შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 21


15-07-2015, 21:12
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 208

მაგრამ ვინ გაცალა?ვიღაც ისევ განაგრძობდა მსგავსი ოინებით ჩემს შეშინებას.დიდხანს ვიწრიალე იმის იმედით რომ შეწყვეტდა ის ვიღაც ამის კეთებას მაგრამ სულ ტყუილად, წამოვდექი და ჯინი გავაღიძე.გოგომ ბიზღუნით წამოწია თავი ბალიშიდან და გაკვირვრბული მომაშტერდა.
-შენ სულ გარეკე? რატომ არ გძინავს?ან მე რას მაღვიძებ?
-ფანჯარასთან ვიღაც დგას და მინას გუნდებს ესვრის.ჯინიმ გაიცინა.
-კარგი რა ალბათ დაგესიზმრა.ვინ უნდა იყოს აბა ამ შუა ღამისას.ამის თქმა იყო და მინაზე თეთრი ლაქა გაჩნდა.გოგო შეკრთა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-ასეთი საშინელი მეზობლები გყავს?
-არამგონია ჩემი სამეზობლოდან იყოს ვინმე. მოდი გავიხედოთ და გავიგებთ ვინ გვეხუმრება.
-არამგონია სახუმაროდ იყვნენ მოსულები.ჯინის ნათქვამმა დამძაბა.
ფრთხილად მივიპარეთ ფანჯარასთან.გარეთ ისეთი უკუნი იყო ვერაფერი ვერ გავარჩიეთ,მხოლოდ თეთრი ფერი გვჭრიდა თვალს.გადავწყვიტეთ ფანჯარა გაგვეღო.თავი გარეთ გავყავი.ჯინიმ ყოყმანის შემდეგ მომბაძა,მაგრამ უშედეგოდ.
-არის აქ ვინმე? იკითხა ხმადაბლა,მაგრამ გოგოს ხმამ მაინც შემაშინა. არავინ გამოგვეხმაურა.ჯინიმ ისევ გაიმეორა და პასუხის ისევ სიჩუმე.ამან ძალიან შეგვაშინა.
-მე ვარ.ქვემოდან ნაცნობი ხმა მომესმა.ამის გარდა ყველაფერს ველოდი.
-ნეტავ აქ საიდან გაჩნდა.
წავჩურჩულე ჯინის.
-შენთან ლაპარაკი მინდა.სევდანარევი ხმით ამომძახა მალფოიმ.ჯინის გადავხედე,ისიც ჩემსავით გაკვირვებული ჩანდა მალფოის საქციელით.
-რომ არ დაგელაპარაკო დილამდე მანდ იდგები?
-ხო და სანამ არ დამელაპარაკები იქამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლი.მალფოის ხმა მკაცრად და დამაჯერებლად ჟღერდა.
-კარგი მაშინ დიდხანს მოგიწევს ლოდინი.
-კარგი რა.ბავშვივით ნუ იქცევი.თუ არ ჩამოხვალ პირდაპირ აქედან დავიწყებ ყველაფრის მოყოლას.
-ჩადი თორემ გამკეთებელია.გამაფრთხილა ჯინიმ, თან ეს საქციელი მალფოისათვის დამახასიათებელი არაა, რაც ნიშნავს რომ მართლა ცუდადაა, დამრიგებლური ტონით მითხრა ჯინერვამ.
პლედი მოვიხვიე და დაბლა ჩავედი.გული გამალებით მიცემდა.კართან შევდექი,ვყოყმანობდი გავსულიყავი თუ არა,მაგრამ ადრე თუ გვიან ეს დიალოგი მაინც შედგებოდა და ჯობდა ახლავე დამემთავრებინა ყველაფერი.
გარეთ გავედი და მალფოისგან მეტრის დაშორებით დავდექი.ბიჭი ნერვიულად აწვალებდა შარფის ბოლოს და როგორც ჩანს ლაპარაკის დაწყებასაც არ ჩქარობდა.მართლა ცუდად გამოიყურებოდა. ასეთ საშინელ მდგომარეობაში მე არასოდეს მენახა.შემეცოდა.თან ძალიან შემეცოდა. თვალები წყლით ჰქონდა სავსე,მაგრამ აგრესია მაინც ვერ მოვთოკე.
-აქ უნდა გამყიმო.უხეშად ვკითხე ბიჭს.დრაკოს გაუკვირდა მის მიმართ აგრესია არასოდეს გამომივლენია და ალბათ ამიტომ.
-არა უბრალოდ არ ვიცი...
-პირდაპირ მითხარი ყველაფერი.წინადადების დასრულება არ ვაცალე ბიჭს.
-არაფრის ახსნას არ დავიწყებ,არც იმას დაგაძალებ რომ შემირიგდე, თავად გადაწყვიტე რა აჯობებს შენთვის, თუ ჩემთან ყოფნა არ მოგინდება აღარ შეგაწუხებ. უბრალოდ მე ძალიან მიყვარხარ და მჭირდები.ხმაში მღელვარება შეეტყო ბიჭს. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ გაჩუმდა.ნუთუ მარტო ამის საქმელად გამოიარა ამხელა გზა?
დიდხანს ვიდექით გაშეშებულები. მე არ ვიცოდი რა მეთქვა,ის კი მოუთმენლად ელოდა პასუხს.არ მინდოდა მისი დაკარგავა,სწორი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო,მაგრამ არაფერი გონივრული არ მომდიოდა თავში, დრაკო მართლა არ იყო კარგად.
-ცოტა ხანი უნდა დავფიქრდე.როგორც იქნა ხმის ამოღება მოვახერხე.ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია,ისე რომ ადგილიდან არ დაძრულა.ისევ შარფის ბოლოს მიუბრუნდა და წვალება დაუწყო.ამის ყურება არ შემეძლო.ჩემი ოთახის ფანჯარას ავხედე ჯინი გაფართოებული თვალებით გვიყურებდა და ხელით მანიშნებდა ჩაეხუტეო,მაგრამ ...........
-ცოტა ხანი არ ნიშნავს რომ 15 წუთში მივიღებ გადაწყვეტილებას.ვცადე მტკიცედ გამომსვლოდა მაგრამ ხმა ამიკანკალდა და ტირილამდეც ცოტა მაკლდა.
-კარგი,როგორც გინდა.მშვიდად მითხრა ბიჭმა.მაშინ როდის მოვიდე?უხერხულად შეიშმუშნა დრაკო.
-არ ვიცი. ხვალ არ მოხვიდე......... ამის თქმაზე შევბრუნდი და სახლში ისე შევვარდი გეგონებოდა ურჩხული მომდევდა.სწრაფად ავირბინე კიბეები,პლედი მივაგდე და საწოლში შევძვერი.
-რა გითხრა?მკითხა ჯინიმ.
-მიყვარხარო.
-მერე შენ ასე იდიოტივით იდექი და არაფერი უთხარი.
-ვერაფერი..გულში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი,ვიცოდი რომ დრაკო მიყვრდა, მაგრამ ასე ღრმად თუ მქონდა შეტოპილი არ მეგონა.
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე,ვფქრობდი რა უნდა მეპასუხა.
დრაკო
.......მთელი ღამე სახლის კიბეზე ჩამომჯდარმა გავატარე.ნარცისა პერიოდულად გამომხედავდა და სახლში შესვლას მთხოვდა.მერე ბლეზიც მოვიდა.
-რა ქენი ძმაო.რა სახე ჩამოგტირის.კარგი რა მოულბება გული რა,თუ არადა მერე რამე უფრო სერიოზული მოვიფიქროთ,ყვავილები,ფეიერვერკები, ამბები და ეგაა.
გამეცინა.ეგრე ადვილი არაა.ყველა გოგოსავით არ ფიქრობს არამგონია ეგ მოეწონოს
-კარგი რა რაც არ უნდა მოხდეს გოგოა და როგორმე შევირიგებთ.~
-იმედია,თორემ მის გარეშე არ მინდა.....

***

ორი დღე ორი საუკუნის ტოლფასი აღმოჩნდა.მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი.გული ისე მიცემდა,მეგონა ცოტაც და ნეკნებს გამოანგრევსთქო.მოლოდონი კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემს მდგომარეობას.
მოსაღამოვდა თუ არა გარეთ გამოვედი,საშინლად ციოდა გარეთ.თავზე ქუდი ჩამოვიფხატე და ნელა გავუდექი ქუჩას.ფიქრებში ისე ვიყავი გართული როგორ და მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე აზრზეც ვერ მოვედი...
ანა
შუა ღამისას ვიღაცამ ისევ ესროლა ჩემს ფანჯარას გუნდა.მალფოი, მეთოდები არ შეუცვლია.სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და ფანჯრიდან გავიხედე,ქვემოთ მალფოი იდგა და უზარმაზარი ვარდების თაიგული ეჭირა ხელში.ხელით მანიშნა ჩამოდიო.
-იცოდე შეურიგდი თორემ ამოვიდა ყელში შენი დაღვრემილი სიფათის ყურება.შემომიღრინა ჯინიმ.
სწრაფად დავეშვი კიბეზე და სიბნელეში გავიჭერი.ისე გამიხარდა მალფოის დანახვა,სიხარულისგან მეცხრე ცას ვეწიე.არ ვიცი არ ორ დღეში თავში რა გადამიტრიალდა,მაგრამ მალფოის გარეშე საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი,მის გარეშე არაფერი მიხაროდა.
ბიჭმა მთელი ძალით ჩამიკრა გულში,მერლინს ვფიცავ როგორ მომნატრებია ეს სურნელი.ახლა ვიდექი და ხარბად ვსუნთქავდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.დრაკომ ნაზად მომიშორა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ძალიან ცუდად ვიყავი, მეორედ ასე აღარ მომექცე,ცოტაც და საშინელ დეპრესიაში ჩავვარდებოდი.მაცნობა ბიჭმა.
-კარგი ერთი.ცხვირი ავიბზუე მე.მალფოის გაეცინა და ისევ მაგრად ჩამიკრა გულში.
-ხვალისთვის რა გეგმები გაქვს.
-მე და ჯინი წიგნების საყიდლად მივდივართ და შენთვის არ მეცლება.
-მეგონა მთელ დღეს ერთად გავატარებდით.წყენით მითხრა დრაკომ.
-ჯინი ჩემი სტუმარია და მარტო ვერ დავტოვებ უზრდელობაა.
-კარგი როგორც გინდა.მთავარია აღარ მებუტები,მე უნდა წავიდე ბლეზი მელოდება ამ კვირაში სულ ვარჯიშები გვექნება თუ მოგინდება წაგიყვან.ახლა სახლში შედო თორემ გაცივდები.მზრუნველი კილოთი მიტხრა ბიჭმა.მერე შუბლზე ნაზად მაკოცა და სიბნელეში მიიმალა........

***

ახალი წელი ოჯახურ გარემოში ავღმიშნეთ.ბევრი ვიმხიარულეთ.დიდი ხანია ასეთი კარგი დრო არ მიტარებია.ყველაფერი რიგზე იყო.მაგრამ ის ფაქტი რომ მალე სკოლა დაიეყებოდა და ისევ იმ საშინელებაში უნდა დავბრუნებულიყავი (სწავლას ვგულისხმობ) ხასიათს მიფუჭებდა,არც ჯინის აბედნიერებდაეს ფაქტი დიდად.თან მეორე სემესტრში მალგოისთან ერთად გაკვეთილები აღარ მექნებოდა.რა უნდა მეკეთებინა გაკვეთილზე მარტოს?
დაწოლის წინ ჯინიმ ახალი ამბვი მახარა.იცი სკოლაში ვიღაც ძმები გადმოდიან.თურმე ძალიან მაგრები არიან.
-მერე რა?დავიჯღანე მე.თან ამ შუა სემესტრში რა დროს სკოლის შეცვლაა?
-არ ვიცი ამბობენ მინისტრის მეგობრის შვილები არიანო და მან შეუწყო ხელი შუა სასწავლო წელს რომ გადმოსულიყვნენო.ისე მაინტერესებს,ყველა მაგაზე ლაპარაკობს.
-ბარემ დილიდ მისანშიც გამოაჭენინ და ეგაა თან შენც ინტერესი აღარ მოგკლავს,
-აუუ რა უჟმური ხარ- დაიჯღანა გოგო.მალფოიზე მეტი მართლა არ შეგეფერება.დამეჯღანა გოგო.
-ისე, თუ სიმპატიურები იყვნენ მე მალფოის დავადებ შენ ჰარის და ეგენი დავითრიოთ.ვცადე მეხუმრა :დ
-ნეტა არ სულელობდე.ბალიში მესროლა წითურმა.შენ მალფოის მეტი მაინც ვერავინ აგიტანს.
-კარგი ერთი.ჯინის მივბაძე და ბალიში პირდაპირ თავში მოვარტყი.მანაც არ დააყოვნა და საპასუხო დარტყმა მომაყენა........ ალბათ დედას რომ არ შევეჩერებინეთ მთელი საღამო ამ ბრძოლაში გავატარებდით.
-დიდი ხანია ასეთი კარგი არდადეგები არ მქონია,ღიმილით მითხრა ჯინიმ დ მთელი ძალით ჩემეხუტა.საკმაოდ ძლიერი ყოფილა,მაგრამ ჰარი მენატრება.
-ისე ერთმანეთი როგორ შეგიყვარდათ არასოდეს მოგიყოლია...
-ჩვეულებრივად....დიდი საინტერესო არაფერი
-მაგრამ მე მაინტერესებს.ჯიუტად ვუპასუხე გოგოს....
მე და ჯინიმ ის საღამო ბუხრის წინ ,ლაპარაში და ცხელი შოკოლადადის წრუპვაში გავატარეთ....სკოლა დიდდა გულზე არ მეხატებოდა, მაგრამ იმისათვის რომ ასეთი კარგი ადამიანი გამაცნო,ყოველთვის მადლობელი ვიქნებოდი.ვუყურებდი ჩემს წითურ მეგობარს და მის ოველ ნათქვამ სიტყვაზე გულში სითბო მეღვრებოდა...
მგონი სიყვარულმა მარტო მალფოი კი არა მეც კარგად შემცვალა.....



პ,ს აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი,მადლობა რომ კითხულობთ და ემოციებს მიზიარებთ :* :*



№1  offline წევრი მოვლენა :-)

ძალიან მაგარი გოგო ხარ, კარგად წერ მაგრამ აჯობებს ცოტა თუ გაადიდებ თავებს და მალ-მალე დადებ :*

 


№2  offline წევრი Khaleesi

კარგი თავი იყო რარაცეებს ვეჭვობ ამ ახალ ბიჭებთან დაკავშირებიტ მაგრამ იმედია სიმარტლე არ აღმოჩნდება ავტორ კარგი ხაარ(ყურადღებას არ ვამახვილებ სპეციალურად იმაზე რომ იგვიანებ და პატარებს დებ ხოლმე იქნებ შენთვითონ მიხვდე)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent