ბედნიერია გოგონა?! (8)
ჩემს ცხოვრებაში ეს 5 დღე ყველაზე ბედნიერი დღე იყო. მთელი გულით ვლოცავდი ჩვენს ლექტორს - ქ-ნ ეკატერინეს ამ ლაშქრობის მოფიქრებისთვის. მამაც ჩემი დანახვისას სულ იღიმოდა, მაგრამ ხანდახან სევდიანდებოდა. ბაბუას თითქმის ვერც ვხედავდი, ისე იყო გართული თავისი საქმით. ან გართული იყო, ან მართლა ცუდად იყო კომპანიის საქმე. ჩემთან არაფერს იმჩნევდნენ. ბებე კიდევ სულ სხვაა. ჩემი მოსვლით ისეთი ბედნიერი იყო, რომ მთელი დღეები მეჭორავებოდა. დილაობით სახლში ვიყავი ჩემებთან ერთად, ან სასეირნოდ მივდიოდით, ღამეს კი სესისთან ერთად ვატარებდი. მეოთხე დღეს სესი ჩვენთან დარჩა. ლოგინში ჩავწექით და მაშინვე დაიწყო: - რა ბედნიერი ჯემო... მალე მამა გახდება! - თქვა გაბრწყინებული სახით. - ხოო, აბაა. - დავეთანხმე - მაგრამ მერე იმ ბავშვს გადაერთვება და მე სულ დავავიწყდები! - გავიბუტე. - შენც ასე ხარ! რაც გათხოვდი იმის მერე აღარავინ გახსოვს და შვილი რო გეყოლება მერე საერთოდ ვერავისთვის მოიცლი! - რაო, რაო? როგორ თუ აღარავინ მახსოვს! ყოჩაღ შენ ასე თუ მიცნობ! - წარბები შევყარე - და ისე, რომელ ბავშვზე ლაპარაკობ? - რომელ ბავშვზე და შენ და სებასტიანს რომ გეყოლებათ! - მითრა დამაჯერებელი ხმით. - მე და სებასტიანს? - გავიკვირვე. - რა, არა? - გაიკვირვა. - გაგიჟდი? იმ უჯიშოსთან არ დავწვები! სესიმ წამოიკივლა. - მოიცა, შენ და სებასტიანს ... ჰაა? - გადიდებული თვალებით შემომხედა. - არა , არა, ვაა! - თვალები გადავატრიალე. - შენ რომ მითხარი ერთ ლოგინში გვძინავსო? - შუაზეა გაყოფილი ლოგინი! სესიმ ამოიოხრა. - გეყოფა აწი და დავიძინოთ! - ვუთხარი და თავზე საბანი დავიფარე. - აუ, სებასტიანი როგორი ტიპია? - დუმილი დაარღვია სესიმ. - ნერვებს ნუ მიშლი და ნუ მაღვიძებ ვაა! - ამოვიზმუვლე. - მიდი რაა! მაინტერესებს ასეთი მკაცრია როგორიც ჩანს? - მკაცრი არა კვახი! უჟმურია უბრალოდ, და იუმორი არ უვარგა. - აბაა არა! იმდენი მაცინა მანქანაში... - სახე გაუბრწყინდა. - შენ შემთხვევით ხო არ გიყვარს? - ვკითხე. - დებილი ხარ გოგო? - თავში ბალიში ჩამარტყა. *** შუაღამით სიმღერის ხმა მაღვიძებს. ხალათი მოვიცვი და ჩემი ოთახის აივანზე გავედი. ქვევით ჩავიხედე და რას ვხედავ! ქვეყნის ბიჭი შეკრებილა ჩემი ფანჯრის ქვეშ და : - ერთი ნახვით შამიყვარდი ყროყინაანთ კოხტა მაარო! - მღერიან. სიცილი წამსკდა. ბებეს და ბაბუას ოთახში შუქი აინთო. ესეიგი ლენას გაეღვძა და ამ სასტავს კარგი დღე არ დაადგება! - რა ხდება მანდ? - იკითხა ახალგაღვიძებულმა სესიმ. - ქამან ბეიბი, ვიღაც გიმღერის! - ვუთხარი სიცილით. სესი გამოიქცა. - ვოოი ტაკლი ტააალაალოო... - აგრძელებდნენ ბიჭები. - ეეე, დერევნელების სასტავო, რა ჯანდაბა გინდათ აქ, ან ვის ეძებთ? - უყვირა სესიმ. ფარდას ამოფარებული ბებე დავინახე. - სესი, ცოტა ზრდილობიანად, ბებე გვისმენს. - წავჩურჩულე. - ჩვენ ლიკას ვეძებთ! - თქვა ერთ-ერთმა ბიჭმა. - ლიკას არა კარინას! აქ არავინ ცხოვრობს ასეთი და მოხიეთ! - უყვირა სესიმ. - გოგო შენ წესიერად იყავი, თორე მოგაგლეჯ ენას! - უყვირა იმან. - ბიჭო, არ ჩამომიყვანო, თორემ გაგიტეხავ თავს! უცებ ლენას კივილი ისმის: - რა ჯანდაბა ხდება აქ? ახლავე წაეთრიეთ აქედან, სანამ პოლიცია არ გამომიძახებია. ბიჭები უცებ აიშალნენ და წაშავდნენ. - თქვენ კიდე შედით და დაწექით! - გვიყვირა. შევედით. - რა ჯანდაბამ გათქმევინა კარინა? - წარბები შევყარე. - რავი აბა... რამე მოხდა? - არა, არაფერი, სებასტიანი გამახსენდა... - ტუჩები მოვღრიცე. *** - გოგო, აიღე ეს დასაწვავი ტელეფონი ვაა! - მიყვირა სესიმ. - აუუ, თავი დამანებე მძინავს! - ამოვიზმუვლე და უფრო ჩავრგე საბანში თავი. - აბა რეკოს ახლა ასე! - რეკოს! გავიდა რამოდენიმე წამი. - აუ, ლორა აიღე რაა ტელეფონი, დამინდე მეძინება ვაა! თავი გამოვყავი საბანიდან და ნომერს დავხედე. - ოხ სებასტიან შენი უჯიშო დედა... - წამოვიძახე. - ამ დილაუთენია რომ არ გამაღვიძო არ შეგიძლია? - ვუყვირე ტელეფონში. - ტელეფონის აღება ძნელია? - მკითხა. - გამარჯობა! - ირონიულად ვუთხარი. - მოკლედ, ჩამოდი ახლა დაბლა, გელოდები! - მითხრა და ტელეფონი გამითიშა. მაშინვე წამოვხტი და აივანზე გავედი. დაბლა ჩავიხედე. სებასტიანი მანქანას მიყუდებულა და ზევით იყურება. მე რომ დამინახა, ტელეფონი აიღო და დამირეკა: - რას მიყურებ ახლა ბუსავით, ჩაიცივი დროზე და ჩამოეტია როგორმე! - ზრდილობაში ნოლი ხარ! - ეს მერე გავარჩიოთ. - მითხრა და გათიშა. *** - ბებე, კიდე თუ არ შემომივლი, მოვკვდები უშენოდ! მერე გამასვენებს ის შენი სებასტიანი სიხარულით! - მითხრა ბებემ და ცრემლი გადმოუგორდა. - კარგი რაა, ბებე, არ გრცვენია? კი არ ვკვდები სხვაგან მივდივარ! ჩემზე არ ინერვიულო კარგი? დღეში 3-ჯერ დაგირეკავ და კვირაში 4-ჯერ მოვალ, მოსულა? - ვუთხარი და ჩავეხუტე. - მოსულა. - გაეცინა და ცრემლი მოიწმინდა. - კარგი რაა, ლენა ბებო, ამ ქაჯის გამო ტირიხარ? შენი ცრემლების ღირსი არაა! - თქვა სიცილით სესიმ და ჩაგვეხუტა. - მართალია, მე ამის ღირსი არ ვარ! - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. *** დაბლა ჩავედით. სებასტიანმა გამარჯობაო და პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა. - ლორა შენ წინ დაჯექი დღეს. - მითხრა. - რატომ, რომელ წარჩინებულს ვხვდებით დღეს? - ვკითხე ირონიულად. - ჩემს სამსახურში მიმყავხართ, ამიტომ მოგიწევს ისევ იმსახიობო. - სებასტიან, კარგი რაა, არ გბეზრდებათ ასე თამაში? - იკითხა სესიმ. - მე ყელამდე ვარ! - წამომცდა. - ერთი ამას დამიხედეთ! მდიდრულად ცხოვრობ, შენს ბედს ათასი ქალი ნატრობს (აქ ჩაეღიმა) და შენ კიდევ წუწუნებ? - სებასტიანს კამყოფილი სახე ჰქონდა. - იმ ათასი ქალიდან რომ აგერჩიათ ვინმე არაა? ეყვარებოდი მაინც ვინმეს. სებასტიანმა შემომხედა, თავი გააქნია და მანქანა დაძრა. *** - აჰა, ეს როშენის შოკოლადები, მიირთვით. - მოგვაჩეჩა შოკოლადები მე და სესის. მაღაზიაში შევიდა და შოკოლადები გვიყიდა. თან რისი? "როშენის"! - მე არ ვჭამ! - ვთქვი და ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე. - რატო დიეტაზე ხარ? - მკითხა ირონიულად სებასტიანმა და შოკოლადს მადიანად უკბიჩა. - არა, უბრალოდ არ მიყვარს. თვალები გადმოკარკლა. - "როშენის" შოკოლადი არ გიყვარს? უარის ნიშნად თავი გავაქნიე. სესიმ გაიცინა. იმედია არ იტყვის რომელი კანფეტი მიყვარს... - ლორა, დედაჩემს ისე მოენატრე, რომ... - სიტყვა არ დაასრულა სებასტიანმა. - ნეტა სიმართლე იცოდეს და მეტი არაფერი მინდა... - ამოვიოხრე. - დაოკდი ახლა! - მიბრძანა სებასტიანმა და ისევ მადიანად უკბიჩა შოკოლადს. *** - ნახე ლორა, რამხელა კომპანიაა პროსტა! - წამოიძახა სესიმ, როცა მანქანიდან გადმოვედით. - ლორა, ღიმილი აიკარი სახეზე და ჩემთან მოდი! - მიბრძანა სებასტიანმა. ერთი ამოვიოხრე და მივედი. სებასტიანმა წელზე ხელი მომხვია და შიგნით შევედით. ბევრი ხალხი იყო. ზოგმა გულიანად მოგვიკითხა, ზოგმა შურით გამოგვაყოლა თვალი... - ლორა, ნახე როგორ მოვწონვართ? - ჩამჩურჩულა სებასტიანმა. - ახლა რო ვიტყვი სიმართლეს მერე როგორ მოეწონები დაინახავენ! - ვუთხარი და გავიღიმე. - ეგ არ გაბედო, სანამ მე არ გეტყვი! - ეს თქვა და თავის კაბინეტში შეგვიძღვა. *** - ჩვენ რომ კომპანია დავათვალიეროთ არაა? - ვუთხარი სებასტიანს. საბუთებიდან თავი არ აუწევია. ხელით გვანიშნა წადითო. - მართლა ძაან უჟმურია. - გაიცინა სესიმ - მაგრამ ისე მაგარი ტიპია. - გაახილე თვალები, გაახილე! - თავში ვუთაქე ხელი სესის. მდივნებთან ჩავიარეთ. ზიან არხეინად და იქლიბავენ ფრჩილებს! გვერდზე კი უამრავი დოკუმენტი ულაგიათ. - ესენი სასწრაფოდ უნდა გაყარო აქედან! - ვთქვი. - კიი, გეთანხმები! - ზიზღით შეხედა სესიმ. მთელი კომპანია დავიარეთ. სესის მობილურმა დაურეკა. - კაი დეე, კაი, მოვალ! - უთხრა. - აუ ლორა, გასაქცევი ვარ, დედაჩემი უნდა გავიყვანო ბაზარში მანქანით. - სახე მოიცოდვილა. - ოო, კარგი რაა სესი, ხო იცი, რომ არ მწყინს, წადი, წადი! - ვუთხარი გადავკოცნე და გავუშვი. როგორღაც სებასტიანის კაბინეტის კარი გავაღე და რას ვხედავ! კარინა არ ზის სავარძელში? - გამარჯობა ლორა! - მითხრა მაცდური ხმით. - გამარჯობა. - ვუთხარი და მეც სავარძელში ჩავეშვი. - ლორა, მე და სებასტიანს სერიოზული საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, ამიტომ უნდა დაგვტოვო! - მითხრა. წარბი ავწიე. კაი კაცო! მეტი რა გინდათ? - შეგიძლია ჩემი თანდასწრებით თქვა! - მკაცრი ხმით ვთქვი. - ლორა დაგვტოვე. - არავის საქმე არ არის მე სად ვიქნები და სად არა! - ლორა დაგვტოვე! - ისევ გამიმეორა. უარის ნიშნად სკამზე უკეთესად მოვკალათდი. - ლორა რომ გეუბნებიდან უნდა გახვიდე! - თქვა სებასტიანმა, რომელიც დიდი ხანია გვისმენდა. - და რომ არა? - ლორა გადი! - მიყვირა სებასტიანმა. ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ამ ყვირილს არა! ჩემთვის არავის უყვირია! მხოლოდ ერთხელ მიყვირა მამამ და ისიც სებასტიანის გამო! ამას არ ვაპატიებ არასდროს! ფეხზე წამოვიჭერი, სებასტიანს ბოროტი მზერა ვესროლე და კარები მივიჯახუნე. ისე მაგრად მომივიდა მოჯახუნება, რომ კედლიდან საათი ჩამოვარდა და გატყდა. *** თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. სებასტიანის სახლში მივედი, ვიცოდი ამ დროს იქ მოახლეების და დაცვის გარდა არავინ იქნებოდა. პირდაპირ ჩემს ოთახშიავედი და ლოგინში ჩავწექი. ჩამეძინა. *** მხოლოდ ღამით მეღვიძება. ვდგები და ვხედავ, რომ სებასტიანი ისევ არ მოსულა. ძალიან კარგი! საათს დავხედე ღამის პირველს აკლდა. საბანი მოვიხვიე და ფიქრებში წავედი. ცოტა ხანში კარები კი არ იღება, ინგრევა და ოთახში სებასტიანი შემოდის. - ლორაა! - დამიძახა. ხმა არ გავეცი. ელაპარაკოს იმ ნაძირალა გათახსირებულ კარინას! - ლორა! - სპორტულები გაიხადა და ლოგინში დაწვა. ისევ სიჩუმე. - ვიცი რომ არ გძინავს! - გამოიედე რაა, ლორა! კისერში ცხელი სუნთქვა ვიგრძენი ყურთან კი ხმა: - ლორა შენ რა, მებუტები? მისი ცხვირი ჩემს ლოყას შეეხო. კონტროლი დავკარგე და ვუყვირე: - არ გაბედო და არ მომეკარო შე უსინდისო მუტანტო! ნაძირალა ხარ! - რომ გიყვირე ამიტომ მებუტები? - ახლავე გადაიწიე შენს მხარეს, თორემ მოგკლავ! - ისევ ვუყვირე. გადაიწია. - ბუტია! - ჩაიბურტყუნა. - მექალთანე! - ეჭვიანო! - ჩაეღიმა. - აუ, აწი ვინც შენი ცოლის როლი შეასრულოს მე იმის... - დავუყვირე. სებასტიანს გაეცინა. - მოგიწევს, მოგიწევს. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი... ვერაფერს ზიზღის გარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.