ვერეს მსხვერპლი(თავი9)
-ვწუხვარ... -არა,არ გინდა-ხელი გადახვია გოგონას. -უნდა წავიდე. -მომენატრები-აკოცა გოგონას. -მეჩქარება-ნატალია წასასვლელად გაემზადა. -„ტაქსის“ გაგიჩერებ. -იკა,არ გინდა...მე თვითონ. -როგორი უცნაური ხარ. ნატალია მოშორდა იკას თვალს და ახლა მამაკაცი ისევ იდგა..ისევ იმავე ადგილას იდგა და გასცქეროდა მზეს,რომელიც ანათებდა...მხოლოდ ახლა შეიგრძნო მისი სილამაზე..მხოლოდ ახლა მიხვდა,თუ რაოდენ ძლიერია ის..მხოლოდ ახლა იგრძნო რაღაც საოცარი რამ.. „მიყვარხარ“-გაიფიქრა და გაახსენდა,რომ გოგონას ნომერი არ იცოდა.“ფეიხბუქზე“ შევიდა,მის ინფორმაციაში ამოიკითხა ციფრები,რომლებიც დააკავშირებდა ნატალიასთან,ჩაიწერა და შემდეგი ტექსტი აკრიფა: „მენატრები...მიყვარხარ...“ გაუგზავნა გოგონას,მაგრამ ადგილიდან ისევ არ დაძრულა.მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა,როცა თოკას „ესემესი“ მოუვიდა: „დღეს საღამოს აქ ვარ“. სულ არ ახსოვდა,რომ დღეს 22 მაისი იყო.დღე,როცა ლუკა თბილისში ჩამოვიდოდა და ნახავდა ძმას...ერთდ ცხოვრობენ ის,მანანა და იკა..ახლა ისიც გაახსენდა,რომ მეგობრები დახვედრის საღამოს უწყობენ ლუკას და ისიც მათ სახლში.ეს ხომ დიდი ხნის წინ დაგეგმეს და ახლა ვერ ეტყვის მათ უარს.თან ხომ იცის როგორები არიან...არადა ახლა ნატალიას მეტი არავინ და არაფერი აინტერესებს..უბრალოდ სხვა რამეს გონებაში ვერც კი აშუქებს,გულზე ხომ ზედმეტია საუბარი... რა სჭირს? რა სჭირს და სიყვარული...მაგრამ ეს რა არის? რას ნიშნავს სიყვარული იქნებ არ იცის..იქნებ არ იცის ამ გრძნობის შესახებ.. პარასკევი დღეა და თითქოს კარგ ხასიათზე უნდა იყოს.არაფერზე ღელავდეს,თან ძმა ჩამოსდის..როგორ ელოდა ამ დღეს,მაგრამ ახლა სულ სხვანაირადაა.რაღაც აბსტრაქციასა და მარადისობას შუაში მოქცეულა და არ იცის რა გააკეთოს. ნატალია სახლში მივიდა თუ არა ცივი შხაპი მიიღო,რამაც ენერგია შემატა..ეძინებოდა,მთელი 24 საათი არ უძინია,მაგრამ ფიზიკა ჰქონდა სამეცადინო,მასწავლებელთან იყო მისასვლელი იმ დღეს და,ამიტომ ყავა მოიდუღა ძალიან ძლიერი,რომ არ ჩასძინებოდა..დაჯდა და ჩაუჯდა ფიზიკას..მართალია,ახლა იკაზე ფიქრობს..ფიქრობს,რომ გიჟია და ათას რამეს..იმ სიხარულზეც ფიქრობს,რომელიც მისმა მენატრებიმ მოჰგვარა და საერთოდ მასზე...მაგრამ ახლა მეცადინეობის დროა და სრულად მოიკრიბა ყურადღება,კონცენტრირებულია და ფიზიკის დავალებებსაც მორჩა..მასწავლებელთანაც იყო,მერე გიტარაზეც წავიდა,სადაც რაღაც მელოდია ჰქონდა დავალებად..მოლოდინი ჰქვია,შერეკილებიდაა.რაღაც ჩუმი და წყნარია..ისეთი,რომ ადამიანს დაამშიდებს.მშობლები სამსახურში იყვნენ,როგორც ყოველთვის,როცა სახლში მოვიდა.თავს რაღაცნაირად გრძნობდა და ლოგინზე დაეშვა,თვალები მოხუჭა და იკა წარმოიდგინა..წარმოიდგინა,თუ როგორ კოცნიდა და ახლა სულ აებნა გონება... „ნუთუ,ეს რეალობაა“-აი,რა დაფრინავდა მის თავში. ცოტა ხანში თავზე თამარი დაადგა..მას მოუყვა თავგადასავალი და გოგონა უბრალოდ შოკში დარჩა. -მიენდე დროს... -ის რომ არ გვენდობა-გადაიხარხარა ნატალიამ. -გოგო,არ ვიცი,რა გითხრა..სხვა რას აკეთებ.. -ფრჩხილებდატეხილი მუსიკოსივით ვარ. -ფრჩხილები,მართლაც,არ გაქვს-გაუღიმა თამარიმ. -შეეწირა ამ გიტარას. -სამაგიეროდ,ხომ სწავლობ. -მოლოდინს. -მოლოდინს? -ჰო,შერეკილებიდან.იკას უნდა დავუკრა. -მართლა? -ალბათ..მერე ოღონდ. რატომ თქვა თვითონაც ვერ მიხვდა... მათი რექციები,საუბარი და გრძნობების გამოხატვა უეცარ ამოხეთქვას ჰგავდა...ადამიანს დიდი ხანი რომ უნდა რაღაც,ითმენს და მერე უეცრად ამოაფრქვევს ყველაფერს...განა ეს ეს არ იყო? აფექტს შეეპყტო ნატალია..რა ხდებოდა მის თავს..ცოტა ხნის წინ განა ლუკას არ უწერდა სასიყვარულო ლექსებს? იქნებ ეს მხოლოდ მისი ფანტაზია იყო..ახლა კი იკას სახით ხორცი შეისხა მან..დიახ,ეს ასეც იყო...დანამდვილებით ვინ იტყვის,მაგრამ სხვა,აბა, რა ახსნა მოეძებნებოდა ყოველივე ამას? იმ დღეს მამაკაცი ცუდ გუნებაზე იდგა..მისი ძმა ჩამოდიოდა და ეს რაღაცს საშინელ შეგრძნებებს იწვევდა მასში..მთელი რიგი რეაქციები დაბატონებდნენ მის არსებას..გოგონას სახე ჯერაც კი არ შორდებოდა...მოლივლივე შავი თვალები..ისეთი,რომ ჩაგძირავდა,მუქი თმები,რომლებსაც ასე ფანტავდა ნიავი,მისი ლამაზი ცხვირი...იკას აზრით, ის ყველაზე დიდი ხელოვნების ნიმუში იყო.მამაკაცს არ ენახა ასეთი ცხვირი.. გოგონას დაურეკა..ისე უნდოდა მისი ხმის გაგონება..ეს სურვილი ისეთი ძლიერი იყო,რომ მწყურვალის სიგიჟეს ვერც კი შეადარებდი. -ნატალია... -იკა.. -რას შვრები? -ვწევარ და წიგნში ვარ ჩაფლული. -მომენატრე.. -მეც,რომ გითხრა გინდა?-გადაიხარხარა გოგონამ. -კი,მინდა. -მეც. -დღეს ჩემი ძმა ჩამოდის და რაღაც წვეულებას უწყობენ ჩემს სახლში..ახლა ვეღარ ვიტყვი უარს..არადა როგორ მინდა შენთან,ნატ. -რას იზამ..ასე ხდება ხოლმე..ყოველთვის ვერ სრულდება ჩვენი ნატვრები.. -ნატ,შენც მოდი არ გინდა. -რა? კარგად ხარ? -ეს ყველაფერი ვულკანის უეცარი ამოფეთქვაა.. -ანუ გასაკვირი არაა. -ჯერჯერობით უბრალოდ მოდი..მათ გავაცნობ შენ თავს,როგორც ჩემს მეგობარს..მეგობარს,რომელიც მათვის აქამდე უცნობი იყო. -ჰაჰჰაჰაჰა..არამგონია,კარგი იდეა იყოს. -კარგი,რა.გამოგივლი. -მანანაც იქნება? -არა,დღეს რეპეტიცია აქვს და.. -რეპეტიაცია?! -ძალიან მნიშვნელოვანი. -კარგი,მოვალ. -9-ზე გამოგივლი. ნატალიამ ტელეფონი გათიშა და ისევ წიგნში ჩაიხედა,რვეული გადაშალა და წერას შეუდგა. დრო მალე გავიდა..ისე,რომ გოგონა ვერც კი მიხვდა..9-ის ნახევარზე ადგა..ზლაზვნით შევიდა სააბაზანოში,შხაპი მიიღო და შემდეგ სარკეში ჩაიხედა,გაუღიმა თავს და თმა ჩამოიშალა. შემდეგ გარდერობი გააღო.მოკლე,ვიქრო უიბკა ჩაიცვა,ზემოთ სადა ნაცრისფერი მაისური შეუსაბამა,შავი ჟაკეტი გადაიცვა,ფეხზე კედები ჩაიცვა,სადა მაკიაჟი გაიკეთა და მალევე მზად იყო.არ უნდოდა ძალიან გადაპრანჭვა...ამის მიზეზებიც ჰქონდა. 9-ის 4 წუთი იყო,როცა ზარის ხმა გაიგო..ზუსტად შეამჩნია,რადგან მოულოდნელობისგან კვდებოდა და ყოველ წამს საათს უყურებდა. კარები ჭრილში გახედვის გარეშე გააღო და სახტად დარჩა..არ ეგონა,გული თუ არ წაუვიდოა..ერთი წამით მის სხეულში ყველა რეაქცია დასრულდა..მგონი,გულიც კი გაჩერდა....პულსმა რიტმი დაკარგა... ის წინ მამაკაცი იდგა..ისიც სიმპათიური და ისიც იმავე სიმაღლის,რამდენიც იკა იყო..მასაც შავი ლამაზად გადავარცხნილი თმა ჰქონდა,მასაც მშვენიერი წვერი...ის მას ჰგავდა,მაგრამ არა გაჭრილი ვაშლივით...გოგონა მათ შორის განსხვავებას პირველივე დღიდანვე არ ცნობდა განა? განსაკუთრებული სხვაობა თმის ვარცხნილობაშ შეიმჩნეოდა..ლუკას ქოჩორი უფრო სხვანაირი იყო.. დიახ,ეს მამაკაცი ლუკა იყო...გოგონამ მაშნვე იცნოდა და კინაღამ კარი ცხვირ წინ მიუხურა.კიდევ კარგი,რაღაც შინაგანმა ძალმა შეაჩერა. ლუკა გაღიმებული იდგა და უცქერდა გოგონას გაკვირვებულ სახეს.ნატალიას დაბნეულობა მამაკაცმა მაშინვე შენიშნა,მაგრამ რა შენიშვნა უნდოდა ამას..განა ასეთი ნათელი არ იყო? -გამარჯობა-მამაკაციც დაბნეული ჩანდა.ალბათ,გოგონას ასეთ რეაქციას არ ელოდა. -იკა?-უფრო გაოცებით შეხედა ნატალიამ. -არ გამოუშვეს და მე მთხოვა,რომ წამომეყვანე.ნატალია,არა? -კი,ნატალია მქვია. -მეცნობი,მაგრამ საიდან ვერ გიხსენებ. -დაფიქრდი,აბა. -ცეკვავ? -მიხვდი. -არ ითვლება-გაუღიმა ლუკამ. -კარგი.წავიდეთ-ნატალიამ მოწყვეტით შეხედა და კარები დაკეტა. -რაღაც გამოუცნობი ჩანხარ-ლუკას რაღაცამ ათქმევინა ეს სიტყვები.გოგონაში თითქოს ეძებდა რაღაცას..აკვირდებოდა და ეს ცხადი იყო.. -ხშირად მეუბნებიან-ნატალიამ თამამად უპასუხა. -უკან ჩაჯდები თუ წინ?-ჰკითხა მამაკაცმა და გახედა გოგონა ტუჩებს... „ლამაზია ისიც და ნატალიაც“-გაიფიქრა..ჩუმად,მაგრამ ამას მისი ტუჩების ამხელდნენ.. -წინ-უპასუხა,რადგან არ უნდოდა რამე თავის არიდება გამოჩენილიყო მის საქციელში..არ უნდოდა,რომ მამაკაცს რამე ეფიქრა.. მალე მივიდნენ სახლში. -მოვედით-ლუკამ კარი გაუღო და ხელი ხელში გაუყარა. -შესანიშნავია-ნატალიამაც გაუღიმა,მაგრამ მალევე მოწყვიტა მზერა მამაკაცის მოღიმარ ბაგეს და ასევე თვალებსაც,რომელსაც მიმზიდველად იყენებდა. „ეტყობა,იცის,როგორი ღიმილი მოსწონს ქალს.“ თუმცა არც ირაკლი იყო ნაკლები..მისი ღიმილი...მზერა და მიხრა-მოხრაც კი სახარბიელო რამ იყო. მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა და მეექვსე სართულის ღილაკს დააჭირა. -მეექვსე? -ჰო,მეექვსე. -არ მიყვარს ექვსიანი-ნატალიამ გაუღიმა. -ვის უყვარს,მაგრამ ეს მხოლოდ ცრურწმენად მიმაჩნია. ორიოდე წუთში ორივენი ბინის კარების წინ იდგნენ..თოკომ ზარი დარეკა და გასაღებად მაშინვე იკა გამოვარდა. -ნატალია-ირაკლის თვალები გაუნათდა და საშინლად მწველი მზერით შეხედა ნატალიას. -შეიძლება?-გოგონამ გაუღიმა მამაკაცს. -შემოდი,ჩემო მწერალო. -მწერალო?-დაბნეულმა იკითხა ლუკამ და დივანზე ჩამოჯდა.ნატალია კი მხოლოდ ახლა შემოდიოდა შინ.ამ სიტყვამ მას თითქოს მთელი გამომეტყველება შეუცვალა და სახის ნაკვთებიც კი გადაუადგილა,რაც გამოხატავდა მის ემოციას. -მარტოსული მწერალი-გაუღიმა იკამ,რომელმაც არ იცოდა,თუ მისი ძმაც ნატალიას შემოქმედებით იყო შეპყრობილი. -დედაა....-ეს იყო ლუკას რეაქცია.ნატალიას უეცრად გადაეხვია და არ უშებდა.გოგონა კი იკას დაბნეული თვალებით უყურებდა და თითქოს ანიშნებდა,მიშველეო. ხუთი წუთის მერე ძლივს შეეშვა გოგონა მხრებს და წელში გასწორდა. -მე შენი ფანი ვარ-მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა. -ყველაფერი გაქვს წაკითხული?-იკას შეეცვალა სახის გამომეტყველება. -კი..თან თავიდან ყველაფერი ერთბაშად წავიკითხე...ისე ჩამითრია.. -მიხარია-გაუღიმა გოგონამ და ძმებს გადახედა. -ვაიმე,რა დამთხვევაა-ლუკა თვალებამდე უღიმოდა. -კი,მართლაც,სასიამოვნოა,ასეთი მრავალმხრივი ადამიანის გაცნობა,როგორიც ნატალიაა. -გასაოცარი ხარ...-ლუკას პირი კიდევ ვერ დაეხურა. -კარგი,გეყო-გოგონა ლამის იყო გაწითლებულიყო..ადრე რას არ დათმობდა ამ ერთი ჩახუტებისთვის და ამ რეაქციისთვის...ლუკა ხომ გაგიჟებული იყო მის შემოქმედებაზე..განა ეს არ იყო საკმარისი ძლიერი ადრენალინისთვის? ახლა,ალბათ იკას გამო იყო ასეთი გულგრილი..მას ხომ ის უყვარდა..განა ცოტა ხნის წინ არ ეხებოდნენ ერთმანეთის ბაგეებს? დიახ,ასეც იყო.. თოკო მხოლოდ მისი მკითხველია..შესაძლოა,ცოტა მეტიც,გაგიჟებული მკითხველი. საკმაო რაოდენობის ხალხი მოგროვდა.როგორც ჩანდა დიდი იყო მათი სამეგობრო წრე,მაგრამ მათი ნახვა ირაკლის არ სიამოვნებდა.ნატალია ამჩნევდა,თუ როგორი ბრაზით იქცეოდა მამაკაცი.წესიერად ვერც კი ესაუბრებოდა გოგონას. იკა სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო.გარეგნულად ასე ჩანდა.ალბათ,მართლაც,არავინ უყვარდა. -ნატალია-ნელი ნაბიჯით მიუალოვდა გოგონას. -გისმენ. -რას იტყვი,რომ ხვალ სადმე დაგპატიჟო? -იცი,რა..-გოგონას სიტყვა გაუჩერდა.ადრე როგორ ოცნებობდა ამაზე,მაგრამ უკვე გვინი იყო.როგორ ეთქვა ლუკასთვის,რომ მან დააგვიანა. -გთხოვ.. -ვერ ვიტან მაგ სიტყვას. -მაშინ უბრალოდ გეუბნები. -დაკავებული ვარ-გოგონამ მოკლედ მოუჭრა და მის აღელვებულ სახეს ცერად შეხედა. -ის ლუკა?-თამამად ჰკითხა,როცა უკვე მოთმენა აღარ შეეძლო.თვალი შეავლო გარემოს და,რადგან არავინ იყო გოგონას თვალებში გასცურა. ნატალია დაიბნა და გადაწითლდა. -შეუყვარდი?-მამაკაცმა მკაცრად ჰკითხა. გოგონა მთლად დაიბნა და უკან მიბრუნდა. -იკა სად არის?-ჰკითხა ერთ-ერთ სტუმარს. -ნატალია...-ლუკა ადგილზე გაშეშებულიყო. -მანანამ დაურეკა. -შესანიშნავია-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ და კარებიდან გავიდა.“ტაქსი“ გააჩერა და პირდაპირ სახლისკენ წავიდა. კარებთან ყვავილები დახვდა.წითელი ვარდები უფრო მეწამულად ეჩვენა და ხელში დაიჭირა. „ვისგან უნდა იყოს?“-გაიფიქრა და ნაწერს ჩააქცერდა. „როგორ მქონდა იმედი,რომ ის ლუკა მე ვიქნებოდი“. -ამის დედაც-გოგონა ლოგინზე დაეცა და ბალიშში ჩარგო თავი. ამ დროს დედამისი შემოვიდა და გოგონას დახედა. -რამე მოხდა? -დავიღალე,დე. -შენთან სტუმარია-გაუღიმა ქალმა. -უთხარი,რომ შეუძლოდ ვარ.არ შემიძლია,არავისთან საუბარი. -კარგი,რა.სირცხვილია. -ვინ არის? -არ მიკითხავს,მაგრამ მე არ ვიცნობ. -დედა,გთხოვ. -უკვე შემოვიდა და. -გეხვეწები-მუდარებით შეხედა ქალს. -შეუძლოდაა-ქალმა ახედა მაღალ მამაკაცს. -სულ ცოტა ხნით. -არ შემიძლია. -ძალიან გთხოვთ. დედამისმა ვერაფერი უთხრა და მამაკაცი შემოუსვა,მერე სამზარეულოში გავიდა. ნატალია ისევ ძველებურ პოზაში იყო.რას იფიქრებდა,რომ ვინმე უყურებდა.მხოლოდ ხუთი წუთის მერე შენიშნა,რომ მამაკაცის მწველი მზერა დასთამაშებდა. ლუკა იდგა კარებთან და იღიმოდა.რამდენიმე თეთრ კბილს აჩენდა.. -აქ რა გინდა?-ცივად შეხედა გოგონას. -მაინტერესებდა ყვავილები თუ მოგეწონა. -მადლობა,მაგრამ არ იყო საჭირო-მზერა მოაშორა ნატალიამ,მაგრამ მამაკაცი კვლავ დასცქეროდა.ცოტა ხანში მის საწოლზე ჩამოჯდა. -საჭირო იყო,ნატ. -წვეულება უკვე მორჩა? -წამოვედი-გაუღიმა გოგონას. -ინტერესი უკვე დაიკმაყოფილე,ასე რომ,კარები იქითაა. -ნატალია-ხელი ასწია და გოგონას თმის ღერს შეახო. გოგონა ფეხზე წამოდგა და მის თამამ მოძრაობებს დაკვირვება დაუწყო. -ფაფუკი ლოგინია-ლამის იყო წამოწოლილიყო მამაკაცი. -ლუკა,როგორ იქცევი-გოგონასმ წარბი ასწია და მკაცრი იერი მიიღო,მართალია,არ ცისე კარგად გამოსდიოდა,მაგრამ მაინც მიიღო. -შეუყვარდი?მგონია,რომ მე ვარ. -წამოდი-კარებისკენ ანიშნა ნატალია. მამაკაცი უსიტყვოდ გაჰყვა.ახლომდებარე კაფეში შევიდნენ.გოგონამ ორი ყავა შეუკვეთა. -უშაქროდ?-გაიკვირვა ლუკამ. -შაქარს ვერვიტან.კარგი,მოგიყვები,სულელო-ნატალიამ თვალებში ჩახედა. ისე ჩაიძირა ამ ემოციებში რომ თხრობა დიდ ხანს გაუგრძელდა.მის თითოეულ სიტყვაზე ლუკა საშინლად გრძნობდა ადრენალინის მოზღვავებას.ბოლოს თქვა: -მწერლების არ მესმის! ნატალია ფეხზე წამოდგა.ეტყობოდა,რომ გამოცლილიყო და თავს ცუდა გრძნობდა.ეს მამაკაცმაც შენიშნა და არაფერი უპასუხია. გოგონა კარებისკენ მდუმარედ გაემართა.გასასვლელთან ატუზული მანანა ვერ შეამჩნია.ის ზურგით იდგა და ვიღაც ქალს რაღაცაზე ესაუბრებოდა. -ნატალია,მიყვარხარ..ძალიან მიყვარხარ-ლუკას ხმა უკან გამოედევნა.. გოგონამ გადაიხარხარა და მისკენ მიბრუნდა. -შენი ძმის ბრალია. -მოიცადე. -უნდა წავიდე-ნატალიას უკან აღარ მოუხედავს ისე დატოვა კაფე. ამას მანანა ისმენდა და ლუკასკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. -რა ხდება?-ლამის იყო ეყვირა. უკმაყოფილო ვარ თქვენით. განა ასე ძნელია აზრის დაფიქსირება? მაგრამ,რაც არ უნდა იყოს,მიყვარხართ ძალიან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.