოლზე ჩაჭიდებული თითები აუკანკალდა, ფრთხილად წამოჯდა და მუცელს დააშტერდა. მარცხენა ხელი ნაზად მოხვია, მარჯვენა სახეზე ჩამოისვა და თავს დამშვიდება უბრძანა. ექიმის კაბინეტისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა.
სკამზე რომ დაჯდა მას მერე აღარ განძრეულა. „იქნებ უბრალოდ რაიმეს გადამოწმება უნდა“ „ალბათ ისე იყო ბავშვი სქესი ვერ გაიგო და მის დანახვას ცდილობდა“ უამრავი მსგავსი აზრი უტრიალებდა თავში და მკაცრად უკრძალავდა გონებას ბნელ ხვეულებში შესვლას...
-ნინა, მაპატიე დამაგვიანდა...
-თავი სწრაფად მიაბრუნა ხმაზე და მიხვდა თვალებზე ლიბრი ჰქონდა გადაკრული. ხელებით სწრაფად ამოიწმინდა ცრემლები და ექიმს მიაშტერდა.
-შევეცდები ყველაფერი გასაგებად აგიხსნა, მძიმე იყო ხმა, ნინას მოსმენა არ უნდოდა... -მოკლედ, შენ 16 კვირის ორსული ხარ, ამ დროს უკვე შინაგანი ორგანოები ყალიბდებიან და თავიანთი ფუნქციების შესრულებას იწყებენ. არის გარკვეული ზომები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნაყოფის შინაგანო ორგანოების მდგომარეობა. ვიფიქრე, რომ მეშლებოდა და ამიტომ გადავმოწმე კოლეგებთან, ფოტოებიც ამაში მჭირდებოდა... ნინა, ძალიან ვწუხვარ... თითქმის არც ერთი ორგანო არაა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ისინი უბრალოდ ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ნაყოფი დამოუკიდებლად სიცოცხლეს ვერ შეძლებს.
ნინას გონებამ უარი თქვა მოსმენილის დაჯერებაზე და აღარც ფიქრი გაუგრძელებია ამ მიმართულებით, რამდენიმე წამი უყურა ექიმს... ცოტა აშინებდა მისი სევდიანი, უფრო ტკივილით დამწუხრებული თვალები,ისიც ხმა რომ უკანკალებდა, მაგრამ არ შეიძლებოდა მოსმენილის დაჯერება.
-რა უნდა გავაკეთო რომ უკეთ იყოს? ანუ მკურნალობის კურსს ვგულისხმობ, მტკიცე ხმით ჩაილაპარა და ექიმს გამაფრთხილებელი მზერა ესროლა. თაზო ფეხზე წამოდგა და ნინას გვერდით სკამზე დაჯდა, გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა და ისევ იმაზე სიმძიმის ხმით გააგრძელა.
-ნინა, მდგომარეობა... ეს არ არის რაიმე დარღვევა ან არასწორად განვითარებული ორსულობა. პათოლოგიაა, რომელიც არ არის შეთავსებადი სიცოცხლესთან. შინაგანი ორგანოები იმდენადაა გადიდებული ნაყოფში რომ ფილტვების განვითარებისთვის უბრალოდ სივრცე აღარ არის.
-ადრე ბავშვი იყო, ნინას თვალებში ბრაზი გაჩნდა, არასდროს უწოდებია მისი შვილისთვის ექიმს ნაყოფი, ის სულ ან პატარა დევდარიანი იყო, ან ბავშვი... სულ ცოცხალი არსება და არასდროს რაღაც უბრალო განხილვის საგანი.
-ნინა, მართლა ძალიან ვწუხვარ... მაგრამ შენზე ვნერვიულობ. პირველი ორსულობაა, ნაყოფმა შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს განვითარება ამ მგომარეობაში... ხვალვე უნდა გავაკეთოთ აბორტი, ნინას მთლიანმა გონებამ იკივლა ხმამაღლა. მაინც შეიყვანეს ბნელ ხვეულებში... არადა, არ ელოდა ასეთ დასასრულს... არ განუხილია რომ ამ სიტყვების გააზრება და დაჯერება მოუწევდა. არ შეიძლებოდა... ასე მარტივად, არ შეიძლება რაღაცები მოხდეს დედამიწაზე...
-ვიცი, რომ დემეტრე ახლა აქ არის, დავურეკე და არ იღებს, სავარაუდოდ ოპერაციაზეა. ვინმეს უნდა დაურეკე. მე მანამდე პალატას გავამზადებინებ შენთვის და ხვალისთვის საოპერაციოს... გოგონას თვალებს წააწყდა ექიმი და მომენტალურად გაუწყდა სიტყვა. მოერიდა გაგრძელება.
ნინამ კარის დაკეტვის ხმა გაგონა და მიხვდა, მარტო იყო ოთახში. მუცელზე მოხვეული მარცხენა ხელი ვერაფრით მოადუნა. რეალურად ვერც გაიაზრა რა ხდებოდა, უფრო მეტად ვერ მიხვდა, რატომ ხდებოდა. თვალი მოავლო ცარიელ სივრცეს და თავბრუსხვევა იგრძნო, ძალიან შეეშინდა... გაუაზრებლად წამოდგა ფეხზე და კაბინეტიდან გავიდა. უცებ ვერ გაიხსენა საით იყო გასასვლელი და რამდენიმე წუთი თვალებს აცეცებდა დაბნეული. მერე უბრალოდ ერთი მიმართულება აირჩია და იქით წავიდა. მარცხნივ თუ მარჯვნივ, აღარ დაკვირვებია საერთოდ.
გარეთ სიგრილე იყო, ერთი ჩვეულებრივი აპრილის დღე, მზიანი, მაგრამა რა შემაწუხებელი სიცხით. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და საშინელი ტკივილი იგრძნო მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო მომავალი ეტკინა ალბათ. მართლა ეგონა, რომ წაიქცეოდა, ახლა გაახსენდა საშიშია ბავშვისთვისო და უაზროდ გაეცინა თავის თავზე, მთელი შინაგანი ირონიით დასცინა საკუთარ დედობრივ ინსტინქტს და იქვე კიბეზე ჩამოჯდა. მუშტები თვითონ შეეკრა და მალევე იგრძნო როგორ გასერა ხელის გულის კანი ფრჩხილებმა. უცნაურად ესიამოვნა ფიზიკური ტკივილი.
შარვლის ჯიბიდან მობილური ამოიღო და ეკრანს უაზროდ დააშტერდა, დემეტრეს სახელს თითი დაადო და რამდენიმე ზარის შემდეგ მიხვდა, რომ ისე ოპერაციაზე იყო. მოგვიანებით გაიაზრა, რომ გაუხარდა... რა უნდა ეთქვა ჯერ კიდევ არ იცოდა. საერთოდ დალაპარაკებას თუ შეძლებდა იის საკითხავი იყო.
მობილურში ახლადამორჩეული სახელი მოძებნა და ისევ დაელოდა ხაზის ბოლოს ხმის გაგონებას.
-ნინიკო, რა ქენი, დედა? ნატას მხიარული ხმის გაგონებისას ტუჩები ისევ დააჭირა ერთმანეთს. თვალები დახუჭა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. -ნინა, გესმის?
-დედა, შეგიძლია... თუ გცალია საავადმყოფოში მოდი რა.
-რა მოხდა, ნინა? შეშფოთება გაჩნდა ისევ დედის ხმაში. -დღეს ეხო გქონდა, დედიკო, იქ ხარ?
-ჰო, მოხვალ? ხმა გაუტყდა ნინას და ისევ თვალდახუჭული დაელოდა პასუხს.
-დედა, ხომ კარგად ხარ? მოვდივარ უკვე. ნინამ მობილური გათიშა, თვითონ ვერ მიხვდა რატომ. მანქანის სადგომებისკენ გაიხედა, დემეტრეს მანქანა დაინახა. „გაფრინდნენ“ გაიფიქრა და თავი ისევ ჩახარა. ჯერ კიდევ ვერაფრით მოადუნა მარცხენა ხელი...
-ნინა, სად ზიხარ, რამდენჯერ გაგაფრთხილე, რომ არ შეიძლება.. ცივ ქვაზე... ნატა შვილს მიუახლოვდა და სახეზე შეხედა. -სულ გაფითრებული ხარ, დედა, რატომ ხარ აქ? შევიდეთ ექიმს ვეტყვი რამე მოგცეს, არ ხარ კარგად, ნინამ დედას ხელი დაუჭირა და მის გვერდით დასაჯომად უბიძგა. ნატამ ხელს დახედა, ზომაზე ბევრად მეტად უჭერდა თითებს ნინა.
-ხვალ აბორტი უნდა გამიკეთოს, მოულოდნელად ამოილაპარაკა ნინამ და შუბლი შეკრა, დედასთვის არ შეუხედავს. -ხვალ აბორტი უნდა გამიკეთონ, ისევ გაიმეორა და იგრძნო როგორ მოუდუნდა მთელი სხეული, აუცილებლად იყვირებდა მთელ ხმაზე ახლა, მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ეს უკანასკნელ ძალებს ამოაცლიდა სხეულიდან.
-რას ამბობ, ნინა? ნატას თვალები ცრემლებით აევსო და შვილს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
-ექიმმა ასე თქვა ხვალვე უნდა გავაკეთოთ აბორტიო.
-ვაიმე, ნინა, სადაა დემეტრე, რა ხდება საერთოდ?
-ბათუმშია, ოპერაციაზე გამოიძახეს, ალექსანდრესთან ერთად წავიდა ამ დილით, დაპროგრამებულად საუბრობდა ნინა, არაფრით აშორებდა ეზოს ამოჩემებულ წერტილს თვალს და მარცხენა ხელს გამობურცულ მუცელს.
-თაზო ექიმი უნდა ვნახო, წამოდი, ხელი მოჰხვია ნატამ შვილს წელზე და ნინაც მის ნებას დაემორჩლა. სული შეეხუთა საავადმყოფოს ჰაერზე და გაუაზრებლად აუჩქარა ნაბიჯს.
-ნინა, რამდენი გეძებე, სად იყავი? ექიმმა გაფითრებული სახე მოავლო გოგონას და შვებით ამოისუნთქა. -პალატა მზადაა, წამოდი.
-თაზო ექიმო, რა ხდება? ექიმმა ნინას გადახედა და ნატას თვალებით ანიშნა მერეო.
პალატა ჩვეულებრივი იყო, ისეთივე როგორც იმ დღს ყველაფერი კარგად გაქვთო რომ უთხრეს... ნინა მძიმედ დაეყრდნო საწოლის კიდეს.
-ნინა, დამშვიდდი ცოტათი გთხოვ, ახლავე დავურეკავ მამაშენს და შენს ძმებს, ნათიასაც უნდა გავაგებინო... ოღონდ შენ... -ნატამ მხრებზე მოხვია ხელები შვილს და გულზე მიიკრა, ნინამ უსიტყვოდ გაგების სურნელი იგრძნო. მარჯვენა ხელი თვითონაც შემოხვია დედას და ისევ დახუჭა თვალები.
-უკაცრავად, შეიძლება? ახალგაზრდა გოგონა ოდნავ აწითლებული ლოყებით იყურებოდა კარებიდან, ნინამ თავი დააქნია.
-მალე დავბრუნდები, დედა, შუბლზე აკოცა შვილს და პალატიდან გავიდა.
-ეს უნდა ჩაიცვათ, ისევ აწითლებული ლოყებით მიაწოდა ცისფერი ტანსაცმელი და ექთანმაც სწრაფად დატოვა პალატა. ნინა ზედმეტად ნელა მოძრაობდა. ჩაცმის დროს მარცხენა მუცელს რომ მოაშორა საშინელი სიცივე იგრძნო, ეგონა მთელი საუკუნე იცვლიდა. მერე საწოლზე დაწვა და ფანჯრიდან შემოსული აპრილის მზეზე მზერა გაუშტერდა.
^^^
ნიკა უაზროდ დადიოდა დერეფანში აქეთ-იქით, ნინას უემოციო სახეს დიდხანს რომ ვერ გაუძლო გარეთ გამოვიდა და ახლა არაფერს აკეთებდა. როგორ ვერ იტანდა უსუსურობის ამ საზიზღარ განცდას, როგორ ეზიზღებოდა გამოუსწორებელი სიტუაციები. თითქოს ვიღაცა საშინელ სამაგიეროს უხდიდა თავისი დების მეშვეობით. მუშტები შეკრა უფროსმა დევდარიანმა, როდის უნდა დასრულებულიყო... რა დააშავეს ნინამ და ბარბარემ ასეთი... ყელზე ყველა ძარღვი დაჭიმული ჰქონდა,. უფრო მეტად ტკიოდა, რადგან ნინას ვერასდროს იფიქრებდა ისე, როგორც ბევრი სხვა. არ დაფიქრდებოდა ახლა რომ კიდევ ექნებოდა შანსი, არ დაიმშვიდებდა თავს, რომ, ჰო, ხდება ცუდი, უსამართლო რაღაცები დედამიწაზე. ნინა მიზეზების ძებნას დაიწყებდა, უამრავ ხვრელებში შევიდოდა და სიბნელეში მარტო იბოდიალებდა გონებით. არავის მიუშვებდა თავისთან, იპოვიდა რაღაც გამოგონილ მიზეზს და მას ჩაბღაუჭებოდა მთელი არსებით, თან ისე რომ არც გაამხელდა ხმამაღლა. ისე უბრალოდ ეცოდინებოდა თავისთვის... მობილურს დახედა ნიკამ და რაღაც იმედის მაგვარი იგრძნო. იქნებ არამხოლოდ თავისთვის...
-დემეტრე...
-ნიკა, ვერაფრით ვუკავშირდები ნინას, ექიმიც მირეკავდა თურმე, შენც... რა ხდება?
-საავადმყოფოში ვართ, დემეტრე, ნინას... ნიკამ ღრმად ჩაუშვა ჰაერი ფილტვებში.
-რა ნინას? ბოხი, მკაცრი და ცივი გახდა დემტრეს ხმა.
-პალატაშია ახლა, ხვალ... აბორტი უნდ აგაუკეთონ...
-გამორიცხულია, ყველაფერი კარგად იყო, რაღაც შეცდომა იქნება.
-დემტრე, ექიმმა...
-დამალაპარაკე, ნიკა, მარტივად მოძებნა თაზო ექიმი უფროსმა დადიანმა. თვალი არ მოუშორებია როგორ ლაპარაკობდა აღელვებულად ტელეფონში, იმდენ სამედიცინო ტერმინს იყენებდა ნიკა მიხვა, რომ მათ საუბარს ვერ გაიგბედა. ბოლოს ცოტა დამშვიდდა ექიმი, „ძალიან ვწუხვარო“ ჩაილაპარაკა და ისევ ნიკას დაუბრუნა მობილური.
-ნინა რამეს ამბობს? უნებურად გაიღიმა ნიკა, ახლა მართლა იგრძნო რომ მისი და მარტო არ იქნებოდა. ნინა ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებსო გაიფიქრა.
-არა, დემეტრე, ახლა ნატა და ნათია არიან მათთან.
-ნიკა, ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ იქნებ ბარბარე...იქნებ სახლში დარჩეს და ცოტა მოგვიანებით...
-მესმის ნიკა, არც ნია წმაოსულა ნუ ღელავ
-მე და ლაექსანდრე უკვე გამოვდივართ, ნინას მიეცი რა მობილური, ოღონდ იქნებ მარტო დატოვოთ ოთახში, ნიკამ შინაგანი სპაზმი იგრძნო დემეტრეს ხმაც აღარც სუსხი ჰქონდა, აღარც სიმტკიცე... ალბათ თავისი თავის მოგროვება მოუწევდა გზაში რომ ნინასთან ძლიერი მოსულიყო, მოახერხებდა კიდეც ამად, რადგან ნინას ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დემეტრე იყო.
-ნინა, ფრთხილად ჩახედა დას თვალებში, -დემეტრე რეკავს, ნინას თვალებში როგორც იქნა გაჩნდა ემოცია. ნიკამ კარისკენ ანიშნა დედამისს და უმცროსი და მარტო დატოვა ოთახში.
ნელა მიიტანა მობილური ყურთან, დემეტრე ღრმა ჩასუნთქვით მიხვდა, რომ ნინა უკვე უსმენდა. მაგრამ სიტყვები ხომ უბრალოდ ბგერების ერთობლიობაა, რომელსც ადამიანები მოგვიანებით ანიჭებენ ნიშვნელობას. არ არსებობდა ბგერების ერთობლიობის სიტუაციისთვის სესაფერისი ერთობლიობა. რა უნდა ეთქვა დემეტრეს, რომ ძიერი უნდა ყოფლიყო ნინა? ისედაც იქნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა? სისულელე... რომ წუხდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ სხვანაირად მომხდარიყო? ამაში რომ დარწმუნებული არ ყოფილიყო ნინა დემეტრეს ცოლი არ იქნებოდა... რომ მასთან იქნებოდა სულ? ეს ხომ ისედაც ბუნებრივი კანონზომიერება იყო უკვე...
რაღაც საშინელ სიცარიელესტან ერთად ბრაზიც იგრძნო, ძლიერი ბრაზი რომ ახლა არ შეეძლო მის თვალებში ჩაეხედა. არ შეეძლო მასთან ერთად ყოფილიყო იმ პალატაში და გაეკონტროლებინა რას ეტყოდნენ ნინას, მისი ემოციებისთვის მიედევნებინა თვალი და ...
-დემეტრე, სუნთქვა შეწყვიტა ცოლის ხმის გაგონებისას, ნინა ტიროდა... მათი ნაცნობობის მანძილზე ნინას ცრემლების შესახებ პირველად იცოდა და მასთან არ იყო... -მართლა არაფრის გაკეთება არ შეიძლება? სულ, სულ პატარა შანსიც არ აქვს? რაღაც უცნაური მუდარა ისმოდა მის ხმაში.
-არა, დემეტრემ თითქოს დაინახა როგორ გაუქრა უკანასკენლი იმედი თვალებიდან ნინას.
-მე რომ დავეცი მაშინ?
-ნინა, არა! მკაცრი გახდა დემეტრეს ხმა, მანქანის სავარძელზე წამოიმართა და ხმას გაუაზრებლად აუწია, ალექსანდრემ დაბნეული თვალები მიაპყრო მეგობარს.
-არაფერი მტკიოდა, სწორად ვიკვებებოდი, არ ვიღლებოდი...
-ბუნებას დააბრალე, შეწყვიტე ფიქრი და ბუნებას დააბრალე, ცოლის მოკანკალე სუნთქვა გაიგონა და თითები მობილურს მოუჭირა. -უფრო მალე ჩამოვალ, ვიდრე გგონია, თითქმის ჩურჩულით უთხრა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა როგორ აქრობს ნინას თვალებიდან ცრემლებს.
^^^
„როგორ გაგვახარეთ, შვილო...“ „დედა, ფრთხილად უნდა იყო...“ „ამას რომ ბიჭი ყავდეს და მე გოგო...“ „მამასთან მინდაო...“ „დედიკოც და პატარაც კარგად არიან...“ ნინამ ყურებზე ხელი მიიჭრა თითქოს ასე ჩაახშობდა შინაგან ხმას... „არ არიან კარგად“ თავის თავს უთხრა და თვალები ისევ დახუჭა... „საერთოდ აღარ იქნება“ არაფრით წყვეტდა გონება მუშაობას... დაუღალავად ფიქრობდა და ფიქრობდა... ნინაც მთელი სხეულით გრძნობდა ფიქრების შედეგბს ხან ისე თითქოს ძალიან მწარედ ფხაჭნიდნენ, ხანაც უფრო ცხელი უსიამოვნო ჟრუანტელით, ხან საერთოდ არაფერს გრძნობდა და ეს ემოციებიც წამის მეასედებში ცვლიდნენ ერთმანეთს.
კარის ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ მოგვიანებით საწოლი რომ ჩაიზნიქა მის გვერდით ნაცნობი სურნელი იგრძნო, და გაუაზრებლად მოეშვა სხეული... დემეტრე ზურგიდან მოეხვია ცოლს და ლოყაზე აკოცა, ოდნავ გაუხეშებული ჰქონდა კანი ცრემლებისგან, მაგრამ უკვე დამშრალიყო... ნინას მარცხენა ხელს თავისი დაადო და კიდევ უფრო მიიხუტა ცოლი.
ნინა სწრაფი მოძრაობით გადმობრუნდა მისკენ, თავი მკერდში ჩამალა დამარჯვენათი დემეტრეს მაისურს ჩაებღაუჭა. მის გულის ცემას სახით გრძნპბდა, დემეტრეს სხეულის უცნაური სიახლოვე იგრძნო და თითქოს მარტოობის საბურველი შემოაცალა მისმა სურნელმა. მაგრამ...
-ექთნებმა თქვეს... ყველაფერი კარგად დამთავრდებაო... ოდნავადაც არ გეტკინებაო... ასე თქვეს ვერაფერს იგრძნობო... დემეტრე, ეს როგორ მითხრეს?! ნინას ხმა სიჩუმეში ძლივს ისმოდა, თავს არაფრით სწევდა ქმრის მკერდიდან და ტუჩებსაც თითქმის არ ამოძრავებდა. უფრო მაგრად მოხვია ხელი ცოლს.
-ჩვენ... ჩვენ შევძლებთ... ხმადაბლა უთხრა ცოლს და მთელი არსებით დაიჯერასაკუთარი სიტყვების, დაიჯერა, რომ მართლა შეძლებდნენ... დაიჯერა და მართალიც იყო...



№1  offline წევრი kiwi

Dzalian magari gogo xar shen !

 


№2  offline წევრი მოაი

სუპერ გოგო ხარ ❤️❤️

 


№3  offline წევრი aneta

გული მომიკვდა :((((((((((((

 


№4  offline წევრი mano

გული მომიკვდა რაღაცნაირად დავმძიმდი ძალიან შემეცოდა დემეტრე და ნინა მეც მეტკინა მათი ეს მდგომარეობა..აი შენ კი ძალიან კარგი გოგო ხარ ძალიან კარგი ველოდები შემდეგ თავს გულის ფანცქალით.

 


№5  offline წევრი NaaT

სუნთქვაც კი დამავიწყდა თითქოს. არ ველოდი ასეთ განვითარებას, ისეთი მოულოდნელი იყო "დავმძიმდი". არც ცრემლების მრცხვენია ახლა ასე დაუკითხავად რომ მისველებენ სახეს.. ისე ველოდები შემდეგ თავს, როგორც არასდროს.. არც კი ვიცი რა გითხრა ახალი, უბრალოდ საოცრად წერ !

 


№6  offline წევრი dreamers

ადრე ესე არ იცოდი :( ასეთ მომენტზე, ამდენი ხინიტ დაგვიანება დაუნდობლობაა. :(

 


№7  offline წევრი mano

რატო აგვიანებ? აღარ აპირებ გაგრძელებას?

 


№8  offline წევრი მოაი

მინდა ახალი, შენეული, საასწაული თავი

 


№9  offline წევრი Qeti.A

აუცილებლად გავაგრძელებ, რა თქმა უნდა.
უბრალოდ გამოცდები მაქვს.
ისე მომდევნო თავის ნაწილი დაწერილი მაქვს და სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის იქნება.
ძალიან მრცხვენია თქვენი, მართლა.
მაგრამ მაინც, ძალიან მაბედნიერებთ feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent