შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი მთვარე [4]


1-07-2015, 12:02
ავტორი შიკალატკა
ნანახია 2 442

- არა, მორჩა! - მტკიცედ ჩაილაპარაკა. - იმ დეგენერატი არაკაცის გამო არ გამოვიკეტები ოთახში! - ფეხზე წამოდგა და აბაზნაში შევიდა. მთელი კვირაა ოთახიდან არ გასულა. მიხვდა, რომ ამაოა დეპრესიაში ყოფნა და უმოქმედოდ ჯდომა. მოწესრიგდა და კიბეებს ნელა დაუყვა. ესმოდა ბავშვების სიცილი. მისაღებ ოთახში შევიდა, როდესაც ყველა დადუმდა. გაკვირვებულები მიშტერებოდნენ, თითქოს უცხოპლანეტელიაო.
- რა იყოთ, პირველად მხედავთ. - გაღიზიანებულმა იკითხა. ყოველდღე თუ ასეთი მზერით დააკვირდებოდნენ ისევ ოთახში ყოფნას ამჯობინებდა.
- ევა.. - დაიწყო გაკვირვებულმა ჯაბამ. - გშია? - უცებ გონს მოეგი და მის გვერდით მჯდარ, გოგოზე მიშტერებულ ლუკას მწარე მუჯლუგუნი გაჰკრა.
- იყოს ჩემით. - ცივად უპასუხა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
- მოიცა. - უებ წამოდგა მარიამი, მაგრამ გოგონა უკვე ოთახში შესულიყო და უინტერესოდ, უემოციოდ შეჰყურებდა უცხო პიროვნებას, რომელიც ყავას იდუღებდა. მაცივართან მივიდა, საჭირო ინგრედიენტები გამოიღო და ბუტერბროდი გაკეთებას შეუდგა.
- შენ ვინ ხარ? - კევის ღლაჭუნით, ამპარტავანკ ტონით ჰკითხა უცნობმა გოგომ. ევას წარბიც არ გატოკებია, ისე მიიხედა მისკენ.
- ევა. - მოკლედ უპასუხა და საქმეს მიუბრუნდა.
- ვინ ევა? - იმავე მანერებითა და ტონით შეეკითხა. უკვე აღიზიანებდა ამ გოგოს თავხედობა, მითუმეტეს მისი აგდებითი ტონი. მკვლელი თვალებით ახედა.
- მარიამის, ანასტასიას, ჯაბასა და ლუკას ბავშვობის მეგობარი. - აუხსნა. - კიდევ რამე გაინტერესებს?
- კი. - სწერვულად უთხრა. - დემეტრეს რა ხარ? - ჰაჰ, მიხვდა. ეს დემეტრეს საყვარელი იქნება ან ვინმე მსგავსი. და ეს ბედავს და ასე ელაპარაკება?
- და შენ ვინ ბრძანდები? - კითხვით უპასუხა.
- დემიკოს შეყვარებული. - ამაყად გაიჯგიმა. გარეგნულად ნამდვილად მშვენიერია. ლამაზი სახისა და კოხტა ტანის პატრონი, თუმცა საშინლად წიკვინა ხმის პატრონია და ალბათ, ცარიელი ტვინის. ევამ უკან მდგარ მარიამს დაუბღცირა. გოგონა მოიღუშა და ოთახი თავდახრილმა დატოვა.
- აქ როდის მოხვედი? - ისევ წრიპინას მიუბრუნდა.
- გუშინ. - იმავე ტონით პასუხობდა. არა, უკვე ნერვებს უშლიდა გოგოს ამაყო ტონი. აშკარად ადგილზე ჰყავს მოსასმელი. ბუტერბროდები თეფშზე დადო და მისაღებში გავიდა. ის იყო უნდა დამჯდარიყო, ისევ წრიპინა ხმა მოესმა, რომელიც უკვე შეეზიზღებინა.
- ჰეი, მე ლაპარაკი არ დამიმთავრებია. - საყვედურნარევი ხმით დაიწყო და აი, ევასაც აევსო, ისედაც პატარა მოთმინების ფიალა.
- ეხლა კარგად მომისმინე, სულ არ მადარდებს შენ დემეტრეს თუ ლეტრეს საყვარელი ხარ, გუშინ ჩამკხვედი და უკვე ამდენს ბედავ? საერთოდ ვისთან გაქვს საქმე იცი? შენთვისვე აჯობებს ეგ ამპარტავანი ტონი მოიშორო და ნორმალურად მოიქცე. ისე მელაპარაკები გეგონება კაი ხნის ნაცნობები ვართ. - ხმამაღლა ალაპარაკდა და ანერვიულებულ მეგობრებს მიუბრუნდა. - და ჩვენ, მგონი, რაღაც პირობები გვქონდა, რომ არავის არ მოჰყავდა თავიანთი შეყვარებულები, ხო?!
- ევა. - დაიწყო ჯაბამ. - დემეს ვერ გავუტეხავდით. - გოგონას ტვინში სისხლა აასხა.
- რა?! ვერ გაუტეხავდით?! ჰაჰა, და მე რომ მიტეხავდით? საერთოდ იცით რამდენჯერ მსურდა გიორგი ჩვენთან წამოსულიყო?! თუმცა არასდროს არ მითხოვია არც თქვენთვის და არც მისთვის, რომ წამოსულიყო. - გაცეცხლებული საუბრობდა. ვიღაც დემეტრეს ვერ იტეხავენ და მთელი ცხოვრების მეგობარს კი. ამას არ შეარჩენდა.
- დემეტრე ჩემი ძმაკაცია. - გაღიზიანებული ლუკა ჩაერთო საუბარში.
- და მე ქუჩის ქალი? რამდენი ხანია ძმაკაცობთ? ათი წელი? თხუთმეტი? - უარესად აიმაღლა ხმა.
- ცხრა. - თავდახრილმა ლუკამ ჩაილაპარაკა. გოგონა ირონიული ღიმილით მიაშტერდა.
- ჰაჰ, კიდეც ცხრა. - ცინიკურად ალაპარაკდა და ძარღვებდაბერილ დემეტრეს გახედა, რომელსაც თავისი "გულის ვარდი" ეხუტებოდა. - მე გუშინ გამიცანით ხო?! რითი დავიმსახურე ეს უპატივცემულობა?! რამე არ შეგისრულეთ? გაწყენინეთ? თუ ვინმეს ახლო პიროვნება მოგიკალით და მე არ ვიცი?! - თავჩაღუნული მეგობრებს გაცხარებული ელაპარაკებოდა. ხმას არც ერთი იღებდა, ანდა რა უნდა ეთქვათ, როდესაც ევა სრულიად მართალი იყო? ბოლოს ანასტასიამ ახედა სევდითა და სინანულით სავსე თვალები და.. ევა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ისინი საუკეთესონი არიან, მიუხედავად იმისა რომ ხშირად უშვებენ შეცდომებს. სწორეს ამ სინანულისა და სევდის დანახვა სურდა გიორგის თვალებში, თუმცა ვერ შეძლო, ან რას დაინახავდა, როდესაც არც იყო.
- ევა.. - დაიწყო გაბზარული ხმით, მაგრამ გააწყვეტინეს.
- არ არის ახსნა-განმარტებები საჭირო. - მშვიდად მიუგო და წიგნებით გადატენილ თაროებს მიუახლოვდა. ერთ-ერთ მათგანს ხელი დაავლო დ. გარეთ გავიდა. კითხვა მუდამ ამშვიდებდა, თან მოენატრა წიგნიერ სამყაროში გადაშვება და ფანტაზიის გამოყენება. ჰამაკში კომფორტულად მოკალათდა და კითხვას შეუდგა, პარალელურად ბუტერბროდს გემრიელად მიირთმევდა.

=_=_=_=

ოთახში ისხდნენ და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ, ევას გარდა. მის სახეზე ღიმილი ისეთივე იშვიათი იყო, როგორც ღრუბლებში გამომკრთალი ელვა. ლუდს სვამდა და მხიარულ მოგონებებს იხსენებდა.
- აუ ეს რა უჟმურია. - თავისი ჭკუით იხუმრა დემეტრეს "გულის ვარდმა". გაყინული სახით შეხედა.
- ბავშვებო, ლიკამ იხუმრა, გაიცინეთ უხერხულია. - ჩაილაპარაკა ცინიკური ღიმილით. ლიკა წამოწითლდა. ანიმაციაში გაბრაზებულ ხარებს ჰგავდა, ყურებიდან ბოლი რომ გამოსდით.
- შენ ვის რას ეუბნები?! - წამოიწრიპინა. - დებილივით ზიხარ და ლუდს სვავ.
- და ეს ლუდი უახლოეს მომავალში შენს თავზე აღმოჩნდება, თუ არ მოკეტავ. - ირონიულად მიუგო.
- მიდი აბა. - კაცივით გაიჯგიმა. ევა მოულოდნელად წამოდგა და ნახევრად სავსე ბოთლით აბანავა. გაკვირვებული უყურებდნენ, სანამ გულისგამაწვრილებელი კივილი არ მოესმათ.
- დემეე! - კიოდა გოგონა. - რა გააკეთა ნახე! - ცრემლიანი თვალებით ავარდა ზემოთა სართულზე.
- ეს არ უნდა გექნა. - ბრაზით უთხრა დემეტრემ.
- კაი ერთი. - ირონიას არ იშორებდა. ბიჭმა ერთი გამოხედა, ჩაეღიმა და საყვარელს ააკითხა. ყველა დუმდა. ევას უეცრად მოაწვა ნოსტალგია. საშინლად ენატრებოდა გიორგი. ხვდება, რომ დეგენერატი არაკაცია, თუმცა უყვარს. ყველაფერს იზამს, ოღონდ კიდევ ერთხელ მოჰკრას თვალი. ფიქრებში იყო ჩაფლული, ტელეფონის ხმამ რომ მოიყვანა გონს. ერთი გახედა ახლახანს ჩამოსულ დემეტრეა და ჯიბიდან "მოცეკვავე" ტელეფონი ამოიღო. გაოცდა, როდესაც ნომერს დახედა.
- გისმენ. - აკანკალებული ხმით უპასუხა.
- გამარჯობა. - ხმაზე ნერვიულობა ეტყობოდა.
- რ-როგორ ხარ?
- კარგად. რაღაცის სათქმელად დაგირეკე. - ყოყმანი დაიწყო. - ჩემს პირობას ვერ ვასრულებ, ბოდიში. ხვალ ცოლი მომყავს.
გოგონა წამიერად გაქვავდა. ისედაც ჩამქვრალი, ზღვისფერი თვალები უარესად ჩაუქრა.
- გილოცავ. - ხუთიოდე წამის მერე ჩამწყდარი ხმით უპასუხა. - ქორწილში არ მპატიჟებ? - ბიჭის ნახვის ბოლო იმედს ჩაეჭიდა. უნდოდა, სიკვდილამდე სურდა მისი ნახვა, ბოლოჯერ ჩაეხედა თაფლისფერ თვალებში.
- არა.. მაპატიე, გთხოვ არ დამირეკო. - უთხრა და გაუთიშა. გოგონა წაბარბაცდა. სახეზე შეშლილი ღიმილი ეხატა. მის წინ მდგარ, გაკვირვებულ ხუთ პიროვნებას შეხედა.



№1  offline წევრი PARVENU

ხვალ ხო დადებ??,:D მაქ მე შენი იმედი, ხო იცი♥♥♥♥♥♥♥♥
--------------------
Parvenu

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent