შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 20


11-07-2015, 21:09
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 527

სლიზერინის ოთახი ნამდვილი ჯურღმული იყო ამ სიტყვის სრული გაგებით.საშინელი ნესტი და სიცივე იყო,მიუხედავად იმისა რომ ოთახში. ბუხარი ენთო.
საერთო ოთახი ცარიელი დაგვხვდა,კიდევ უფრო დავიძაბე.კიბეები ავირბინეთ და მალფოის ოთახში ავედით.ბიჭმა კარადას მიაშურა და სულ ცოტა ხანში შავი მაისური გადმომიგდო.სააბაზანოში გავედი,მაისური გადავიცვი.უკან დაბრუნებულს მალფოი უკვე ლოგინში დამხვდა.ხელები თავქვეშ ამოედო დს უინტერესოდ მიშტერებოდა სივრცეს.მალე მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი.მალფოიმ ნაზად ჩამიხუტა.ისევ ის სასიამოვნო სურნელი ასდიოდა და თავბრუს მახვევდა.მიუხედავად იმისა რომ დიდად არ მიაქტიურია წვეულებაზე ძალიან დაღლილი ვიყავი და მალფოის მკლავებში მალევე ჩამეძინა.მომნატრებია მასთან ძილი.მშვიდად და უშფოთველად მეძინა.

****
დილაუთენია პარკინსონის წიკვინმა გამაღვიძა.წვეულებიდან ახალ დაბრუნებული,გამომთვრალი პარკინსონი თავზე დაგვწიოდა.
-ერთი ამათ შეხედეთ?ლამის მთელი სასახლის გასაგონად ყვიროდა გოგო.ამ უნამუსო გოგოს ჩემს ბიჭთან ერთად სძინავს.
-ნუ წიკვინებ და ახლავე გაეთრიე ჩემი ოთახიდან დაისისინა მალფოიმ.
-ახლა გავრთრიო ხო? ღამეებს რომ ატარებ ჩემთან მაშინ კარგია?ამ სიტყვებმა სწრაფად გაიელვა ჩემს გონებაში.აზრზე ვერ მოვედი.. ისინი კი თავისას აგრძელებდნენ.
-პარკინსონ შენ ხომ არ გააფრინე?ეს რომელ საუკუნეში იყო.ცოტაც და გოგოს სილას გააწნიდა,მაგრამ პარკინსონი გაჩერება აშკარად არ აპირებდა.
-რაღაც არ მახსოვს დიდი ხნის წინ ყოფილიყო,დაიწივლა გოგომ.კიდევ უფრო ავირიე, ეს სიტყვები კიდევ უფრო ძლიერად ჩამესო გულში. თვალები ცრემლებით ამევსო.საწოლიდან წამივხტი,ჩემს ტანსაცმელს ხელი დავავლე და ნახევრად შიშველი გავვარდი ოთახიდან და მალფოი თავის "საყვარელთან" დავტოვე.
გარეთ საშინლად ციოდა, მაგრამ ჩემს გულში ისეთ სიცივეს დაესადგურებინა ალბათ ზამთრის სუსხი ვერაფერს დამაკლებდა.როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა.მის ხელში ისევ მორიგი სათამაშო აღმოვჩნდი.ამას არ შევარჩენ,მაგრამ ალბათ ძალა არ მეყოფა სამაგიეროს გადასახდელად.
გრიფინდორის ოთახი ცარიელი იყო,კიდევ კარგი.გოგონების საძინებელში ავედი , ჩუმად შევძვერი საწოლში და შუადემდე არც გამოვსულვარ იქიდან. ჯინისა და ლუნას დაჟინებულ მოთხოვნას დეტალურად ამეხსნა რა მჭირდა კატეგორიული უარით ვპასუხობდი,ისეთი განადგურებული ვიყავი ხმასაც კი ვერ ვიღებდი და რა უნდა მეპასუხა?
კიდევ კარგი ხვალ სახლში ვბრუნდები და მალფოის დანახვა აღარ მომიწევდა.იმდენად ვიყავი ემოციებისაგან დაცლილი,ტირილიც კი აღარ შემეძლო.
იმ საღამოსვე დავიწყე ბარგის ჩალაგება,აქ აღარაფერი მესაქმებოდა,მაგრამ სახლში მარტო ყურყუტიც არ მინდოდა.
-ჯინი არ გინდა ჩემთან წამოხვიდე არდადეგებზე,ვკითხე გოგოს ,რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე გაკვირვებული მიყურებდა და მოუთმენლად ელოდა როდის ავუხსნიდი ყველაფერს.
-მისმინე სანამ არ ამიხსნი რა მოხდა ვერც შენ წახვალ და არც მე წამოვალ სადმე.
დიდხანს ვიყოყმანე.არ ვიცოდი როგორ დამეწყო,მაგრამ თავს ძალა დავატანე და ჯინის ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.გოგო რამდენიმე წუთი პირდაღებული მიყურებდა.
-ააააა ეს გასაგებია მაგრამ...გამოერკვა წითური.პარკინსონი ამას შენს ჯინაზე რომ აკეთებდა ვერ მიხვდი.
-ოოო სისულელეებს ნუ მეუბნები რა,ორივეს გვეჩალიჩებოდა და...ისევ მომაევა ემოცია და წინადადება ვერ დავასრულე.
-კარგი,აღარ იტირო.ძლიერად ჩამიხუტა ჯინიმ.
-ხომ წამოხვალ ჩემთან.ასლუკუნებულმა მივმართე გოგოს.
-აბა ასეთ მდგომარეობაში მარტო ხომ არ დაგტოვებ,წავალ დედას წერილს გავიგზავნი.


გოგო გასული არ იყო,რომ უკან შემობრუნდა.გამიკვირდა.
-მოხდა რამე.
-კი.გარეთ მალფოი დგას.საშინლად გამოიყურება.როგორც მივხვდი სანამ არ გნახავს წასვლას არ აპირებს.
-ხოდა მელოდოს.
-იქნებ დაელაპარაკო,რა იცი რას გეტყვის.
-მისი დანახვაც არ მინდა,გადაცი რომ ჯობია წავიდეს.ორივესთვის ასე აჯობებს.
-კარგი როგორც გინდა.
მთელი დღე ოთახში ვიყავი გამოკეტილი, ჯინი კი პერიოდულად გარეთ გადიოდა და სიტუაციას მაცნობდა, მიუხედავად იმისა რომ არავის დაუვალებია.მე და ჯინი ადრე დავწექით,იმედი მაქვს მალფოი დილით აქ არ დამხვდება და ნერვებს არ დამაწყვიტავს.



დრაკო
მთელი ღამე გრიფინდორის ოთახის კართან ვიჯექი.ადრე ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას თუ გავაკეთებდი,მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო.ისიც კი არ ვიცოდი როგორ იყო,ან რას ფიქრობდა მომხდარზე.ასეთი არაფერი მინახავს,არც კი მეჩხუბა.უბრალოდ წავიდა და ამან უფრო გამაგიჟა და გამაკვირვა.პარკინსონის ისტერიკებს მიჩვეული ვიყავი და ალბათ ამიტომ .
მოგვინებით ზიბინიც შემომიერთდა, მაგრამ ოთახიდან არავინ გამოსულა რამე რომ მეკითხა, თითქოს პირი შეკრა მთელმა გრიფინდორმა.
-იმან მართალი თქვა? ლაპარაკი წამოიწყო ბლეზმა.
-თითქმის ერთი წელია პარკინსონს არც კი დავლაპარაკებივარ,რომელ ღამეებზეა ლაპარაკი.გავღიზიანდი მე.
-კარგი ძმაო დამშვიდდი.დაველაპარაკებით და მოვაგვარებთ.ოღონდ ეხლა წავიდეთ იცის რომ აქ ვზივართ და არ გამოვა, თან აცალე ცოტა დამშვიდდეს და მერე დაველაპარაკოთ.მგონი ზიბინი მართალი იყო ცხელ გულზე კიდე რამე დებილობას ვეტყოდი ამიტომ ბლეზს დავუჯერე.



ანა
დილით ადრე წამოვხტი,ჯინი გავაღვიძე და პლადფორმისკენ მთელი სისწრაფით გავექანეთ. არ მინდოდა იმ იდიოტს შევხვედროდი.მატარებელში ადგილი დავიკავეთ და მთელი გზა ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით,ჯინი თითქმის არ გაჩუმებულა არ უნდოდა ისევ იმაზე მეფიქრა.დრო მალე გავიდა და თავი ლონდონში ამოვყავით.როგორ მომნატრებია აქაურობა, მაგარია ალბათ ჩემი გოგოებიც დაბრუნდებოდნენ ქალაქში და ყველანი ერთად კარგ დროს გავატარებდით.
მიუხედავად იმისა რომ დაღლილები ვიყავით,გადავწყვიტეთ სახლში აპარაციით მივსულიყავით....დედას ისე გაუხარდა,სიტყვებით ვერ ავღწერ თითქმის სამი თვეა არ მინახავს,ჯინის დანახვაზე კი საერთოდ გადაირია.საღამოს ბებოც შემოგვიერთდა და ბუხრის წინ მოკალათებულებმა დრო მშვენივრად გავატარეთ.დედა ათას კითხვას გვისვამდა მე და ჯინის.ჰარიზე და მის გმირობებზეც ყველაფერი მოაყოლა.
დასაძინებლად რომ წავედით ღამის სამი საათი იყო. დაღლილებს მალევე ჩაგვეძინა.ღამით თოვა დაეწყო,დილით კი უკვე მთელი ლონდოლი თეთრ საბურველში გახვეულიყო.დიდხანს ვიხედებოდი ფანჯარაში და გონებაში ყველაფერს ვაანალიზებდი,ვცდილობდი როგორმრ სიმართლე დამენახა,მაგრამ პარკინსონის სიტყვები თავს არ მანებებდა.მალფოიმ კი თავიც კი არ შეიწუხა,არც კი მოვიდა და დამელაპარაკა.ეს აზრები თავიდან ამოვიგდე არ მინდოდა დილიდანვე ნერვები მომშლოდა.
ჯინის მთელი ლონდონი მოვატარე.აქამდე მაგლურ სამყაროში არასოდეს ყოპილა და გაოცებული იყურებოდა აქეთ იქით.მთელი საღამო კი ემოციებს ვერ მალავდა და გაუჩერებლივ საუბრობდა, როგორ გადარია უზარმაზარმა შენობებმა, რომლებიც ჯადოქრობით არ იყო აშენებული.
-ან ,მალფოი არ გენატრება? ფრთხილად მკითხა გოგომ.
-ნეტა არ სულელობდე.ავენთე მე-ეგ რა მოსანატრებელია. გადაბრუნდი და დაიძინე.და კიდევ მეორედ მალფოიზე აღარაფერი მკითხო.
-არა უბრალოდ კარგი წყვილი ხართ.
-ვართ არა ვიყავით.
-კარგი რა დამიჯერე გაგივლის.
ამ სიტყვებზე ისე გავწიწმატდი ვერც კი დავიძინე.ოხ ჯინი,თავად მშვენივრად ეძინა, მე კი მომშალა ნერვებზე.
შუაღამისას ძლივს დაძინებულზე ხმაურმა გამაღვიძა. ძალიან შემეშინდა.მაგრამ თავს ვძლიე და ფანჯრიდან გახედვა დავაპირე.გადავიწიე თუ არა ბრახუნის ხმა გავიგე, პირდაპირ ჩემს სახესთან თოვლის გუნდა მიეკრო ფანჯარას, ლამის გულის შეტევა მივიღე, ნეტა ვინ გდაწყვიტა ასე მეხუმროს.გარეთ გავიხედე მაგრამ ბნელში ვერაფერი გავარჩიე... რაც უნდათ ის ქნან იდიოტები. გავიფიქრე და ძილს მივუბრუნდი.....



№1  offline წევრი ♥girl♥

ძალიან კარგია მარა დიდი თAვები რა და ნუ აგვიანებ winked

 


№2  offline წევრი Khaleesi

ვაიმეე ნუ დაგვტანჯე გოგოოო

 


№3  offline წევრი pandora

xom daiwyo ardadegebi axla nuga daagvianeb.yoveldge dade didi tavebi

 


№4  offline წევრი sa sa .)

კარგიაა love არ დაიგვიანო feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent