ვამპირის ირონია 25
გოგონა მძიმეთ ჩამოდიოდა კიბეებზე და თავი დაბლა ჰქონდა დახრილი.ერთი ამოიოხრა და კარებისკენ გაიწია.კარების სახელურს ხელი ჩაავლო,მაგრამ ისევ გაუსვა როცა ზურგს უკან ვიღაც იგრძნო.ისევ დამიანი ეგონა და უხეშათ შეხედა. -(ანნა) ჩვენ ხომ უკვე ვილაპ........... -(ედვარდი) რაღაც ძალიან გიხდება ეს შავები.ბიჭმა უცნაურად დაუწყო გოგონას ყურება. -(ანნა) როგორ ბედავ და მელაპარკები? -(ედვარდ) მშვენივრად... თავდაჯერებულმა თქვა და ხელები განზე გასწია. ანნამ ამაზრზენად შეხედა და გარეთ გავიდა.....საჭესთან დაჯდომის თავი არ ჰქონდა ამიტომ ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. .................................................................................... -(ლიდია) ანნა! გოგონამ წამოიძახა როცა დერეფანში ანნა დაინახა. -(ანნა) ბოდიშს გიხდი რომ შემაგვიანდა,მთელი ღამე არც მძინებია. -(ანნა) ექთანი შემხვდა დაბლა და მითხრა რომ აარონი უკვე მზად არის გამოსაწერად.გოგონამ თქვა და ისევ პალატისკენ გაექცა თვალი. -(ლიდია) კი შეგვიძლია წავიყვანოთ. -(ანნა) კარგი პალატაში შევალ და მალე დავბრუნდები. -(ლიდია) კარგი,მაგრამ ამანდას დასაფლავებაზე მისვლას მივასწრებთ? -(ანნა) მე არ შემიძლია წამოსვლა.გოგონამ უხეშათ თქვა და პალატაში შევიდა. -(ანნა) აარონ,როგორ ხარ? -(აარონი) მეკითხები როგორ ვარ? ეს ხომ ძალიან სასაცილოა.კაცმა ირონიულად დაიწყო საუბარი. -(ანნა) ვერ მივხვდი აარონ..გოგონამ გაოცებული სახით შეხედა. -(აარონი) შენი ბრალია,დღეს ამანდას მიწაში რომ დებენ და მე რომ აქ ვწევარ.ხო შენი ბრალია! -(ანნა) არა მამა! რატომ ამბობ ამას?გოგონას ცრემლები წამოუვიდა.. -(არონი) ყოველთვის გინდოდა ასეთ მდგომარეობაში გენახეთ.ყოველთვის არ გვაღიარებდი შენს ოჯახად.მამას ნუღარ მეძახი. -(ანნა) მე არ გაღიარებდით? მგონი ყველაფერი პირიქით იყო! 10 წლის რომ ვიყავი ბოლოს მაშინ ვიგრძენი რა იყო ოჯახი. -(ანნა) შენ გგონია შენზე ნაკლებად განვიცდი ამანდას სიკვდილს? შენ გგონია მარტო შენ წუხარ, რომ ეხლა საავადმყოფოს ლოგინში წევხარ? -(ანნა) არაა! ყოველთვის დაუნახავები იყავით.არასდროს გესმოდათ ჩემი ცრემლების,ჩემი გულისტკივილის.მე....მე....მე არ ვიცი რატომ ვარ ეხლა აქ.. ალბათ იმიტომ რომ მეგონა მამას გულში ჩავიკრავდი და ღმერთს მადლობას გადავუხდიდი შენ რომ ცოცხალი ხარ .მაგრამ როგორც ყოველთვის იმედი გამიცრუვდა... გოგონამ ცრემლები შეიწმინდა სახეზე და პალატა დატოვა... მაგრამ როდესაც გარეთ გამოვიდა ისევ ტირილი გაბედა -(ლიდია) რა მოხდა ანნა? გოგონა მეგობარს მივარდა.. -(ანნა) რაღაც მინდა გთხოვო... -(ლიდია) კარგი,რაც გინდა. -(ანნა) გთხოვ ტაქსი გამოიძახე ან მის მძღოლს დაურეკე და იზრუნე რომ მამაჩემი როგორმე სახლში მიიყვანონ.მე უნდა წავიდე. -(ლიდია) კარგი,მაგრამ სად მიდიხარ? -(ანნა) მერე აგიხსნი.ძალიან დიდი მადლობა,და ძალიან მიყვარხარ...გოგონამ შორიდან მიაძახა და საავადმყოფო დატოვა. ....................................................................................................... გოგონა ფეხით დადიოდა გარეთ და თან ტიროდა.ფეხები ერეოდა ერთმანეთში.ტყისკენ გადაუხვია და დაინახა თითქოს დედამისი თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი და მინდვრის ყვავილებს კრეფდა. -(ანნა) დედაა? გოგონას სახეზე სიხარული შეეტყო და მისკენ გაეშურა. -(ანნა) დედა აქ რას აკეთებ..შენ ხომ...... -(ამანდა) ჩუმათ,ნუ ლაპარაკობ,მოდი დედას ჩაეხუტე...ქალმა ხელები განზე გასწია და თავის ქალიშვილს ელოდებოდა. გოგონამ ძლიერად მოეხვია და იცინოდა.. -(ანნა) დედა, მამა მართალია ყველაფერი ჩემი ბრალია.გოგონამ თავი დაბლა დახარა. -(ამანდა) არა ლამაზო! ამანდამ თავი ააწევინა. (ამანდა) აქ კარგია,ღმერთმა მაპატია შეცდომები და გამიღო მისი კარი,მშვიდად ვარ და მინდა შენც მშვიდად იყო... -(ამანდა) მე ყოველთვის შენს გვერძე ვიქნები,დღისით თუ ღამით,გავიზიარებ შენს სიხარულს და მწუხარებას.ნუსრადროს ნუ შეგეპარება ჩემში ეჭვი. -(ანნა) დედააა! გოგონამ სუსტად ამოიოხრა -(ამანდა) მე მხედავ შენს სახეზე მბზინავ ცრემლებს.ნუ გეშინია შენ ძლიერი გოგოხარ და ყველფერს გადაიტან.ცხოვრებაში დიდი დაბრკოლებები გელის,მაგრამ შენი სიძლიერით მას აუცილებლად მოერევი.ნუ შეგეშინდება ნურაფრის.დაიმახსოვრე რომ ძლიერი მაშინ ხარ როცა უკან ტკვილიანი წარსული გაქვს.ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით მალე.მე მჯერა შენი! ქალმა შუბლზე აკოცა და გაქრა..... -(ანნა) დედა! დედააა! გოგონამ ყვირილი ატეხა და აქეთ-იქით ეძებდა ამანდას.დედა გთხოვ ნუ წახვალ კიდევ მინდა გელაპარაკო.... გოგონამ შუა ტყეში დაიწყო შესვლა,თან დედას გაჰყვიროდა.რაღაცნაირად იგრძნო თავი.თითქოს ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა,თავბრუ დაეხვა და წონასწორობას კარგავდა,მაგრამ მაინც მიაბიჯებდა ტყეში...ძირს დიდი ქვა ეგდო, სადაც ანნამ ფეხი წამოკრა,დაეცა და გაითიშა. ...................................................................................................................................................................................... დამიანი გამუდმებით ურეკავდა ტელეფონზე ანნას,მაგრამ არავინ პასუხობდა.საშინლად ნერვიულობდა.მითუმეტეს მის მერე რაც დასაფლავებაზე არ ყოფილა.იფიქრა იქნებ ედვარდმა იცისო და მისი ოთახისკენ წავიდა.როცა მიუახლოვდა კარებზე დაუკაკუნა და თან მიაძახა. -(დამიანი) ანნა არ ჩანს ხომ არ იცი სად არის? შენთვის ჯობია კარგად იყოს. ხმა არავინ გასცა.კიდევ ერთხელ მიაკაკუნა,ისევ რომ არ მიაქცია ყურადღება კარებიი შეაღო მაგრამ ედვარდი იქ არ იყო. მისაღებ ოთახში გამოვარდა და ტელეფონი აიღო,დარეკავს აპირებდა როცა ედვარდმა შემოაღო კარები და ხელში ანნა ეჭირა. -(დამიანი) რაა ჩაიდინე? დამიანმა განრისხებული მივარდა ედვარდს და მერე ანნას გადახედა. -(ედვარდი) იქნებ შემომიშვა და დამაცადო ანნა დავაწვინო... ედვარდმა მისაღებ ოთახში მდივანზე დააწვინა და ანნას სახეზე ურტყავდა,რომ გამოფხიზლებულიყო..... -(დამიანი) რა გაუკეთე? -(ედვარდი) მე რა უნდა გამეკეთებინა? ტყეში ვიპოვე უგონო მდგომარეობაში.... დამიანმა სამზარეულოდან წყალი გამოიტანა და სახეზე გადაასხა... გოგონამ შეშინებულმა წამოყო თავი. -(დამიანი) როგორ შემაშინე! რა დაგემართა?რა გინდოდა ტყეში? ეხლა ხომ კარგად ხარ? -(ედვარდი) დააცადე გამოფხიზლდეს. -(ანნა) აქ როდის მოვედი? ან ვინ მომიყვანა? გოგონა გაკვირვებული იყურებოდა.. -(ედვარდი) მე მოგიყვანე,მაგრამ მადლობა არა არის საჭირო...ბიჭმა ირონიულად გაიცინა. -(ანნა) რატომ წამომიყვანე? რატომ გადავრჩი? გოგონამ თავში ხელი წაიშინა და ისევ უკან გადაწვა. -(ედვარდი) მე იმიტომ წამოგიყავნე,რომ არ მაქვს გეგმაში ჯერ შენი სიკვდილი.... -(ანნა) მირჩევნია მომკვდარვიყავი,ვიდრე შენთან ვალში ვიყო.უგულო ადამიანისგან შეწყალება მივიღე ეს სასწაულია.გოგონამაც ცინიზმით დაიწყო საუბარი.... -(დამიანი) ხო არ გაგიჟდი შენ? რა სიკვდილზე ლაპარაკობ? მეორეთი აღარ გაიმეორო. ედვარდი ჩაფიქრებული წამოდგა და ნელა გაუძღვა თავისი ოთახისკენ. წინა თავის აქტიურობა ძალიან ცოტა იყო,თუ აღარ მოგწონთ ეს ისტორია კომენატრების სახით გადმომეცით და შევწყვეტ მის დადებას..თუ არადა შემიფასეთ ეს ახალი ,,პატარა'' თავი. სულ მალე გაიგებთ ვინ არის ის უცნობი ქალი. :**** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.