შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი სამყარო (თავი 5)


20-06-2015, 00:10
ავტორი nataska
ნანახია 3 076

ერთ დღესაც, უფრო სწორად ღამეს ალეკომ დიდი ხანია პირდებოდა, აასრულა, როცა ღამის სამ საათზე დუდანა გააღვიძა და ველოსიპედებით დაადგა თავზე, ადექი თუ გინდა ჩემებური თბილისის გაცნობაო და ლეუშას ნათქვამმა ბავშვს ნუ გამიგიჟებო ორივეს სიცილი მოჰყვა, ასე გვიან მისი აივნის ქვეშ მომლოდინე ალეკოს შემხედვარე, კიდევ ერთხელ დარწმუნდა დუდანა, რომ წელს ბევრ აბსურდულ საქციელს ჩაიდენდა ნათლიასთან ერთად, ისეთებს რაც აქამდე არასოდეს გაეკეთებინა, ისეთებს როგორც მაგალითად ღამის სამ საათზე მანქანებისგან დაცარიელებული თბილისის ქუჩებში სეირნობაა და სიცუღლუტის კმაყოფილმა ღიმილმა გაუჭრა ტუჩის კუთხეები, ალეკომ ბევრი იფიქრა რაღა დარჩა თბილისში მისი საყვარელი ქალაქიდან, როცა მიხვდა, რომ ეს ისევ მისი თბილისია, ოღონდ სახეშეცვლილი და იმ ძველი ქალაქიდან ცოტა, მაგრამ საკმარისად შემორჩენილი ეშხით, ყველაზე მეტად ალეკოს თოლიები დააკლდა, რადგან ალეკოს თბილისში თეთრი თოლიები ზღვის გარეშე ცხოვრობდნენ და ტალახისფერი მტკვრის ფონზე თეთრ ფრთიან ოცნებებს ჰგავდნენ, ახლა კი თბილისი ამ თეთრ ფრთებიან ოცნებებებსაც მიუტოვებიათ, ალბათ მათაც აღარ მოსწონდათ ძველებურად ახალი თბილისი... ან უბრალოდ მათთვის როგორც ალეკოსთვის აქ ადგილი აღარ მოიძებნა, ამ ორი კვირის მანძილზე ალეკო კიდევ ერთ რაღაცაში დარწმუნდა, ადამიანებს მისი წარსულიდან ცვლილება არ შეხებიათ და მათი დაბრუნებით მის ცხოვრებაში ძველი თბილისიც დაბრუნდა...
საოცარი სისწრაფით გამოფხიზლდა დუდიკა, სპორტულებიც ორ წამში ამოიცვა და ხუთ წუთში ნათლიასთან გაჩნდა, აივნიდამ მომზირალ ნახევრად მძინარე მშობლებს ხელი დაუქნიეს და ნელა ჩამოვიდნენ მელიქიშვილზე, სასიამოვნო იყო მანქანებით დაცარიელებულ ქუჩებში ღამით სეირნობა, დუდიკას ბავშვური უდუდესი სიხარული, რომ შეამჩნია ალეკომ თინი გაახსენდა დუდიკას ასაკში
–თინის ძალიან გავხარ, არა მარტო გარეგნულად, ხასიათებითაც, ახლა ისეთი ბედნიერი ხარ თითქოს მილიონი მოგეგოს, ღიმილით უთხრა ალეკომ ნათლულს
–უფ... ისე არც მაგაზე ვიტყოდი უარს, დაეჭყანა სახე დუდანას და უცებ წარმოიდგინა რას გააკეთებდა მილიონის მოგების შემთხვევაში
–მაგრამ ახლა მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არასოდეს გამიკეთებია, ღამით ქალაქი სხვანაირია, უფრო იდუმალი და სასიამოვნო
–რას ქვია ეს არასოდეს გაგიკეთებია, აბა შენი შოთიკო მარტო კლუბებში დაგატარებს? დუდანამ ნათლიას უცნაური კითხვა ვერ გაუგო და ღიმილი გაკვირვებამ შეუცვალა სახეზე, სანამ პასუხს გასცემდა, პატრულმა გააჩერა ორივე, ალეკომ დუდანას თხოვა, ცოტა მოშორებით დალოდებოდა, არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ, ხუთ წუთში ალეკომ კმაყოფილი სახით ჩამოართვა ხელი პატრულის თანამშრომელს, რომელმაც მეგობრულად დაკრა ხელი მხარზე და მერე მზრუნველადაც დაუძახა უკვე დუდანასკენ წამოსულს, ფრთხილად იყავითო... რუსთაველის მეტროსთან იყვნენ, ალეკომ ხელი გადახვია ოდნავ შეშინებულ დუდანას, წამო წავუმაგდონალსოთო და დუდანამ საათზე მიუთითა, მაგრამ ალეკომ მაინც თავისი გაიტანა და სულ ცოტა ხანში ყოფილი პარლამენტის შენობის კიბეებზე შეექცეოდნენ ბურგერებს
–რას გულისხმობდი? გაბედა როგორც იქნა კითხვის დასმა დუდანამ
–რასთან დაკავშირებით?
–აი როცა შენი შოთიკოო მითხარი, რას გულისხმობდი?
–ახლა არ მითხრა ვერ ვხვდები კუდივით რისთვის დამყვება სულ უკანო
–მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ჩემია, ან როდესმე იქნება, მკაცრად თქვა დუდანამ და ალეკოს ასეთი გადაკრული კითხვები არ ესიამოვნა
–რატო გაბრაზდი?
–მე მგონი უკეთესი იქნებოდა პირდაპირ გეკითხა რაც გაინტერესებდა და არა ასე მოვლითი გზებით გაგეგო სიმართლე, მე შენთვის არასოდეს არაფერი დამიმალავს
–შენც ხომ გაინტერესებს ბევრი რაღაცეები ჩემზე და არ მეკითხები?
–როცა გავბედავ მაშინ პირდაპირ გკითხავ და არა ასე გადაკვრით, წარბი აუწია ნიშნის მოგებით დუდანამ
–შევრიგდეთ? ნეკა თითი გაუწოდა შერიგების ნიშნად ალეკომ და დუდიკას ამ ბავშვურ საქციელზე გაეცინა, თუმცა მაინც მოხვია მისი ნეკა თითი და ისევ ის ბედნიერი გამომეტყველაბა დაუბრუნდა
–ჩვენ დროს მაგდონალსები, ვენდები და დონატსები არ იყო, ჩვენ ლაღიძის ხაჭაპურებზე და ლიმონათებზე გავიზარდეთ, დედაშენიც პირველად მანდ დავპატიჟეთ დაქალებთან ერთად, აქვე იყო, დედას და მამას ამბავი ალბათ იმდენჯერ გაქვს მოსმენილი, გაებადრა სახე ალეკოს და ის დრო კიდევ ერთხელ გაახსენდა
–ვიცი, რო ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს თუმცა დეტალები არც ერთს არ მოუყოლია
–მართლა? ოოო, ეგ ძაან დაუშავებიათ, არც ის უთქვამთ როგორ გავიცანით ერთმანეთიო?
–არა, ალეკომ თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია
–ჩვენ მაშინ მეოთხე კურსელები ვიყავით, თინი და მისი მეგობრები მეორე კურსელები, პირველი კორპუსის ეზოში ვიჯექით ხუთეული, სექტემბრის ბოლო იყო, თუმცა ძაან ცხელოდა და ბედოვლათმა მამაშენმა პირველად მაშინ დაინახა თინი, უნივერსიტეტის კიბეებზე რომ ჩამორბოდა, უცებ წამოხტა სკამიდან, ვერაფერს მივხვდით სად გაიქცა, თვალი და შეძახილები გავაყოლეთ, ის კი თინის წინ გადაუდგა და ბოლო რამოდენიმე კიბის ჩამოსვლის უფლება არ მისცა, საითაც თინი გაიწეოდა ლეუშაც იქეთ მიყვებოდა, თინის ჯერ შეშინებული სახე ქონდა მერე კი საოცრად იცინოდა, ბოლოს გაჩერდა ლეუშას მხარზე ხელი დაადო, მისკენ დაიხარა და ჩუმად რაღაც ჩასჩურჩულა, ლეუშამ მისი დიდი ხელები წელზე მოხვია მოუხერხებლად და ბუმბულივით გადმოსვა კიბეებიდან, თინიმ ლოყაზე აკოცა, ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და მამაშენიც გამოთაყვანებული დაბრუნდა სკამეიკაზე, მხოლოდ ის თქვა ცოლი მომყავსო და სამი თვის მერე მართმა მოიყვანა, სამი თვე კი საოცრებებს აკეთებდა, მისი მოფიქრებულია ღამით სეირნოდა და მაგიტომაც მიკვირს მე რატომ ვარ პირველი ვისთანაც ერთად ღამის ქალაქს ეცნობი, თუმცა ვხვდები... ყოველ კვირა ახალ ახალ ნახატებს მახატინებდა თინის სახლის წინ
–ეგ მეც ვიცი, დედამ მითხრა
–კარგი დრო იყო, მსიამოვნებდა, როცა მათ ვუყურებდი, ისე უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის და არა მარტო ერთმანეთის, თინი ჩემს მეხსიერებაში ერთ–ერთი ყველაზე უბოროტო ადამიანია, რომელიც უანგაროდ გასცემს სიყვარულს და მზრუნველობას, სამაგიეროს კი არასოდეს ითხოვს და ალბათ ერთადერთია ჩემს ნაცნობებში, რომელსაც ადამიანების ასე სჯერა
–ხო ცოტა გულუბრყვილოა და მეც გამომყვა ეგ დედასგან
–კაი შოთიკო აბსაიდშია მარა დავიჯერო ასე მარტოკა დაბოდიალებ ეს შხვართალა გოგო? ახლა უკვე პირდაპირ კითხა ალეკომ და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა გახალისებულმა, დუდანას დაჭყანული სახე რო დაინახა, ღიმილს გულიანი სიცილი მოაყოლა
–რა იყო ასე ცუდათაა საქმე? ბოდიში, რომ ამდენ ხანს ვერ მოვახერხეთ გულიანად საუბარი
–ეგ არაფერი, მოხვია მხრებზე ხელები ერთი საფეხურით ქვემოთ მჯდომ ნათლიას დუდიკამ
–საქმეები ცუდათ კი არა გაურკვევლადაა, ამოიხვნეშა და გვერდულად მომზირალ ალეკოს თვითონას გვერდულად გახედა
–აბა, აბა აქედან უფრო დაწვრილებით მოყევი ყველაფერი
–ხო იცი რო ცეკვაზე დავდივარ, დავდივარ რა ვერთობი, ხო და დაახლოებით თვე ნახევარია ყოველ სამშაბათს და შაბათს ვხვდები ერთ ძალიან საინტერესო პიროვნებას, ის ყოველთვის ერთსა და იმავე სკამეიკაზე ზის, სიგარეტს ეწევა, ღიმილით მხვდება და ღიმილითვე მაცილებს როცა გაკვეთილიდან გამოვდივარ, ჩემზე ალბათ გაცილებით დიდია, მინიმუმ ათი წელი მაინ იქნება სხვაობა და კიდევ ერთი უცნაური რაღაცაა, მე მგონი სიარულის პრობლემაც უნდა ქონდეს, იმიტომ რომ სულ ხელჯოხით დადის, მართალია არ მინახავს როგორ დადის, იმიტომ რომ როცა ვხვდები სულ ზის ეს ხელჯოხი კი გვერდით უდევს
–ვაა, მერე და ხეიბარი ბებრები როდის მერე მოგწონს? გაეხუმრა ალეკო
–არ ვიცი, ძაან მაგარი თვალები აქვს, ძლიერი და ჭკვიანი
–ეგ რას ნიშნავს?
–ადამიანებს თვალებში ეტყობათ ყველაფერი, მას კი მამასავით და შენსავით ძლიერი თვალები აქვს... ალეკოს სიამოვნებით ჩაეღიმა იმიტომ, რომ დუდიკასთვის ის მამის გვერდით იდგა და მამასთან ერთად მოწონებულ მამაკაცს მასაც ადარებდა, მერე ისიც მიხვდა დუდიკა ზუსტად მასსავით აფასებდა ადამიანებს, თვალებით
–სულ არაფერი არ იცი მის შესახებ? დუდანამ უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავი გაიქნია და მხრები აიჩეჩა
–მამაშენივით შენც კაი უცნაური თავსატეხი ხარ... კიდე ვის აქვს ასეთი ძიერი თვალები? გაეხუმრა ალეკო
–ბეშქენას, დაუფიქრებლად უპასუხა დუდიკამ
–თავის ასაკთან შედარებით ძალიან ძლიერი უნდა იყოს, მოსიყვარულე და მზრუნველი, უმამოდ გაზრდილი ბიჭის კვალობაზე ძალიან უცნაურია, თან უცნაური მიქსია, ძალიან მამაკაცური და ამავდროულად მოსიყვარულეა, მამაკაცურობა და სიძლიერიე ალბათ იმან განუვითარა, რომ თავიდანვე ოჯახის უფროსი ეგონა თავი და სიყვარული და მზრუნველობა კი დედის დამსახურება უნდა იყოს, დედაზე ისეთი სიყვარულით საუბრობს ხოლმე, ხანდახან მგონია ირინას თუ ვინმე აწყენინებს ბეშქენამ შეიძლება, ის ვიღაც მოკლასთქო.... ალეკოს სიჩუმე რომ დააფიქსირა, მიხვდა ირინაზე ჩაფიქრა, ცოტა ხანი ფიქრი აცადა და ფიქრებში გართულ ალკეოს, რომ გაეღიმა დუდიკამ მაშინ კითხა
–შენ რას ფიქრობ ამაზე?
–თრითინას წყენინება მასეთი იოლი საქმე არ არ არის დუდიკ
–ნათლიიიი, გააგრძლა სიტყვა დუდანამ, ასე მხოლოდ მაშინ აკეთებდა როცა რაღაცის თხოვნას აპირებდა
–რა უნდა მთხოვო? მიუხვდა ნათლულს ჩანაფიქრს
–შეიძლება რაღაცეები გკითხო?
–რასთან დაკავშირებით?
–აი ჩემი ხეიბარი ბებერი, როგორც შენ თქვი ოდესმე ხომ ამოიღებს ხმას, ან მე მომბეზრდება და მე ამოვიღებ ხმას...
–ახლა არ მითხრა გრძნობებზე, ურთიერთობებზე და სიყვარულზე უნდა გელაპარაკოო, მე ცუდი მრჩეველი ვარ მაგ საკითხებში, ვერ ხედავ ოჯახის შექმნასაც კი ვერ მოვაბი თავი
–ზუსტად მაგიტომაც მგონია, რომ ყველაზე კარგი მრჩეველი იქნები, დედასთან და მამასთან ერთად
–სამნი ვართ ჩაბმული შენს სასიყვარულო საურთიერთობო განათლებაში? გახალისდა ალეკო
–ისე კარგია დედა და მამა რომ ჩემს წინ არიან, დაიმშვიდა თავისი თავი
–საპრიზო ადგილები არ მაქვს მე პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე, რომ გაგანაწილოდ, ყველანი ერთ საფეხურზე დგახართ
–დიდხანს იმჭერმეტყველებ თუ მკითხავ რისი კითხვაც გინდა?
–შენს შესახებ ყველანაირი ისტორია მომისმენია, ნამდვილი და გამოგონილიც, მაგრამ შენს სასიყვარულო ისტორიებზე ყველა ერთსულოვან დუმილს ინარჩუნებს
–იმიტომ რომ ისინი არც თუ ისე ბევრი და არც საინტერესო ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ ამაზე სხვა დროს რომ ვისაუბროდ შეიძლება? აი მაშინ როცა შენი ხეიბარი ალაპარაკდება
–ნუ ეძახი ხეიბარს, გაუბრაზდა დუდანა ნათლიას, გზას ფეხით გაუყვნენ და ალეკო თავის მოგონებებს უყვებოდა, როგორი იყო ეს ადგილები ადრე, სად რა ხდებოდა და დუდანას ალეკოს მოგონებების თბილისი ძალიან მოეწონა, ისიც იფიქრა, რომ არ გაუჭირდებოდა მაშინ ცხოვრება და შეიძლება ახლანდელზე კმაყოფილიც ყოფილიყო, მალე გამოეცალათ გზა, დუდიკამ თხოვა დღეს მაინც დარჩი ჩვენთანო, მაგრამ როგორც ყოველთვის ალეკომ სახლში მირჩევნიაო...
გამთენიისას ბეშქენას სახლთან ნახვას არ ელოდა და ძაანაც გაუკვირდა, მისი სადაბაზოს წინ იჯდა კიბეზე და ალეკოს დანახვისთანავე წამოდგა
–ასეთ დროს გარეთ რას აკეთებ? მკაცრად კითხა ალეკომ და შეჭმუხნული სახით გახედა
–არ გეჩვენება რომ ეს ცოტა უადგილო კითხვაა? გაუცინა ბეშქენამ და ალეკო მიხვდა რასაც გულისხმობდა, ისიც ხომ გარეთ იყო ასეთ დროს
–მე ზრდასრული ადამიანი ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ისევ გაუმკაცრდა ალეკოს ხმა
–მინდა შეგახსენო, რომ თვრამეტის ორი წლის წინ გავხდი
–ანუ შენც ზრდასრული რომ ხარ იმის თქმას ცდილობ? გაეცინა ბექს პასუხზე ალეკოს
–მართლა რატომ ხარ გარეთ, თრითინამ გამოგაგდო?
–არა დედა მორიგეა დღეს, უბრალოდ საღამოს ერთად გამოვედით, მე ძმაკაცებთან წავედი და რო დავბრუნდი მერე გამახსენდა, რომ გასაღები დამრჩა, გაშალა უღონოდ ხელები ბეშქენამ
–გურამჩიკასთან რატომ არ ხარ?
–სულ ნახევარი საათია რაც მოვედი და ახლა მისი გაღვიძება მომერიდა
–მე?
–სახლში არ იყავი
–წამო დავიძინოთ, გადახვია ხელი ალეკომ, მხოლოდ მაშინ იგრძნო ალკოჰოლის მძაფრი სუნი და თავი გადაიქნია, ბექაც მიუხვდა უკმაყოფილების მიზეზს
–რა იყო შენ არ დაგილევია ჩემს ასაკში ძმაკაცებთან ერთად? კითხა მას მერე რაც ალეკომ მაგარი ყავა მოუდუღა და ჟურნალების მაგიდაზე შემოწყობილი ფეხები ძალით ჩამოალაგებინა
–როგორ არ დამილევია, მაგრამ რაღა მაინც და მაინც მე უნდა დამემსგავსო უსაქციელობაში? ბეშქენამ ვერაფერი გაიგო, ერთი ფიქრი ისიც იფიქრა ყველაფერი იცისო, მაგრამ საიდანო... მალევე გაექცა ეს ფიქრები, როცა ალეკომ საუბარი გააგრძელა
–აი მაგალითი გურამჩიკასგან აიღე, თერთმეტ საათზე უკვე ლოგინშია, დილით მზეზე ადრე დგება და ამ ასაკშიც კი დილის გამაჯასაღებელ ვარჯიშებს აკთებს და სეირნობს სუფთა ჰაერზე
–ჩემს ასაკშიც ასე იქცეოდა?
–მაგას ვერ გეტყვი, მაგ ხნისაც არავარ, რომ გურამჩიკას შენს ასაკში მოვსწრებოდი
–სად იყავი? კითხა ბეშქენამ მის წინ სავარძელში ჩამჯდარ ალეკოს
–დუდიკასთან ერთად ვსეირნობდი ღამის თბილისში
–შემდეგში თუ კიდევ დააპირებთ მეც დამიძახეთ, ალეკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაუღიმა
–არ გეძინება?
–შენ თუ გეძინება დავიძინოთ და სიმართლე თუ გინდა საუბარი მერჩივნა, ამ დროის განმავლობაში მარტო დარჩენა ვერ მოვახერხეთ და ყველასთან ერთად კი რაღაც რაღაცეების კითხვა ცოტა უხერხულია
–ახლა შენც დუდიკასნაირად ნუ დამიწყებ პირად საკითხებზე და წარსულზე საუბარს, არ გამოვდგები მე მასეთი საუბრებისთვის დედაშენისგან განსხვავებით, მას ადამიანების სულში არსებული ქაოსის დალაგების უნიკალური ნიჭი აქვ
–დედას, რომ შენი სულის ქაოსის დალაგება შეეძლო ეს სულაც არ ნიშნავ, რომ ყველასთან ასე იქცევა, ან ყველასთან გამოსდის ეს
–მეჩვენება თუ გაბრაზებული ხარ ჩემზე? ვერ მიუხვდა ალეკო ბეშქენას გაღიზიანების მიზეზს
–უბარლოდ ირინაზე არ გვინდა საუბარი, თორემ ვიჩხუბებთ
–მაშინ ის მითხარი შენ რატომ გაქვს სულში ქაოსი
–მე არაფერ შუაში ვარ, ამის კითხვა შენთვის მინდოდა, რას გრძნობს ადამიანი როცა ამდენი წლის მერე ბრუნდება იქ საიდანაც უკამ მოუხედავად გაიქცა, რამ აიძულა მოძულებულ ქალაქში დაბრუნება, რას გრძნობ ახლა და საერთოდ ბევრი რაღაცის კითხვა მინდა
–ღმერთო ეს თანამედროვე ახალგაზრდები რა რთული ხალხი ხართ, ამოიხვნეშა ამდენი კითხვებით დაღლილმა ალეკომ
–თქვენს თაობას კი კომუნიზმის ხელი გეტყობათ და კომუნიკაციის დამყარების დეფიციტი გაქვთ, მაგიტომაცაა რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ვერც ერთ ქვეყანაში ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია წარუმატებელი დარგებია, ამერიკისა და ევროპისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე საუბარი სირცხვილი გგონიათ და მეორე ადამიანს ახლოს მოსვლის უფლებას არ აძლევთ, სამწუხაროა, მეგონა ამერიკა შენ მაინც დაგატყობდა თავის ხელს
–აი შენ ხომ გულახდილობის გურუ მყავხარ რა...
–მკითხე რამე და მე არ გიპასუხე? ალეკოც დაფიქრდა და მიხვდა, რო ბეშქენას სიტყვებში ძალიან ბევრი სიმართლე იყო, სავარძლიდან წამოიწია, ერთი უცნაურად კი გახედა, დუდიკას სიტყვები გაახსენდა ძლიერი და მოსიყვარულე, მზრუნველი თვალები აქვსო, ასაკთან შუფერებელი მამაკაცურობა და სიდინჯეო, დუდიკა ადამიანებში კარგად ერკვევა თურმეო თავისთვის ჩაილაპარაკა და ბეშქენას თვალებში ჩახედა
–ბეშქენ თბილისში დუდანას გამო ჩამოვედი, ამ გოგოს საოცრად შეუძლია ადამიანების დაყოლიება, ბექას სიცილმა ალეკოს საუბარი გააწყვეტინა
–ბოდიში, უბრალოდ დუდიკა გამახსენდა, მართლა მასეა, ალბათ თავი მოიკალიო იმასაც ისე გთხოვს უარს ვერ ეტყვი, სიცილითვე ჩაილაპარაკა ბეშქენამ და ალეკოსაც ჩაეღიმა
–დიდი ხანია მთხოვს ჩამოდიო, თანაც გრიფიდ საიდუმლოებსაც კი აქვთ თავანთი ვადა, ეტყობა ამ ქალაქისადმი ჩემს სიძულვილსაც გაუიდა ვადა და სხვა ვეღარაფერი მოვიმიზეზე, რომ არ ჩამოვსულიყავი
–ნანობ, რომ ჩამოხვედი?
–არა არ ვნანობ, თუმცა უსაქმურობა და ყოველ საღამოს ქეიფი მომბეზრდა, იცი მეგონა უფრო გამიჭირდებოდა მოგონებებთან პირისპირ შეხვედრა და აღმოჩნდა, რომ ცუდი მოგონებები სასიამოვნოებმა გადაფარეს, ქუჩაში, რომ დავდივარ ცუდი არაფერი მახსენდება, ან უბრალოდ გონებას ამის გახსენების უფლებას არ ვაძლევ, მერე მეღიმება, იმიტომ რომ ერთ დროს აქ ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ამერიკაში მეგონა ქალაქში სადაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები აღარ დამხვდებოდნენ არაფერი მესაქმებოდა, აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი მე ახლაც ძალიან მაბედნიერებს ეს ქალაქი, ჩემთვის უცხო, მაგრამ მაინც ჩემი... საყვარელი ადამიანები კი თურმე იმაზე მეტი დამიტოვებია ვიდრე მეგონა, მხოლოდ იმას ვნანობ, რომ თავს მათთან ურთირთობის ოცი წელი წავართვი, ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი კარგი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო მათთან ერთად, რაც მაშინდელი დეპრესიიდან გამოსვლაში უფრო დამეხმარებოდა, შენთანაც ვიძმაკაცებდი, როგორც გურამჩიკა...
–იომო ეს ძალიან ძნელია? იკითხა უცებ სულ სხვა რაღაცა ბექამ და ალეკო გაშრა ამ კითხვის გაგონებისას, დიდხანს იფიქრა რა უნდა თქვა ბეშქენასთვის
–ომი ეს ბოროტებაა, სხვა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა საშინელი ცოდვა და ნერვების უდუდესი გამოცდა
–რა არის ყველაზე ძნელი ომში? თუ არ გინდ არ მიპასუხო და საერთოდ შევწყვიტოთ ამაზე ლაპარაკი, უთხრა ბეშქენამ იმიტომ რომ ალეკოს სახეზე ასეთი ტკივილი, ნაცნობობის ამ მოკლე დროის მანძილზე არც ერთხელ არ შეუმჩნევია, ტკივილი და დანაშაულის უაღრესი გრძნობა, სინანული...
–ბოდიში, დახარა თვალები ბეშქენამ და ტირილის დროს რომ ბურთი მოგაწვება კისერში ის ბურთი ძლივს დააბრუნა მის ადგილას, ვეღარ გაუსწორა ალეკოს თვალი
–ომში ყველაზე ძნელი შენს თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა, სიკვდილის შეჩვევაა ყველაზე ძნელი, ამდენი სიძულვილის ატანაა ძენელი, ცრემლიანი თვალების და გაუბედურებული ოჯახების ნახვაა ძნელი, დაღუპული მეგობრის გადმოსვენება და მის ოჯახში, დედამისის გვერდით თუნდაც წამიერად დგომაა ძნელი, თავს დამნაშავედ, რომ გრძნობ იმის გამო, რომ ცოცხალი ხარ ეს არის ძნელი, ცოცხალი, რომ ხარ და რომ გიხარია ამის დაჯერებაა ძნელი, როცა ის ბიჭები აღარ არიან, რომლებთანაც გუშინ ღამით ივახშმე, გესმის?
–თან კი თან არა, მე ხომ ეს არ გამომიცდია?
–ღმერთმა დაგიფაროს შვილო ამ ყველაფრის გამოცდისგან, შვილოო რომ თქვა ალეკომ ბექა დენდარტყმულივით შეხრტა და მერე სწრაფად მოახერხა გრძნობების დამორჩილება
–სხვებისთვის ვითომ გმირი, რომ ხარ და თავს ასე რომ არ გრძნობ იცი რა ძნელია? ომი კაცობრიობის ყველაზე საშინელი გამოგონებაა... თუმცა ომი თითოეული დღის დაფასებას გასწავლის, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხშირად უსაქმურობაში ვფლანგავთ მთელ დღეს, რადგან გვახსოვს, რომ იყო გუშინდელი და დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ხვალინდელიც, ომში კი მაშინ როცა სიკვდილი შენს ზურგს უკან სუნთქავს, დარწმუნებული არაფერში ხარ, იმიტომ რომ ხვალინდელი შეილება არ გათენდეს, ის კი არა უკვე გათენებულიც შეიძლება არ დაღამდეს შენთვის...
–ამიტომ წახვედი?
–გაქცევა მინდოდა, გაქცევა იქედან სადაც ყველაფერი სიკვდილის და ჯოჯოხეთის ფერი იყო, სადაც ყელაფერი ჩემს სისასტიკეს მახსენებდა და ადამიანობის შენარჩუნების აღარავითარ შანსს აღარ მიტოვებდნენ
–მერე გამოგივიდა? გიშველა ამერიკამ?
–სიმართლე, რომ გითხრა არა... იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი და ამას რაც უფრო ადრე მიხვდები უმჯობესია, ამერიკამ ოდნევ შეამცირა სატკივარი, სხვა გარემომ, სხვა ხალხმა, სხვა ინტერესებმა, დროულად ნაშოვნმა სამსახურმა, სხვა რაღაცეებზე გადავერთე, ისე ვიღლებოდი ფიქრის თავი აღარ მრჩებოდა და მერე ფიქრების დამორჩილებაც ვისწავლე, ცუდი ამბები მახსენდება მაშინ როცა მინდა, ან მაშინ როცა შენნაირი ახალგაზრდები არ მასვენებენ და უამრავ კითხვებს მისვამენ, ისე დუდიკას ამ საუბარზე არაფერი უთხრა თორემ მომკლავს
–რატომ არ ელაპარეკები მას ამაზე?
–ის გოგოა ბეშქენ, არ არის აუცილებელი ეს ყველაფერი იცოდეს, მიუხედავად იმისა რომ მე მისი ნათლია ვარ, არც ლეუშა არა ელაპარაკება ამ საკითხზე და მე არ მაქვს უფლება მისი სათუთი გონება ამ საშინელი მოგონებებით დავამძიმო...
ძალიან ბევრ რამეზე ისაუბრეს კიდევ და ალეკოს გაუკვირდა საიდან იცოდა ბეშქენამ ამდენი და ისიც გაუკვირდა როგორ გულახდილად საუბრობდა მასთან საკითხებზე, რომლებიც სულაც არ იყო იოლი, უბნების დაპირისპირებაზე, საძმოებზე, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ალეკოსაც ბუნდოვნად ახსოვდა და ბოლოს მთაწმინდელი ძმები რურუების ჩახოცვის საქმეზე რომ მივიდნენ ალეკო მართლა ანერვიულდა
–საიდან იცი ამდენი? რურუების საქმეზე არც დედაშენმა, არც გურამჩიკამ და საერთოდ არავინ იცოდა არაფერი
–მაშინ ჯერ ის მომიყევი შენს გამო დედა რატომ მოიტაცეს და პლეხანოველ მიქელაძეებს რატომ ეგონათ რომ ამით შენს დაყოლიებას შეძლებდნენ?
–რა იყო ცოცხალი მემატიანე გინდა იყო? ან რაში გჭირდება ასეთი რაღაცეების ცოდნა? შენ რა წიგნი უნდა დაწერო 90–იანების საძმოებზე?
–დედას გამო ისროლე ხომ პირველად?
–ეს თრითინამ გითხრა?
–არა, მე და დედა ამაზე არასოდეს ვსაუბრობთ, არც იცის ამდენი რამე თუ ვიცი შენზე
–მაშინ გურამას დამსახურება ყოფილა, ბეშქენას გაეღიმა
–არ უნდა ეთქვა, არ იყო საჭირო
–არ მომიყვები სინამდვილეში რა მოხდა?
–შენმა მტრებმა ყოველთვის იციან რა გეტკინება ყველაზე მეტად და რა გაქვს ღირებული
–შენ ყველაზე ღირებული დედა გყავდა?
–ნუ პლეხანოველებმა ჩათვალეს, რომ ჩემთვის ასეთი ადამიანი ჩემი თრითინა იყო
–რატომ ჩათვალეს ასე?
–იცი, ირინა მართლა იყო ის ადამიანი ვისთვისაც ეშმაკს სულს მივყიდდი, სიგიჟემდე მიყვარდა და იმიტომ, მაშინ პლეხანოველებთან ურთიერთობა იმიტომ დაგვეძაბა, რომ ჩვენი ბიჭები დააყაჩაღეს, რომლებსაც პურის ქარხანაში, ფული მიჰქონდათ, მთელი უბნისთვის ერთი კვირის მარაგის ფული, საძმოებს შეთანხმება გვქონდა როცა საქმე საკვებს და ხალხს ეხებოდა არავის უნდა ეკადრა ეგეთი რაღაცა, იქ კიდევ ერთი ჩვენი უბნელი დაიღუპა, ცხრამეტი წლის ბიჭი, საქმის გასარჩევად მიქელაძეებს ავაკითხეთ, არ ვიცით არაფერიო, ეგრე სად იყო უბანში ეგეთი რაღაცა მოუვიდათ და პასუხისგებაც არ უნდოდათ, არც ფულს ვითხოვდით და არც პურს, იმ ბიჭის მკვლელი გვინდოდა, ხო და მიქელაძეებმაც მაგას გვირჩევნია ორი კვისის პურის მარაგი მოგცეთ ზემოდან კიდევ იმ ერთ კვირაზეო და მივხვდით ვიღაც ძაან ახლობლის გაკეთებული, რომ იყო აბა ყველაზე კრიჟანი საძმო მასე იოლად არ აიღებდა მაგდენს თავზე
–მერე არ ჯობდა დათანხმებოდით, მესმის ცხრამეტი წლის ბიჭის სიკვდილი იოლი არ არის, მაგრამ....
–არ შეიძლება ბეშქენ, კაცის სიცოცხლით ვაჭრობა არ შიძლება და არც მკვლელობის პატიება არ შეიძლება
–მაშინ შენც უნდა მოგკლან იმათმა ვისი სიკვდილიც შენს კისერზეა
–მართალია, უნდა მომკლან თუ მიპოვნიან და დარწმუნებულები არიან, რომ ეს მე გავაკეთე თანაც უსამართლოდ
–ამასაც აქვს მნიშვნელობა?
–აბა, მე ხომ მანიაკი არ ვყოფილვარ იარაღი ხელში უმიზეზოდ ამეღო და ხალხის ხოცვა დამეწყო?
–აი მე სულ არ დავიწყებდი მიზეზების ძებნას, მაგალითად მამაჩემი ან ჩემი ძმა ვინმე რომ მოეკლა
–არა და უნდა დაიწყო ბეშქენ, დაფიქრდი და მიხვდები
–კაი მიქელაძეებს დაუბრუნდეთ
–დანარჩენი უბნის საძმოებიც შევკრიბეთ, მიქელაძეებს უნდობლობა გამოუცხადეს და ყველამ ერთად გადაწყვიტა, იმ ერთი კვირის მარაგიც უნდა მიგვეღო და მკვლელიც, მოსაძებნად სამი დღე ითხოვეს
–დედა ამ ყველაფერთან რა შუაშია?
–მაგ დროს სახლში იშვიათდ და ძალიან გვიან მოვდიოდი ძირითადად შტაბში ვრჩებოდი ხოლმე, მე და დედაშენს უცნაური ურთიერთობა გვქონდა, როცა ძალიან გვიან მოვდიოდი კენჭებს ვესროდი მისი ოთახის ფანჯრებს
–ახლა ის ჩემი ოთახია
–ისიც უსიტყვოდ ჩამორბოდა ხოლმე და დაუსრულებლად ველაპარაკებოდი, მანამდე სანამ გულზე არ მომეშვებოდა, დედას მოსმენის საოცარი უნარი აქვს, კიბეებზე ვისხედით ხოლმე როგორც დღეს შენ, მაშინაც ძალიან განერვიულებული, რომ ვიყავი სახლი და ჩემი თრითინა მომინდა, საკუთარ თავს ამას ვერ ვპატიობ, წინდაუხედავად მოვიქეცი, ირინას რომ რამე დაშავებოდა საცოდავ პლეხანოველებს ახლა უბანი აღარ ექნებოდათ, ეტყობა ვიღაცეები გამოგყვნენ, ძალიან გვიანი კი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი კენჭის სროლა დამჭირდა და ისიც ორ წამში თბილად მეხვეოდა, მონატრებული, დიდხანს ველაპარაკებოდი, მის კალთაში მედო თავი და ის დედასავით მეფერებოდა თავზე, დაძაბულობისგან რო განვთავისუფლდი, სანამ სახლშ ავიდოდა, ძალიან ვთხოვე ფრთხილად იყავითქო, თითქოს გულმა მიგრძნო რაღაც, მახსოვს მაშინ შუბლზე მაკოცა და ისე მითხრა მე არაფერი მომივაო, დავიჯერე, რომ მართლა
არაფერი მოუვიდოდა, კვირაში ერთხელ მაინც გამოჩნდიო მთხოვა და სახლში დაბრუნდა, ფანჯრიდან გამიღიმა, როგორც ყოველთვის და მეც სახლში შევედი, ორი დღე არ იყო გასული ამბავი, რო ამოიტანეს ირინა მოიტაცესო, მიქელაძეების შეტყობინებაც მივიღეთ სიცოცხლე სიცოცხლეზეო და მაშინ გადამეკეტა, ხო და მაშინ მართლა პირველად ვისროლე დედაშენის გამო
–მერე რა მოხდა?
–მიქელაძები დაიღუპნენ, მათივე საძმოს ხელით, იმიტომ რომ არაკაცი საძმოს უფროსები არავის სჭირდებოდა და მშვიდობიან თანაცხოვრებას მიქელაძეებს არავინ შეწირავდა, ბომბორას მკვლელიც თვითონვე დასაჯეს და ასე მოგვარდა ყველაფერი, თუმცა დედაშენის გამო არა ერთხელ მიჩხუბია, მაგრამ ასე სერიოზულად არასოდეს
–მიქელაძეებს ირინა შენი გოგო ეგონათ?
–ალბათ
–ეგ ხმები მეც გამიგია, ლეკვო ჭელიძის გოგოს შვილი ვარ ვიღაც ვიღაცეებისთვის ჯერ კიდევ
–სულელურ ხმებს არ მოუსმინო, თრითინა ჩემი გოგო არასოდეს ყოფილა
–აბა რატომ ჩხუბობდი მის გამო?
–უბრალოდ მე ის ძალიან მიყვარდა, პირველად ის ტიპი გავლახე სახლამდე, რომ მოაცილა, სტადიონის კიბეებთან ვბირჟაობდით, გავიხედე და დედაშენი ვიღაცამ მოაცილა
–რამდენი წლის იყო ირინა?
–ზუსტად არ მახსოვს თოთხმეტის ან თხუთმეტის, ჩვენ უკვე სტუდენტები ვიყავით, ბიჭებს ვუთხარი საქმე მაქვსთქო და იმ ტიპს ღამბაშიძეზე დავხვდი, არაფერი მიკითხავს, გავლახე და ირინას აღარ გაეკაროთქო მხოლოდ ეს ვუთხარი, დედაშენი მთელი ერთი თვე აღარ მელაპარაკებოდა, მერე ძლივს შემოვირიგე, სამედიცინოზე, რომ ჩააბარა ნამდვილი თავის ტკივილი მაშის დაიწყო...
–რას ერჩოდი იმ ბიჭებს?
–არც ერთი არ მომწონდა, უხეიროები იყვნენ და იმიტო
–ასე ერთი შეხედვით ხვდებოდი ხოლმე? იცინოდა ბეშქენა ალეკოს ახლაც კი გაბრაზებულ სახეზე
–დედაშენს გემოვნება არ უვარგოდა, სულ შეუფერებელ ბიჭებს ირჩევდა
–რა იცი, რომ ის ირჩევდა, იქნებ ის ბიჭები არ ასვენებდნენ?
–ხო და მე ვასვენებდი იმ ვაჟბატონებს, თუმცა ბევრნიც არ ყოფილან სულ სამი ვიღაცა მყავს გალახული
–ჩემი აზრით დედას შესანიშნავი გემოვნება აქვს...
–ალბათ ჩემს მერე დაეხვეწა, გახალისდა ალეკოც, ბექას კი თვალები დაეხუჭა, ალეკომ ფრთხილად დააფარა თხელი საზაფხულო საბანი, ხუთი წუთი უყურა მძინარეს და თვითონაც ვერ მიხვდა ამხელა კმაყოფილებას რატომ გვრიდა ეს ბიჭი... ფრთხილად გაუსწორა მოუხერხებლად დადებული ბალიში
–ძილინებისა დედასავით ცნობისმოყვარე ბიჭო, ჩუმად ჩაილაპარაკა და საძინებლისკენ აიღო გეზი
–ძილინებისა მა, დაეწია ბეშქენას გაუაზრებელი და თითქმის გაურკევეველი სიტყვები ზურგს უკან....



№1  offline წევრი aneta

ძალიან მაგარია!

 


№2  offline წევრი mbella

ერთი სული მაქვს ალეკო როდის გაიგებს :))) ძალიან მაგარი გოგო ხარ და ველოდები :***

 


№3  offline წევრი მარიამო

ძაან მაგარიააა love ველოდები შემდეგ თავს და იმედია მალე გაიგებ მისი შვილი რომ არის winked love

 


№4  offline წევრი kiwi

Shemtxvevit vnaxe es exla da ise gamixarda sheni dabrruneba chkuaze arvar ❤️ Momenatra is emociebi romelsac yoveli axali tavi iwvevda chemshi ❤️ Magari gogo xar shen !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent