შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 17


23-06-2015, 20:53
ავტორი ნათი_
ნანახია 3 192

ლუკა ერთადერთი ნათელი წერტილი და პოზიტივი იყო ჩვენს ნაცრისფერ შენობაში. გულგრილს არავის ტოვებდა. მალე წამოიზარდა, ბაჯბაჯი და ტიტინი დაიწყო. აი მაშინ კი საბოლოოდ დავკარგე მისი გზა–კვალი. ხან სად არმოვაჩენდი, ხან ვის ხელში მოვკრავდი თვალს. რა ენაღვლებოდა, ყველას თავის ჭკვაზე ატარებდა, მისთვის ყველა კარი გახსნილი იყო. ამ ეშმაკუნამ ბატონი გიორგის ყინულის გულიც კი გაადნო და სულ გააცანცარა ამხელა კაცი. პირველად რომ შევამჩნიე ბატონი გიორგი მთავარ დერეფანს მიუყვებოდა, თავისი კაბინეტისკენ, ლუკა კი მის უკან მიბაჯბაჯებდა. კიბეზე ჩავირბინე, ვიფიქრე რომ შეაწუხოს უხეშად მოექცევათო. ამას კი არ დავუშვებდი, მაგრამ ბოლო საფეხურზე გავჩერდი სანახაობით გაკვირვებული : გიორგიმ გრანდიოზულად გახსნა კარი და უკან დაიწია, რომ ლუკასთვის გზა დაეთმო, ესეც ურცხვად შებაჯბაჯდა. „აი ახლა კი ნამდვილად უნდა გამოვიყვანო იქიდანთქო“ ვიფიქრე და კაბინეტისკენ წავედი. ოდნავ ღიად დარჩენილ კარში შევიხედე და ცოტა დამაკლდა სიცილი არ წამსკდომოდა. ლუკა მაგიდაზე იჯდა, რასაც მისი პატარა თითები სწვდებოდა ჯერ შეისწავლიდა, მერე კი აქეთ–იქით ისვრიდა. ჩვენი მკაცრი დირექტორი კი სულელივით მანჭავდა სახეს, რომ ლუკას გასცინებოდა. ესეც უდარდელად ხითხითებდა. „კარგი, მოდი გართობში ხელს არ შევუშლი...ჩემთვისაც ასე აჯობებს“ გავიფიქრე, პირზე ხელი ავიფარე სიცილის შესაკავებლად და იქაურობას სასწრაფოდ მოვშორდი.
ჩვენს სამუშაოს უკვე შესანიშნავად ვასრულებდით.კომპიუტერთან მუშაონის გამოცდილებაც შევიძინეთ თუმცა ჩვენს შენობასთან გამოჩენილმა სამარშუტო ტაქსიმ ნამდვილად გაგვაოცა. უფრო სწორად გაგვაოცა იმან რას ამ ტაქსის ევალებოდა. ბატონმა გიორგიმ კლასიკური სამოსი დაგვირიგა და ჩვენი პირველი სამუშაო დღის შესახებ გვაუწყა თავის ოფისში. მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ ოფისებში. ოთხ ჯგუფად გადაგვანაწილეს და სამსახურისკენ წავედით. სანამ ოფისში მივიდოდით, ფანჯრიდან თვალს არ ვაშორებდი ნაცნობ ქუჩებს. იმ კონკრეტული ადგილიდან ჩემი სახლისკენ მიმავალ გზებს ვიხსენებდი. ვაკვირდებოდი რა იყო ახალი და რა ძველი, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილიყო.
–აი ახლა რო გავაღო კარი და მანქანიდან გადავხტე რა იქნება? პირდაპირ ჩემი სახლისკენ გავიქცეოდი–აჩურჩულდა ჩემ წინ მჯდომი ლილე და მძღოლისკენ გააპარა თვალი, ხომ არ გაიგონაო
–შენ არასწორად იკითხე ლილე–შევუსწორე_ „აი ახლა რო გავაღო კარი და მანქანიდან გადავხტე რამდენ წელს დაგვიმატებენ?“ აი ასე უნდა გეკითხრა–გავუღიმე
ჩემი შენიშვნა დააიგნორა და „ოცნება“ განაგრძო: ჩემებს ვნახავდი, როგორ გაუხარდებოდათ. წარმოგიდგენია მათი რეაქცია?
მათი არ ვიცი მაგრამ თვალწინ ჩემი მშობლების რეაქცია დამიდგა. სიხარულისგან გაგიჟდებოდნენ, მაგრამ რა რეაქცია ექნებოდათ როცა ჩემს გვერდით ლუკას დაინახავდნენ? ამის წარმოდგენა მიჭირს.
–ლილე შენი გადახტომით ყველაფერს გააფუჭებდი–საუბარში ჩაერთო ჩვენი რეალისტი ლანა. რომელიც ჩემს გვერძე იჯდა–მორჩი ოცნებას, ეს დღე ისედაც მალე დადგება.
–აღარც მგონია რომ ეს დღე საერთოდ დადგება, როცა ისევ ვნახავთ ჩვენს ახლობლებს–ამოიხრა ელენემ
–როგორ არა დადგება, ნახე, ჩვენ ძალიან სწრაფად მივიწევთ წინ. ჯერ ვსწავლობდით, მერე შენობაში ვმუშაობდით, ახლა უკვე ოფისში მივდივართ. დარწმუნებული ვარ მალე საბოლოოდ დავტოვებთ იქაურობას.
–გეთანხმები.–გავუღიმე ლანას–თან ჩვენ უკვე შენობის გარეთ ვართ, ვფიქრობ შეიძლება რაიმეს მოფიქრება, თუ ვერ ვნახავთ, იქნებ დავრეკოთ მაინც ვინმესთან.
მანქანა გაჩერდა. ჩვენ შევწყვიტეთ ჩურჩული და აჩქარებით გადავედით. უზარმაზარი, პრიალა ფანჯრებიანი შენობის წინ აღმოვჩნდით. აშკარად ახალი აშენებული იყო, რადგან ადრე ამ ადგილას მსგავსი არაფერი იყო. მანქანიდან ჩვენი თანამგზავრიც გადმოვირა, ამ შემთვევაში გიდის როლი მოირგო და შენობაში შეგვიძღვა. იქაურობა სადად იყო მოწყობილი, თეთრი კედლები, თეთრი იატაკი. მოსაცდელში შავი, ტყავის დივნები იყო განლაგებული. დერეფნის ბოლოს კიბე იყო რომელსაც მეორე სართულზე ავყავდით. იქამდე მისასვლელი გზა კი შუშაბანდიანი კარ–ფანჯრით სხვადასხვა კაბინეტებად იყოყებოდა. შუშაბანდს ჟალუზები ფარავდა. მეორე სართულზე ზოგიერთ კარს არა ჩვეულებრივ კაბინეტში, არამედ დიდ დარბაზში შეჰყავდი, სადაც ერთი დიდი, საერთო მაგიდა იდგა, გარშემო კი სკამები ჰქონდა შემოწყობილი, იქვე იყო დამონტაჟებული დიდი ეკრანიც, როგორც ჩანდა იქ სხვადასხვა პროექტებს განიხილავდნენ. დერეფნის ბოლოს კვლავ კიბე იყო. ასევე მეორე სართულზე იყო განლაგებული „ღია კაბინეტები“. ის სამი მხრიდან იყო შემოსაზღვრული. ყველგან ერთნაირი შავი სამუშაო მაგიდები და ასევე შავი სკამები ელაგა. როგორც ჩვენმა ხელმძღვანელმა გვითხრა მათგან ნაწილი ჩვენ გვეკუთვნოდა. სავარაუდოდ ის ნაწილი სადაც მხოლოდ კომპიუტერი და ტელეფონი იყო განთავსებული, რადგან დანარჩენ მაგიდებზე, რომლებას პატრონი უკვე მისჯდომოდა, უამრავი საქაღალდე იყო მიმოფანტული. მართალიც აღმოვჩნდი.
–აი აქ, თავისუფალ მაგიდებთან მოთავსდით–მიგვითითა ხელმძღვანელმა
ჩემთან ყველაზე ახლომდებარე მაგიდას მივუჯექი.
–ჩვენი ნებართვის გარეშე ნურაფერს მოკიდებთ ხელს–გამოაცხადა ხმამაღლა ყველასთვის მაგრამ მომაშტერდა მე. ეს მაშინ შევამჩნიე როცა დააყოლა–ქალბატონო თეკლა, ეს თქვენც გეხებათ.–ტელეფონის ყურმილი ადგილზე დავაბრუნე და სკამით უკან გავგორდი, რომ მაგიდას შესამჩნევად მოვშორებოდი. ნაძალადევი კმაყოფილებდით გამიღიმა და განაგრძო
–ჯერჯერობით იგივე გევალებათ რასაც აქამდე აკეთებდით. ნელნელა ახალ დავალებებსაც მიიღებთ. სახელფასო ბარათებს დღის ბოლომდე მოგაწვდიან. ყოველთვიურად 1500 ლარი დაგერიცხებათ.
გამიკვირდა პირველივე დღეს რომ გვაცნობეს ხელფასის შესახებ. საერთოდ არც მეგონა თუ გვექნებოდა. 1500 ლარი საკმაოდ კარგი თანხაა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობაში, თან მხოლოდ საბუთების ფრიალი რომ გვევალებოდა. ან სად უნდა დაგვეხარჯა ეს ფული. არამგონია გიორგის საყიდლებზე სიარულის ნება დაერთო. მოკლედ რაც არ უნდა ყოფილიყო ამ „სასიამოვნო პრობლემას“ როგორმე მოვაგვარებდით. სამუშაო დღე არც ისე დამღლელი იყო. უბრალოდ მე იმიტომ მეძნელებოდა, რომ... წარმოგიდგენიათ, ჩვენს შენობაში ჩქარა დაბრუნება მინდოდა. მხოლოდ ლუკას გამო. ჩემს იქ არ ყოფნაში ერთერთი სანიტარი, „ძიძა“ უვლიდა. დიდად არ მომწონდა, რომ ვტოვებდი.
მაღლა ნახსენები ხელმძღვანელი, ჩვენი მეთვალყურე გახდა. ამოწმებდა ვინმეს მითითებები არ დაერღვია, ამის გამო პირველი რამდენიმე დღე ტელეფონით სარგებლობა ვერ შევძელი, მაგრამ მეორე კვირას, როცა ცოტათი მისი ნდობა მოვიპოვეთ, თავს უფლება მისცა ოფისის ბუფეტში ჩასულიყო, ყავის დასალევად. მესმაშინვე გადავწვდი ტელეფონს და სახლის ნომერი ავკრიფე, ლილე გავაფრთხილე თუ გამოჩნდა მანიშნეთქო, და სამაგიეროდ დავპირდი მომავალში მე გაგიწევ დარაჯობასთქო. ზარი რამდენჯერმე გავიდა, ბოლოს კი ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა ყურმილში
–გისმენთ–წამით სუნთქვა შემეკრა, აზრები გამეფანტა, ვეღარ ვპიქრობდი რა უნდა მეთქვა–გისმენთ–გაიმეორა, ძალა მოვიკრიბე და ამოვღერღე
–დედა... თეკლა ვარ
–თეკლა? მართლა შენ ხარ? როგორ ხარ დედა? სად ხარ? როგორ ვნერვიულობდი, თეკლა ხმა გამეცი–ცრემლები ვეღარ შევიკავე, მისი ხმის გაგონებას როგორ ველოდი, მაგრამ მაშინღა ვიაზრებდი რომ ეს უკვე არარეალურად მიმაჩნდა. ისიც ტიროდა
–მე კარგად ვარ დეე, როგორ მომენატრე. მითხარი მამა როგორაა, ხო კარგად ხართ?
–თეკლა უკვე მკვდარი მეგონე. მაშინ იმ პოლიციის შენობიდან რომ გაგიყვანეს, მას შემდგეგ აღარავის უნახიხართ, თქვენზე არავინ არაფერს გვეუბნებოდა, თითქოს მიწამ ჩაგყლაპათ, ისე გაგაქრეს. აღარ მეგონა თუ კიდევ გავიგონებდი შენს ხმას.
–მეც და სხვების კარგად ვართ დეე, უბრალოდ ეხლა ცოტა დრო მაქვს, ყველაფერს ვერ აგიხსნი. მაგრამ მგონი შევძლებ ხოლმე დარეკვას და ნელნელა მოგიყვები ყველაფერს.
–თეკლა დროზე დაამთავრე, მალე დაბრუნდება–გამაფრთხილა ლანამ
–ხო ვიცი–ვუპასუხე და დედას მივუბრუნდი–დე მამა მომიკითხე, ამ ნომერზე შენ არ დამირეკო, როცა შევძლებ მე შეგეხმიანები და თავი შეიკავე ვინმესთან თქმისთვის, რომ დაგირეკე კაი?
–კარგი დედა, მაგრამ გამაგებინე სად ხარ? რა ხდება?
–თეკლა მოდის!–დაიჩურჩულა ლილემ
–ეხლა არ შემიძლია დე. უნდა გავთიშო! მერე დაგირეკავ.–პასუხს ვეღარ დაველოდე, იმის ქუსლების კაკუნი მესმოდა. ყურმილი სწრაფად დავკიდე და საბუთებს მივუბრუნდი.

ისტორია დასასრულს უახლოვდება ^_^ ერთი ან ორი თავი...



№1  offline წევრი ana))

kargia.male gamoushvi eSeni. kargi gogo xar, kargad wer.
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 


№2  offline წევრი dartymuli princesa

Auu dzaan magaria gushin wavikitxe yvela tavii da ise gamixarda dgges ro dadee male gaagrdzele da didi tavebii

 


№3  offline წევრი Marikuna123

სასწაული გოგოხარრ!! დღეს დადე რაა ძალიან გთხოოვვ ვეღარ ვითმენნნ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent