ბაიკერი ლინდა IV
-თანახმა ვარ, მიღებული ხარ. თქვა დაჩიმ და ლინდას თვალებში ჩააშტერდა. -სასიამოვნოა, -ჩემთვის უფრო დამიჯერე. ხელი გაუწოდა დაჩიმ, ამჯერად ლინდამ ხელი ჩამოართვა, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ როგორ გაუჭირდა. ლინდამაც და დაჩიმაც დატოვა ტრასა, ერთდროულად მაგრამ ცალცალკე. ლინდა სახლში წავიდა, დაჩიმ კი თავის უახლოეს ძმაკაცს დაურეკა და მდინარის პირას დაუთქვა შეხვედრა. -დღეს პირველად დავმარცხდი, უთხრა დაჩიმ გიუშას. -კაი რა შე*.ემა მეც ეგრე ვიყავი პირველად. -ქალმა დამამარცხა. -ქალმა? სიცილი დაიწყო გიორგიმ. -ხო ქალმა, ოღონდ... -რა ოღონდ? -თვალები, მაგიჟებენ. -ლამაზია? -არა... ლამაზი არ არის საოცრებაა, -მერე რა? -არ ვევასები ტო... -შენ? კაი რა შე*ემა შენებური ჩაუტარე რა... -არა ერთი ღამისთვის არ მინდა, განსხვავებულია... სხვებს არ გავს ბიჭო არ შემიძლია რამე ვატკინო ან დავუშავო. -გიყვარს? გაოცდა გიორგიმ. -არ ვიცი. ლინდაზე გეუბნები. -გეჯაძეზე? დაივიწყე. -რატო? -მაგ გოგო თავის სტიქიაშია სულ კ*დია ბიჭები თან რა ნამუსით უნდა იყო მის გვერდით დაგავიწყდა რა გაუკეთე იმ ბიჭს? -ღირსი იყო! -იცი რა? მაგარი ახ*არულად იქცევი ტოო, გცემა ჯერ ერთი იმსახურებდი და მერე კიდე თუ გცემა შენც გეცემა არაკაცურად მოკალი ჩუმად. -მე არ მომიკლავს თვითონ მოიკლა თავი. -ანრი მერვე წელია რბოლებშია საქართველოში და ვიცნობდი, სპრავედლივი ბიჭი იყო, ნებისმიერ ჩვენგანზე შეგნებული ჩემი ბიძაშვილი რო არ იყო ახლავე მოგკლავდი ცემაში. -ტვინს მი**ნავ. -ლინდა არ გაპატიებს. -თუ გაიგო. -სულელი არ არის. -არც მე ვარ სულელი. დაჩი წამოდგა, მოტოციკლს მოაჯდა და გიორგის არც კი დალოდებია ისე მოწყდა ადგილს. -ეს ახ*არი როგორ უნდა გაგეჩინა ბიცოლა. ჩაიბურტყუნა გიორგიმ და ლუდის ბოთლი მოიყუდა. ლინდა ემოციებისგან დაღლილი მივიდა სახლში, წყალი გადაივლო და დასაძინებლად დაწვა, ძილ ბურანში იყო როცა შეხება იგრძნო, ანრის ყოველთვის უყვარდა როცა თმას ყურს უკან უწევდა, ახლაც იგრძნო როგორ გადაუწია თმა ყურს უკან ვიღაცამ, გაღვიძება არ უნდოდა, თვალებ დახუჭულმა თქვა. -ანრი... -ხო აქ ვარ... დაიძინე... ჩასჩურჩულა ყურში მამაკაცმა და ზურგით მიიხუტა გულმკერდზე. -რატო წახვედი? ისევ თვალდახუჭულმა ჰკითხა ლინდამ. -არ მინდოდა წასვლა, შენც ხო იცი? -ვიცი... სამაგიეროს გადავუხდი გპირდები... -ვიცი... ფრთხილად იყავი, მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ და გიცავ. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ, ახლა დაიძინე. თმაზე მოეფერა მამაკაცი და უფრო ღრმა ძილში გადაეშვა ლინდა. დილით უამრავი ენერგიით დამუხტულს გაეღვიძა, ყველაფერი ახსოვდა, როგორ მივიდა მასთან ანრი, მაგრამ ვერ გაერკვია ელანდებოდა თუ ესიზმრებოდა, მოკლედ ასე იყო თუ ისე ბედნიერი იყო, რომ მის სიახლოვეს გრძნობდა და ეს აძლიერებდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა. -ალო -ნიკა ვარ ლინ რაშვები.? -ახლა გავიღვიძე ნიკ შენ რაშვები? -რავი, გოგო ყველა გუშინდელ რბოლაზე ლაპარაკობს, დაჩის დაუხიე? -კი მაგრად, გაცოფდა მარა სულ ფეხებზე მ*იდია ხო იცი? -ხო, ცოტაც გაუძელი ლინ და მეც შემოგიერთდები. -კაი. -ლინ... -ხო... -არაფერი. უბრალოდ მე შენთან ვარ, ფრთხილად იყავი. ლინდას გუშინდელი სიტყვები გაახსენდა, ზუსტად იგივეს ეუბნებოდა ანრი. -მადლობა ნიკ. -არაფრის. ნიკამ ტელეფონი გათიშა. ლინდა ადგა, შხაპი მიიღო, ჯინსის მოკლე შორტი, ბატინკები და შავი მაისური გადაიცვა წარწერით "Fuck Bitch", ტყავის ქურთუკი მოიცვა და ხელთათმანები გაიკეთა, ჩაფხუტს გადახედა, რომელიც ავარიის შემდეგ გვერდზე მოისროლა. ცოტა ხნით დაფიქრდა მერე თვალი მოაშირა და უიმისოდ ჩავიდა პირველ სართულზე. -ლინდა არ გრცხვენია? წინ გადაეღობა კიბეებზე ჩამომავალ ლინდას მაია. -რა გინდა მაია რა რევიზორვით დამხვდი? -არ ჭამ, დილას სახლიდან გადიხარ და მთელი დღე იკარგები, რაშია საქმე? -როდის იყო ანგარიშს გაბარებდი? -ლინდა! -მომისმინე დედა მე უკვე დიდი ვარ საიმისოდ რომ ანგარიში გაბარო სად მივდივარ და როდის ვბრუნდები, და ამ სახლში დღემდე მხოლოდდამხოლოდ იმიტომ ვცხოვრობ, რო მარტო არ გტოვებ, და თუ იმის ძიებას დაიწყებ სად მივდივარ და როდის ვბრუნდები, ავდგები და წავალ. -მე დედაშენი ვარ. -მე კიდე სრულწლოვანი დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც დედას აღარ ეკითხება სად დადის, მე ჩემი ცხოვრება მაქ და შენ იცი რამდენად განსხვავდება ჩემი ცხოვრება ყველასგან, მე ასეთი ვარ. ლინდამ სიტყვა დაამთავრა თუ არა დედას გვერდი აუარა და გარეთ გავიდა. -ყველაფერი ნერვებს მიშლის... ჩაიბურტყუნა, მოტოციკლს მოაჯდა და წავიდა. სად მიდიოდა თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ სადღაც წასვლა უნოდოდა და განმარტოვება. იცოდა რომ ამ დროს ტრასაზე არავინ იქნებოდა და პირდაპირ იქ მივიდა. სტარტის ხაზთან დადგა, სამამდე დაითვალა და თვალის დახამხამებაში მოსწყდა ადგილს. მოტოციკლს თვალებ დახუჭული მართავდა, მომხდარი ავარია თავში კადრებივით უტრიალებდა, საშინელი სიცარიელე დაუბრუნდა გულში. ახლა უფრო გაძლიერებულიყო და გაზრდილიყო. მიჰქროდა და სიჩქარეს უმატებდა. ფინიშის ხაზი გადაკვეთა მაგრამ არც მაყურებლების შეძახილი გაუგონია და არც ტაშის ხმა. უჩვეულოდ მოეჩვენა და გაეღიმა. ახლა რატომღაც ნიკსონის სიტყვები გაახსენდა. "მე შენთან ვარ" და თავი დაცულად იგრძნო. ნიკა და ლინდა ბავშვობის მეგობრები არიან. ანრიც ნიკასგან გაიცნო ლინდამ. სკოლის პერიოდში ნიკას ვერ იტანდა, უფროს კლასელი იყო, გოგოები რომ გიჟდებოდნენ და ტიპიც იხდენდა ყველაფერ ამას, ლინდაც ამიტომ ვერ იტანდა. ნიკსონს სერიოზული პარტნიორი არასდროს ყოლია, ყოველთვის ერთი ღამის თოჯინებს არჩევდა, ამბობდა არაფერს მოითხოვენ გარდა იმისა რომ ხანდახან მაინც შევხვდე და მეც რას ვკარგავო. მარიტა ხშირად დასცინოდა შენი თოჯინები ერთ დღეს ჩაგქოლავენ და ნახავო, მსგავსი რამეც დაემართა. ერთ დღეს ყველანი ბარში ერთობოდნენ, ცეკვავდნენ მხირულებდნენ, ნიკასთან ქერა ლამაზმანი მივიდა, რომელმაც პირდაპირ ჩხუბი და რტყმევა დაუწყო, ისეთი სილა აჩუქა სახეში გოგონამ ორი დღეს სტკიოდა ლოყა. -რა გინდა ქალო ვისი ხარ შენ? ჰკითხა გაოცებულმა ნიკამ. -შე ნაგავო ახლა აღარ გახსოვარ? ვნებიან ღამეებს კი ატარებდი. ყვირილით უპასუხა ქერამ. -ა შარი თუ გინდა, ქალო შენ ნაირი სამი მყავს ყოველ საღამოს რა გინდა გადი დამანებე თავი. -სამი? სამი? ისტერიკულად ყვიროდა ქერა. -ეე გოგონა რამე პრობლემაა? ლაპარაკში ჩაერთო ლინდა. -შენ ვინღა ხარ? აათვალიერა ქერა ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა, ჩვენი ტატუებიანი და შავ ტანსაცმელიანი ლინდა და კითხვის ნიშნიანი თვალები მიანათა. -ცოლი. უპასუხა ლინდამ, და თან ნიკსონს აეკრო. ნიკსონმა გაოცებულმა გახედა მასზე აკრულ ქალს. -მართლა? ჰკითხა ნიკსონმა. ლინდამ გვერდში მწარედ უჩქმიტა და რომ არა ლინდას გაღიმება გვარიანად აკურთხებდა ყველას. -ცოლი? იკითხა გოგომ, გაუშალა და ლინდამაც მიიღო სილა. -ლინ არ გინდა, ლინ შემომხედე გთხოვ. აწყნარებდა ნიკსონი თავჩაღუნულ ლინდას რომელიც ფიქრობდა, მერე ქვემოდან აანათა ქერას თავისი ცსფერი თვალები, მუშტი მაგრად შეკრა და მთელი ძალით მოუქნია მის წინ მდგარ გოგოს. დარტყმის შედეგად "ისტერიჩკამ" გონება დაკარგა და ძირს დავარდა. -ლინდა რა გააკეთე? გაოცებული მივარდა მასთან მარიტა. -ქმარს არავის დავუთმობ. გაიღიმა ლინდამ და ნიკსონს ლოყაზე აკოცა, მერე გონება წასულ გოგონას გადააბიჯა და ბართან დაჯდა. ნიკა იდგა გაოგნებული, ხელს აწევდა და პირს გააღებდა ლაპარაკის დასაწყებად, სათქმელს რომ ვერ ნახავდა ისევ ჩაწევდა ხელს და პირს დახურავდა, დაფიქრდებოდა კიდევ იმავეს გაიმეორებდა. ბოლოს როგორც იქნა მოიფიქრა, ქერა იატაკიდან აიყვანა და სავარძელზე დასვა. -ქალო რა გინდოდა რას იკლავდი თავს ? ჰკითხა დამარიგებლური ტონით. -ეს მართლა შენი ცოლია? ნიკამ აღარ იცოდა რა ეთქვა, დაიბნა მაგრამ პასუხი მალევე გასცა. -კი, ბრაზიანია მეც მირტყამს ხოლმე. თავი მოისაწყლა მამაკაცმა. -ვაიმე საწყალი ახლა მესმის რატომ არ მირეკავდი. ნიკა დაფიქრდა და მიხვდა საშუალება ჰქონდა კიდევ გაეტარებინა ამ ლამაზმანთან ერთი საღამო და კიდევ უფრო მოისაწყლა თავი. -ხო დესპოტია, ლამაზია მარა ბრაზიანი. ლამის ცრემლები გადმოყარა ნიკსონმა. -არ გინა სადმე წავიდეთ? გავეპაროთ ცოტას დაგამშვიდებ. ხელი ააცურა ქალმა მამაკაცის გულმკერდზე. -გაასწორებს, თან თვალჩალურჯებულ გოგოსთან ჯერ არ მიცუღლუტია. გაიღიმა მისტერ ბაბნიკმა. ლინდამ ნიკსონს თვალი რომ ვეღარსად მოჰკრა, მიხვდა რაშიც იყო საქმე და სიცილი აუვარდა. ახლაც როცა ეს ამბავი გაახსენდა ცრემლებამდე იცინოდა. ნიკა მის ცხოვრებაში ერთადერთ ნათელ წერტილად დარჩა. მასთან ლაპარაკი აწყნარებს და ყველაფერს ავიწყებს, თავიდანვე ასე იყო, ის რაც ანრიმაც არ იცოდა, იცოდა ნიკამ, მაგრამ ანრი სხვა იყო, ყოველთვის სერიოზული და დასტოინი. ნიკსონი გიჟი, მექალთანე, საჭირო დროს სერიოზულიც და ბრაზიანიც. გიგი და გუგა კი ყველანაირად ერთნაირები, აზრითაც და გონითაც, გიგის სამი წელია მარიტა მოსწონს და თქმას ვერ უბედავს, რატომღაც ეშინია ან ამაყია, ამაზე მეტი სასაცილო არაფერი აქვს გუგას, დგას და დასცინის შეყვარებულ გიგის. ბევრჯერ წამოუთრევიათ ლინდას და ნიკსონს რომელიმე ბარიდან ან მთვრალები ან კიდევ კაიფში მყოფები, ერთმანეთს რომ ვერ სცნობდნენ. იდგა ლინდა და ახსენდებოდა წარსული, ხან ეცინებოდა, ხან კიდევ ცრემლი ერეოდა. -ლინ რას აკეთებ აქ მარტო? ზურგს უკან მოესმა ნაცნობი და საყვარელი ბარიტონი, უკან შებრუნდა და ნიკა დაინახა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.