შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {13}


1-07-2015, 22:41
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 325

- ცოტნეე, რატო მელაპარაკები ეგრე?
- როგორ ელი? რა იყო რა ვთქვი ამისთანაა?
- ხომ გითხარი ოჯახი ჩემთვის ყველაზე წინაათქო, შენ კიდე დადექი და მამაჩემის ლანძღვა დაიწყე. არ შეგეძლო გაჩერებულიყავი და უბრალოდ არაფერი გეთქვა, თან მითუმეტეს იცოდი რომ მეწყინებოდა.
- საიდან უნდა მცოდნოდა გეწყინებოდა თუ არა შენ?
- რა საიდან? ეხლა მე შენი მშობლების ლანძღვა რომ დავიწყო არ გაგიტყდებაა?
- ისეთ პონჩი.
- აუ შენ ვინ ხარ რაა, არც ჩემი პატივისცემა გაგაჩნია, არც ჩემი მშობლების და თურმე არც შენი მშობლების.
- აუ ეხლა შენ ზედმეტს ბაზრობ და ჯობია დააყენო სანამ გავმწარებულვარ.
- ვაიმე რატოო? რა იყო არ გსიამოვნებს სიმართლე? შენც ხომ ეგრე იყავიი?
- აუ ელი ეხლა ზედმეტი მოგდის.
- რაღაც ეჭვი მეპარება.
- ელი მეთქიი. - ფეხზე წამოხტა - წესიერად მოიქეცი, შენთან იმიტომ ვარ რო ეგეთი **ეებისგან თავი დამეღწია და ეხლა შენ გახდი „სწერვა“?
- არ მაინტერესებს ცოტნე შენ რას ვერ იტან და როგორებს ვერ იტან. მე ჩემი სათქმელი გითხარი და არ მოვითმენ ჩემი ოჯახის ლანძღვას.
- როგორც ჩანს შენ ჭკუა კიდე ვერ ისწავლე...
- ჭკუა რომ ვისწავლე იმიტომაც გელაპარაკები ასე, დავიჯერო შენთვის რა, შენი ოჯახი ყველაზე წინ არ დგას?
- მაგ თემას ნუ შევეხებით.
- აჰ, ანუ შენი ოჯახის პატივისცემა არ გცოდნია.
- რეებს ლაპარაკობ გოგო შეენ? გითხარი წესიერად მოიქეცი მეთქი.
- აუ ცოტნე ატრაკებ უკვე, თან მაგრად. - ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ დავიძარი.
- გოგოოო, მოდი აქ შე უზრდელო - დამიჭირა და თავისკენ მიმაბრუნა. - ან წესიერად მელაპარაკე ან ისევ მოგიწევს 2თვიანი ჭკუის სწავლება.
- ხელი გამიშვი იდიოტო, არ ვაპირებ ძაღლივით ყველაფერში კუდის ქიცინით გამოგყვე და დაგეთანხმო. ჭკუის სწავლებაზე კი ერთს გეტყვი, მე კი არა შენ გაქვს ჭკუა სასწავლებელი, საკუთარი მშობლების პატივისცემაც არ გცოდნია ჩემზე ხო ზედმეტია უკვე ლაპარაკი.
- ელი ნუ მეტლიკინები..
- არ გეტლიკინები, გეუბნები უბრალოდ რასაც ვხედავ და რაც დამანახე. შენ თუ გგონია რომ ისევ გექნება იმ შენს სოფელში ჩემი წაყვანის საშუალება ძაან ცდები, მთლად უპატრონოც არ ვარ. თუ გიყვარვარ როგორც ამბობ, მაშინ მეც და ჩემს მშობლებსაც პატივი უნდა გვცე, არ ავიტან შენნაირ უზრდელ შეყვარებულს.
- ეხლა მე მომისმინე, მე შენს მშობლებზე უბრალოდ ის გითხარი რაც დავინახე, ეს ჩემი შეხედულება იყო, მერე კიდე თუ მომინდა ისე მშვენივრად წაგაბრძანებ იქ როგორ მშვენივრადაც წაგათრიე პირველად, ასე რომ ჯობს აქ იყო და ჭკუას მოუხმო.
- აი თურმე როგორი სიყვარული გცოდნია, შენნაირი იდიოტები აქამდეც არ მაკლდა, შემეძლო იმათთან ვყოფილიყავი, მეგონა რაღაცით მაინც განსხვავდებოდი მათგან, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი. - ბოლო ხმაზე ვუყვიროდი. - ხელი გამიშვი - დიდი ჯაჯგურის შემდეგ ძლივს დავაძვრინე ჩემი ხელები მისი ტორებისაგან, ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი და დავუყვირე - და შეგიძლია ეხლავე აიღო შენი ნივთები და სამუდამოდ წაბრძანდე აქედან.
- არსად წასვლას არ ვაპირებ.
- მოგიწევს! - ვანაში შევვარდი და ონკანის ნიჟარას დავეყრდენი, სულს ვითქვავდი. ცივი წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი, თავი როცა ავწიე და სარკეში ჩავიხედე...
- ოღონდაც ეხლა არა - ცხვირიდან ჯერ ნელ-ნელა სისხლი მომდიოდა. უცებ ვწვდი ხელსახოც ქაღალდს და დავიდე, მაგრამ სულ დაასველა, ჩამოდნა ქაღალდი, სისხლი კი უკვე ჩანჩქერივით მომდიოდა, პირსახოცს ვტაცე ხელი, ძლივს ვმოძრაობდი, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა ხელებიდან და ფეხებიდან. ფეხები მეკეცებოდა, აბაზანის თაროებს მოვკიდე ხელი, რომ არ წავქცეულიყავი, მაგრამ უშედეგოდ, წავბარბაცდი და თაროებიც სულ ჩამოვიღე კედლიდან. ძირს ჩავიკეცე, სისხლი ისევ არ ჩერდებოდა, პირსახოცი კი უკვე ტავიდან ბოლომდე სველი იყო და ძირს წვეთავდა. ხმაურზე ცოტნემ მომიკაკუნდა კარებზე:
- ელიი, რა ხდება? - ხმის ამოღების თავიც არ მქონდა, მძიმედ ვსუნთქავდი. - ელიიი, შემოვდივარ! - კარები გააღო და როგორც კი დამინახა პირი ღია დარჩა. - ეს...ეს... რა არის ელი, რა გჭირს?
- მ.მ.მალე ჩემი ტელეფონით ნ.ნოეს მიწერე..ეე სასწრაფოდ მოვიდეს. - რაც ძალი და ღონე მქონდა მოვიკრიფე და ძლივს ავაწყვე ეს წინადადება.
- ჰა? რაა? ვინაა ნოე?
- მალეეე!!!
- ხო ხო ეხლავე. - საძინებელში გავრდა. მესმოდა როგორ ელაპარაკებოდა ტელეფონზე ნოეს, როგორც ჩანს მიწერას ამჯობინა:
- „ალო, ნოე ხარ?... ხო ცოტნე ვარ, ელის რაღაც ჭირს და მალე მოდი რაა... არ ვიცი სისხლი მოსდის ცხვირიდან გაუჩერებლად.. აუ მალე რაა.“
- ხო მოვა ელი ეხლა, აუუუ მითხარი რა რა გავაკეთოო? ვერ გიყურებ ასეთს, წამო საძინებელში მაინც გაგიყვან.
- ა.აარ მინდა.ა
- არ არ გინდა ნახე რა გჭიირს. - ხელში ამიყვანა და ჩემს ოთახში, საწოლზე დამაწვინა. ზუსტად ამ დროს კი კარებზე ზარიც გაისმა, აშკარად ნოე იყო. გავიდა თუ არა ცოტნე კარების გასაღებად მაშინვე ნოე შემოვარდა ჩემს ოთახში. გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს, ბოლოს კი უცებ მომვარდა ხელში ამიყვანა და კიბეებზე ჩამარბენინა. ცალი ხელი მის კისერზე მქონდა შემოხვეული, თავი მის მხარზე დადებული და თან ცალი ხელით ახალი პირსახოცი მქონდა ცხვირთან. მანქანაში ჩამსვა და მაშინვე საავადმყოფოში გამაქანა, ცოტნეს არც დავლოდებივართ, გვითხრა მე ჩემი მანქანით წამოვალ თქვენ წადითო. პალატაში დამაწვინეს. ექიმმა რაღაც სასწაულები ჩამიტარა და ცოტა ხნის მერე სისხლდენა შემიჩერდა.
- ექიმო, არ მინდა დამალვები და რაღაც იდიოტური ტყუილები, პირდაპირ მითხარით რამდენი დამრჩა?
- ელი, ხომ იცოდი რომ ცუდად იყავი, რა გააკეთე ამისთანა რომ ესე დაგეწყო სისხლდენა?
- არაფერი, ეტყობა დროა. მითხარით, რამდენი? - ცოტა ხანი ჩაფიქრდა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა.
- ცოტა, ძალიან ცოტა. 2-3 კვირა, თუ მდგომარეობა არ გაუარესდა. - თავზარი დამეცა, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა, არადა მეუბნებოდნენ 2-3 წელიო. რა საშინელებაა, კმაყოფილი მაინც მივდიოდე ამ ქვეყნიდან და სულ არ როდის ჩავძაღლდები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent