შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიკერი ლინდა V


11-07-2015, 17:37
ავტორი gijka13
ნანახია 3 834

-ნიკსონ... შენ რას აკეთებ აქ?
-არაფერი ისე შემოვიარე, ავარიის მერე ხშირად დავდივარ.
-ხო მარა მე პირველად გნახე.
-შენც დადიხარ ?
-ხანდახან.
-მარტო ხარ?
-ვერ მხედავ რო მარტო ვარ?
გაეცინა ნიკას.
-რავი იქნება და მორიგ ნაშასთან ერთად ხარ.
-რო არ გიცნობდე ვიფიქრებდი ეჭვიანობსთქო.
უფრო გაეცინა ნიკსონს. ლინდა დაფიქრდა.
-სულელი ხარ, რაში გაინტერესებს ვისთან ერთადაა, ან საერთოდ რა მოაბოდიალე.
უმეორებდა თავის თავს გონებაში.
-ლინდა კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ ჩავფიქრდი.
ნიკა ლინდას მიაჩერდა.
-რატო მიყურებ ასე?
-ლამაზი ხარ.
-ახლა შეამჩნიე?
-რატომღაც ხო.
ლინდა პირველად დაიბნა, არაფერი უპასუხია მოტოციკლს მოაჯდა და წავიდა.
-ფუ ნიკსონ რა იდიოტი ხარ! ახლა იფიქრებს ანრი აღარ არის და დრო იხელთაო, არა და მართლა ახლა შევამჩნიე ტოო.
ხმამაღლა ფიქრობდა ნიკა, მერე ტრასაზე დაჯდა და მოტოციკლს ზურგით მიეყრდნო. თვალები დახუჭა და მაშინვე ლინდას თვალებმა გაუარა გონებაში.
-ოეე ნიკსონ ნიკსონ რაზე ფიქრობ,
თავი რამოდენიმეჯერ იქეთ აქეთ გააქნია, თითქოს უნდოდა ეს არასასურველი აზრები მოეშორებინა. მერე ადგა მოტოციკლს მოაჯდა და სახლისკენ წავიდა.
ლინდა გზაში ფიქრობდა ნიკსონის ნათქვამზე, ვერ გაიგო ასე რამ დააბნია.
არასდროს უთქვამს ნიკსონს მისთვის კომპლიმენტი ამდენხნიანი მეგობრობის შემდეგ პირველად, ალბათ ამან დააბნია. კომპლიმენტი უთხრა იმ ადამიანმა რომელიც გამუდმებით ან მახინჯოს ან საფრთხობელას ეძახდა, უკვირდა თუ უხაროდა ვერ გეტყვით. ნიკსონი ერთხელ დაამარცხა რბოლაში, ისიც იმიტომ, რომ მასზე ძლიერი მოტოციკლი ჰყავდა, ახლა ნიკსონმა მოტოციკლი განაახლა, არ უნდოდა მასთან დაპირისპირება რბოლებზე, მაგრამ დღეს საღამოს კი მოუწევს, რახან დაჩის მხარეს წარმოადგენს.
ნერვიულობს, არასდროს უნერვიულია რბოლის წინ ახლა კი ნერვიულობს, თავდაჯერებულიც არაა, მაშინ ნიკსონმა იმ მოტოციკლით ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ლინდას ძალიან გაუჭირდა მისი დამარცხება, მაგრამ გაიმარჯვა, ნიკა კი პირველად დამარცხდა. არ გაჰკვირვებია, რომ ლინდასთან დამარცხდა მაგრამ დამარცხება მაინც არასასიამოვნო იყო.

ნიკამ სახლის კარი როგორც კი გააღო არასასიამოვნო სუნმა შეაწუხა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. მას ერთი უცროსი ძმა ჰყავდა, რომელიც ნარკოტიკებს ხშირად იყენებდა. ახლაც რაღაცას ხარშავდა, საშინელი სუნი ტრიალებდა, გაცეცხლდა და სამზარეულოში შევარდა.
-რატი!
ყვიროდა ბოლო ხმაზე.
-მოვიდა მისტერ სრულ ყოფილება...
გიჟივით იცინოდა იატაკზე მწოლიარე ახალგაზრდა ბიჭი.
-იცი რისი ღირსი ხარ? ძვლებში დაგამტვრიო მარა ჩემი ძმა ხარ საუბედუროდ.
-რა იყო ვითომ შენ არ გაგიჩხერია ტოო.
-ერთხელ გაკეთება და შენსავით ნარკომანობა სხვადასხვა რამეა, ოთახში აეთრიე და ცივ წყალი გადაივლე დროზე.
-იდინა*უი რა.
-იცოდე გითმენ ცოტაც და დაგალურჯებ, მალე ოთახში ლიანა (ნიკას დედა) მოვა და ასე არ დახვდე ერთამბავს ატეხავს.
-აუ მაგის დედა**ეცი მე რა.
სიცილს აგრძელებდა რატი.
ნიკამ ვეღარ მოითმინდა და მთელი ძალით დასცხო ფეხები ბიჭს.
-დროზე აა**ვი ზევით.
ძალით ააგდო ფეხზე ძმა და ოთახისკენ გაისტუმრა. მერე სამზარეულო მიალაგა, სახლს რაც კარები ჰქონდა ყველა გააღო სუნის გასაყვანად და რატის ოთახში ავიდა.
-უკვე გამოფხიზლებულიყო.
-მადლობა რო მცემე.
-უნდა მომეკალი, რას აკეთებ ბიჭო თავს რატო იკლავ?
-რას ვიკლავ ტოო რა მოხდა იშვიათად ვიკეთებ.
-იშვიათად? იშვიათადაა ყოველ დღე კაიფში ხარ ბიჭო?
-ტვინს ნუ ტ*ნავ რა.
-კაროჩე მეორედ სახლში მოწევ ან გაიკთებ და სხვანაირად დაგელაპარაკები.
-კაი ხო.
-გასაგებია?
-კი.
-დედაშ*ეცი!
დაიყვირა ნიკამ და გაბრაზებული გავარდა ოთახიდან.

-მაია მოვედი მშია!
დაიძახა ლინდამ სახლში შესვლისთანავე.
-მოდი სამზარეულოში ვარ.
-მშიათქო.
სამზარეულოში შესვლისთანავე გაიმეორა ლინდამ.
-პიცა დევს ღუმელში.
-არ მინდა პიცა.
-აბა რა გინდა?
-აუ დე რა მინდა იცი? პატარაობაში კართოფილს რო მიწვავდი ხოლმე ხახვში, აი ის მინდა.
-ახლა ვერ დედა?
-კაი რა მაია გეყოფა ვახ!
-შეგიწვავ.
-კაი მე ოთხაში ავალ და დამიძახე.
-კარგი.
სულაც არ შიოდა ლინდას, მეტიც ესიკვდილებოდა ჭამა, მაგრამ დედა ეცოდებოდა, იცოდა რომ ძალიან ნერვიულობდა მასზე და ამიტომ გადაწყვიტა ცოტა მაინც ეჭამა მისი ხათრით.
საწოლზე დავარდა და ფიქრი დაიწყო.
ბოლოს მაინც ნიკსონამდე მივიდა მისი ფიქრები.
-რა უნდა ამ ბიჭს რაა...?
ამოიბურტყუნა გაბრაზებულმა.
-აქამდე არასდროს მიფიქრია მასზე...
განაგრძობდა ბურტყუნს. ფიქრში დაეძინა, მაიას შეეცოდა გაეღვიძებინა და აღარ გააღვიძა. ანრი დაესიზმრა, ამჯერად დარწმუნებული იყო, რომ დაესიზმრა. სადღაც წყლის პირას იყვნენ, ულამაზესი ბუნება იყო, თეთრები ეცვათ ორივეს, საოცრად ლამაზი იყო ანრი, ლინდას ყველაზე მეტად ის უკვირდა რომ არც ანრის და არც მას სხეულზე ნაცნობი ტატუები არ ჰქონდათ.
-როგორ ხარ?
ჰკითხა ანრიმ.
-არამიშავს, ვუძლებ. შენ?
-ლინდა ნიკას არ მოშორდე.
-რა?
-ნიკა დაგიცავს, არ მინდა რომ მოშორდე.
-რატომ...
სიტყვა გააწყვეტინა ანრიმ.
-არაფრის მოსმენა არ მინდა, შენთან იმიტომ მოვდიოდი, რომ ვნერვიულობდი, ნიკაზე არ მიფიქრია, საკუთარ თავს გაწირავს შენთვის თუ დასჭირდა, ეს ყოველთვის ასე იყო და სულ ასე იქნება, შენც იმავეს გააკეთებ რასაც ის შენი გულისთვის, ბავშვობიდან ერთად ხართ და თქვენს შორის კავშირი ძლიერია, შენც ხომ იცი?
-მე არასდროს...
კიდევ გააწყვეტინა სიტყვა ანრიმ.
-ვიცი შენ არასდროს გიფიქრია ამაზე, ყოველთვის ვიცოდი თქვენ რა გაკავშირებდათ და ხშირადაც ვეჭვიანობდი, მაშინაც კი როცა დავშორდით, ვიცოდი რომ ამაზე არც ერთს არ გიფიქრიათ, მაგრამ ისიც ვიცოდი დადგებოდა დრო როცა იფიქრებდით. არაფერი მიპასუხო, უბრალოდ როცა გაიღვიძებ დაფიქრდი. ბოლოჯერ მხედავ და მისმენ. ნიკა ის არის ვინც შენ გჭირდება.
თქვა ანრიმ და წავიდა.
ლინდას გაეღვიძა, მთლიანად ოფლში იყო გაწუწული, ისტერიული ტირილი აუტყდა, ვერ ჩერდებოდა.
-ლინდა ლინდა დაწყნარდი ლინდა.
ამშვიდებდა მაია და გულში მაგრად იკრავდა.
-დამშვიდდი ჩემი ლამაზი გოგო, მე შენს გვერდით ვარ დე სუ დაწყნარდი.
ლინდა ტირილს უფრო უმატებდა.
-რა დაგემართა დე რატო ტირი?
პასუხი არ იყო, უბრალოდ უფრო მეტად ნერვიულდებოდა და ტიროდა ლინდა, ანრის სიტყვებმა "აღარ მოვალ" მიახვედრა რომ საბოლოოდ წავიდა და არასდროს დაბრუნდებოდა, მაიას სხვა გზა აღარ დარჩა, პირველ სართულზე ჩაირბინა, ტელეფონი აიღო და ნიკას დაურეკა.
-ალო ნიკა გამარჯობა.
-გაგიმარჯოს მაია ხო მშვიდობაა?
-ლინდაა ცუდად არის, ტირის ვერ ვაწყნარებ.
-მოვდივარ.
ნიკსონმა ტელეფონი გათიშა, 15 წუთში უკვე ლინდას სახლში იყო, კიბეები აირბინა და ლინდას ოთახის კარი გააღო, გოგონა ტიროდა მაია გვერდით უჯდა გულში იკრავდა და ამშვიდებდა , მაგრამ ლინდას თითქოს არც ესმოდა მისი თანდათან უფრო ნერვიულდებოდა.
მაიამ ნიკა შეამჩნია, წამოდგა გავიდა და ოთახის კარები დაკეტა.
-ლინ რა გჭირს?
საოცრად თბილი ხმა ჰქონდა მამაკაცს.
ლინდა არ ლაპარაკობდა, მარტო გულ ამომჯდარი ტიროდა.
ნიკა მივიდა და მაგრად მოეხვია.
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, მე შენთან ვარ, სუუუ დამშვიდდი.
სასიამოვნო ბარიტონი სწვდებოდა ლინდას ყურს.
გოგონა ნელნელა დამშვიდდა.
ნიკამ ხელში აიყვანა საწოლზე დააწვინა და თვითონ გვერდით მიუწვა, სხეული გულმკერდზე აიკრა და თმაზე დაუწყო ფერება. ლინდას ისევ დაეძინა, ასე ტკბილად არასდროს სძინებია, ნიკსონსაც ჩაეძინა. მაიამ ოთახის კარი შემოაღო, მძინარე ახალგაზრდებს დახედა დაიგრძნო რომ მისი შილი დაცული იყო. დამშვიდებულად დაკეტა კარები და წავიდა.
იმ დღეს რბოლაზე არც ლინდა იყო და არც ნიკსონი, მთელი საღამო ურეკავდნენ მარიტა და ბიჭები ორივეს, მაგრამ ორივეს ტელეფონი გამორთული იყო. შუა ღამეს გაეღვიძა ლინდას ნიკას მკლავებში. ნიკსონს ჯერ კიდევ ეძინა. ასეთი მშვიდი პირველად ნახა ლინდამ ეს გადარეული ახალგაზრდა მამაკაცი და გაეღიმა. პირველად შეამჩნია რომ საშინლად სიმპატიური იყო, მოზრდილი ყავისფერი თმა, გამოყვანილი სახე. საოცრად ყავისფერი სუფთა თვალები ჰქონდა ნიკას. რამოდენიმე ტატუ დაკუნთულ სხეულზე და მკლავებზე, რომლებიც ასე მაგრად შემოხვეოდა ლინდას სხეულს. ამ წუთას ლინდა აღარ ნერვიულობდა, მშვიდად იყო, თვითონაც უკვირდა მაგრამ ასე იყო.
თავიანთი ბავშვობა ახსენდებოდა, როგორ აწვალებდა პატარა ნიკუშა სკოლაში, ჩანთას როგორ ართმევდა და ხელით ზემოთ სწევდა, ლინდა კიდე პატარა ტანის იყო და ვერ წვდებოდა. სკოლის დამთავრების მერე ისე აიყარა ტანი ლამის ნიკასაც დაეწია სიმაღლეში ახლა ვეღარ ჩაგრავდა.
ხმამაღლა გაეცინა ლინდას, ნიკსონს გაეღვიძა.
-ასეთი სასაცილო ვარ მძინარე?
გაფართოვებული გაკვირვებული თვალები შეანათა გოგონას.
-არ მიკადრებია.
კიდევ გაეცინა ლინდას.
-რატო ტიროდი?
-არაფერი ცუდი სიზმარი იყო.
-როდის მერე ტირიხარ კოშმარებზე.
-დღეს ამეტირა.
-ასეთ დღეში ბოლოს მაშინ გნახე ჩანთა რო წაგართვი.
-და დღეს.
-სულელი ხარ, ცოტახნის წინ ტიროდი ახლა იცინი.
-არც შენ ხარ დალაგებული.
-კაი წავალ მაშინ მე.
საწოლიდან წამოიწია ნიკამ.
-ღამის 2 საათია.
უთხრა ლინდამ.
-მერე და დავიძინოთ.
გადაიფიქრა წასვლა ნიკსონმა და ცივად დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას.
-კიდე მე ვარ სულელი?
-შენც.
კიდევ უფრო აიკრა გულზე ნიკამ გოგონა და მალევე ორივეს ჩაეძინა.
დილით პირველი ნიკას გაეღვიძა, უხერხულ სიტუაციაში, ისე ახლოს ჰქონდათ თავები ერთმანეთთან ნახევარი მილიმეტრიც და ორივეს ტუჩები შეერთდებოდა.
ნიკა დაიბნა, ლინდასაც გაეღვიძა. გაფართვებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს რამოდენიმე წამი. მერე ნიკამ წამოიწია და უხერულობის გასანეიტრალებლად ჩაახველა.
-დილამშვიდობისა.
თქვა ნიკამ.
-დილამშვიდობის.
ლოყები აუწითლდა ლინდას და ამის დასამალად სახეზე ხელები აიფარა, ნიკას არ შეუმჩნევია მისდა საბედნიეროდ.
-ახლა როგორ ხარ?
-უკეთესად.
-კაი მე წავალ.
-მოიცა ვჭამოთ.
-რა ვისადილოთ ხაშია შე*მა? თან საქმე მაქ.
-კაი.
-ნიკა კარისკენ წავიდა.
-ნიკსონ.
-ხო.
კარებში მდგარი მობრუნდა ნიკა.
-მადლობა.
-არ გრცხვენია ლინ?
-არა.
ორივეს გაეღიმა, ბიჭმა სწრაფად ჩაირბინა კიბეები და გარეთ გავიდა.

ბაიკერი ლინდა V



№1  offline წევრი lamazmani

ძააან კაია მომწონს ველი ახალ თავს მოუთმენლად

 


№2  offline წევრი მარიამი13

uxx..rogor gamaxaree

 


№3  offline წევრი მარიამი13

აუ მალე დადე რა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent