შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი სამყარო. თავი 6-7


22-06-2015, 19:10
ავტორი nataska
ნანახია 3 511

ბავშვებო ბოდიში დაგვიანებისთვის და ორი უდიდესი თავისთვის....


დილით ტელეფონის ჟრიალმა გააღვიძა, საათს რომ დახედა პირველი სრულდებოდა, ტელეფონიდან კი ირინას ყვირილმა გამოაფხიზლა, სად ჯანდაბაში ხარო, ლეკვოსთან მეძინა მოვალ მალეო, წამოიზლაზნა წელის ტკვივილით და სააბაზანოს ძებნა დაიწყო, თუმცა ბევრი ძებნა არ დასჭირვებია, სახეზე ცივი წყალი შეისხა და სარკეში თავის თავს დაეჭყანა, ალეკომ გამოსძახა მოდი ვჭამოთო და სამზარეულოში შესულს ღიმილით შეაგება დაგვიანებული დილამშვიდობისა
–ძაან შეგაწუხე ხო გუშინ? თავი დამნაშავედ იგრძნო ბეშქენამ და ალეკოს დაეღრიჯა
–დაჯე და სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, ნაბახუსევზე მასე იცი ხოლმე?
–თუ რამე უტაქტოდ ვიკითხე ბოდიში
–გეყოფა და ჭამე, გავიგე ირინას რო ელაპარაკე, დროზე ადი სახლში არ ანერვიულო და ისე ჩემზე არაფერს გეკითხება ხოლმე? ან რატო არ მნახულობს?
–მეკითხება, როგორ არა,თუმცა მგონია, რომ რაღაც ძალიან აწყენინე როცა წახვედი და ახლა შენი ნახვა არ უნდა, შენ რატომ არ ნახულობ?
–შენ მხოლოდ გგონია და მე კი ზუსტად ვიც, რომ უზომოდ გაბრაზებული დავტოვე და სანამ თვითონ არ მოუნდება ჩემი ნახვა, ისე მე უფლება არ მაქვს
–საერთოდ რომ არ მოუნდეს შენი ნახვა?
–მაშინ ისე წავალ ამერიკაში, თითქოს არც კი ჩამოვსულვარ
–გემრიელი კვერცხის შეწვა გცოდნია
–მარტო ცხოვრების ბრალია
მერე ხმა აღარ ამოუღიათ, ბეშქენამ წასვლის დროს მადლობა გადაუხადა და თან დააყოლა, ირინას ჩემზე კარგად შენ უნდა იცნობდე და ძალიან ჯიუტი რომ არის ისიც კარგად უნდა გახსოვდესო, ხანდახან თუ რაიმეს არ დააძალებ სურვილის მიუხედავად იმას არასოდეს აკეთებსო, ალეკოს კი გაეცინა, თრითინა მომიკითხეო მხარზე ხელი გაკრა და ზღურბლს იქეთ გადააგდო ბეშქენა ინერციით, სახში ასულს დედამ წაუკითხა ლექციები, იქ რატომ იყავი ღამითო, ბექამაც გსაღები დამრჩაო, ალეკომ დამაბარა მომიკთხე ჩემი თრითინაო, გუშინ მთელი ღამე შენზე და მის წარსულზე ვლაპარაკობდითო, მე მგონი ძალიანაც უყვარხარო ისიც დააყოლა ბეშქენამ და დედას მოეხვია, ირინამაც უბრალოდ მოვენატრეო, მაინც თავისი განაჩენი გამოიტანა და გამოიცვალე რას გავხარო შვილი აათვალიერა... ბექას ისევ ძალიან ეძინებოდა და გაუხდელად მიწვა საწოლზე, საღამოს კი ძმაკაცებმა გააღვიძეს, ირინას დაუბარა გვიან ვიქნებიო და გაქრა... ირინა მთელი დღე შვილის ნათქვამზე ფიქრობდა, სამზარეულოს ღია ფანჯრიდან ისევ გააპარა თვალი ალეკოს სახლისკენ, მერე ყველაფერი თავიდან გაახსენდა, არეულობები, ალეკოს სახლიდან წასვლა, მისი მუდმივი მონატრება, გაახსენდა როგორ შეეშინდა პირველად იარაღით, რომ ნახა, როგორ ჩამოასვენა სოხუმიდან მამა და მაშინ მიხვდა, რომ ალეკო საბოლოოდ დაკარგა კაცობრიობამ, მისი თვალებიდან სიცოცხლე აღარ ანათებდა, ფიქრო დეიდას დარდს გადაყოლა, ხატიას ამბავიც, თებერვლის ის ღამე როცა ერთად იყვენენ, მერე ტკივილით და მონატრებით სავსე ოცი წელი, განა ასე იოლი იყო ამ ყველაფრის დავიწყება და მისი ნახვა თითქოს არც არაფერი მომხდარიყო...
პარასკევი საღამო სასიხარულოა ორი მიზეზის გამო, შაბათ–კვირას ისვენებს და შაბათს კი მის მუნჯ ხეიბარს ნახავს, რატომ შეარქვა ხეიბარი მაინც ვერ ხვდება, ალეკოს ენა აქვს ამოსაცლელიო ნერვები ეშლენა და როცა მას ხედავს იცინის
–ძაღლი ახსენეო... ამ წუთას შენზე ვფიქრობდი, როგორ ხარ? წამოდგა სავარძლიდან დუდიკა და ალეკოს მოეხვია, შოთიკომ მხოლოდ საღამომშვიდობისაო ნაძალადევად გაუღიმა და არც ალეკოს დაუკლია ირონია
–ჩემი ძველი მეგობრის გამოფენაზე უნდა წაგიყვანო და გაგაცნობ, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება, კი ამიხსნა სად უნდა მივიდეთ, მაგრამ ვერ გეტყვი, რო იოლად მივაგნებ
–შეიძლება თქვენთან ერთად მეც წამოვიდე? დაიპატიჟა თავი მოურიდებლად შოთიკომ
–მოსაწვევი მხოლოდ ორ პერსონაზეა, არც კი უფიქრია ისე უპასუხა ალეკომ და დუდანამ ქვედა ტუჩზე იკბინა რომ არ გასცინებოდა, მანქანაში, რომ ჩასხდნენ უსაყვედურა რა იყო ეხლა ესო, ალეკომაც მართლა ორი ადამიანისთვისააო ისევ იცრუა, დუდიკას კი ბეშქენამ დაურეკა, შენი ნახვა მინდაო და ალეკომ ტელეფონი მათხოვეო ხელით ანიშნა, როცა მიხვდა, რომ ბეშქენას ელაპარაკებოდა, გამოფენაზე დაპატიჟა და ისიც დააყოლა ეგენიც წამოიყვანეო, გაბრაზებული დუდანას თვალებს რო გადააწყდა, კაი რა იყო შოთიკო ხო იცი არ მეხატება გულზეო და გალერიის წინ უცდიდნენ ბექას და კიდევ იმ ვიღაცეებს, ბარემ ერთად შევიდეთო, დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ, ბექა ძალიან სასიამოვნო გარეგნობის გოგოსთან და ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ზუსტად ხუთ წუთში მოვიდა, გაიცანით ჩემი ბიძაშვილია თაია და მისი საქმრო ლაზარეო, ალეკო ახალგაზრდებს წინ შეუძღვა და შესვლისთანავე გადაეხვია ძალაინ არაორდინალურ პიროვნებას, როგორც მიხვდნენ გამოფენის ავტორს, ერთმანეთი მოიკითხეს, იმ ხელოვანმა აქ თუ გნახავდი ნამდვილად არ მეგონაო და თვალი ალეკოს თანმხლები პირებისკენ გააპარა
–გაიცანი ეს ჩემი ნათლულია დუდიკა, ლეუშას შვილია
–ვაა რამხელა გოგო გაზრდია უკვე ჯაყოს, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
–ეს ბეშქენაა, თრითინას შვილი
–თრითინასაც კარგად უმუშავია, არც კი გამიგია როდის გათხოვდა, თქენთანაც ნაცნობობა ფრიად სასიამოვნოა ჩემო ბატონო, გაუწოდა ხელი ბეშქენას
–რომ იცოდეთ დედათქვენი როგორ მიყვარდა, ჩემი მუზა იყო როცა ალეკოს მამის მოწაფე ვიყავი, ისე ალექს მამას სახელოსნო ისევ იქ არის? გადაერთო უცებ ალეკოზე
–ისევ იქ არის, უბრალოდ ახლა ბეშქენას სახელოსნოა
–თქვენც ხატავთ?
–ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, ხელოვანის საუბრის მანერა გადაიღო ბეშქენამ და ისე უპასუხა
–იმედია თქვენს გამოფენებზეც შევხვდებით ერთმანეთს
–ეს კი შეყვარებული და ბედნიერი წყვილი თაია და ლაზარე
–ჩემთვის დიდი პატივია თითოეული თქვენგანის მიღება, ალეკოს მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან
–ჩემო მეგობრებო იცნობდეთ ჩემი დიდი ხნის ნაცნობი და მთელს მსოფლიოში ცნობილი ექსპრესიონისტი ნიკო ნაკაშიძე
–თქვენზე მე გადაცემა მაქვს ნანახი "ბი.ემ.აი."–ზე, წამოიძახა უცებ დუდანამ
–აი თურმე საიდან მეცნობით, სანამ სახელი და გვარი არ გავიგე ვერ გაგიხსენეთ, ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია თქვენი გაცნობა
–მე კი თქვენს შემოქმედებას ყურადღებით ვადევნებ თვალს და მინდა მოგილოცოდ ევროპის მასშტაბით სამხატვრო სფეროში ყველაზე დიდი ჯილდოს აღება, არ მეგონა დედას თუ იცნობდით და მითუმეტეს თუ ის თქვენი მუზა იყო ოდესმე, თორემ ამით მართლა ვიტრაბახებდი, ალეკომ ჯერ დუდანას და მერე ბეშქენას შეხედა და წელში გაიმართა გაამაყებული, ნიკომ კი თხოვათ დაეთვალიერებინათ ყველაფერი, მერე ჩემს ძმიშვილსაც გაგაცნობთ თუ ვნახე სადმეო და გამოფენის შემდგომ ბანკეტზეც მიიწვია ყველანი, რომელიც გალერიის ვერანდაზე გაიმართებაო, ბეშქენა და დუდიკა ერთი მიმართულებით წავიდნენ თაია და ლაზარე ერთად, ალეკო კი ნიკომ მოიტაცა, წამო ბევრ ნაცნობებს განახებო..
–ნათლიას უყურე რა ნაცნობები ყოლიააა, თვალი გააყოლა ალეკოსკენ დუდანამ, მერე ბექას მიუბრუნდა
–რა გადაუდებელი საქმე გქონდა?
–ხო, გაახსენდა ბექას მისი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი
–აი იმ შეყვარებულ მტრედებს ხომ უყურებ? თაიასკენ და ლაზარესკენ გაახედა
–მაგათ ერთ კვირაში ქორწილი აქვთ ხევსურეთში, თან ისეთი, ნაღდი ხევსურული, სამ დღიანი და მთელი თავისი ტრადიციებით, ხევისბერებით, დალოცვებით, მოკლედ ორიგინალური რა
–მერე მე რა შუაში ვარ? ვერ გაიგო დუდანამ ამ ყველაფერში თავისი როლი
–ფოტოგრაფი ჭირდებათ, მეც მაშინვე შენ და თქვენი სარეკლამო გამახსენდა, ხომ იღებთ ქორწილებს?
–ანუ ერთი კვირით უნდა წავიდე ხევსურეთში? შენ ნორმალური ხარ? თან იცი რა ძვირი დაუჯდებათ?
–რა ასეთი მეძვირე ხარ?
–მე არა, თუ წამოვალ საერთოდ არაფერს გამოვართმევ, ვიდეოზე კი პასუხისმგებელი არ ვარ
–ნაცნობობით ვერა შეღავათები?
–შევეცდები შოთიკოსთან მოვაგვარო ეგ საკითხი, მაგრამ ვერაფერს გპირდები
–უუუუფ, დაიჭყანა ბეშქენა შოთიკოს ხსენებაზე
–ახლა არ მითხრა შთიკოსაც ვიცნობო
–თავგასას წუწურაქი შილი არ არი ეგ?
–წუწურაქი რატომ არის? გაუკვირდა დუდანას
–არ უთხრა არაფერი, ეგ მაგარი უჟმური ტიპია
–რა გჭირთ შენ და ალეკოს, ისიც ვერ იტანს, დღესაც სპეციალურად არ წამოიყვანა
–ვენაცვალე ლეკვოს, ახლა მაგის როჟის ატანაღა მაკლდა აქ, სხვა ვარიანტები არ გაქვს?
–ძალიან იაფად უნდათ? მთელი კვირა ბევრია ბეშქენ
–ცოტა შეღავათიანად მაინც
–ხვალე ვილაპარაკოთ რა მაგაზე, ერთი ორი ვარიანტი მაქვს, სახლში რო დავბრუნდები გადავრეკ–გადმოვრეკავ და ზუსტ პასუხს გეტყვი
–სახლი და საჭმელი უფასოდ ექნებათ, მაგაზე მე ვარ პასუხისმგებელი
–შენც მოდიხარ?
–მაშ როგორ? იქ ჩემი ნებართვის გარეშე არწივებიც არ დაფრინავენ, გაეჯგიმა ბეშქენა და დუდიკას სიცილმა, რამოდენიმე ახლოს მდგომი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, მერე უსიტყვოდ ათვალიერებდნენ ნახევრად მხატვრულ და ნახევრად ფოტო გამოფენას, ერთი შეხედვით ძალიან ლამაზს და დახვეწილს, სახელიც კი უცნაური ჰქონდა "დროის მომენტები", დუდიკამ ვერც კი შენიშნა როგორ დაშორდა ბეშქენას, რომელსაც უფრო მხატვრობამ დააინტერესა, დუდიკა კი ფოტოებს მიეჯაჭვა და დიდი ინტერესთ დაუწყო თვალიერება
–დაგაინტერესათ რამემ? მოესმა კითხვა ზურგს უკან
–ეს ძალიან ლამზია, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც აკლია ამ ფოტოებს
–მაინც რა?
–ადამიანური ემოციები, მე ვხედავ სახლებს, საქანელებს, ქუჩებს, მიტოვებულ ბაღებს, სკოლას, მაგრამ არ ვიცი ისტორია ვინ ცხოვრობდა იმ სახლებში, რატომ უდა იყოს ის ჩემთვის საინტერესო, რატომ არის ეს ბაღი და საქანელები მიტოვებული, ისტორიების გარეშე კი ძნელია მოგეწონოს მხოლოდ ნივთები და შენობები, თან არა მგონია ჩვენს დროში ეს ძალიან მოთხოვნადი დარგი იყოს
–რატომ?
–ციფრული ფოტო კამერები, კომპიუტერული პროგრამები, მაღალი ხარისხით მბეჭდავი პრინტერები, ის რაც ხელმისაწვდომია უნიკალურობას კარგავ, შემობრუნდა როგორც იქნა დუდანა და შამპანურის ჭიქა ლამის ხელიდან გაუვარდა მომღიმარი მამაკაცის დანახვისას
–საინტერესო მოსაზრებები გაქვთ, ისევ უღიმოდა მამაკაცი და დუდანა ხმას ვეღარ იღებდა, დამუნჯებულს ალეკომ და ნიკომ უშველა
–აი თურმე ჩემს გარეშეც გაიცანით ერთმანეთი, გაუხარდა ნიკოს
–ეს ჩემი ძმიშვილია ბერდია ნაკაშიძე, ეს კი ალექსის ნათლულია დუდანა, გაფითრებული დუდანა შიშით შეათვალიერა ალეკომ, ცუდად ხომ არ ხარო ფრთხილად კითხა, გაოცებული თვალები შეანათა დუდანამ, ალეკოც მიხვდა რაღაცას, რომ ანიშნებდა და დუდანამ მზერა ბერდიაზე, რომ გადაიტანა ალეკომაც მზერა ბერდიას მიაბყრო, როცა ხელჯოხი და ძლიერი თვალები დააფიქსირა, გაეღიმა, დუდანას ხელზე ფრთხილად და შეუმჩნევლად მოქაჩა გამოფხიზლდიო, ნიკოს და ბერდიას ჟურნალისტებმა დაუძახეს და ალეკომაც დრო იხელთა
–დუდიკ ახლა არ მითხრა ჩემი ხეიბარი ბერდიააო
–საიდან იცნობ? ძლივს ამოიღო ხმა დუდანამ
–ნიკო მამას მოსწავლე იყო, მთაწმინდელები არიან, ხო ხედავ როგორი კომუნიკაბელურია, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან უყვარს და ოჯახებითაც ვახლობლობდით, მერე აფხაზეთშიც ერთად ვიყავით, მისი ძმა ზაზაც ჩვენთან ერთად იბრძოდა
–ბერდიას მამა?
–ხო ბერდიას მამა, აუ რა პატარაა თბილისი, ისე შენ და ბერდია პატარაობაში იცნობდით ერთმანეთს, სეირნობდით ხოლმე ერთად და სხვათაშორის მაშინაც ძალიან მოსწონდი, თვითონ დიდი იყო და გივლიდა ხოლმე, ეტყობა მოწონება დიდობაშიც გამოყვა, ხალისობდა ალეკო დუდანას დაბნეულ გამომეტყველებაზე, სანამ ბანკეტი დაიწყებოდა დუდანას და ბერდიას გზები კიდევ რამოდენიმეჯერ გადაიკვეთა საგამოფენო დარბაზში და დუდანამაც შეამჩნია, რომ სიარულის პრობლემა სულაც არ ჰქონდა მას, თუმცა ხელჯოხის ამბავმა ძალიან დააინტერესა, ბეშქენაც გვერდით ყავდა და მერე ყველანი ერთი მაგიდის ირგვლივ აღმოჩნდნენ, ვერანდაზე, საიდანაც ძველი თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა, თბილი ქარიც სასიამოვნოდ უბერავდა და ხელოვნებაზე საუბრობდნენ, ახალგაზრდობას იგონებდნენ ნიკო და ალეკო, როგორი იყო ახალგაზრდობა მათ დროს და როგორია ახლა, ფეხზე წამოდგა ჭიქით ხელში ნიკო
–იცით რას მინდა რომ გაუმარჯოს, თბილისს, მე და ალეკო რომ ვცხოვრობდით იმ თბილისს, სადაც უდარდელი ბავშობა გავატარეთ, სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა, ძმაკაცობა და ადამიანობა ვისწავლეთ, თბილისელობა გვეამაყებოდა და ჩვენთვის ამაზე მაგარი ქალაქი დედამიწის ზურგზე არ არსებობდა, გული მწყდება ჩვენი ბავშვობის ქალაქი ახლაც ასეთი, რომ არ არის, სადღაც დაიკარგა სიყვარულიც, პატივისცემაც, მეგობრობაც, ძმაკაცობაც და ადამიანობაც, თბილისელობითაც ვეღარ ამაყობენ და ჩვენსავით აღარ მიაჩნიათ, რომ ის დედამიწის ზურგზე საუკეთესო ქალაქია, გულდასაწყვეტია, ამიტომ გაუმარჯოს, მხოლოდ ჩვენი თაობის მეხსიერებაში დარჩენილ თბილისს, ჭიქა გაუწოდა ნიკომ ალეკოს... ნიკოს საუბრიდან ისე გამოდიოდა თითქოს ახლა აღარაფერი იყო აღარავისთვის ღირებული ამ ქალაქში და მისმა ამ მოსაზრებამ დუდანაში და ბეშქენაში ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამოიწვია, ბერდიასაც ძალიან უკმაყოფილო სახე ჰქონდა და მიუხედავათ იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს სცემდნენ როგორც ხელოვანს და ალეკოს ნაცნობს გაჩუმება ვერ მოახერხეს
–ბატონო ნიკო თქვენ რამდენი წელია თბილისში აღარ ცხოვრობთ? თუ არ ვცდები დაახლოებით თხუთმეტი წელი მაინც იქნება
–ჩვიდმეტი დაუკონკრეტა ნიკომ ბეშქენას
–ჩვიდმეტი... და რატომ წახვედით? ვის დაუტოვეთ საოცნებო და სათაყვანებელი ქალაქი? ქალაქმა რომელმაც ადამიანად გაქციათ? თქვენ ჩვიდმეტი წელია წახვედით, თქვენი ნათქვამიდან თუ ვიმსჯელებთ ალეკოც თქვენიანია ხომ? იმ თქვენი თაობის წარმომადგენელი, რომელიც თბილისელობით ამაყობდა, მინდა შეგახსენოთ რომ მას ოცი წელია ფეხი არ დაუდგამს თქვენს საოცნებო ქალაქში, ისევე როგორც უამრავ ადამიანს რომლებიც თქვენსავით მისტირიან ძველ დროს, მე ტყუილად არ მიკითხავს ვის დაუტოვეთ ქალაქითქო, თქვენ რომ წახვედით მე სამი წლის ვიყავი, ვინ დამიტოვეთ მაგალითად? იქნებ მეც მინდოდა ვინმეს ესწავლებინა ჩემთვის სიყვარული და პატივისცემა, შეეყვარებინა ჩემთვის ქალაქი და უბანი რომელშიც მე ვცხოვრობ დაბადებიდან, თქვენ ისიც თქვით უდარდელი ბავშვობა გავატარეთო, ჩემი ბავშვობა უდარდელი არ ყოფილა, ჩემს ბავშვობაში თბილისი ის ქალაქი იყო რომლითაც ვერ იამაყებდი და ვერ გეყვარებოდა, დანგრეული, განადგურებული და უსახური მახსოვს მე ეს ქალაქი, სადაც მშიოდა, მწყუროდა, მციოდა, გარეთ გასვლის მეშინოდა, ქალაქის სიყვარულზე ადრე წამლის მოხარშვა, რომ ვისწავლე ჩემი ბრალი არ იყო, პატივისცემაზე ადრე ჩხუბი და თავის ასე გატანა, რომ ვისწავლე არც ეგ იყო ჩემი ბრალი, თქვენ თქვენი საოცნებო ქალაქი რომ დატოვეთ აქ პირველყოფილი ცხოვრება დაიწყო თავის გადარჩენისთვის, შენ თუ არ იქნებოდი მაგარი სხვები ჩაგქოლავდნენ და არც ეს იყო ჩემი ბრალი, როცა ამას შვიდი წლის ასაკში მივხვდი, მე მაიძულეს ვყოფილიყავი ისეთი როგორი ახალგაზრდებიც თქვენ სავარაუდოთ არ მოგწონთ, მიუხედავათ ამისა სიყვარულიც, პატივისცემაც და ადამიანობაც ვისწავლე, ბოდიშით თუ სილაღე მაკლია და თბილისი თქვენსავით არ მიმაჩნია საუკეთესო ქალაქად და არ ვამაყობ თბილისელობით, რაც სიმართლეს არ შეეფერება, უბრალოდ ძნელია გიყვარდეს ის, სადაც ამდენი გაჭირვება ნახე... სუფრაზე საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა და უფროსები თავიანთ დანაშაულს მიხვდნენ, როცა ბეშქენამ ახალგაზრდების საერთო აზრი გააჟღერა...
–ბექას მეც ვეთანხმები, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩვენ გვისაყვედუროთ, არც იმის უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ ჩვენი თაობა, უწიგნურებს, გაუნათლებლებს და უზრდელებს გვეძახდეთ, უბრალო მაგალითი, რომ ავიღოთ სიმინდის ყანა გლეხმა შემოდგომაზე, რომ დათესოს ზამთარში მოსავალს აიღებს თქვენი აზრით? რა ჩვენი ბრალი თუ შეუფერებელ დროს დავიბადეთ, არ მოგვეცა საშუალება ისეთები ვყოფილიყავით, როგორებიც თქვენ, მაგრამ სულაც არ არის საჭირო თაობები ერთმანეთს დაემსგავსონ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროის მსვლელობა არანაირად არ ეხება ქვეყანას, ეს კი თავის თავად ბოროტებაა კაცობრიობის წინაშე, როგორ გიყვართ ხოლმე ჩვენი მოხსენიება? ხო გამახსენდა, უწიგნურები, რა ვქნათ თუ ჩემს ბავშობაში თქვენი, განათლებული თაობის მტვრიანი ბიბლიოთეკიდან წიგნებს, დანიშნულებისამებრ ვერ ვიყენებდით, საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად რომ ვუკეთებდით ცეცხლს მარკესს და ბალზაკს... წაკითხვის მაგივრად... თქვენი აზრით იოლი იყო გვესწავლა სილაღე და უდარდელობა იმ ქალაქში, რომელსაც დაუნგრის სიცილის სკოლა და ტრადიციად გადაუქციეს ყოველ ღამე სროლა? გაბრაზებული სახით დაამატა დუდანამ და გაოცებულ ნიკოს თვალები მორცხვად აარიდა, რადგან თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა, ფეხზე დარჩენილი ნიკო კი ხან დუდანას უყურებდა ხან ბეშქენას, არც ის იცოდა რა ეთქვა ამ ახალგაზრდებისთვის და არც ის იცოდა ჰქონდა თუ არა ამ სიტყვების შემდეგ, ამ სადღეგრძელოს დალევის უფლება
–მე დუდანაზე და ბეშქენაზე ცოტათი დიდი ვარ და შენზე და ალეკოზე ცოტათი პატარა, რომელ თაობას მივეკუთვნები არ ვიცი, ჩემი ასაკის ხალხს თაობა საერთოდ დაკარგული აქვთ და ძალიან ბევრჯერ მითქვამს ნიკო შენთვის, რომ ჩვენი ბრალი არ არის, ამ ქალაქში მეგობრებმა ძმობის შეგრძნება, თუ დაკარგეს და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან, დასამარდა მიჯნურობის ნიჭი, სიცოცხლე სულელია და სიკვდილი ბრძენი, არც ის არის ჩვენი ბრალი თუ ახლა სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას, ახალგაზრდობას დროზე ადრე მოუწია ნაოჭების მორგება და უდროოდ გაზრდარამაც თქვენ, რომ ეთაყვანებით ურთიერთობების ის სილაღე დაგვაკარგვინა... ჩვენს ქალაქს ახლა სასაფლაოს გალავანი აქვს და როცა გაზახულის მერცხლებივით ჩამოფრინდებით ხოლმე ნუ გვადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენი ბუდეები არ შევინარჩუნედ, ჩვენ შესანარჩუნებელი არაფერი დაგვხვედრია, რადგან თქვენივე ხელით და უმოწყალოდ გაანადგურეთ ყველაფერი, უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი ხელის აუკანკალებლად დაწვით როცა საოცნებო ქალაქი ნარკომანების ხელში დატოვეთ, ახლა პეპლებივით მოფრინდებით ხოლმე და ერთი თვეც ვერ ძლებთ აქ, თავს კი იმით იმართლებთ, რომ აქ ყველაფერი უცხოა ახლა თქვენთვის, პატივისცემა ვისწავლეო, ხომ ამბობდი? მაშინ რატომ არ სცემ პატივს ჩვენს აშენებულ ბუდეს? მართალია ისეთი არ არის როგორიც თქვენ გქონდათ, მაგრამ იქედან ხომ თქვენი ნებით გაფრინდით? ჩვენი ბუდეები დიდი სიყვარულით გელოდებათ ხოლმე და თქვენ კი სულ უკმაყოფილო სტუმრები ხართ, საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭულ ისტორიას გვიკითხავთ, მორალის მქადაგებელი შინაბერებივით, რატომღაც უშრომლად მდიდრები გგონივართ, ზარმაცი მეოცნებეებიც, ამპარტავანი თავდამბლებიც, გვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ ყველაფრის უფლებად აღვიქვამთ თავისუფლებას და ამაში აბსოლიტურად გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ხომ შევძელით და ავაშენეთ, უფრო სწორად ვაშენებთ ჩვენს სამყაროს? თქვენგან განსხვავებით, ხალხისგან, რომლებიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობთ, უშეცდომო უფალიც არ არის და გვაცადეთ იქნებ ჩვენმა შვილებმა თუ არა შვილიშვილებმა მაინც თქვან უდარდელი ბავშვობა მქონდაო ჩვენი წყალობით, მე სულაც არ ვთვლი თავს სუფრაზე აცრემლებულ პატრიოტად, რომელსაც ქვეყნის სიყვარული მხოლოდ თრობასთან ერთად ახსენდება, ქვეყნის სიყვარული მხოლოდ ხელში იარაღის ჭერით არ განისაზღვრება, ახლა ჩემი იარაღი ჩემი საქმეა, რომლითაც ვცდილობ შენი საყვარელი ბავშვობის ქალაქი ჩემს საყვარელ და საამაყო ქალაქადაც გადავაქციო....
ნიკო კიდევ ცოტა ხანი ენის ამოუღებლად იდგა და უკვე გაკვირვებული კი არა შიშის თვალით უყურებდა მის წინ მჯდარ ოპონენტებს, რომლებსაც სიმართლის და კმაყოფილების მიუხედავათ დამნაშავეების თვალები ქონდათ და არ იცოდენენ ისინი სად წაეღოთ, ბეშქენას და ბერდიას შუაში მოქცეული დუდანა მოუსვენრად წრიალებდა, როცა მაგიდის ქვეშ, მუხლებზე უღონოდ დასვენებულ ხელზე ხელის შეხება იგრძნო და უცებ გახედა ბაერდიას, რომელიც დიდი სითბოთი თხოვდა დამშვიდდიო, ერთი შეხედვით სასიამოვნო საღამო ერთმანეთის დადანაშაულება–დასაყვედურებაში როგორ გადაიზარდა ვერ მიხვდნენ, ბერდიამ ფრთხილად გადაუბრუნა ხელი მაგიდის ქვემოთ და დუდანას ხელის გულს დაუწყო თითებით ფერება, ნიკო თავის ადგილს დაუბრუნდა და გაოცებულმა გახედა ალეკოს, მანაც თანაგრძნობით გაუღიმა და სიტუაციის განსამუხტად, თუმცა უფრო სიამაყით მიუჭახუნა ჭიქა ნიკოს ჭიქას
–მოდი ჩემო ნიკო ჩვენს თბილისსაც და ამ ბავშვების თბილისსაც გაუმარჯოს, ყველას თავისი უყვარს და თავისას ეფერება, მოდი ერთეულებითაც ნუ შევაფასებთ მთელ თაობას, ვიამაყოთ იმით, რომ ესენი მაინც არიან და იმედი ვიქონიოთ კიდევ ბევრნი არიან ასეთები, მე ეჭვი არ მეპარება ამაში, იმიტომ რომ ვიცნობ ბეშქენას საძმაკაცოს და დუდიკას სამეგობროს, ალბათ ბერდიას მეგობრებიც არ განსხვავდებიან მისგან და მოდი პატივიც ვცეთ მათ აშენებულ ბუდეებს, მადლობა გადავუხადოთ იმისთვის რაც მათ გააკეთეს და გააკეთებენ, რისი გაკეთებაც ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი საოცნებო ქალაქისთვის და ისტორიასთან ბრძოლაში ნაადრევად ავაფრიალეთ თეთრი ალმები....

***

ბერდიას ყურადღების უცნაურმა ჟესტმა, ძალიან დააბნია დუდანა და ლოყებიც საგრძნობლად აუწითლა, მამაკაცს კი ღიმილი არ მოშორებია სახეზე, ფიცხი გრძნობების ჩაცხრობის მერე რაციონალური საუბრის გაგრძელება შეძლეს, საერთოდ აღარ საუბრობდნენ მტკივნეუ თემებზე და დრო სასიამოვნოდ გაეპარათ, ბევრი მოგონებით, მომავლის გეგმებით და ახლანდელი ცხოვრების ერთმანეთისთის გამხელით, თაია და ლაზარე ძალიან სასიამოვნო წყვილი აღმოჩნდა, ხომ არის ხოლმე რომ წყვილებს ძალიან ეტყობათ ერთმანეთის სიყვარული და ეს გამაღიზიანებელი სულაც არ არის, რადგან გრძნობებს არ იგონებენ, არ თამაშობენ, მართლა უყვართ და მართლა უნდათ ერთად მთელი ცხოვრების გატარება, სიამოვნებით დაპატიჟეს ყველანი თავიანთ ქორწილში და მართლა გაგვიხარდება თუ მოხვალთო ისიც დაამატეს, დამშვიდობებისას ბერდიამ წაყვანა შესთავაზა სტუმრებს და ბექამ იხუმრა ჩვენ ჩვენი შუმახერი გვყავსო და დუდიკას ხელი გადახვია, თაია და ლაზარე მარტოები წავიდნენ, ბეშქენამ მე დუდიკას წავყვებიო და ბერდიამაც ზრდილობიანად მიაცილა სტუმრები მანქანამდე, დამშვიდობებისას დუდანამ, მადლობა სასიამოვნო ნაცნობობისთვის და საღამოსთვისო, თბილად გაუღიმა ბერდიას, მან კი ისევ უჩვეულო სითამამე გამოიჩინა, მოულოდნელად მოეხვია და ძალიან გამიხარდა ჩემს ცხოვრებაში ისევ რომ გამოჩნდიო, შეძლებისდაგვარად თბილად აკოცა და ხვალ ისევ გნახავო გაუღიმა, მერე ალეკოს და ბეშქენას ჩამოართვა ხელი და ნიკოსთან დაბრუნდა
–ძალიან დიდია შენზე დუდიკ.... თითქოს მისთვის თქვა ბეშქენამ და ალეკომ სიცილი ვერ შეიკავა
–დიდია, მაგრამ ძალიან კარგი ტიპია, დუდანას ბექას სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია
–მეც ძალიან მომწონს ბერდია, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, შებრუნდა დუდანასკენ ალეკოც, დუდიკა კი ისევ ურეაქციოდ უსმენდა მათ და დიდი გულმოდგინებით ინარჩუნებდა სიჩუმეს
–გესმის რას გეუბნებით? თუ არა? შეარხია ოდნავ ბეშქენამ
–მესმის, უხეშად მოიშორა მხარიდან ბექას ხელი
–მერე?
–რა მერე? რა გინდა, რომ გიპასუხო?
–რა უხასიათოდ ხარ? მე მეგონა გავიცინებდით ამაზე
–არ არის ეს სასაცილო თემა ბექუშ და მოვრჩეთ რა ძალიან გთხოვ
–ბოდიში, შენ თავს გეფიცები მეტს არ ვიტყვი არაფერს, თუ არ გსიამოვნებს, გაუკვირდა დუდიკას სიბრაზე ბექას და სახლამდე ხმა არ ამოუღია, დუდანამ ხვალე შეგეხმიანებით ორივესო, გაუღიმა მათ მას მერე რაც ისინი ერთდროულად ჩამოვიდნენ მანქანიდან
–ეგრე რა, შე კაი ადამიანო გაგვიღიმე ხოლმე, ძალიან გიხდება ღიმილი, შეყო თავი ბეშქენამ მანქანის ღია ფანჯარაში და გემრიელად აკოცა დუდიკას, რასაც მისი გულიანი სიცილი მოყვა
–თავი დამანებე შე საძაგელო, მოიშორა ძალით დუდიკამ
–რა იყო ამის უფლება ახლა მხოლოდ შენს ბერდიას აქვს? ისევ უკბინა ბეშქენამ და დუდანამ გააფრთხილა იცოდე თუ კიდე იხუმრებ ამ თემაზე მანქანას დაგაჯახებო, მერე ალეკო და ბექა ხელს უქნევდნენ დუდანას და შუა გზაზე იდგნენ
–ძალიან გავაბრაზეთ? ისე იკითხა ბექამ, რომ თვალი არ მოუშორებია მიმავალი მანქანისთვის
–არა, დუდიკას ეგეთი რაღაცეები არ წყინს, უბრალოდ ის ტიპი მოსწონს ძალიან და ამ თემაზე ხუმრობა ამის გამო არ შეუძლია
–ერთად იქნებიან ხო?
–აუცილებლად... გაეღიმა ალეკოს და კმაყოფილმა გადახედა ბეშქენას, რომელსაც უაზროდ კმაყოფილი მზერა ჰქონდა
–ლუდი არ გინდა? ეშმაკურად შეუთამაშა წარბები ალეკომ და ბექა დაეჭყანა
–ირინა მომკლავს დღესაც რომ არ მივიდე სახლში და რომ ვეტყვი ისევ ლეკვოსთან ვიყავითქო მართლა ჩამოგივარდება სახლში ყვირილით ნუ მიფუჭებ შვილსო
–მე მგონი ეს მისი ნახვის ბოლო შანსია, თვალი ჩაუკრა ალეკომ და თავით ანიშნა წავედითო, ბექამ ირინას დაურეკა, მოვალ ერთ–ორ საათშიო, ხო ერთად ვართო ისიც დაამატა და დაწექი არ დამელოდოო, მერე ალეკოს დამნაშავეს თვალებით გახედა და ალეკომ კითხა, თუ გაბრაზდა არ გვინდა წასვლაო, არ გაბრაზებულა, რახან ალეკოსთან ხან არ ვნერვიულობო, გაუღიმა ბეშქენამ და ცოტა ხანში სანაპროზე ჩუმად სვამდნენ ლუდს
–გუშინ საუბარი არ დაგვისრულებია, გახედა ალეკომ გაკვირვებულ ბეშქენას
–რურუებზე მკითხე, მართლა არავინ იცის მაგ ამბავზე და შენ საიდან?
–რურუების დიშვილებს ვიცნობ, მაგარი ჩათლახი ტიპები არიან და იმათმა დაიწყეს ეგ ლაპარაკი
–საიდან იცნობ ამდენ ხალხს?
–მართლა არ ვიცი, თავისით ხდება ხოლმე, აი ეგენი რესტორანში გავიცანი, ჩემი კურსელის დაბადების დღე იყო, საერთოდ არ მიყვარს ეგეთი საუბრები, რომელი უბნელი ხარ და ვის იცნობ და ვის არა, მარა რო გეკითხებიან ხო უნდა უპასუხო? ხო და რურუებმაც რო გაიგეს ვერელი ვიყავი, ეგ ამბავი მოაყოლეს მე მგონი თავისი ვერსია გააჟღერეს, მეც არ შევლაპარაკებივარ, თორე უნდა დაგვემტვრია მერე ერთმანეთისთის თავ–ყბა და ისინი ისეთი ვერზილებივით არიან, ჩემ მტერს მოხვდა მაგათი ხელი
–მარტო მაგიტო არ აყევი კამათში, რომ მიხვდი მაგრა დაგბეგვავდნენ? ვითომ უსაყვედურა ალეკომ სიცილით, ბექასაც გაეცინა
–მე დედას ერთი ვყავარ და არც მე მხიბლავდა ცხვირის გატეხვის, ყბის ამოვარდნის და კბილების ჩამოლაგების პერსპექტივა, თან მართლა არაფერი ვიცოდი მაგ საკითხზე და ტყუილად თავში გაჭიმვას გულახდილად ვაღიარე, რომ არაფერი ვიცოდი
–რურუები ბარიგები იყვნენ, მაგარი არაკაცები, თუმცა საქმეს არასოდეს აფლავებდნენ, საქმეში სადაც რურუები ფიგურირებდნენ შეგეძლო არ გენერვიულა, შანსი არ იყო რამე არ გამოსვლოდათ
–მერე ეგეთი ხალხი როგორ ბარიგობდა?
–ქუჩის ბარიგები კი არ იყვნენ, მთელი თბილისი მაგათ წამალზე კაიფობდა, აზერებთან ძმაკაცობდნენ მაგრა და ისინიც ამარაგებდნენ უხვად
–ეგ გასაგებია, მარა ნარკოტიკებისთვის არ ჩახოცავდნენ, თან სამივეს ერთად, მაშინ ვისაც როგორ შეეძლო და უნდოდა ისე მდიდრდებოდა
–არა მაგისთვის არ მოუკლავთ, თავიდან მართლა მაგარი ტავარი ქონდათ, მერე ცოტა გააფუჭეს და მერე საერთოდ ნაგავს ყიდდნენ, ერთ კვირაში ქალაქში ასამდე ბიჭი დაიღუპა წამლის გამო, ძირითადად ვაკე–საბურთალოელები და ვაკის საძმომაც პასუხი რურუებს მოთხოვა
–ეხლა არ მითხრა ასი მთაწმინდელი ბიჭის სიკვდილი მოითხოვესო?
–არა ეგ არ მოუთხოვიათ, იმ ბიჭების ოჯახების მიხედვა ევალებოდათ წესით რურუებს
–ყველასი?
–ყველას არც მფარველობდნენ და არც გული შესტკიოდათ ყველაზე ვაკელებს
–რურუებმა არაო?
–ფულს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს, ძალაუფლებას განიჭებს, ძალაუფლებას კი ადამიანების დაბრმავება შეუძლია, თავი უკვდავი გგონია, ყოვლის შემძლე, შენზე მაგარი აღარავინაა დედამიწის ზურგზე და გგონია, რომ სამყარო შენია, რურუებსაც ეგრე მოუვიდათ და ვაკელებმაც არ აპატიეს
–ვერელები რა შუაში ვიყავით მაშინ თუ ვაკელებს და რურუებს მოუვიდათ "სტიჩკა"
–რურუები ვერის საძმოსაც არ ეხატებოდა გულზე და ვაკელებმა დახმარება, რომ გვთხოვეს უარი არ გვითქვია, ხვალ ან ზეგ ჩვენი ბიჭების გაიპარებოდნენ კაიფში რურუების ცუდი წამლის გამო და ამიტომ გავერთიანდით
–იმათ ვაკელები საერთოდ არ უხსენებიათ საუბარში
–იმიტომ, რომ ვერელმა სნაიპერმა ჩაცხრილა რურუების მანქანა დღისით, მზისით და მათივე უბანში
–ამას რომ მიყვები თავი კინოში მგონია
–სამწუხაროდ ეს ჩემი ცხოვრება იყო და არა კინოს სცენარი
–ძალაუფლებაზე და მისგან გამოწვეულ სიბრმავეზე ისე საუბრობ, შენც გამოცდილი გაქვს არა?
–კი და ამას ძალიან ვნანობ, მაგ დროს ძალინ ბევრი სისულელე გავაკეთე და განგებამ დამინდო, ჩემი ძმაკაცები გვერდით რომ დამიტოვა და არ წამართვა, თუმცა ცოდვებისთვის მართლა დიდი ხარკის გადახდა მომიწია, აღარ მყავს მშობლები, არ მყავს ოჯახი, არ მაქვს სიყვარული, დაკარგული მაქვს რწმენა და ჩემთვის ოც წელზე მეტია აღარავითარი მნიშვნელობა აღარააქვს გათენდება თუ არა ხვალინდელი დღე...
–წავიდეთ, ძალიან გვიანია უკვე და ჩვენც აღარ გვინდა მეტი, წამოდგა ბექა და ალეკოც უსიტყვოდ აედევნა... უსიტყვოდ მივიდნენ სახლამდე და ალეკო ელოდებოდა როდის ავიდოდა ბექა სახლში, ის კი რატომღაც ფეხს ითრევდა და ბოლოს პატარა ბავშვივით ჩაეხუტა ალეკოს
–გული მწყდება, რომ ამდენი წელი არ იყავი ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება სულ სხვანაირი ვყოფილიყავი, უკეთესი, ჩაიბურდღუნა ნასვამი ხმით ბექამ და ალეკოს გული ძალიან ატკინმა მისმა სიტყვებმა
–ისედაც კარგი ხარ? ძალიან კარგი, ჩემი შენს ცხოვრებაში ყოფნით ალბათ არაფერი შეიცვლებოდა, თუმცა მეც ძალიან მწყდება გული, რომ ამდენი წელი შენზე არაფერი ვიცოდი, არ ვიცი შენს ცხოვრებაში რას შევცვლიდი, მაგრამ ჩემი ცხოვრება შენით რომ საუკეთესო გახდებოდა ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც არაფერში დედამიწის ზურგზე, მაგრად მოუჭირა მოხვეული მკლავები ბეშქენას და დედასთან გაიქეციო მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი....
სახლის კარები უზომოდ კმაყოფილმა შეაღო ორივემ, რაც ჩამოვიდა მას მერე პირველად იგრძნო ალეკომ სიხარული და კმაყოფილება, ბალიშები აღარ იყვნენ მოუხერხებლები, ძველი მოგონებები დამშვიდდნენ და გზა ახლებს, უზომოდ სასიამოვნოებს დაუთმეს... ბეშქენა ფეხაკრებით შეიპარა სახლში, თუმცა ირინას არ ეძინა
–სად იყავით დე? თბილად კითხა და გვერდით დამიჯექიო ანიშნა
–ირიშ რაღაცას გეტყვი და პანიკაში არ ჩავარდე
–ნუ მაშინებ ბექა! მკაცრად გამოუვიდა ნათქვამი ირინას
–მამამ ყველაფერი იცის, არ ვიცი საიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იცის
–ვიცი ჩემო კარგო, ვიცი რომ იცის
–საიდან უნდა გაეგო?
–არსაიდან, უბრალოდ იცის, შენ ჩემი შვილი ხარ, თან მას ძალიან გავხარ, გარეგნულად იმდენად არა რამდენადაც ხასიათებით, ქცევებით, მანერებით, მისთვის ამის მიხვედრა ძნელი არ იქნებოდა, თან მამაშენი უცოდინარი ხომ არ გგონია? მართალია მათემატიკა არასოდეს უყვარდა და ვერც ერკვეოდა, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკის დაძლევას და რაღაცეების გამოთვლას იოლად შეძლებდა დამიჯერე, ბექა ირინას საუბარმა წუთიერად გაამხიარულა და მერე ისევ დასერიოზულდა
–არასოდეს გინანია, რომ არაფერი გითქვამს მისთვის?
–ჯერ არა, მაგრამ შენ თუ ოდესმე მისაყვედურებ იმის გამო, რომ მამასთან ურთიერთობის ოცი წელი წაგართვი, მაშინ ვინანებ
–ხომ იცი, რომ ამას არასოდეს გავაკეთებ დე, თბილი თვალები შეანათა დედას ბეშქენამ, თავი კალთაში ჩაუდო და ხელები დაუკოცნა
–ამაშიც კი საოცრად გავხარ ალეკოს, იმასაც ასე უყვარდა, მოგელეკვებოდა და სანამ თავს ასე არ დაგადებდა მანამდე ვერ მოისვენებდა
–ისევ ძალიან გიყვარს ხო? ირინამ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია
–მასაც რომ უყვარხარ იცი? ირინამ ისევ თავი დაუქნია შვილს და შუბლზე აკოცა...
გათენებას დუდანა მაოუთმენლად ელოდა, ვარსკვლავებს ითვლიდა და ბებოს გაფრთხილებები, ახსენდებოდა, ვარსკვლავებს ნუ ითვლი ბებო არ შეიძლება, მეჭეჭები ამოგივაო, ბაბუა კი გვერდით მიუჯდებოდა და არ დოუჯერო ბაბუ დაბერდა ბებიაშენი და აღარ იცის რას ამბობსო, მერე გულიანად საუბრობდენენ ხოლმე ბაბუა შვილიშვილი, ბაბუა ზღაპრებს უყვებოდა, როცა ადამიანი იბადება ცაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდებაო და როცა ადამიანი იღუპება მისი ვარსკვლავიც წყდება ცასო, დუდანას ბავშვობის გახსენებამ ბებო და ბაბუ მოანატრა და კიდევ სოფელი, ისევ ვარსკვლავებს ახედა
–ანუ ბაბუას ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ შვიდ მილიარდ ნახევარი ვარსკვლავი უნდა იყოს ცაზე? გაიფიქრა და ფიქრი ხმამაღლა მოუვიდა
–ჩინელებმა ივაჟკაცეს მაგ საკითხში, მოესმა ზურგს უკან თინის თბილი ხმა, მაგრამ მოულოდნელობისგან მაინც შეხტა და უკმაყოფილო სახით გახედა, როცა დედამ აივანზე შუქი აანთო
–რატო არ გძინავს? ან სიბნელეში რატომ ზიხარ? ჩამოუჯდა გვერდით და შვილის მოფარებულ პლედს შეეფარა
–ვფიქრობდი, თავი მხარზე ჩამოადო დედას დუდანამ
–მოხდა რამე? სად ყავდი იმ ტვინდასეტყვილს?
–ალეკოს თუ გულისხმობ, ნიკო ნაკაშიძის გამოფენაზე წაგვიყვანა, ნიკომ ბანკეტზეც დაგვპატიჟა და ასე შემოვრჩით გვიანობამდე
–კიდევ ვინ იყო თქვენთან ერთად?
–ბეშქენა და კიდევ ორნი, შეიძლება კი არა და ხევსურეთში უნდა წავიდე ერთი კვირით, ბექამ მთხოვა, მისი ბიძაშვილის ქორწილი უნდა გადავიღო
–ქორწილი ერთ კვირიანია? გაიკვირვა თინიმ
–ხო მგონი, როგორც მითხრა ტრადიციული ქორწილი აქვთ და ალბათ ხევსურებმა ერთ კვირიანი ქორწილები იციან, საინტერესო იქნება, ქორწილის გარდა ბევრ რაღაცას გადავიღებ, თან დავისვენებ, ვისიამოვნებ, მე მგონი ალეკოც წამოვა
–იმას რაღა უნდა?
–ისიც დაპატიჟებულია
–კიდევ რა მოხდა გამოფენაზე, რატომ გაქვს დამნაშავე ბავშის და აფორიაფებული ქალის სახე ერთდროულად? დუდანას გაეცინა, იმიტომ, რომ დედა ყოველთვის ხვდებოდა რა და როგორ, ხანდახან შეხედვაც არ სჭირდებოდა, რეკავდა ხოლმე ზუსტად იმ დროს როცა დუდიკას ეს ძალიან სჭირდებოდა და ახლაც დედასთან საუბარი ძალიან უნდოდა
–ჩემი სამშაბათი–შაბათის სტუმარი გავიცანი
–გამოფენაზე? ზედმეტად დაინტერესდა თინი
–ნიკოს ძმიშილი ყოფილა, დე იცი რა კარგია?
–მამას როდის უნდა ვუთხრად ახალი ამბავი? დუდანამ მორცხვად აიჩეჩა მხრები
–ჯერ სათქმელი არაფერია
–არაფრის გამო გაქვს ლოყები პომიდვრებივით? დასცინოდა თინი დამორცხვებულ შვილს
–თამამია, ძალიან თამამი და პირველადაა როცა მამაკაცის ეს სითამამე არ მაღიზიანებს, უჩვეულო შეგრძნებებს ვგრძნობ სადღაც შიგნით, ძალიან ღრმად... დე რა მოხდება, რომ შემიყვარდეს?
–დარწმუნებული ხარ, რომ კითხვა სწორად დასვი?
–კაი რა თინი, დედა ხარ თუ მწვალებელი?
–საკუთარ თავს საკუთარვე გრძნობებს რაც უფრო მალე გაუმხელ, სიმშვიდეს უფრო მალე იპოვნი, ახლა კი წამო დავიძნოთ თორე დილით ვეღარ გაიღვიძებ
–დე შენ რამდენ ხანში გაუმხილე შენს თავს რომ მამა შეგიყვარდა? დამცინავად გამოუვიდა კითხვის დასმა დუდანას
–თხუთმეტ წუთში, გულწრფელად აღიარა თინიმ და დუდანა კმაყოფილი ღიმილით გაყვა ოთახში დედას...
დილით ადრე კი გაიღვიძა, მაგრამ გადაწყვიტა ცეკვაზე არ წასულიყო, ხვალ გნახავო ბერდიას სიტყვები, რომ გაახსენდა უფრო ამან განაპირობა ცეკვის გაკვეთილის გაცდენა, აბა ვნახოთ როგორ მნახავსო და დროის სასიამოვნიდ გატარების მაგივრად სამსახურში წავიდა, შოთიკო, რომ დახვდა შაბათ დღეს გაუკვირდა, თვალნაცემი ხომ არ ხარო? ხუმრობით კითხა და თავის პატარა ოთახს მიაშურა, ნაცნობი ოპერატორების ტელეფონის ნომრების ძებნა დაიწყო, ერთ–ერთს ტელეფონზე ესაუბრებოდა, როცა შოთიკო ყავის ჭიქით დაადგა თავზე და ძალაუნებურად მოისმინა მისი საუბაი, ტელეფონის გათიშვის მერე კი საყვადურით სავსე მზერა ესროლა დუდიკას
–რატომ ურეკავ სხვას როცა მე და ჩემი ბიჭები აქ ვართ? რა მე დახმარება არ შემიძლია? თუ უარი მითქვამს როდესმე?
–საქმე სულ სხვა რაღაცაშია შოთი, შენ ხო არ იცი მთელი ისტორია?
–მაინც, ჯერ ჩემთვის რომ გეთქვა ის აჯობებდა
–ქორწილი უნდა გადავიღო ხევსურეთში, ერთი კვირით უნდა წავიდე, ჩემი ახლობლები არიან და მე ისე მივდივარ უსასყიდლოდ, რადგან ერთ კვირაზეა საუბარი და მათაც ბევრის გადახდის საშუალება არააქვთ, ამიტომ არ გითხარი არაფერი და დავიწყე იმათი ძებნა, რომლებიც ხევსურეთის ხათრით გადაიღებენ ყველაფერს შედარებით იაფად და ხარისხიანად
–ახლობლები თუ არიან საერთოდ ისე გამოგაყოლებდი ჯგუფს რომ გეთხოვა
–ხომ იცი, რომ არ მიყვარს როცა დავალებული ვარ ვინმესთან, ამიტომაც არ გთხოვე არაფერი
–საერთოდ ვინეები არიან?
–მე მგონი ირიბად მაინც უნდა იცნობდე ბეშქენა აფციაურს, მისი ბიძაშვილის ქორწილია და მან მთხოვა
–ბეშქენა, ბეშქენა, ბაშქენა, ისე იმეორებდა შოთიკო თითქოს იხსენებს ვისზეა საუბარიო
–ერთი უსაქმური, დიდ მხატვრობაზე მეოცნებე უსაქმური, ალეკოსგან გაიცანი ხო? რაღაც ძაან საეჭვო ნაცნობები გამოჩდნენ შენს ცხოვრებაშ მისი ჩამოსვლის შემდეგ
–ბეშქენა სულაც არ არის ისეთი, როგორადაც შენ დაახასიათე, ძალიან ეწყინა დუდიკას შოთიკოს სიტყვები და თავი შეიკავა ჩხუბისგან
–წამოვალთ, მე და ბიჭები, უსასყიდლოდ, შენც ხომ ასე მიდიხარ, შენ კი არაფრით იქნები დავალებული, ჩავთვლით, რომ დასასვენებლად ვართ წასულები ერთი კვირით
–ბექას ვეტყვი, ჩუმად ჩაილაპარაკა დუდანამ და დიდად არ ესიამოვნა შოთიკომ რომ თქვა წამოვალთო, ბიჭების წაყვანაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ შოთიკო? მერე კარებზე ზარის ხმა გაიგეს, დუდანა ფეხზე წამოდგა და კარებშივე გაქვავდა
–აქ რა გინდათ?
–ყოჩაღ დუდიკ... ასე იღებ ხოლმე სტუმტებს? გადაკოცნა ბეშქენამ და გვერდით მისწია შემომიშვიო
–ხომ გითხარი ხვალ გნახავთქო? ორივე ლოყაზე აკოცა გაოცებულ დუდანას ბერდიამ და ბეშქენას დაუდგა გვერდით, რომელმაც დაბნეულობისგან გამოსაფხიზლებლად ხელი აუფრიალა ცხვირ წინ და დუდანაც გამოერკვა გაურკვევლობისგან
–თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მივა მთასთან, გაუღიმა ბერდიამ და ისევ დააბნია, რაღაცის სათქმელად რომ მოემზადა დუდანა, კარები მიკეტეო ხელით მიუთითა ბეშქენამ და ყავითაც თუ გაგვიმასპინძლდები და ასე ზღურბლზე არ დაგვაყენებ არასასურველი სტუმრებივით კარგი იქნებაო, მისაღებში კი შოთიკო გამოჩნდა და სტუმრებს მიესალმა
–შოთიკო გაიცანი ბექა და ბერდია, ეს კი შოთიკოა, მიუბრუნდა მერე ბიჭებს
–წამოდით ჩემს ოთახში, მართლა რატო ვდგავართ აქ, ხელით ანიშნა მიმართულება საითაც უნდა წასულიყვნენ და წინ გაუძღვა
–ყავა მართლა გინდა თუ ისე სიტყვის მასალად გამოიყენე?
–მე მართლა მინდა, არც დილით დამილევია, სხვა გეგმები მქონდა და ვჩქარობდი მოურიდებლად და ღიმილით უთხრა ბერდიამ და ბექამაც მეც არ ვიტყვი უარსო, სამზარეულოში ოდნავ გაბრაზებული შოთიკოს სახეს რო გადააწყდა ყურადღება არ მიუქცევია, ეს სარეკლამო ისევე იყო დუდანასი, როგორც შოთიკოსი, რადგან ერთნაირი წილი ჰქონდათ ლეუშას და თავგასას, ამიტომ სტუმრების მიღების ყველანაირი უფლებაც ჰქონდა დუდანას ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, ოთახში, რომ დაბრუნდა კარები არ მიხურა შოთიკოც უკან მიჰყვებოდა და იუხერხულა, თუმცა ოთახში არ შეჰყოლია
–თქვენ ასე ერთად საიდან? დაინტერესდა ბეშქენა–ბერდიას ტანდემით
–ბერდომ დამირეკა, დახმარება შემომთავაზა, შევხვდეთ და ისე დავილაპარაკოთთქო, შენთანაც ხომ მქონდა საქმე და ასე დაგადექით თავზე ორივე
–დახმარება? ვერ გაიგო დუდანამ
–დუდ, მე რესტორნების ქსელი მაქვს, გუშინ რო გავიგე ქორწილზე ჩემი დახმარება შევთავაზე, ინვენტარით და მომსახურე პერსონალით
–ანუ თქვენც მოდიხართ?
–ანუ მეც მოვდივარ, გაუღიმა ბერდიამ, დუდანამ კი დაბღვერილმა გადახედა ბეშქენას, დამპალიო გულში ილანძღებოდა და უარესად ბრაზდებოდა ბეშქენას კმაყოფილ სახეზე
–შენ რა ქენი ჩემს თხოვნაზე?
–სახლში ვილაპარაკოთ მაგაზე, თავით შოთიკოს ოთახზე ანიშნა დუდანამ და შთიკოც შემოვიდა ამ დროს
–რატომ სახლში? მეც თანახმა ვარ დახმარებაზე, დუდანასაც ვუთხარი სრულიად უსასყიდლოდ გადავიღებთ ქორწილს, მიეყრდნო კარების კიდეს და ბექას მიაცქერდა
–ანუ შენც წამოხვალ? გაიმეორა დუდანას კითხვა გაკვირვებულმა ბეშქენამ
–ანუ მეც წამოვალ, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, ნიშნის მოგებით უპასუხა შოთიკომ და დუდანამ საფეთქლები ნერვიულად დაიზილა, რა გაუძლებდა ერთი კვირა ერთად, ბერდიას, შოთიკოს, ბეშქენას და როგორც მიხვდა ალეკოს გარეშეც არ ჩაივლიდა ეს დღესასწაული...
დიდი ხანი აღარ დარჩენილან ოფისში და დუდიკა ბიჭებთან ერთად წამოვიდა, ბეშქენამ თაიას დაურეკა, უნდა გნახო და კარგი ამბები გახაროო, ბექას წინ წასვლით და გართულობით ბერდიამ კარგად ისარგებლა, რატომ არ მოხვედიო უსაყვედურა დედანას და მასაც ეშმაკურად გაეღიმა, ბერდია კი დუდანას თითებს წაეთამაშა და მისი გაოცებული მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია
–მე მეგონა გუშინ გასაგებად მიგახვედრე, რომ მომწონხარ, ეს ყველაფერი უფრო მეტია ვიდრე მოწონება, მაგრამ შენი შეშინება არ მინდა
–მასე იოლო შესაშნებელი გგონივარ? დუდანას ამ პასუხმა ბერდია გაახალისა, ბეშქენას დაუძახა, კუს ტბაზე ამოვიდნენ ჩვენც იქ ვიქნებითო, ან გაუვლით თუ უნდათო და ერთად ვილაპარაკოდ ყველაფერზე მერე უაზროდ რომ არ ვურეკოთ ერთმანეთსო
–შენც მანქანით ხარ? მოუბრუნდა დუდანას
–კი
–დატოვე და მერე მე მოგიყვან, დუდანაც უსიტყვოდ დაემორჩილა ბერდიას...
–როგორ მოახერხე შოთიკოს დათანხმება? იკითხა ბექამ მას მერე რაც მანქანაში ჩასხდნენ
–თავისით შემომთავაზა, სულ არაფერი არ მითხოვია მისთვის, უბრალოდ ჩემი საუბარი მოისმინა და თითქოს ძალიან გააბრაზა იმ ფაქტმა მას რომ არ ვთხოვე დახმარება
–ქულებს იწერს ბიჭი
–მერე შენ რა? გაუკვირდა დუდანას ბექას უცნაური რეაქცია
–მე არაფერი პირიქით ხელს მიწყობს შენი თაყვანისმცემლების თავდადება თავის მოწონების საკითხში
–თაყვანისმცემლების? თავი გაისულელა დუდანამ, ვითომ ისევ ვერ გაიგო რას გულისხმობდა ბეშქენა
–აბა შენი აზრით ბერდიას მე მოვეწონე და ჩემს გამო აკეთებს ამას? ბერდია ეს თუ ასეა იცოდე თავიდანვე გაფრთხილებ ჰეტეროსექსუალი ვარ და მამაკაცები არ მაინტერესებს, ვგიჟდები ქალებზე, ძალიან ხმამაღლა და ლამის ყურთან ჩასძახა ბექამ ბერდიას ეს სიტყვები და ბერდიამ დაამშვიდა, მეც შენს რიგებში ვარ, მეც ქალებზე ვგიჟდებიო
–თუ წუწურაქი შოთი გააკეთებდა რამეს შენ რომ არა? ნიშნის მოგებით გახედა დუდანას ბეშქენამ
–ასეც ვიცოდი, რომ მარტო არ ვიყავი და კონკურენტები თუ არა კონკურენტი მაინც მეყოლებოდა, ჩაიცინა ბერდიამ და დუდანა გაბრაზებული უყურებდა მოხარხარე ბიჭებს რიგრიგობით, კუს ტბამდე ხმა არ ამოუღია, ბეშქენამ კი დაამშვიდა ბერდია, შოთიკო ვერაფერი კონკურენტია, არც კი ღირს მაგაზე ნერვიულობაო...
თაია ისე გაახარა ახალმა ამბებმა, რომ ლამის ხტუნვა დაიწყო, ათასჯერ მაინც გადაუხადა მადლობა დუდანას და ბერდიას, ორივემ იუხერხულა ამდენი მადლობა და დუდანა დაემუქრა შენგან თუ კიდევ ერთ მადლობას გავიგებ იცოდე არსადაც არ წამოვალო, სტუმრების რაოდენობა, განლაგება, გადასაღები კადრები, რიტუალები, ყველაფერი გეგმასავით ჩამოწერეს, თითქმის მთელი დღე საუბრობდნენ და გეგმავდნენ, იდეაში ძალიან ლამაზი ქორწილი უნდა გამოსულიყო და დუდანას ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა ერთი კვირა, ეს დაგეგმილ–გადაგეგმილი და უკვე სანატრელი დღეები როდის დადგებოდა, რომ დაბინდდა და სუსხიანმა ნიავმა მოუბერა, დასაგეგმიც რომ აღარაფერი იყო, წამოიშალნენ და ბეშქენამაც უცებ უღალატა დუდიკას, მე ჩემებს გავყვები და შენ ბერდია წაგიყვანსო, დუდანამ თვალები კი დაუბრიალა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მოერიდა, თან მისთვისვე გასაკვირად ბერდიასთან სიმარტოვეს უხერხული შეგრძნებები არ მოჰქონდა მისთვის, მანქანაში რომ ჩასხდნენ ბერდიას მაშინვე გაეცინა, ძალიან მაგარი ტიპია ბეშქენაო, დუდანაც დაეთანხმა, მაგარია, მაგრამ დამპალი გამყიდველიო
–მანქანის წამოსაყვანად მიგიყვანო თუ სახლში დაგტოვო?
–სახლში მინდა, დავიღალე დღეს საკმაოდ და მანქანას არაფერი მოუვა
–მერე ხვალ როგორ მიხვალ სამსახურში?
–მოვახერხებ რამეს, ირონიულად გამოუვიდა ნათქვამი დუდანას და ბერდიას კმაყოფილად ჩაეღიმა
–ხელჯოხი რად გინდა? კოჭლობის არაფერი გეტყობა და არც იმის, რომ ასეთი იმიჯი გქონდეს, როგორც იქნა გაბედა იმ კითხვის დასმა, რომელიც დიდი ხანია აწუხებდა
–ჩემი ხელჯოხი იმიჯის ნაწილი ნამდვილად არ არის, ის... ის... ის... თითქოს შესაფერისი სიტყვების მოძებნა გაუჭირდა ბერდიას და მერე ცოტა ხანი დაფიქრდა
–ის თავდაჯერებულობის, გამბედაობის სიმბოლოა ჩემთვის და როცა ხელჯოხი არ მიკავია ასე მგონია ნაბიჯის გადადგმასაც ვერ შევძლებთქო
–დიდი ხანია ასე ხარ? ან რამ გამოიწვია შენი და ხელჯოხის ასე დამეგობრება?
–ათი წლის წინ საშინელ ავარიაში მოვყევი, ექიმებმა ხერხემალი ფაქტობრივად თავიდან ამიწყვეს, ერთი წელი ლოგინიდან არ ავმდგარვარ, უფრო სწორად არც წამოვმჯდარვარ, ერთი წლის მერე ჯდომა ვისწავლე, კიდევ ექვსი თვის მერე კასტილრბით სიარული კვირაში ერთხელ, დატვირთვა არ შეიძლებოდა, მერე გამართულად დავდიოდი კასტილებით, ცოტა დრო კიდევ რომ გავიდა ხელჯოხზე გადავედი, მართალია ახლა აღარაფერი მჭირდება, ფეხბურთის თამაშიც კი შემიძლია, მაგრამ ჩვევა ჩვევად დამრჩა, დუდანა ტუჩებმოკუმული უსმენდა ბერდიას და ცრემლებს ძლივს იკავებდა, ბერდიამ წამიერად შეათვალიერა თვალებაწყლიანებული დუდიკა და ხელის ზურგი ლოყაზე თბილად ჩამოუსვა
–ახლა კარგად ვარ, აღარაფერი მიჭირს, ნუ დამტირი მიცვალებულივით, ხელი ლოყებიდან მხარზე ჩაუცურა, ხელი მოკიდა და მის ხელის გულს დაუწყო ისევ თითებით ფერება, როგორც მაშინ რესტორნის ვერანდაზე, ჯერ ამ ჟესტის გააზრება ვერ მოასწრო დუდანამ, რომ მის მარცხენა ხელის გულს ბერდიას ტუჩები შეეხო, უცნაური ის იყო რომ არ აპროტესტებდა ამ ყველაფერს, პირიქით ძალიანაც სიამოვნებდა და რომ არა ქალური თავშეკავებულობა, ალბათ არ იცოდა რას იზამდა, ბერდიამ ფრთხილად დაუბრუნა დუდანას ხელი საწყის პოზიციას, მაგრამ მისი თითები ისევ ეფერებოდნენ დუდიკას ხელის გულებს
–რატომ გიყვარს ასე ხელის გულები? ვეღარ მოითმინა დუდანამ სიჩუმე
–ადამიანების ცხოვრება მათ ხელის გულებზეა დაწერილი დუდ, ახლა მე შენს ცხოვრებას ვეფერები და მინდა ხვდებოდე რომ ჩვენი ხელის გულების ერთმანეთზე დატოლება ძალიან მინდა, მინდა დავწერო საერთო ისტორია ჩვენს ხელის გულებზე...
–ანუ ჩვენი ცხოვრების გაერთიანება გინდა? ასეთი მტკიცე გადაწყვეტილებები ნაადრევი ხომ არ არის ჯერ?
–მე თხუთმეტი წლის ბიჭი აღარ ვარ დუდიკ
–მაგას თვალნათლივ ვხედავ
–მე არ მოგიძღვნი ლექსებს, არ გიმღერებ სიმღერებს, არ ჩაგიბწნი თმაში ყვავილებს და შენთან ერთად არ დავიჭერ მინდვრებზე პეპლებს, მე ამ ყველაფრის გარეშე მინდიხარ მხოლოდ შენ
–მერე ვინ გითხრა, რომ ეს ყველაფერი მინდა?
–რა ვიცი გოგოებს ხომ უნდათ ხოლმე ვარსკვლავები ჩამოუკრიფო ციდან?
–გოგოებს შეიძლება უნდათ...
–მაპატიე თუ ძალიან რომანტიული არ ვიქნები
–მე მინდა იყო ასეთი როგორიც ხარ
–იმიტომ რომ ასეთიც ძალიან მოგწონვარ! ისე მტკიცედ თქვა ბერდიამ, თითქოს დუდანას გულში და გონებაში სათვალთვალო ვიდეოკამერები ქონდეს დამონტაჟებულიო
–არ ვიცი ეს შენი სითამამე რატომ არ მაღიზიანებს? ორივეს გაეცინათ და მანქანაც გაჩერდა, დუდანა უსიტყვოდ გადმოვიდა, კარები, რომ მიხურა მხოლოდ მერე უთხრა, მადლობა და მომავალ შეხვედრამდეო, კიბეები აირბინა და ის ის იყო სადარბაზოში შეაბიჯა ბერდიას ძახილი, რომ გაიგონა, რომელიც ფეხდაფეხ შეჰყვა სადარბაზოში, დუდანამ დაბნეულობისგან მხოლოდ იმის კითხვა მოასწრო ხო არ დამრჩა რამეო, ბერდიამაც მუცელზე ოდნავ მიკრა ხელი, სადარბაზოს ბნელი კუთხისკენ, რომ მიეწია და დუდანამ იმის გააზრებაც კი ვერ მოასწრო რა ხდებოდა, ბერდიას ტუჩების თამამი შეხება რომ იგრძნო, რომლებიც ტუჩებს საოცარი სითამამით, სურვილით, ვნებით და სინაზით უკოცნიდა, დროის შეგრძნება დაკარგა სიამოვნებისგან და რომ არა გარედან შემოსული იმის მომასწავებელი ხმები, რომ სადარბაზოში შემოსვლას აპირებდნენ, ალბათ კიდევ დიდხანს ეყოლებოდა ასე გრძნობებდატყვევბული ბერდიას კუთხეში აკრული, სასწრაფოდ მოშორდა დუდანას, ზურგი შეაქცია ისე, რომ მას ფარავდა, დუდანას სუნთქვაც კი შეეკრა და დამორცხვებულმა თავი ბერდიას მხრებზე დაადო ისე თითქოს იმალებაო, სადარბაზოში ორი ქალი შემოვიდა, ბერდიას დანახვამ შეაშინათ, მანაც გაუღიმა ნუ შეშინდებითო, მერე ქალებმა წაიწუწუნეს ამ სადარბაზოს ერთი ნათურა ხომ არ ეღირსა, რომ არ დაიზაფრო ადამიანიო, ადგილიდან არც ერთი არ განძრეულან სანამ გასაღების და კარების დაკეტვის ხმა არ გაიგეს, ბერდია ისევ შებრუნდა დუდანასკენ და დუდანამ ისე მწარედ და მოულოდნელად გაარტყა, ხელი თვითონვე აეწვა
–გაგიჟდი?
–არა, უბრალოდ ბავშვობიდან მინდოდა ამის გაკეთება, ისე მშურდა მასეთ სცენებს ფილმში, რომ ვუყურებდი, მადლობა რომ ბავშვობის ოცნება ამიხდინე
–და აქამდე ამის შანსი არ მოგეცა? ჩემთვის რომ არ მოგეღრიცა ყბა?
–არა, ამის შანსი ადრე არასდროს მომცემია, მშვიდად უპასუხა დუდანამ
–ანუ?!... ისევ ვერ მოძებნა საჭირო სიტყვები გაკვირვრბულმა ბერდიამ, დუდანამ გვერდით მისწია დაბნეული, რამოდენიმე კიბის საფეხური აიარა
–ანუ... შენ რაც იფიქრე ზუსტად ის და უნდა ვაღიარო ძალიანაც მომეწონა ეს ყველაფერი, ბერდიას პასუხს აღარ დალოდებია და კიბეების საფეხურებს სწრაფად უნაცვლებდა ერთმანეთს, როცა ბერდიას კმაყოფილი ხარხარის ხმა გაიგონა სახლის კარებთან და მხოლოდ ახლა აიფარა სიმორცხვისგან გაწითლებულ ლოყებზე და თვალებზე ხელი, ღმერთო ეს რა გავაკეთეო და სახლის კარზე მორიდებით დარეკა ზარი, კარები დედამ გაუღო, დუდანას კი ეგონა ის რაც ქვევით მოხდა უკვე ყველამ იცოდა, ან სახეზე ეწერა ყველაფერი და დედასი ისე შერცხვა, როგორც არასდროს, დედამ უსაყვედურა ახლა ალეკოს გარეშეც უნდა იკარგებოდეო და დუდანაც მიხვდა რო ნათლია სტუმრად ყავდა, დიდ მისაღებ ოთახში ხტუნვა ხტუნვით შევიდა, მამას და ნათლიას აკოცა, მერე გაუაზრებლად დიდ ფანჯრებს მიეპარა და ფარდა გადასწია ისე თითქოს ვიღაცას ემალებაო, დაინახა, კეფის ნერვიული ფხანვით როგორ გავიდა ბერდია სადარბაზოდან და აუჩქარებლად, როგორ დაძრა მანქანა...



№1  offline წევრი mbella

ორი ამხელა რომ დადო, მაინც არ მომწყინდება კითხვა :DD ბოლოსკენ სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე :** ხოო რაც შეეხება ისტორიას, ასე მგონია რასაც აქ წერ, ეს ყველაფერი შენი შეხედულებებია,რომ პერსონაჟები გადმოსცემენ შენს სათქმელს, ისიც მგონია რომ უკვე კარგად გიცნობ, მაგრამ მაინც მაოცებს შენი ასეთი დიდი ცოდნა. კითხვისას ასე მგონია მეც იქ ვარ, ხან ოთხმოცდაათიანებში ხან კიდევ ჩვენს დროში, კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ალბათ მიხვდები გადმოცემა არ შემიძლია ;დდდ ერთი სიტყვით ძალიან მაგარი ხარ ;**

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

შენი ყველა მოთხრობის წაკითხვისას სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციების გადმოცემისთვის რაც მეუფლება. არ ვიცი ასეთი სიტყვები საიდან მოგდის თავში ;-) მაგრამ შეუდარებელი ხარ. შენსავით ამ საიტზე არავინ წერს.

 


№3  offline წევრი მარიამო

არ ვიცი რა გითხრაა,სოტყვებს ვერ ვპოულობ...მარტო ის შემიძლია გითხრა რომ ასეთი სიამოვნებით არცერთი ისტორია არ წამიკითხავს love love ყოჩაღ ამად ღირდა ლოდინი love

 


№4  offline წევრი nataska

მე კიდევ სიტყვებს ვერ ვპოულობ იმ სიხარულის გამოსახატავად, რომელიც თქვენი კომენტარების წაკითხვის დროს მეუფლება, ისეთი გაღიმებული და თვითკმაყოფილი ვუყურებ ხოლმე კომპიუტერის ეკრანს, რომ ხანდახან მეშინია...

ვიცი რომ დიდი სიამოვნებით წაიკითხავთ ძალიან დიდ თავებს და მეც ამიტომ ვდებ იმდენს რის საშუალებასაც საიტი მაძლევს, ისტორია ბოლომდე ნამდვილად არ მაქვს დაწერილი, სულ, სულ, სულ ცოტა დამრჩა...

მაბედნიერებთ ჩემო თბილებო და ერთგულებო love love love

 


№5  offline წევრი aneta

დადებითად დავიმუხტე, მადლობა შენ ამისთვის :*

 


№6  offline წევრი fragile

თუ კი რამე საქებარი სიტყვა არსებობს ყველა აღმატებულ ხარისხში გეკუთვნის შეენნ)) ვისიამოვნო არაა ის სიტყვა რაც მე ამის კითხვისას დამეუფლა...რა გავაკეთო სიტყვები აღარ მომეძებნება რომ რამე ახალი და განსხვავებული გითხრა....

თავების სიდიდსთვის ბოდიშს არ იხდიაან))მმაგით შეგიძლია "იტხრაბახო"....

ველოდები შემდეგს ....:**

 


№7  offline წევრი მარიამო

კიდევ როდის უნდა გამახაროოო??? winked love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent