აკრძალული ხილი(8 ნაწილი)
-გამოფხიზლდი მზეთუნახავო? - სიჩუმე უცნობის საშინლად ცივმა ტონმა დაარღვია. - რომ გეკითხები უნდა მიპასუხო!!! - დამიღრიალა ბოლო ხმაზე. იმდენად შემეშინდა, რომ ტირილს ვუმატე. - ცრემლებს ვერ ვიტან, მეორედ არ დამანახო, თორემ იცოდე გავბრაზდები და ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ... - ხელი ნიკაპზე მომკიდა, უხეშად ამაწევინა თავი და თვალებში ჩამხედა. მისი ნახშირივით შავი თვალების დანახვისას ტანში უსიამოვნოდ გამცრა... მის თვალებში შურისძიების ცეცხლი გიზგიზებდა და სწორედ ეს მაშინებდა. -ვინ ხარ? - ჩემს ბაგეებს მხოლოდ ეს ბგერები მოსწყდა. უცნობმა ხელი უხეშად გამიშვა და რამდენიმე ნაბიჯი ჩემგან მოშორებით გადადგა. -მე შენ გაგაფრთხილე - არ მიაქცია ჩემს კითხვას ყურადღება - რომ თუ ბაჩოს შენი ცხოვრებიდან არ წაშლიდი, ინანებდი - მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და მე გამომხედა. გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემს წინ რატი კერესელიძე იდგა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა ბაჩოსთვის რამე დაეშავებინა. ჩემს რეაქციას დააკვირდა და კმაყოფილმა ბოროტულად ჩაიცინა -ვხედავ, გაგახსენდი… - გაიმართა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა - საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაში გვიწევს შეხვედრა არა? - მკითხა და ირონიული მზერა მომაპყრო. ვერაფერს ვერ ვამბობდი. ანდაც რა უნდა მეთქვა? სიჩუმე ჩამოწვა. ეს ყველაფერი ძალიან არ მსიამოვნებდა და მთრგუნავდა. უეცრად მაგიდაზე ტელეფონმა რეკვა დაიწყო. მგონი ჩემი იყო. -წაიღეს შენმა მეგობრებმა ტვინი - დაიგრგვინა ხმამაღლა და მე შემომხედა, გეგონება ჩემი ბრალი ყოფილიყო რომ მირეკავდნენ. -ახლა მე შენ ტელეფონს მოგიტან, უპასუხებ და ვინც არ უნდა იყოს ეტყვი რომ კარგად ხარ და არაფერი გჭირს, გასაგებია?! - მკითხა მკაცრად და ტელეფონი ხელში დაიჭირა. საპასუხოდ თავი ოდნავ დავუქნიე -გასაგებია-მეთქი?! - იღრიალა და ხელი მაგიდას დაჰკრა. შიშისგან შევხტი. -კი - ამოვიბლუყუნე და თვალი გავუსწორე. ვიკა რეკავდა. -ალო, ნინი სად ხარ?! მეგონა მოხვიდოდი... - ტელეფონში ვიკას ოდნავ ნაწყენი ხმა ჩამესმა. ღრმად ჩავისუნთქე და ხმა დავირეგულირე. -არა ვიკა, ბოდიში მაგრამ დღეს ვერ ვახერხებ. -ცუდია… ნინი, იცი... არ მინდა ეს სხვისგან გაიგო, მირჩევნია მე გითხრა... ბაჩო დაიჭირეს, მაგრამ არ ინერვიულო, მალე გამოუშვებენ. პოლიციელთან მოუვიდა უთანხმოება და პრობლემა არაა მისი გამოყვანა. ბიჭები რამეს მოიფიქრებენ. -კარგი - ვუპასუხე მოკლედ და ვიგრძენი როგორ ჩამწყდა გულში რაღაც. იმედი გადამეწურა, რომ ბაჩო მალე მიპოვნიდა. ახლა ისიც განსაცდელში იყო და მე მისთვის დამატებითი პრობლემა ვიყავი. -ხომ კარგად ხარ?! - გაუკვირდა. ალბათ ის, რომ ბაჩოს ციხეში ჩასმასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიკითხე და ზედმეტი ემოციაც არ გამოვხატე. -კი, არა... არ ვიცი... ახლა უნდა წავიდე... - ვუთხარი და თვალიდან ცრემლი გადმომიგორდა. -კაი, დროებით მაშინ - რატიმ ტელეფონი ყურიდან გასწია და კმაყოფილი დაიძრა მაგიდისკენ. -ჭკვიანი გოგო ყოფილხარ - ტელეფონი მაგიდაზე დადო და ისევ მე შემომხედა. -რა გინდა ჩემგან? - ჩემდა გასაკვირად ტირილი შევწყვიტე და უდრეკად „გავეჯგიმე“. -შენგან არაფერი, აი ბაჩოსგან კი ძალიან ბევრი რამ... თუმცა არც შენზე ვიტყოდი უარს. რას იტყვი, ხომ არ გავერთოთ?! - წარბები აზიდა და მომიახლოვდა. -გულისამრევი ხარ - ვუპასუხე ამრეზით. -რაო? ვერ გავიგე. - თვალებში ჩამაცქერდა და ისევ სასტიკი ნახშირის თვალები მომაპყრო. ხმა ვეღარ ამოვიღე - გაიმეორე რაც თქვი!!! - მიღრიალა და ჩემს პასუხს დაელოდა. -ბაჩო მიპოვის და არ გაცოცხლებს! - მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და სათქმელი კბილებში გამოვცერი. უეცრად მარჯვენა ხელი მოიქნია და სახეში გამარტყა. ტკივილისგან და მოულოდნელობისგან შევკივლე, ცრემლებმა კვლავ იპოვეს გზა ჩემს სახეზე. -ეგ ნაბი****ი მეორედ არ მიხსენო! - გამაფრთხილა მკაცრად და თვალები დამიბრიალა. -ნამდვილი არაკაცი ხარ - არ გავჩუმდი, რის გამოც კვლავ სილის გაწნა მივიღე. ამჯერად აღარ მიკივლია. მხოლოდ ცრემლებს მივეცი გასაქანი. უხმოდ ვტიროდი და ვოცნებობდი, რომ ეს ცუდი სიზმარი ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი როდი ხდება... ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა და მეც რეალური საფრთხე მემუქრებოდა ამ მანიაკისგან. დიახ, მანიაკისგან!.. მე მას სხვა სახელს ვერ დავარქმევდი... ტელეფონზე დაურეკეს. -მალე მოვალ ლამაზო - კარი გააღო და სარდაფიდან გავიდა. თავიდან მშვიდად საუბრობდა, შემდეგ კი ყვირილი დაიწყო. რაღაცეები მეც გავიგე: „რაა? თქვენ ნორმალურები ხართ?!“ „საიდან მოგივიდათ თავში მსგავსი სისულელე!“ „ნამდვილი იდი***ბი ხართ!“ „ახლა რა უნდა ვქნათ!..“ „მოვდივარ, უჩემოდ არაფერი არ ქნათ!“ ეს თქვა და მაშინვე კარი შემოაღო. -მე ახლა უნდა წავიდე, თუმცა არ ინერვიულო, მარტო არ გტოვებ. ჩემი მეგობარი მოვა და ის გიყარაულებს რომ რამე სისულელე არ ჩაიდინო. - ვითომ ჩემზე მზრუნველი ხმით მითხრა და ოთახიდან გავიდა. რამე უნდა მეღონა. ვინმეს უნდა დავკავშირებოდი, თუმცა ამას რამდენად მოვახერხებდი არ ვიცოდი. ალბათ ვერც ვერაფერს გავაწყობდი. ფიქრებით ბაჩოსკენ გადავეშვი. ნეტავ ახლა როგორ იყო?! ვიკამ მითხრა, რომ პოლიციელთან უბრალო უსიამოვნება მოუვიდა და მალე გამოვიდოდა. იქნებ ეს მხოლოდ დასამშვიდებლად მითხრა და სინამდვილეში სულ სხვა რამ ხდებოდა? მაგრამ, არა... არამგონია ვიკას ჩემთვის რამე დაემალა... თუმცა ეს ხომ მხოლოდ ჩემი აზრები იყო... ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პოლიციის გახსენებისას თავში ვატო ამომიტივტივდა. ნეტავ ის თუ დაიჭირეს? არ ვიცი. შეიძლება ბაჩომ ის გადაარჩინა და თავი საფრთხეში თვითონ ჩაიგდო. არ ვიცი... ამ ყველაფერზე ფიქრი ჩემთვის ზედმეტად რთული იყო, კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელი, ვითარება კი ჯერ კიდევ გაურკვეველი და დაუზუსტებელი... ხის კარის ჭრიალის ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა. ოთახში (თუ ამას ოთახი ერქვა!..) საშუალო სიმაღლის შავგვრემანი ბიჭი შემოვიდა. იმ დღეს მოკლე შორტები და ტოპი მეცვა. ჩემი გარეგნობით აშკარად მოიხიბლა. ინტერესიანად ამათვალიერა და შემდეგ მაგიდასთან სკამზე ზანტად დაეშვა. შიმშილი ვიგრძენი. უკვე საღამოვდებოდა, მე კიდევ მთელი დღე ერთი ლუკმაც არ მქონდა პირში ჩადებული. -მშია - ვთქვი ხმადაბლა, ჩემს „ყარაულს“ გავხედე და საწყალი თვალები მივაპყარი. -ეგ ჩემი სადარდებელი არაა - მიპასუხა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ. -არამგონია შენს უფროსს ჩემი სიკვდილი უნდოდეს. - ვუპასუხე და ცოტა ხნის შემდეგ დავამატე - ყოველ შემთხვევაში დღეს. - ჩემმა ნათქვამმა აშკარად დააფიქრა. ამოიოხრა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში რამდენიმე ჰამბურგერი შემოიტანა (ჰამბურგერი რაა.. ძეხვი პურში ჩადებული, თუმცა იმწამს მხოლოდ ის მეჩვენებოდა მნიშვნელოვნად, რომ საჭმელი იყო. დანარჩენი საერთოდ არ მადარდებდა...). -აიღე - ერთი ცალი კალთაში ჩამიდო და მომშორდა. -ხელებს თუ არ გამიხსნი ვერ შევჭამ - ვუთხარი მშვიდად. -იქნებ აქედანაც გაგიშვა?! - მკითხა სარკაზმით. არაფერი მიპასუხია. მიხვდა, რომ ხელების გახსნა მართლაც საჭირო იყო. ისევ ოხვრით მომიახლოვდა და ხელები გამიხსნა. მის ასეთ გულუბრყვილობაზე ჩამეცინა. ასეთი მიმნდობი მეც კი არ ვიქნებოდი. თავისუფლება ძალიან მესიამოვნა. მაჯები დავიზილე და შემდეგ ხელი ნატკენ ლოყაზე მოვისვი. წვის შეგრძნება განმიახლდა და ხელის მოშორება ვარჩიე. ჰამბურგერი ავიღე და დიდი სიამოვნებით დავეწაფე. უცნობი კვლავ თვალმოუშორებლად მიყურებდა. მისი ასეთი მზერა უკვე მაღიზიანებდა. თავში ეშმაკურმა იდეამ გამიელვა. სკამზე უსიამოვნოდ შევიშმუშნე და უცნობს გავხედე. -ფეხები ძალიან მტკივა, შეგიძლია ცოტახანს გამიხსნა? -არა - მოკლედ და ცივად მიპასუხა, თუმცა დანებებას არ ვაპირებდი, საქმე სხვა მაინც არაფერი არ მქონდა. -გთხოვ -არა-მეთქი! - მიპასუხა მკაცრად. -რა გქვია? - საუბარი უცბად სხვა თემაზე გადავიტანე. მისთვის აშკარად მოულოდნელი იყო და პასუხმა რამდენიმე წამი დააყოვნა. -შოთა. რაში გაინტერესებს? - მიპასუხა ცივად, თუმცა ინტერესის ნოტები მაინც იგრძნობოდა მის ხმაში. -ისე, უბრალოდ. - მომხიბვლელი მზერა ვტყორცნე, რასაც მისი კმაყოფილი გამომეტყველება მოყვა. -მომისმინე, ფეხები მართლა ძალიან მტკივა. არ გატყუებ... - შევეცადე სახე მომესაწ....ბინა. -არა-მეთქი! - უკვე ეტყობოდა ხმაში მერყევი ნოტები. მიზანთან ახლოს ვიყავი. -კარგი, როგორც გინდა. შეყვარებული გყავს? - ახლა ლამის პირდაღებულმა გამომხედა. ძალიან ვხალისობდი მის მიმიკებზე, თუმცა საქმისთვის მალე უნდა მიმეხედა, თორემ რატო ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაბრუნებულიყო. -რა გინდა? - მკითხა გაკვირვებულმა ენის ბორძიკით. -მინდა, რომ ფეხები გამიხსნა - ვუპასუხე ვითომც არაფერი -არა-მეთქი. -გაგექცევი? - ვკითხე და წარბი ავზიდე. უნდა გამომეწვია, ისე ვერაფერს გავხდებოდი. -ეგღა მაკლია შენნაირი გოგოები გამექცნენ - ჩაილაპარაკა თავმომწონედ. -მაშინ რატომ არ მიხსნი ფეხებს? -ზედმეტს ლაპარაკობ! გაჩუმდი და იჯექი ერთ ადგილას! - გამაფრთხილა მკაცრად და ტელეფონში რაღაცეების ძებნა დაიწყო. -ანუ გეშინია. არ მეგონა რატის შენნაირი სუსტი წევრებიც თუ ყავდა ბანდაში - ჩავილაპარაკე ვიტომ დანანებით. -კარგი, გაგიხსნი - მობილური ხმაურიანად დაახეთქა მაგიდაზე და წამოდგა. დაბღვერილი მომიახლოვდა, ჩაიკუზა და დანით თოკების შეხსნა დაიწყო. ფეხიდან თოკი მომაშორა თუ არა, მაშინვე ფეხებს შუა ამოვარტყი რაც ძალა მქონდა და ფეხზე წამოვხტი. -ძუკნა! - მხოლოდ ეს დაიყვირა სიმწრისგან და იქვე ჩაიკეცა. იმწამსვე მაგიდას მივვარდი და მობილური ჯიბეში ჩავიდე. კარი გამოვაღე და თავი თავისუფლად დავიგულე, როდესაც ვიღაცას შევასკდი. გული ამიჩქარდა და ვიგრძენი როგორ დამეხვა თავბრუ შიშისგან. თვალი ზემოთ ავაპარე და გაცეცხლებული რატი დავინახე. ჯანდაბა!!! რაღა ახლა მოვიდა!.. -შოთა, ამიხსენი რატომ მეჩეხება კარში ეს გოგო სრულიად თავისუფალი და შენ რატომ ხარ ჩაკუზული მის სკამთან!!! - ხელი მკლავში ძლიერად წამავლო, ოთახში შემათრია და ბოლო ხმაზე იღრიალა. ისე თუ ეს სულ ასე იყვირებდა ხმის იოგებს დაიზიანებდა...( კარგი, იუმორი იქეთ იყოს... :დ) -ბოს, მე... - თავის მართლება დაიწყო და ფეხზე ძლივს წამოდგა. -არ მაინტერესებს!!! ნამდვილი იდიოტების ხროვა ხართ! ჩემს გარეშე ვერაფერს აკეთებთ! - დაიგრგვინა ავისმომასწავებლად და ხელი უფრო ძლიერად ჩამავლო. ძალიან მტკიოდა, თუმცა იმის გამოც ბედნიერი ვიყავი, რომ შუაზე არ გამგლიჯა. -დაეგდე აქ! - სკამზე დამაგდო და შოთას მიუბრუნდა - გაეთრიე აქედან და გირჩევ არ დამენახო, თორემ ჯავრს შენზეც ვიყრი!!! - შოთა ოთახიდან გაიძურწა და კარი მიხურა. -შენ კიდევ ჭკვიანი ყოფილხარ!.. უნდა ვაღიარო, გამაოცე... - წინ რამდენჯერმე ჩამიარა - თუმცა ცუდი გოგო ხარ, თან ძალიან და ამის გამო უნდა დაგსაჯო - შარვლიდან ქამარი მოიხსნა და ხელზე დაიხვია. -ააა, არა გთხოვთ!!! არაა!!! აააააა!!! - ზედაც არ შემომხედა. ძლიერად მოიქნია და მხარზე გამარტყა. ტკივილისგან ხმამაღლა ვიკივლე. ამაზე უფრო გაშმაგდა და მეორე მხარზე უფრო ძლიერად დამარტყა. მდუღარე ცრემლებს ვღვრიდი და განწირულად ვკიოდი, თუმცა ჩემი დამხმარე არსად ჩანდა. ჯერ ერთ მკლავში გამარტყა, შემდეგ მეორეში, ნელ-ნელა ტანზეც გადმოვიდა, მერე ფეხებზე. სხეულზე ერთი წერტილიც კი არ დამიტოვა ჯანსაღი. ჩემი ცემით გული რომ იჯერა, ოთახიდან გავარდა, კარი გაიჯახუნა, შემდეგ ჩაკეტა და ხმაც მიწყდა. სკამზე ვეღარ ვძლებდი. ყველაფერი მტკიოდა. ძირს იატაკზე დავჯექი და ჩემს დასახიჩრებულ სხეულს დავხედე. სულ აწითლებული ვიყავი. ზოგად კანი გადატყავებული მქონდა და სისხლი მომდიოდა. მთელი ტანი მეწვოდა, ასე მეგონა ცეცხლში ვიწვოდი. თავი ხელებში ჩავრგე და უფრო მწარედ ავტირდი. მთლიანად ვკანკალებდი და მციოდა. ვიყინებოდი... გარეთ საერთოდ არ ციოდა, თუმცა მე მთელს ტანში ცივი ტალღები დამდიოდა. მობილური გამახსენდა. ხელისკანკალით ამოვაცურე ჯიბიდან და ეკრანს დავხედე. რამდენი გამოტოვებული ზარი იყო დედაჩემისგან, ლიკასგან, თათასგან... არ ვიცოდი ვისთვის დამერეკა. ვიკა გამახსენდა... მისი ნომერი არ მქონდა, თუმცა ბოლოს შემოსული ზარი მისი იყო. ნომერი მოვძებნე და ტელეფონი ყურზე მივიდე. -ხო ნინი, როგორ ხარ? - ტელეფონში ვიკას მხიარული ხმა ჩამესმა და ტირილს ვუმატე -ვიკა - ვუთხარი გაბზარული ხმით - ვიკა, მიშველე... გთხოვ, მიშველე... - სლუკუნით სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს. -ნინი, რა გჭირს?! სად ხარ?! -არ ვიცი ვიკა, მიშველე რამე... გთხოვ... - უეცრად ყურში ნაბიჯების ხმა ჩამესმა. -ნინი რამოხდა? ხომ კარგად ხარ? - მკითხა ანერვიულებულმა -ახლა უნდა წავიდე... - სწრაფად გავთიშე და მზერა კარს მივაპყარი. ტელეფონის ჯიბეში ჩადება ვერ მოვასწარი. -შენ... - გაავებული რატი ოთახში შემოვარდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა - შე პატარა ძუ**ა! - სახეში სილა გამარტყა და მობილური ხელიდან მომგლიჯა. ისე მქონდა მთელი სხეული დაბეჟილი, რომ უკვე აღარ მადარდებდა. ნატკენი ადგილი უფრო ამეწვა და მარილიანი სითხით დაიფარა. შეშინებულმა ავხედე გაცეცხლებულ რატის და მზერა ჩემი ტელეფონისკენ გავაპარე. მთელი ძალით მიახეთქა კედელს, შემდეგ მაგიდიდან რაღაც აიღო და კარი გაიჯახუნა. ახლა უკვე ნამდვილად აღარაფერი მეშველებოდა. კუთხეში მივჩოჩდი, ზურგით ცივ კედელს მივეყრდენი, ხელები ფეხების გარშემო შემოვიწყვე და თავი მუხლებში ჩავრგე… ......... ესეც შემდეგი თავი ჩემო საყვარლებოო... გუშინ ძალიან გამახარა თქვენმა აქტიურობამ. უმეტესობამ სწორად გამოიცნო რა მოხდებოდა. აბა, როგორ გამართლდა თქვენი მოლოდინები?? მოუთმენლად ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.