შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანდიტი და მე ( Part V )


14-07-2015, 03:59
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 3 142

******** *
გეგა ყვირილით შემოვარდა ოთახში, თავი გახეთქილი ჰქონდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, მაშინვე გაბროს სახელი ამომიტივტივდა თავში. რა საინტერესოა, როცა იცი, ვიღაც შენზე გაბრაზებულია, გახსენდება ყველაფერი რაც ოდესმე მათთვის დაგიშავებია, ახლა კი ყველაზე დიდი დანაშაული გეგას წინაშე იყო ჩემი უპატივცემულობა მისი აზრის, მან ხომ გამაფრთხილა არ დაეკონტაქტო კატოსო, მე კი რომანი გავაბი გაბროსთან, უბნის ბანდიტთა პრინცთან.
- როგორ გაბედე!!
არაადამიანური ხმა ამოუშვა გეგამ პირიდან, კიბეებზე დაცვის ფეხის ხმა ისმოდა, ისინი ჩემს ოთახში წამებში გაჩდნენ, სახე ხელებში დავმალე, არ მინდოდა ასეთი გეგას ნახვა, დაცვამ გააკავა ის და ოთახიდან გაათრიეს, ყვირილს მაინც არ წყვეტდა. შიშისგან ფეხები მომეკეცა, მანამ დაცვა დაკავებული იყო გაბროს დავურეკე და ვთხოვე მოეკითხა, ჩემი ატირებული ხმის გაგონებაზე რეაქცია არც ჰქონია, მაგრამ ფონად აღრიალებული მანქანის ხმა მომესმა, გული მაშინვე დამიმშვიდდა. ფანჯარასთან ველოდებოდი მის გამოჩენას, უეცრად კი თვალი კატოს მანქანას მოვკარი, რომელიც სწრაფად მოწყდა სახლის ტერიტორიას. გულში რაღაცამ გამკრა, მივხვდი, ვისგანაც გაიგო გეგამ ეს ყველაფერი.
ხანდახან ჩემი მიამიტობის გამიკვირდება ხოლმე. რატომ მეგონა, რომ კატო ასეთ რამეს არ გააკეთებდა? კარგად ვექცევი, სულ ვუღიმი, ცალყბა და ცინიკური ღიმილი კი არასდროს შორდება კატოს გამხდარ და შეწეულ ლოყებს. რა დავუშავე? ჩემი წარმომავლობა, ისევე როგორც კატოს თავისი, არ ამირჩევია, გამიმართლა და ნორმალურ ოჯახში გავიზარდე, საშუალოზე მაღალი შეძლების ძმა მყავს და კარგად ვცხოვრობთ... ნუთუ არ მაქვს უფლება ვიყო გულისხმიერი და კარგი ადამიანი, მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ოჯახიდან ვარ? ან ეს ქუჩის ლოგიკა საიდან წარმოიშვა? თითქოს მე და გეგა ხევის თავზე ვდგავართ, ხოლო ჯურღმულში ჩარჩენილ გაბროს და კატოს ზემოდან ვუყურებთ. ნელ-ნელა ვამჩნევდი როგორ გადაიზარდა ჩემი წყენა აგრესიად, გაბროს მანქანა რომ დავინახე, მაშინვე ჩავირბინე კიბეები და უკანმოუხედავად ჩავუხტი მანქანაში, მანაც არ დააყოვნა და მოწყდა ადგილს.
- გეგამ გაიგო.
გაბრომ სიგარეტს ზედმეტად მშვიდად მოუკიდა, შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და მკვახედ მკითხა.
- მშორდები ანუ?
მე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და გაბროს თავს უკან ხელი წამოვარტყი.
- არასდროს!!!
ამ სიტყვება საოცრად იმოქმედეს მასზე, მისი წყლისფერი თვალები გაბრჭყვიალდა და გულში ჩამიხუტა. მეც ცოტახანი ასე ვიჯექი, შემდეგ თავი ავწიე და ჩემდა გასაკვირად, ძალიან უზრდელურად და ბავშვურად გავუმხილე, რაც დავინახე.
- კატოს მან სხვა საქმე ჰქონდა, ვიცი რატომაც მოვიდა, ეგ არ ეტყოდა.
- ფაქტია უთხრა, გეგა სისხლებში იყო სულ... ნაცემი იყო მგონი.
გაბროს სახე წაეშალა, მანქანა მოაბრუნა და უსიტყვოდ, წყნარი რიტმით მიაქანებდა მანქანას ჩემი სახლისკენ. ცივად დამემშვიდობა, არც მაცადა მეკითხა სად მიდიოდა, ისე მოკეტა კარი და მოწყდა იქაურობას.

სახლში შესულს გეგა დამხვა შესასვლეთან, სიგარეტს ეწეოდა, პირველად ვნახე ასე განერვიულებული, მე ხელები გადავიჯვარედინე, თითქოსდა დამნაშავე არაფერში ვიყავი, სიმართლე კი ის არის რომ გული მტკიოდა, ასე ვატკინე ადამიანს რომელიც ჩემს გამო ყველაფერს აკეთებს, რამოდენიმე კვირის გაცნობილი გაბროსთვის, რომლის მხოლოდ ზედმეტსახელი ვიცოდი, კარგადაც არ ვიცოდი ვინ იყო... არ ვიცოდი ვინ შემიყვარდა.
- იმ მკვლელში რა მოგეწონა ქეთუს??
თავდახრილი იდგა გეგა და უფრო თავისთვის, ვიდრე ჩემთვის, ლაპარაკობდა. ეს სიტყვები გულზე დანასავით მომხვდა, წელში უნებურად მოვიხარე.
- რას ამბობ??
- ის ორი ტიპი რო მოკლეს, შენმა ძვირფასმა გაბრიელმა გააგორა.
გულში ჩხვლეტა ვიგრძენი და საშინელმა კანკალმა ამიტანა. ავტირდი მწარედ, სიმწრისგან, სიბრაზისგან, ღმერთო მართლა რა სულელი ვარ... მკვლელია, ქურდი... არანორმალური, რამ შემაყვარა... მიყვარს, ძალიან მიყვარს მაგრამ ასეთ ადამიანს როგორ ვენდო, როგორ მოვეფერო, როგორ არ შემეშინდეს?! დანებების ნიშნად ხელები თავზე დავიწყვე და ხმამაღლა ვტიროდი, გეგა მეხუტებოდა, ჩემთან ერთად ისიც ტიროდა.
გაბრიელი... ჩემი გაბრო, და მკვლელი გაბრო... მე ვქვითინებდი, რადგან ბანდიტი შემიყვარდა, ჩემი ძმა ტიროდა, რადგან ეგონა ეს შეცდომა იყო და ამ ამბის მერე რამე შეიცვლებოდა. მკვლელი და ნაძირალა იყოს, თუ გინდა ეშმაკისეული, მაგრამ ეს უცხო ბიჭი, საშინლად შემიყვარდა.

()()()
მანქანიდან ლამის ძალით გადავაგდე ქეთა და გეზი პირდაპირ ტატოს სახლისკენ ავიღე, სიმწრის ცრემლებს მაჯით ვიწმენდი,როდესაც კატოს ზარი შემოვიდა ტელეფონზე. ხმა არ ამომიღია, ისე ვუპასუხე.
- გაბრო, მისმინე რა... ისა სალაპარაკო მაქ, ტატოსთან მოდი, მარტო ვიქნები, დაგელაპარაკები...
- ენის ტლიკინი არასდროს გახასიათებდა, ეგრე გაგზარდე? ეგ გასწავლე მე შენ? როდიდან გახდი კრისა, თაგვი, რომელმაც ვერ გადახარშა, მიტოვება, შენ რახან არ გაგიმართლა გინდა რომ მე და ქეთას ურთიერთობაც დაანგრიო?! ეს დავიმსახურე შენგან?? გადაგყევი, დედა მოვიტ**ნი, ფეხზე დაგაყენე და ყველა არასწორი ნაბი**რი ჩამოგაცილე, ვინც გაფუჭებდა და გასწავლე თავიდან როგორ უნდა გეცხოვრა, გემუშავა... ჯანდაბა კატო რა, ეს შენ როგორ გააკეთე, თორე გეგა მაგრა..
მანამ მივხვდებოდი, უკვე კონტროლი მქონდა დაკარგული, ტელეფონში საშინლად ვღრიალებდი, კატო მორჩილად მისმენდა, თავის შეკავება ვერ გამომდიოდა, ამიტომ ტელეფონი ცოტახანი გვერდით გადავაგდე, არ დამიკიდებია...
- კაი რა... ჩვენ შორის არ მოსულა....
კატოს გაბზარული ხმა მაინც გავიგე და მაშინვე გული მომიკვდა. ამ ლაწირაკს დასავით ვზრდი, ყველაფერი რაც იცის,ცუდიც და კარგიც მე ვასწავლე, რატომ მგონია რომ იგივე ტიპი არ იქნება, რაც მე ვიყავი. მისნაირი ავარდნილი, თავხედი და ეგოისტი ვიყავი მეც, ბავშვის ფონზე ზედმეტად ეჭვიანი და მიჯაჭვული, ვის დაემსგავსათქო , ვერ გავიკვირვებდი.
- გაბრო ატ**კებ ეხა.. ხოიცი მოგვარდება, მაპატიე რა..
პირველად გავიგე ეს სიტყვები მისგან, ტელეფონის აღებას ვაპირებდი, მინდოდა მეთქვა, ყველაფერი კარგად არისთქო, მაგრამ გათიშა, გადარეკვამაც არ გაჭრა. ტატოს სახლში შევედი.
- რა ჯანდაბა ხდება, გამაგებინე,ან შენ რა შლეგიანივით შემოვარდი, ან ის სად გავარდა!
საბა საწოლს ასწორებდა, გვერდით კი 14-15 წლის ბიჭი ეჯდა, რომელიც განერვიულებული აქანავებდა ფეხებს და კუთხეში, დალეწილი ჭურჭლის ნატეხებს უყურებდა, კატოს კვალი ადვილად საცნობი იყო.
- ჰა ბიჭო, გაგიხეთქა გული?
პატარა ბიჭმა წყლიანი თვალებით ამომხედა, ცადა გაეღიმა, მაგრამ ყბა უკანკალებდა.
- ეგ რო გიჟია ვიცით მარა... მეშინია.
მივედი და თავზე ხელი გადავუსვი.
- ასეთი რა გითხრა , გული რო გაგიხეთქა იმ ქაჯმა მართლა.
- ეგ სუ ეგრე ჩხუბობს მარა, მე არ მწყინს, არასდროს მწყენია. უბრალოდ ტიროდა მგონი, გაბრო არ უხდება ტირილი რა... ეგეთი ქალები არ ტირიან.
ხელები უხეშად მოიქნია და უნებური ცრემლები მალევე დამალა.
- რა გქვია შენ?
- დემეტრე!
- საბას ძმაკაცი ხარ?
ჩუმად მომზერალ საბას გავხედე, რომელიც იღიმოდა, თითქოს და დიდი სიამაყით უყურებდა ბიჭს.
- მოწაფე ვარ, ექიმი უნდა გამოვიდე!
დემეტრეს წაბლისფერ თვალებში უცებ სითბო დაბრუნდა, ფეხი აღარ უთამაშებდა. საბამ რაღაც ანიშნა დემეს და ისიც მალე გაქრა ოთახიდან.
- კატო გიჟივით გავარდა, მარა ისე არა როგორც იცის ხოლმე, მარიაჟულად, გინაღამ სტოლბა გაიტანა გზაში, ისევ უკან ხოარ მიბრუნდა, ჯაფარიძეებთან? გეგა არ მოკლას, გაფსიხებულია თუ ნაწყენი ვერგავიგე.
ტელეფონზე დარეკვა კიდევ ერთხელ ვცადე, ისევ ამაოდ. გათიშული არ მქონდა ქეთიმ რომ დამირეკა.
- მაპატიე, საშინელი დღეა და...
- გაბრიელი..
- ჰა?
- ლამაზი სახელია..
- ქეთუშ, მთვრალი ხარ?
- მიქელ გაბრიელი.
საკუთარ ხუმრობაზე ტელეფონში გადაბჟირდა.
- სად ხარ, მიქელ გაბრიელის გოგოვ?
- მკვლელის გოგო ბარშია, სვამს.
ვიგრძენი სისხლი როგორ ამიდუღდა. ტელეფონი დაკიდა და აღარც იღებდა დარეკილს.

ერთგან კატო მეგულებოდა, დაბნეული, დასტრესილი და სულელი კატო, ემოციური, ჯიუტი, საკუთარ თავზე გაბრაზებული,აფექტური და დაუფიქრებელი ...
მეორეგან ქეთა იყო,მთვრალი, გულნატკენი, შეშინებული, იმედგაცრუებული და მის გარშემო ალბათ ათასი ბიჭი ირეოდა.

მანქანაში ჩავჯექი, მზე ჩასულიყო. დავიწყე ქეთას ბარებში ძებნა.


–––––––––––––––––––––––––––
მოთხრონბის შუა ნაწილში ვართ, ესეიგი, ნელნელა სულ 10 თავი იქნება, როგორც მე გავთვალე, თქვენი გადამკიდე ერთხელ ვაპირებ კეთილად დავასრულო ალბათ ეს მოთხრობა, მაგრამ მაინც სევდიანად, აბა ისე როგორ.



№1  offline წევრი harryhermione

ძალიან დამაფიქრებელი ისტორიაა, უფსკრული რომელიც არის მაღალ და ქუჩის საზოგადოებას შორის როგორც ჩანს სიყვარულიც ვერ ავსებს, ორ გოგოს შორის გაჭედილი გაბრო ჩემი აზრით გაბრო კარგად მოიქცა ქეთას ძებნა რო დაიწყო რადგან პირადად ჩემთვის სიყვარულია მთავარი. მოკლედ მაგარი გოგო ხარ და გთხოვ უფრო მალე დადე ♥

 


№2  offline წევრი Beatrixkiddo

harryhermione
ძალიან დამაფიქრებელი ისტორიაა, უფსკრული რომელიც არის მაღალ და ქუჩის საზოგადოებას შორის როგორც ჩანს სიყვარულიც ვერ ავსებს, ორ გოგოს შორის გაჭედილი გაბრო ჩემი აზრით გაბრო კარგად მოიქცა ქეთას ძებნა რო დაიწყო რადგან პირადად ჩემთვის სიყვარულია მთავარი. მოკლედ მაგარი გოგო ხარ და გთხოვ უფრო მალე დადე ♥

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent