შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ირონია 27


1-07-2015, 23:17
ავტორი Lydia
ნანახია 1 944

გოგონა აღელვებით წამოდგა და თავის ოთახისკენ გაემართა.დამიანი დიდხანს უყურებდა გოგონას და არ იცოდა რა გაეკეთებინა.
ანნამ დიდი კარადიდან უზარმაზარი ჩემოდანი გადმოიღო და თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო.
დამიანი მიხვდა რასაც აკეთებდა და ისიც ოთახში შევიდა.
-(დამიანი) სად უნდა წახვიდე?
-(ანნა) ლიდიამ სახლი დამიქირავა და დროებით იქ ვიქნები,მერე ვიზავ რამეს.
-(დამიანი) დარწმუნებული არ ვარ,რომ შესძლებ
-(ანნა) შეუძლებელი არაფერია.გოგოანმ მკვახედ გახედა და ჩემოდანში ნაცრისფერი მაისური ჩადო
-(დამიანი) შენს წასვლას ვერ გადავიტან,არ გთხოვ რომ დარჩე გარკვეული მიზეზების გამო,რომელიც მე ძალიან კარგად მესმის,მაგრამ დამპირდი რომ შემეძლება ყოველდღე გნახო და ვიზრუნო შენზე.
-(ანნა) არ ვიცი,ჯერ ვერაფერს გეტყვი,დრო მჭირდება ყველაფერში გავერკვიო.ახლახანს მშობელი დავკარგე და ურთიერთობაზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებ.
-(დამიანი) ხოო მესმის.ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და ჯიბეებში ხელი ჩაილაგა.
-(დამიანი) ედვარდი..............
გოგონამ სიტყვა გააწყვეტინა
-(ანნა) არანაირი ედვარდი არ არსებობს.ჯერ კიდევ იმიტომ არის ცოცხალი,რომ არ მინდა ერთადერთი შვილის დაკარგვით სამუდამო ტკვილი მოგაყენო.
-(დამიანი) როგორიც არის ის ჩემი შვილია და მე ის მიყვარს,ვწუხვარ ყველაფრის გამო რაც მოხდა,მაგრამ მას ახლა ვჭირდები სწორ გზაზე დასადგომად.
-(ანნა) მისთვის სწორი გზა აღარ არსბობს,მხოლოდ ერთი დანგრეული გზა ააქვს არჩეული,და შენც კარგად ხვდები რომელიც.
ანნამ ჩემოდანი ძირს დააგდო,სახელური ამოუიწია და ოთახიდან გააგორა.
-(დამიანი) ნება მომეცი მე წაგიყვანო.ბიჭმა მანქანის გასაღები ხელში აიღო.
-(ანნა) არ მინდა ტაქსი უკვე გამოვიძახე,ასე ჯობია.
-(დამიანი) კარგი,როგორც გინდა.ბიჭმა გზა დაუთმო და კარებისკენ გააყოლა თვალი.
-(ანნა) კარგი,დროებით.
გოგონამ ერთხელ თვალი გადაავლო სახლს და კარები გაიჯახუნა.
გარეთ ყვითელი ტაქსი ელოდებოდა,მისი მძღოლი კი გაბრაზებული ჩანდა.
ანნამ ჩემოდანი ჩადო და თვითონაც მსუბუქად ჩაჯდა მანქანაში.
..............................................................................................
მალე მივიდა თავის ნაქირავებ სახლში.პატარა სახლი იყო პატარა ლამაზი ბაღით.გოგონამ თვალი შეავლო სახლს და ჩემოდანი გადმოიღო.
როდესაც ჭიშკარი შეაღო და სახლში შევიდა დაინახა,რომ ორ ოთახში შეუქი ენთო,თავიდან გაუკვირდა,მაგრამ მერე იფიქრა ალბათ ლიდია იქნებაო.ფრთხილად შეხსნა კარები და შევიდა.
-(ანნა) ლიდიაა! მოწიწებით დაიძახა და ჩემოდანი ძირს დადო.
ერთ-ერთი ოთახიდან ბონი გამოვიდა,თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე,ხელები სიგანეზე გასწია და გოგონასკენ გავარდა ჩასახუტებლად.
-(ანნა) ბონიიიიი!
გახარებული გოგონა ძლიერად ჩაეხუტა ბონის და აღარ უშვებდა.
-(ბონი) როგორ მომენატრე პატარა პრინცესავ.
-(ანნა) აქ როგორ აღმოჩნდი? ანნამ სიხარულის ცრემლები შეიმშრალა და ბონის ხელი თავის სახეზე მიიდო.
-(ბონი) დამიანმა დამირეკა და მითხრა ყველაფერი,ლიდიამ კი აქ მომიყვანა.
-(ბონი) ძალიან ვწუხვარ საყვარელო ამანდას გამო.ბონის სახეზე წუხილი შეეტყო.
-(ანნა) ძალიან დიდი ტკვილი მაქვს გულში,მაგრამ აღარ მსურს ამაზე საუბარი.
-(ბონი) წამოდი ოთახში ავიდეთ,მომენტრა შენთან საუბარი.
ანნამ მხარზე თავიი დაადო და ისე გავიდნენ სხვა ოთახისკენ.
......................................................................................................................................
უკვე დილა იყო,როცა ბონიმ ლანგარზე დადებული თხელი ბლინები,ყავა და მარწყვი მიუტანა გოგონას.
-(ბონი) ანნა! საყვარელო ადექი ცოტა ისაუზმე.
გოგონა ხმას არ სცემდა ბონის.ქალმა წარბი მაღლა აწია და ახლა გვერდიდან მოუარა,სახეზე ხელით მოეფერა და ერთხანს შეშფოთებული გაჩერდა.ხელს სახეზე უსვამდა და გრძნობდა როგორ იწვოდა სიციხისგან გოგონა.
-(ბონი) ანნა! გაიღვიძე.ბონი აჯანღარავებდა გოგონას.
ბოლოს კი ტელეფონი აიღო და სასწრაფოში დარეკა,სწრფაად მისამართი ჩააწერინა და კვლავ გოგონას დაუბრუნდა.
თავი ააწევინა მაღლა,იქვე მდგომი წყლის ჭიქაში თითები დაისველა და სახეზე წაუსვა სველი თითები.
შემდეგ ისევ ტელეფონს დაუბრუნდა და დამინის ნომერი აკრიფა.
დიდი ლოდინის შემდეგ ძლივს უპასუხა ტელეფონს.
-(ბონი) დამიან, ანნას ძალიან მაღალი სიცხე აქვს,ვერ ვაღვიძებ ვერაფრით,ეხლა სასწარფო მოვა მალე და გთხოვ პირადაპირ ქალაქის საავადმყოფოში მოდი.
ბონიმ ტელეფონი გათიშა და კარების კაკუნზე მისაღებ ოთახში გავიდა.
სასწარფოს ხალხი გიჟივით შემოვარდა,ანნა საკაცეზე დააწვინეს და მანქანაში ჩასვეს.
მანქანა მიჰქროდა ქალაქის საავადმყოფოსკენ,ექთნები კი რაღაცეებს უკეთებდნენ ანნას.
როდესაც მივიდნენ სავადმყოფოში,კიდევ გიჟივით ეცნენ ანნას და საკაცეთი შევარდნენ შიგნით.
ერთ-ერთ პალატაში მოაქციეს და გარედან კარები მიხურეს.
ბონიმ ტირილი დაიწყო და იქვე სკამზე ჩამოჯდა. დამიანიც გიჟივით შემოავრდა და როცა დაინახა მჯდოიმარე ბონი მისკენ გაექანა.
-(დამიანი) სად არის ანნა?რა დაემართა?
-(ბონი) არ ვიცი,გუშინ კარგად იყო,დღეს დილით საუზმე მივუტანე და რომ ვნახე სიცხისგან იწვოდა.
-(დამიანი) არ უნდა გამომეშვა.დამიანმა თავზე ხელი წაიშინა და მერე პალატში შეიხედა.
....................................................................................................
ნახევარი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა პალატიდან,პირბადე მოიხსნა და საუბარი დაიწყო.
-(ექიმი) თქვენგან რომელია ოფიციალურად მისი ნათესავი.
-(დამიანი) მე გახლავარათ. თქვა და ბონის ,,არაფერი თქვა'' თვალებით გახედა
-(ექიმი) გოგონა ძალიან დასუსტებულია,დიდიხანია საკვები არ მიუღია როგორც ჩანს, ყველა მისი სიპტომი აიხსნება მხოლოდ ერთი სიტყვით ,,დეპრესია'' ძალიან არის მოთენთილი და ძალა გამოცლილი,სწორედ რომ აგიხსნათ.
-(დამიანი) და რა გავაკეთოთ გვითხარით!
-(ექიმი) ეს დღე აქ იქნება,კიდევ დავაკვირდებით და მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.თქვენ ცემთან შემობრძანდით და გეტყვით როგორ და რანაირად უნდა მოიქცეთ.
-(დამიანი) ბონი ანნასთან იყავი,ექიმს გავესაუბრები და მეც მალე მოვალ..
დამიანი ექიმს აედევნა უკან და მელევე მის კაბინეტშიამოყო თავი.
-(ექიმი) დაბრძანდი გთხოვ.კაცმა სავარძლისკენ გაიშვირა ხელი.
დამიანიც მძიმედ დაებერყტა და ექიმს დაუწყო მოსმენა.
-(ექიმი) მე ეხლა ჩამოვწერ მის ყოვედღიურ კვების რაციონს,მას ძალების აღდნეგა სჭირდება,ასევე სადმე წასვლა და განტვირთვა,მუდმივი დეპრესია შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს,აუცლებლად ეცადეთ ოჯახის წევრებამ,რომ მის ცხოვრებაში რაიმე ახალი შემოტანოთ და მასზე გადაიტანოს მთლიანი ყურადღება.
დამიანი ყურადღებით უსმენდა და თავს დებილივით აქნევდა,რაღაც უნდა ეკითხა როცა ოთახში თეთრებში ჩაცმული ოგონა შემოვიდა.
-(ექთანი) ექიმო,მძიმე პაციენტი მოიყვანეს სასწრაფოდ გვჭირდებით.
-(ექიმი) მერე გავაგრძელოთ საუბარი.ექიმა თეთრი ხალათი გაიწორა და ოთახი დატოვა.
დამიანი კი სავარძელზე იჯდა და რაღაცაზე დაიწყო ფიქრი.


როგორ ხართ მეგობრებო? ბოდიში დაგვიანებისთვის და ასეთი პატარა თავისთვის,გამოცდებისთვის ვემზადები და ვეღარ ვახერხებ წერას.აბა შეაფასეთ :**********



№1 სტუმარი სტუმარი ნინიკო

გააგრძელეე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent