შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერეს მსხვერპლი(თავი6)


26-06-2015, 09:54
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 307

ნატალია ამ დროს გაკვეთილებს აკლავდა თავს...სხვა რამეზე ჰქონდა გადატანილი ყურადღება,მაგრამ რაღაც ბინდბუნდს ისიც მოეცვა.
რვა საათზე თამარიმ დაურეკა და უთხრა,რომ მისი უმცროსი დის,ანის დაბადების დღე იყო.ამის თავი არ ჰქონდა,მაგრამ,აუცილებლად,უნდა წასულიყო..სხვანაირად არ შეიძლებოდა..ანისთან ხომ კარგად იყო..გოგონა ხშირად ამოდგომია მხარში და დახმარებოდა,როცა უჭირდა.
„ცხრამეტის ხდება..რა ვაჩუქო“-ფიქრობდა,მაგრამ ვერ მოიფიქრა და თამარის მისწერა რჩევისთვის:
„რა გაუხარდება?“
„რავი“.
„შენი დაა და არ უნდა იცოდე“.
„მოიფიქრე რამე“.
ახლა თვთონ უნდა გადაეწყვიტა,რა ეჩუქნა ანისთვის.
გაახსენდა სამაჯური,რომელიც ანის მოეწონა,მაგრამ სოლიდური თანხა ღირდა და აღარ უყიდია.უცბათ,მოეშვა.მაშინვე იყიდა საჩუქარი.მალევე გამოუარეს.
-სად მივდივართ?
-რაღაც კლუბია-თამარიმ სწრაფად უპასუხა და მანქანისკენ ანიშნა.
-უი,ანი..გილოცავ.დიდი გოგო გაიზარდე-გადაეხვია.
-ცხრამეტის გავხვდი.
-მმმ..
-კაი,წავედით-თამარიმ დააჩქარა ისინი და საჭეს მიუჯდა.პატარა მანქანა ჰყავს.ფირმა არც აინტერესებს...პატარაა და ზუსტად ასეთი სჭირდება.ცოტა ხნის წინ ჩამოუვიდა და საკმაოდ კმაყოფილია.
კლუბში მალე მივიდნენ.თამარი გაშტერდა,როცა დიდი ხნის უნახავი ლაშა დაინახა,რომელიც სხვა გოგოს ეცეკვებოდა.
თამარი პირდაპირი და გამბედავი იყო და მაშინვე მივიდა ლაშასთან.
-ლაშა,ჩამოხვედი?-მიაშტერდა ბიჭს,რომელიც ცოტა ხნით სოფელში იყო წასული იმ მიზეზით,რომ ახლობელი გარდაეცვალა.
ბიჭი დაიბნა.თამარი მას კარგად იცნობდა...დარწმუნებული იყო მის სიყვარულში,მაგრამ ახლა ეჭვი გაუჩნდა ამ გოგონას გამო.
-ეს ვინაა?-ქერა გოგომ აათვალიერა თამარი.
-ლაშას შეყვარებული.თავად ვინ ხარ?
-მე მისი გოგო ვარ-ტუჩები დაპრუწა და ელასტიკში გაკვეხილი უკანალი გამობზიკა.
-მე...-ლაშას ენა დაებნა.
-რა შენ?
-არ მინდოდა გული გტკენოდა.
-მატყუარა-ლამის იყო ყვიროდა თამარი.
-ჩვენ ერთად ვართ და თან ის საქმეც კარგად გამოგვდის-ქერამ გაუღიმა და ლაშას ტუჩზე შუა თითი ჩამოუსვა.
-შენი დედაც მ******-თამარიმ სილა გასცხო და უკან მოუხედავდავად წავიდა.ლაშას მთელი სახე აუწითლდა.
თამარის არ უტირია..დასთან მივიდა და ჩუმად უთხრა:
-უნდა წავიდე..ვწუხვარ..
-რა ხდება?-ანი დაიბნა.
-მერე მოგიყვები გაერთე.
-კაი-ცეკვა განაგრძნო ანიმ.
ნატალია ამ დროს იჯდა და თვრებოდა...სასმელს დაწაფებოდა და,რომ დაგეშალა,ალბათ,გაგიჟდებოდა.ისეთი გოგო იყო,რომ დაბადების დღეებზე და საერთოდ ყველგან ეშინოდათ მისი დაპატიჟება..იმდენს სვამდა,რომ გაგიჟდებოდი..მოკლედ,რამდენიც შეეძლო..წაქცევამდე სვამდა დ ასვამდა..არაყი,ტეკილა,ლუდი,ღვინო..მოკლედ ყველაფერს..განა უნდოდა? უბრალოდ ვერ ჩერდებოდა და ამას ვერც სხვები ახერხებდნენ.
როგორც იქნა ადგა და ცეკვა დაიწყო...მთელ სხეულს აყოლებდა მუსიკას.უკნიდან გიორგი მიეპარა..
-ნატალია,ვიცეკვოთ?-გამომწვევად შეხედა გოგონას.
-გიო-გოგომ უფრო თამამად დაიწყო ცეკვა.
-მოდი.
გიორგიმ წელზე მოხვია ხელი,გოგონამ კისერზე შემოაჭდო და რხევა დაიწყეს ურიტმოდ.ორივე მთვრალი იყო...
ნახევარი საათი ასე ცეკვავდნენ და ერთმანეთს მადიანად აშტერდებოდნენ...მუსიკის ბოლოს გიორგიმ სახე სახესთან მიუტანა ნატალიას..ორივეს სუნთქვა გაუმძაფრდა და მალე გიორგის ენა გოგონას პირში დაცურავდა უმისამართოდ,გოგონასი კი გიორგისაში.ეს კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა,რომ ანის არ მოეკიდა ხელი ნატალიასთვის.
-გოგო,მთვრალი ხარ..მერე არ დაიწყოთ ლაპარაკი გოგოსა და ბიჭის მეგობრობაზე..
-აუ,გამიშვი-როგორც ჩანდა,ნატალია უკანასკნელ დონეზე იყო მთვრალი..თორემ ამას ფხიზელი,რომ მოეკლათ არ გააკეთებდა.გიორგი,ის ხომ მისი მეგობარი იყო.
უკვე გვიანი იყო.ოთხი საათი ხდებოდა,როცა თამარის სახლში დივანზე უგონოდ ეგდო ნატალია.თამარი სამზარეულოში ტკბილეულის ჭამით სკდებოდა.ანის დანახვაზე ფეხზე წამოდგა.
-რა ხდება აქ?-ანიმ გაკვირვებით შეხედა ტკბილეულით სავსე მაგიდას.
-რა უნდა ხდებოდეს? ორი ამდენი იყო.ვერ ვჩეერდები.
-დეპრესიაში ხარ?
-არა.მაგ ნაბიჭვარს დავშორდი.სხვასთანაა.გესმის?
-რის გამო წავიდა? ხომ უყვარდი?-ანის ძალიან გაუკვირდა და გაშტერებული უყურებდა თამარის.
-ალბათ,სექსის პონტში.
-კონკრეტულად.
-იმ გოგომ ერთად ვართ და ის საქმეც კარგად გამოგვდისო-ანი იცინოდა და ვერ ჩერდებოდა.
-დაიკიდე..არ ყვარებიხარ.
-აბა რას ვშვრები?
-კარგი..მეც შემოვუერთდებოდი შენს წვეულებას,მაგრამ არ შემიძლია.
-არაუშავს.უბრალოდ შენთან ლაპარაკიც წვეულებაა.
-გოგო,დივანზე იცი ვინაა?
-ვინ?
-ნატალია.უკანასკნელ დონემდე დალია.
-მაგ გოგომ ხომ არ იცის საზღვარი.
-შეშლილია..უარესი გითხრა?
-რა?
-ადრე ხომ არაფერს აფუჭებდა ახლა კი..
-რა?-თამარი ფეხზე წამოხტა.
-იცი ვის პირში ჰქონდა ენა?
-ვის?ვინმე გაიცნო?
-არა,გიორგის პირში.
-ისიც მთვრალი იყო?
-კი..
-მაგას მოსწონს ნატალიას.
-ვის არ მოეწონება..
-ერთზე გიჟდება რამდენი ხანია.მარტო მე და მაგან ვიცით,ასე რომ,ვერ მოგიყვები.
-არ მოსოწნონს იმას?
-საერთოდ არ იცის ნატუკას არსებობის შესახებ.
-ვაიმე,დედიკო,აქ რა ამბავი ყოფილა.
-კარგად გაერთე? არ მიკითხავს,ბოდიში.
-კი..უი,ტორტი შენთვის წამოვიღე.
-ვაიმე,ჩემი საყვარელი.
-ტკბილეულის გიჟო-წინ დაუდო დიდი ნაჭერი.თამარიმ მაშინვე ჩანგალი იმარჯვა და ჭამას შეუდგა.
-მმმ...ძალიან გემრიელია.
-მგონი გაიღვიძა-ანა ფეხზე წამოდგა.
-რა მოხდა,მერე რომანში გამოიყენებს,მთვრალი მეგობარს როგორ კოცნიდა-თამარიმ გადაიხარხარა.
-შენც ხომ არ დათვრი ნატალიასავით?
-მეტყობა რამე?
-კი.
-არა.
ნატალიას,მართლაც გაღვიძებოდა.
-თამარ-უკანასკნელ ხმაზე ეძახდა დაქალს.
-ნატ,გაიღვიძე?
-გოგო,ლუკა მეცეკვა და მერე ვაკოცეთ.
მაგრამ ცხოვრება ის ხომ არაა ჩვენი წარმოდგენები..განა რეალობაში ხდება ის,რასაც ვხედავთ ჩვენს ილუზიებში?!ჩვენ მხოლოდ სიზმარში გვარგუნებს ცხოვრება ამ ბედნიერებას და ისიც იშვიათად...ეს ყველაფერი გაქრება მალე..გაგეღვიძება და დაიანხავ,რომ ის არაა შენს გვერდით ...დარწმუნდები,რომ ეს იყო მხოლოდ ღამის წარმოსახვა და ეს უფრო გაგიცრუნეს იმედებს..შესაძლოა,ამ სასიხარულმა სიზმარმა მთელი დღე ღიმილი მოგგვაროს,მაგრამ განა ეს ბედნიერების ღიმილია...
ეს სიზმარი იყო..დიახ,სიზმარი..სიზმარი,რომელმაც ნატალიას გაუცისკროვნა სახე და ადრენალინიც აგრძნობინა,მაგრამ განა ეს საბედნეიროა? ვინ იცის..უბრალოდ ამდენი სიზმარი და ამდენი ილუზია....ეს ყველაფერი ხომ ცვლიდა გოგონას..დიახ,ცვლიდა და უკვე შეეცვალა კიდეც..ნატალია,მართლაც,მარტოსული მწერალი გამხდარიყო...პოეტი და მწერალი..გოგონა,რომელიც უსაზღვროდ იყო შეყვარებული ბიჭზე...ბიჭზე,რომელიც მისგან შორს იყო..არც იცნობდა და ვერც გაუმხელდა ამ გრძნობებს...ეს ხომ მისთვის კატასტროფა იყო..
ლუკა მაინც ვერ მიხვდა..ან ვერ მიხვდა..ვინ იცის.შემდეგ დღეს ისევ დაუბრუნდა ჩვეულ ცხორვებას.ალბათ,სულ გადაავიწყდა გოგონა უსაზღვრო გრძნობებით...შესაძლოა,გულის სიღრმეში ფიქრობდა მასზე...ვინც იცის,მაგრამ ეს ხომ უხილავი არსება იყო ..ნატალია გოგონა,რომელიც ასეთ ანონიმურობას ინარჩუნებდა.
„ინსტაგრამზე“ „დაფოლოვებული“ ჰყავს,მგონი.გოგონას არ ახსოვს საიდან,მაგრამ ცოტა ხნის წინ შენიშნა,რომ ბიჭი წითელი მაისურით „პროფილზე“ ლუკააა...თუმცა გოგონა მუდამ დაფარყულია...მუდამ რაღაც იდუმალებით აღსავსეა და იქ სულ სხვა სახელითაა და ლუკას ხომ არ დაესიზმრებოდა..ასე მოეწონა გოგონას შემოქმედება,მაგრამ უბრალოდ თავი შეიკავა თუ იგნორირება გაუკეთა...ვინ იცის,მაგრამ ეს ხომ ვირტუალური სამყაროა..ყველას ხომ არ გამოელაპარაკები?
ასე მიყვა დღეები დღეებს..ლუკას თავისი ფეხბურთი ადარდებს,ნატალიას კი რუტინა და ისევ რუტინა...ბრუნავს ამ ყველაფრის გარშემო..მუდამ მაქსიმუმი უნდა და,ასე თუ ისე,გამოსდის..ისევ ფიქრობს მასზე..ფიქრობს და ეს არ აძლევს მოსვენების საშუალებას..
ფიზიკის მასწავლებლის გაკვეთილზე ერთ დღეს კინაღამ ჩაეძინა..ნახევრად სიზმრებში იყო,თვალები მოეხუჭა და თავს ძლივს უწევდა წინააღმდეგობას..აი,რა იცის სიყავრულმა...
-ნატალიას,ისევ შეყვარებული ხარ?-თამარიმ ყავის მადუღარა გამორთო.
-თამარ,თამარ...გაცინო,გინდა?
-ყავას დალევ?
-უშაქროდ.
-ვიცი,რომ უაშროდ გინდა-გაუღიმა დაქალმა და ყავის დასმა დაიწყო.
-გოგო,გუშინ ბიოლოგიის მასწავლებელი იყო ჩემთან...სადღაც ვნახე განცხადებდა მოკლედ და..
-მერე? რა მოხდა?
-ანეგდოტი ქალი..ლამისაა მე ვასწავლო..სათვალეს გაიკეთებს,წინ კონსპექტებს სწრაფად და გაუმართავად კითხულობს და წიგნშიც იჭყიტება..კინაღამ ჩამეძინა,როცა რაღაც სურათს იყო ჩაძიებული..
-უი,მართლა? „უჟას“.
-ჰო,მართლა..აღარ მინდა მეთქი და ერთი გაკვეთილის საფასური რომ მოითხოვა.
-გამოსაცდელი ვადა არაო?
-აუ,გოგო,ტესტებში მეჯიბრებოდა,დასწრებაზე იყო ქალი..ჩვენში დარჩეს და მე ვჯობნიდი-გადაიხარხარა ნატალიამ.
-სხვა მასწავლებელს ნახავ,ნატუკ.
-უშაქროა,ჰო?
-აუ,ჰო,აბა..ჯერ არ დამმართნია სკლეროზი.
-მართლაც-ნატალიამ ყავა მოსვა.
-იცი?
-გისმენ...რამე მოსაყოლი გაქვს?
-გოგო,ლაშაზე აღარ ვაპირებ საუბარს და არც ფიქრს.
-ფიქრს ვერ მართავ...თორემ მე განა ასე ვიწამებდი თავს?
-ვეცდები..უბრალოდ არ ღირს მასზე დროის დახარჯვა..რაც შევწირე ისიც საკმარისიაა და საერთოდ მასეთ არარაობებზე არაფერი უნდა დახარჯო..კაპიკიც კი,,
-კაპიკიც არ იყო მისი ფასი.
ნატალია შეპყრობილი გოგონა გახდა.ვინ იყო ეს ლუკა? ვინ იყო,ასე რომ შეცვალა გოგონა? მისი ახალი მუზა გახდა ის და ახლა აღარ იცოდა სად წასულიყო,როცა ამ გრძნობებს ვერ უმხელდა მას.
მაისის მწველი მზე...თითქოს ახალი რამის საწყისი...ერთ საღამოს დაესიზმრა,რომ ლუკამ ლექსი დაუწერა..დაუწერა და ამ ლექსით მიესალმა.მისწერა სოცილურ ქსელში...ეს მხოლოდ სიზმარი იყო.გამოეღვიძა გოგონას და სახტად დარჩა,როცა მისი წაკითხვაც ვერ მოესწრო.დანაღვლიანდა და წვიმის ხმა გაიგო...ამინდს ხომ მისი შესანიშნავად ესმოდა..მის ტკივილსა და შფოთვას იზიარებდა..იქნებ ესოდა კიდეც გოგონას გრძნობების...ეს საშინელი შეგრძნება კვლავ უფრო მძაფრდებოდა...
ლუკა სადღაც იყო.როგორც პოსტებიდან ჩანდა,თბილისიდან შორს უნდა წასულიყო..ან რა მნიშვნელობა ჰქონდა..სადმე რომ შეხვედროდა,ხომ უფრო გაგიჟდებოდა...ან კი შესაძლებელი იყო ეს..თუმცა,ცხოვრება ალბათობაზეა აგებული....იმ ალბათობაზე,რომელთანაც მათემატიკური ვერცკი მივა....ცხორვება ზუსტი რომ იყოს,ეს ხომ შეუძლებელია...აქ ყველაფერი განსხვავებული და ძნელია..თითქოს არ არსებობს რაღაც საზღვარი..ან იქნებ არსებობს,მაგრამ მისი პოვნა ჩვენთვის შეუძლებელია...
ნატალია ზოგჯერ დაეჭვდება ხოლმე თავის გრძნობებში..არა,გრძნობებში არა...უფრო ძნელადაა აქ საქმე..ცეკვის გაკვეთილზე ხვდება,რომ თვალს ვერ აცილებს იკას,რომელიც საცოლეს მუდამ დაჰყვება...როგორ მოსწონს მისი ღიმილი,სიარულის მანერა...მუდამ წელში გამართული,მომღიმარი ახალგაზრდა..თმა მუდამ მოვლილი და წვერიც ძალიან უხდება..არა,სიმპათიურია აშკარად,მაგრამ სვა რამეში უნდა იყოს საქმე...ნატალიას ხომ არ იზიდავს სხვა ბიჭები..უბრალოდ მის სიახლოვეს თვითონაც ესმის საკუთარი აჩქარებული გულის რიტმი.გრძნობს,თუ როგორ აღელდება...უბრალოდ,რომ უნდა შემოხედოს ბიჭმა...როგორ უსმენს მის ხუმრობებს..რამდენჯერმე გაკვეთილზე შეუარა საცოლეს,მანანას,და სასაცილო მოძრაობები დაიწყო.
-იმას რა ჰქვია,რომ მორჩები და?-როგორ დგას და იღიმის.მერე ისეთი ხმა...
-”პაკლონი“-გაუღიმა ქალმა და გაკვეთილის მსვლელოა განაგრძო.
აი,თუნდაც ამას როგორ უსმენდა და რას გრძნობდა?
რას და ეჭვს..გამყარებულ ეჭვს,რომ მანანამ მიიზიდა ბიჭი...ასეთი საოცარი არსება..როგორ არ სიამოვნებს,როცა ერთმანეთს ელაპარაკებიან,როცა უღიმიან და თვალებით ფლიერტაობენ ან,როცა ხელს ჩაკიდებენ..

კარგი,იქნება თუ დააფიქსირებთ აზრს კომენტარის სახით.
მე ერთ დღეს არ ვტოვებ და თქვენ ისე გაზარმაცდით.თუმცა არაუშავს,მაინც მიყვარხართ.
თქვენი შეშლილი მწერალი..



№1  offline წევრი mzik:)

მომწონს ძალიან :* წარმატებებიიი

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

mzik:)
მომწონს ძალიან :* წარმატებებიიი

მადლობ love

 


№3  offline წევრი Anuuc^.^

ჩემო "შეშლილო მწერალო" კარგია ძალიან❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
ჩემო "შეშლილო მწერალო" კარგია ძალიან❤

მადლობ..
შეშლილო მწერალო კარგი იყო wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent