შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერია გოგონა?! (7)


27-06-2015, 14:39
ავტორი coco girl
ნანახია 3 844

დილით თვალებს ვახელ თუ არა, მაშინვე ვგრძნობ ვიღაცის თბილ სხეულს.
ჯერ კიდევ მძინარე მისი სხეულისკენ შევტრიალდი და მივეკარი.
ვიღაცის ირონიული სიცილი ჩამესმა.
თვალები გავახილე და სებასტიანი დავინახე. მერე ისევ დავხუჭე.
გავიაზრე. ეს სებასტიანია?!
უცებ წამოვხტი.
- შე უსინდისო ადამიანო! ხომ გითხარი ამ ხაზს არ გადმოცდე-თქო? - ვუყვირე.
- აბა კარგად დააკვრიდი, მე გადმოვცდი ხაზს თუ შენ? - ჩაეღიმა.
მართალია... ხაზი მე დავარღვიე.
- მერე გაგეღვიძებინე და გეთქვა! - მაინც არ ვცხრებოდი.
- გეღვიძა ლორა, გეღვიძა.
- კი არ მეღვიძა, კოშმარი დამესიზმრა, შენ ამით ისარგებლე და შენსკენ გადმომწიე!
- და მაინც რა გესიზმრა? - დაინტერესდა.
- ეგ უკვე შენი საქმე აღარაა! - მოკლედ მოვუჭერი.
- წუხელ კი მთხოვდი სებასტიან ბავშვი არ გვინდაო... - ისევ ჩაეცინა.
წუხელ ვბოდავდი კიდეც?!
- ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია!
- ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არა, შენი სიზმრის ნაწილია, ამიტომ შეეშვი ლორა ტყუილებს. დარწმუნებული იყავი, რომ შენი სიზმარი არ მაინტერესებს. - სრულიად მშვიდად მიპასუხა.
ჩემს ტელეფონს დავხდე. 7 იყო დაწყებული.
საბანი დავიფარე და ძილის გაგრძელებას ვაპირებდი რომ არა...
- ლორა, იძინებ? - გაკირვებულმა მკითხა.
- შენ არა? - გაკვირვებული წამოვხტი.
- ადექი მივდივართ.
- ნორმალური ხარ? - ვკითხე.
- სავარჯიშოდ მივდივართ.
- ოოო, არ მინდა ვარჯიში, წადი რაა შენ თუ მიდიხარ! - ისევ დავიფარე საბანი.
- მე კი წავალ, მაგრამ ხალხს ხომ უნდა დავანახო, რომ ჩემი ცოლიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს?
- რა ხალხს ამ დილაუთენია? - გამიკვრდა.
- შენ ადექი და მერე მე ვიცი...
- წადი კაცო გამანებე თავი ვაა! ტვინის ტკიპა ხარ! - ავბუზღუნდი.
- ლორა წყალი მომაქვს ჭიქით!
- ვაი, შე საცოდავო ერთი გაბედე და კიდევ გააკეთე მსგავსი რამე! მერე ნახავ! ნაძირალა! - წამოვხტი.
- ვინ გასწავლა შენ ასეთი სიტყვები? - მითხრა და მომიახლოვდა.
- შენი საქმე არ არის. - ისევ დავიფარე საბანი.
სებასტიანმა თავი გააქნია.
- ლექსიკონი შესაცვლელი გაქვს "ძვირფასო" - დამპლურად შემომხედა. - ხოო, ათ წუთში სასადილო ოთახში დამხვდი. - მითხრა და გავიდა.
ავდგე? რომ ავდგე, სებასტიანი იფიქრებს რა უცებ დამემორჩილაო, რომ არ ავდგე რამეს მიზამს და მერე ჩხუბის თავი არ მაქვს.
თავში შესანიშნავი აზრი გამიჩნდა.
უცებ ავდექი, დავიბანე, სპორტულად გამოვეწყვე და სამზარეულოს გავლით ეზოში გავედი, ისე, რომ სებასტიანს არ დავენახე.
სარწეველა სკამში გადავწექი, სპეციალურად წამოღებული "რეიბანის" სათვალეები გავიკეთე და თვალები დავხუჭე.
ყველა ჩემს მნახველს ეგონებოდა რომ ბუნებას ვათვალიერებდი.
- ვაა, ლორა! არ გელოდი! - მითხრა სებასტიანმა და წინ წავიდა - წავედით!
ცოტა ხანში უკან მოიხედა და ისევ ისეთ ფორმაში რომ მნახა ახლოს მოვიდა.
- ლორა აეგდე!
რეაქცია ნოლი.
უცებ თვალებიდან სათვალეები მომაძრო და ჩემი დახუჭული თვალები დაინახა.
- ლოქო! დილით ვერ ამდგარხარ და შენ რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში? - წაისისინა.
- ახლა მოკეტე თორემ ენას ამოგაგლეჯ! - მშვიდად ვუთხარი.
- ჰაჰ! ლორა შენ შვარცნეგერს უნდა შეეჯიბრო! რა იცი რა ხდება! ახლა წამოდი, ტანი გაანძრიე ცოტათი, სულ დალპი! - ჩაიცინა.
- დიდხანს აპირებ ჩემს დამცირებას თუ წამოვიღო ყურსასმენები? - ვუთხარი და ჭიშკარში გავედით.
სებასტიანი დაცვის უფროსთან - გოგასთან მივიდა და რაღაც უთხრა.
- ცუგა, ცუგა, ცუგრუმელა! - ვთქვი და სიცილით დავიწყე ვარჯიში.

***
- ლორა, შეგძლებია ვარჯიში და რას წუწუნებდი? - მკითხა სებასტიანმა, გაოცებულმა იმით, რომ ვარჯიშის დროს არ დავღლილვარ.
- ხედავ, არ ვყოფილვარ ლოქო, შემძლებია რაღაც! - გველურად გავხედე.
- ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია... - ირონიულად მითხრა.
- მოკეტე ცუგა, ცუგა ცუგრუმელა! - გამოვაჯავრე და სიცილით გავასწარი.

***
კაფეში ვიჯექით, როცა სებასტიანთან ვიღაც ქერა გოგონა მივიდა.
- ვაიმეე, ეს ვინ ნახა ჩემმა თვალებმა! ღმერთო ჩემო! ბასტიიი! - იკივლა გოგომ და სებასტიანს მოეხვია.
რაო? ბასტიო?
პირზე ხელი ავიფარე, რომ სიცილი დამეფარა.
- ვაა, კარინა! როგორ ხარ? - სებასტიანიც მოეხვია.
კარინა? ვაიმე ვკვდები! ლამის გავსკდე...
- ბასტი! როგორ მომენატრე! როგორ ხარ? - ჰკითხა, როცა მორჩნენ ჩახუტებას.
- კარინა, როდის ჩამოხვედი? - სებასტიანი უეჭველი გახარებული იყო.
- მე დღეს ჩამოვფრინდი 5 საათზე და ახლა სავარჯიშოდ ვარ...
მერე ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.
- ეე, ბასტი, ეს შენი ახალი ნაშაა? - ჰკითხა და აგდებულად შემომხედა.
ნაშას დავანახებ მე ამ ტყლარწა კარინას!
სებასტიანს მივუახლოვდი და მკლავზე მოვეხვიე.
- ნაშა არა, მეუღლე! - გველურად ვუთხარი, თან ხელზე ისე დავადე სებასტიანს ხელი, რომ იმ ტყლარწას ჩემი მარჯვენა ხელის არათითი ენახა.
შევამჩნიე, რომ სებასტიანს მოეწონა ჩემი საქციელი.
- რაა? ბასტი ცოლი მოიყვანე?! ო ბოოჟე მოიი! ამას არ ველოდი! გილოცავ დარაგოი! - ისევ მოეხვია.
- მადლობა კარინა, მადლობა! შენ ამ მხრივ როგორ გაქვს საქმე? - ჰკითხა სებასტიანმა.
ამ ტყლარწას ვინ მოიყვანს ცოლად?
- ეეჰ, რა ვიცი, რა ვიცი... ყველას უარს ვეუბნები... - ამოიოხრა კარინამ.
- ნუ ეუბნები უარს, თორემ შინაბერად დარჩები... - გაიცინა სებასტიანმა.
რა სოფლელური საუბარი აქვთ! დებილები არიან!
უცებ ტელეფონმა დამირეკა. მამა იყო. სებასტიანმა შემომხედა. მოვშორდი და ტელეფონს ვუპასუხე:
- მაა როგორ ხარ? - დავასწარი.
- შენ როგორ ხარ? მაგრად მომენატრე... - მითხრა მამას დასევდიანებულმა ხმამ.
- მეც მომენატრე... გამოსვლას ვაპირებ დღეს, ბებეც და ბაბუაც მაგრად მომენატრნენ. ხო სახლში იქნებით?
- მე და ბაბუა გვიანობამდე სამსახურში ვართ, მაგრამ მოვახერხებ რამეს.
- მაა, ჯემოსაც რო დავურეკოთ... - ვთხოვე.
- მე ბებეს დავურეკავ, ქეთასაც დაურეკავს და შევიკრიბოთ სანათესავო. - მითხრა.
- აუ მაა, მაგრად გამახარე! მოვალ და ბებეს დავეხმარები!
- ისე, ასე ადრე რამ აგაყენა? - გაეცინა მამას.
- სავარჯიშოდ ვართ მე და ის უჯიშო! - ვუთხარი და ტუჩები მოვპრუწე.
- უნივერსიტეტში დადიხარ?
- კიი დავდივარ. კიდევ კარგი დღეს დასვენებაა. - სიამოვნებით ვთქვი.
- რატოა დღეს დასვენება? - შეშფოთდა მამა.
- რატომ და ჩემი ჯგუფელები სალაშქროდ მიდიან 5 დღით, მე ვრჩები.
- სებასტიანის გამო რჩები? - ხმა გაუუხეშდა.
- არა, მე თვითონ არ მინდოდა, სულ სხვა გეგმები მაქვს.
- კარგი მაა, ახლა წავედი სამუშაო მაქვს, გელოდები დღეს. - მითხრა და გამითიშა.
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე იმით ნასიამოვნები, რომ დღეს ჩემებს ვნახავდი.
- ლორა! - დამიძახა სებასტიანმა.
მისკენ შევბრუნდი ტყლარწა წასულიყო, მაგიდასთან იჯდა.
- ხომ არ დაგავიწყდი? - ირონიულად ჩაიცინა.
- მმმ... მართალი ხარ... არც მახსოვდი... - ვუთხარი და მეც დავჯექი.
წარბები შევიჭმუხნე.
სებასტიანი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვიღაცამ გააწყვეტინა.
- ბიძია, დამეხმარეთ, პურის ფული არ მაქვს. - პატარა გოგონა იყო.
კიდევ იტყოდა რამეს, მაგრამ სებასტიანმა ჯიბიდან 100 ლარიანი ამოიღო, ბავშვს გაუწოდა და გაუღიმა.
ბავშვს ბედნიერების ტალღამ დაუარა. კარგა ხანი დაჰყურებდა ფულს. თვალები ამემღვრა. უცებ გოგონამ თქვა:
- არა ძია, მე ამ ფულს ვერ ავიღებ... უბრალოდ პურის ფული მინდოდა... - თქვა გოგონამ.
- არა! - ჩავერიე - ეს ფული უკვე შენია და ჭკვიანად დახარჯე! - ვუთხარი.
მოულოდნელად ბავშვი მომვარდა და ჩამეხუტა.
სებასტიანი მშვიდად მიყურებდა.
მეც გაკვირვებულმა ხელები მოვხვიე და ბავშვი გულში ჩავიკარი.
სებასტიანს გავხედე. გამიღიმა.
ამოვიოხრე და თვალები დავხუჭე.

***
- სებასტიან, შენი აზრით რატომ აბრუნებდა ფულს ეს გოგონა? - ვუთხარი, როცა სახლის გზას გავუყევით.
- არ ვიცი, შეიძლება რაღაცაზე სინდისი ქენჯნის... - მითხრა და გამომხედა.
- კი, მაგრამ 10-11 წლის ბავშვს რა სინდისი უნდა ქენჯნიდეს?
- არ ვიცი... - თქვა სებასტიანმა და ჩაფიქრდა.

***
- ლორა, მსახიობობის დროა! - მითხრა სებასტიანმა, როცა სახლში შევედით და გულიანად გაიცინა.
მეც "ვითომ სიცილით" თავი გავაქნიე.
- მოხვედით ბავშვებო? - გვკითხა სებასტიანის დედამ.
- ახლა გამოვიცვლით და რამე გემრიელი დაგვახვედრე რაა! - სებასტიანმა დედამისს აკოცა და ზევით ავედით.
- სებასტიან, დღეს მამამ დამირეკა...
- რაო მერე? - გამომხედა, როცა ზევით ავედით.
- გამოდით ჩვენთანო. სუფრა აქვთ.
- მე ვერ მოვახერხებ, ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ შენ გადი ლექციების მერე.
- უნივერსიტეტში არ მივდივარ. - ვუთხარი.
- რატომ? - გაკვირვებულმა შემომხედა.
- ჩემი ჯგუფელები სალაშქროდ მიდიან 5 დღით და...
- შენ რატომ არ მიჰყვები? - დაინტერესდა.
- მე მინდა ეს 5 დღე ჩემს სახლში გავატარო. - ვუთხარი და სააბაზანოში შევედი.

***
სებასტიანმა ძველ სახლში გამიყვანა.
- ჭკვიანად იყავი! - მითხრა სერიოზული სახით.
- რა ბედნიერებაა 5 დღე უშენოდ! - წამოვიყვირე.
- მეც 5 დღე კარინასთან ვიქნები! - ტუჩი მოიკვნიტა.
- ჰაჰაჰააა! - გამეცინა - მეც მოვძებნი ვინმეს! - გველურად შევხედე.
- ლორა! - მკაცრად მითხრა.
- გისმენ. - მშვიდად ვუთხარი.
- მე გითხარი ჭკვიანად იყავი-თქო! - მითხრა ბრაზით.
- ვარ, ვარ!!! - ვუთხარი და მანქანიდან გადავედი.

***
- ჩემი ლამაზი, ჩემი სიცოცხლე როგორ მომენატრე! - მითხრა ბებემ როცა სახლში შევედი.
- ბებე, ძალიან გამხდარი ხარ! - ვუთხარი ლენას და ავათვალიერე.
- ნერვიულობისგან აღარა ვარ უკვე რაა! - ამოიქშინა.
- რამე ხდება? - ვკითხე.
- ჩვენს კომპანიას ვერ აქვს საქმე კარგად... - ამიოხრა.
- რატომ? - დავინტერესდი - სებასტიანი ხომ არ არის გარეული ამ საქმეში? - ვიკითხე.
- სებასტიანი რა შუაშია?! გვეყოფა ამაზე ლაპარაკი! შენზე მომიყევი, როგორ ხარ? - მკითხა ბებემ.
- რავი ვარ... ლექციებს არ ვაცდენ რაც მთავარია! - გვიკრიჭე.
- დღეს ხომ გააცდინე? - წარბები შეყარა ლენამ.
- ჩემი ჯგუფელები 5 დღით სალაშქროდ მიდიან, ხოდა მე დავრჩი. - გავუღიმე.
- დარჩენის მიზეზი? - თვალები მოჭუტა.
- 5 დღე თქვენთან ვარ! - გავიკრიჭე და ლენას მაგრად მოვეხვიე.

***
- ბებე, არ იღლები ამდენს რომ მუშაობ? - ვკითხე ლენას, როცა საჭმელების კეთებას მოვრჩით და დივანს მივესვენე.
- ლოქო ხარ! - მითხრა ლენამ და მაგრად მიპწკინა.

***
- მამიდაჩემი როგორ ხარ? - ვუთხარი ქეთას და მოვეხვიე.
- ამ ვიკინგების პატრონი რა ვიქნები! - ანკაზე და თეკოზე მანიშნა. - შენ როგორ ხარ? - სახე სევდიანი გაუხდა.
- მე ნორმალურად. - დავნაღვლიანდი.

***
ანკა - ქეთას უფროსი გოგონაა. 17 წლისაა, ჩემზე 1 წლით უმცროსია. სიმართლე გითხრათ შესაშური ურთიერთობა ნამდვილად არ გვაქვს. ბავშვობაში ჩვენთან ხშირად არ დადიოდნენ, არც ჩვენ დავდიოდით ხშირად, ამიტომ მეგობრები არ ვართ. უბრალოდ ბიძაშვილ-მამიდაშვილის პონტია. ანკა ტელეფონს ხელს არ უშვებს და ჩემგან ძალიან განსხვავებულია. ამიტომაცაა, რომ ლენა მამაჩემს ეუბნება: ლორასთან ვერც ანკა მოვა და ვერც ვერავინო.
თეკო კი სულ სხვაა. ჯერ ერთი წლისაა, მაგრამ ეტყობა რომ ანკასნაირი არაა. არც სახეზე ჰგავს, არც ანკასნაირი უჟმურია. ძალიან საყვარელი და კომუნიკაბელური ბავშვია. რაღაც განსაკუთრებულად ვუყვარვარ. მეც ასე, რაღაცნაირად მიყვარს...

***
ყველა შეიკრიბა. მხოლოდ ჯემოს და დეას ვუცდიდით.
იმდენი ხანია ჯემო არ მინახავს, უკვე მრცხვენია თვალებში ჩახედვის.
ნოდოც მომიჯდა გვერდით.
- როგორ იქცევა შენი ქმარი, თუ უნდა ვცემოთ მაინცდამაინც? - მუშტები შეკრა.
- შენ გგონია მე შენზე ნაკლები ძალა მაქვს? - გამეცინა.
- სერიოზულად, კარგად გექცევა?
- ერთი გაბედოს და ცუდად მომექცეს! - ტუჩები მოვპრუწე.

***
კარზე ზარი იყო.
- მე გავაღებ! - ვთქვი და კარისკენ წავედი.
ჩემს წინ ჯემო და დეა იდგნენ.
სახეგაბრწყინებული ვუყურებდი ჯემოს.
მერე წამოვიკივლე და ადგილზე დავტრიალდი.
- ქაჯი! - უთხრა ჯემომ დეას. - მოდი გოგო აქ! - და მაგრად მომეხვია.
- აუ, ჯემო, როგორ მომენატრე!
სასტუმრო ოთახში შევიყვანე.
- დიდება შენს მოსვლას დიდო ჯემალ აღა! - თქვა მამამ და ყველამ გაიცინა.
სუფრასთან დავჯექით.
ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
სებასტიანი იყო. სუფრიდან ბოდიშის მოხდით ავდექი და აივანზე გავედი.
- გისმენ. - ვუთხარი.
- შენ რომ მისმენდე... - ჩაეცინა.
- კარგ ხასიათზე ხარ დიდო ბასტი? - გულიანად გავიცინე.
- ნუ მაშხამებ ყველაფერს!
- ცუგა, ცუგა, ცუგრუმელა! - კინაღამ გავიგუდე.
- გეყოფა ახლა, თორემ გამოვალ და სახლში გამოგიყვან! - დამემუქრა.
- ერთბაშად არ გამოგყვე! როგორ გაერთე აბა დღეს? - სიცილით ვუთხარი.
- კარინა არ დამხვდა სახლში. - ვითომ ამოიოხრა.
- როგორ მეცოდები... წადი მერე სადმე დაძებნე, იქნება და გაგითხოვდა... - ტელეფონი მოვიშორე და სიცილი დავიწყე.
- რომ მინდოდეს ამასაც ვიზამდი!
- ააა, არ გინდაა? - სიცილით ვუთხარი - იტყუები!
- რა სასაცილოაა ლორააა! - გამომაჯავრა - რა ხდება თქვენსკენ?
- არაფერი, იმდენი კაი ბიჭია, რო არ ვიცი რომელი შევაბა... - დავიწყე.
- შენ მაინც გაგიმართლა ბედმა, სახლში მოგაკითხეს, მე კიდევ.. - ისევ ვითომ ამოიოხრა.
- ამაში ნამდვილად გამიმართლა ბედმა! - დავეთანხმე.
- ისე დედაჩემმა მოგიკითხა და თქვა რომ შენს გარეშე ჩვენს სახლში მოწყენილობააო. - გადმომცა სებასტიანმა.
- მეც მომიკითხე. მოგიწევთ უჩემოდ 5 დღე! - ბედნიერმა ვთქვი.
- დედა, ლორამაც მოგიკითხა და თქვა რომ უკვე ძალიან მაგრად მოენატრეო. - გადასცა ჩემი ნათქვამი - შელამაზებულად.
- იცოდე მონიშნულ ხაზს არ გადასცდე დღეს თორემ მოგკლავ! - ვუთხარი.
- თუ გახსოვს იმ ხაზს შენ სცდები ხოლმე, ცოლო! - დამგესლა.
- მოკეტე ახლა! - გავბრაზდი.
- ახლა ჭკივიანად იყავი, თორემ მოვალ და წამოგათრევ! - მითხრა.
- ერთი გაბედე!
- მწარე ძილი! - მისურვა.
- შენც ასევე! - გველურად გავიცინე და ტელეფონი გავთიშე.
ჰაერი ჩავისუნთქე.
შიგნით შესულს ჯემო ფეხზე ამდგარი დამხვდა.
- მინდა რაღაც გითხრათ! დღეს მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ! ასეთი ბედნიერი ლორას ნათლობის მერე არ ვყოფილვარ! (აქ ყველამ გაიცინა) ისე არაფერი გამხარებია, ლორა რომ დაიბადა, და აი დღეს... იმიტომაც დამაგვიანდა, რომ... საავადმყოფოში ვიყავით! მოკლედ... მე მალე მამა გავხდები! - თქვა და თვალზე ცრემლი მოადგა.
ყველა გაისუსა.
- აააააააააააააააააააა! - ვიკივლე და ჯემოს მოვეხვიე - არიიიიის! გვეშველააა! - დეაც ჩავკოცნე.
ყველამ მიულოცა.
- ლორა რა განცდებშია ნახე! - გავიგონე როგორ უთხრა ნიკამ ჯემოს, როცა დეას მუცელზე ვეფერებოდი.
- კარგა ხანია ასეთი კარგი ამბავი ჩვენს ოჯახში არ გაგვიგია! - ამოიოხრა ნიკამ და ჯემოს და ნოდოს მაგრად ჩაეხუტა.

---------------------------------
გამარჯობააათ!
სანამ გამლანძღავდეთ გეტყვით მიზეზს თუ რატომ არ ვდებდი შემდეგ თავებს (მოპრუწულტუჩება სმაილი) იმიტომ რომ ყველა თავი დავწერე (გაკრეჭილი სმაილი)
თქვენი coco girl.



№1  offline წევრი ninonino7500

მალე დადე რა ხოდა :D :D :D მაგარია დზაან მომწონს :* :* :* :*

 


№2  offline წევრი mariiii

ვაიმე თუ ყველა თავი დადე კია გოგო ხარ ეხლა მალე დადდეერა შემდეგი თავები მოუთმენლად ველოდები ..... ახალი თავი როდის დაიდება ??

 


№3  offline წევრი Khaleesi

დამაიწყდა კიდეც იმდენი გვალოდინე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent