შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერეს მსხვერპლი(თავი8)


28-06-2015, 10:35
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 686

-ვინ უნდა იყოს?-ჩაილაპარაკა და გეზი კარისკენ აიღო.
ეს თამარი იყო..მისი ერთადერთი დაქალი და ერთადერთი ადამიანი,რომელსაც ყველაფერს უყვებოდა...რომელსაც არაფერს უმალავდა.
-რაღაც შეცვლილი ჩანხარ?-ჰკითხა და მიაშტერდა ნატალაის...ის ხომ ყველაეფრს ამჩნევდა..თამარის,მართლაც,ვერაფერს გამოაპარებდა.
-მხოლოდ ერთი კვირაა,რაც არ მინახავხარ.
-გოგო,შეხვდი?
-რომ გაიგო რა ხდება..როგორ რთულადაა საქმე.
-დაიწყე-დაეშვა ლოგინზე და სმენად იქცა.
რამდენიმე საათი ემოციურად ელაპარაკბოდა ამის შესახებ ნატალია.თამარი მხოლოდ მსმენლის როლში იყო,თანაც პასიური მსმენლის..
-იკა?
-კი,იკა.
-გოგო,გაგიჟდი.
-ვიცი,ცოლს ირთავს..
-ირთავს კი არა თითქმის ცოლიანია.
-იქნებ ეს იმის ბრალია,რომ ლუკას ვერასდროს ვნახულობ.
-არ ვიცი,არ ვიცი,მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია.
-იქნებ უბრალოდ კოცნა იყო.განა მთელმა ქალაქმა არ იცის მათი ნიშნობის ამბავი?
-მხოლოდ მათ,ვინც თვალს ადევნებს ინტერნეტ სივრცისა თუ გაზეთ-ჟურნალების სულელურ და საჭორაო სტატიებს.-ჩდაუკონკრეტა ნატალიამ-რა კოცნა კარგად ხარ? უბრალოდ კოცნიან,უბრალოდ ესაუბრებიან ასე და უბრალოდ მიდიან?
-თამარ,არ გინდა...არ ვიცი..საკუთარ თავშიც კი ვეღარ გავრკვეულვარ..მისმინე,მალე გავიგე,ალბათ-ბოლო სიტყვა მკაფიოდ გამოთქვა და თამარის შეხედა.
-გოგი,ექვსის ნახევარია,ბიოლოგია არ გაქვს?
-ვაიმე,კიდევ კარგი შემახენე.
-მიდი მოემზადე.
უღიმღამოდ გავიდა ოთახიდან.არსად წასვლის თავი არ ჰქონდა.ვერ იშორებდა ამ ფიქრებს თავიდან,მაგრამ გამოცდები კარზე ედგა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,ამიტომ მალევე მოემზადა და გაჩერებისკენ წავიდა.
ავტობუსს ელოდებოდა,როცა უკნიდან ხმა მოესმა.ეს მისთვის ნაცნობი ჰარმონია იყო.ჰარმონია,რომელიც გოგონას მუსიკის ნოტებივით ჩაესმოდა.
-ნატალია...-შეკრთდა,ათრთოლდა და უკან მიიხედა.
-იკა?!-გაოცებით ჰკითხა მამაკაცს.
-ნატალია,საით გაგიწევია?
-უკაცრავად-გოგონამ ზურგი აქცია მოსულს.
-ნატალია,ვიცი,რომ ვერ გარკვეულხარ სიტუაციაში.
-ვინ ხარ? რა გინდა?-გოგონამ ბრაზით შეხედა.
-ნატალია...გოგო,როგორი უცნაური ხარ...აი,რა მიზიდავს შენში.
-შეცდომა იყო ის კოცნა..შენც,იცი..უბრალოდ მარტივადაა ყველაფერი.
-მარტივად? რა არის მარტივად,რომ გულგრილი გავხდი და რომ დამაბრმავე..
-დაგაბრმავე?-ცივად ჰკითხა.ნატალიას ხმაში მცირედი ირონიაც იგრძნბოდა.
-დიახ,ნატალია...იკა,სერიოზული ხარ?
-კი,ნატ-ახლა უფრო თბილად მიმართა გოგონას.
-კარგი,სერიოზულობა მანანასთან გამოიყენე...წადი,შენი მხარდაჭერა სჭირდება...ხომ იცი წინ როგორი კონკურსი ელოდებატ მის ბავშვებს?
-ნატ,გეყოფა.
-ნუ,მომმართავ ასე.
-ნატალია..მისმინე.
-რა გისმინო,ადამიანო?
-შენნაირად არავინ მაინტერესებს...
-რა იყო,როლებში შეიჭერი?!-გადაიხარხარა გოგონამ.
-ნატალია...
-იცი,რა,იკა?
-რა?
-ამხელა ადამიანი ხარ და საკუთარ თავში ვერ გარკვეულხარ..რა გინდა საერთოდ? რას ბოდიალობ?
-აი,ეს არის უბედურება...
-მაგვიანდება...უნდა წავიდე და,იმედია,ქორწილში დამპატიჟებ-მაცდურად შეხედა მამაკაცს,რომელიც თვალს ვერ აცილებდა მიმავალ გოგონას.
„რა მოხდება? რა გავაკეთო? მიყვარს“-იმეორებდა გულში..ეს უკანასკნელი სიტყვა,მიყვარს,შესაძლოა,უბრალოდ აფექტისგან იყო გამოწვეული,მაგრამ,აშკარა იყო,რომ იკა არ იყო გოგონასადმი გულგრილი...არა,ეს უფრო მეტი იყო....უბრალოდ გასაოცრად იზიდავდა ეს არსება...
გაკვეთილზე გაბრუებული იჯდა გოგონა..ყურში ყოველ წამს მამაკაცის სიტყვები ჩაესმოდა..ნატალიაც ხომ ვერ გარკვეულიყო საკუთარ თავში.რა ხდებოდა? არა,არ იცოდა...ნახევრად ეძინა,ძლივს დასრულდა გაკვეთილი და რვის ნახევარზე ბილიკს გამოჰყვა...ისევ ფიქრობდა,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთზე,იკაზე..დიახ,ამ მამაკაცზე,რომელიც ასე სულელურად იქცეოდა..თუმცა განა სიყვარული არ არის სულელი?
იკა დივანზე დამხობილიყო,მანანას მოსვლაც ვერ გაეგო და ნახევრად ეძინა...
„ლუკა,იმედია,აფექტი იყო..ყველაფერი,რასაც მასზე წერს“-ეჭვიანობას მოეცვა მამაკაცის გონება და გული..ნატალიამ ეს არ იცოდა..არ იცოდა,თუ ხვდებდა იკა...დიახ,არ იცოდა..და ეს არც ერთ წამს გაუვლია გონებაში...ნუ,ერთხელ გაიფიქრა,მაგრამ ამის გააზრებაც კი აშფოთებდა..აშფოთებდა ის,რომ,შესაძლოა, ერთდროულად ეფიქრა ორ მამაკაცზე და სადრაც დისიყვარულ სამყაროში დაკარგულიყო...ეს უბრლაოდ სიგიჟე იყო...რაღაც გამაოგნებელი..აბა,რა არის,როცა უყურებ ერთს,გათრთოლებს ერთი და ეტრფი მეორეს...ეს,ალბათ,იმიტომ,რომ მან იცოდა იკაზე..იცოდა,რომ ის საბოლოოდ იყო დაკავებული,ხოლო ლუკა...ალბათობა იმისა,რომ ესაა ლუკაზე ფიქრისა და შემდგომი გრძნობების გამოწვევის მიზეზი,დიდია,მაგრამ ამ ბოლო კვირებში იკაზეც დაიწყო ფიქრი...დაიწყო და ახლა აგრძელებს..თითქოს ლუკა სულ გადაეგდოს გონებიდან..ირაკლი,აი სახელი,რომელიც ჩაესმის ყურში,გონებასა და გულში...იქნებ ეს ის სიტყვაა,რომელიც აცოცხლებს.
სახლში მოთენთილი დაბრუნდა..თამარი ჯერ კიდევ არ წასულიყო,რაღაცას წერდა.ნატალიას დანახვაზე ფეხზე წამოდგა და გოგონას მიაცქერდა:
-ნატალია,დაიღალე?
-ის შემხვდა..-ყველაფერი მოუყვა,რაც იკამ უთხრა და თამარი შოკში ჩააგდო.
-შენ რას გრძნობ?
-იცი,რა? ლუკაზე არც ვფიქრობ..ახლა მეც იკა მაინტერესებს.ის რეალურია,ლუკა კი სადღაც გულაობს..გესმის?მაგრამ....
-აი,დანმღუპველი მაგრამ..
-მაგრამ მისი შეხედულება,მისი სიტყვები უბრალო აფექტი მგონია..ცოტა ხნის წინ მარადისობას ეფიცებოდა საცოლეს..ახლა კი სადღაც აბსტრაქციაში დაკარგულა და ყველაზე მეტად მაინტერესებო...რა უნდა,რომ ერთდ ვიყოთ,თუ რა უნდა?
-ჯერ შენი პასუხი აინტერესებს...იქნებ ხვდება კიდეც ლუკაზე?
-არამგონია...-გაუღიმა ნატალიამ და ლოგინზე დაეშვა.
-გეძინება,ჰო?
-საშინლად...ალბათ,ისევ ის დამესიზმრება..არ მინდა ძილი.
-წამო,კლუბში..არ გინდა?
-აუ,არ მინდა.
-გინდა.
-კარგი,წავედით.მოემზადე და ერთ ათ წუთში მზად ვარ.
-მიყვარხარ-თამარის ლამის იყო ხტუნვა დაეწყო,ისე გავარდა კარებიდან.
-თამარ...-გაეღიმა ნატალიას და გარდერობი გახსნა.
კლუბში მხიარულად წავიდნენ...ძლიერი სასმელი შეუკვეთეს და მუსიკაც შესაფერისი აღმოჩნდა..თამარიმ ცეკვა დაიწყო და ნატალიაც აჰყვა..დიდ ხანს იყვნენ ასე,მაგრამ თამარიმ ორ საათზე წასვლა განიზრახა.
-წავიდეთ რა.
-თამარ,მე კიდევ მინდა დარჩენა.თუ გინდა შენ წადი.
-მერე შენ?
-მე ტაქსით წამოვალ.
-კარგი..კარგად გაერთე-თამარიმ უკან მიიხედა და გეზი კარისკენ აიღო,ეტყობოდა,რომ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა.
სამის ნახევარი იქნებოდა,როცა ნატალია უკანასკნელ დონეზე იყო მთვრალი და გიჟურად ცეკვავდა...ამ დროს შეხება იგრძნო..ამისთვის არც ისეთი მთვრალი იყო..არ ისეთი მთვრალი იყო,რომ ჟრუანტელი არ განეცადა..ეს ხომ ირაკლი იყო.გოგონა შეხტა და მამაკაცის ხელი წელიდან მოიშორა.
-ვიცეკვოთ-ღიმილით შეხედა იკამ.
-აქ საიდან?
-ჩემი საყვარელი კლუბია.
-აჰა,კაი.
-ნატალია,მეცეკვე.
-რა გეცეკვო? წადი,მანანასთან..მოცეკვავეა და მაგრად „გაგისწორდება“.
-მე შენთაან მინდა...მოდი..უბრადლო ვიცეკვოთ..-წელზე მოხვია გოგონას ხელი და ნატალიაც აჰყვა.ირაკლის კისერზე მოათავსა ხელები და მოძრაობა დაიწყო.
-არც ისე ცუდად ვცევავ,არა?-გაუღიმა იკამ და თვალი თვალში გაუყარა.ამაზე გოგონას მთელ სხეულში ძლიერმა დენმა დაუარა..ეს იკამაც იგრძნო,მაგრამ არ შეიმჩნია.
-ჩა-ჩასთან შედარებით არა.
-ნუ დამცინი.
-კაი,ერთი...მანანას აქვს უფლება რომ დაგცინოს,თორემ როემლი მოცეკვავე მე მნახე-გადაიხარხარა ნატალიამ.
-ნატალია,მთვრალი ხარ?
-არც ისე,მაგრამ საკმაოდ დავლიე..ერთი სიტყვით,წაქცევამდე არა.
-აჰა..ანუ სიმართლეს იტყვი-გაუღიმა მამაკაცმა.
-მისმინე,მივხვდი...
-რას მიხვდი?იცოდე,ყველაფერი მამახსოვდება,რასაც მეტყვი..მერე რა,რომ მთვრალი ვარ.
-ლუკას რომ უძღვნი,ჩემს ძმას.
-უთხარი?-გოგონას გააჟრჟოლა და რაღაც შიში იგრძნო,მაგრამ რისი შიში ვერ გარკვეულიყო.
-არა.ასე,რომ მარტო მე არ ვარ გაურკველობაში,როგორც შენ ამბობ.ვიცი,რომ..
-რა,იცი?
-უბრალოდ ნუ ხარ ცივი..ნატ..
რამდენიმე საათი ასე ცეკვავდნენ.იკამ რამდენჯერმე მიუტანა ბაგეებთან ტუჩები,მაგრამ არ უკოცნია..შემდეგ ჩამოსხდნენ...მამაკაცმა საათს დახედა და გოგონას ჰკითხა:
-გვიანი,არაა?
-შენ გყავს საცოლე მე კი არა.რას იფიქრებს,რომ კლუბებში დადიხარ მის გარეშე.
-არ მაკონტროლებს-გაუღიმა ირაკლიმ და ხელი გადახვია.
-ექვსის ნახევარია-ნატალიამ შეხედა იკას.
-ანუ დიდი დრო გვაქვს..უბრალობ ვისაუბროთ გულახდილად.
-აქ? ამ ხმაურში?
-ანუ თანახმა ხარ?
-კი,იკა..
-ვხვდები..ვერნისაჟში ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო...მანანა ხომ შენი მასწავლებელია,მე კი მისი...-სიტყვა გაუწყდა მამაკაცს.
-საქმრო.
-რაც არის.დაივიწყე..
-წავედით.
-სად?
-რაღაც კაფეა აქვე..
-ანუ ამ ადგილების დიდი მოყვარული ხარ?
-კი,ასეა.
-კარგი,წავედით,მაგრამ იცოდე გიჟი მწერალი მოგყვება შენ და არა ნატალია..ნატალია..-იკამ გააწყვეტინა:
-არ გინდა-გოგონას შუბლი მხარზე მიიდო და მის თმას ნელა წაეთამაშა.
„მგონი,სიზმარია“-გაიფიქრა გოგონამ და თამარის მიწერა,დღეს არ მოვალ სახლში და მშობლებსაც უთხარიო.
მართლაც მშვიდი ადგილი იყო...ლამაზი ხედით..ეს მაშინვე მოხვდა გოგონას თვალს..
-ყავა უშაქროდ-შეუკვეთა გოგონამ და იკას გადახედა.
-მეც ყავა,მაგრამ სამი კოვზი შაქრით.მერე ნატალიას გადახედა:
-უშაქროდ სვამ?
-გლუკოზა მძულს.
-აჰა,გასაგებია...მანანა კი შოკოლადის გიჟია..გამიკვირდა.
ნატალიამ შემაჩნია,რომ იკა გადახდას აპირებდა და უკმაყოფილოდ ახედა:
-იკა,არაა საჭირო.
-განსხვავებულობა..-დაეკრიჭა მამაკაცი.
-დიახ...მე სხვანაირი გოგო ვარ!-ამაყად უპასუხა ნატალიამ..
ცხოვრება,მართლაც,რომ უცნაური რამაა.როგორ უეცრად იცვლება ის..რამდენიმე დღის წინ ამას სიზმარშიც ვერ ნახულობდა..უბრალოდ მისი ბუნდოვანი სახეც და ისიც ზმანებაში კი გვრიდა ბედნიერებას,მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი სხვაგვარადაა.
ერთმანეთს თვალები გაუყარეს და ათას რამეზე საუბრობდნენ..ვინ იცის რისი ბრალი იყო,რომ ერთმანეთს გადაუშალეს გული...იქნებ, სიმთვრალის,მაგრამ ეს მხოლოდ გოგონას შემთხვევაში,იკას მხოლოდ ორიოდე ჭიქა თუ ექნებოდა დალეული.
ნატალია აღელვებული ჩანდა,მაგრამ საკმაოდ თავისუფლად საუბრობდა.
-დიდი ხანია,რაც შენზე ვფიქრობ..მეც გნახულობ ხოლმე სიზმრებში..არ წარმოგიდგენია,როგორ გამიხარდა,როცა გნახე მოსაცდელში იჯექი.
ამ სიტყვებზე გოგონამაც მოუყვა მისი ვარაუდები,ფიქრები თუ ეჭვები.
-ალბათ,ლუკაზე არ მაქვს საეჭვიანო.
-ის,ალბათ,მხოლოდ ილუზიის ნაყოფი იყო-გაუღიმა გოგონამ,მაგრამ მაშინვე გაქრა ეს ღიმილი და ეჭვმა შეცვალა..ეჭცმა,რომელიც მომენტალურად შეიპყრო-მე კი მანანაზე?ჰაჰაჰა-გადაიხარხარა და ყავა მოსვა.
იკას არაფერი უპასუხია...
-დრო,არა?-გაუღიმა გოგონამ.
-კი,დრო.
ახლოს მიწია სკამი და გოგონას თავი გულთან მიიდო.
-გესმის?-ჰკითხა და თმებზე ხელი მოუსვა.
-მესმი,ურიტმოდ ცემს.
-ნატალია,მიყვარხარ..
გოგონა გაშრა...ახლა ხვდებოდა,რომ ეს რეალური იყო..ირაკლის ის,მართლაც,უყვარდა.სიჩუმე სუფევდა.მამაკაცი ხმას არ იღებდა,ბოლოს შეხედა გოგონას ჩაფიქრებულ თვალებს,სახე ახლოს მიუტანა და ყურში ჩასჩურჩულა:
-მეც ხომ დამიწერ ლექსებს.
-შეთანხმებით არაა.
-აბა?
-ლექსი თავისით უნდა მოვიდეს.
-ანუ თუ მოვა?
-მიხვედრილი ხარ-წვერზე ხელი ნაზად მოუსვა.
-ანუ თუ კარგად მოვიქცევი?
-იკა,ნუ გარბიხარ...
-მე შენ მიყვარხარ..ძალიან მიყვარხარ...
-იკა,მანანასაც ამას არ ეუბნებოდი...
-ეს დიდი ხნის წინ იყო..
-ბანალურად ჟღერს..
-გთხოვ,აღარ ახსენო მისი სახელი...იცოდე,ნეტა,როგორი საშინელია ეს თანაცხოვრება..
-არ მინდა,რომ ჩემს გამო დაშორდე..არ მინდა,რომ მე ვიყო ამის მიზეზი.
-ნატალია,იქნებ ეს ასე მოხდებოდა..
-ბედისწერის არ მჯერა..
-არ ვიცი..ან ვინ იცის..
-იქნებ არაფერია მარადიული..და სიტყვა,მუდამ,უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან.
-არ ვიცი,ნატ.
-უნდა დავშორდე..
-იკა,რომ გაიგებს...არ ვიცი,რა მოხდება...ალბათ,ჭორაობას დაიწყებენ..
-მე შენ მიყვარხარ და არ მეშინია...გესმის? არ ვარ მშიშარა...ჩემს მხრებზე დავიტევ.
-კი,დაგეტევა.
ირაკლი გასწორდა და ფეხზე წამოდგა.
-გავიდეთ?-ჰკითხა ნატალიამ.
-კი,გავიდეთ.
გარეთ წვიმდა..მაისის წვიმა რთავდა არემარეს,როგორც საახალწლო ხეს...ყველაფერი ლამაზი იყო..აყვავებული,მიმალულად,მაგრამ მაინც მოჩანდნენ ყვავილები,ლამაზი ყვავილები..იკა და ნატალია ერთმანეთის გვერდით მიდიოდნენ.
-რა ლამაზია,არა,წვიმა?
-შენ უფრო ლამაზი ხარ-გაჩერდა,გოგონას დანამული თმები უკან გადაუწია და ნაზად აკოცა.ნატალიამაც არ დატოვა ეს უპასუხოდ.
შემდეგ კვლავ სეირნობდნენ..დილამდე მანამ,სანამ ირაკლის ტელეფონმა არ დარეკა:
-სად ხარ?-მანანას ხმაში აღელვება იგრძნობოდა.
-ძმაკაცთან.
-რომელ?
-ნუ მიწყობ ეჭვიანობის სცენებს.ლამის იყო დაეყვირა ქალისთვის.
-არ გინდა-ხელით ანიშნა ნატალიამ.
-რა გჭირს? შეიცვალე..-ვერკამ ტირილი დაიწყო.
-მანანა,ამას ტელეფონზე ვერ გავარჩევთ.
„ტელეფონზე ვერ გავარჩევთ? ამით რისი თქმა უნდა? ეს ბანალური და გამადნადგურებელი ფრაზა“-ქალი ლოგინზე დაეშვა და ტირილს უმატა.ადრე ხომ არასდროს ყოფილა მასთან დამოკიდებულებაში იკა..ნუთუ,რა შეიცვალა ახლა? მანანა გრძნობდა,რომ რაღაც არ იყო კარგად,მაგრამ რა ჯერ ვერ ხვდებოდა ქალი,მაგრამ იქნებ თავისით ახდენილიყო ამ ყველაფრისთვის ფარდა...ვინ იცის..


იმედია,არ დაიზარებთ დადააფიქსირგანებთ თქვენს აზრს კომენტარის სახით..მგონი,ჩემი მასწავლებელი კითხულობს ამ ისტორიას,რის გამოც აღარ მესალმება და თქვენ მაინც არ დაიზაროთ კომენტარის დაწერა..ხომ იცით როგორ მიყვარხართ...
პ.ს.ვისაც აინტერესებს შემიძლია პირადში გავუგზავნო ჩემი პერსონაჟების სახეები...მოკლედ რამდენიმე რეალური ადამიანის განსახიერება არის ზოგიერთი მათგანი..

მოკლედ,ველი თქვენს აზრს..



№1  offline წევრი Anuuc^.^

გულის შეტევა,ემოციური შოკი და ალბათ მალე სიკვდილიც,ეს რა თავიი იყოო)))გადამრევ შენ მეე ველოდები შემდეგს და ვაიჰ ხვალამდე რა მოიცდის)ველოდები პირადში შენს პერსონაჟებს:დდ(ვითომ არ ვიცი)
მიყვარხარრრ❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
გულის შეტევა,ემოციური შოკი და ალბათ მალე სიკვდილიც,ეს რა თავიი იყოო)))გადამრევ შენ მეე ველოდები შემდეგს და ვაიჰ ხვალამდე რა მოიცდის)ველოდები პირადში შენს პერსონაჟებს:დდ(ვითომ არ ვიცი)
მიყვარხარრრ❤

მადლობა დიდი ანუშკ.. love
შენ ისედაც იცოდი და კიდე განახე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent