შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიგებით ქორწილი (10)


16-07-2015, 00:01
ავტორი Tikko_Elikashvili
ნანახია 5 387

დილით,დანიმ ცოლი მშობლებთან წაიყვანა.
-საღამოს გამოგივლი.მშობლები მომიკითხე.
-კარგი,დროებით.-მანქანიდან უნდა გადასულიყო,როდესაც ქმარმა ხელი მოკიდა მისკენ მიწია და შუბლზე აკოცა.ლიზამ საპასუცხოდ თბილად გაუღიმა. როდესაც ინგამ შვილი დაინახა გადაეხვია.ოთახში მოკალათდნენ და საუბარი დაიწყეს.
-ჩემო გოგო,მითხარი ქმარს სად ყავდი წაყვანილი?-ლიზამ თბილად დაიწყო ლაპარაკი.
-აგარაკზე,ძალიან ლამაზი ადგილი იყო.-აღფრთოვანებული საუბრობდა ამ დღეებზე.
-ერთმანეთს შეეწყვეთ?რას გრძნობ მის მიმართ?-ინგა მიხვდა რასაც შილი გრძნობდა.
-ურთიერთობა მოგვიგვარდა.ის ადგილი ჩვენთვის სასწაულივით იყო...მთელი დღეები ერთად ვიყავით,მარტო,ვსაუბრობდით...-გოგონას თვალები გაბრწყინებული ქონდა.-ისეთი ნაზი და ყურადღებიანია...სახლშიც კარგად მექცევა.-ქალს გაუხარდა რომ შვილი ასეთი ბედნიერია და ამ ქორწინებამ ბედნიერი გახადა.
-ხედავ?შვილო,ხომ გეუბნებოდი.ის კარგი ადამიანია.დედამთილი როგორ გექცევა?
-ჩემი დედამთილი,საოცრად თბილი ადამიანია,მამამთილიც...-დედა-შვილი საუბრით გულს იჯერებდნენ.. დანიელი კი ძმაკაცთან იყო,ლუკასთან.
-ძმაო,ჩემი ცოლი შემიყვარდა.-ეს წინადადება ცოტა უცნაურად ჟღერდა.
-ხომ გეუბნებოდი,გრძნობა გაგიჩნდებამეთქი.-ლუკას გაეცინა.-მითხარი,როგორ გექცევა?
-ადრინდელთან შედარებით ძალიან თბილად მექცევა.ერთად ვართ...იცი?როდესაც გვერდით მყავს სამყარო ჩემი მგონია.როდესაც იღიმის სულში მთბება...როდესაც გვერდით არ მყავს მგონია რაღაც მოუვა.მეშინია ერთ დღესაც ვეღარ დავინახო.-ბიჭმა მოიწყინა,ამაზე დასევდიანდა.
-მართალია ძმაო,გიყვარს..დანიელ იცი რას დავაკვირდი შენში?-დანიელმა უარის ნიშნად თავი გააქნია.-ასეთი გრძნობით ქეთაზეც კი არ საუბრობდი.
-ჰო ძმაო...იცი?ხანდახან მეშინია,რომ ერთ დღესაც ლიზა გვერდით აღარ მეყოლება.
-ეი,ძმაო.ეს არ მოხდება!ამაზე ნუ ფიქრობ,ერთმანეთი გიყვარდებათ.დარწმუნებული ვარ ლიზა სულ შენს გვერდით იქნება.-დანიელს ეს სიტყვები ესიამოვნა.
-მინდა ისეთი რამ გავაკეთო რაც მოეწონება.
-იცი რა გაუხარდება,ეხლა ამ დროს?-დანიელი ჩაფიქრდა და გაახსენდა.
-კი,ვიცი.ბანკეტი 2 თვეშია.მაგრამ...-ლუკამ ხელის აწევით გააჩერა.
-არავითარი მაგრამ!მის მეგობარს დაურეკე იმ გოგოს თათას და ყველაფერი გაარკვიე.შენც მასთან ერთად წახვალ.
-მართალი ხარ.-მობილური აიღო და თათას დაურეკა.უთხრა სადაც მისულიყო. თათაც 10 წთ-ში იქ გაჩნდა.
-რა ხდება დანიელ?გამიკვირდა რომ დამირეკე.
-მინდა ლიზას სიურპრიზი გავუკეთო.ბანკეტი როდის გაქვთ?-თათას გაუკვირდა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
-ბანკეტს არ ვიხდით,ამის მაგივრად გვინდა "პარიზში" წავიდეთ.4-5 დღით..წამოხვალთ?
-კი წამოვალთ.მეტიც ჩემი თვითმფრინავით წავალთ.-თათას გაუხარდა.ლუკა კი გაოცებული იყო,ზმაკაცის ასეთი ცვლილებით.
-მართლა?ძალიან კარგი..ლიზამ იცის?
-არა,ჯერ არაფერი იცის.დღეს ან ხვალ თვითონ ვეტყვი..შენ კი ყველას უთხარი,რომ ჩემი თვითმფრინავით წავალთ.ამის გარდა,სასტუმროს დავჯავშნი.
-კარგი.ყველას გავაგებინებ,შემდეგ კი შენ გეტყვი.ახლა წავალ.-თათა წავიდა,ამ ხნის განმავლობაში ლუკას არაფერი უთქვამს,მხოლოდ ყურადღბით უსმენდა მათ და თათას აკვირდებოდა.
-კარგი გოგოა,ლამაზი.-ლუკამ,თათას თვალი გააყოლა.დანიმ კი გაიცინა.
-ფრთხილად ძმაო.ჩემი ცოლის დაქალია,იცოდე არაფფერი ისეთი არ გააკეთო.-ლუკამ გაკვირვებული შეხედა.დანიელი მალე წავიდა.ცოლს გაუარა და წამოიყვანა. როდესაც ის მანქანაში ჩაჯდა,ქმარი გაღიმებული უყურებდა.
-რა ხდება დანიელ?-დანიელი დასერიოზულდა.
-არაფერი,გამიხარდა შენი ნახვა.როგორ გაატარე დღე?ისიამოვნე მშობლებთან?
-კი,დედა ძალიან მომნატრებია,ამას მხოლო მაშინ მივხვდი რომ ჩავეხუტე.მადლობ რომ მომიყვანე.
-არაფერს.აბა იმედია ინგა დეიდასთან,ჩემზე ცუდი რამ არ გითქვამს.
-შეიძლება...მხოლოდ ერთი,ორი ცუდი სიტყვა ვთქვი და გაგლანძღე.-გოგონამ გაიცინა.
-კარგი,ამაზე სახლში ვილაპარაკებთ.-ბიჭმაც გაიცინა.
სახლში მივიდნენ,ივახშმეს და დაწვნენ. ლიზას მაინც შორს ეჭირა ქმრისგან თავი,რადგან ჯერ დანისაც არ უთქვამს,რომ უყვარს.
დილით დანიელი ადრე წავიდა.ლიზას გაუკვირდა რომ ქმარი,მასთან დამშვიდობების გარეშე წავიდა..... რამდენიმე დღე ასე უცნაურად იქცეოდა ბიჭი,დილით ადრიანად მიდიოდა სახლიდან და ღამით ბრუნდებოდა. თათა და დანი ყველაფერს აგვარებდნენ.. ამ უცნაურ ქცევებში 3 დღე გავიდა.
ერთ დღეს დანიმ,ცოლს სამსახურიდან დაურეკა და უთხრა,რომ საღამოსთვის მზად ყოფილიყო,რადგან ერთად ივახშმებდნენ.
საღამოს ერთად წავიდნენ რესტორანში,გემრიელად ივახშმეს. ბიჭი,ცოლს გაღიმებული უყურებდა.
-შენთვის სიურპრიზი მაქვს.-ლიზას არ გაკვირვებია,რადგან ამ ბოლო დროს სულ ანებივრებდა ქმარი.
-აბა,გისმენ.
-სამგზავრო ჩანთა ხომ გაქვს?-ლიზა ვერ მიხვდა.-1 თვეში პარიზში მივდივართ.-ლიზას გაუხარდა და დაიბნა.
-მართლა?როგორ?რატომ?
-შენს კლასთან ერთად მივდივართ.თათას ველაპარაკე და ყველას შევუთანხმდით.
-დანიელ,ღმერთო...რამ გადაგაწყვეტინა?ისეთ უარზე იყავი,რომ...
-მივხვდი რომ შენთვის ამის გაკეთება შემიძლია.-ლიზა ადგა და მეუღლეს ჩაეხუტა.-მმმ..ასეთი სიურპრიზი უფრო ხშირად უნდა გაგიკეთო,რომ შემდეგ ჩამეხუტო,თორემ ისე არ მეხუტები ხოლმე.-ბიჭმა გაიცინა.
-ახლა დაიმსახურე და მიტომ ჩაგეხუტე.
-მაშინ კოცნასაც ვიმსახურებ.-დანიელმა ეშმაკურად გაიცინა და წარბები აათამაშა.
-არც იფიქრო.-ლიზამ გაწია დდა ისევ სკამზე დაჯდა..დანი გაღიმებული დატოვა... ამის მიუხედავად საღამო კარგად გაატარეს. სახლში დაბრუნებისას,ეკა შეეგება მათ.
-საღამო მშვიდობის.სად იყავით?
-დანიელმა სიურპრიზი გამიკეთა.პარიზში მივყავარ.-ეკას გაუკვირდა.
-მართლა?მიხარია.კარგი ღამე მშვიდობის.-წყვილი ოთახში ავიდა. ისინი ღამით ერთ საწოლში იწვნენ,მაგრამ არ ეხებოდა რადგან მას პატივს სცემდა...
მორიგი დღე გათენდა.
-ლიზა,მე სამსახურში მივდივარ.საღამომდე..
-საღამომდე,კარგი.-დანიელმა ცოლს შუბლზე აკოცა. ლიზა და თათა მაღაზიებში წავიდნენ,ახალი ტანისამოსის ყიდვა უნდოდათ,ამასთან ლაპარაკიც. მაღაზიებში სიარულის დროს,ლამაზი მაჯის საათი დაინახა ლიზამ და ქმრისთვი მოეწონა..
-ქმართან განსაკუთრებული გრძნობა გაქვს.
-მართალია.თვითონ ყველაფერს აკეთებს,რომ მასიამოვნოს...ერთად პარიზში.
-შესანიშნავი ქმარი გყავს.
-ჰო,მართალია...-გოგონამ გაიცინა.-გუკა როგორ არის?
-ყველაფერს ეგუება...
-კარიგა,მიხარია.-გოგონა როდესაც სახლში დაბრუნდა,ლელია შეეგება.
-მოდი შვილო.
-ჩემი ქმარი სახლშია?
-არა შვილო.არ გშია?
-არა მადლობთ..-ლიზა ოთახში უნდა ასულიყო,მაგრამ უცბად შესანიშნავი აზრი მოუვიდა.-ძიძა,შეგიძლია დანიელის საყვარელი საჭმელი მითხრა?-გოგონა თვითონაც ვერ ხვდებოდა ამს რატომ აკეთებდა.
-ხორცის ასორტი.წამოდი.-სამზარეულოში შევიდნენ და ლიზამ თავის ხელით მოამზადა ვახშამი. ტერასაზე გააწყო მაგიდდა,ორისთვის,დანიელი გსკვირვებული იყო,ცოლის ასეთი ქმედებით.
-ასეთი პატივი რით დავიმსახურე?
-ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.-ქმარს ლოყაზე აკოცა.-ეს შენ.-ყუთი მიაწოდა სადაც საათი იდო.
-მადლობ ლამაზო.-საათის გაკეთებაში ცოლი დაეხმარა.დანიელმა ცოლი მასთან ახლოს მიწია,ლიზა ეცადა რომ ქმრის მკლავებიდან განთავისუფლებულიყო.მაგრამ...
-დანი..
-მხოლოდ მადლობის გადახდა მინდა...-და აკოცა,ლიზა თავიდან წინააღმდეგობას უწევდა,მაგრამ შემდეგ გაჩერდა და თვითონაც აკოცა...
-უბრალოდ მადლობითაც დავკმაყოფილდებოდი!
-სულ ბუზღუნებ!აღარ გაკოცებ სანამ თვითონ არ მთხოვ!-ლიზას ეს არ მოეწონა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
ისინი ერთად იყვნენ,თუმცა ორივეს ერთი კითხვა უტრიალებდა თავში.ერთმანეთი მართლა უყვარდათ თუ ამას მოვალეობის მიზნით აკეთებდნენ?ეს ეჭვი ორივეს ქონდა,ყველაფრის მიუხედავად. არც-ერთს არ უთქვამს ერთმანეთისთვის "მიყვარხარ" .... თუმცა ერთი იცოდნენ,ერთმანეთის მიმართ გრძნობა ჰქონდათ და ამას დებილიც კი მიხვდებოდა.



№1  offline წევრი -tiko))

Moklet... komentarebs ar vwerdi mara 1 tavic ki ar gamomitovebia... magariaa da male moxdes ra amat shoris rame siyvaruli mainc auxsnan ra :D nu sheni istoriaa da shen ici magram mainc gitxari
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაია გოგო ხარ მალე დადე

 


№3  offline წევრი Rebel_Rebel

აუ ეს წყვილი რომ დააშორო მოგძებნი და მოგკლავ! არც ერთი ჩხუბი ! უსაყვარლესები არიან! <3

 


№4  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს მაგარია ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent