შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(12 ნაწილი)


15-07-2015, 19:32
ავტორი ანკა
ნანახია 6 112

უნივერსიტეტიდან რომ გამოვედით გადავწყვიტე გოგოები მენახა. ალბათ ძალიან ვანერვიულე და ჩემზე გაბრაზებულები იქნებოდნენ. ბაჩომ მითხრა მე წაგიყვანო. ლიკას დავურეკე და მას და თათას შეხვედრა კაფეში დავუთქვი. ხმის ტონზე ეტყობოდა, რომ ახსნა-განმარტებას ვერ ავცდებოდი. შეიძლება სწორედ ამის გამო დამთანხმდა შეხვედრაზე. მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუყევით.
-ბაჩო, გუშინ დედაჩემს ვუთხარი და სიამოვნებით გავიცნობო.
-მართლა? - ჩემკენ გამოიხედა და გამიღიმა. - კაია, როდის?
-არ ვიცი, ალბათ ხვალ. შაბათია და არ მუშაობს, სახლში იქნება.
-კარგი. მოვედით უკვე - ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა დამშვიდობების ნიშნად და მეც მანქანიდან გადმოვედი.
კაფეში შევედი თუ არა გოგოებმა მამისმკვლელი მზერა მესროლეს. მათ გვერდით ჩუმად დავჯექი და ორივეს გადავხედე.
-გაგახსენდი?(თათა) - მკითხა და ირონიულად ჩაიცინა.
-ვიცი რომ გაბრაზებულები ხართ, მაგრამ დარეკვა ვერ მოვახერხე(მე) - თავი ჩავხარე დამნაშავე ბავშვივით.
-ჩვენ იმაზე კი არ გიბრაზდებით რომ არ დაგვირეკე, უბრალოდ მგონი ვართ იმის ღირსები ვიცოდეთ რას აკეთებდი ეს დღეები. დედაშენი იცი როგორი შეშინებული იყო?!(ლიკა) - მისაყვედურა და ჩემს მორიგ თავის გამართლებას დაელოდა.
-ვიციი... ვიცი, რომ ნერვიულობდა და კინაღამ პოლიციას მოაძებნინა ჩემი თავი... - ჩავილაპარაკე მობეზრებულად - საქმე იმაშია, რომ... ამმ... მე... ბაჩომ მომიტაცა - წამოვროშე სრული იდიოტობა და გოგოების გაოცებულ სახეებს გადავხედე, რომელიც უტყუარი საბუთი იყო იმისა, რომ დამიჯერეს.
-რაოო?!(თათა) - პირი დააღო და ლიკას გადახედა - ეს ნახე რა თურმე რა დღეში ყოფილა - გაიცინა და მომღიმარმა გადმომხედა - მართლა? თუ გვატყუებ?! - მკითხა მკაცრად
-მართლა ჰოო - ვთქვი მყარად, რომ ეჭვი არ შეპარვოდათ.
-და მერე დარეკვა რატომ ვერ შეძელი ერთი! საწოლიდან არ დგებოდით?!(ლიკა) - გადაბჟირდა სიცილით და თათაც აიყოლია. გაბრაზებულმა ვუბრწკინე - აა, მეტკინაა! - მაშინვე ხელი უკან წაიღო და ნატკენი ადგილი დაიზილა.
-ვერ ხარ?! უბრალოდ... მე... ვერ დავრეკე - ვერ ვფიქრობდი იმის მიზეზს, თუ რატომ შეიძლებოდა ვერ დამერეკა და ერთ ადგილს ვტკეპნიდი.
-კაი რაიყო... ნუ გრცხვენია აღიარება(თათა) - მხარი მეგობრულად გამკრა და ჩაიფხუკუნა.
-ისე, როგორი იყო საწოლში?!(ლიკა) - ახლა ამან მკითხა და ორივე სიცილისგან კინაღამ სკამიდან გადავარდა.
-ოოო, მომიშალეთ ნერვები!!! - ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე. - რომ დასერიოზულდებით მერე დავილაპარაკოთ! მე ვიფიქრე გაბრაზებულები არიან ჩემზე-მეთქი, ესენი კიდე სიცილისგან ლამისაა გაიგუდონ!.. - გასასვლელისკენ შევბრუნდი, როდესაც ლიკას ხმა გავიგე.
-კაი ხოო. არ მეგონა ეგრე თუ გეწყინებოდა(ლიკა)
-მოდი ახლა დაჯექი აქ გეჭორაოთ. პატარა ბავშვივით ბუტიაობას ნუ დაიწყებ(თათა)
თავი მობეზრებულად გავაქნიე და გოგოებს მივუჯექი. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. თურმე თათას ერთი ბიჭი მოსწონდა და ისიც არ იყო გულგრილი მის მიმართ. იმდენი ილაპარაკა მასზე, რომ მე და ლიკას ტვინი ამოგვიჭედა.
სახლში საღამოს მივედი. დედაჩემი უკვე მოსული იყო და სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-დედუუ, მოვედიი - უკნიდან მივახტი და ჩავეხუტე.
-რაიცი ეს უკნიდან მოპარვა ხოლმე რა - დამტუქსა და ჩემკენ მოტრიალდა.
-ბაჩო ხვალ მოვაა - ვუთხარი და სააბაზანოსკენ გავიხედე.
-კარგი - გამომძახა სამზარეულოდან.
სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე და სარკეში ჩემი ტანი შევათვალიერე. ჩალურჯებები ნელ-ნელა ქრებოდა, თუმცა მაინც შესამჩნევი იყო. უკმაყოფილომ მოვიხურე ხალათი და საძინებელში შევედი. მალევე დამეძინა.
მეორე დილით თავზე დედაჩემი დამადგა.
-ნინი, ადექი და მომეხმარე ახლა. მე უნდა გახსენებდე დღეს შენი შეყვარებული რომ მოდის?! - მითხრა და კიდევ შემანჯღრია. ერთი ამოვიზმუვლე და გვერდი ვიცვალე.
-ნინი, ათასჯერ უნდა გამამეორებინო ერთი და იგივე? - საწოლიდან წამოდგა და ფანჯრიდან ფარდა გადასწია. - აი ასე გამოფხიზლდები უფრო. მალე ადექი გელოდები - ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
ჩემს თავთან რამდენიმეწუთიანი ჭიდილის შემდეგ წამოდგომა გადავწყვიტე. ნერვები მეშლებოდა, რომ მოკლე რამეს ვერ ჩავიცვამდი. არა, კი ჩავიცვამდი, მაგრამ მერე მომიწევდა ამეხსნა საიდან და როგორ იყო ჩემი სხეული ჩალურჯებებით „დამშვენებული“. შავი ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა და ამავე ფერის კეტები ჩავიცვი.
-აბა, რას ვშვებით? - ვაშლი გემრიელად ჩავკბიჩე და დედაჩემს გვერდით მონდომებულად ამოვუდექი.
-შენ ნამცხვრის საყიდლად წადი და მე კერძებს მივხედავ.
-კაი, ფული მომეცი
-ჩემი ჩანთიდან საფულე ამოიღე და აიღე რამდენიც დაგჭირდება
-ახლავეე - საფულეს ხელი დავავლე და კიბეებზე ჩავცუნცულდი. ჩემს სახლთან ერთი ძალიან კარგი საკონდიტრო მაღაზია იყო. სულ გემრიელ ტორტებს და ნამცხვრებს აკეთებდნენ. მეც პირდაპირ მისკენ გავეშურე. შოკოლადის ნამცხვარი ვიყიდე და სადარბაზოსკენ კმაყოფილი გავემართე. წინ კი ქალბატონი დარეჯანი შემომეფეთა (ჯანდაბაა!..)
-გამარჯობა, ნინი შვილო - მომეგება მოჩვენებითი სიხარულით.
-გამარჯობათ! - გავუღიმე ზრდილობიანად და ნამცხვარი კომფორტულად დავიჭირე.
-რამეს აღნიშნავთ? - მკითხა ინტერესით და თვალი ნამცხვრისკენ გააპარა
-ამმ... არა
-აბა რა ხდება? - ჩამეძია დარეჯან“ა“
-ჩემი შეყვარებული უნდა გაიცნოს დედაჩემმა - ვუპასუხე მტკიცედ
-აა, ის ბიჭი? აი მაშინ, რომ..
-დიახ, ეგ - გავაწყვეტინე იმწამსვე
-სიმართლე გითხრა, არ მომეწონა მე ეგ ბიჭი - ჩემთან მოვიდა და თვალები მოჭუტა - შენ შვილო, მაგაზე უკეთესს იმსახურებ - არაფერი მიპასუხია, თავი უაზროდ გავაქნიე და კიბეებს გავხედე. - მეც რომ ჩამოვიდე შეიძლება?
-მმმ... არ ვიცი... - როგორმე უნდა შემეპარებინა, რომ არავის გაუხარდებოდა მისი ჩამოსვლა
-რომელ საათზე მოდის?
-საღამოს
-ოო, კაი ძაან - ჩამირტყა სოფლურ კილოზე - მაგ დროს მცალია ზუსტად - მითხრა კმაყოფილმა და წინ გამეჯგიმა
-ახლა უნდა წავიდე, უკაცრავად - ოო რააა!... ახლა დარეჯანი მინდოდა?!
-კარგი ნინიკო, დროებით მაშინ - მლიქვნელურად გამიღიმა და გზა განაგრძო, მე კიდევ მისი გამოჯავრება დავიწყე და სულ ბურტყუნით ავედი კიბეებზე. კარი შევაღე და ნამცხვარი სამზარეულოში შევიტანე.
-ამდენხანს რას ყიდულობდი? - მკითხა დედაჩემმა და საქმიანობა განაგრძო.
-დარეჯანი შემხვდა სადარბაზოში - ვუპასუხე უკმაყოფილოდ
-მერე რაო? - დარეჯანი დიდად არც დედაჩემს ეხატებოდა გულზე და ვერ ვხვდებოდი ეს დარეჯანი რას „გვეტენებოდა“.
-გაიგო რო ბაჩო მოდის დღეს და მეც ჩამოვალო
-მაგან ბაჩოზე საიდან იცის? - გაუკვირდა და ინტერესიანი თვალებით შემომხედა
-გუშინ დაგვინახა ერთად და... - ავუხსენი და ჩემი ახალი ტელეფონი ხელში ავათამაშე. გუშინ უნივერსიტეტის შემდეგ ბაჩომ მომცა, ვიკას საჩუქარიაო და მეც ძალიან გამიხარდა. ბაჩოს ნომერი ავკრიფე და ჩემს ოთახში საწოლზე დავჯექი.
-მომენატრე ჩემო პატარა - ტელეფონში ბაჩოს თბილი ხმა გავიგე და ჩემდაუნებურად ჩამეღიმა.
-მეც. როდის მოხვალ?
-ახლა რაღაც საქმეზე ვარ და 2 საათში მანდ ვიქნები ზუსტად, ან უფრო ადრე
-კარგი, გელოდები.
-კაი, მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ - ტელეფონი გავთიშე და საწოლზე გადავწექი. ნახევარი საათი ასე ვინებივრე, შემდეგ კი დედაჩემს მივაკითხე სამზარეულოში.
-აბა რა ქენი?
-გავაკეთე ყველაფერი და მიდი ახლა, ნელ-ნელა გააწყვე სუფრა.
-კარგი - მისაღებ ოთახში გავედი და თეფშების დალაგება დავიწყე 4 კაცზე. რატომ ოთხზე?! იმიტომ რომ დარეჯანიც მოვიდოდა! კარზე ზარი იყო. ბაჩო არ იქნებოდა. მივედი და გავაღე - დარეჯანი იყო:
-ნინი, შვილო, ადრე მოვითავე საქმეები და ჩამოვედი, ვიფიქრე მივეხმარები-მეთქი - ჩემს პასუხს არც დალოდებია ისე შევიდა სამზარეულოში დედაჩემთან.
-არ იყო საჭირო, საერთოდ ნუ ჩამოხვიდოდით - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და დაბღვერილი გავედი მისაღებ ოთახში. თეფშები გავაწყვე და დანა-ჩანგალი დავუდე. სამზარეულოში გასვლას ვაპირებდი, როდესაც გავიგე დარეჯანი რაღაცას ჭორაობდა. მეც კართან ავიტუზე და ყური დავუდგე
-ლელა, ეს ნინის შეყვარებული არ მომწონს მე რაღაც(დარეჯანი)
-რატომ?! - გაიკვირვა დედაჩემმა
-იმ დღეს ვნახე, მანქანაზე აყუდებულები კოცნიდნენ ერთმანეთს. ასეთი რამე გაგონილა?! - აქოთქოთდა უბნის ჭორიკანა. დედაჩემის ჩაცინების ხმა გავიგე.
-ახალგაზრდები არიან და უყვართ ერთმანეთი რა ქნან - გაგვამართლა დედაჩემმა
-მერე არ გაუგიათ სიყვარულსა მალვა უნდაო?! - მოუყვანა არგუმენტი. ამ უაზრო დიალოგს შეიძლება ცუდი შედეგი გამოეღო, მაგალითად: დედაჩემს ბაჩო შეძულებოდა. დიახ, შეძულებოდა... თუ დარეჯანი მოინდომებდა ისეთ შარებს მოსდებდა, რომ შეიძულებაც კი მსუბუქი ნათქვამი იქნებოდა.
-ეგ შუასაუკუნეებში იყო, ქალბატონო დარეჯან(მე) - ხმაურიანად შევაბოტე სამზარეულოში და წინ გავეჯგიმე.
-ხოდა მაგ დროს უფრო იცოდნენ ახალგაზრდებმა უფროსის პატივისცემა - დაგვიწუნა ახალი თაობა და წყალი მოსვა - უჰჰ... დავიღალე. დღეს დილიდან არ გავჩერებულვარ!.. - სკამზე ჩამოჯდა და ხელი გულზე მიიდო. მე საჭმელები ავიღე და მაგიდის გაწყობას შევუდექი. როდესაც ყველაფერი მოვამთავრე ტელეფონზე ბაჩომ დამირეკა.
-ხო ბაჩო - ვუპასუხე მაშინვე.
-მოვდივარ და მალე მანდ ვიქნები ცუნცულ
-კაიი - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე, შემდეგ სამზარეულოში შევედი
-დე, დამირეკა ახლა ბაჩომ და გზაშია მალე მოვა - ვთქვი აჟიტირებულმა
-კაია - გამიღიმა და სკამზე ჩამოჯდა.
მათთან საჭორაო არაფერი მქონდა, ასე რომ მისაღებ ოთახში გამოვედი და ტელევიზორი ჩავრთე. რაღაც გადაცემა იყო ცხოველებზე და იმის ყურება დავიწყე. დრო მალე გავიდა და კარზე ზარიც გაისმა. მაშინვე წამოვხტი ფეხზე და კარს მივვარდი
-მე გავაღებ! - გავძახე იმათ და კარი გავაღე.
-მოდი - გავუღიმე და გვერდზე გავიწიე. ხელში ვარდების ორი დიდი თაიგული ეჭირა, ერთი თაიგული წითელი ვარდების იყო, მეორე თეთრი.
-ეს თაიგული შენ და ეს კიდე დედაშენისთვის მოვიტანე, მაგის გულიც ხომ უნდა მოვიგო - გამიცინა და წითელი ვარდები გამომიწოდა, შემდეგ მოვიდა და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა.
-მოდი შვილო, შემოსასვლელში რომ დგახარ! - გამოფოფინდა დარეჯანი და ისევ კოცნის დროს შემოგვისწრო. ბაჩომ გაკვირვებულმა გახედა დარეჯანს და შემდეგ ირონიული მზერა სტყორცნა
-მგონი მაქვს უფლება ჩემს შეყვარებულს ვაკოცო, არა? როგორ ფიქრობთ ქალბატონო დარეჯან?! - ჰკითხა და ტუჩებზე ისევ მსუბუქად მაკოცა. სიცილი ვერ შევიკავე და თავი მის კისერში ჩავრგე.
-ჰაჰჰ!.. - ერთი შეიცხადა დარეჯანმა და მისაღებ ოთახში გავიდა.
-ესეც შენი ოჯახის წევრია? - მკითხა სიცილით
-აუუ რავქნაა!.. არც მე არ მინდოდა რომ აქ ყოფილიყო, მაგრამ ნამცხვრით ხელში გამომიჭირა და მერე როგორც იცის ისე „შემომეტენა“ - ვუთხარი და ტუჩები საწყლად დავბრიცე
-ეგ ტუჩები ეგრე არ დამანახო, თორემ დარეჯანი კიდევ ერთი კოცნისას შემოგვისწრებს - მითხრა სიცილით და კისერში მაკოცა.
-წამო - ხელი მოვკიდე და მისაღებ ოთახში გავედი. - დე, აი ესაა ბაჩო. ბაჩო - ეს დედაჩემია - გავაცანი ერთმანეთი და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი
-მოდი ბაჩო. სასიამოვნოა ძალიან
-ჩემთვისაც, ქალბატონო ლელა!.. აი ეს ყვავილები თქვენ, თქვენს სილამაზემდე ვერ მოვა, მაგრამ... - მიმზიდველად გაუღიმა და თაიგული გაუწოდა.
-ოჰ, მადლობა კომპლიმენტისთვის! - დედაჩემს გაეცინა და ყვავილები გამოართვა. - ნინი, მომეცი ეგეც და ვაზაში ჩავდებ - მაშინვე დაფაცურდა და ვაზის ძებნა დაიწყო.
მე და ბაჩო ერთმანეთის გვერდზე დავსხედით, დარეჯანი ბაჩოს პირდაპირ დაჯდა, დედაჩემმა კი ყვავილები დააბინავა და მაგიდის თავში დაჯდა.
-მიირთვი, ბაჩო!..(ლელა)
-მადლობთ, ახლავე(ბაჩო) - თავაზიანად გაუღიმა და კერძი გადმოიღო. ყველა ჭამას შევუდექით.
-თქვენ კურსელები ხართ ხომ?(დარეჯანი) - აიი, რატომ?! რატო ღმერთო ასეთი სასჯელიი!!!
-კი(ბაჩო) - უპასუხა ყოველგვარი ზედმეტი ზრდილობის გარეშე.
-ეჰჰ... აბა ადრე როგორ იყო!.. გოგოები უკვე ჩამოყალიბებულ კაცებზე თხოვდებოდნენ, ახლა კი ზოგი თავისზე უმცროსსაც მიყვება ცოლად (დარეჯანი) - ჩაილაპარაკა დანანებით, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით რას გლოვობდა.
-ჩამოყალიბება არ მაკლია, არ ინერვიულოთ(ბაჩო) - გაუღიმა დარეჯანს და „უკბინა“. დარეჯანი შეცბა
-არა, შვილო... მე ეგ არ მიგულისხმია - სირცხვილისგან გაწითლდა და ზედმეტ ლაქლაქს ისევ ჭამა არჩია. იმხელა ლუკმა გადაუშვა პირში, გამიკვირდა რომ არ დაიხრჩო.
-რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?(ლელა) - იკითხა ინტერესით
-ამმ... რავი, მოიცა... (მე) - ვუპასუხე დაფიქრებულმა და თვეების გადათვლა დავიწყე
-2 თვეა(ბაჩო) - უპასუხა მაშინვე. გაკვირვებულმა გავხედე და თვალი ჩამიკრა, შემდეგ კი ყურში ჩამჩურჩულა - ეგეთ კითხვებს სვამენ სულ ოჯახებში როცა მიდიან გასაცნობად - გამიღიმა და ჭამა განაგრძო. აი თურმე საიდან! მეც არ გამიკვირდა?!
-და ან ძმა გყავს ბაჩო?(ლელა) - დაუსვა მორიგი შეკითხვა
-არა(ბაჩო) - უპასუხა მოკლედ - არადა ადრე რამდენი შვილი ყავდათ ოჯახებში - დარეჯანს გასცინა და მის რეაქციას დაელოდა. ჩვენს ჭორიკანას ენა ჩაუვარდა. ლუკმა პირში ედო და დაღეჭვა არც ახსენდებოდა. მე სიცილი ვერ შევიკავე და ჩუმად ჩავიცინე, თან მაგიდის ქვეშ ბაჩოს ხელი გავკარი იმის ნიშნად, რომ ზედმეტი მოსდიოდა.
-უნივერსიტეტის შემდეგ აპირებ სწავლის გაგრძელებას სადმე?(ლელა)
-არა. ჩემს ნაცნობს აქვს კომპანია და იქ დავიწყებ მუშაობას. კარგი თანამდებობაა და შემოსავალიც შესაბამისი მექნება(ბაჩო)
-კარგია - მოუწონა დედაჩემმა და კმაყოფილმა განაგრძო ჭამა.
-რა კომპანიაა?!(დარეჯანი) - ჩაეძია ინტერესით. ალბათ რომელიმე თავისი ნათესავის დასაქმებას გვთხოვდა.
-ზუსტად არ ვიცი რა ქვია. ავეჯს ამზადებს საზღვარგარეთული მასალით და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში ყიდის.(ბაჩო)
-რამე ადგილი ხომ არ ექნება ჩემი მაზლის შვილისთვის? მონდომებული ბიჭია(დარეჯანი) - აჰაა!!! ჩამაშხამა ყველაფერი.
-არ ვიცი ქალბატონო დარეჯან(ბაჩო) - უპასუხა მოკლედ და ამით ეს თემა დახურა.
-მე მგონი წნევა მიწევს. წავალ წამალს დავლევ. დღეს მთელი დღეა რაცხა ვერავარ კარგად (დარეჯანი) - ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. როგორც კი ოთახიდან გავიდა, მაშინვე დედაჩემს მივუბრუნდი
-ვაიმე დედაა! რამე ქენი და წავიდეს ეს ქალი აქედან!.. ნერვებს მიშლის! - ვუთხარი და პასუხს დაველოდე
-მე რა ვუყო შვილო აბა - ჩაიცინა და ჭამა განაგრძო. უეცრად რაღაც ბრახვანი გავიგეთ, რომელსაც მომენტალურად დარეჯანის კივილი მოყვა.
-ააა!!! ვაიმეე!.. წავიქეცი! დედა წელიი! ვაიმე თავიი!.. - მე და ბაჩო სიცილით გადავწექით. დედაჩემი მაშინვე ფეხზე წამოხტა და ხელი პირზე მიიდო
-ვაიმე, მგონი ყვავილები ვაზაში რომ ჩავდე ცოტა წყალი გადმოიქცა და ასრიალდა.
-ჰაჰჰ!!! ყოჩაღ დე!.. ეგრეც არ გინდოდა ოღონდ დარეჯანის გაგდება! - ვუთხარი სიცილით.
-ამაყენეთ ვინმემ!! ვიამე, ცუდად ვარ! - გავიგეთ ისევ დარეჯანის კივილი.
-ბაჩო წამო რა ააყენე, თორემ იმას ვინ აწევს - ვუთხარი სიცილით და ბაჩო წამოვაყენე.
დერეფანში გავედით და ძირს გაფარჩხული დარეჯანი დავინახეთ. ძალიან სასაცილო იყო, თუმცა არც კი ვიცი როგორ შევძელი თავის შეკავება.
-რა ზანტები ხართ! მალე ამაყენეთ! - ხელ-ფეხს იქნევდა და ქოთქოთებდა.
-ახალი თაობის წარმომადგენელი კი ვარ ქალბატონო დარეჯან, მაგრამ თუ ინებებთ დაგეხმარებით! - უთხრა ბაჩომ ფხუკუნით და მიუახლოვდა. ხელები მოკიდა რომ წამოეყენებინა და დარეჯანმა მაშინვე ხვანცალი დაიწყო.
-თუ არ გაჩერდებით ვერ აგწევთ!(ბაჩო) - უთხრა მკაცრად. მე და დედაჩემი გვერდზე ვიდექით და ბაჩოს შევცქეროდით, რადგან მხოლოდ მას შეეძლო დარეჯანის ფეხზე წამოყენება. დარეჯანი ასე თუ ისე გაჩერდა და ბაჩომაც ფეხზე დააყენა.
-ვაიმე, გული მაქვს ცუდად(დარეჯანი) - ბაჩოს დაეყრდნო და თვალები მილულა
-ბაჩო, წამოიყვანე აქეთ დივანზე დავაწვინოთ(ლელა) - უთხრა და გვერდზე გაიწია.
ბაჩომ ძლივს მოიყვანა დარეჯანი დივნამდე, შემდეგ კი დედაჩემმა ფრთხილად დააწვინა და გვერდზე მიუჯდა.
-წამო ერთწამს(ბაჩო) - ყურში ჩამჩურჩულა და ჩემს ოთახში შევედით. კარი მიხურა თუ არა მაშინვე ზედ ამაკრო და მისი ცხელი სუნთქვა კისერზე დამეცა
-ახლა მაინც ვერ შემიშლის დარეჯანი ხელს - ყურში ჩამჩურჩულა და ტუჩებზე ვნებიანად დამაცხრა. ხელები კისერზე მოვხვიე, მან ტანზე ამიკრო და ხელების ჩემს სხეულზე სრიალი დაიწყო. ვიგრძენი როგორ დამიარა ცხელმა ტალღამ და როგორ გავთბი შინაგანად. ხელები თმებში შევუცურე და ჩემკენ მოვიზიდე.
-ნინი, სასწრაფოში დარეკე! - გავიგე დედაჩემი განწირული ხმა.
-ამის დ***ც! - შეიგინა ბაჩომ, მუშტი ოდნავ მიარტყა კედელს და უკმაყოფილო მომშორდა. მის ასეთ საქციელზე გამეცინა
-მაინც ხომ შეგვიშალა ხელი - გავუღიმე და თვალებში შევხედე.
-ჰოო - ჩაეცინა და ჩვენც მისაღებ ოთახში დავბრუნდით.
15 წუთში მე, ბაჩო და დედაჩემი საავადმყოფოში ვიყავით დარეჯანის მდგომარეობის გაგების მოლოდინში.


..............
ესეც შემდეგი თავი...
ბავშვებო, ვიცი რომ დამაგვიანდა დადება, უბრალოდ დილიდან 38 მაქვს სიცხე და ძალიან ცუდად ვიყავი. მთელი დღეა ნელ-ნელა ვწერ და ახლა მოვრჩი. თან ცოტა დიდი თავი დაგიდეთ. უკეთესად რომ ვყოფილიყავი უფრო დიდის დადებას ვაპირებდი.
იმედია ისიამოვნებთ... რომ არა თქვენი გუშინდელი კომენტარები დღეს ალბათ არც დავდებდი შემდეგს, რადგან მართლა ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს.
როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას ჩემო საყვარლებო...



№1  offline მოდერი ^paradise^

აუუუ ეს დარეჯააანი რააა !!! ნერვებს მიშლიიის :DD არ აცადაა,აუ ეგეთი მეზობლები მყავს ზუსტად!! am არ მაცლიან არაფერს ! <3 მიყვარხარ მაგარი ხააააააააარ :*

 


№2  offline მოდერი ანკა

^paradise^
აუუუ ეს დარეჯააანი რააა !!! ნერვებს მიშლიიის :DD არ აცადაა,აუ ეგეთი მეზობლები მყავს ზუსტად!! am არ მაცლიან არაფერს ! <3 მიყვარხარ მაგარი ხააააააააარ :*

მეც ძაან მიყვარხაა <3 <3 <3 love
ეს დარეჯანი მეც ნერვებს მიშლის! wink

 


№3  offline მოდერი ანკა

nini5852
კიდევ კარგი მე არ მყავს დარეჯანისნაირი მეზობლები ტორე ბაჩოს რეპლიკები მიმიქარავს :დ ძალიან ბევრი ვიცინე :D ძალიან კარგი იყო:* გამოჯამრთელებას გისურვებ:*

აჰაჰაააჰაა wink
მადლობა ჩემო საყვარელოო love

 


№4  offline წევრი sali))

Dzaliaan kargiaa

 


№5  offline მოდერი ანკა

sali))
Dzaliaan kargiaa

მადლობა დიდიი <3 <3 <3

 


№6  offline წევრი cancara

Kaia male dade

 


№7  offline მოდერი ანკა

cancara
Kaia male dade

მადლობაა love

 


№8  offline წევრი KaTE:))

პირველ რიგში გამოჯამრთელებისკენ წინსვლას, გისურვებ საყვარელო.... სხვათაშორის ნაშრომს ეტყობოდა სუსტად, რომ გრძნობდი თავს, wink რადგან ცუდი შეცდომები აღმოვაჩინე...
ხშირად ხმარობდი სიტყვას-"ძაან" უკეთესი წასაკითხი გახდება ჩემთვის, რომ დაწერო "ძალიან." ამდაგვარი სიტყვები, შემოკლებული გქონდა... ამ ყველაფერს იმიტომ გიწერ, რომ შემდგომ თავებში არ გამოჩნდეს. ვიცი, რომ იცი wink
კიდევ ერთხელ გისურვებ გამოჯანმრთელებას ^^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№9  offline მოდერი ანკა

KaTE:))
პირველ რიგში გამოჯამრთელებისკენ წინსვლას, გისურვებ საყვარელო.... სხვათაშორის ნაშრომს ეტყობოდა სუსტად, რომ გრძნობდი თავს, wink რადგან ცუდი შეცდომები აღმოვაჩინე...
ხშირად ხმარობდი სიტყვას-"ძაან" უკეთესი წასაკითხი გახდება ჩემთვის, რომ დაწერო "ძალიან." ამდაგვარი სიტყვები, შემოკლებული გქონდა... ამ ყველაფერს იმიტომ გიწერ, რომ შემდგომ თავებში არ გამოჩნდეს. ვიცი, რომ იცი wink
კიდევ ერთხელ გისურვებ გამოჯანმრთელებას ^^^

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო <3 <3 <3 love
მაგ შეცდომებს რაც შეეხება, სიმართლე გითხრა, მართლა არ მიმიქცევია ყურადღება და ამის შემდეგ დავაკვირდები აუცილებლად love

 


№10  offline წევრი bar bare

Auu es dgeebi ragac dzaan mowyenili var. Gushin iset cud xasiatze viyavi:(, vicodi komentars tu dagiwerdi ragac uazrobas wamovroshavdi da guls gatkendi. Amitom gushin araperi dagiwere:) Dges kidev chemo kalbatono mxolod shen shedzeli chemi gagimeba-bachanchulas da ninis siyvarulit<3

 


№11  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარი იყო ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ ოხ ესდარეჯანი რა მომიშალა ნრვები შენ მაგარი ხარ იმედია ეს ფეხებს არ გაფშიკავს მალე დადე love

 


№12  offline წევრი თათა

უნდა შეგაქო ძალიან კარგი გოგო ხარ როგორ მომწონს ეს ისტორია ძალიან კარგი თავი იყო წარმატებებს გისურვებ კიდევ და კიდევ <3
--------------------
tatukakhorava

 


№13  offline მოდერი ანკა

bar bare
Auu es dgeebi ragac dzaan mowyenili var. Gushin iset cud xasiatze viyavi:(, vicodi komentars tu dagiwerdi ragac uazrobas wamovroshavdi da guls gatkendi. Amitom gushin araperi dagiwere:) Dges kidev chemo kalbatono mxolod shen shedzeli chemi gagimeba-bachanchulas da ninis siyvarulit<3

ძალიაან ძალიან მიხარია თუ მართლა შევძელი შენი ხასიათის გამოკეთება :))
დიდიი მადლობა, მიყვარხაარ!!! love

lamazmani
ძაან მაგარი იყო ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ ოხ ესდარეჯანი რა მომიშალა ნრვები შენ მაგარი ხარ იმედია ეს ფეხებს არ გაფშიკავს მალე დადე love

ფეხების გაფშეკაზე კარგად ვიცინე wink
მიხარია რომ მოგეწონა, ძაან მიყვარხარრ!!! love

თათა
უნდა შეგაქო ძალიან კარგი გოგო ხარ როგორ მომწონს ეს ისტორია ძალიან კარგი თავი იყო წარმატებებს გისურვებ კიდევ და კიდევ <3

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო! <3 <3 <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent