შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 16


27-06-2015, 12:20
ავტორი Nini13
ნანახია 4 224

დილით ვიღაც კაცმა გამაღვიძა
-გოგონა, აქ ყოფნა არ შეიძლება, თუ შეიძლება გადით და მალე დაგიძახებთ.
მე არაფერი მითქვამს. დივნიდან ავდექი, დიტოს ერთხელ შევხედე და გარეთ გავედი.
ბატონი კახა და ლია დეიდა ისევ აქ იყვნენ.
ლია დეიდა მომიახლოვდა
-შვილო, გუშინდელი დღიდან არაფერი გიჭამია, ცოდო ხარ, სახლში წადი ცოტა დაისვენე, დიტო თუ გაიღვიძებს აუცილებლად გაგაგებინებთ (ლია დეიდა) თბილად გამიღიმა. მეც ღიმილივით ვუპასუხე
-ლია დეიდა ჩემი თავი არ მანაღვლებს, აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ დიტო არ გამოკეთდება (მე)
-და აქ რომც იყო რა შეიცვლება? (ლია)
-არაფერი მაგრამ მე აქ ყოფნა მინდა, სახლში ვერ გავჩერდები (მე)
-მაშინ წამოდი კაფეტერიაში რამე მაინც ვჭამოთ (ლია) მერე ბატონ კახას დაუძახა და ისიც გამოგვყვა. ვიდრე კაფეტერიაში შევიდოდით ჩემი მობილური აწკრიალდა, ანი მირეკავდა
-შებრძანდით და მეც მოვალ (მე) ვუთხარი მათ და მაშინვე ვუპასუხე ტელეფონს
-როგორ ხარ? (ანი)
-როგორ ვიქნები, ვნერვიულობ მაინც, მინდა რომ მალე გაიღვიძოს (მე)
-მესმის შენი, მალე მოვალთ მე და ბექა (ანი)
-კაი დროებით (მე) ვუთხარი და გავთიშე.
ბატონ კახას და ლია დეიდას შევუერთდი. მადა არ მქონდა, მაგრამ ცოტა შევჭამე. მერე ყავა ავიღე და ისევ პალატასთან დავბრუნდი. ისინი იქ დარჩნენ.
____
-ხომ კარგი გოგოა? (ლია)
-გარეგნობით კარგი გოგოა, და ხასიათითაც კარგი ჩანს (კახა)
-ხომ ხედავ სანამ დიტო არ გამოკეთდება წასვლას არ აპირებს, ერთმანეთი ძალიან უყვართ (ლია)
-სულ მეუბნებოდა დიტო დალაპარაკება მინდაო, ალბათ ამ გოგოზე, მე კიდე სამსახურის გადამკიდე არც ვუსმენდი. კიდევ კარგი ყველაფერი კარგადაა, ნატოს მერე ესეც რო დამეკარგა თავს მოვიკლავდი, ხო იცი ყველაფერს დიტოს გამო ვაკეთებ (კახა)
-ვიცი კახა, ვიცი შენ რა გულიც გაქვს, სამსახურში რომ ვერ მიდიხარ? (ლია)
-რა დროს ეგაა ლია, კინაღამ შვილი დავკარგე (კახა)
____
ცოტა ხანი ვიდექი პალატასთან, მერე ვეღარ მოვითმინე და იქვე მდგომ ექიმს ვთხოვე შესვლის ნებართვა. ისიც დამთანხმდა და შევედი.
საწოლთან სკამი მივწიე და დავჯექი. დიტოს ხელი დავიჭირე და ვუყურებდი
-გეხვეწები, მალე გამოჯანმრთელდი.. ვიცი რო ჩემს გამო ხარ ამ დღეში. მე შენ მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად (მე)
დაახლოებით 1 საათი ასე გაუნძრევლად ვიჯექი. მეგონა თვალებს გაახელდა მაგრამ ამაოდ.
მერე ანი და ბექა შემოვიდნენ
-ისევ ისეა? (ანი) ძალიან ჩუმად მკითხა
-კი (მე) ჩუმადვე ვუპასუხე
-გოგოებო, ცოტა ხანი რო მარტო დაველაპარაკო შეიძლება? (ბექა)
-რა თქმა უნდა, გავალთ ჩვენ (მე) მე და ანი გარეთ გავედით და ბექა დავტოვეთ
____
-ძმაო, ცუდად ვარ, სინდისი მაწუხებს. ავარია რომ სხვანაირად დამთავრებულიყო, შენ რო ამ ქვეყნიდან წასულიყავი, ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს. არაკაცი ვარ, ნამდვილი მეგობრები ასე როდის იქცევიან, იმ ჩემს დებილურ და უაზრო ხუმრობას კინაღამ შეგწირე, ფუ რა საშინელი ვინმე ვარ, მეზიზღება ჩემი თავი. ნინის უყვარხარ, მარტო შენ უყვარხარ და გეხვეწები რა, მალე გაიღვიძე და დაბრუნდი, ყველას გვჭირდები ძმაო, მაპატიე, მაპატიე ასეთი რაღაც რომ დაგემართა, არ ვიმსახურებ მაგრამ მაპატიე თუ ჩვენი ძმობა შენთვის რამეს ნიშნავს (ბექა) დაასრულა ბექამ და პალატიდან გავიდა.
____
-ხომ არ გაიღვიძა? (მე) უიმედოდ, მაგრამ მაინც ვკითხე პალატიდან გამოსულ ბექას
-არა, იმედია გაიღვიძებს მალე (ბექა)
-ნინი, გუშინდელიდან აქ ხარ, არაფერი გიჭამია, არ შეიძლება ეგრე (ანი)
-წეხან ვჭამე (მე) ამ დროს ბატონი კახა და ლია დეიდა დავინახე, ჩვენთან მოვიდნენ
-ბავშვებო სამივეს მადლობა ჩემს შვილს რომ აფასებთ მაგრამ ჯობია სახლში წახვიდეთ და დაისვენოთ, თუ რამე შეიცვლება გაგაგებინებთ (კახა) ისე გვითხრა რომ უარი ვერ გავუბედეთ და სამივე წამოვედით.
ბექამ მე და ანი სახლში დაგვტოვა და წავიდა.
ჩემს ოთახში ჩავიკეტე, მობილური ავიღე და დიტოს ძველი მესიჯების კითხვა დავიწყე, მერე მისი სურათების თვალიერება სოციალურ ქსელში.
საღამოს 6 საათი იყო, სახლში ვეღარ გავჩერდი და საავადმყოფოში წავედი. მინდოდა ეს ღამეც მასთან ერთად გამეტარებინა.
მხოლოდ ლია დეიდა დამხვდა
-შვილო ისევ მოხვედი? ხომ გითხარით გაგაგებინებთ რამე ახალი თუ იქნებათქო (ლია)
-სახლში ვერ გავჩერდი, ბატონი კახა წავიდა? (მე)
-არა, პალატაშია (ლია)
სკამზე ჩამოვჯექი და დაახლოებით 10 წუთი იქნებოდა გასული რომ ბატონი კახა პალატიდან ყვირილით გამოვიდა
-გა.. გაიღვიძა.. ექიმო.. ექიმო.. (კახა) გაბრწყინებული სახე ქონდა და ექიმს ეძახდა, ექიმიც მალევე მოვიდა და არცერთს არ მოგვცა შესვლის უფლება
ბატონი კახა ლია დეიდას ჩაეხუტა და მოულოდნელად მეც, იმდენად ბედნიერი იყო აღარ იცოდა რა ექნა, მეც უზომოდ გამიხარდა.
ექიმი 5 წუთში გამოვიდა უკან
-როგორაა? (მე)
-შედარებით კარგად, მისი შეყვარებული თქვენ ხართ?
-დიახ მე ვარ (მე)
-თქვენი ნახვა უნდა, შებრძანდით ოღონდ დიდი ხნით არა, მისი გადაღლა არ შეიძლება. და კიდევ, სათითაოდ ან მხოლოდ 2 შევიდეს, ბევრი ხალხი ერთად არ შეიძლება. თქვა და წავიდა
მე მაშინვე პალატაში შევედი, დიტომ დამინახა და გამიღიმა, მის საწოლთან ჩამოვჯექი და ჩუმად ვკითხე
-როგორ ხარ? (მე)
-შენ რომ დაგინახე, კარგად (დიტო)
-დამავიწყდა, შენთვის ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება. როგორ გვანერვიულე არ იცი, მეორედ ეგრე აღარ მოიქცე გესმის? კინაღამ... შენ რომ რამე მოგსვლოდა გეფიცები მეც თავს მოვიკლავდი. გახსოვდეს, მე მარტო შენ მიყვარხარ, და ყოველთვის მარტო შენ მეყვარები! ბექას ეგეთ ხუმრობებს აღარ აყვე, იცი როგორ ნერვიულობს შენს გამო? ყველაფერი ჩემი ბრალიაო ამბობს, ძალიან ნანობს რაც გააკეთა, მაგრამ არ გაუბრაზდე, რა იცოდა რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა (მე)
-გაუბრაზდე არა ის, რა მაგის ბრალია ჩემი ლოთობა (დიტო)
-არა არა გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ, დაისვენე. გავალ და მამაშენს და ლია დეიდას შემოვუშვებ, გუშინდელიდან ფეხი არ მოუცვლიათ და ნახვა უნდათ შენი (მე) წამოდგომისას ხელი მომკიდა
-მაკოცე და მერე გადი (დიტო)
-შენ სულ მაგაზე როგორ უნდა ფიქრობდე, რა დროს ეგაა, უნდა შემოვუშვა (მე) პალატიდან გავედი და ისინი შევუშვი რადგან შიგნით ბევრი ხალხის ყოფნა არ შეიძლებოდა. ანის დავურეკე
-ანი გაიღვიძა (მე) მიპასუხა თუ არა მაშინვე ვახარე
-მართლა? მადლობა ღმერთს, წამოვალ ახლავე (ანი)
-ბექასაც გააგებინე რა (მე)
-კი კი დავურეკავ, დროებით (ანი) და გავთიშე.
15 წუთში მოვიდნენ
-გაიღვიძა? ხო კარგადაა? (ბექა) მკითხა გახარებულმა
-კი კი და ნუ ნერვიულობ (მე)
-რანაირად არ ვინერვიულო, ჩემი ბრალია ყველაფერი (ბექა)
-დიტო შენ არაფერს გაბრალებს (მე)
-მამამისი და ის ქალი პალატაში არიან? (ანი)
-კი, რომ დაგირეკე მაშინ შევიდნენ (მე)
5 წუთში გამოვიდნენ და აღარცერთი შევსულვართ რადგან დიტოს დასვენება ჭირდებოდა.
ბექას ერთი სული ქონდა როდის დაელაპარაკებოდა და ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქეთ. მერე ჩამოჯდა და რაღაცაზე დაფიქრდა.
უკვე ღამდებოდა მაგრამ არცერთი ვაპირებდით წასვლას. მერე ლია დეიდამ სავახშმოდ ყველა კაფეტერიაში გაგვიშვა.
-თქვენ სახლში წადით, გვიანია უკვე და არამგონია დიტომ ხვალამდე გაიღვიძოს (მე)
-დალაპარაკება მინდა (ბექა)
-ვიცი ბექა მაგრამ ხვალ დაელაპარაკები, დღეს აღარ შევაწუხოთ (მე)
დავარწმუნე ორივე და სახლში გავუშვი. მე კი წასვლას არ ვაპირებდი. მართალია ლია დეიდა დაჟინებით მთხოვდა, მერე ბატონი კახაც, მაგრამ ცივ უარზე ვიყავი. მერე ექიმთან მივედი და ვთხოვე უფლება მოეცა ღამე დიტოს პალატაში ვყოფილიყავი. დამთანხმდა. ისევ შევედი და დივანზე დავჯექი, დიდხანს ვუყურებდი და არ მახსოვს როდის ჩამეძინა.
დილით რომ გავიღვიძე და დიტოს შევხედე, მე მიყურებდა. მაშინვე მის საწოლთან დავჯექი.
-დიდი ხანია გაგეღვიძა? (მე)
-არც ისე, შენ გიყურებდი, რა საყვარელი ხარ რო გძინავს (დიტო) და ცალი ხელით თმაზე დამიწყო თამაში
-დღეს როგორ ხარ? (მე)
-უკეთ შედარებით (დიტო) თქვა თუ არა კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა, მე გასვლა მთხოვა და ასეც მოვიქეცი.
-დილამშვიდობის (მე) მივესალმე ლიას და ბატონ კახას
-დილამშვიდობის, ხომ არ გაიღვიძა? (კახა)
-კი და თან ჩემზე ადრე, თავს შედარებით კარგად გრძნობს (მე) ძალიან გაუხარდათ.
ჩემი მობილური რეკავდა, ანი იყო
-როგორ ხარ? დიტო როგორაა, გზაში ვართ ეხლა მე და ბექა, მოვდივართ (ანი)
-შედარებით უკეთ, კაი გელოდებით (მე)
-დროებით (ანი) და გავთიშე. 10 წუთში მოვიდნენ.
ბექა მოვიდა თუ არა, უნდა შევიდეო თქვა და შევუშვით პალატაში
____
-მოდი ძმა მოდი (დიტო) ბექა დიტოს თვალს ძლივს უსწორებდა
-ეე ხო იცი რო ვერ ვიტან ეგეთებს, ახლა არ თქვა ჩემი ბრალიაო (დიტო)
-კი ჩემი ბრალია ყველაფერი, მაპატიე რა დიტო, გეხვეწები მაპატიე, ნამდვილი იდიოტი ვარ, არაკაცი. (ბექა)
-გეყოფა რა, რაც მომივიდა ჩემი ბრალია მარტო, მოდი დაჯექი როგორ ხარ (დიტო)
-სინდისი მაწუხებს (ბექა) ჩუმად თქვა
-აუ კაი რა ბიჭო, რას მებოდიშები, არაა შენი ბრალითქო, მოდი რა ხასიათზე (დიტო)
-აუ მაგრა ვინერვიულე, შენ რო რამე მოგსვლოდა არ ვიცი (ბექა)
-ხო ხედავ რო ცოცხალი ვარ და კარგად ვარ (დიტო)
ბექა რაღაცაზე ჩაფიქრდა, ფიქრებიდან დიტომ გამოარკვია
-აუ ძმა, მისმინე მე ახლა გავალ და 1 საათში ან საათნახევარში მოვალ (ბექა) თქვა თუ არა ადგა და პალატიდან გავიდა
____
ბექა უცებ პალატიდან გამოვიდა და სადღაც წავიდა ისე რომ არაფერი დაუბარებია. მერე ბატონი კახა შევიდა დიტოსთან
____
-როგორ ხარ (კახა) გაუღიმა დიტოს
-რავი კარგად (დიტო)
-ამ გოგოზე აპირებდი ლაპარაკს? (კახა)
-ნინის გულისხმობ? (დიტო)
-კი, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან უყვარხარ, მესამე დღეა ფეხს არ იცვლის აქედან და 2 ღამე აქ ეძინა (კახა)
-წინა ღამითაც აქ იყო? (დიტო) ცოტა არ იყოს გაუკვირდა
-კი, სახლში წასვლაზე ვერაფრით დავითანხმეთ, ან თუ წავა 1 საათში მოდის უკანვე (კახა) გაეცინა კახას
-მაგიტო მიყვარს (დიტო)
-კარგია შვილო ასეთი გოგო რომ შეიყვარე (კახა) და დიტოს მხარზე ხელი მსუბუქად დაკრა
-ხო მართლა, მე ვისაც შევეჯახე ის როგორაა? (დიტო)
-რავი ვკითხულობ ხოლმე ამბავს და ისიც შენსავითაა, მისმა ცოლმა ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, უფრო სწორად ამბობდა ვუჩივლებ შენ შვილსო, და მერე დავითანხმე (კახა)
-ჩემი ბრალია, მაგარი მთვრალი ვიყავი, თქვენც რამდენი განერვიულეთ, დებილი ვარ (დიტო)
-ეგრე აღარ მოიქცე მეორედ, ხო წარმოგიდგენია რამე რო მოგსვლოდა, მე რა დამემართებოდა? კაი გავალ ახლა და დაისვენე (კახა) თბილად გაუღიმა შვილს და პალატა დატოვა.



№1  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგარია მომწონს კაი თავი იყო love

 


№2  offline მოდერი ანკა

ძალიან მომწონს ეს ისტორია <3 მაგარი გოგო ხარ love

 


№3  offline წევრი Nini13

lamazmani
აუ ძაან მაგარია მომწონს კაი თავი იყო love

ანკა
ძალიან მომწონს ეს ისტორია <3 მაგარი გოგო ხარ love

მადლობა ბავშვებო love love

 


№4  offline წევრი ბარბარე))))

აუუ ძან მაგარიააა :D ხვალლ დადებ ხოო ?? <3 ხო დადებ? :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent