შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 7


15-07-2015, 17:00
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 329

როგორ გავიდა 1 კვირა? სკოლა, მასწავლებლები. ყოველ ნაბიჯში დიტო მეფეთებოდა, ვცდილობდი თავი ამერიდებინა მაგრამ არაფერი გამომდიოდა. წამდაუწუმ ჩხუბი და ჩემი მოთხოვნა რომ თავი დაენებებინა მაგრამ გააგებინებდი რამეს? ორივე ძმები ხისთავიანები. მთელი დღე ტელეფონი მეჭირა და ვაჩეს ვემესიჯებოდი, რაზე? ათას უაზრობაზე. დღეს ვაჩე ჩამოვა მაგრამ არვიცი როგორ შევხვდები. ორშაბათია, მათემატიკიდან დაღლილი მივდიოდი წინ დიტო რომ შემეჩეხა
-როგორ ხარ?-მკითხა და ეშმაკურად ჩაიცინა
-ეხლა რაღა გინდა?-თვალები გადავატრიალე გავჩერდი და მივუბრუნდი
-ჩამეხუტე-ხელები გაშალა სიცილით
-რას მიარტყი თავი?-მეც გამეცინა
-არა სიცხე მაქ-თავი გააქნია და შუბლზე მიიდო ხელი
-წადი მერე სახლში რაგინდა აქ-გავიცინე და გზა გავაგრძელე
-იცი რა ვიფიქრე? იქნებ ნაყინი გვეჭამა?-შემომთვაზა და ჩემს გაფართოებულ თვალებზე გაიცინა
-გაგიჟდი? ნახე როგორი ამიდია.-მივანიშნე მოღრუბლულ ცაზე.
-მაშინ ჩამეხუტე-საყვარლად შემომხედა და გაიცინა
-როდედან გახდი ესეთი თბილი?-სიცილი ვერ შევიკავე მასზე
-უბრალოდ დღეს ჩხუბის ხასიათზე არ ხარ და შეამჩნიე-გამიღიმა და ახლოს მოვიდა
-კარგი წავედი მე დავიღალე-სწრაფად გამოვეცალე და სახლისკენ წავედი. ტელეფონს დავხედე. დღეს ვაჩეს არ მოუწერია. არა არ მინერვიულია. რომ მოიცლის მომწერს. სახლში შესვლისთანავე ჩანთა იქვე მივაგდე. მოსაცმელი გავიდახე და ისიც ჩანთან მივაწიე. მთქნარებით გავედი სამზარეულოში და შიშისგან შევკივლე იქვე მჯდომი ვაჩე რომ შევნიშნე
-რაიყო ესე გაგეხარდა ჩემი ჩამოსვლა?-ირონიულად მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა
-შემეშინდა იდიოტო-ხელი გულზე მივიდე ინსიქტირად
-ჰო მეც ეგ მქონდა გეგმაში-გაიცინა და ხელი სწრაფად მომხვია წელზე მეორე ხელი კი მხარზე და გულზე ამიკრა. არ შევწინააღმდეგებივარ მაგრამ ხელები არ მომიხვევია.
-ჩამეხუტე-მკაცრად მითხრა და ხელი მის წელზე შემომახვევინა. დიდხანს ვიდექით ესე, ბოლოს ისევ მე გამოვთვი ინიციატივა და მოვშორდი
-მომენატრე-თბილად მითხრა და შუბლზე მაკოცა
-ხო-უბრალოდ ვუპასუხე ლოყებაწითლებულმა და მზერა ავარიდე.
-შენ არმოგენატრე?-ეშმაკურად მკითხა და თითი აწითლებულ ლოყაზე დამისვა
-არა-უარის ნიშნად თავი გავაქნიე
-არა?-ცალი წარბი აწია და ისე გამომხედა
-არამეთქი ხო გითხარი-ენა გამოვუყავი და მაცივართან მივედი საჭმელი რომ გამომეღო
-წამო სადმე გავიდეთ და იქ ვჭამოთ-თბილად მითხრა და უკნიდან მომეხუტა
-აუ არა რა დაღლილი ვარ-მაცივრიდან პიცა გამოვიღე და ღუმელში შევდე გასათბიბად
-ჰო კარგი. მოდი ჩამეხუტე რა-ხელები გაშალა და ჩემს მისვლას დაელოდა
-როგორ გავხართ შენ და დი..-უცებ შევწყვიტე სიტყვა როდესაც გამახსენდა რომ ვაჩემ ჩემი და დიტოს შეხვედრების შესახებ არ იცოდა და მითუმეტეს დღევანდელი მოთხოვნის მასთან ჩახუტებასთან დაკავშირებით
-ვერგავიგე-ფეხზე წამოდგა უცებ
-არაფერი, ყავა გინდა?-ვეცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი
-არმინდა. დაამთავრე რასაც ამბობდი-უხეშად შემაბრუნა და თვალებში ჩამხედა. მომენტალურად დავიბენი და მალევე მოვაშორე მზერა
-არაა საჭირო-მტკიცედ ვთქვი
-ნუ მომიშლი ნერვებს და დაასრულე რაც საჭიროა-დამიყვირა და ხელები მაჯებზე უფრო მომიჭირა
-როგორ გავხართ შენ და დიტო ერთმანეთს. დაკმაყოფილდი? გამიშვი ეხლა მტკივა-ძალა მოვიკრიბე და მეც დავუყვირე
-ხმის ტონი აკონტროლე. და რატო გახსენდება დიტო იმ მომენტში როდესაც მე გთხოვ ჩამეხუტეთქო?
-მაშინ შენც დაუწიე ტონს იმიტომ რომ არ გაქვს ესე ლაპარაკის უფლება-ხელები გავითავისუფლე და სამზარეულოდან გაბრაზებული გავედი სწრაფად შევედი ოთახში და კარი შიგნიდან გადავკეტე.
-გამიღე კარი-წყნარად მითხრა და კარზე ოდნავ მოაკაკუნა
-ნამდვილად არ მინდა ჩემივე სახლში ვინმე მიყვიროდეს ან თუნდაც მაჯაზე ხელს ისე მიჭერდეს რომ ლამის მომატეხოს-გავძახე გაბრაზებულმა
-მეც გითხარი როდესაც დიმიტრის ნახავ და რამეს გეტყვის მითხარითქო და მაგრამ არაფერი გითქვამს. დღესაც რომ ჩახუტებოდი არ გამიკვირდებოდა-გავიგე კარებს იქით გაბრაზებული ხმა. ნელა წამოვდექი ფეხზე და კარი გავაღე. უიმოციოდ შევხედე
-თუ არ გაგიიკირდება შემდეგ შეხვედრაზე აუცილებლად ჩავეხუტები. ეხლა კი სამეცადინო მაქვს და შეგიძლია წახვიდე-კარისკენ მივუთითე და კვლავ ოთახში დავბრუნდი. კარის მიკეტვას ვაპირებდი მაგრამ თვითონაც შემომყვდა
-ეხლა არ მითხრა დიმიტრი მომწონსო-ირონიულად გაიცინა და დამცინავად შემომხედა
-მე ხომ თავიდანვე გითხარი მომწონსთქო-ხელები გადავიჯვარედინე და გაბრაზებულმა შევხედე
-ხო შენ დიმიტრი მოგწონს ამ დროს შენ მის ნახევარძმასთან ერთად დადიხარ სასეირნოდ. პაემანებზე, მას ეხუტები და მთელი ერთი კვირა გადაბმულად ემესიჯები. ამ დროს კი როდესაც დიმიტრი მოდის შენ უხეშად იცილებ თავიდან და სასეირნოდ არ მიყვები, მას არ ეხუტები მე ჩვეულებრივად. მოიცა გამოვიცნო? ის მოგწონს ხო?-ერთი წამითაც კი არ მოუშორებია ცინიზმი სახიდან და დამცინავი ღიმილი.
-კარგი. წადი აქედან-გაბრაზებულმა დავაიგნორე მისი სიტყვები და კარისკენ ვანიშნე
-შენ მე მოგწონვარ-ამაყად მითხრა და ჩემს აწითლებულ ლოყებზე წამიერად გაეღიმა
-ღმერთმა დამიფაროს შენნაირი იდიოტი მომეწონოს.-გაბრაზებულმა ვუთხარი და როცა მივხვდი რომ წასვლას არ აპირებდა ტანსაცმლიანად შევწექი ლოგინში და საბანში გავეხვიე. თავზეც გადავიფარე რომ არ დავენახე და თვალები დავხუჭე
-პატარა ბუტია ბავშვივით იქცევი-ხმამაღლა თქვა და კარი გაიკეტა. დიდხანს ვიყავი ესე. მისაღებიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა და არ მინდოდა გავსულიყავი.არ მახსოვს როდის ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე ოთახში ბნელოდა. კვლავ საბანში ვიყავი თბილად გახვეული, წელზე სიმძიმე ცოტა ხნის შემდეგ ვიგრზენიგაკვირვებულმა გავხედე მძინარე ვაჩეს და გაოცება ვერ დავმალე. რა უნდოდა შუა ღამეს ჩემს სახლში? ჩემს ოთახში? ჩემს საწოლზე? ჩემზე მოხუტებული? მკვდარივით ეძინა სწრაფად გავითავისუფლე თავი და ჩემი ოთახიდან ჩუმად გავედი. გეგის ოთახი ფრთხილად შევაღე მაგრამ იქ არ იყო. ეხლა დედას ოთახისკენ ავიღე გეზი. არც ის იყო ოთახში გაკვირვებულმა შემოვიარე სახლი და ბოლოს გამახსენდა რომ საათისთვის შემეხედა. ღამის 3 საათი იყო. გაოგნებულმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. გამეღვიძებინა ვაჩე? ჩუმად შევედი ოთახში და ტელეფონი ავიღე. არანაირი შემოსული მესიჯი ან ზარი. არ ვიცოდი რა მექნა მაგრამ ერთი ვიცოდი. ხვალისთვის სამეცადინო მქონდა მე კი მთელი საღამო ძილში გავატარე. ხვალისთვის საჭირო წიგნები ამოვიღე და ოთახიდან უხმაუროდ გასვლას ვაპირებდი რომ წინ წიგნი ხელიდან გამივარდა და იატაკზე ხმაურით დაეცა.
-ფუ ამის-დავიჩურჩულე და წიგნი ავიღე.
-რასაკეთებ?-ძილისგან დაბოხებული და ხრიწიანი ხმით წარმოთქვა და თავი წამოწია
-არაფერს-ეხეშად ვუთხარი და მისაღებში გამოვედი. შუქი ავანთე და წიგნები მაგიდაზე გავშალე. მალევე გამოვიდა ვაჩე მისაღებში. ძილისგან თმა აბურდული ჰქონდა, ფეხზე არ ეცვა. ასევე წლსზემოთ შიშველი იყო და კარგად ჩანდა მის მკერდზე გამოსახული 5 ვარსკვლავი.
-შენ რა ამ შუაღამეს მეცადინეობას აპირებ/?-გაკვირვებულმა მკითხა
-რატომ ხარ შენ აქ და სად არის დედაჩემი ან ჩემი ძმა?-კითხვა დავაიგნორე
-დედაშენი დაქალთან დარჩა და შენი ძმა კიდევ სამსახურიდანაა სადღაც წასული
-და ამას მე შენგან რატომ უნდა ვიგებდე?-გაბრაზებული ავდექი ფეხზე და მის წინ დავდექი
-რადგან შენ არ გეცალა ამის გასაგებად. ჯერ ჩემთან ჩხუბით იყავი დაკავებული შემდეგ კიიდევ გაბუტული იწექი საბანში გახვეული და საყვარლად გეძინა-სახე ახლოს მოიტანა და მოულოდნელად ცხვირზე მაკოცა. ჩემს აწითლებულ ლოყებზე კი გაეცინა
-და მე ხომ გითხარი რომ წასულიყავი-კვლავ გავბრაზდი და ცხვირზე ხელი მოვისვი
-იმიტომ რომ ნათიასგან ვიცი რომ ღამე მარტო გეშინია-სიცილი დაიწყო
-კარგი მაშინ წადი დაიძინე ხელს მიშლი-გაბრაზებულმა ვკარი ხელი და ხალიჩაზე დავჯექი.
-დაგეხმარები-ჩემს გვერდით დაჯდა და ჩემს წიგნებს დააშტერდა
-არმინდა
-გინდა.
-არმინდა
-ისტორიას ვერასდროს ვერ ვიტანდი-გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი და ისტორიის წიგნი ხელში შეათამაშა
-მე კიდევ მიყვარს-გამოვტაცე ხელიდან წიგნი და გულზე ავიხუტე
-ქიმია მიყვარდა-ეხლა ქიმიის წიგნი აიღო
-მე არა-ცხვირი ავიბზუე
-აი შენ ისტორია ისწავლე. მე ქიმიაში დავალებას დაგიწერ-ნიშნისმოგებით მითხრა და ქიმიის წიგნი გადაშალა
-არმინდა ხვალ მასწავლებელი ამიხსნის
-მე აგიხსნი-შემომთავაზა მან
-შენ ვერ ამიხსნი, და არ მინდა ვერ გავიგებ მე შენს ახსნილს-კვლავ არ ვთმობდი ჩემს პოზიციებს
-იმიტომ რომ იბნევი როდესაც შენთან ახლოს ვარ
-არვიბნევი-ვიუარე კვლავ
-იბნევი და საერთოდ მოგწონვარ.
-არა არც მომწონხარ და არც ვიბნევი
-დამიმტკიცე-გამომწვევად გამიღიმა
-როგორ?-არ ვაპირებდი პოზიციების დათმობას
-მაკოცე...

--------------
არვიცი როგორ მოვახერხებ გაგრძელებას მაგრამ შევეცდები ყოოველ მეორე დღეს მაინც დავდო. საქმე ისაა რომ სხვა ქალაქში გადავდივარ 2 თვით ხვალ და არც კი ვიცი ინტერნეტი მექნება თუარა იქ..ბოდიშს გიხდით თუ გალოდინეთ და ვერ დავდე.. მე შევეცდები დავდო სულ <3 მადლობა ყველაფრისთვის <3



№1  offline წევრი დადუ♥♥

Kaia dzaan <3 DA moica me xo gitxari dagideb metqi? -_-

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დადუ♥♥
Kaia dzaan <3 DA moica me xo gitxari dagideb metqi? -_-

ვიცი ჩემო საყვარელო:* შენი იმედი მაქვს :*

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kaiaa roogor momwoms

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent