შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (25)


28-06-2015, 12:33
ავტორი anuki_just love
ნანახია 4 012

მთელი დღე ისხდნენ ბიჭები და ნინჩოს ეღრიჯებოდნენ მერისთვის რომ დაერეკა,თუმცა ნინჩო ცივ უარზე იდგა და ამბობდა,რომ უგულავას ეს უნდა დაემსახურებინა თვითონ კი არა ის უნდა წასულიყო და პატიება ისე ეთხოვა და ისეთი რამ გაეკეთებინა რითაც შემოირიგებდა ცოლს.
-აუ,ნინჩო მიდი რა ძმურად დაურეკე რა-მუდარის თვალებით გადახედა უგულავამ
-გითხარით უკვე და გეყოთ,საკმარისია!-თვალები დაუბრიალა
-იმ დღეს რომ ვნახეთ იმ apples პლანშეტს გიყიდი შენთავსგეფიცები!-უთხრა ნიკამ
-და ვაბშე მაგარი თუ ეხლავე დაურეკავ iphone 6 გიყიდი-ყურებამდე გაეკრიჭა უგულავა
-ჯერ ერთი ეგ უკვე მაქვს და მეორეც შანსი არაა, ვერაფრით დამითანხმებთ-ცხვირი აიბზუა ნინჩომ და გიგისთან გავიდა ოთახში
უგულავამ თავზე ხელი გადაისვა და ნერვიულად ჩაეცინა
-აუ მართლა ორსულად რო იყოს ეგ ჩემ*სა?
-გეტირება ყოფა შეჩ*ემა და ეგაა რა-დივანზე გადაწვა კასპერა
-ეე ნუ ატრაკებთ ეხლა,ვსიო ადე დავით მერისთან მივდივართ სოფელში-ფეხზე წამოდგა ნიკა და გაიჯგიმა
-პონტი არაა ტო,არ მაპატიებს
-აბა იჯექი აქ და ქალივით იწუწუნე,ადე რა ვაბშე თუ საჭირო გახდა სუ ძალით წამოიყვანე კაცი არახარ?
-მერისთან ეგ არ ჭრის-თავი გააქნია
მერიმ გადაწყვიტა ეზოსთვის მოევლო,რაც კი იყო სამუშაო იარაღები გამოათრია საწყობიდან და ბარვას შეუდგა,ეზო დაასუფთავა თიტქმის ყველა კუთხე კუნჭული გაწმინდა ფოთლებისგან. ჭიშკრის წინ ხმაური შემოესმა და გახედა,ახალგაზრდების სიცილის ხმა იყო აშკარად,ვერავინ გაარჩია მაგრამ რამდენიმე ბიჭი და გოგო დალანდა,მისი ჭიშკრის წინ სკამები იყო და იქ ისხდნენ ეტყობა იქ იკრიბებოდნენ. ეზოს მოსუფთავებას ომ მორჩა ჭიშკართან მივიდა იფიქრა რამე ხომ არ უნდათო და ღიმილით წავიდა მათკენ.
-გამარჯობათ-ასევე ღიმილით მიესალმა ახალგაზრდებს
-უი უკაცრავად,არ ვცოდით აქ თუ ვინმე ცხოვრობდა-მორიდებით უთხრა ერთ-ერთმა გოგონამ და უხერხულად გადახედა მეგობრებს.
-ხო რამდენიმე დღეა ჩამოვედი,არაუშავს ისხედით არაა პრობლემა-მერიმაც თავაზიანად გაუღიმა.ბიჭებმა მერის მზერა რომ დაინახეს ადგილზე გაქვავდნენ ასეთი ლამაზი გოგო ასე ახლოდან მგონი პირველად ჰყავდათ ნანახი,ხმის ამოღება ვერავინ მოახერხა
-კარგით ჩვენ წავალთ
-არა,ისხედით თუ გინდათ მე არ მიშლით-გაუღიმა დადიანმა
-შენ თინიკოს შვილიშვილი ხარ ხომ?-კითხა ერთ-ერთმა გოგონამ
-კი თინიკოს შვილიშვილი ვარ
-ძალიან ლამაზი შვილიშვილი კი ყოლია თინიკოს-თვალებმოუცილებლად თქვა ერთ-ერთმა ბიჭმა
-სანდრო!-უჩქმიტა მის გვერდზე მდგომმა გოგნამ და მერის უხერხულად გაეკრიჭა
-გმადლობთ-მერისაც ჩაეცინა
-დიდი ხნით ჩამოხვედი?
-არვიცი,შესაძლოა კი
-ხოდა ძალიან კარგი,როგორც ვხედავ აქ ჯერ მეგობრები არ გყავს
-ხო ჯერ არავინ გამიცვნია,თუმცა ბავშვობაში ხშირად ჩამოვდიოდი
-თუ გვიკადრებ ჩვენთან ერთად "აბირჟავე"-წამოროშა ისევ სანდრომ
-სანდრო!-უკვე მეორედ უჩქმიტა გოგონამ
-აჰა,ანუ აქ აბირჟავებთ ხოლმე,გასაგებია-ღიმილი არ შორდებოდა მერიემს სახიდან
-ხო რა-მხრები აიჩეჩა სანდრომ
-ყველანი ამ სოფელში ცხოვრობთ ?-ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა მერი
-მე,თამუნა და ლაშა კი,სანდრო ნათია და ლევანი თბილისში ცხოვრობენ აქ დასასვენებლად ჩამოდიან-სწრაფად მიაყარა გოგონამ-ხო მართლა მე დინა მქვია
-ძალიან კარგი,გამიხარდა,კარგია თუ აქ ხართ დამლაპარკებელი მაინც მეყოლება ვინმე
-ეს ეზო შენ გადათხარე?
-ხო რა იყო?
-რამე გათხრებს აწარმოებ თუ?-სიცილით კითხრა სანდრომ
-არა,უბრალოდ გადავწყვიტე მოვუარო ააურობას და მცენარეები დავრგო
-დაგეხმარებით ჩვენც-აღტაცებით წარმოთქვა ლაშამ და მეგობრებს გადახედა ამყევთო
-არაფერია ისეთი ჩემითაც ვიზამ არ მინდა შეგაწუხოთ
-რა შეწუხება ღადაობ? ისედაც უსაქმოდ ვართ მთელი დღე
მოკლედ შეთანხმდნენ რომ დილიდან მოვიდოდნენ და მიეხმარებოდნენ მერიემს.12 საათი იყო რომ დაიშალნენ.მერის უსაშველოდ მოენატრა გულავა და წყვილი ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან.სახლში შევიდა და მთელი ღამე გაათია.ნეტავ სად არის ახლა? რასაკეთებს? სულ ეს კითხვები უტრიალებდა თავში. დილით ადრე მოვიდნენ ახალგაზრდები და მერის დაუძახეს.ისიც ფეთიანივით წამოხტა საწოლიდან და ღიმილით შეეგება მათ. მთელი დღე მუსაობნედნენ,იქაურობა ნამდვილ სამოთხეს დაამსგავსეს,ის სანდრო ენას არ აჩერებდა სულ წუწუნებდა და არაფერი მოსწონდა. მერიმ სადილი მოამზადა და სუფრას შემოუსხდნენ.
-აუ ამდენი ბავშვობის მერე არ მიმუშავია ტო-წუწუნით ტქვა სანრომ და ლუკმა გემრიელად გადაყლაპა
-სულ როგო უნდა წუწუნებდე შენკიდე ბიჭო ჰა?- გაუჯავრდა ნათია
-რა ვქნა არ ვარ ფიზიკურად მუშაობას მიჩვეული-მერის გახედა ღიმილით და თვალი ჩაუკრა
დადიანმა უხერხულად ჩაახველა და გაიღიმა. საღამომდე ისხდნენ და საუბრობრობნდნე,სანდრო იმდენს "ღადაობდა" რომ შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდა.
-ღამე მარტო არ გეშინია?
-არა სანდრო
-ისე აქ ნაირნაირი ცხოველი დასერნობს და მაგ პონტში გითხარი რაა-სასხვათაშორისოდ თქვა
-რეებს ბოდიალობ სანდრო? გინდა გოგო შეაშინო?
-აუ დინა მოკეტე რა ძმურად-მაისური გადაიძრო და დაკუნთულ მხარბეჭზე გადაიგდო
-მგონი დროა დავიშალოთ,დილით მდინარეზე გავიდეთ მერი,ხომ წამოხვალ?
-კი ნათია წამოვალ-გაუღიმა და დაემშვიდობა ახლად შეძენილ მეგობრებს.

უგულავა სოფლის გზაზე იდგა უკვე,ვერ გაძლო ან რა გააძლებინებდა მის გარეშე? ხომ უთხრა მე შენს გარეშე პონტია არააო,ხოდა მართლა არიყო პონტი უგულავა დადიანის გარეშე.3 საათი იყო მანქანა ჭიშკარს რომ მოადგა.მერიმ შუქი რომ დაინახა ჭიშკრიდან მომავალი გული გადაუქანდა,საბანი თავზე წამოიმხო და აკანკალდა
-მერი სად ხარ
-დათო?-წამოფრინდა საწოლიდან
-იცი როგორ მომენატრე?
-აქ რა გინდა ამ დროს?-თელი პენუარის ამარა იდგა კარებთან
-მონატრემ დრო არიცის-თვალი ჩაუკრა და მისკენ წავიდა რომ მოხვეოდა.
-შენ გგონია მომხდარი გაპატიე?-კოპები შეყარა
-არა,თუ გინდა ნუ მაპატიებ,მაგრამ იცოდე არ დაგთმობ
-და რის გაკეთებას აპირებ?
ხელი დაავლო და მანქანაში სუ ძალით ჩატენა,ი გაუძალიანდა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-მხეცი ხარ დათო!
-ხოდა ამ მხეცს ისე უყვარხარ,რო შენს გარეშე აი შანსი არაა იარსებოს
-წადი და ეგ სიტყვები თათას უთხარი!
-თათას დედასშევ*ცი მე!-კბილებში გამოსცრა
მოკლედ ბევრი იწუწუნა და იუარა დადიანმა მაგრამ საბოლოოდ მის მკლავებში გამოეღვიძა.
თათამ ისევ სცადა მათ შორის კონფლიქტის გამოწვევა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა,დათომ გაიგო რომ ეს იმ ვასაძის მოწყობილი მორიგი ტყუილი იყო მის გასამწარებლად და თათა მხოლოდ შუამავალი,ორსულადაც არ ყოფილა. ხომ დაპირდა ვასაძე ისე გაგამწარებ მაგ ირონიულ სიცილს სახეზე შეგაყინავო,ხოდა ვითომ სცადა,მაგრმა სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა.9 თვეში იყო უკვე დადიანი და სულ წუწუნებდა,სხვა რა გზა ჰქონდა უგულავასაც ყველაფერს უსრულებდა.ისეთი ლამაზი ორსული იყო არ არსებობდა ადამიანი რომელიც არ იტყდა დადიანზე ანგელოზს ჰგავსო,ამით უფრო და უფრო ამაყობდა უგულავა და გული სიყვარულით ევსებოდა.სიარულიც კი უჭირდა უკვე დადიანს
-ნუ დადიხარ მერიკო,დაისვენე ხომ გითხრა ექიმმა?-უსაყვედურა თამრიკომ და ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა
-სულ წოლა ვის გაუგია?
-ცოტაც მოითმინე და მერე რამდენიც გინდა იმდენი იარე-ხელები ჰაერში აატრიალა თამრიკომ და ოთახიდან ბუტბუტით გავიდა.
რაღაც საშინელი ტკივილი იგრძნო მერიმ,მიხვდა რომ უკვე დრო იყო,ერთი მაგრად დაიკივლა და უკვე საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე იყო
-დათოს დაურეკეთ -ღმად სუნტქავდა და დედამთილს ეხვეწებოდა ქმრისთვის დაერეკა
-დამშვიდდი მერი,ღრმად ისუნთქე,დათოც მოვა მალე დავურეკავ
მშობიარობა ძალიან გაუჭირდა,4 საათი იტანჯებოდა ტკივილებით,თვალები რომ გაახილა გულზე პატარა ეწვა და ისეთი ემოცია მოაწვა მერის აქამდე არასოდეს რომ არ ჰქონია.ძალაგამოცლილი მიეფერა პატარას მერე კი ექიმებმა გაიყვანეს ბავშვი.მალე პალატაში გადაიყვანეს.ბიჭი ეყოლა უგულავას თვითონ კი არსად ჩანდა
-სადაა დათო?-თამრიკოს ჰკითხა დადიანმა
-არვიცი,ვურეკავ და არ მპასუხობს,არც ბიჭები არ მპასუხობენ ნინჩო მალე მოვა
თვალები მაგრად დახუჭა და თავს აიძულა ცუდზე არ ეფიქრა.
ნინჩო ფერდაკარგული შემოვიდა პალატაში
-ნინ სადარიან ბიჭები?-თვალებამღვრეულმა კითხა
-მერი ახლა რასაც გეტყვი ადვილი არ იქნება,მაგრამ უნდა გამაგრდე ხომ იცი უკვე დედა ხარ და პატარას ძლიერი სჭირდები,იცოდა დადინმა რომ რაღაც ცუდი მოხდა,ამიტომაც არ ჩანდა დათო.გული გადაუქანდა ნინჩოს ნათქვამზე
-რა მოხდა ნინო აღარ იტყვი?-თამრიკომაც ვეღარ მოითმინა
-დათო დაიჭირეს
-რაა?-ეგონა რაღაც მოესმა დადიანს,თამრიკომ ტირილი დაიწყო ხმა ვერ ამოიღო მერიმ.
-მაგრამ ბიჭები იქ არიან და ყველაფერს იზამენ რომ გამოუშვან ნუ ნერვიულობ რა.


____________
ისევ და ისევ დიდი ბოდიში ბავშვებო!
ვცადე დამესრულებინა,თუმცა ესე მსრალად არ მინდა დავასრულო და იმედი მაქვს ძალიან არ გაიწელება.



№1  offline წევრი Ssarua98

Vaime ramdenixania velodebiiiii:* dzaan magariaa

 


№2  offline წევრი Somebody

ჰო კაია რო არასრულენ მაგრამ ანდაასრულე ან ნორმალური განრიგით დადე რაა(((
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mallee dadee mainteresebss :D

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Kargi istoriaa magram movlenebis uket ganvitarebac sheidzleba me piradad am epizodshi rahac damaklda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent