შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარის ქალი (7)


23-06-2015, 17:05
ავტორი gijka13
ნანახია 4 023

ამჯერად ბელამ გაიმარჯვა, თოკები გადაჭრეს, მაგრამ იყო ეს კი გამარჯვება? ყოველ შემთხვევაში ბელასთვის არა.
დამიანი დაბნეული იყო ალავიძის საქციელი ვერ აეხსნა, გულიც ტკიოდა არ ეგონა თუ ასე გაიმეტებდა, მაგრამ იმედი მაინც ჰქონდა რომ, ერთხელ მაინც მოინახულებდა და ეს იმედი ცრუ არ აღმოჩნდა.
დამიანს სამი დღე მოუწია მედ პუნქტში წოლა, სულაც არ სჭირდებოდა, მისი აზრით ეს დროის ფუჭი კარგვა იყო, მაგრამ მედდა იჯინებდა უნდა იწვეო და დამიანსაც სხვა გზა არ ჰქონდა.
შემთხვევიდან მეორე დღეს მოინახულა ბელამ დამიანი.
ოთახში გაბედული ნაბიჯებით შევიდა.
-გამარჯობა.
ფრთხილად დაიწყო ბელამ
-გაგიმარჯოს.
-როგორ ხარ?
-არ გრცხვენია?
-არაა უფრო შემრცხვებოდა რომ გამეხადა თანაც შენს მოკვლას არ ვაპირებდი ბევრჯერ დაჭრილხარ მხარში და ვიცი შენთვის ეს არაფერია, იოლად გამოძვრები.
-რომ მოვმკვდარიყავი?
ორივეს გაეცინა.
-არა შენ ერთი ტყვიით არ მოკვდები, თანაც მხარში.
-მადლობა.
-რისთვის?
-რომ მომინახულე.
-ახლა მრცხვენია...
გაეცინა ბელას და თავი დახარა.
-მორცხვი კიდე უფრო ლამაზი ხარ.
გაიღიმა დამიანმა, იმ ღიმილით ბელას რომ ძალიან უყვარს, მაგრამ არ აღიარებს.
-კარგი მისტერ ბაბნიკო მე დაგტოვებ,
ცინიკურად უთხრა ბელამ.
-კარგი.
-ნახვამდის.
-ნახვამდის.
ბელა კარებისკენ შებრუნდა.
"თუ ვუყვარვარ უკან მოიხედავს" გაიფიქრა დამიანმა.
ბელა კარისკენ წავიდა.
"მოიხედე... მოიხედე... გთხოვ..."
გულში იმეორებდა დამიანი.
ალავიძემ კარები გააღო დამიანისკენ შემობრუნდა გაუღიმა და ისე გავიდა.
დამიანი საწოლიდახ წამოხტა
-აბა რაა სხვანაირად არც იქნებოდა,
ყვიროდა ოთახში გახარებული როცა მედდა შევიდა.
-ბატონო მაიორო რას აკეთებთ, თქვენთვის ამდენი მოძრაობა არ შეიძლება,
-ვუყვარვარ სვეტაჩკა გაიგეე?
-კი მაგრამ ვის.
-არავის ღმერთს ვუყვარვართქო.
-მაგაში გეთანხმებით კატის სიცოცხლე გაჩუქათ.
-ნუ აზვიადებთ. ხო მართლა როდის შევძლებ სამუშაოს დავუბრუნდე?
-ხვალ დილიდან.
-კარგი მადლობა.
-არაფრის, მე დაგტოვებთ.
-კარგი.
დამიანი მეორე დღესვე დაუბრუნდა სამსახურს.
-აეყარეთ უსაქმურებო!
ჩვეული ფრაზით დაიწყო ბიჭების გაღვიძება.
-ბატონო მაიორო როგორ ბრძანდებით.
მოიკითხა ბიჭებმა, ზოგმა გადაეხვია კიდეც, საოცარი სითბო იგრძნო ამ ბიჭებისგან და ძალიან ესიამოვნა, მაგრამ რა ექნა? სამსახური.
-მადლობა კარგადვარ მაგრამ თუ გგონიათ ამ აფერისტობით მომალბობთ ცდებით. აეყარეთ!
ჩუმად გაეღიმა დამიანს, მხოლოდ რამოდენიმემ შეამჩნია ეს.
-აბა მძინარე მზეთუნახავებო გაიღვიძეთ! დრო...
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ გოგოები ერთიანად მივარდნენ და ხან ერთი ეხუტებოდა ხან მეორე.
-როგორ ხართ ბატონო მაიორო?
-თქვე ჭინკებო... ოხ ეს ქალები... კარგად მადლობთ.
ბელა უკვე მომზადებული თავის საწოლს მიყრდნობილი უყურებდა ამ სცენას და ეცინებოდა.
-დიდებული დედოფალი ჭინკის სიცილი რით დავიმსახურე?
-მე გოგოებზე მეცინება მისტერ თავდაჯერება.
ირონიულად მიახვედრა ბელამ, რომ მათ შორის არაფერი შეცვლილა.
-აჰა კარგი. მოკლედ მოემზადეთ და ხუთ წუთში კოლიდორში მოეწყვეთ!
-გასაგებია ბატონო მაიორო.
ერთდროულად თქვეს გოგოებმა და მაიორიც გავიდა.
გოგოები კოლიდორში გავიდნენ და მწკრივში ადგილები დაიკავეს. მაიორიც გამოჩნდა.
-თავისუფლად... მოკლედ დავბრუნდი, მართალია შეხვეული მკლავით მაგრამ აქ ვარ უფრო მკაცრი და მობილიზებული, ვერ ავიტან ერთ შეცდომასაც კი, დაუმორჩილებლობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ეს ყველას ეხება აქამდე იყვნენ გამონაკლისები და ვნანობ რომ ეს დავუშვი. ვინც არ დამემორჩილება ოქმს შევადგენ და გაფრთხილების გარეშე დატოვებენ აქაურობას. გასაგებია?
-დიახ ბატონო მაიორო!
გასაგებიაა?
-დიახ ბატონო მაიორო!
-კარგია. დღეს კვირაა და არ ისვენებთ საკმარისად დაისვენეთ.
-კი მაგრამ...
დაიწყო ბელამ
-ჩემი საუბარი ენის შეტლიკინებასაც ეხება! გასაგებია?!
-კიმაგრ...
-გასაგებიათქო?!
არ აცადა სიტყვის დასრულება მაიორმა.
-გასაგებია ბატონო მაიორო.
თავი აწია ბელამ და ჩესტი აიღო.
-ძალიანაც კარგი. სირბილით ეზოში.
ჯარი ეზოში გავიდა, საშინლად წვიმდა და ციოდა, უკვე ოქტომბერი იყო და ამინდიც თავისას შვებოდა, მაგრამ ჯარი დარბოდა, ალავიძე სიცივეს ვერ გრძნობდა. დამიანს ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ბელას გაეძლო ამ ყველაფრისთვის, ეს ბუნებრივი მომზადების პროცესი იყო რომელსაც დამიანი გვერდს ვერ აუვლიდა რადგან ერთ წელიწადში ჯარი ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამტანი უნდა ყოფილიყო, უკვე ერთი თვე გავიდა და ასეთი ზანტები იყვნენ ეს აცოფებდა დამიანს აქამდე სად იყო.
-აჯიმანიები დროზეე!
ყველანი გაწუწულები იყვნენ დამიანიც.
-ბატონო დამიან გნებავთ ქოლგა?
შესთვაზა დამლაგებელმა ქალმა, რომელსაც დამიანი საკუთრი შვილივით უყვარდა, აქ 20 წელია მუშაობს და ასეთი კეთილი ბიჭი და ყველა ღირსებით სავსე ადამიანი არ უნახავს
მაიორსაც ძალიან უყვარს ბებიის ტოლა ქალი, ბებოს ეძახის და ცდილობს შრომა შეუმსუბუქოს და ყველასგან დაიცვას, სწორედ დამიანის დამსახურებაა, რომ ქალბატონი ნათელა აქ ამ დრომდე მუშაობს და არ აგდებენ, თუმცა შრომითაც არ კლავენ ახალგაზრდა დამლაგებელიც აუყვანეს რომელიც ეხმარება.
-არა ბებო არ მინდა ქოლგა, შედი დასველდები.
-კი მაგრამ გაცივდები შვილო.
-არაუშავს ესენი თუ გაცივდებიან მეც გავცივდე.
-კარგი შვილო შენი ნებაა.
ბელასაც ძალიან უყვარდა ეს ქალი და არც ქალბატონი ნათელა იყო მის მიმართ გულგრილი.
"-შენ განსაკუთრებული ხარ და განსაკუთრებული ქმარი და ოჯახი გეყოლება"
ხშირად მოუსმენია ეს სიტყვები ქალბატონი ნათელასგან.
-ბელა შვილო რომ მორჩები ჩემთან მოდით მოგივლით გამიცივდებით.
-კარგი ნათელა ბებო არ ინერვიულოთ.
თბილად უთხრა ბელამ.
დამიანს უხაროდა, რომ ბელა ვიღაცასთან მაინც იყო თბილი, იცოდა გულის სიღრმეში ბელა რამხელა სითბოს მალავდა და არ ამჟღავნებდა
-დროზე! ერთი, ორი, ერთი, ორი!
სასტიკი ვარჯიში მიმდინარეობდა ეზოში.
-იმ გუბეს ხედავთ? სასწრაფოდ შიგნით მოეწყვეთ.
ჯარი გუბეში შევიდა რომელიც უზარმაზარი იყო, ეტყობოდა განგებ იყო გაჭრილი წვიმის დროს წყალი რომ დაგროვებულიყო.
-შიგნით გაწექით და თავი ხელიბით დაიკავეთ რომ არ დაიხრჩოთ.
ყველამ შეასრულა მაიორის ბრძანება, ბელაც საკმაოდ მორჩილი იყო.
-ადგა ჯარი! დაწვა ჯარი! ადგა ჯარი! დაწვა ჯარი!
რიგითებიც ხან ადგებოდნენ ხან დაწვებოდნენ.
-მზად ხართ წახვიდეთ?
-არა!
-მზად ხართ დატოვოთ ქვეყნის სამსახური?
-არა!
-ძალიან კარგი! სამხედრო სიმღერაა!
-სამშობლოო...
დაიწყეს სიმღერა, თან ვარჯიშობდნენ.
-ამოდით გუბიდან.
ჯარიც ამოვიდა გუბიდან.
-თქვენით ვამაყობ, შარშან პირველი ასეთი ვარჯიშის დროს ათმა ჯარისკაცმა დატოვა აკადემია, ყოჩაღ! თავისუფლები ხართ. ხვალ ისევ მოგიწევ ვარჯიში, ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, დღეიდან კარანტინის წესებს ემორჩილებით. გასაგებია?
-დიახ ბატონო მაიორო!
ჩესტი აიღო ჯარმა და დაიშალნენ.
ოთახისკენ წასული ბელა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გააჩერა.
-ყოჩაღ!
-რა?
-ყველაზე მეტად შენ აქტიურობდი, ბიჭებზე მეტადაც.
-მადლობა.
-მეც ალავიძე ვარ.
-მართლა?
-ჰო.
-რა გქვია?
-რატი შენ?
-ბელა.
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც თან ძალიან.
ხელი ჩამოართვა ბელამ.
(იმ დღის მერე ბელა და რატი ხშირად იყვნენ ერთად, ცდილობდნენ ერთმანეთზე პასუხისმგებლობა აეღოთ და დაეცვათ ერთმანეთი და გამოსდიოდათ კიდეც, სულ მალე საუკეთესო მეგობრები გახდნენ, და-ძმასავით უყვარდათ ერთანეთი, თუმცა ბევრს შეყვარებულები ეგონათ.)
გოგონები საშხაპეში შევიდნენ.
-ისე ამას ერთი დადებითი მხარე აქვს.
მხიარულად დაიწყო ბელამ.
-აბა რა?
თვალები უბრწყინავდა სალომეს.
-რა და ყოველდღე მივიღებთ შხაპს.
-ეგ მართალია.
ბელამ სალომეს თვალები შეამჩნია.
-სალო, სალო...
სალომე გაშტერებული იდგა და ყურადღებას არავის აქცევდა.
-სალოთქო!
-იყვირა ბელამ.
-ჰო რაიყო?
შეშინებული გამოფხიზლდა სალომე.
-ვიღაცას თვალები უბრწყინავს...
გადაიკისკისა ბელამ.
-არა კაცო გეჩვენებათ.
სიცილით აღნიშნა სალომემ.
-მოჩვენებები თუ დამეწყო მაშინ დანარჩენებსაც ვიტყვი.
გადაიკისკისა ბელამ
-რას აბა?
-რა და მომეჩვენა რო შენ და ჩემი მოგვარე რატი ერთმანეთს უჟუჟუნებდით მაგ ლამაზ ლამაზ თვალებს. ჰაჰაჰაჰა!
სიცილით იგუდებოდა ბელა.
-მართლა სალომე?
დაიკივლა ნატამ.
-რა იყო შე ქალო რა გაკივლებს ბიჭი არ მოგწონებია?
გაოცებულმა შეხედა სალომემ ნატას.
-აუ რამაგარიაა...
აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნატა.
-მაგარია კი... მაგი რატი ქუთეისელია ჩემ მშობლიურ მიწაზე ცხოვრობს, წაათრევს ამასაც და დაყრიან ბაჭატყებს.
აწვალებდა ბელა სალომეს.
-მოგკლავ
დაემუქრა სალომე.
-მერე რატი აღარ წაგიყვანს.
უარესად გაამწარა ბელამ, თან ენა გამოუყო.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი რატის ესმოდა,
ბიჭებისა და გოგონების სააბაზანოს ერთი თხელი ლითონის კედელი ყოფდა.
-წავიყვან წავიყვან არ ინერვიულო.
შეეხმიანა გვერდით ოთახიდან რატი.
სალომეს ლოყები აუწითლდა, გოგონებს კი ისტერიული სიცილი აუტყდათ.
-ვინ წამოგყვება თორე კიი...
მიაძახა სალომემ.
-სულ ცუნცულ ცუნცულით წამომყვები ვინ წაგიყვანს თორე.
ამაზე ბელას უკვე სიცილის პიკი დაეწყო, ვეღარ სუნთქავდა, ნატა იატაკზე ეგდო და სულს ძლივს ითქვამდა, დანარჩენები ან ფეხებზე ირტყამდნენ ხელებს ან კედელს ურტყამდნენ თავს.
სალომე კი იჯდა და ყურებიდან ბოლს უშვებდა სიბრაზისგან.
-კიდე კაი მომეშვა...
მიძახა ნატამ.
-კარგია.
რატის ხმაც გაისმა თან ბიჭების სიცილის ხმაც გაიგონეს.
-ნატუკა მანდ არის?
მოესმათ უცხო ბარიტონი ისევ გვერდითა ოთახიდან.
-რა იყო შენ ნატუკა მიგყავს?
სიცილით მიაძახა ბელამ.
-არა უბრალოდ უთხარი ცოტა დიეტა დაიცვას.
ნატა სულაც არ იყო მსუქანი და ბელამ იმ წამსვე მიხვდა იმ ბიჭის ნათქვამს, უბრალოდ წატუკა მოსწონდა და ყველანაირად სცდილობდა გაემწარებინა.
-შენ ნატუკა მოგწონს.
-მიგიხვდა დაამატა სალომემ.
-აბა შენ ველური ხარ ალავიძე და.
-ალავიძე არ ინერვიულო დანარჩენი ბიჭები შენი ფანები ვართ.
ესეც მესამე ბარიტონი და სიცილი.
-აქედან რომ გამოვალ ავტოგრაფს ვარიგებ.
მიაძახა ბელამ.
-ძალიან კარგი პირველი მე ვარ,
-ვითომ შენ რატო?
ესეც მეოთხე ბარიტონი.
-არა მე ვარ.
ესეც მეხუთე.
-ალავიძე დააკავე შენი პაკლოვნიკები.
მოაძახა ბელას მეორე ალავიძემ.
-არც შენ გაკლია პაკლოვნიკები.
ბელამ გოგოებს გადახედა რომლებიც რატის ხმაზე ლამის დნებოდნენ.
-გვარი გვაქვს ასეთი.
-აბა რა...
-აქ გოგოები ჩემს გარდა ან შენზე დნებიან და ან მაიორზე.
სიცილით დაამატა ნატამ.
ბელამ კიდევ ერთხელ გადახედა გოგოებს რომლებსაც დამიანის ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდათ.
-კი მართალია ალავიძე! შენთავს ვფიცავარ.
სიცილით დაუდასტურა ბელამ რატის.
ასე მხიარულად ჩაიარა ბანაობის პროცესმა.


______________________________________________________________________
ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ბელა ალავიძე და რატი ალავიძე ძალიან დამეგობრდნენ.
იყო კიდევ რატის ძმაკაცი გეგა ნაჭყეპიანი, ეს ის ბიჭია ნატუკა, რომ აგიჟებს და ბელაც რომ გიჟდება მასზე, მაგრამ როგორც მეგობარზე, ასე შეიკრა სამეგობრო წრე.
ბელა, რატი, ნატუკა, სალომე და გეგა,
მინდა რამოდენიმე სიტყვა მათმეგობრობაზე ვთქვა. ბევრი საერთო ჰქონდათ, ეს ის მეგობრები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანს რომ უსმენდენ და ნორმალურად ყოფნა მოსაწყენად ეჩვენებოდათ, ეს ის მეგობრები იყვნენ წვიმაში რომ ნაყინს ჭამდნენ და სულ არ ადარდებდათ ყელი ეტკინებოდათ თუ სიცხე აუწევდათ, და ბოლოს ეს ის მეგობრები იყვნენ ერთმანეთის გულისთვის თავს რომ გაწირავდნენ და ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდნენ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო.


____________________________________________________________________________
-ე ალავიძე
საშხაპიდან გამოსულს დაუძახა რატიმ ბელას.
-ხო ალავიძე...
გაეცინა ბელას.
-რაღაც უნდა გთხოვო და უარი არ მითხრა.
-გააჩნია რას მთხოვ...
-დღეს არ "დავაბირჟავოთ"?
-სად?
-ეზოში.
-სოფელში ვაბირჟვებდით ხოლმე ბავშვები დასასვენებლად რომ ჩავდიოდი.
-ბავშვობა კარგი იყო.
-ხო და დავაბირჟავოთ ჩვენც.
გაეცინა ბელას.
-კაი ცხრისთვის გამოდით ეზოში.
-კაი, ნატას და სალოს ვეტყვი,
-ხო მე გეგას გაგაცნობთ.
-გეგა ვინ არის?
-ჩემი ძმაკაცია, ბავშვობიდან ერთად ვართ, აქაც ერთად წამოვედით.
-კაი ოღონდ ჩემი ფანები არ წამოიყვანო.
რატის გაეცინა.
-მაგ შენი ფანები იქნება სათითაოდ რო დავაცლი თავებს.
ბელასაც გაეცინა.
-კაი წავედი და საღამოს ეზოში ვართ.
-კაი.
ბელამ საერთო ოთახისკენ წავიდა.
-ალავიძე.
კიდევ გააჩერეს ბელა,
-რაიყოთ?
მომაბეზრებლად შემოტრიალდა ბელა.
-მე შენი ფანი ვარ.
გაეკრიჭა საკმაოდ სიმპატიური ყმაწვილი.
-მერე რა გინდა ავტოგრაფი?
ცინიკურად ახედა ბელამ.
-უარს არ ვიტყოდი ოღნდ ტუჩებზე თუ დამიტოვებ.
-ტუჩებზე მუშტით ჩემს ავტოგრაფზე რას იტყოდი?
ზურგს უკან წყნარი ხმის ტემბრით უთხრა რატიმ რიგითს.
-აუ ესენი ვინ არიან ტოო...
მომაბეზრებლად გადააქნია თავი რიგითმა და ჩამოშორდა ამ ორს.
-რატი შენ თუ ასე გააგრძელე რეიტინგს დავკარგავ.
გადაიკისკისა ბელამ.
-ხო და ძალიანაც კარგი.
გაიბღვირა რატი.
-შენა და შემობრუნდი ზურგით.
-რა?
-შებრუნდითქო.
რატი შებრუნდა, ბელა ზურგზე მოაჯდა.
-გასწი ჩემი ოთახისკენ.
ორივე იცინოდა როცა დამიანი თავზე დაადგათ.
-ხელს ხო არ გიშლით?
დაუფარავი გაღიზიანებით ჰკითხა დამიანმა.
-არა უკვე მივდიოდით,
ასეთივე ტონით დაამატა რატიმ და გზა განაგრძო.
დამიანმა სიბრაზისგან მუშტი ისე მაგრად შეკრა რომ ლამის ძვლები დაემტვრა.

-კარგი აქ ჩამომსვი.
სთხოვა ბელამ რატის.
-თქვენი ბედაური მზადაა გემსახუროთ.
სრული სერიოზულობით აუღო ჩესტი რატიმ.
-დედა შენ მოგიკვდი, იუმორში ვინ გამეცადინებს?
-ოხ შე წრუწუნა.
-წავედი ახლა მე და ცხრაზე გარეთ ვართ.
-ხო კარგი.
აქ იყოფოდა რატის და ბელას გზები, რატი ბიჭების ოთახში შევიდა, ბელა გოგოების.
საოცარ სითბოს გრძნობდა ბელა ამ ბიჭისგან, ძალიან დადებითი ზემოქმედება მოაზდინა მასზე და ამავე დროს ეცნობოდა და ვერ იხსენებდა საიდან ეცნობოდა, რატი ალავიძე.... იმეორებდა გულში, ისეთი შეგრძნება ჰქონდა დიდი ხანია ვიცნობო.
ამ ფიქრებიდან ნატუკამ გამოიყვანა.
-ალავიძე არ იძინებ?
-აუ გოგო დღეს რატიმ მთხოვა ეზოში დავჯდეთ ყველანიო და წავიდეთ.
უთხრა ბელამ.
-აუ მეძინება
-გთხოოვთ.
შეევედრა ბელა ნატუკას და სალოს.
-რაო რა თქვი?
გაიკვირვა სალომ ვითომ ვერ გაიგონაო.
-გთხოვთ.
-თუ გვთხოვ.
გადაიხარხარა ნატამ.

გარეთ კიდევ წვიმდა, მაგრამ რატის და გეგას ხით დახურული ადგილისთვის შეეფარებინათ თავი.
-რას შვებით?
-იკითხა ბელამ მისვლისთანავე.
-ეს გეგაა გაიცანით.
-სასიამოვნოა, ეს ნატუკა და სალომე.
-სასიამოვნოა.
გააცვნეს მეგობრები ერთმანეთს და აქ დაიწყო ნატუკას და გეგას ჩხუბი.
-მსუქანაც მოსულა.
გადახედა გეგამ ნატუკას.
-ა შენ ის ხარ?
-ის არა გეგა ვარ.
გეგამ ნაპაზი დაარტყა და სიგარეტის კვამლი ნატუკას სახეში მიაბოლა.
ნატუკამ სიგარეტი ხელიდან გამოგლიჯა და ანთებული სიგარეტი სულ ნაკუწებად აქცია.
-აღარ გაბედო.
-რა დღეში გაქვს ნერვები ბავშვი.
-ვინ არის ბავშვი შე იდიოტო?
ორი ალავიძე და სალომე გაშტერებულები უყურებდნენ ამათ ჩხუბს, ბოლოს სალომეს მობეზრდა.
-დიდი ხანი მოგვიწევს ჩხუბის
ყურება?
გაბრაზდა სალომე.
-არა.
გაიბუსხა ნატუკა.
-აუ იცით რა მინდა?
თქვა ბელამ და თან წვიმას უყურებდა.
-რა?
ჰკითხა გეგამ.
-ნაყინი.
როგორც კი თქვა რატი ადგა და საცხოვრებლისკენ გაიქცა.
-სად წავიდა?
იკითხა ნატამ
-მოვა.
მკვახედ უპასუხა გეგამ.
ბელას სიცილი აუვარდა ამათ შემხედვარე.
რატი დაბრუნდა, მერე იმ კედელს მიუახლოვდა აკადემიას რომ ერტყა გალავნად. კედელზე აირბინა, ჰო აირბინა, ხელით გალავანის დასასრულს დაებღაუჯა და მეორე მხარეს გადახტა.
-რას აკეთებს?
დაფეთებული წამოვარდა ბელა სკამიდან
-ნუ გეშინია, პარკურის წრე ჰქონდა უკან დაბრუნება არ გაუჭირდება.
-კი მაგრამ სად წავიდა?
იკითხა სალომემ.
-ეგ არ ვიცი
მეორე ღერს მოუკიდა გეგამ.
ცოტა ხანში გალავნის მეორე მხრიდან ცელოფანი გადმოვარდა, მალევე სკუპ და რატიც გალავნი შიგნით აღმოჩდა.
-სად იყავი? გაგიჟდი?
მიაყარა ბელამ.
-ჩემს გოგოს ნაყინი უნდოდა.
კმაყოფილი სახით აღნიშნა რატიმ და ცელოფანი მაგიდაზე დადო, რონელიც სავსე იყო სხვადასხვანაირი ნაყინებით .
-გაგიჟდი?
-მარტო შენთვის არ წავსულვარ, მეც მინდოდა.
დაამატა რატიმ, მაგრამ თვითონაც იცოდა რომ საკუთარი თავის გამო არ წასულა,
-ვინმეს რო დაენახე?
გაოცდა სალომე.
-რატი ეგრე ადვილად არ ნებდება.
სიცილით დაამატა გეგამ.
-ჭამეთ ახლა, მიყურეთ მე.
გაეცინა რატის.
ბელამ სპორტული ზედა გაიძრო, ნაყინი გახსნა და მოკლე მკლავიანი მაიკის ამარა გავიდა წვიმაში.
-რას აკეთებ?
განცვიფრებულმა იკითხა ნატუკამ.
-ოცნებას ვისრულებ.
-რა ოცნებას?
-როცა ყველა ოცნებას უკლებლივ ავიხდენდი დავიფიცე, რომ ერთდღეს ნაყინს თავსხმა წვიმაში მოკლე მკლავიანი მაისურის ამარა შევჭამდი.
-და არ ინაღვლებდი სიცხეს მოგცემდა თუ არა საღამოს.
დაამატა რატიმ.
-არც იმას ყელი მეტკინებოდა თუ არა.
გააგრძელა ბელამ.
-არც იმას სხვები რას იტყოდნენ, თუმცა იცოდი რომ გიჟად შეგრაცხავდნენ.
აგრძელებდა რატი.
-მაგრამ მე არ ვიდარდებდი...
-რადგანაც ისედაც იცოდი რომ გიჟი ხარ...
რატი ადგა და წვიმაში გავიდა, ბელას მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა.
-მომენატრე...
უთხრა ბელამ, და თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა, თუმცა ეს ცრემლი წვიმაში, მხოლოდ და მხოლოდ რატიმ შეამჩნია.
-რა ხდება?
იკითხა ნატუკამ.
-საშენო არაფერი, უხეშად უპასუხა გეგამ და ნაყინის ჭამა გააგრძელა.



№1  offline წევრი nigita

ძალიან მაგარი იყო ... რატი და ბელა ბავსჰვობის მეგობრები აბ ნათესავები არიან ალბთ ერთმანრთის ხო? :D

 


№2  offline წევრი ტასიკო

რა მაგარიააა ,მალე დადე რაა ,ძაან საინტერესოაა

 


№3  offline წევრი gijka13

nigita
ძალიან მაგარი იყო ... რატი და ბელა ბავსჰვობის მეგობრები აბ ნათესავები არიან ალბთ ერთმანრთის ხო? :D

ოო მაგას მერვე თავში გაიგებთ :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent