შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლად შეწირული სიყვარული 7 (დასასრული)


6-07-2015, 14:15
ავტორი sopiko
ნანახია 3 998

ოთახიდან გამოვედი და თვალები გავაფაციცე. დემე დივანზე იოჯდა, სახელურზე დადებულ ხელს თავით ეყრდნოოდა და თვლემდა.
''საწყალი. ალბათ ჩემს ლოდინში ჩაეძინა''-შემეცოდა მაინც მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა თავში ბოროტულმა აზრმა გამიელვა. ძალა მოვიკრიბე და დავიყვირე.
-ვაიმეეე, დემეეე-დემემ თვალები წამში ჭყიტა და საძინებლისკენ გამოექანა. კართან მე შემეჩეხა, შეშინებულმა და გაკვირვებულმა სწრაფად მოიფშვნიტა თვალები. ჩემდა გასაოცრად საერთოდ არ მეცინებოდა. ჩემი საქციელით კმაყოფილი სულაც არ ვიყავი. თვალებში სინანული ჩამიდგა და დარცხვენილმა თავი დაბლა დავხარე.
-მაპატიე რა-საწყლად ჩავილუღლუღე.
-ლენა შენ არ იცვლები. დაუფიქრებლად იქცევი და მერე პატიებას მთხოვ, თუმცა ამჯერად შენს მდგომარეობას გავითვალისწინებ და გაპატიებ.
-მიყვარხარ-სწაფად წამოვიძახე და ტუჩზე ვიკბინე. დემე მართალი იყო. მე ასე ხშირად ''ვმაიმუნობდი'', მაგრამ ამ ბოლო თვეებში მსგავსი არაფერი ჩამიდენია. როგორც ძველად ეხლაც წამომცდა ეს სიტყვა რომელიც დრომ ვერ გაანადგურა. დავინახე როგორ ჩაუდგა დემეს თვალებში სევდა, როგორ დაეჭიმა მფეთქავი არტერია და თავს ძალა დაატანა ამ რამდენიმე სიტყვის სათქმელად:
-წავიდეთ. მზად ხარ ხო?
-მზად ვარ-თავი დავუქნიე და უკან ავედევნე.

ვიცოდი ამ ნაბიჯს ჩემი შვილის გამო ვდგამდი. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ. მიუხედავად სიყვარულისა ჩემს პრინციპებს არ დავივიწყებდი, თავმოყვარეობას არ შევიბღალავდი და სახლში არ დავბრუნდებოდი, მაგრამ რა მექნა როცა მინდოდა რომ ჩემი შვილი საფრთხეში არ ყოფილიყო, მინდოდა დემეს შეეგრძნო მისი პირველი მოძრაობა, ჩემთან ერთად ყოფილიყო როცა მის სქესს გავიგებდით, როცა კივილები შემაწუხებდა და როცა სხვადასხვა უცნაურობა მომინდებოდა. რამდენი ხანი ვოცნებობდი იმ დღეზე როცა გავიგებდი რომ მხოლოდ მე აღარ ვიყავი, არამედ მე და ჩემი პატარა და როცა მძიმე დღეები დამიდგა მაშინ ღმერთმა ყველაზე დიდი საჩუქარი მომივლინა. ვხედავდი როგორ უნდოდა დემეს შერიგება, პატიების თხოვნა, მაგრამ რაღაც აკავებდა და სწორედ ეს რაღაც მაშინებდა. როგორია როცა საყვარელი კაცი შენთან სიახლოვეს ერიდება, გაგირბის და სურვილებს ეწინაამღდეგება. უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ მას ისევ ვუყვარდი უბრალოდ საკუთარი თავისთვის პატიება უჭირდა.
ფიქრებში გართული გადავედი მანქანიდან და სადარბაზოს კიბეები ავიარე. როგორ მომნატრებია ჩვენი სახლის სურნელი, ბედნიერების სურნელი... ამ სახლთან უამრავი სასიამოვნო მოგონება მაკავშირდება, თითზე წამოცმული ბეჭდიდან დაწყებული დემეს შეცვლა_მდე დამთავრებული. აქ ყველაფერი მიყვარდა. საძინებელში შევედი და შევცბი. საწოლი არეულ-დარეული იყო. ვინ იცის იქნებ სწორედ ამ საძინებელში მიღალატა დემემ ჩემი წამოსვლის შემდეგ. უამრავი ''ვინ იცის'' იყო ამიტომ აქ შევჩერდეთ. ვიგრძენი როგორ მომეფრქვია უკნიდან ცხელი სუნთქვა, შეშინებული შევტრიალდი უკან.
-გშია ხომ?-ღიმილით მკითხა დემემ.
-არა, მხოლოდ მეძინება. -ვუპასუხე მოკლედ და ვაგრძნობინე მარტო დამტოვე_მეთქი. ისიც გარეთ გავიდა. მეწყინა რომ დამიჯერა. როგორ მინდოდა ისევ ის დრო ყოფილიყო როცა გაბუტულს თავისკენ შემატრიალებდა და ათასი საალერსო სიტყვით შემომირიგებდა ხოლმე. მერე გულში ჩამიკრავდა და ბევრს, ძალიან ბევრს მაკოცებდა. მხოლოდ ახლა მივხვდი როგორ გამიჭირდებოდა ძველ მდგომარეობაში დაბრუნება თუნდაც ჩვენი შვილის გამო. აი ისევ ის სიტყვა ''ჩვენი''. მხოლოდ ამ საჩუქარს , ამ განძს შეიძლება დაერთოს კუთვნილებითი ნაცვალსეხელი ''ჩვენი'' და არა ჩემი და მისი. ბალიში ცრემლებით დავასველე, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყო რამე ისე ვუჭერდი ხელს. შევკრთი როცა მხარზე ხელის დადება ვიგრძენი.
-ასე არ შეიძლება ლენა. ჩემს გამო ჩვენი გოგონა ხომ არ უნდა დატოვო მშიერი, მოდი სულ ცოტა შეჭამე რა.
ხელში ლანგარი ეჭირა. ზედ კრუასანები და თეფშით პამიდორში შემწვარი კვერცხი იდო. კინაღამ გამეცინა როცა დავინახე თუ როგორ ჰქონდა მიმწვარი კვერცხს ნაპირები მაგრამ უცებ მივხვდი ვინც ახსენა დემემ და გაგვცხარდი:
-გოგო არ არის, ბიჭია ბიჭი-სიცილი ამიტყდა მაინც.
-მე კივამბობ რომ გოგოა. რაც გინდა ის თქვი, ჩემს მჭრელ თვალს ვერაფერს გამოაპარებ.
-ვერც დედის გულს-ნიშნისმოგებით დავუქნიე თავი.
-რატომ გგონიათ დედებს რომ თქვენ უფრო დიდი კავშირი გაქვთ შვილთან ვიდრე მამებს?-შემეკამათა ის.
-ღმერთო ეს რა უცნაური ქმარი მყავს-დაუფიქრებლად წამოვროშე მე-ყველა კაცს ბიჭი უნდა და რად აიკვიატე შენ ეს გოგო.
-იმიტომ რომ მინდა შენნაირი თაფლისფერთვალება და ლამაზი გოგო იყოს, შენსავით სათნო და კეთილი გული ჰქონდეს. მანაც ისევე გააბედნიეროს თავისი ოჯახი როგორც შენ. ახლა მიხვდი რატომ მინდა გოგო?
მე ცრემლები გადმომცვივდა დემეს გადავეხვიე.
-მე კიდევ იმიტომ მინდა რომ ბიჭი იყოს რომ შენ ასწავლიდე მას ფეხბურთს, შენნაირი ერთგული და ძლიერი ადამიანი იყოს. გოგოც გვეყოლება მაგრამ ჯერ...
-ისევ ჯინაზე ხარ?-უკან გამწია დემე მაგრამ მის თვალებში ის სიხარულის სხივები ვეღარ შევნიშნე, მერე ნაძალადევად გაიღიმა და მითხრა:
-მოდი ცოტა შეჭამე და მერე დავიძინოთ.
დიდი ჩხუბის და დავი-დარაბის შემდეგ ''დამწვარი'' კვერცხი შევჭამე.
-ძილი ნებისა ჩემო ანგელოზო.-ფრთხილად მაკოცა შუბლზე მერე კი ლოგინზე მიმაწვინა მაისური ამიწია და ჩემს მუცელს ტუჩები შეახო-ტკბილი სიზმრები პატარავ.
დეჟავიუს შეგრძნება მაშინ დამეუფლა როცა ის გვერდით გადაბრუნდა თუმცა განხვავება ის იყო რომ მე უკნიდან აღარ მივხუტებულვარ. მეც ზურგი შევაქციე და თვალები დავხუჭე. დაძაბული დღის გამო მალე ჩამეძინა. ალბათ შუაღამე იყო როცა ვიგრძენი რომ ვიღაცამ მსუბუქად შემანჯრია. თვალები სწრაფად გავახილე და სიბნელეს რომ შევჩვეოდი თვალები რამდენიმეჯერ დავახამხამე. დემე იყო და მოწყენილი შემომცქეროდა.
-მაპატიე რომ გაგაღვიძე უბრალოდ აღარ შემიძლია.
-რამე მოხდა?-წამოვიწიე და ზურგით საწოლს მივეყუდე.
-აღარ შემიძლია... უშენობა აღარ შემიძლია ლენა. ამ საიდუმლოს შენახვა არ შემიძლია. გიღალატე. რა მნიშვნელობა აქვს იმის თქმას ეს ერთხელ იყო ორჯერ თუ სამჯერ. მთავარი ისაა რომ სხვაში გაგცვალე. ვფიქრობდი რომ პატიებას არ ვიმსახურებდი, შენ არ გიმსახურებდი მაგრამ ახლა მივხვდი რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელი არ უნდა ჩავიქნიო და ბედნიერება არ უნდა გავუშვა. ის მთელი ცხოვრება უნდა იყოს ჩვენი მეგზური. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული თუმცა არა ბედნიერებას. მას ხელი კარგად უნდა ჩავჭიდოთ რომ არ გაფრინდეს. ღმერთი მის დაბრუნების შანსს მხოლოდ ერთხელ გვაძლევს, სწორედ ამის გამომხატველი იყო ის რომ შენ დაფეხმძიმდი.
მე ხმას არ ვიღებდი და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა.
-ჩვენი ქორწინების დღეს მე ფიცი დავდე რომ ცრემლების მიზეზს არასოდეს მოგცემდი, მაგრამ ეს ფიცი ნამდვილი არაკაცივით გავტეხე. იმ დღეს როცა შენ კიბეზე დაგორდი ანკასთან ვიყავი.
სწორედ იმ წამს ჩამომენგრა თავზე ჩემი იმედები. ყველა კარგი მოგონება უფერული გახდა. ისედაც სიბნელეში მყოფს სამყარო უფრო ბნელი მომეჩვენა.
-მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა შენთვის ანკასთან არ მიღალატია. ასე ვერ მოგექეცი მიუხედავად იმისა რომ ანკამ შენზე საზიზღრობები მითხრა ეს ვერ გაგიკეთე. ჩემი ხომ გჯერა? მითხარი ხომ გჯერა?
-მხოლოდ ჩამეხუტე რა დემე გთხოვ-ტირილი შევწყვიტე და ხელები მჭიდროდ შემოვხვიე.

დემე ადრიანად წავიდა სამსახურში. მე პამიდვრის სალათას ვაკეთებდი როცა კარზე ზარი გაისმა. ვინ უნდა ყოფილიყო, თავში რამდენიმე ვარიანტი ამომიტივტივდა თუ ვინ უნდა ყოფილიყო. პირველი: დემე? არა ის ხომ უკვე ერთი საათია სახლიდან გავიდა. მეორე: სალომე? არა დღეს პირველად წავიდა სამსახურში მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი რომ ის უსინდისო ანკა მომადგებოდა სახლში.
-არ გეგონოს რომ სახლში შემოგიპატიჟებ, ამ ზღურბლს შენნაირი არაადამიანი ვერ გადმოაბიჯებს-მოკლედ მოვუჭერი მე და კარის მიხურვა დავაპირე მაგრამ ანკას სიტყვებმა შემაჩერა.
-ხო, რა თქმა უნდა. ორ ერთგულ და მოსიყვარულე ადამიანს საოჯახო ჰარმონიას ხომ არ დავურღვევ.
-ეს უკვე შენი საქმე აღარაა და წადი_მეთქი აქედან-ხმას ვეღარ ვზომავდი მე.
-ყავის დასალევად არც მოვსულვარ. რაღაც მოგიტანე და...-მითხრა მან და თან ჩანთიდან რაღაც დისკი ამოიღო.
-შენს ანკესზე წამოგებას არც ვაპირებ-ირონიულად გავუღიმე მე, დისკი ამოვიღე და იქვე გადავტეხე.-ვიცი ეს რაცაა, გინდოდა მოგეტყუებინე? დემემ უკვე ყველაფერი მომიყვა. მას ჩემთვის არ უღალატია. შენ ყველას შეცდენა, მოტყუება შეგიძლია, ამის მაგალითია ილო, მაგრამ არა ჩემი და დემეს დაშორება. მან იცოდა ეს რამხელა ტკივილს მომანიჭებდა და თავი შეიკავა, სწორედ იმ დღეს ჩემს გვერდით იყო, საავადმყოფოში წამიყვანა და ჩვენი შვილი სიკვდილისგან იხსნა.
ანკა გაოცებული მიყურებდა. მიხვდა რომ ყველაფერი ვიცოდი. მისმა დამარცხებულმა იერმა სიხარული შემძინა, ახლა მე გავუღიმე ირონიულად და კარი ცხვირწინ მივუხურე.

საღამოს მაღაზიაში ჩავედი და რაღაც-რუღაცეები ამოვიტანე. მინდოდა ნამცხვარი გამეკეთებინა და დემე მესიამოვნებინა. ეს ტანჯვა უნდა დასრულებულიყო თანაც ჩვენს შორისაც აღარანაირი საიდუმლო აღარ არსებობდა. თუმცა არა... ვცდები. დარწმუნებული ვიყავი მის გულში ისევ იყო ეჭვები. გამახსენდა გუშინ რომ ახსენა სიტყვა ''საზიზღრობები'', ალბათ ანკამ რამდენი რამე მოუჩმახა.
''დღეს აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ''-მიზნად დავისახე მე და გავოცდი როცა საკეტში გასაღები არ გადატრიალდა. ანერვიულებულმა რამდენიმეჯერ დავრეკე ზარი და ბოლოს სალომემ გამიღო.
-სალო როდის მოხვედი?-გადავეხვიე მე.
-დემემ გამომიარა სამსახურში და ერთად მოვედით-გამიღიმა მან და მისაღებში შემიძღვა. დემე დივანზე იჯდა და ხელში ის გადატეხილი დისკი ეჭირა რომლის გადაგდებაც დამვიწყებია.
-ყავას ვადუღებდი, შენც ხომ გინდა დაიკო?-უხერხული სიჩუმის განსამუხტად მკითხა სალომემ და მე უბრალოდ თავი დავუქნიე.
-ეს რა არის ლენა?-საოცრად შეცვლილი ხმით მკითხა დემემ. გვერდით მივუჯექი და მხოლოდ ახლა შევნიშნე წარწერა დისკზე ''საყვარელმა ადამიანმა ამჯერადაც გიღალატა''
-შენს თავს გეფიცები არ მინახავს დემე, ასე უბრალოდ გადავტეხე. მე გენდობი, მართლა...-თვალებში შევხედე მე.
-ჩემი ლამაზი გოგო, იმის მერე რაც მოხდა...
-დავივიწყოთ დემე, ყველაფერი დავივიწყოთ... ეს ჩვენი ბუჭუნას გამო მაინც გავაკეთოთ...-ეშმაკურად გავუღიმე მე. ეს ''ბიჭუნაც'' რა თქმა უნდა მის ხასიათზე მოსაყვანად ვახსენე.
-ხვალე წავალთ ექიმთან და გავიგებთ ვინ არის მართალი-თვალები მოჭუტა დემემ.
-კარგი ვაჟბატონო. ასე მოვიქცეთ.
ამ საუბარმა დამარწმუნა რომ ყველაფერი მოგვარდა. აღარ იყო საჭირო ახსნა-განმარტებები ილოზე. ამჯერად ყველა პრობლემას ერთად შევერკინებით და შევეჭიდებით. ვინც არ უნდა იყოს, ანკა, ილო თუ ვიღაც გადამთიელი. აღარ მაინტერესებდა რა იქნებოდა მერე, ამ წუთას ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ არსებობდა_ბედნიერება.

ამ დღის შემდეგ ბევრი რამ მოხდა. პირველი იყო ჩვენი გაოცებული სახეები როცა გავიგეთ რომ ტყუპი გოგო-ბიჭი გვეყოლებოდა. პატარა დემე და პატარა ლენუკა. მერე ჩემი საყვარელი ქმრის დაბადების დღე იყო როცა მოულოდნელად მუცელი ამტკივდა. შეშინებული სახეები და ბოლოს შვებით ამოსუნთქვა. ჩვენი პატარების პირველი ტირილი და საოჯახო ფოტო. მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უამრავი სიხარულით აღსავსე დღე გველოდება წინ, მე, დემეს, პატარა ანდრიას და კატოს. ახლა ვრწმუნდები რომ ეს ბედნიერება სრულიად გადაფარავს იმ ტანჯვას რომელიც გამოვიარე, მთავარია რომ ყველაფერმა უმსხვერპლოდ ჩაიარა და ცხოვრება ისევ ნათელ ფერებში გაგრძელდა.

...................................................
დიდი დიდი ბოდიში რომ ასე დავიგვიანე. ჩემი დანაშაულის გამოსყიდვა ამ დიდი და ბედნიერი დასასრულით ვცადე და როგორ გამომივა არ ვიცი. მიყვარხართ ყველა ვინც ჩემს ისტორიას კითხულობდა და თავის აზრს აფიქსირებდა. ახალი ისტორიით მალე შემოგიერთდებით. ველოდები თქვენს შეფასებებს.



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონააააა და ძანნ მომენატრებააა

 


№2  offline მოდერი sopiko

Tako Gogelia
ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონააააა და ძანნ მომენატრებააა

მალე ახალი ისტორიით შემოგიერთდებით და იმედია ისიც შენი რჩეული გახდება <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგი იყო, ზოგჯერ გვიწევს რაღაცეებზე თვალების დახუჭვა რომ ბედნიერები ვიყოთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent