ქალი ან უნდა მიატოვო,ან უნდა გააღმერთო(თავი6)
დივანზე დავსხედით. -როგორ ფიქრობ,ადამიანს შეუძლია ჰედონიზმით იცხოვროს? -არამგონია..ეცდება,მაგრამ ვერ შესძლებს. -რატომ? -ის ადამიანია და უბრალოდ გარემო არ მისცემს ამის ნებას. -რომ გაიქცეს? -სად? -შორს? -ხომ,მაგრამ განა გაექცევა რეალობას? -რა ვიცი..უბრალოდ შესანიშნავია,როცა ოდნავ მაინც ანებებ თავს ამ ყველაფერს. -კი,მეც მიფიქრია.. -მოდი ჩემთან-ხელი მომხვია.თავი მის გულზე მედო.ვგრძნობდი,როგორ დაეკარგა რიტმი. -რამდენი წლის ადამიანის გული გაქვს? -არ ვიცი-გამიღიმა. -გამეტებულად ფეთქავს-მის თვალებს დავაკვირდი. -ალბათ,იმიტომ,რომ შენი თავი ეხება. -ჩემი თავი? -ჰო,შენი თავი.აი,ეს არის ჰედონიზმი. -რა ეს? -რასაც ჩვენ ვაკეთებთ. -კარგად ჟღერს-გავუღიმე. -სიგიჟეა,არა? -რა? -ის რომ მიყვარხარ. -გიყვარვარ? -ჰო. არაფერი მითქვამ..თვალები მეხუჭებოდა.მხოლოდ ის ვიგრძენი,როგორ ადგა და ლოგინში ჩამაწვინა.მხოლოდ ფეხზე გამხადა,სხვაგან არ შემხებია,რამაც კიდევ უფრო აამაღლა ის ჩემს თვალში. დილას პოზიტივით გამეღვიძა.მოთენთილობა ძილში დამეკარგა..იმ საღამოს თითოეული წამი მახსოვდა იმისდა მიუხედავად,რომ მთვრალი ვიყავი. სალომეს დავურეკე. -მოდი,გთხოვ. -ოჰო. -გოგო,სერიოზულად. -ამ დილაუთენია? -კი. -მნიშვნელოვანია. -მოდი,ჩემთან დაწექი,მძინარავ. -კარგი,ელიზა. სალომე მალე ჩემს ლოგინში კოტრიალობდა.ნიკაზე ვესაუბრე..ამ საკითხში კომპეტენტური არ იყო.მას ხომ არასდროს ყვარებია და საერთოდ არანაირი ურთიერთობა ჰქონია ბიჭთან,მაგრამ მაინც გულმოდგინედ მისმენდა. -ნაყინი მაქვს მაცივარში შოკოლადისა და მარწყვის..გამოიტანე ა სულ ჭამე,სალ. -მაგარია-წამოხტა ლოგინიდან. ამ დროს ნიკასგან მივიღე „ესემესი“. „როგორ გეძინა?“ „შესანიშნავად“-მივწერე. „გამოგივლი.მომენატრე.“ „გელოდები“. ამ დროს სალომეც შემოვიდა.მთელი ჯამი გაევსო ნაყინით და ილუკმებოდა. -გინდა?-მკითხა და კოვზი პირისკენ წმაომიღო. -არა-ლოგინიდან წამოვხტი და ნიკასთვის ნაყინი გავამზადე. -ვისთვისაა? -ნიკასთვის. -ოჰო,მოდის? -კი,გნახავო. -მე წავალ.არაა შესაფერისი მომენტი. -კარგი-გადავეხვიე. სალოს წასვლიდან ათ წუთში ნიკაც მოვიდა.მისი სუნამოს განსხვავებული სურნელი შორიდანა კი ვიგრძენი . ახლა უფრო მომხიბლელად მომეჩვენა.უფრო სექსუალურად მიღიმოდა. -რა ხდება?-გამომწვევად ვკითხე. -სიმთვრალის მერე გახსოვს? -რა მახსოვს? -რაც ხდება,როცა მთვრალი ხარ. -შენ მე ვინ გგონივარ?-ხმაში ირონია შემერია. -ესე იგი გახსოვს? -კი მახსოვს. -მე არ ვყოფილვარ მაშინ მთვრალი. -ვიცი,მაგრამ მთვრალი ადამიანიც ამბობს სიმართლე.დავაამატებ,რომ მე სიმთვრალისაც არაფერი მეშლება. -არამგონია. -რატომ? -ყოველთვის,მუდამ...ეს ის სიტყვებია,რომელიც ფაქიზად უნდა თქვა.თავს ვერ დაიზღვევ..არ დაგავიწყდეს,რომ ადამიანი ხარ. -კარგი,ნიკა..გეთანხმები,მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე ხდებოდა ..თუმცა ეს მაგას არ ნიშნავს,რომ ყოველთვის ასე იქნება. -ელიზა--მამაკაცს ხმა შეერყა. -გისმენ.. -მინდა გელაპარაკო და იქნებ.. -ჰო,გისმენ...-მივხვდი,რისი თქმაც უნდოდა. -დავსხდეთ. -უი,ნაყინი ხომ გინდა..ძალიან ცხელა და.. -სიამოვნებით.. -მოგიმზადე..მოგიტან.. -ელიზა.. დიდი ჯამი მივუტანე,რომელიც სულ ნაყინით იყო ავსებული. -სულ? -ჰო,რა იყო.კიდე გინდა?-გავეხუმრე და გავრდით მივუჯექი. -შენ არ გინდა? -არა,მე არ მინდა. -იცი,რა უნდა მეთქვა? -კი,ვხვდები... -საკმაოდ დიდი შესავლები მაქვს,არა? -კი,საკმაოდ. -მიყვარხარ.. უბრალოდ გავჩუმდი.არ ვიცოდი,რა მეთქვა. -მიყვარხარ..ხომ იცი,რომ სიტყვებს ტყუილად არ ვამბობს..ეს ისეთი სიტყვაა,რომელსაც უფაქიზესი მოპყრობა სჭირდება. -ვიცი-მხოლოდ ეს ვუპასუხე.ალბათ,უადგილო იყო,მაგრამ ძალიან დაბნეული ვიყავი.ის ხომ მეც მიყვარდა. ხელი მომხვია. -იცი,რა ლამაზი ტუჩები გაქვს? -პირდაპირობას უხვევ? -მოდი ჩემთან-ნაყინიანი ტუჩები ჩემსას ჩააწება. -ტკბილია. -ტუჩებზე ტკბილი? კისერზე ხელები მოვხვიე.ჩვენი თვალები ლამის იყო ერთმანეთს ჩასწებებოდა. -ელიზა,შენც ხომ გიყვარვარ?-როგორც იქნა ტუჩები გამინთავისუფლა. -მიყვარხარ,ნიკა. -აი,ამ სიტყვების გაგონება მინდოდა. -ნიკა,არც მე ვფლანგავ სიტყვებს-თამამად მივმართე. -ბოდიში მირეკავენ. -უპასუხე. მამაჩემი ნომერი რომ დავინახე გამიკვირდა. -მამა.. -მამაშენი ცუდადაა გულის შეტევა დაემართა.. -გულის? ხომ მაგრამ...-სიტყვები მებნეოდა. -იქნებ მოხვიდეთ..-საავადმყოფოს მისამართი მითხრა უცნობმა. -კი,ახლავე. გავუთიშე და სახე წამეშალა. -რა მოხდა? -მამაჩემი გულის შეტევით საავადმყოფოში წევს. -საშინელებაა.დედაშენდს ეტყვი? -არა,არ შემიძლია. -კარგი,წაგიყვან. -არ შემიძლია-ნიკა მომეხვია. -დაწყნარდი. -არ მითხრა ყველაფერი კარგად იქნებაო.საშინელებაა. -მისამართი მითხარი-მან მანქანა დაქოქა. -არ მჯერა..ასე უეცრად. -წნევები ჰქონდა ადრე.არითმიით კი ადრე მოხვდა საავადმყოფოში... -ელიზა,დამშიდდი. -ხომ იცი,რომ ვერ ვმშვიდდები. საავადმყოფოში რიგი იდგა.ადმინისტრაციამდე ძლივს მივედით. -პალატის ნომერი.. -ის რეამიიციაში გადაიყვანეს ცოტა ხნის წინ..-ამ სიტყვებზე გული წამივიდა...ნიკას ვეჭირე ხელებში..ძლივს გამმაფხიზლა.. მთელი არსებით ვტიროდი.. -არ მჯერა! მალე ექიმი გამოვიდა. -ის მალე...-ხმა უკანკალლებდა. -მოკვდება?-უფრო ავტირდი.ნიკას მაისური მთლად ცრემლიანი იყო. მან არაფერი მიპასუხა.ცოტა ხნის მერე უკან მობრუნდა და მითხრა: -მის მეუღლეს შეატყობინეთ. -ნიკა,რა ვქნა? -დაურეკე.შენ რმ დაურეკო. ნიკა გვერდით გავიდა,მე კი ლამის იყო მეღრიალა,უკანასკნელ ხმაზე ვტიროდი და ამ უკანსკნელის ძალაც კი აღარ მქონდა. გული დამეთუთქა..მამა..ნუთუ მას დავკარგავდი? არა,ამის არ მჯეროდა,მაგრამ რეალობა.. დედა მალე მოვიდა.ორივენი შეგვიშვეს მამაჩემთან,რომელსაც ცოცხლის ფერი ნელ-ნელა ეკარგებოდა.დედამ და მე ხელები ჩავკიდეთ მამას,რომელიც ერთ წუთს გამოფხიზლდა..სიტყვებს ბაგეებიდან ძლივს უშვებდა..ნუთუ,შესაძლებელია ასე მალე დაცემა? -ძვირფასო,მიყვარხარ...გთხოვ,არ დადნებდე.ეს ცხორვება ბრძოლა.. დედა ცრემლებისგან იხრჩობოდა. -გპირდები,, მიყვარხარ...არ მჯერა,რომ ეს სიმართლეა.. -არც მე-ავსლუკუნდი. -ლიზა,მიხარია შენი წარმატება..გთხოვ,რომ არ ჩავარდეთ დეპრესიაში..ცხოვრება გრძელდება....ეს ასე მოხდა..ალბათ,ეს იყო ჩემი ბედისწერა..ხომ იცოდით ჩემი გულის შესახებ... -გვიყვარხარ-მე და დედამ ერთდროულად წარმოვთქვით...ვგრძნობდით,როგორ უსუსტდებოდა მამას სუნთქვა და ცრემლები უფრო ცხარედ გვსდიოდა... მისი სახე ნელ-ნელა ფერს იცვლიდა. მამის დაკარგვა ჩემთვის საშინელი სტრესი იყო,დედაც გადადგურებულიყო,ბებია და ბაბუაც აღარ ჰგავდნენ თავს. -შვილი აღარ გვყავს,რად გვინდა ეს ოხერი სიცოცხლე-მუდმა ამას იძახდნენ. ყველა სევდამ მოგვიცვა.გულები თითქოს ვიღაცამ ბასრი დანით გაგვიფრქცვნა. წავიდა მათი „wear life experience”…ეს ყველასთვის შემზარავი იყო. მე მამა დავკარგე,დედამ-მეუღლე,ბაბუამ და ბებიამ კი-შვილი.არ ვიცი,რომლის დაკარგვა უფრო რთულია..ალბათ,ვერ აგამოარჩევ..უბრალოდ ეს ყველაფერი შემაძრწუნებელი და გამაგიჟებელია. დაკრძალვამ ჩვეულად ჩაირა...მამის სურათმა დაიკავა მისი ოთახის კუთხე...მისი სამსახურის მაგიდაც...ეს შემაძრწუნებელი იყო. ადამიანი არის ერთ დღეს და მეორე დღეს აღარ.ნუთუ,ასეთი ძნელია ცხოვრება? ასეთი მოულოდნელობით სავსეა..დაუნდობელია..იქნებ ეს ბედია,მაგრამ არ ვიცი.არ ვიცი,რა არის ის.უკვე აღარაფერი ვიცი. დასასვენებლად წასვლის სურვილზე რა ლაპარაკი იყო.ოთხი ჭირისუფალი ვიყავით სახლში და ვცდილობდით ერთმანეთის დამშვიდებას. ნიკაც მოდიოდა ხოლმე,ისიც ძალიან განიცდიდა ჩემს მდგომარეობას..ცდილობდა,დავემშვიდებინე,გავემხიარულებინე,მაგრამ მე არაფერი მინდოდა.. ერთი თვე ასე გავიდა.აგვისტოს დასაწყისი იყო,როცა ბებია და ბაბუა სოფელს დაუბრუნდნენ.10 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეც იყო.ეს დღე ნე;-ნელა ახლოვდებოდა,მაგრამ ის უკვე აღარ მაინტერესებდა. დედამ წვეულების მოწყობაც კი შემომთავაზა,მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი.ეს უბრალოდ დიდი უსამართლობა იქნებოდა და ან თავი რომ დავანებოთ ამ ყველაფერს...მე ამის სურვილი საერთოდ არ მქონდა... გავნადგურდი..თავს უსუსურად ვგრძნობდი..თითქოს ყველაფრის სურვილი დამკარგვოდა..მინდოდა წავსულიყავი სადღაც..იქნებ იმ კუნძულზე,სადაც სოფიმ შეაფარა თავი შეყვარებულთან ერთად.იმ კუნძულზე,სადაც არაფერზე იყო საფიქრალი. თუმცა უზრუნველობა ხომ დამღუპველია..ძლიერ მოსაბეზრებელი.როცა არაფრის მიზანი აღარ დაგვრჩება...ეს ადრე თუ გვიან მოხდება,თუ ასეთ ადგიალს იქნები,რადგან ყველაფერს აქვს თავისი ადგილი..ყველაფერი მოსაბეზრებელი..დიახ,ყველაფერი,რაც ასეთ კუნძულზე ხდება... ადამიანი ადვილად ადაპტირდება ცხოვრელებისგან განსხვავებით,მაგრამ,სამაგიეროდ,ადვიალდაც ბეზრდება...ცხოველები კი უზრუნველად ცხოვრობენ,მუდამ ერთფეროვნად..ჩვენ,ადამიანინბს,კი ცხოვრებაც ხშირად გვბზრდება,იმისდა მიუხედავად,რომ ამ უსულო არსებებისგან განსხვავებით ჩვენი ყოფა უფრო საინტერესოა... განა ხშირად არ ვუჩივით ცხოვრების დმონოტონურ დინებას? ეს ყველაფერი ისე გვბეზრდება,რომ ზოგჯერ მათემატიკური ფუნქციებიც კი გვიზიდავს..ოღონდ მხოლოდ ისინი,რომელთა გრაფიკსაც აქვს ექსტრემალური მნიშვნელობები... გვძულს წრფივად მავალი ცხოვრება..მუდამ რაღაც ახლის ძიებაში ვართ და ზოგჯერ ჩვენი ამდენი ძიება ფუჭი ხდება...ზოგჯერ უბრალოდ გულზე ვიკრებთ ხელს და გამაოსავალს ვერ ვხედავთ..და როცა არ ჩანს ეს უკანასკნელი ვიხედებით წინ,ჰორიზონტისკენ,საიდანაც მთვარე ჩადის..ჩვენს გონებაში იელვებს თვითმკვლელობის იდეა,რომელიც მხოლოდ სუსტთათვის არიან განკუთვნილი. თვითმკვლელობა,-ეს იგივეა გაიქცე ბრძოლის ველიდან და თანამებრძოლნი მიატოვო... ნიკა მომიახლოვდა,დივანზე ჩამოჯდა.არაფერს ამბობდა. -რატომ გაგიცანი?-გულუბრყვილოდ ვკითხე. -ბედისწერა?-კითხვითვე მიპასუხა. -შემთხვევითობაა ცხოვრება...ბედისწერაც,ალბათ-ნაღვლიანი ხმით ვუპასუხე. -ბანალურს,მაგრამ ბრძნულ რჩევას მოგცემ,კარგი? -გისმენ. -მამაშენს გაუხარდებოდა ასე რომ ხარ? -არ ვიცი. -მოეშვი,გთხოვ.დღეს შენი დაბადების დღეა. სულ დამვიწყებოდა,რომ დღეს ეს დღე იყო..დღეს უკვე 17 წლის ვიყავი...17 წლის პირველად ჩემს ცხოვრებაში. -ვაიმე,ახლა გამახსენდა-გამეღიმა. -ხომ ხედავ საკუთარი დაბადების დღეც კი გამოგრჩა. -ნიკა,როგორი მზრუნველი ხარ. -გინდა მარტო ჩვენ აღვნიშნოთ? -როგორ? -იმ პატარა სახლში წავიდეთ,ადრე რომ გიყვებოდი. -სერიოზულად? -კი და თან წვეულება მოვაწყოთ. -კარგი. -თუმცა უკე ყველაფერი მზადაა,თავარია,გამომყვე. -შესანიშნავია-ამ დღეებში პირველად გამიხარდა რაღაც.ჩემს ოთახში ავედი..ჯინსის შორტი და თეთრი უმკლავებოდო მაისური ჩავიცვი,ქვემოთ ბოტასები,თმა ავიწიე და ათ წუთში ნიკას წინვიდექი. -შესანიშნავია-გამიღიმა. -წავიდეთ-კარებისკენ ავიღე გეზი-უი,დედაჩემს დავუტოვებ წერილს. -დიდი ფურცელი მომაწოდა. დიდი ასეებით დავწერე და დედას ოთახში დავდე,მერე მანქანაშ ჩავჯექი.მთელი გზა ათას სისულელეზე ვსაუბრობდით,ვიცინოდით და მალევე მივედით. ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა დავინახე მშვენიერი პატარა სახლი,რომელიც გარშემორტყმული იყო ულამაზესი ბუნებით..გარშემო ჩიტების ჟღრუანტელიც კი ისმოდა. -ნიკა,მადლობა... -შიგნიდთ რა ხდება ნახე? -უიმე,რა მაგარი წვეულებაა..მადლობა. -მადლობა შენ,ასეთი კარგი რომ ხარ-მოწყვეტით მაკოცა და ოთახში შევიდა. მუსიკამ მაღალ ხმაზე დაიწყო ჟღერა.ფილმებში რომ უყურებთ ისეთი წვეულება იყო,მაგრამ მხოლოდ ორი კაცისთვის.უამრავი სასმელი,ტკბილეული და ათასი რამ.. -ყველანაირი პიცაა-ნიკა იღიმოდა. სასმელისადმი გულგრიი ვერ დავრჩი,რადგან დიდი ხანი იყო,რაც არ დამელია,თან ამ ყველაფრის მერე ეს ტავდავიწყებისთვის შესანიშნავი საშუალება იყო. -ვიცეკვოთ. უპასუხოდ ავყევი ცეკვაში.ცეკვას ვაგრძელებდით,მუსიკა მაღლდებოდა და ან მე მეჩვენებოდა ასე.ჭიქს ჭიქა მიყვებოდა,მაგრამ არ ვჩერდებოდი ან ვერ. ნიკას სიახლოეს მძაფრად ვგრძნობდი..ტუჩები ალკოჰოლიანი ჰქონდა და ჩემს ბაგეებს გამომწვევად ეწებებოდა..მთელი სხეული მიკრთოდა..ვგრძნობდი მის კუნთებს და თავგზა მეკარგებოდა... შეშლილებივით ვკოცნიდით ერთმანეთს ისე,რომ ლამის იყო ერთმანეთის ენა გადაგვყლაპოდა.ისიც მთვრალი იყო. ღამის 2 საათი იქნებოდა,როცა სველ იატაკზე ვეგდეთ და ჩვენი სველი სხეულები ერთმნათისას ეხებოდა,თითქოს დატენიანებას ცდილობენო. მიყვარხართ.. მადლობა დიდი ჩემს მკითხველებს.. ველი შეფასებებსა და აზრებს კომეტარებისა სახით..იმედია,კვლავ გამიზიარებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.