სურვილი აგისრულეთ მე შევიცვალე (10)
ძალიან მწყინდა გიოს ასეთი უყურადღებობა ...ჩემზე იძახდა მიყვარს და მინდა ვნახოოო ... ყოველ დღე მხედავს მაგრამ ვერ მცნობს...ყოველ დღე სხვადასხვა გოგო რომ მოყავს მაგაზე ხომ არაფერს ვამბობ ხანდახან მინდება მივიდე და კარგად მივბეგვო...როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და ვერც კი იცნო,? მესამე თვეა რაც მისი პირადი დაცვა ვარ ... როგორც იქნა დამღლელი ერთი საათის შემდეგ გამოვიდნენ ოთახიდან ... კარებამდე გიომ მიიყვანა და გააცილა ..მე ამ დროს დივანზე ვიჯექი ... გიო ოთახში შესვალს აპირებდა საშვალო ხმით რომ ვთქვი : -მერე იტყვის მიყვარსო ...(მე) - უკაცრავად მომესმა თუ ამის თქმა მართლა გაბედე ? - მართლა გავბედე არ მოგესმა ... - ვოვ და რატო აძლევ საკუთარ თავს ამის უფლებას? ( გიო) - იმიტომ რომ 11 წელია მიყვარს ... 11 წელია და მანაც რომ შენნაირად თქვას მიყვარსო ვწუხვარ რო ასე ვექცეოდიო და ამავდროულად ყოველდღე სხვადასხვა ნაშა მიიყვანოს სასტუმროში გამიჩნდება აზრი რომ ის ტყუის და არავინ არ უყვარს ( მე) - შენ უბრალოდ არ გესმის...(გიო) - შეგიძლია ამიხსნა ?მეტს არაფერს გთხოვ ... - არა არა შენ ამას ვერასდროს ვერ გაიგებ , შენ ისე არასდროს გყვარებია როგორც მე...( გიო) -კარგი რა გაეწყობა მაგრამ იცოდე რომ მხოლოდ შენ არ გიყვარს ( მე ) გიოს თითოეული სიტყვა გულს ძალიან მწყენდა ... მგონი მოვოდა დრო მეთქვა. მაგრამ მეშინოდა ...იმ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა ... მაგრამ ღამე ... სასტუმრო ოთახს ქონდა ყველაზე კარგი ხედი . ფანჯარაზე დავჯექი და ფეხები გარეთ გავყავი მე9 სართულიდან ... ბავშვობაშიც ასე ვაკეთებდი ხოლმე . მიყვარდა გათენება და მზის ამოსვლის ყურება ... საათს დავხედე ოთხის ოცდაშვიდი წუთი იყო ... გიო ჯერ არ გაიღვიძებდა ამიტომ კარგად მოვთავსდი და ნაოშნიკები გავიკეთე და ჩემს ახალ ტელეფონში რომელშიც მხოლოდ ერთი სიმღერა მქონდა მოსმენა დავიწყე... ალბათ უკვე მერამდენეჯერ მოვუსმინე და კიდე მოვუსმწნდი წელზე ხელები რო არ მეგრძნო... ვინ იქნებოდა თუ არა გიო ... ცალი ნაოშნიკი მოვიხსენი... - შეილება მოვუსმინო ? მაინტერესებს შენი გემოვნება ...( გიო) უხმოდ გავუწოდე ნაოშნიკი და მის რეაქციას დაველოდე ... - give me just a little smile. - თქვა მან ... იმედი მქონდა რომ ახსოვდა ეს სიმღერა ... მან ხომ ბავშვობაში თვითონ მითხრა ჩვენზეაო . ყოველთვის როცა ამ სიმღერას ვუსმენდი ბავშვობა მახსენდებოდა ... პირველად რო მოვუსმინე ამ სიმღერას 13 წლის ვიყავი თუ 12 ... - იცი წითურო ადრე მარის ხშირად ვაბრაზებდი ... სულ ეღიმებოდა ამაზე ერთხელ გაბრაზდა მითხრა სულ რატომ მაბრაზებო ... ვუთხარი რო ბრაზდები მაგარი ღიმილი გაქვს თქო .. ვეცდები აღარ გაგიღიმო და ეს სიმღერა გავუგზავნე ... ხანდახან იმასაც ვფიქრობ რომ შენ მარი ხარ ...- ვაიხ მიხვდა ნეტა? .- მაგრამ არა შენ ის არხარ... (გიო ) ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა თავისი ტელეფონი მოიტანა და მუსიკები ჩართო ... დილამდე ასე ვიჯექით ... - მოდი რა აუზზე წავიდეთ ..( გიო) - ხომ იცი არა რომ ერთი კაბის ,ერთი კოსტუმისა და ორი სპორტულის გარდა არაფერი მაქ და შიშველი ხომ არ ვიცურავებ ? - მე თანახმა ვარ ( გიო ) მკვლელი მზერით გავხედე ... - კარგი კარგი წამო ვიყიდოთ ... გავემზადეთ და წავედით გიომ,დამიბარა რაღაცეებს მეც ვიყიდიო და სალაროსთან მოდი როცა მორჩებიო კარგითქო და " კუპალნიკების " განყოფილებისკენ წავედი . არცერთი არ მომეწონა რადგან ყველა ძალიან თამამი იყო ...ბოლოს მაინც ავარჩიე შავი ფერის ... ძალიან ლამაზი იყო და მომწონდა მაგრამ ძალიან თამამი იყო და...სალაროსკენ წავედი გიო ჯერ არ ჩანდა ორ წუთში ისიც მოვიდა . ფული გადაიხადა და წამოვედით ... პირდაპირ აუზზე წავედით ... - მიდი გამოიცვალე მე აუზზე გავალ (გიო) მალევე გამოვიცვალე სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი ვერ ვიცანი ... ძალიან მიხდებოდა შავი კუპალნიკი ... შესაშური ტანი არ მაქ მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ცუდი ტანი მაქვს პირიქით... მალევე გავედი ... თვალებიი რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს ...გეგონება ქალი არ უნახიათო ... გიოს ორი ადგილი ჰქონდა დაკავებული... გიოც ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა სახეზე ტალახი მესვა ... გიოსთან არ მივსულვარ ხელები წინ წავიღე და აუზში ჩავხტი.. რომ ამოვედი გიო მაშინ ჩამოდიოდა ... აღარ ვაპირებდი წყალში ჩასვლას რადგან მე გიოს პირადი დაცვა ვარ და ყურადღება უნდა მივაქციოო... დავინახე გიო როგორ ამოდიოდა აუზიდან ... უამრავი ქალი უცქერდა . მართლაც ის ძალიან სიმპათიურია ... თვალს ვერ ვწყვეტდი ... მოვიდა და წამოწვა... - წითურო ძალიან გიხდება ეგ კუპალნიკი ....(გიო) საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე ... სახლში მალე წავედით ... გიოსთან დალაპარაკება მინდოდა ... კარებზე დავუკაკუნე ...მაგრამ საცვლებისამარა გაბურძგნული თმით რო დავინახე გადავიფიქრე... - საქმე მქონდა (მე ) - ეხლავე გამოვალ ... მალევე გამოვიდა ... -მისმინე დიდი ხანია არაფერი მომხდარა... - ხო ვიცი ამაზე მეც მინდოდა მეთქვა ... მას ვინც მე დავჭერი დაველაპარაკე და ყველაფერი გავარკვიეთ აღარავინ არ მომკლავს ... ამიტომ მოგვიწევს დამშვიდობება ... არმგონია კიდევ დამჭირდეს პირადი დაცვა ...(გიო) - ჰო ... როდის დავემშვიდობებით ? - ხვალე შენს უფროსთან მოვაგვარებ საქმეს და ხვალე... შეგიძლია ბარგი ჩაალაგო ...რა გაქვს მარა მაინც .- ბოლო წინადადება ცინიზმით წარმოთქვა ... ერთის მხრივ კარგია რომ ყველაფერი დამთავრდა ვერც გაიგებს რომ მე ის ვარ ვინც " უყვარს " ... მეორე დღეს უკვე ჩემს გარეშე წავიდა ნიკასთან მე ნიკას ვთხოვე ჩემი ვინაობა არ გაემხილა ... ასეც მოიქცა ... ბარგი ჩალაგებული მქონდა გიო როგორც კი მოვიდა მაშინვე წავედი უბრალოდ კარგად თქო ვუთხარი ... დაახლოებით ერთი თვე გავიდა ... არავის არ ვეკონტაქტებოდი ... მხოლოდ ჩემს უფროსს ნიკას ისიც სამსახურის საქმეეებზე ... ერთხელ მარის მივწერე . - როგორ ხარ ? - კარგად შენ გოგოო? ( მარი) - რავი კარგად რაარის ახალი .. შენ ბიჭთან რას შვრები ?? - რავი გოგო უახლოეს მომავალში ვაპირებდ სერიოზულ ფიქრს უკვე ჩემი ძმაც კი იცნობს ...(მარი ) - ვუ რა მაგარია შემატყობინე რას იზამმმ. ოღონდ ქორწილამდე მერე არა... - ჰაჰაჰ კაი .. შენ რას შვრები რას აპირებ ? (მარი) - რავი გოგო ჯერ არავის სჭირდება ეს პირადი დაცვა და ვფიქრობ სანამ ვინმე გამოჩნდება ფეხბურთს ხომ არ მივაწვე ? - კაი იდეაა ... თან დამატებითი შემოსავალი გექნება თან გახალისდები... - ჰო კაი ეხლა წავედი ჩემები უნდა მოვიკითხო და თუ არ დამეზარა მოგწერ მერე ... - კაი კაი კარგად აბა წარმატებები (მარი) ჩემები მოვიკითხე ძალიან მენატრება ყველა ... საქართველო საქართველო ყველაზე მეტად ...იმედია რამე მიზეზი გამოჩნდება ჩემი იქ დაბრუნების... უცებ ის დრო გამახსენდა მე მარი მარის ძმა და მისი ძმაკაცები რთვეელში რომ ვიყავით ... ყურძნებით ვწუწაობდით ... სახეზე შემაზილეს ერთი მტევანი ყურძენი ... ყოვწლდღე ვფიქრობ ვიხსენებ ყველაფერს მინდა ყველას შეცვლილი მე დავანახო ... არ მინდა შეცვლა გულის სიღრმეში ხომ ისევ 12-13 წლის ბავშვი ვარ .... ყოველ დილით ადრე ვდგები და ვვარჯიშობ ... შემდეგ სახლში მივდივარ და ვკითხულობ ... ათასში ერთხელ შეიძლება სამსახურში გავიარო ... -------------- პ.ს შეაფასეთ როგორია ? პატარა თავია მაგრამ ვეცდები შემდეგში გავზარდო .... დაწერეთ თქვენი აზრი <3<3<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.