შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი არსებობა ნულს ჰგავდა (თავი 6)


19-06-2015, 17:59
ავტორი Eleniko❤️
ნანახია 3 250

–გაგიჟდი? რას ნიშნავს არ წავალ?–განწირული ხმით ვკიოდი და დუდას დათანხმებას ვცდილობდი.

–იმას რომ არ წახვალ გასაგებია? იქ შენი ადგილი არ არის!

–შენ ერთხელაც კი არ ყოფილხარ იქ! არც კი იცი რა სიტუაციაა

–ნუ მასწავლი! არ წახვალ და მორჩა–ჯიბიდან მობილური ამოიღო და თავი დივნის საზურგეზე გადააგდო.

–დუდი, გეხვეწები რაა–სხვა მხრიდან მივუდექი საქმეს და მის გვერდით დავიკავე ადგილი.

–ქეთუთა–წამოიწია და ჩემი სახე ხელებში მოიქცია –მე ვიცი იქ რაც ხდება და გეფიცები, შენთავს გეფიცები შენი ადგილი არ არის რაა

–დუდა, ჩემი კლასელის დაბადებისდღეა, რას იფიქრებენ ბავშვები, თანაც თუ გინდა შენც წამოდი

–აი ეხლა ძაან მაბრაზებ, გითხარი არათქო და მაინც შენსას რატო აწვები? მოდი იცი რა ვქნათ?! წასვლა გინდა?–წადი, რამე თუ მოხდა ჩემი სახელი არ ახსენო

–რა უნდა მოხდეს გაგიჟდი?–გავიცინე და ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი.


მოკლე კაბაზე უარი განვაცხადე, მიუხედავად დიდი სურვილისა, არ მინდოდა დუდასთან ჩხუბის ახალი მიზეზი შემექმნა. ამ ბოლო დროს საშინლად მაბრაზებს, აღარ ვიცი რა სჭირს, სულ ნერვები ეშლება და მგონია ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობს. თანაც ეს მარიამი... მართალია უკვე დაშორდნენ, მაგრამ ის გოგო მაინც ყოველდღე ურეკავს, არ ეშვება, არ მესმის რა უნდა დუდასგან, მათ ხომ ყველაფერი დაასრულეს?

სარკეში ბოლოჯერ შევათვალიერე საკუთარი თავი და გარეთ გამოვედი.


–დუდი წამიყვან?–ვკითხე და სუნამო ვიპკურე.

–წამო–სიგარეტი პირიდან გამოიღო, ხელი გადამხვია და ბინიდან გავედით.

–შენს მშობლებს როდის დაელაპარაკები?–მანქანაში გამეფებული დუმილი დაარღვია და გამომხედა.

–არვიცი...მე–დავიბენი.

–მე აღარ ვაპირებ ბავშვივით დამალვას

–ჩვენ არც ვიმალებით დუდა–ისტერიულად გავიცინე.

–კარგი, მოვეშვათ–მიხვდა ვნერვიულობდი და სხვა თემა წამოჭრა.

–გადადი, რომ დამთავრდება დამირეკე, მოგაკითხავ, არავის არ გამოყვე გაიგე?–გამაფრთხილა და მანქანის კარი გახსნა.

–კარგი, გკოცნი–ხელი დავუქნიე და კლუბში შევედი.


პირველად ცხოვრებაში ვინანე, რომ დუდას არ დავუჯერე, საშინელი სიტუაცია იყო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ბანდიტები და კიდევ ვინ მოსთვლის. საშინელი სუნი იდგა, ბოლისგან დაბინდული იყო ყველაფერი, ვიფიქრე გავბრუნდებითქო, თუმცა დუდა ამიკლებდა, ხომ გაგაფრთხილეო. რამდენჯერმე დავახველე, კლასელებს მოვკარი თვალი და მათი მაგიდისკენ დავიძარი. უამრავი უცხო ირეოდა მაგიდასთან და ცოტა გამიკვირდა კიდეც. რამდენიმე წამი ურეაქციოდ დავყურებდი ჩემს წინ დადგმულ არყით სავსე ჭიქას, მერე მოვიყუდე და წამში გამოვცალე.

–შეიძლება?–ხელით მანიშნა უცხომ ჩაიწიეო, რომ მისთვის ადგილი გამენთავისუფლებინა. გვერდით ჩავიწიე და უცნობს გავხედე, რომელიც ნორმალურზე ახლოს იყო ჩემთან.

–მე სანდრო–ხელი გამომიწოდა და არყის ბოთლს გადასწვდა, რომელიც ჩვენს წინ იდო.

–მე ქეთა–გავუღიმე და არაყზე ვანიშნე, მეც დავლევთქო.

–წამო გავიდეთ?–მითხრა რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ.

–სად?–გამეცინა მე.

–ზემოთ ოთახებია–საკმაოდ მთვრალმა მითხრა.

–აჰ, არა არ მეძინება–ხელი ავუქნიე.

–არა ძილისთვის არა–ჩამჩურჩულა და ფეხზე წამომაგდო, ურეაქციოდ მივყვებოდი, ვერ მივხვდი რას აპირებდა, კიბეებზე ძლივს ამიტანა, ერთ–ერთ ოთახში შემაგდო, გამიკვირდა თვითონაც რომ შემოვიდა, აი კარი რომ გადაკეტა, მაშინ მივხვდი ყველაფერს, თვალთახედვა დამიბნელდა და გულამოფსკვნით ავტირდი, ჩემსკენ წამოვდა, რამდენჯერმე დავიკივლე, ვთხოვდი ხელი გაეშვა, მაგრამ ნელ–ნელა ხსნიდა კაბის შესაკრავს. ფეხებშუა ამოვარტყი, გაქცევა ვცადე, თუმცა თმაში ხელი ჩამავლო, უკან დამაბრუნა და მთელი ძალით მითავაზა მუშტი სახეში. მარცხენა მხარე ელვის სისწრაფით ამეწვა და ვიგრძენი ბლანტი სითხე, რომელიც ჩემს კანზე მოედინებოდა. კიდევ ერთხელ ჩავარტყი ფეხი, სწრაფად წამოვდექი, კარი გავაღე და კლუბიდან გიჟივით გავვარდი. არა, ახლა დუდას ვერ დავურეკავ, ასე რომ დამინახოს რას იზამს? ან იმ ნაბიჭვარს რას უზამს? ღმერთო რა გავაკეთო? ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და დუდას ნომერი ავკრიფე.


–დუდა–ყველანაირად ვეცადე ხმაზე არაფერი დამტყობოდა.

–ხო ქეთუ, წამოვიდე?

–არა, არა–სწრაფად ვუპასუხე –სოფიმ მომაკითხა, აქვე ყოფილა, სოფისთან დავრჩები.

–კაი, ხვალ მოვალ–მიპასუხა და ტელეფონი გათიშა.


მხოლოდ ახლა ვიგრძენი დიდი საფრთხე რაც რამდენიმე წამის წინ გადამხდა, ნაბიჯებს ძლივს ვადგამდი, იმ კაცმა... ღმერთო, გულის რევის შეგრძნებამ იმატა, კლუბის უკანა მხარეს გავედი, ძალიან ცუდად გავხდი, რამდნეიმე წამში მუხლები მომეკვეთა და მოწყვეტით დავეშვი მიწაზე, ზურგით კედელს ვეყრდნობოდი, თავი მუხელბში ჩავდე და ხმამაღლა ავტირდი.

ასე ვერსად ვერ წავალ, ვერც სახლში, ვერც დუდასთან, ვერც სოფისთან, მხოლოდ ანო დარჩა, თუმცა ეკე რომ იქ დამხვდეს ყველაფერი დამთავრდება. სიარულის უნარიც არ შემწევს, იქნებ ჯობს დუდას დავურეკო და ყველაფერი ვუთხრა, სახლში მაინც წამიყვანს და მომივლის. ღმერთო როგორ მეშინია. თვალებს ვხუჭავ, რამდენიმე წამში კი სრულიად ვითიშები, მხოლოდ ვგრძნობ უცხო ადამიანის სიახლოვეს, რადგან მათი ლაპარაკი ძალიან, ძალიან შორიდან ჩამესმის.

ძაღლის ყეფამ გამაღვიძა. ირგვლივ მიმოვიხედე, აშკარად რაღაც მოხდა, სად ვარ? თვალეი არემარეს მოვავლე, ირგვლივ რამდენიმე ძაღლია, ახლაღა ვიგრძენი ზურგის საშინელი ტკივლი და ფეხზე ნელა წამოვდექი. ხელი კეფაზე მოვიკიდე, თავი რამდენჯერმე გადავატრიალე. ღმერთო! კლუბი, ის არაკაცი, სასმელი, დუდა და ჩემი კლასელის დაბადების დღე. შუბლში ხელი ვიხალე და ჩანთიდან მობილური ამოვიღე. აუარებელი ზარები, მესიჯები, ღმერთო შენ მიშველე ეს რა დამემართა. ტუჩზე ვიკბინე და მაშინვე ვიგრძენი ტკივილი, სისხლის გემო და ყველაფერი დამიტრიალდა თავში, მობილურში კამერა გავხსენი, სასწრაფოდ შევათვალიერე ტუჩი, ახლა რაღა ვქნა, სახლში რომ მივიდე რა ვთქვა?

მობილური კვლავ თავის ადგილს დავუბრუნე და ქუჩაზე გავედი. მაშინვე ტაქსი გავაჩერე და სოფის მისამართი ვუთხარი. კარზე ზარი რამდენჯერმე დავრეკე, ბოლოს ძლივს გააღო, გაშტერებული, პირდაღებული მიყურებდა, მერე სწრაფად მოვიდა და გადამეხვია.


–შემოდი, ცოცხალი ხარ? რა მოგივიდა ქეთა? სად იყავი?–კითხვები მომაყარა. მისაღებში შევედი და კინაღამ გული წამივიდა.

სახეზეფერდაკარგული დუდა, მომტირალი ანო და აქეთ–იქით მოსიარულე ეკე.


–მე..–თავის მართლება დავიწყე, თუმცა მეთვითონაც ვიცოდი არაფერი მამართლებდა.

–რა შენ?–იღრიალა დუდამ და ჩემსკენ წამოვიდა –რა შენ ქეთი?–პირველად მომმართა ქეთით და ეს საშინლად მომხვდა გულზე, მხრებში ხელები ჩამავლო და რამდენჯერმე ისე მაგრად შემანჯღრია საკუთარი ვინაობაც კი გადამივწყდა.

–რა არის ეს? რა გჭირს ტუჩზე? გეკითხები რა გჭირსთქო? სად იყავი? სოფისთან რჩები არა? სად იყავითქო?–კიდევ ერთხელ შემანჯღრია და მეც ვეღარ მოვითმინე, ცრემლებმა იწყეს დენა, თითქოს ენა პირში ჩამივარდა, მხოლოდ ვიდექი თავდახრილი და ისტერიულად ვტიროდი.

–შეეშვი, ცუდადაა–მკლავში ხელი ჩაავლო ეკემ დუდას.

–გადი ერეკლე!–ხელი აუქნია ძმაკაცს –ეს ჩემი საქმეა და გთხოვთ გახვიდეთ ცოტა ხნით–თვალს არ მაშორებდა ისე ლაპარაკობდა.

–წამოდით–ერეკლემ გოგოები სახლიდან გაიყვანა. შიშისგან ხელები ამიკანკალდა და ყველანაირად ვცდილობდი ნიკაპსაც არ დაეწყო კანკალი.

–შემომხედე–ხელი ნიკაპზე მომკიდა და სახე მაღლა ამაწევინა –ნუ ტირი! ნუ ტირითქო! ქეთუთა გაჩერდი და ბავშვივით ყველაფერზე ნუ ტირი!–თვალებში მიყურებდა, ვიცოდი ჩემს ტირილს ვერ იტანდა და ყველაზე მეტად ახლა მას უჭირდა, მაგრამ უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი, იმდენად შევშინდი ნიკაპმაც კანკალი დაიწყო.

–მომისმინე–თმა უკან გადამიწია –ხო გაგაფრთხილე, რატო არ დამირეკე, რატო არ მითხარი სიმართლე! ნუ ხარ გაჩუმებული!–ყელში ამოუვიდა ჩემი დუმილი და იღრიალა.

–მე, მოგიყვები, ყველაფერს, მაგრამ გთხოვ ნუ მიყვირი–თვალებში შევხედე და მაშინვე ვინანე, ბრაზისგან ანთებოდა, სახეზე სულ აწითლებული იყო, შუბლზე კი ძარღვები დამჩნეოდა.

–ღამე სად იყავი?

–ქუჩაში დუდა, მეშინოდა, შემეშინდა დუდა, იმ კაცმა შემაშინა, სიარული არ შემეძლო, ვერაფერი გითხარი, მაპატიე დუდა–ცრემლები მომდიოდა და მივხვდი დუდაც როგორ ღელავდა, მიხვდა რომ რაღაც მიჭირდა და ახლა ყველაზე მეტად მას შეეძლო ჩემი დამშვიდება, ჩემსკენ წამოვიდა მკლავები გაშალა და მეც მის მკერდს ავეკარი...

–წამოდი, სახლში წავიდეთ, დაიძინებ, არ ინერვიულო ჩემო ფერია, ყველაფერი კარგადაა და ახლა ჩემთან ხარ, შემომხედე, მორჩა აღარ იტირო–თავზე ხელებს მისვამდა, რამდენიმე წამში დავწყნარდი, იმდენად უსუსურად ვგრძნობდი თავს რომ ნერვები მეშლებოდა. დუდამ ხელში ამიყვანა, მანქანაშიც ასე ჩამსვა და თავის სახლამდე უხმოდ მიმიყვანა. მორჩა, ახლა ყველაფერი კარგადაა...


*********************

ბავშვებო, ძალიაან დიდი ბოდიში ერთთვიანი პაუზის გამო. უბრალოდ გამოცდები მქონდა, ვერ ვასწრებდი აქ შემოსვლას და ზოგადად მოთხრობის წერას. იმედი მაქვს ისინი ვინც აქამდე კითხულობდით, კვლავ გააგრძელებთ და რაც ყველაზე მთავარია თქვენ აზრს შემატყობინებთ მოთხრობასთან დაკავშირებით!! დააკომენტარეთ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.



№1  offline წევრი Sexy Mädchen

ძლივს,ამდენ უაზრო ნაჯღაბნში ერთი წესიერი ისტორია გამოჩნდა..განაგრძე,წარმატებებიი:)
--------------------
:)

 


№2  offline წევრი Eleniko❤️

Sexy Mädchen
ძლივს,ამდენ უაზრო ნაჯღაბნში ერთი წესიერი ისტორია გამოჩნდა..განაგრძე,წარმატებებიი:)
ძალიან დიდი მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent