მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 17
ყველანი პალატასთან ვიყავით როცა ბექა მოვიდა, ზუსტად 1 საათი იყო გასული. დიტო მოიკითხა და ისიც ჩვენთან ერთად დაჯდა სკამზე -რა ხდება, ეგეთი ბედნიერი სახით რო ხარ? (ანი) -არაფერი, მიხარია რო დიტოა კარგად, აბა ხო არ ვიტირებ (ბექა) და ლოყაზე აკოცა ანის. -ღმერთმა დაგლოცოთ შვილო (ლია) ღიმილიანი სახით თქვა ლია დეიდამ როცა მათ შეხედა. ექიმები ყოველ ნახევარ საათში შედიოდნენ პალატაში. დიტოს ეძინა. როცა ექიმი გამოვიდა ბატონმა კახამ კითხა -ექიმო, ხომ ვერ გვეტყვით, რამდენ ხანში გაწერთ აქედან? (კახა) -ეს იმაზეა დამოკიდებული როგორ იქნება, თუ მისი მდგომარეობა სწრაფად შეიცვლება უკეთესობისკენ, შეიძლება 3-4 დღეში გავწეროთ. და გაუღიმა -კარგი, მადლობთ (კახა) თქვა და ექიმმაც დაგვტოვა როცა დიტომ გაიღვიძა, ჩემი ნახვა უნდოდა და პალატაში შევედი. ბექა 2 წუთით შევიდა დიტოსთან და მერე ისევ სადღაც წავიდა. -როგორ ხარ? (მე) -ძაან კარგად, აუ როდის წავალ აქედან? (დიტო) -როცა მართლა ძაან კარგად იქნები (მე) -ოო მომბეზრდა ეს წოლა, მომენატრა შენთან ერთად სეირნობა (დიტო) და გამიღიმა. მივიწიე და ვაკოცე -მმ, კიდე გაიმეორე (დიტო) -ნუ ხარ შენ დამპალი (მე) -აუ სულ აქ რატო ხარ? ცოდო ხარ, სახლში წადი დაისვენე (დიტო) -სახლში რა მინდა, აქაც მოსვენებული ვარ, შენთან ერთად ყოფნას არაფერი მირჩევნია (მე) -ახლა ხო აქ ხარ, მარა მაინც მენატრები, აქედან რო ავდგები ძაან მაგრად ჩაგეხუტები და ბევრს გაკოცებ (დიტო) გამეღიმა. მერე ანი შემოვიდა -აბა როგორაა ჩემი მომავალი სიძე? (ანი) -ძაან კარგად ვარ, შენ? (დიტო) -რავი გვანერვიულე ძაან, ეს ხო განსაკუთრებით (ანი) თქვა და ჩემზე მიუთითა -ხო ვიცი, ის სად არი? დამნაშავე (დიტო) თქვა და გაეცინა -აა ბექა? რავიცი ეგ დადის აქეთ-იქეთ (ანი) ჩვენც ავყევით სიცილში ამ დროს კარი ბატონმა კახამ გააღო -ბავშვებო, მე არ მინდა მაგრამ კომპანიაში უნდა წავიდე აუცილებლად, ვეცდები მალე დავბრუნდე. ლია აქ იქნება, თქვენ წადით კაფეტერიაში რამე ჭამეთ (კახა) გაგვიღიმა და წავიდა -აუ ხო რა წადით ნუ ხართ ეგრე უხასიათოდ, კი არ ვკვდები (დიტო) ჩვენც ავდექით და კაფეტერიაში წავედით. პალატაში ლია შევიდა. -ეს ბექა სად დადის გამაგებინა (ანი) -ეტყობა რამე აუცილებელია თორე არ დატოვებს დიტოს (მე) ცოტა ვჭამეთ და ისევ პალატასთან დავბრუნდით, აქ უკვე ბექა, ლუკა და გვანცა დაგვხვდნენ, ლია დეიდაც მათთან ერთად იდგა. ყველა მოვიკითხეთ. მერე გვანცა მოგვიახლოვდა -მართლა გულთან მივიტანე და ვინერვიულე ამ ამბავზე, მარა ქორწილის საქმეების გამო ვერ მოვახერხეთ მოსვლა მე და ლუკამ (გვანცა) მოწყენილი სახით თქვა -კაი რას ამბობ ვიცით, ნუ ნერვიულობ კარგადაა დიტო ახლა (მე) -კაი მე და ლუკა შევალთ ვნახავთ (გვანცა) პალატაში შევიდნენ და 15 წუთში გამოვიდნენ, ექიმი შევიდა და. ლუკა და გვანცა კიდევ ცოტა ხანს იყვნენ და მერე დაგვტოვეს. ანი ბექას მიუბრუნდა -სად დადიხარ შენ? (ანი) -ოო არსად, რა იყო (ბექა) ოდნავ მკაცრად თქვა ბექამ -მართლა რას უბრაზდები შენც კიდე, იქნებ რა საქმე აქ (მე) ვუთხარი ანის. იმ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. ღამით ბატონი კახა დარჩა დიტოსთან. ჩვენ ყველა სახლში გამოგვიშვა, ლია დეიდაც. მეორე დღეს, დილით გავიღვიძე თუ არა, მოვწესრიგდი, ვისაუზმე და წავედი საავადმყოფოში ანისთან ერთად. ლია დეიდა იქ იყო უკვე. -დილამშვიდობისა (მე) -დილამშვიდობის გოგოებო (ლია) -გაიღვიძა? (მე) -ჯერ არა (ლია) სკამებზე დავსხედით და ველოდებოდით როცა ბექაც მოვიდა და თან რაღაც მოზრდილი შეფუთული ყუთი მოიტანა, საჩუქარს გავდა, და საჩუქარი აღმოჩნდა კიდეც. -ეს დიტოსთვისაა, ჯერ არ გაუღვიძია? (ბექა) და გაიკრიჭა -არა, რო გაიღვიძებს ეგრევე შენ შედი და მიეცი (მე) და გავუღიმე -შენც შემოდი, შენც უნდა ნახო (ბექა) და წარბები აათამაშა. დამაინტერესა ბექას საჩუქარმა -აუ მეც რო შემოვიდე? (ანი) -ბაზარი არ არი (ბექა) და გაეცინა. ექიმი შევიდა და 2 წუთში გამოვიდა -პაციენტმა უკვე გაიღვიძა, თავს ძალიან კარგად გრძნობს და ვინმე შემოვიდესო ამბობს. თქვა ექიმმა და წავიდა. მაშინვე სამივე შევედით და მივესალმეთ -აუ რა კაია აქ რო ხართ, დღეს ძაან კარგად ვარ, მოვკვდი წოლით და ძილით (დიტო) მერე ბექას საჩუქარი დაინახა -ეგ რა არი? (დიტო) -რა და საჩუქარია შენთვის, გახსენი (ბექა) დიტომ ყუთი გამოართვა და გახსნა. შიგნით დიდი ფოტოალბომი იდო რომელსაც ყდაზე ეწერა „დიტო ნინის უყვარხარ“. დიტომ გადაშალა და ჩვენი ფოტოები დახვდა, რომლებიც ეგვიპტეში და მას შემდეგ გადავიღეთ, უამრავი ფოტო იყო და თან ლამაზად გაფორმებული. მე და დიტომ ერთმანეთს ღიმილით შევხედეთ, მერე ბექას უთხრა -მოდი აქ ჩაგეხუტო (დიტო) ბექა მივიდა და ფრთხილად გადაეხვია -როგორ მოიფიქრე? რა ორიგინალური საჩუქარია (მე) -დიდი მადლობა, ძაან მაგარი საჩუქარია, ძაან გამახარე (დიტო) -არაფერს, ჩემ დანაშაულს ამით ვერ გამოვისყიდი, მაგრამ მაინც (ბექა) -დანაშაულს არა ის, ნუ გაქ ეგ აკვიატებული რა, კიდე ერთხელ დიდი მადლობა (დიტო) -აი ქალბატონო, რო შემჭამე გუშინ სად დადიხარო, ამ ალბომზე დავდიოდი და ვამოწმებდი, მინდოდა ლამაზად გამოსულიყო (ბექა) უთხრა ანის -ყოჩაღ, მაგარი ბიჭი ხარ (ანი) შეაქო ანიმ და თვალი ჩაუკრა. ცოტა ხანს კიდევ დავრჩით, მერე ბატონი კახა შემოვიდა და ჩვენ გავედით. -მამა როდის წავალთ აქედან? მომბეზრდა (დიტო) -ახლა ველაპარაკე ექიმს და 3 დღეში წავალთ (კახა) -აუ რა 3 დღე ტო, რა მოითმენს (დიტო) -ასეა საჭირო. ეს რა არი? (კახა) საჩუქარზე ანიშნა -ხოო ეს ბექამ მაჩუქა, ნახე (დიტო) ბატონ კახას ალბომი ძალიან მოეწონა -ზოგზოგიერთები ამბობდნენ ეგვიპტეში მარტო 3 მივდივართ, სულ ბიჭებიო (დიტო) -რა წამიყვანდა ნინის გარეშე (დიტო) და გაიკრიჭა _____ -გოგო ლუკას და გვანცას ქორწილამდე რამდენი დღე დარჩა? (მე) -რავი ნახევარ თვეზე მეტი. გოგო რა ვაჩუქოთ? მოიფიქრე შენ? (ანი) -შენი აზრით საჩუქარზე ვიფიქრებდი? ჯერ დრო გვაქ (მე) -მართალი ხარ, როდის გამოწერენ დიტოს? (ანი) -მემგონი 3 დღეში (მე) -აუ გოგო მოდი დიტო რო დაბრუნდება რამე პატარა სუფრა დავახვედროთ სახლში, მოვრთოთ და გავერთოთ, მარტო ჩვენ და გვანცას და ლუკასაც ვუთხრათ, ის ქალიც მოგვეხმარება, ლია ქვია ხო? (ანი) -და ბატონი კახა რო არ დაგვთანხმდეს? (მე) -რატომაც არა, ისიც ჩვენთან ერთად იყოს (ანი) და გაიკრიჭა -მე ვერ ვეტყვი (მე) -ბექა, შენ უნდა უთხრა (ანი) -ხო კაი (ბექა) ამ დროს ბატონი კახაც გამოვიდა პალატიდან. -ხომ ნახეთ რო დიტო კარგადაა, ახლა სახლში წადით ბავშვებო და საღამოს მოდით თუ გინდათ (კახა) -კახა ბიძია ერთი აზრი მოგვივიდა მარა თვენი თანხმობის გარეშე.. (ბექა) -რა არის? (კახა) -იქნებ, დიტოს რო გაწერენ, სახლში პატარა დახვედრა მოვუწყოთ, სახლი მოვრთოთ, თუ რათქმაუნდა თქვენ ხართ თანახმა (ბექა) -საწინააღმდეგო რა მაქვს, არაჩვეულებრივი აზრია (კახა) და გაეცინა. ძალიან გაგვიხარდა. მერე ისევ გვთხოვა სახლში წასვლა. ამ კაცს ვერ ვუწევდით წინააღმდეგობას და იქედან წამოვედით. ____ 3 დღეც გავიდა. დიტო უკვე ძალიან კარგად გრძნობდა თავს და თავისუფლად შეეძლო სიარული. მისი გამოწერის დღეს ყველა იქ ვიყავით და ძალიან გვიხაროდა. თვითონაც ვერ ითმენდა წასვლას. ყველა მის ექიმს დავემშვიდობეთ. სახლში ლია დეიდა დავტოვეთ რომ ჩვენი მისვლისთვის ყველაფერი მზად ყოფილიყო. ყველა კერძი მან მოამზადა, სახლის მორთვაზე კი ჩვენ ვიზრუნეთ. აი მივიყვანეთ კიდეც სახლში, კარი გავაღეთ და რომ შევიდა, იქაურობას თვალი მოავლო და მერე ყველას სათითაოდ ჩაგვეხუტა. ძალიან გაუხარდა. ყველანი სუფრასთან დავსხედით, და ლია დეიდას მომზადებულ, უგემრიელეს კერძებს მადიანად შევექეცით. -ლია დეიდა, საუკეთესო ხარ მსოფლიოში (დიტო) ლია მივიდა და ლოყაზე აკოცა დიტოს. ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმხიარულეთ. სახლში როცა მივდიოდით, დიტო ყველას დაემშვიდობა და მე მითხრა -შენ რო დარჩე არა? (დიტო) -არა (მე) გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე -ეგ არაა საკმარისი ქალბატონო (დიტო) თქვა თუ არა გადმოიწია და მაკოცა -ნინი წამოდი თუ მოდიხარ, მერეც ნახავთ ერთმანეთს (ანი) -წადი პატარავ, გვიან დაგირეკავ (დიტო) -დროებით (მე) ხელი დავუქნიეთ და მანქანაში ჩავსხედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.