შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(5 ნაწილი)


7-07-2015, 22:21
ავტორი ანკა
ნანახია 6 914

კვირა დღე ჩვეულებრივად გათენდა. დღეს ნატო და გვანცა ისევ იტალიაში უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ ბარგის ჩალაგებაში ვეხმარებოდი. შუადღეს აეროპორტშიც გავაცილე და თვითმფრინავში ჩაჯდომამდე გამოვემშვიდობე.
სახლში წასვლა არ მინდოდა, ამიტომ ბაჩოს დავურეკე. მითხრა გამოგივლი და სადმე წავიდეთო.
-ჩაჯექი - მანქანა ფეხებთან გამიჩერა და ფანჯრიდან გამომხედა.
-სად წავიდეთ? - მანქანაში ჩავჯექი და კითხვისნიშნიანი მზერა მივაპყარი.
-არ ვიცი, სადმე... - მიპასუხა და მანქანა დაძრა.
-ისტორია მომიყევი რა... - შევეხვეწე იმ იმედით, რომ საბოლოოდ გავარკვევდი ჩემგან ვის რა უნდოდა.
-კარგი - ამოიხვნეშა და გზას გახედა - მაშინ ჩემთან წავიდეთ. - თავი ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე. ხმას არცერთი არ ვიღებდით. თითქოს ჩვენს შორის რაღაც დაძაბულობა იყოო.
-მოვედით - მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, შემდეგ მე გამიღო კარი და წინ გამიშვა.
სახლში შევედით. ისევ ის თავბრუდამხვევი სურნელი სუფევდა. სიჩუმე იყო... რაღაც იდუმალი სიჩუმე. დივანზე გვერდით მივუჯექი, თავი მხარზე ჩამოვადე და მოსმენა განვაგრძე
-6-7 თვის შემდეგ დედამისი გარდაიცვალა. მშობლებიდან მხოლოდ ის ყავდა დარჩენილი. მისთვის სამაგიეროს გადახდას ამ ხერხით ნამდვილად არ ვაპირებდი, თუმცა დედამისი საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში გარდაიცვალა. რატიმ ჩათვალა, რომ ის მე მოვკალი და მითხრა, რომ შურს იძიებდა ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გზით. როგორც ჩანს მიზანში შენ ამოგიღო. ძალიან სახიფათოა. მანამ არ მოისვენებს, სანამ ბოლომდე არ გამამწარებს. სხვა გზას არ მიტოვებს, უნდა მოვკლა... - თხრობა დაასრულა და ჩემს გაფართოებულ თვალებს გადააწყდა.
-გაგიჟდი?! რა მოკლა!.. ნორმალური ხარ საერთოდ? - ფეხზე წამოვხტი და ხელები ჰაერში ავზიდე.
-ნინი, მე უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს - მიპასუხა მკაცრად და წარბები შეკრა.
-არ მოგცემ უფლებას, რომ საკუთარი მომავალი შენი ხელით გაინადგურო! - გავჯიუტდი
-ნუ ერევი! - ხმამაღლა დასჭექა თავისი ბოხი ხმით და დავინახე როგორ დაეჭიმა ყველა ძარღვი. გული მეტკინა, რომ ასე უხეშად მომმართა.
-მე უბრალოდ, ჩვენს მომავალზე ვფიქრობ... მინდა შენც იფიქრო ამაზე... არ გინდა ბედნიერად ვიცხოვროთ? - ამოვისლუკუნე და ცრემლები წამომივიდა. ბაჩო მაშინვე ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიკრა. შევებრძოლე, რომ თავი გამეთავისუფლებინა, თუმცა უშედეგოდ. მის ძლიერ მკლავებს ვერაფერი დავაკელი.
-ბაჩო, დამანებე თავი!.. გამიშვი! უნდა წავიდე! - ხელებზე ვეჯაჯგურებოდი და თავის დაღწევას ვცდილობდი.
-ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენს მომავალზე რომ ვფიქრობ მაგიტომაც არის საჭირო იმ ნა******ის მოკვლა. - ხმადაბლა მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა. ძალიან ვნებიანად მკოცნიდა. ყველაფერი გადამავიწყდა. ხელები კისერზე მოვხვიე და კოცნაში მეც ავყევი. ხელები წელზე მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული, შემდეგ ქვემოთ ჩამოაცურა, ფეხებზე ძლიერად მომკიდა და წელზე შემისვა. დივანზე დაჯდა, ცოტახანს ჩემს ტუჩებს მოშორდა, თვალიდან ცრემლები ცერა თითით მომწმინდა და ისევ ვნებიანად მაკოცა. ერთი ხელი მაიკის ქვეშ შემიცურა, მეორე ფეხს ამოაყოლა, დივანზე გადამაწვინა და ზემოდან მომექცა. მომთხოვნად დამეწაფა ბაგეებზე, ხელებს წელზე ასრიალებდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ჩემი ხელები მის თმაში მქონდა შეცურებული და ჩემსკენ ვიზიდავდი. ფეხებს შუა მომექცა, ხელები წელს ქვემოთ შემიცურა და ტანზე ამიკრო. მისი სურნელით სრულიად გაბრუებული ვიყავი. ტანში ჟრუანტელი მივლიდა და მთელი სხეული ახურებული მქონდა...
უეცრად სახლის კარი ვიღაცამ შემოგლიჯა;
-ბაჩო აქ ხარ?! - ოთახში აქოშინებული ლუკა და თემო შემოვარდნენ. მაშინვე მოვშორდი ბაჩოს და ბიჭებს ჭარხალივით აწითლებულმა გავხედე
-ხელი შეგიშალეთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს... რატი და მისი ხალხი მოდის!.. (თემო) - სიტუაცია ახსნა და ბაჩოს დაძაბულ მზერას გადააწყდა.
-ნინის წავიყვან აქედან - მაშინვე წამოხტა, ხელი ჩამჭიდა და მეც წამომაყენა.
-არა, ვერ მოასწრებ. ფაქტიურად აქ არიან - წინ ლუკა გადაგვეღობა.
-ამის დ***ც!!! - იღრიალა გამწარებულმა. - აბა სად წავიყვანო!!! - აღელვებულმა შემომხედა და ხელი უფრო ძლიერად ჩამჭიდა. მე გულაჩქარებული და შეშინებული ველოდი „განაჩენს“.
-შენს ოთახში აიყვანე და დამალე(თემო) - ურჩია ძმაკაცს და თანაგრძნობით გადმომხედა.
-წამო(ბაჩო) - მითხრა მზრუნველად და მეორე სართულისკენ წავიდა. უხმოდ გავყევი. თავისი ოთახის კარი შეაღო და მეც იქ შემიყვანა. - მომისმინე - მოტრიალდა, თვალებში ჩამხედა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია - აქ იყავი. არავითარ შემთხვევაში არ გამოხვიდე გარეთ. გაიგე? რაც არ უნდა მოხდეს აქედან ფეხი არ მოიცვალო - უკვე ძალიან განერვიულებული ვიყავი ამ არეული სიტუაციით. ცრემლები ნიაღვარივით გადმომიცვივდა და ბაჩოს მთელი ძალით ჩავეხუტე.
-ბაჩო, ნუ მაშინებ! ხომ ყველაფერი კარგად იქნება? - ვკითხე სლუკუნით. ბაჩომ მაშინვე მომხვია თავისი ძლიერი მკლავები და გულში ჩამიკრა
-მთავარია აქედან არ გამოხვიდე. ნუ გეშინია არაფერი მომივა - შუბლზე მაკოცა და ცერა თითით ცრემლები მომწმინდა - ეგ ცრემლები არ დამანახო - გამიღიმა, ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა და ოთახიდან გავარდა. შიშისგან ფეხები მეკვეთებოდა. იმის კი არ მეშინოდა, რომ მე რამეს მიზამდნენ... არა!.. ეს ახლა ყველაზე ნაკლებად მადარდებდა! მე ბაჩოზე ვნერვიულობდი! ვიცოდი მისი ფიცხი ხასიათი და მეშინოდა რამე სისულელე არ ჩაედინა. ძალაწართმეული დავეშვი საწოლზე და ცრემლები მუშტებით მოვიწმინდე. თბილი სითხის ნაკადული კვლავ გზას იკვლევდა ჩემს სახეზე და გაჩერებას არ აპირებდა. ფანჯრისკენ გავიხედე, ფარდები იყო ჩამოფარებული. მასთან მივედი და ფარულად გადავიხედე, იქნებ ვინმე დამენახა და გამეგო რა ხდებოდა. ფანჯარა გვერდითა ეზოს გადაჰყურებდა და ვერ ვხედავდი რა ხდებოდა, თუმცა ხმები ბუნდოვნად მესმოდა. ყურები დავცქვიტე და მთელი სმენა დავძაბე რამე რომ გამეგო. თავიდან არანაირი ხმა არ ისმოდა, როგორც ჩანდა, მშვიდად ლაპარაკობდნენ. შემდეგ ერთი-ორჯერ ყვირილის ხმა გავიგე, თუმცა ამას ისევ სიჩუმე მოყვა. ეს გაურკვევლობა ჩემს შიშს უფრო ამძაფრებდა. ხელების კანკალით ჩამოვაფარე ფარდა ისევ და საწოლზე ჩამოვჯექი. ისევ გულისგამაწვრილებელი სიჩუმე!.. როგორ მძაბავდა. თავში მხოლოდ ბაჩო მიტრიალებდა, მზერა კედელს გავუშტერე და გავშეშდი. თვალიდან ცრემლები აღარ მომდიოდა. ისევ წამოდგომა და ფანჯარასთან დგომა ვარჩიე სრულ უმოქმედობას. წინ წამოვიწიე ასადგომად, რომ უეცრად თოფის გასროლის ხმა გავიგე, შემდეგ კი ვიღაცის ყვირილი. არა... ეს უფრო ღრიალი იყო. ვიღაცა მთელს ხმაზე ღრიალებდა, თან არამარტო ერთი... მგონი რამდენიმეს ხმა ენაცვლებოდა ერთმანეთს, თუმცა ამას უკვე ვეღარც ვარჩევდი... ექოსავით ჩამესმოდა თოფის ხმა და გულს მიკლავდა. იქნებ ეს ტყვია ბაჩოს მოხვდა... იქნებ ეს ტყვია მისთვის იყო გამოზნული... ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე ოთახში გაჩერება და ლოდინი ძალიან დიდი წამება იყო. ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა. მე კიდევ ველოდი და ველოდი... ოთახის კარს არავინ აღებდა. ვიჯექი და სიჩუმე ტვინს მიბურღავდა. დიახ... ისევ მომაბეზრებელი სიჩუმე... ახლა უფრო დაძაბული და ავისმომასწავებელი. საკუთარ თავთან ვერ ვთანხმდებოდი, გავსულიყავი, ჩემი თავი საფრთხეში ჩამეგდო და ბაჩოს გაფრთხილებისთვის არ დამეჯერებინა, თუ დავლოდებოდი როდის შემოაღებდა ოთახის კარს ბაჩო, ან იქნებ თემო ან ლუკა ბაჩოთი ხელში... არა!.. ამას ვეღარ გავუძლებდი...
საწოლიდან წამოვდექი და ხის კარი ხელის კანკალით გავაღე. კიბეებზე ბორძიკით ჩამოვედი და დერეფანს გავხედე. ჩემს ყურს ვიღაცის ხმები მისწვდა. ძირითადად იგინებოდნენ და უმსგავსო სიტყვებს იძახდნენ, ერთმანეთს ემუქრებოდნენ და სიკვდილითაც კი აშინებდნენ. კარის ჭუჭრუტანიდან გავიხედე, გარემოსთვის თვალის მოვლებას ვაპირებდი, როდესაც ვიღაცამ კარი სწრაფად შემოაღო და ყვირილით შემოვარდა
-სად არის ის შენი ძვირფასი შეყვარებული! - შიშისგან უკან გავხტი, მან კი გაკვირვებულმა შემომხედა. აზრზე მალე მოვიდა, ხელი თმებში ძლიერად ჩამავლო და კედელზე ამაკრა
-ააა!!!! არ გამეკარო!!... - ბოლო ხმაზე ვიკივლე. ალბათ, არც იყო საჭირო... უცნობს ერთი ფეხის ნაბიჯზე შემოყვა ლუკა იარაღით ხელში.
-ხელი გაუშვი ნაბ*****ო! - კართან შედგა და განრისხებულმა ბოლო ხმაზე იღრიალა. აქამდე ასეთი ლუკა არასდროს მყოლია ნანახი.
-იარაღი ჩამოიღე, თორემ იცოდე შენს ძვირფას მეგობარს რამეს დავუშავებ - მშვიდად მიმართა ოთახში შემოსულს მისკენ გაუხედავად და ჩემი სახის დაკვირვება დაიწყო.
-აღარ გახსოვარ ლამაზო? - მკითხა და სახე ახლოს მოსწია. ხმას არ ვიღებდი, უფროსწორედ ვერ... მთლიანად ვკანკალებდი და ცრემლები გაუთავებლად მდიოდა - ოჰ, კარგი რა ძვირფასო... მაგ შენს ლამაზ სახეს ცრემლები არ უხდება...
-გოგოს თავი დაანებე - დაიგრგვინა ლუკამ გამაფრთხილებლად. უცნობმა ყურიც არ ათხოვა, ტუჩებზე გამხეცებული მეცა და უხეშად მიმწია თავისკენ. მაშინვე გავუძალიანდი, ხელების და ფეხების ქნევა დავიწყე, თუმცა მასთან რას გავაწყობდი. ეს მძიმე სხეული ერთწამში მომწყდა. თვალები რომ გავახილე, დავინახე, თუ როგორ დააგდო ლუკამ ძირს და მუშტების გამეტებით რტყმა დაუწყო.
-ლუკა!!! დაანებე თავი! არ მოკლა! - ვკიოდი შეშინებული, თუმცა გაავებული ლუკა სულ არ მისმენდა. ჩემს მორიგ კივილზე დერეფანში თემო შემოვარდა
-რა ხდება აქ! - იკითხა დაძაბულმა და მზერა ჩემგან ლუკაზე გადაიტანა. მაშინვე ძმაკაცს მივარდა და ნაცემი სხეული ხელებიდან გამოგლიჯა. - ნინი, დროზე ოთახში ადი! - მიყვირა ძარღვებდაბერილმა თემომ და ისევ ლუკას გაშველება განაგრძო. ისევ თოფის გავარდნის ხმა გავიგე... ადგილზე გავშეშდი და ისედაც აკანკალებული ხელები, უფრო ამიკანკალდა. - დროზე!!! - იღრიალა ისევ თემომ და კიბეებისკენ მანიშნა. ასე მეგონა, რომ ნებისმიერ წამს გული წამივიდოდა. ალბათ, კარგიც იქნებოდა... მაშინ გამოვფხიზლდებოდი, როდესაც ყველაფერი ჩაივლიდა, თუმცა მე ფხიზლად ვიყავი და შიშისგან ძლივს ვაზროვნებდი. შეძლებისდაგვარად სწრაფად ავედი კიბეებზე, ბაჩოს ოთახის კარი გავაღე და საწოლზე დავენარცხე.
ალბათ ამდენმა გადაღლამ თავისი ქნა და ჩამთვლიმა... არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მოიჯახუნა ვიღაცამ სახლის კარი ხმამაღლა. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და ქვემოთ ჩავედი. აქოშინებული ბიჭები დივანზე ისხდნენ და ერთმანეთს დაძაბულ მზერას ავლებდნენ.
-ბაჩო - სლუკუნით ძლივს გადავაბი ასოები ერთმანეთს და ბაჩოს გავხედე. სამივემ მე გამომხედა. ბაჩო მაშინვე ჩემთან მოვიდა და გულში ჩამიკრა. ხელები ძლიერად მოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე. ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული სასიამოვნო სურნელის კვლავ შეგრძნებისას... ბაჩო ახლა აქ იყო, ჩემს წინ იდგა და მეხუტებოდა. ანუ არაფერი არ სჭირს! გახარებულმა და თვალცრემლიანმა ავხედე ბაჩოს და გავუღიმე. ტუჩებში მსუბუქად მაკოცა და ისევ ჩამეხუტა.
-ოეე, აქ ჩვენც ვართ მგონი!(თემო) - სიცილით შეგვახსენა თემომ იქ მისი და ლუკას არსებობა და ორივემ გულიანად გადაიხარხარეს.
-თქვენ სულ ტვინს როგორ უნდა ჭამდეთ ჰა? - ღიმილით გადახედა ძმაკაცებს, ხელი გადამხვია და მასთან ერთად დივანზე დავჯექი.
-ბიჭო, გეყოს ახლა დასვენება, წამოდი ექიმთან! გეუბნები მე შენ და დამიჯერე!.. - გააფრთხილა ლუკამ ძმაკაცი და სერიოზული მზერა მიაპყრო.
-ბაჩო რახდება?! - ვიკითხე გაკვირვებულმა და განერვიულებულმა - ხომ კარგად ხარ? რამე გჭირს? - სწრაფად მოვშორდი და სხეულზე დავაკვირდი. გაოცებისგან პირი დავაღე, როდესაც მარჯვენა მკლავზე გახეული და სისხლიანი მაიკა დავინახე.
-ღმერთო ჩემო!.. ეს რაარის! - შევკივლე და ხელი პირზე ავიფარე.
-არაფერია, უბრალოდ დავიჭერი - „დამამშვიდა“ ბაჩომ და შეძლებისდაგვარად გამიღიმა
-რა არაფერია! შენ ხომ არ გაგიჟდი! წამოდი ახლავე, ეგ ტყვია უნდა ამოგიღო! - ვუთხარი მკაცრად და დაველოდე როდის ადგებოდა, როდესაც ბიჭების გაკვირვებულ მზერას გადავაწყდი
-შენ რა, ეგეთი რაღაცეები შეგიძლია?! - მკითხა გაოცებულმა თემომ და სავარძლიდან წინ წამოიწია
-ზუსტად საშენო გოგოა რა ბრატ(ლუკა) - ჩაიცინა და ბაჩოს გახედა, საპასუხოდ ბაჩომაც გაიღიმა.
-წამოდი ახლა, დროზე! - მარცხენა ხელზე მოვქაჩე და ფეხზე წამოვაყენე.
-ჩვენ დაგეხმაროთ? - ფეხზე ლუკა წამოხტა ყოჩაღად
-არა ბიჭებო, მე თვითონ ვიზავ ყველაფერს - გავუღიმე და ბაჩოს ავხედე.
-კაი, მაშინ ჩვენ წავალთ.(თემო) - ისიც ფეხზე ადგა და დერეფნისკენ გააპარა მზერა.
-შენ სახლში არ გაგიყვანოთ?(ლუკა)
-არა იყოს, დღეს აქ დავრჩები - ვთქვი და ბაჩოს კმაყოფილ მზერას გადავაწყდი.
-კაი აბა კარგად მაშინ - ბიჭები წავიდნენ და ჩვენ მარტო დავრჩით.
-დღეს აქ დარჩები? - მკითხა ბოხი ხმით, თავი ჩემს სახესთან მოსწია და ჩემი თმების სურნელი ჩაისუნთქა.
-ხო, აბა ასე არ დაგტოვებ. ახლა წამოდი ზემოთ, დრო ნუ გაგყავს - თვალები დავუბრიალე და წინ გავუძეხი. ზურგს უკან ბაჩოს ჩაცინება გავიგე. ჯერ სააბაზანოში შევედი და წამლების ყუთი გადმოვიღე, შემდეგ კი პინცეტის ან რამე მაგდაგვარის ძებნა დავიწყე.
-დაგიმახსოვრებია სად რა არის - კარზე აყუდებული ბაჩო ღიმილით მაკვირდებოდა. როდესაც ყველა საჭირო ნივთი ვიპოვე, ბაჩოს ოთახში შევედი.
-საწოლზე დაწექი და მაიკა გაიხადე - ვუთხარი სერიოზული ტონით. უხმოდ დაჰყვა ჩემს ნებას და მითითება შეასრულა - ახლა გეტკინება - შევაპარე ოდნავ დაბალი ხმით.
-არაუშავს - გამიღიმა და მკლავი მოხერხებულად დადო - შენ მთავარია ტყვია ამოიღო...
გამამხნევებლად შევხედე თვალებში და გავუღიმე, შემდეგ კი სახე დავისერიოზულე და ტყვიის ამოსაღებად „ინსტრუმენტები“ მოვიმარჯვე. მამაჩემი ცნობილი ქირურგი იყო. ადრე, როცა პატარა ვიყავი, მამასთან სამსახურში ხშირად დავდიოდი. სულ მაინტერესებდა ასეთი ოპერაციების ყურება. გარინდული ვადევნებდი ხოლმე მამის ყოველ ქმედებას თვალს და მისი მოხერხებულობით გაოცებული ვრჩებოდი. ახლაც მამა დამიდგა თვალწინ... მონატრებამ მძლია, თუმცა ახლა ცრემლების და ტირილის დრო არ იყო!.. ყურადღება მოვიკრიბე და საქმეს შევუდექი. ბაჩოს ძალიან სტკიოდა. სხეულზე ყოველი ძარღვი დაჭიმული ჰქონდა და მთელი ძალით ებღაუჭებოდა საწოლს, თუმცა ხმას არ იღებდა. შეძლებისდაგვარად სწრაფად მოვითავე ეს არასასიამოვნო პროცედურა და ჭრილობის დამუშავება დავიწყე. ეტყობოდა, რომ ეს იმ ტკივილთან შედარებით არაფერი იყო. უფრო მოდუნდა და თვალები დახუჭა. ჭრილობა ფრთხილად მოვბანე, გავუკერე და რამდენჯერმე გადავუხვიე. გამიკვირდა, რომ რეაქცია არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩასძინებოდა. სისხლიანი ბამბები გადავყარე და ხელები დავიბანე. ახლა ვიგრძენი, რომ ყველა კუნთი მტკიოდა. უეცრად თავში დედაჩემმა გამიელვა. ალბათ იდარდებდა სახლში რომ არ ვიყავი და მეც გადავწყვიტე დამერეკა. მისაღებ ოთახში ჩუმად ჩამოვედი და ტელეფონი ავიღე
-ალო ნინი, სად ხარ ამდენხანს? - აშკარად ნერვიულობდა, თუმცა დედაჩემს ერთი დადებითი თვისება ჰქონდა: თუ ძალიან არ დავიგვიანებდი, ზედმეტი ზარებით არ მაწუხებდა.
-დე კარგად ვარ არ ინერვიულო, დღეს ლიკასთან ვრჩებით მე და თათა და სახლში არ მოვალ.
-კარგი შვილო, როგორც გინდა. ხვალ ხომ გამოხვალ?
-კი კი... ხვალ აუცილებლად მოვალ. კაი ახლა უნდა წავიდე, მეჩქარება
-დროებით - ტელეფონი გავთიშე და ჩანთაში ჩავდე.
რამდენიმე წუთი დივანზე ვიჯექი და ვიაზრებდი რა მოხდა. როგორი გადატვირთული დღე მქონდა... გონებაში ყველაფერმა გადამირბინა წამიერად და გულში სითბო ჩამეღვარა, როდესაც გავაანალიზე, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბაჩოს ოთახში შევიხედე, ეძინა. ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა. ხელით თავზე მოვეფერე, ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე და გვერდით მივუწექი. თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე. იმ ღამეს ტკბილად ჩამეძინა...

აკრძალული ხილი(5 ნაწილი)

..........
ესეც შემდეგი თავი...
დღეს დადება დავიგვიანე და უფრო პატარა თავიცაა, უბრალოდ მთელი დღე სტუმრები მყავდა და ვერ მოვიცალე, მაგრამ ისტორიის გარეშე ვერ დაგტოვეთ...
სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება...
ყველა ძალიან მიყვარხართ და იმედია ისიამოვნებთ...
ველი შეფასებას...



№1  offline მოდერი ^paradise^

Vaime kide es mindodaa ? Magari dadzabuli tavi iyo :D huuuh <3 kargiaa veli shemdegsss

 


№2  offline მოდერი ანკა

^paradise^
Vaime kide es mindodaa ? Magari dadzabuli tavi iyo :D huuuh <3 kargiaa veli shemdegsss

მიხარია რომ მოგეწონაა <3 <3 <3

 


№3  offline მოდერი ანკა

nini5852
აქ ამბებიი ხდებაა :დ ძალიან კარგი იყო შენ კი როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ :*

მადლობა ჩემო საყვარელოო <3 <3 <3 მიხარია რომ მოგეწონა... love

 


№4  offline წევრი bar bare

Uh am shuagamisas mgoni gulis sheteva mivige :D Sh e u d a r e b e l i xar

 


№5  offline წევრი თათა

ძალიან მაგარი ხარ აქ სულ რამოდენიმეა ვის ისტორიებსაც ვკითხულობ და შენ ერთერთი ხარ შეიძლება ხანდახან პატარა თავებს დებ ხოლმე მაგრამ მაინც საინტერესოდ წერ და ამისთვის მადლობა კარგი ხარ <3
--------------------
tatukakhorava

 


№6  offline მოდერი ანკა

bar bare
Uh am shuagamisas mgoni gulis sheteva mivige :D Sh e u d a r e b e l i xar

მადლობა ჩემო საყვარელოო!.. <3 <3 <3

თათა
ძალიან მაგარი ხარ აქ სულ რამოდენიმეა ვის ისტორიებსაც ვკითხულობ და შენ ერთერთი ხარ შეიძლება ხანდახან პატარა თავებს დებ ხოლმე მაგრამ მაინც საინტერესოდ წერ და ამისთვის მადლობა კარგი ხარ <3

პირიქით, მადლობა შენ რომ დაკომენტარება არ გეზარება <3 <3 <3
მიხარია, თუ მართლა მოგწონს ჩემი ისტორიები ^__^
ყველანაირად შევეცდები უფრო და უფრო უკეთესად ვწერო love

 


№7  offline წევრი lamazmani

აი თავი იყო თვაიდან ისე ვინერვიულე იმათი ბანდა რო მოდიდა რა ა ყველაპეი კარგად რო დამთავრდა მომეწონა მაგრარი გოგო ხარ ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად love

 


№8  offline მოდერი ანკა

lamazmani
აი თავი იყო თვაიდან ისე ვინერვიულე იმათი ბანდა რო მოდიდა რა ა ყველაპეი კარგად რო დამთავრდა მომეწონა მაგრარი გოგო ხარ ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად love

მადლობა დიდიი <3 <3 <3 ძალიან მიყვარხარ და იმედია შემდეგი თავიც მოგეწონება love მალე დავდებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent