შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(11 ნაწილი)

14-07-2015, 21:12
ავტორი ანკა
ნანახია 5 498

ბაჩომ მანქანა ჩემი სადარბაზოს წინ გააჩერა. მოსალოდნელი სკანდალის გახსენებაზე ღრმად ჩავისუნთქე და მანქანის კარი გავაღე. ბაჩო გადმოვიდა და სადარბაზოსთან კედელზე ამაყუდა.
-ხვალ შეგხვდები - ყურში ჩამჩურჩულა და ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა.
-კარგად - გავუღიმე და კიბეებზე ავედი. კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გამიღებდნენ.
-ოჰ, მობრძანდა ქალბატონი! - დამინახა თუ არა დედაჩემმა მაშინვე ჩხუბი დაიწყო.
-აუ დეე, ახლა არ დაიწყო რაა... - ამოვიბუზღუნე და ჩემი ოთახისკენ გავემართე.
-რას ქვია არ დავიწყო გოგო!.. რამდენი დღეა არც გაგხსენებივარ, კინაღამ გული გამისკდა და ინფარქტი მივიღე! ასეთი უპასუხისმგებლობა შეიძლება?! - ხელები წელზე შემოირტყა და საწოლზე დამჯდარს თავზე დამადგა.
-ვერ მოვახერხე დარეკვა, საქმეები მქონდა
-რა საქმეები გქონდა ერთი გამაგებინე, რომ რამდენიმე წუთი ვერ მოიცალე ჩემთვის. ან ვისთან ერთად იყავი, ლიკამ და თათამ არაფერი არ იცოდნენ, ან სად იყავი, რას აკეთებდი... და საერთოდ!.. ვისი ტანსაცმელი გაცვია?! - ახლაღა მოავლო თვალი “ჩემს” ბაჩოს სპორტულებს და გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა.
-ამმ... ისაა, მე... მმმ... ვიყიდე მოგწონს? - უცბად მოვიფიქრე რაღაცა და ვუპასუხე
-რა იყიდე გოგო არ გადამრიო! საშოპინგოდ გქონდა დრო და ჩემთან დასარეკად არა ხო?! თან ეს კაცისაა!!! - შეიცხადა უარესად.
-არა რა კაცის... - ჩავიფხუკუნე და ახალი გამართლების ძებნა დავიწყე - ისაა ეს, რა ქვია... ამმ... ახალი მოდაა! ხო, ახალი მოდაა!!! არ გინახავს? ახლა ყველას ასეთი აცვია და მეც მინდოდა - დედაჩემი მოდის „გაგებაში არ იყო“ და ამიტომ ამ კუთხით მისი მოტყუება არ გამიჭირდებოდა.
-რა მოდა ესაა გოგო, კაცის სპორტულები? თან დიდი გაქვს, ვერ ხედავ?! - ახლა ზომა „დამიწუნა“
-დიდი არაა, ეს ასეთი უნდა იყოს - ვუპასუხე წარბშეუხრელად. დედაჩემმა ამოიხვნეშა და ეს ჩემს გამარჯვებად ჩავთვალე ამ კამათში.
-სულ გადაჯიშდა ახალი თაობა რაა... - ჩაილაპარაკა ახლანდელი უფროსების საფირმო ფრაზა და ოთახის კარისკენ წავიდა - გამოიცვალე ეგ რაღაცეები, ჩაიცვი ნორმალურად და გამოდი მერე სამზარეულოში, ჯერ არ დაგვიმთავრებია - გამომძახა დერეფნიდან და გზა განაგრძო.
„პირველი ეტაპი“ გადავლახე. ახლა კი უნდა გამეძლო დედაჩემის ორსაათიანი (ან მეტი) დამრიგებლური ლექციისთვის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უკვე მომზადებული და ჩამოყალიბებული ექნებოდა.
ჩემი ტანსაცმელები გადმოვქექე და ისევ სპორტულების ჩაცმა ვარჩიე, ასე უფრო „კომფორტულად“ გავუძლებდი მოსალოდნელ ლექციას.
-დე მშია, რამე მაჭამე რა - სკამზე დავჯექი და სამზარეულოში მოფუსფუსე დედაჩემს თვალი შევავლე.
-აჰა, კარტოფილი შევწვი და ჭამე - თეფშზე გადმომიღო და წინ დამიდო. მადიანად „გადავსანსლე“ და გასარეცხი თეფშების კოლექცია „გავამდიდრე“.
-ხვალ რა დღეა? - ვიკითხე სხვათაშორის და გაზქურას მივაჩერდი, საიდანაც საეჭვოდ გამოდიოდა გემრიელი სუნები - დე, რამეს აკეთებ? - ვკითხე დაეჭვებულმა
-ნამცხვარს ვაცხობ. არ ხარ ღირსი მაგრამ... - ამოიხვნეშა და ჩემს წინ სკამზე დაჯდა
-აუ რამაგარიაა, ძააან მიყვარს შენი გაკეთებული ნამცხვრები, მერე მასწავლე რა როგორ გავაკეთო?! - ოღონდ ახლა არ დაეწყო ლექცია და ნებისმიერ თემაზე დაველაპარაკებოდი.
-ნინი, უკვე დიდი გოგო ხარ. არ მინდა რამეში შეგზღუდო, მაგრამ შენც უნდა გამიგო - მოიცა, მოიცა... ამას დედაჩემი მეუბნება?! საინტერესოა... ყურები გაკვირვებულმა ვცქვიტე და მოსმენა განვაგრძე - როდესაც დედა გახდები, მაშინ მიხვდები, თუ როგორ ვინერვიულე შენზე. რა აღარ ვიფიქრე, კინაღამ პოლიციას დავურეკე და შენი ძებნა დავიწყე. ასე მეორედ აღარ მოიქცე, იცოდე, რომ მე ყველაფერში შევეცდები მაქსიმალურად გაგიგო. ახლა კი მოდი შე საზიზღარო ჩაგეხუტო, მომენატრე! – „გამიბრაზდა“ და ხელები გამოსწია. მეც ფრენა-ფრენით მივედი მასთან და კალთაში ჩავუხტი.
-აუ დეე, აი ყველაზე მეტად მიყვარხაარ!!! საუკეთესო დედა ხარ მსოფლიოში! - სულ დავუკოცნე ლოყები და პატარა ბავშვივით ავტიტინდი.
-კაი გოგო, დაწყნარდი რაიყო - გაეცინა და უკანალზე ხელი მომცხო რომ ავდმგარიყავი - ადექი რამსიმძიმე ხარ!.. - ფეხზე წამოვხტი და დახლზე შემოვჯექი.
-ნინი, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ნუ ჯდები მანდ-მეთქი! - გამიბრაზდა იმწამსვე
-აუ დეე, რაღაც უნდა გითხრა - შენიშვნას ყურადღება არ მივაქციე და ნელ-ნელა შეპარება დავიწყე.
-რა უნდა მითხრა? - მკითხა და ინტერესით მომაჩერდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიჭირდა მეთქვა, რომ შეყვარებული მყავდა.
-ხო თქვი რომ უკვე დიდი ვარ
-კი, ვთქვი - მიპასუხა ახლა უკვე დაეჭვებულმა.
-ანუ, შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო გარკვეული გადაწყვეტილებები... - ნეტავ რამდენს „გავქაჩავდი“ ასეთი ბოდიალით
-ნინი, ნუ მაშინებ. დროზე მითხარი რაც გაქვს სათქმელი
-მოკლედ, შეყვარებული მყავს, ბაჩო ქვია, ჩემი კურსელია - მივაყარე ერთ ამოსუნთქვაზე და დედაჩემის რეაქციას დავაკვირდი.
-მერე მაგას ვერ მეუბნებოდი? - მკითხა სიცილით და ფეხზე წამოდგა. ამ თემაზე ჩემთვის საუბარი უხერხული იყო, ამიტომ თავი მორცხვად დავხარე და ხმა არ ამომიღია. - მაინც რა სულელი ხარ დეე... - ხელით ნიკაპი ამაწევინა და თვალებში თბილად შემომხედა - შენხელა გოგოს უნდა ყავდეს შეყვარებული, აბა არ უნდა ყავდეს? კარგი ბიჭია? - მკითხა, ოდნავ უკან დაიხია და ინტერესიანი თვალები მომაპყრო.
-აუ კიი, თან შენი გაცნობა უნდა. აი ნახავ ძალიან მოგეწონება - თვალწინ ბაჩო დამიდგა და მთელი აღტაცებით დავიწყე მასზე საუბარი.
-ოჰოო, როგორი შეყვარებული ყოფილხარ - ჩაიცინა და გააგრძელა - კი მაგრამ როდის მოასწარი ასე ყურებამდე შეყვარება იმ ბიჭის, თან მეც რომ ვერაფერი შეგატყვე. მეც ძალიან დამაინტერესა უკვე ვინაა ეგეთი ეს შენი ბაჩო, რომ მასზე ლაპარაკისას თვალები გიბრწყინავს - მითხრა და თბილად გამიღიმა, მეც გამეღიმა და დედაჩემს მთელი ძალით ჩავეხუტე.
-მიყვარხარ დეე - ჩავჩურჩულე ყურში.
-მეც, მეც...
-კარგი, წავედი ახლა დავიძინებ. ხვალამდე - ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევფარფატდი.
ძალიან აღტაცებული ვიყავი. დედაჩემი არ მიბრაზდებოდა იმის გამო, რომ სახლში ამდენი დღე არ ვიყავი მისული და გარდა ამისა, გაუხარდა, როდესაც ვუთხარი რომ შეყვარებული მყავდა და სიამოვნებით გაიცნობდა. ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო. ალბათ, ამ ეტაპზე, არც არაფერი.
დილით ენერგიულად წამოვხტი ფეხზე, სწრაფად ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. დედაჩემი, როგორც ყოველთვის, სახლში არ იყო. ტელეფონზე ბაჩოს მესიჯი მომივიდა, მანქანით იყო მოსული და მელოდებოდა. მეც აღარ დავაყოვნე, ჩანთას ხელი დავავლე და სახლის კარი გამოვხურე. ბაჩო მანქანაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა. რომ დამინახა გადააგდო და ჩემკენ წამოვიდა
-მომენატრე - მითხრა ბოხი ხმით და ტუჩებზე დამეწაფა. კოცნაში მეც ავყევი, მანქანაზე მიმაყუდა და ტანზე ამიკრო. ერთმანეთს თავდავიწყებით ვკოცნიდით და გარშემო ვერაფერს ვამჩნევდით.
-ნინი, შვილო, შენ ხარ? - უეცრად ჩემი მეზობლის ხმა გავიგე. ეს „სანატრელი“ მეზობელი ჩემს ზემოთ ცხოვრობდა, სახელგანთქმული იყო ჭორიკნობით და ჩემთვის უკვე წინასწარ ცხადი იყო, რომ ჩემსა და ბაჩოზე მალე მთელს თბილისს თუ არა, მთელ უბანს მაინც ეცოდინებოდა.
-დიახ, ქალბატონო დარეჯან - მოჩვენებითი თავაზიანობით ვუპასუხე და ბაჩოს ხელებს დავეჯაჯგურე რომ ჩემი წელიდან მომეცილებინა, თუმცა გაწევას სულაც არ აპირებდა. პირიქით, თითქოს ის ქალი იქ არც ყოფილიყო, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ზედაც არ შეხედა.
-ეს ბიჭი ვინაა? - დაინტერესდა ქალბატონი. თუ მოინდომებდა ამას ისედაც გაარკვევდა და ძირ-ფესვიანად შეისწავლიდა მის ოჯახსა თუ წინაპრებს, თუმცა ალბათ „დიდ დარეჯანს“ უბრალოდ დაეზარა.
-მისი შეყვარებული ვარ - ამოყო თავი ბაჩომ და დარეჯანს სასტიკი მზერა სტყორცნა.
-მერე შვილო, ასე სახალხოდ კოცნა შეიძლება?! - გადმოგვხედა გამკიცხავი მზერით და წარბი აზიდა (თმებში არ დაგეკარგოს! - გავიფიქრე გულში და ბოროტულად ჩავიცინე).
-უკაცრავად, მაგრამ როგორმე მე თვითონ გადავწყვეტ სად, როდის და როგორ ვაკოცო ჩემს შეყვარებულს - მკაცრად შეეპასუხა და ბოლოს გაუღიმა, „ზრდილობის“ ნიშნად.
დარეჯანას (ასე ვეძახი ხოლმე ხუმრობით) აშკარად არ მოეწონა ბაჩოს ასეთი თამამი პასუხი. რაღაცეები ჩაიბურტყუნა, შებრუნდა და ბუტბუტით გაუდგა გზას.
-ახლა მთელს ქალაქს მოსდებს იმ ამბავს, რომ სადარბაზოს წინ ერთმანეთს ვკოცნიდით - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ
-მერე რა, გააგებინოს. ყველას ეცოდინება რომ ჩემი ხარ!.. - ერთხელ კიდევ მაკოცა მსუბუქად და მანქანის კარი გამიღო...

უნივერსიტეტში მალევე მივედით. რამდენიმე დღე იყო უკვე რაც აქ არ ვყოფილვარ. როგორც ამბობენ „სულ გავფუჭდი“, თუმცა ამას ვინ დარდობდა, სიკვდილს ძლივს გადავურჩი. ხო მართლა, საბედნიეროდ ჩალურჯებები ისეთ ადგილას მქონდა დარჩენილი, რომ დედაჩემმა ვერ შემამჩნია, ვერც სხვები დაინახავდნენ, რადგან ტანსაცმელი მიფარავდა. იმდენად აღარც მტკიოდა, მხოლოდ ხელით შეხებისას თუ წამომტკივდებოდა ხოლმე.
უნივერსიტეტში თემო და ლუკა მოსულები იყვნენ. ერთად დავსხედით და საუბარს შევყევით. ლუკა და თემო იმდენს ხუმრობდნენ, რომ სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა. საბედნიეროდ, ლექტორები ვერ გვამჩნევდნენ და ამ მოსაბეზრებელი ლექციების მოსმენა არ გვიწევდა, მაგრამ რა მიხარია!.. მალე გამოცდები დამეწყებოდა და მერე გავიხარებდი კარგად ორიანს რომ „მკიცავდნენ“. თან დედაჩემიც ერთ ამბავს ატეხდა ამის გამო და კარგი დღე ნამდვილად არ დამადგებოდა. არა რაა... სწავლისთვისაც უნდა მიმეხედა, თორემ როგორც იტყვიან წასული იყო ჩემი საქმე...

.........
დღეს მთელი დღეა გადარბენებში ვარ. ხან სად ვიყავი, ხან რას ვაკეთებდი, ხან ვინ მესტუმრა და ასე შემდეგ... ასეთ წვალებაში დაგიწერეთ შემდეგი თავი ჩემო საყვარლებო და ველი თქვენს თბილ კომენტარებს, რომ ხვალ უფრო ენერგიულად შევუდგე ახალი თავის წერას, თორემ ახლა ისეთ დაღლილი ვარ აქვე ჩამომეძინება...
მიყვარხართ ყველა და მინდა იცოდეთ, რომ ყველა თქვენგანის თითოეული სიტყვა უზომოდ მახარებს, მაბედნიერებს, მაგიჟებს, სტიმულს მაძლევს და რავიცი, რას არ მიშვება კიდევ... ჩემი ყოველდღიურობის ყველაზე ნათელი წერტილი თქვენ და თქვენი კომენტარები ხართ და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო და როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას...

№1  offline წევრი sali))

Dzalian kargiaa. Xval male Dade icoodee :D mikvarxar

№2  offline მოდერი ^paradise^

შეეენ გოგოო :D რა იყო ეხლა ეს? უფრო დიდი რომ დაგედო ? კარგი კარგი :D ვჩუმდები :* მაგარი ხარ,როგორც ყოველთვის და ხვალ მართლა სახლში დაგადებიიი! მაინტერესებს დედას და ბაჩოს შეხვედრა <3 მალე დადე ხვალ რაა ! ან ამას უკვე ხვალ დილიდან გეტყვი,ტვინის ბურღვით თან <3 მიყვარხააარ :*

№3  offline მოდერი ანკა

sali))
Dzalian kargiaa. Xval male Dade icoodee :D mikvarxar

მეც მიყვარხაარ და დილიდანვე დავიწყებ წერას რომ რაც შეიძლება მალე დაგიდოთ <3 <3 <3 love

^paradise^
შეეენ გოგოო :D რა იყო ეხლა ეს? უფრო დიდი რომ დაგედო ? კარგი კარგი :D ვჩუმდები :* მაგარი ხარ,როგორც ყოველთვის და ხვალ მართლა სახლში დაგადებიიი! მაინტერესებს დედას და ბაჩოს შეხვედრა <3 მალე დადე ხვალ რაა ! ან ამას უკვე ხვალ დილიდან გეტყვი,ტვინის ბურღვით თან <3 მიყვარხააარ :*

მეც მიყვარხარ ჩემო ტვინის ბურღო და იცოდე მაქეთ არ დაგადგე სახლში! wink მივხდი ალბათ რატომაც wink
დილიდან გელოდები აბა wink ვინმემ ხომ უნდა დამაწყებინოს წერა wink
მიყვარხარ ძააან ძაან ძააააააან ხოიცი არა love

№4  offline მოდერი ჯია

ძალიან, ძალიან რომ მომწონს ეს მოთხრობა უკვე იცი და აღარ დაგიწერ ყოველი თავის შემდეგ კარგი? :) ❤️
კითხვის დროს სულ მაწუხებდა ის აზრი, რომ ეს გოგო 3 დღის წინ ქამრით ნაცემი ესე რანაირად დახტის და დედამისმა სილურჯეები როგორ ვერ შეამჩნიათქო, ვაპირებდი მეკითხა შენთვის, მერე ვიფიქრე რას იფიქრებს ამდენ შენიშვნაზე ვიღაც ინტრიგანჯ კრიტიკოსო არ ვეგონო, ჯობია თავი შევიკავოთქო და ბოლო აბზაცით ენა ჩამაგდებინე :დდდდ
ძალიან ნიჭიერი ხარ! ❤️

№5  offline მოდერი ^paradise^

ჯია

Ara eg kitxva mec gamichndaaa :D bolos rogori viyavi ici ? Xmamagla vtqviii "aiii turmeeeee" da gavagrdzele kitxva :D

№6  offline მოდერი ანკა

მიხარია, რომ შენიშვნის დამსახურების გარეშე "გამოვასწორე" ხარვეზი! wink
შენც უკვე იცი რომ ძალიან მიყვარხარ და თუ ყოველი თავის ბოლოს დაწერა გეზარება ზედმეტად აღარ შეგაწუხებ :))
უბრალოდ ხანდახან შენ ტკბილ სიტყვებს თუ გამაგონებ ძალიან ძალიააან გამახარებ love

^paradise^
ჯია
ძალიან, ძალიან რომ მომწონს ეს მოთხრობა უკვე იცი და აღარ დაგიწერ ყოველი თავის შემდეგ კარგი? :) ❤️
კითხვის დროს სულ მაწუხებდა ის აზრი, რომ ეს გოგო 3 დღის წინ ქამრით ნაცემი ესე რანაირად დახტის და დედამისმა სილურჯეები როგორ ვერ შეამჩნიათქო, ვაპირებდი მეკითხა შენთვის, მერე ვიფიქრე რას იფიქრებს ამდენ შენიშვნაზე ვიღაც ინტრიგანჯ კრიტიკოსო არ ვეგონო, ჯობია თავი შევიკავოთქო და ბოლო აბზაცით ენა ჩამაგდებინე :დდდდ
ძალიან ნიჭიერი ხარ! ❤️

Ara eg kitxva mec gamichndaaa :D bolos rogori viyavi ici ? Xmamagla vtqviii "aiii turmeeeee" da gavagrdzele kitxva :D

ჰაჰაა wink კიდევ კარგი დავწერე და ეს დაღლილი სულ არ გამოვშტერდი wink

№7  offline მოდერი ჯია

Paradise, მეც ამოვისუნთქე :დდ ზოგადად ენაზე ვერ ვიმაგრებ ხოლმე ვერაფერს და რომ არ ვთქვა, გული ვერ გამიძლებს :დ და გადამარჩინა კატასტროფას :დ

ანკა, არ მეზარება რა სისულელეა! თბილ სიტყვებს არ დავიშურებ, უბრალოდ სულ იმას აღარ დაგიწერ რომ მოთხრობა მომწობსთქო :დ ❤️❤️

№8  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

№9  offline წევრი KaTE:))

ჩემო გოგო, ეს თავი ისეთივე თბილი გამოგივიდა, როგორიც შენ ხარ ^_^ ვხვდები მე უკვე, რომ კულმინაციამდე მიგყავს მოთხრობა და არ მომწონს. არ მსურს მალე დავივიწყოთ ერთმანეთი... :( რაც შეეხება მეთერთმეტე თავს მომეწონა, დიახ მომეწონა,მაგრამ ჩემის აზრით ჯობდა ოდნავ დაძაბულ მომენტში შეგეწყვიტა ეს თავი, რადგან დაგვაინტრიგებდი. ვიცი დაგეზარა (ან სულაც ძალიან დაღლილი იყავი) რომ კიდევ რამოდენიმე აბზაცი მიგემატებინა შენი ჩანახატისთვის, მაგრამ მხოლოდ აჯობებდა ♡♡♡ ეს მხოლოდ პირადი აზრია ^^^
შენს ნაშრომს 93%-მდე ჩამოვიყვან რადგან მოცულობამ არ დამაკმაყოფილა და ასევე ძალიან (ან ზედმეტად) თბილი თავის გამო.
P.Sსულ იმიტომ გეუბნები დაინტრიგებული თავი მსურსო რადგან ამ მოთხრობის წერა მხოლოდ სახელიდაგამო დავიწყე ♡ დროებით
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

№10  offline მოდერი ანკა

ჯია
Paradise, მეც ამოვისუნთქე :დდ ზოგადად ენაზე ვერ ვიმაგრებ ხოლმე ვერაფერს და რომ არ ვთქვა, გული ვერ გამიძლებს :დ და გადამარჩინა კატასტროფას :დ

ანკა, არ მეზარება რა სისულელეა! თბილ სიტყვებს არ დავიშურებ, უბრალოდ სულ იმას აღარ დაგიწერ რომ მოთხრობა მომწობსთქო :დ ❤️❤️

აა, კარგი :) <3 <3 <3 love

cancara
კაია კაი მალე დადე

აუცილებლაად <3

KaTE:))
ჩემო გოგო, ეს თავი ისეთივე თბილი გამოგივიდა, როგორიც შენ ხარ ^_^ ვხვდები მე უკვე, რომ კულმინაციამდე მიგყავს მოთხრობა და არ მომწონს. არ მსურს მალე დავივიწყოთ ერთმანეთი... :( რაც შეეხება მეთერთმეტე თავს მომეწონა, დიახ მომეწონა,მაგრამ ჩემის აზრით ჯობდა ოდნავ დაძაბულ მომენტში შეგეწყვიტა ეს თავი, რადგან დაგვაინტრიგებდი. ვიცი დაგეზარა (ან სულაც ძალიან დაღლილი იყავი) რომ კიდევ რამოდენიმე აბზაცი მიგემატებინა შენი ჩანახატისთვის, მაგრამ მხოლოდ აჯობებდა ♡♡♡ ეს მხოლოდ პირადი აზრია ^^^
შენს ნაშრომს 93%-მდე ჩამოვიყვან რადგან მოცულობამ არ დამაკმაყოფილა და ასევე ძალიან (ან ზედმეტად) თბილი თავის გამო.
P.Sსულ იმიტომ გეუბნები დაინტრიგებული თავი მსურსო რადგან ამ მოთხრობის წერა მხოლოდ სახელიდაგამო დავიწყე ♡ დროებით

მადლობა ჩემო საყვარელოოო <3 <3 <3 ერთმანეთს კიდევ ნუ დავივიწყებთ, ჩვენი ნება არაა wink
მიხარია რომ მოგეწონაა, ძალიან გამახარე love

№11  offline წევრი lamazmani

აი ძალიან მაგარი ხარ მაგრად მომეწონასაღოლ მაგრად მიყვარხარ love

№12  offline მოდერი ანკა

lamazmani
აი ძალიან მაგარი ხარ მაგრად მომეწონასაღოლ მაგრად მიყვარხარ love

ძალიან გამახარეე <3 <3 <3 მეც ძააააან მიყვარხაარ!!! love

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent