შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 19 (დასასრული)


26-06-2015, 16:15
ავტორი ნათი_
ნანახია 3 364

ამ შენობაში შემოსვლის დღიდან, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის პირველი ოცნება აქაურობის დატოვება გახდა. როგორ აღარ წარმომედგინა დღე როდესაც ბატონი გიორგის მმართველობას თავს დავაღწევდი და თავისუფლებას დავიბრუნებდი.
–აუ აი აქედან რო გავალ, არცერთი აღარ დამენახოთ იცოდე!–გამოგვიცხადა გოგამ და თვალი მოავლო ბუფეტს სადაც მთელი შემადგენლობით მოგვეყარა თავი.–მეხუთე წელია მარტო თქვენ სახეებს ვუყურებ!
–მე რო აქედან გავალ, ეგრევე მოვხევ საქართველოდან, აქ გამჩერებელი აღარ ვარ–გეგმებს აწყობდა ლექსო და კმაყოფილი იღიმებოდა
–აღარც მჯერა რომ ეს დღე დადგება–საუბარში მარიამი ჩაერთო
–დადგება, დადგება და თან ძაან მალე.. სხვანაირად არ მაწყობს.
–ხოდა ჯერ დადგეს და გეგმები მერე დავაწყოთ–აღნიშნა ნინიმ
–მართალია, წინასწარ დაგეგმილი რაღაცეები არ სრულდება ხოლმე.
–ეეე ნუ ითარსები რაა–შეუბღვირა გოგამ მარიამს.
***
დილა ჩვეულებრივად დაიწყო. სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი. ლუკამ როგორც
ყოველთვის ჩემზე ადრე გაიღვიძა და ოპერაციის „დედიკოს სამსახურში წასვლაში ხელი შეუშალე“ განხორციელება დაიწყო. ვერაფრით ეგუებოდა, რომ დილით მივდიოდი, ამიტომ ნივთებს აქეთ–იქით მიყრიდა და თავის ჭკვაში ტანსაცმელს მიმალავდა.
–ლუკა სად მიძვრები?–ვკითხე როცა შევამჩნიე როგორ მოებღუჯა ხელში ჩემი მაისური.
–აჰ!–წამოიყვირა და აბაზანისკენ სიცილით გაიქცა. კართან წამოვეწიე, ხელში ავიტაცე და მაისური წავართვი.
–გამოგიჭირე!–მუცელზე მოვუღუტუნე, რაზეც მხიარულად აკისკისდა–წადი მამიკო გააღვიძე–ეს ერთადერთი წინადადება იყო რაც დააინტერესებდა, სხვაგვარად არ მომცემდა მომზადების საშუალებას. ჩემი ხელებიდან განთავისუფლდა თუ არა, ოთახიდან გაიქცა.
თითქმის მზად ვიყავი, უკვე მისაღებში ვაპირებდი ჩასვლას, რომ კარი მათემ შემომიღო
–ლუკა აქ არ არის?
–შენთან წამოვიდა.... რა მოხდა?
დერეფნიდან მარიამის ხმა მოისმა
–მათე რას შვრები? არ მოდიხარ?–მათე უკან გადაიხარა
–სადმე პატარა ბავშვი თუ აღმოაჩინეთ, საროჩკით ხელში, შეიპყარით და არ გაუშვათ–უპასუხა და ისევ ოთახში შემოყო თავი
–შენი საროჩკა გაიტაცა?–სიცილით ვკითხე–მე უკვე ჩავდივარ და მოვძებნი
–კაი... გამაგიჟებს ეს ბავშვი
ბევრი ძებნა არ დაგვჭირვებია, კიბეზე მადონა შეგვხვდა, ერთ ხელში გაბუტული ლუკა ეჭირა, მეორე ხელით კი მათეს საროჩკა მოჰქონდა.
–მადონა ჩემი მხსენი ხარ. შენ კი გაგიმართლა რო მეჩქარება–შეუბღვირა ლუკას მათემ, მაგრამ მისი გამობურცულ ქვედა ტუჩის და საწყალი თვალების დანახვაზე მაინც გაეღიმა
–მართლა, გვაგივიანდება, მიდი ჩქარა ჩაიცვი–საათს დავხედე, გამიკვირდა გიორგიმ აქამდე რომ არ გამოგზავნა ვინმე ჩვენს დასაძახებლად.
სწრაფად წავედი შემოსასვლელისკენ, მათეც უკან მომყვა. უკვე ყველას იქ მოეყარა თავი და ჩუმად ზუზუნებდნენ. ფანჯრისკენ გავიხედე, არც ერთი მანქანა არ ჩანდა. კართან ნელი იდგა, გიორგის მოადგილე.
–რა ხდება?–დაბნეულმა ვკითხე ლილეს, რომელიც ერთ ადგილზე მოუსვენრად წრიალებდა
–ჩვენც ეგ გვაინტერესებს. აი ნელი გამოვიდა და იმედია აგვიხსნის.
–ქალბატონო ნელი, გაგვაგებინეთ რა ხდება–მობეზრებული სახით ჰკითხა ლექსომ
–დაწყნარდით, უკვე ყველანი აქ ხართ ხომ? ბატონ გიორგის რაღაცის თქმა უნდა თქვენთვის, მალე გამოვა, სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
ბევრი ლოდინი არ დაგვჭირვებია. გიორგი მალე გამოჩნდა, ნელის გვერდით ამოუდგა და ხმა დაიწმინდა, სიტყვის წარმოსათქმელად. დეჟავუს გრძნობა მქონდა. მსგავსი რამ ერთხელ უკვე მოხდა, როცა პირველად შემოვედით აქ. არასასიამოვნო გრძნობა იყო.
–მოგესალმებით. ალბათ ყველანი დაბნეულები ხართ, ვერ ხვდებით აქ რატომ შეგკრიბეთ, ახლა წესით სამსახურში უნდა მიდიოდეთ, მაგრამ...
–ბატონო გიორგი როგორ გიყვართ ჩვენი წვალება, რა ხდება გვითხარით პირდაპირ–ბოლთას სცემდა გოგა, ამაზე ბატონი გიორგი ალბათ შეუბღვერდა, მაგრამ ახლა ღიმილით გახედა დაგანაგრძო
–ყველაფერს მოგახსენებთ. მოკლედ... ჩვენი თანაცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა.–„რაოოო? მომესმა?“–თქვენ ხუთი წელი გაატარეთ ამ შენობაში, ამ დროსი განმავლობაში მიიღეთ განათლება, დაეუფლეთ პროფესიას, დაიწყეთ მუშაობა. თითეული თქვენგანი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდა. ჩვენი მიზანიც ეს იყო. ასე რომ...მგონი დროა დავემშვიდობოთ ერთანეთს.–ღიმილით დაასრულა. მთლიან ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ვერ ვიჯერებდი რომ ეს მართლა მოვისმინე. „ნუთუ დამთავრდა?ყველაფერი დამთავრდა“ ყველა შოკში იყო. ზოგი გაუნძრევლად იდგა და მათი სახე რაღაც გაურკვეველს გამოხატავდა, ზოგი ერთმანეთს ულოცავდა, ზოგი ღმერთს უხდიდა მადლობას.
–მოიცა, მოიცა, შენ ამბობ... თქვენ ამბობთ რომ....ვაახ ჩემი არ მჯერა. დამთავრდა? ეხლა მე ამ კარიდან გავალ და აქ აღარ დავბრუნდები?–ნერვიულად აწრიალდა გოგა–მარიამ მიჩქმიტე, მგონი სიზმარში ვარ.–ლამის ყვიროდა უკვე
–არ ხარ გოგა სიზმარში, ეს რეალობაა, დამთავრდა–აღფრთოვანებას ვერ მალავდა მარიამი
–მზად ვარ, გამიშვით! დერეფნის ბოლოდან იყვირა მათემ. მხარზე ზურგჩანთა მოიკიდა და კარისკენ წავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ იქ არ იყო ვერც შევამჩნიე.
–ამას უკვე ჩაულაგებია–გაეცინა გიორგის–მაგ ჩანთაში ჩაეტია შენი ყველა ნივთი?
–ჰო, სხვები არ მჭირდება, გამიღეთ.–ვეღარ ითმენდა.
–მოიცადე, ასე ცალცალკე არავინ არ წავა. სამ საათზე მოგაკითხავთ ავტობუსი, რომელიც თქვენ თქვენ სახლებში წაგიყვანთ. იქამდე კი ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და სახლში დასაბრუნებლად მოემზადეთ.
–მაგრამ მე მზად ვარ, ჩემით წავალ.
–მათე, ბავშვივით ჭირვეულობ. ხუთი წელი ითმინე და ხუთი საათი ვეღარ მოგითმენია? მორჩი წუწუნს. ყველა ერთად წახვალთ, სამ საათზე.
***
ლუკა მამიკოს ჩაეხუტა, ყველას დავემშვიდობეთ და ავტბუსიდან ჩავედით. სულ რამდენიმე წუთში ჩემი მშობლების კართან ვიდექი. ღრმად ჩავისუნთქე და აკანკალებული ხელით ზარი დავრეკე. რამდენჯერ წარმომიდგენია ეს მომენტი მაგრამ უკვე აღარ მჯეროდა, რომ ეს რეალურად მოხდებოდა. მოუთმენლობამ შემიპყრო. კარი ნელა გაიღო.
–ღმერთო ჩემო!–დედამ სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ იმ წამსვე მოიშორა და ჩემსკენ გამოიშვირა–თეკლა! არ მჯერა. ლადო ჩქარა გამოდი–მამას გასძახა–ნახე ვინ მოვიდა. თეკლა როგორ მომენატრე.
–მეც მომენატრე დეე–ჩავეხუტე
–ეს ლუკაა? გამარჯობა პატარა–სახეს ცრემლები უსველებდა–მოდი ჩემთან.
ოთახიდან მამა გამოვიდა
–რა ხდება გამაგე... თეკლა? დაბრუნდი?–სიტყვა შუაზე გაუწყდა. მისკენ წავედი და ძლიერად ჩავეხუტე
–მამა მომენატრე
–მეც მომენატრე შვილო! არ მჯერა რომ დაბრუნდი.
–ლადო გაიცანი ეს ლუკაა, ჩვენი პატარა ანგელოზი–ლუკა ჩვენსკენ შემოატრიალა დედამ
–ერთი ამ ვაჟკაცს შეხედეთ. აბა ბაბუას დაენახე!–ლუკა ცოტა შეშინებული ჩანდა უცხო ხალხით და უცხო გარემოთი. მაგრამ წინ დიდი დრო ჰქონდათ ერთმანეთის გასაცნობად და დასამეგობრებლად.
პირველი ორი დღეს დედა ისე იყო გატაცებული თავისი შვილიშვილით რომ კითხვა ვერ გავუბედე, მაგრამ მესამე დღეს, სამსახურში წასვლამდე წამოვიწყე
–დე რამე ბინა ხომ არ გამოჩენილა?–ჩემ კითხვას არ გაუხარებია
–კი რამდენიმე ვარიანტია, ოღონდ ყველა ქირით.
–ხო არაუშავრს, დღეს სამსახურის მერე გავიდეთ და ვნახოთ რაა
–კარგი მაგარამ... დარჩენილიყავით აქ.
–კაი რა დეე, აქვე ვიქნები, ქალაქიდან ხომ არ მივდივარ?
– აი მითხარი, შენ რომ სამსახურში იქნები ბავშვს ვინ მიხედავს?
–ძიძა... უიი ესეც მოსაგვარებელია–თავი განაქნიე
თვალები გაუფართოვდა
–გამაგიჟებ შენ! მე სახლში ვიჯდე და ჩემი შვილიშვილი ვიღაც უცხოსთან იყოს?–„უბრალოდ მე არ დამიმსახურებია, თქვენი გადაყოლა, არ მინდა შეგაწუხოთ და დაგავალდებულოთ, ისედაც მადლობელი ვარ რომ თვალი დახუჭეთ ჩემს შეცდომებზე და მიმიღეთ“
–დედა...“როგორ ავუხსნა? ეს რომ ვუთხრა ეწყინება“
–კარგი თუ გადასვლა გინდა გადადი...მაგრამ სანამ მოეწყობი ლუკა ჩემთან დატოვე. იქამდე სამეგობროში მოვიკითხავ ვინმე კარგ ძიძას, სანდო რომ იყოს. ბავშვს უცხოს ვერ მიაბარებ.
–კარგი.–ჩანთა ავიღე და კარისკენ წავედი მაგარმ ძალიან მომინდა მეთქვა–მიყვარხარ დეე, მადლობა ყველაფრისთვის
–მეც მიყვარხარ ჩემო გოგო. წადი ახლა თორემ ცოტაც და ავტირდები.
*
სამი ბინა ვნახეთ. სამივე ნორმალური იყო, სამსახურთან ყველაზე ახლოს მდებარე ავირჩიე და პატრონს გადასვლაზე შევუთანხმდი. მხოლოდ ერთი ჩემოდანი მქონდა გადასატანი ამიტომ პრობლემა არ იყო, მეორე დღესვე გადავსულიყავი. მთელი კვირის განმავლობაში სამსახურის შემდეგ მაღაზიებში გავდიოდი და სახლისთვის საჭირო ნივთებს ვყიდულობდი. საღამოობით კი ლუკას სანახავად ვბრუნდებოდი ლუკასთან. ჩემს პატარას იმდენად მოსწონდა ახალი სამყარო რომ აღარც დედიკო უნდოდა და აღარც მამიკო. აღფრთოვანებული მიყვებოდა ხოლმე მის მეზობელ ბავშვებზე, როგორ მეგობრობდნენ და როგორ თამაშობდნენ უცნაური სათამაშოებით.
*
პარასკევს მე და ლილე ერთად წამოვედით სამსახურიდან
–გოგო რა ქენი ბინაზე? გადახვედი
–ხო, აქვე ახლოს დავიქირავე, ნელნელა ვაწყობ ჩემი გემოვნებით, მაგარმ ძირითადი რაღაცეები დავალაგე უკვე.
–აუ რა კაია, მეც მინდა ცალკე გადასვლა, მაგრამ ჩემ მშობლებს ხომ იცნობ? ჯერ ვერ გამოვიდნენ შოკიდან, რომ დავბრუნდი. დილით სამსახურში რომ მოვდივარ დედაჩემი ამაზეც კი ნერვიულობს, მეშინია რომ აღარ დაბრუნდებიო.
–ნერვიულობს გოგო, გაუგე.
–ვიცი თეკლა მაგრამ მეც გამიგე, აღარ შემიძლია, დილით ისევ კარაქიანი პურებით დამდევს, ისევ სკოლის მოსწავლე ვგონივარ. თან აღარ შემიძლია ამ ნათესაობის სტუმრობები. ვისაც კი გაგინილი ჰქონდა ჩემი სახელი, ყველას ატყობინებს რომ დავბრუნდი და სახლში ეპატიჟება. სტუმარი არ მელევა. შენობაში ვფიქრობდი გავალ, დავისვენებთქო და ახლა ვხვდები, რომ იქ ვიყავი დასვენებული.
–დაბრუნება ხომ არ გინდა?–სიცილით ვკითხე
–ჰაჰ დაბრუნება ნამდვილად არა, მაგრამ ხუთი წელი იქ ვიყავით და თითქოს მივეჩვიე. წარმოგიდგენია, სახლში უცხოდ ვგრძნობ თავს?
–ხოდა ამოდი ჩემთან ამ დღეებში, ხვალ და ზეგ ხომ ვისვენებთ? გავიხსენებთ, როგორ ვსვავდით ხოლმე ერთად ყავას ჩვენი შენობის ბუფეტში, თან ბავშვი დედაჩემთანაა და სახლში სრული სიმშვიდე იქნება–გავუღიმე და ფურცელზე მიჯღაპნილი მისამართი გავუწოდე.
–ოუჰ, კარგი იქნება, ხვალ ისევ სტუმრებს ველოდები და აი ზეგ კი ამოგივლი.
–კაი, წავედი ახლა და ზეგ გელოდები.
–კაი, კარგად–ლილე გადავკოცნე და ჩემი სახლისკენ შევუხვიე.
*
კვირას დილით სახლი მივალაგე, მაღაზიიდან შოკოლადი და ნამცხვარი ამოვიტანე და ლილეს მოლოდინში კომპიუტერს მივუჯექი. ხუთი წლის წინ მომხდარი ამბის ძებნა დავიწყე ინტერნეტში, მაინტერესებდა ჩვენზე რას წერდნენ. რაიმე სახის განცხადებას ველოდი თუმცა რას დამხვდა, იმას ნამდვილად არა. ჩვენზე აზრი ორად იყო გაყოფილი, ზრდასრული ხალხი სასტიკ ბოროტმოქმედებად მიგვიჩნევდა, თინეიჯერებისთვის კი გმირებს წარმოვადგენდით, ამის ცოტათი შემრცხვა. მაშინ რომ გამეგო ეს ამბავი, ალბათ გამიხარდებოდა ჩემი სულელი ჭკუით, მაგრამ ახლა არც ერთ მხარეს არ ვეთანხმებოდი.
კარზე კაკუნი გაისმა, „ლილე მოვიდა“ , რაღაც სტატიის კითხვით ვიყავი გატაცებული, ადგომა დამეზარა. ამიტომ გავძახე
–შემოდი, ღიაა!
კარი გაიღო, ჰოლში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. „რა აცვია ამ გოგოს ასეთი?!“
–გამარჯობა–ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა, მაგრამ ეს ლილე არ იყო. სწრაფად წამოვდექი და მისკენ შევტრიალდი
–მათე?–ცოტა დავიბენი–გამარჯობა, შემოდი.
–როგორ ხარ?
–რავიცი... კარგად, შენ?
–კარგად... ლუკას სანახავად ამოვედი... მომენატრა, რაც გამოვედით არ მინახავს.
–აამ... ლუკა რომ სახლში არ არის... დედაჩემთანა... ისე მოსწონს იქაურობა, ჩემთანაც კი აღარ რჩება.
–აუ ცუდია... არა ცუდი კი არა... ცუდი ისაა რომ სახლში არ არის. მინდოდა ჩემებთან წამეყბანა, არ მასვენებენ, შვილიშვილი გაგვაცანიო–გამიცინა, თვითონაც დაბნეული ჩანდა და ვერ ვხვდებოდი რატომ.
–ოუ... კარგი, ხვალ ამოვიყვან სახლში და...–„ჯანდაბა! ვერასოდეს ვერ ვპოულობ სიტყვებს, როცა მელაპარაკება“
–მჰჰ.. კაი წავალ ეხლა..–უკან გაბრუნება დააპირა. „არა, არ წახვიდე გთხოოოვ“
–დარჩი ცოტახნით... ყავაზე და ნამცხვარზე დაგპატიჟებ.–პირველი ეს აზრი მომივიდა თავში
–მადლობა მაგრამ, უნდა წავიდე, მეჩქარება. ლუკას ამოვაკითხავ ხვალ–„არ უნდა აქ ყოფნა და მორჩა! ვერაფერს გახდები“
–კაი... კარგად...–კარისკენ წავიდა, გაცილება არ მიფიქრია, წყენას ვგრძნობდი, ფანჯრისკენ გავიხედე.
–ამმ.. იცი? როცა გითხარი ლუკა მომენატრათქო....– ისევ გაისმა მათეს ხმა. „დაბრუნდა“ ვიგრძენი სახე როგორ გამიბრწყინდა.–მე.. ორივე მომენატრეთ.
აზრები ერთმანეთში ამერია. „აი ახლა ხმას ვერ ამოიღებ და ყველაფერს გააფუჭებ. უბრალოდ უთხარი რას ფიქრობ“
–ჩვენც მოგვენატრე. „სხვა რა ვუთხრა?“
–რაღაცის თქმა მინდა შენთვის.
–გისმენ.–სუნთვაშეკრული ველოდი, რას მეტყოდა.
–თეკლა იციი... რაც იქიდან წამოვედით, თავს კარგად არ ვგრძნობდი. თითქოს რაღაც მაკლდა.. რაღაც არ მასვენებდა... ზოგადად, ჯერ უყვარდებათ ერთმანეთი, მერე ოჯახს ქმნიან და მერე ბავშვი უჩნდებათ. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი არეულად მოხდა. მაგრამ ეს არ მაინტერესებს. ჩვენ გვქონდა ოჯახი. მე მენატრებოდა ჩვენი ოჯახი. იქ ყოფნის დროა ამას ვერ ვგრძნობდი. იქ ყოველ დღე გხედავდი და არ ვფიქრობდი ამაზე მაგრამ ახლა, თქვენს გარეშე ცუდად ვგრძნობ თავს.... ამის თქმა მინდოდა.
–მაშინ იყავი ჩვენთან ერთად.
–ფიქრობ რომ შეგვიძლია ერთად ყოფნა?–ღიმილი მკითხა
–მათე, მე მიყვარხარ და თუ შენ გინ...
–მეც მიყვარხარ–ხელები შემომხია და ძლიერად მიმიხუტა–ძალიან მიყვარხარ!

^_^ დასასრული



№1  offline წევრი რახელი

ეხლა წავიკითხე მთლიანი ისტორიაა ველოდებოდიი როდის დაასრულებდიი..და მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი იყოო...კარგი კი არა შესანიშნავიი.ყოჩაღ

 


№2  offline წევრი mbella

ახლა წავიკითხე მთლიანი ისტორია, თავიდან რომ დავიწყე სიმერთლე გითხრა სულ სხვა რაღაცას ველოდი, ვიფიქრე რაღაც სისულელე იქნებათქო, მაგრამ მაინც გავაგრძელე კითხვა და ნელ-ნელა სრულად შემეცვალა წარმოდგენა, კარგად წერ, გამართულად და საინტერესოდ, აბსოლუტურად განსხვავებულია ეს ისტორია იმათგა რაც წამიკითხავს და ძალიან მომეწონა.
ვიცი ბევრი ვილაპარაკე, მარტივად რომ გითხრა ძალიან მომეწონა და ველოდები შენს ახალ ისტორიებს :**

 


№3  offline წევრი თეკლა

ეხლა წავიკითხე მთლიანი ისტორია და გამიკვირდა იმ ყველფრის მერეე რაც თეკლამ გადაიტანა მათეს გამო როგორ ადვილად გააკარეე ბავშვი .. ბოოლოსს რაგაც სხვას ველოდიი .. მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent