შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოდვებისთვის...


16-07-2015, 00:46
ავტორი nicol
ნანახია 26 674

გქონიათ მომენტი, როცა ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება? ყველაფერი იცვლება ერთ დღეში... ერთ საათში.... ერთ წუთში... ცხოვრებას წყვეტ და იწყებ არსებობას.
ვინ ვარ მე? ორი ადამიანი: თინი წილოსანი, 21 წლის, რომელმაც წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას უკვე საზღვარგარეთ აპირებს, ან თინათინ წილოსანი, რომელმაც სხვის მიერ ჩადენილი ცოდვებისთვის საკმარისზე მეტი პასუხი აგო.

****
მძიმედ მახსოვს ის დღე, რომელიც ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. უკვე დასაწოლად ვემზადებოდი, ქვემოდან ხმაური რომ შემომესმა. ჩემს იდეალურ ოჯახში, სადაც ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ თქმულა. არ ვაჭარბებ, 21 წლის მანძილზე ჩემი მშობლების შეკამათებაც არ მახსოვს. დედა – ნანა წილოსანი, სამაგალითო ცოლი და იდეალური დედა იყო. არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ ისე გამზარდა, რომ ჩემთვის საყვედურიც კი არ უთქვამს. ძალიან პატარამაც კი ვიცოდი რა იყო კარგი და რა ცუდი. რისი გაკეთება იყო მიღებული და რა სირცხვილი. ყოველთვის ანგარიშს უწევდა ჩემს აზრს. მამა არ იღებდა მონაწილეობას ჩემს აღზრდაში, მაგრამ მის მიმართ ყოველთვის მქონდა უზომო პატივისცემა (რაც დედას დამსახურება იყო) და უზარმაზარი სიყვარული (ეს უკვე თვითონ მამას დამსახურება იყო). ბროლის სასახლეში ვცხოვრობდი. ყველაფერი მქონდა რასაც ვისურვებდი. მატერიალურიც და არა მხოლოდ. თუმცა არასდროს ვყოფილვარ გაზულუქებული მამიკოს გოგო, რომელიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ამჩნევს. ჩემს მშობლებს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ყველა მათ სიყვარულით სავსე და სტაბილური ოჯახს შენატროდა. თუმცა ზომიერება, ისევე როგორც ყველაფერში, მათ ურთიერთობაშიც იგრძნობოდა, მაგრამ იმაში რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები, დარწმუნებული ვიყავი. ვგრძნობდი მათი სიყვარულის ნაყოფი რომ ვიყავი. მამა – შალვა წილოსანი უბრალო ბიზნესმნი იყო, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ოჯახის ყველაფრით უზრუნველყოფა. ერთი შეხედვით იდეალური ოჯახის. იყო კიდეც. იმ დღემდე...
ხმაური ჩემს სახლში?!
ხალათის ამარა გამოვვარდი ოთახიდან და კიბეს ჩავუყევი. ქვედა სართულზე ჩასულს საშინელი სურათი დამხვდა. მამაჩემი მუხლებზე იდგა და ადამიანის ფერი არ ედო, თავზე ორმეტრიანი ახალგაზრდა კაცი წამოდგომოდა და მისთვის შუბლზე იარაღი მიედო. მის უკან, ცოტა მოშორებით კიდე ორი ახმახი იდგა, ისინიც იარაღებით. დედაჩემს ორივე ხელი პირზე აეფარებინა და სასოწარკვეთისგან აღარ იცოდა რა ექნა. მასაც ისევე როგორც მე ვერაფერი გაეგო. რა უნდოდა ამ ხალხს. რატომ გვირღვევდნენ მყუდროებას.
იმ ურჩხულს, მამას თავზე რომ წამოდგომოდა, მუქ შავ თვალებში რომ ჩავხედე, სადაც უამრავი ზიზღი და ბოროტება იკითხებოდა, მივხვდი ხელიც არ აუკანკალდებოდა ისე დაახლიდა ტყვიას.
– მამა! – არც დავფიქრებულვარ, ისე გავექანე და მის გერდით ჩავიმუხლე.
ურჩხულმა, მანამდე ერთ წერტილზე მიყინული მზერა, ჩემზე გადმოიტანა და დავინახე რაღაც შეეცვალა გამოხედვაში. სასოწარკვეთის სხივი გაუკრთა. სულ რაღაც წამის მეასედით, მაგრამ იმდენად დაჟინებით ვაკვირდებოდი, რომ მაინც შევამჩნიე
– შე ახ**რო, მისი ტოლი შვილი გყავს. – ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა.
– რა გინდათ, შვილო, ვინ ხართ? – პირველად ამოიღო ხმა დედაჩემმა – განა ასეთი რა დააშავა?
ურჩხული მთელი ტანით შეტრიალდა დედაჩემისკენ.
– გინდათ იცოდეთ რა დააშავა? მზად ხართ გაიგოთ, როგორი არაკაცის მეუღლე ხართ? – ხმაში ირონია გაურია. – აი, ამის ასაკის გოგო მოკლა! – და იარაღიანი ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.
შევკრთი. თავს ვარწმუნებდი, რომ სიზმარში ვიყავი. იმდენად აბსურდი იყო, რომ რეალობაში ვერ მოხდებოდა. მამაჩემმა ვინმე მოკლა?! რა სისულელეა.
– ჯერ თავგზა აუბნია 20 წლის გოგოს. ათას რამეს დაჰპირდა. ჰა, ასე არ იყო? – მამაჩემს მიუბუნდა, რომელსაც თავი ჩაეხარა და ხმას არ იღებდა. – ცოლად მოყვანასაც ხომ არ დაპირებულხარ? მაგრამ როგორ დაპირდებოდი, უკვე გყავდა ცოლ-შვილი, შენი დედა *****, ასეთი რა გაუკეთე, ასეთი რა უთხარი, სიცოცხლით სავსე ბავშვმა თავი რომ მოიკლა?
მეხის გავარდნას ჰგავდა ეს სიტყვები. დედაჩემისკენ გავიხედე, რომელსაც უკვე ლურჯი ფერი ედო. ასეთი არასოდეს მენახა, ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი ქალი ახლა კანკალს აეტანა.
– სიცოცხლის ღირსიც არ ხარ შე ნაბი**არო, იმ იმედით გაგიხვრიტავ შუბლს, რომ საიქიოშიც ვერ შეაწუხებ ჩემს დას. მისი უმანკო სული სამოთხეში დაიმკვიდრებდა სასუფეველს შენ კი... შენთვის ჯოჯოხეთის ცეცხლიც ცოტაა შე ახ**რო.
– არ გაბედო! – ყვირილით ავეტუზე წინ შემართულ იარაღს. მე თვითონაც არ ვიცი რამ მომცა ძალა, მაგრამ რასაც ვუყურებდი უსამართლობად მეჩვენებოდა. რატომ უნდა ეგო პასუხი მამას, თუ ვიღაც გოგომ თავი მოიკლა? ბოლომდე ვერ ვაანალიზებდი რაში სდებდნენ ბრალს.
თვალებში ჩამხედა. მერე მზერა მამაჩემზე გადიტანა.
– ბატონო შალვა, შესანიშნავი ქალიშვილი გეზრდებათ. ერთადერთი იმედი არა? – იმდენი ირონია და ღვარძლი იგრძნობოდა ამ სიტყვებში. – ძალიან კარგი, თქვენი ქალიშვილი გადაიხდის თითოეული შეცდომისთვის. მძიმე მემკვიდრეობა გერგო, გოგონი, – ახლა მე მომიბრუნდა. – მაგრამ არა უშავს, გეტყობა ძლიერი გოგო ხარ, გაუძლებ.
იარაღი დაუშვა, ხელი მომკიდა და კარისკენ წამიყვანა.
– ბავშვს ხელი გაუშვი და მე რაც გინდა ის მიქენი. – მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად გავიგე მამაჩემის ჩახლეჩილი ხმა.
– არა, ბატომო შალვა, შენ რაც არ უნდა გიქნა, რაც არ უნდა გატკინო, მაინც ვერ მიხვდები ახლა მე რას ვგრძნობ. არაააა, მაგ დამპალ სულზე დაგაჭერ წიხლს. უნდა იგრძნო როგორია, როცა სიცოცხლის ერთადერთ აზრს გართმევენ.
ზურგსუკან კარი რომ მიიხურა, დედაჩემის განწირული ხმა გავიგე.
– შალვაააა! გააკეთე რამე, სად წაიყვანეს ბავშვი?
შავი მაქანის უკანა ხედვის მინიდან ძლივს მოვკარი თვალი დედაჩემს, რომელიც მორბოდა მანამ, სანამ შეეძლო. ბოლოს ჩაიკეცა და თოვლში უღონოდ ჩაემხო.
იმ დღეს დავემშვიდობე უზრუნველ ცხოვრებას და ზუსტად იმ დღეს დამთავრდა ჩემი ბავშვობა. იმ ყველაფრის მერე რაც გადავიტანე, სიცოცხლის პირველი 21 წელი ნამდვილად ბავშვურ, უზრუნველ ცხოვრებას ჰგავდა. რომელიც მაშინ დამთავრდა, როცა ნიკოლოზ წერეთელი გავიცანი.




****
იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი. როდის აღმოვჩნდი მანქანის უკანა სავარძელზე, როდის დაჯდა ერთ-ერთი ახმახი საჭესთან, მეორე ჩემს გვერდით, ურჩხული კი წინა სავარძელზე.
– ხვდებით მაინც რა გააკეთეთ? – ამაყად გადავხედე თანამგზვრებს. – საკუთარ განაჩენს მოაწერეთ ხელი.
ხმა არცერთს ამოუღია.
– ციხეში ამოლპებით მთელი ცხოვრება, მეცოდებით. – სასოწარკვეთილი ირონია იგრძნობოდა ჩემს ხმაში, ამითი უფრო თავს ვიმშვიდებდი, ვიდრე ვიმუქრებოდი.
– თუ ახლავე არ გააჩუმებ ენას, დავივიწყებ რომ შურისძიების იარღი ხარ და აქვე გაგასხმევინებ ტვინს! – არც მობრუნებულა, ისე დამიღრინა ურჩხულმა.
მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა. კარები გამიღეს და ფეხზე ცივი თოვლის შეხება, რომ ვიგრძენი მაშინ გავიაზრე, ფეხშიშველი და სააბაზანოს ხალათით ვიყავი წამოსული. თმაც კი არ შემშრობოდა ჯერ. „ყოჩაღ თინი, ფილტვების ანთება არ აგცდება“ – გავიფიქრე და გულიანად გამეცინა: „ნეტავ, დღეს ფილტვები და სხვა ორგანოები მთელი შეგრჩეს და ანთებას ვინღა ჩივის“. უბოდიშოდ გამატარეს მთელი გზა მანქანიდან სახლამდე თოვლში ფეხშიშველი. ეს დალოცვილიც რამხელა ეზო ჰქონია ამ სახლს?! ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი.
უზარმაზარი სახლის, უზარმაზარ ფოიეში შევედით მხოლოდ მე, ურჩხული და ახმახი, რომელიც გვერდით მეჯდა, საჭესთან მჯდომი არ შემოგვყოლია. სრული სიჩუმე იყო გამეფებული, თითქოს არავინ ცხოვრობდაო. ავიარეთ უზარმაზარი კიბე. ერთ პატარა ოთახში შემიშვეს და კარი გარედან გადაკეტეს.
თინი, ტუსაღი ხარ. მთელი ბავშვობა პრინცესობაზე ოცნებობდი და აჰა, კოშკის ბოლო სართულზე გამოკეტილს ურჩხული გდარაჯობს. იუმორი გადაარჩენს სამყაროს. უფრო თვით ირონია.
მეშინოდა თუ არა? გულის წასვლამდე მეშინოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, იმდენად აბსურდად მეჩვენებოდა მიზეზი, რის გამოც აქ წამომიყვანეს, რომ ქვეცნობიერად ვფიქრობდი რაღაც შეცდომა იყო, მალე გაირკვეოდა ყველაფერი და სახლში თავისი ფეხით დამაბრუნებდნენ.
როდის მივხვდი რომ არც ისე კარგად იყო ყველაფერი, როგორც ვიმედოვნებდი?
ის ფოტო რომ ვნახე.
****
მეორე დილით, ოთახში სანდომიანი სახის გოგნა შემოვიდა, ლანგარზე დაწყობილი საუზმით. „გემრიელად მიირთვითო“ – დამიბარა და ოთახიდან ისე გავიდა კარი არ გადაუკეტავს. ხომ ვამბობდი აქ რაღაც შეცდომაა და მალე სახლში დამაბრუნებენ-მეთქი? ოთახიდან ცხვირაწეული გამოვედი. საკუთარი შეცდომისგან განადგურებულს და სირცხვილისგან ბოდიშებადდაღვრილ ურჩხულს ველოდი, მაგრამ არავინ დამხვდა. დაბლა ჩავედი. სრული სიჩუმე. ეტყობა ერიდება და გადაწყვიტა საერთოდ არ დამენახოს. (ფანტაზია მააააქვს?! ნუ იტყვით).
კარგი, სანამ მომაკითხავენ „კოშკს“ დავათვალიერებ. კინაღამ დავიკარგე იმდენი ოთახი იყო. ვაღიარებ, ჩემს სახლზე დიდი სახლიც ყოფილა, ბევრად დიდი. ქვეცნობიერად ალბათ იმ გოგონას რაიმე კვალს ვეძებდი, რომელმაც თავი მოიკლა. მივაგენი კიდეც, ერთ-ერთ ოთახში, რომელიც სავარაუდოდ მისი უნდა ყოფილიყო. კედლები აჭრელებული იყო ახალგაზრდა გოგონას პორტრეტებით, ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო, რაღცით ჰგავდა ურჩხულს, მაგრამ ბევრად კეთილი გამოხედვა ჰქონდა. ვერაფრით დამეჯერებინა ასეთი თვალების პატრონს, როგორ შეეძლო თავი მოეკლა. ოთახს თვალი მოვავლე. ყველაზე დიდი ადგილი საწერ მაგიდას ეჭირა, რომელზეც უწესრიგოდ იყო მიყრილი ხელნაწერები. რაღაც ჩანაწერები, თარიღებით და უბრალო ფანქრით შესრულებული პატარ-პატარა სურათებით გაფორმებული. დღიურს აწარმოებდა ალბათ. ისე საინტერესოა თვითმკვლელის ჩანაწერების წკითხვა. ნეტავ, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი? ვერ გავბედე ხელში ამეღო და წამეკითხა. გამახსენდა, როგორ გავბრაზდი, პატარაობაში ჩემი დღიური, საკუთარმა 17 წლის ბიძაშვილმა, გამოთქმით რომ წაიკითხა მთელი სანათესაოს წინაშე. მაშინ ერთი ქერა ბიჭი მომწონდა ბაღში და მისთვის მიძღვნილი ლექსებიც მთელი გრძნობით წაუკითხა აუდიტორიას. მას მერე ვერიდებოდი სხვის პირად ჩანაწერებში უკითხავად ცხვირის ჩაყოფას. საკუთარ ტყავზე მქონდა გამოცდილი, როგორი მწარე იყო. სამაგიეროდ გავბედე და იქვე სკამზე გადაკიდებულ კაბას დავწვდი. ჩემი აღნაგობის ყოფილა. მოვიზომე, დღემდე ვერ ვაანალიზებ, რამ გამაბედინა მისი კაბის ჩაცმა, თუმცა რამდენიმე წუთის მერე, სკამზე მისი კაბის ნაცვლად, ჩემი სააბაზანოს ხალათი იყო გადაკიდებული. ოთახის თვალიერება განვაგრძე. ერთ ადგილს მივეყინე, როცა საწერ მაგიდაზე ქაღალდების შორის მიკარგულ ფოტოზე, ნაცნობ გამოხედვას წავაწყდი. ხელის კანკალით ავიღე. „მარიკო და შალვა. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად. – 2013 წლის გაზაფხული“ – ეწერა სურათს. ხელიდან გამივარდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი. აი, მაშინ მივხვდი რომ ხუხულასავით დამენგრა, 21 წლის მანძილზე ნაშენები ცხოვრება.
ზურგსუკან გახშირეული სუნთქვა ვიგრძენი. შემოვტრიალდი და ღია კარებში ურჩხული დავინახე. სურათის ნახვით იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ უფრო მეტი ემოცია შეუძლებელი იყო, სწორედ ამით ვხსნი იმას, რომ მაშინ თავქუდმოგლეჯილი არ გამოვიქეცი იქედან. თვალებში ისეთი გააფთრება და ზიზღი ეტყობოდა, რომ შესძლებოდა ერთი შემოხედვითაც გამაფრთხობინებდა სულს. ხელი მომკიდა, მომკიდა კი არა ჩამავლო და ოთახიდან გამათრია. ფურცელივით მიმაფრიალებდა. კიბის თავზე შეჩერდა, თითქოს ახლა გაიაზრაო, მობრუნდა და დაჟინებით დამაშტერდა. ჯერ ვერ მივხვდი რას უყურებდა, ბოლოს ხელები წამოიღო და საყელოში ჩამავლო, სულ ცოტა ძალისხმევა დასჭირდა და კაბის ნაფლეთები უკვე ხელში ეჭირა.
–არ გაბედო მეორედ შენი დამპალი ხელებით მის ნივთებს შეეხო. – კბილებში გამოსცრა და საცვლების ამარა დარჩენილი, ხელის კვრით შემაგდო ოთახში.
ვერ აგიწერთ რა ვიგრძენი. შიში, სირცხვილი, დამცირება, სასოწარკვეთა. ყველა ის გრძნობა, რაც 21 წლის მანძილზე ერთხლაც არ მიგრძვნია. აი მაშინ მივხვდი რომ ცხოვრება შევწყვიტე და გავაგრძელე უბრალოდ არსებობა.
ფანჯარასთან მივლასლასდი და საბოლოოდ მომეღო ბოლო, როცა ეზოში, კაბას რომელიც ცოტა ხნის წინ ზედ მეცვა, ცეცხლი ეკიდა და იფერფლებოდა. დაიფერფლა ჩემი სხეულიც, გონებაც, გრძნობაც და გავაგრძელე უბრალოდ არსებობა.


****
ნიკოლოზ წერეთელი.
ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, წარმატებული ბიზნესმენი და გავლენიანი ფიგურა. მასზე თითქმის არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის რომ, მის სახელს ყველა მოწიწებით წარმოთქვამდა. ერთადერთი ინფორმაცია, რომელმაც პრესაში გაჟონა:
„ცნობილი ბიზნესმენის დამ, მარიამ წერეთელმა, თავი მოიკლა.“
„რა გახდა სუიციდის მიზეზი?“
„შურიძიება თუ თვითმკვლელობა? მარიამ წერეთლის გარდაცვალებას, მისი ძმის, ცნობილი ბიზნესმენის, ნიკოლოზ წერეთლის საქმიანობას უკავშირებენ.“


****
მშობლები, რომ გარდაეცვალათ, მარიამი 9 წლის იყო, ნიკუშა 19-ის. მაშინ ეგონა, სამყაროს აღსასრული დადგაო. არ იცოდა რა უნდა ექნა, როგორ მოქცეულიყო. მშობლები სტკიოდა. ათჯერ მეტად მარიკოს ცრემლები სტკიოდა. არ იცოდა როგორ აეხსნა პატარა დისთვის, რატომ აღარ ეყოლებოდა დედა და მამა გვერდით. 9 წლის ბავშვს დეპრესია დაეწყო. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თითქმის 2 წელი, ამ მდგომარეობიდან რომ გამოეყვანა. მას მერე, ისე ექცეოდა და უფრთხილდებოდა, როგორც ფაიფურის თოჯინას. მისი ნებიერა იყო. ყველა სურვილს უსტყვოდ უსრულებდა, მაგრამ არც მარიკო აწუხებდა ზედმეტი კაპრიზბით. მარიკო ბებიასთან წაიყვანა, სოფელში. თვითონ კი ქალაქში დაბრუნდა მამის დაწყებული საქმე უნდა გაეგრძელებინა. არავის მისცემდა უფლებას ეთქვა, გიორგი წერეთლის დანატოვარი ქარს გაატანესო. მანამდე მოსიყვარულე, ყურადღებიანი ბიჭი, ცივსისხლიან ბიზნესმენდა იქცა, ერთადერთი მარიკო იყო ის, ვინც მასში სათუთ და მზრუნველ გრძნობებს აღძრავდა და არ აძლევდა საშუალებას საერთოდ დაეკარგა ადამიანობა. მარტო მარიკოსთან იყო ლაღი, მხიარული, ბედნიერი და სუსტიც კი. მისი პატარა დაიკო, მისი სისუსტე იყო. სკოლა სოფელში დაამთავრა გოგონამ. ნიკამ თბილისში წამოიყვანა უნივერსიტეტში, რომ ჩაებარებინა. ისიც შესთავაზა საზღვარგარეთ გაგიშვებ სასწავლებლადო, მაგრამ, მარიკომ სასტიკი უარი განაცხადა, ისედაც ძლივს გხედავ ხოლმე და სხვა ქვეყანაში როგორ გავძლო შენი და ბებიკოს უნახავადო. უზარმაზარი სითბოს მარაგი ჰქონდა ამ ერთი ციდა გოგოს. ბევრი ეხვეწნენ მარიამ ბებოსაც: შენც თბილისში წამოდი, რა დაგრჩენია მაგ მიყრუებულშიო, მაგრამ მოხუცს არაფრის გაგონება არ უდოდა. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ამ სამოსახლოში გავლიე და ცხონებული შოთას სულთან არ ვიქნები მართალიო. დავრჩები, დედა, მე აქ და იმითი გავიხარებ, რომ ყოველ ზაფხულს ჩემი კუდრაჭა გოგო ისევ ჩამომაკითხავს და სიხარულით აავსებს მთელ სახლსო.
– „ცხონებული შოთას“ სულს მე მოველაპარაკები შენ ოღონდ წამოდიო, – ღიმილით ეუბნებოდა ნიკუშა, მაგრამ ვერაფერი გააწყო.
თვითონაც იცოდა, რომ ფეხის გამომდგმელი არ იყო იქიდან, მაგრამ მაინც ცდილობდა. სოფლის სახლის დატოვება მაშინაც არ უყვარდა, როცა ქალიშვილი და სიძე ცოცხალი ჰყავდა და ახლა მითუმეტეს, ეძნელებოდა მოხუცს იმ სახლში შესვლა, სადაც შვილი აღარ დახვდებოდა. ქვეცნობიერად არწმუნებდა თავს, რომ ცოცხალი იყო და უბრალოდ მასთან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ასე უფრო ადვილი იყო.
ნიკუშა საქმეებით იმდენად იყო დაკავებული, რომ გამოეპარა მარიამში ცვლილებები. ძალიან გვიან შეატყო დეპრესიის ნიშნები. გამოეპარა საჭირო მომენტი. უკვე ძალიან გვიან იყო. თავს ვერ პატიობდა ამას. მისი შურისძიების გეგმა, რაღაც დოზით საკუთარი თავის დასჯაც იყო.
თვითონ ჩამოხსნა თოკიდან. მისი უსულო სხეული ხელზე ჰყავდა გადასვენებული და მასთან ერთად თვითონაც მოკვდა. მარიკოსთან ერთად დამარხა საკუთარი სული. კიდევ ერთხელ მოუწია საფლავზე დამხობილს ქვითინი მარო ბებიას. კიდევ ერთხელ დაინახა საკუთარი უსუსურობა ნიკოლოზ წერეთელმა. კიდევ ერთხელ მიაყარა მიწა საკუთარ სისხლსა და ხორცს. რამდენს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?!
ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავიგე. მანამდე ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.


****
იმ დღეს საერთოდ არ გამოვსულვარ ოთახიდან. კარი ღია იყო, მაგრამ არ შემეძლო. მთელი დღე ლოგინზე დამხობილს ტირილის ძალა რომ აღარ შემრჩა, უბრალლოდ ვიწექი და ბოლო დღეებში მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი.
ვერაფრით გადამეხარშა გონებაში, ის ფაქტი რომ მამაჩემს შეეძლო რომანი გაება და ისიც ვისთან?! ჩემ ტოლ გოგონასთან. ისე აებნია თავგზა, რომ თვითმკვლელობამდე მიეყვანა ადამიანი. ვფიქრობდი და ვერაფრით ვიხსენებდი, ჩემს მშობლებს შორის გაციებულ ურთიერთობას. 2013 წლის გაზაფხულზეც ჩვეულებრივად მოსიყვარულე მამა და მეუღლე იყო. ნუთუ ადამიანს ასე შეუძლია თამაში? ტვინი ადუღებას იწყებდა უკვე, კარზე ფრთხილი კაკუნი რომ გავიგე. მე ისევ საცვლების ამარა ვიყავი ლოგინზე დამხობილი. კაბა ტანზე შემომახიეს, ხალათი კი იმ ოთახში დამრჩა, რომელში შესვლასაც, ალბათ ცხოვრებაში ვეღარასოდეს გავბედავდი. წამოვხტი და ტანზე საწოლის გადასაფარებელი შემოვიხვიე. კარი გაიღო და ზღურბლზე ისევ ის გოგონა გამოჩნდა, დილით საუზმე რომ შემომიტანა (რომელიც ისევ ხელუხლებელი იდო საწოლის გვერდით). ცალ ხელში ახალი ლანგარი ეჭირა, მეორეში ჩანთა. შემოვიდა, გამიღიმა და ჩანთა კარის უკან დადო.
– საუზმისთვის ხელი არ გიხლიათ. – მითხრა მშვიდად და ლანგარი ტუმბოზე ჩამოდო. – თქვენებმა ტანსაცმელი გამოგიგზავნეს. – და ჩანთაზე მანიშნა.
„თქვენებმა“ – ეს სიტყვა ისე მოხვდა ყურს, რომ გამაჟრჟოლა. ესე იგი ტანსაცმელი გამომიგზავნეს. ანუ შეეგუენ იმას, რომ მე ამ ჯოჯხეთში უნდა მეცხოვრა. ყურები დამიგუბდა და გუგუნი დაიწყო. ერთადერთი იმედიც, რომ ვინმე მიშველიდა გაქრა. მორჩა აქ ვრჩები, ვწყვეტ სიცოცხლეს და ვაგრძელებ არსებობას.
– მე ნათია მქვია, მოახლე ვარ და თუ რამე დაგჭირდათ სამზარეულოში ვიქნები. – გამიღიმა, ძირს დადგმული დილანდელი ლანგარი აიღო და კარისკენ გაემართა. – ჯობია რამე ჭამოთ, თორემ ისედაც გამხდარი ხართ და ძალა გჭირდებათ.
მომშიებოდა. ნათიას თბილმა სიტყვებმა თავისი გააკეთა და მადიანად შევექეცი ვახშამს.
ტანზე მოფარებულმა ადიელამ რომ შემაწუხა, ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე. მესიკვდილებოდა ამობარგება, თითქოს ამითი უკანასკნელ იმედს ვიკლავდი, რომ სახლში დაბრუნებას შევძლებდი. ყველაფერი ჩაეწყოთ რაც მჭირდებოდა. ყოჩაღ დედაჩემო, არაფერი დაგვიწყებია. ეს ირონია დამღუპავს მე. თითქმის ამოლაგებული მქონდა ჩანთა რაღაც ცივი და მძიმე რომ მომყვა ხელში. მთელი ტანით ვკანკალებდი და ლოგინზე ნაჭერში გახვეულ იარაღს თვალს არ ვაშორებდი. რა იყო ეს? რისთვის ჩამიდეს იარღი? რისი თქმა უნდოდათ ამით? მომეკლა და თავი დამეხსნა? შეუძლებელი იყო. იარაღი ისევ ნაჭერში გადავახვიე და ხელისკანკალით ტანსაცმლის უჯრის სიღრმეში შევინახე.
ლოგინში შევწექი და ემოციებისგან გადაღლილს ჩამეძინა.


****
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. სტრესის ბრალი იყო. თბილმა აბაზანამ მიშველა. კარებთან მივედი და სმენად ვიქეცი. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ოთახიდან ფრთხილად გამოვედი კიბეებით დაბლა დავეშვი. უამრავ ოთახში სამზარეულო ძლივს ვიპოვე პირველ სართულზე. ღიღინი ისმოდა, ნათია ღიღინებდა. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ გოროზ სახლში.
– გაიღვიძეთ უკვე? – შემომანათა დიდი თვალები – ჯერ რომ არ გამიმზადებია საუზმე?
– ნათი, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თქვენობით არ გვინდა რა? ამ სახლში შენზე დაბალი რანგის ადამიანი ვარ. თავი ფეხის საწმენდი ტილო მგონია.
– ეგრე ნუ ამბობ. – ბატონი ნიკა სულაც არ არის ცუდი ადამიანი, უბრალდ ცხოვრებაში ძალიან ბევრის გადატანა მოუხდა.
– ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. გუშინ მივხვდი რომ მნიშვნელობა უკვე ბევრ რამეს აღარ აქვს. – თვალები ცრემლით ამევსო.
– ყველაფერი მოგვარდება. – თვითონაც აუცრემლიანდა თვალები და მომეხვია.
თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ავზლუქუნებულიყავი.
საუზმის მომზადებაში მივეხმარე, ერთად ვისაუზმეთ და ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. არც კი მჯეროდა. იმედის სხივი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ნათიას ჩემი ცხოვრების შესახებ ვუყვებოდი, ნაბიჯების ხმა რომ გავიგე და შეშინებული უკან მივბრუნდი. სამზარეულოს კარებში ნიკა იდგა. კინაღამ იქვე ჩავიკეცე. გულის წასვლამდე მეშინოდა მისი.
– ნათი, მგელივით მშია, მაჭამე რამე რა. – გავიგე ნიკას ზურგს უკან და სამზარეულოში ერთ-ერთი იმ ახმახთაგანი გამოჩნდა, ჩემს გვერდით რომ იჯდა მანქანაში.
ჩემს დანახვაზე ცოტა შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და მომესალმა.
– დილა მშვდობის, თინი! – შევკრთი, არც კი მეგონა ჩემი სახელი თუ იცოდა. დაბნეულობისგან ისიც ვერ მოვიფიქრე პასუხი გამეცა, ისევ ისე აწურული ვიდექი სამზარეულოს კარადასთან.
– ახლავე, ბატონო დიმა. – მდგომარეობიდან ნათიამ გამომიყვანა და გაზის ქურიკენ მიტრიალდა.
– ნათი, რამდენჯერ გითხარი ეგ ბატონო მოაშორე, თორე ხმას არ გაგცემ ცხოვრებაში-თქო? – წარბი ასწია. კარებში გახიდული ნიკა გვერდზე გაწია და ოთახში შემოალაჯა.
გასასვლელი განთავისუფლდა და სასწრაფოდ დავტოვე სამზარეულო, ისედაც სული მეხუთებოდა უკვე. გასვლისას ნიკასთან ძალიან ახლოს მომიწია ჩავლა, თითქმის საფეთქელზე ვიგრძენი მისი სუნთქვა. ღრმად სუნთქავდა.
– გემრიელად მიირთვით – ძლივს გასაგონად ჩავიბუტბიუტე გასვლისას.
კიბეზე სწრაფად ავირბინე. ბოლო საფეხურზე სულის მოსათქმელად შევჩერდი და ნიკას ნათქვამი ფრაზა გავიგონე:
– საუზმე აუტანე?
– ერთად ვისაუზმეთ – ყურს მისწვდა ნათიას წკრიალა ხმაც.
მეტი ვერაფერი გავიგე. ოთახში შევედი და საღამომდე არ გამოვსულვარ იქიდან.


****
ნიკა თითქმის სულ გასული იყო. ამ დროს სრული თავისუფლება მქონდა და ძირითადად ნათიასთან ერთად ვიყავი. საქმეში ვეხმარებოდი. რამით ხომ უნდა დავკავებულიყავი, უსაქმურობისგან ვკვდებოდი. როცა ნიკა სახლში იყო, ვცდილობდი ფეხაკრეფით მევლო, ზედმეტად არ გავჩხეროდი თვალში. იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ არ მამცირებდა და შეურაცხყოფას არ მაყენებდა. იტყვით ალბათ, მარტო ამით არ უნდა დაკმაყოფილებულიყავი, პროტესტიც უნდა გამოგეთქვა, შენი ბრალი არაფერი იყო და ეს ყველაფერი უსიტყვოდ არ უნდა აგეტანაო. მართალიც ხართ, მაგრამ ვგრძნობდი მამაჩემის დანაშაულს, ამით მინდოდა ცოტათი მაინც შმემსუბუქებინა და გამომესყიდა მისი ცოდვა. არ დამიჯერებთ, მაგრამ იმ სახლში მივხვდი, რამხელა ტკივილი ტრიალებდა ნიკას გულში, სახელად მარიამი. ნათიასგან ვიცოდი, როგორი არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ და ვხვდებოდი რა მძიმე იქნებოდა მისი დაკარგვა. არ იფიქროთ, რომ ნიკას გავუგე და ვამართლებდი. არა, უბრალოდ ბედს დავემორჩილე. გქონიათ შეგრძნება, როცა მეტისმეტი ტკივილისგან, უკვე ვეღარაფერს გრძნობთ? ზუსტად ასე ვიყავი. იმხელა სტრესი იყო ჩემი სახლიდან წამოყვანა და მშობლების ამდენი ხანი უნახაობა, რომ საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი. გრძნობები გავთიშე.
მისგან რას ვგრძნობდი? სრულიად არაფერს. ვერ მამჩნევდა. ასე სჯობდა კიდეც, სიძულვილს იგნორირება სჯობდა.
იმ დილას ადრე გამეღვიძა. სახლში სიჩუმე მეფობდა. ფანჯრიდან გავიხედე, ნიკას მანქანა კარებთან არ იდგა. ყოველ დილით მძღოლს გამოჰყავდა და ჭიშკართან აყენებდა. ანუ, თუ მანქანა აღარ იდგა, ესე იგი პატრონი უკვე წასული გახლდათ. სწრაფად ჩავიცვი და დაბლა ჩავირბინე. ნათია წასასვლელად ემზადებოდა და თან ვიშვიშებდა: „რაღა მეშველება, პროდუქტების საყიდლად წასვლა დამაგვიანდა და ალბათ მომზადებას ვეღარ მოვასწრებ. არა და მაიცდამაინც დღეს დიმაც უნდა მოვიდეს სადილადო“.
– კაი ნათი, რა. შენ და რამე ვერ მოასწრო? ვერცხლის წყალი ხარ სუფთა. – გავუღიმე – დაიბარე რა არის გასაკეთებელი და გავაკეთებ.
ჩემი მხსნელი ხარო, მითითებები მომცა, ლოყაზე მაკოცა და სასწრაფოდ გავარდა სახლიდან. მეჩვენება თუ დიმას ხსენებაზე თვალები უბრწყინდება? კარგი გოგოა ნათია, ბედნიერებას იმსახურებს.
ბოსტნეულის დაჭრით ვიყავი გართული, ნაბიჯების ხმა რომ მომესმა.
– არა ნათი ვაღიარებ, ვერცხლის წყალი კი არა, რაკეტა ხარ სუფთა. მე ჯერ მისულიც არ... – სიტყვა შუაზე გამიწყდა სამზარეულოში შემოსული ნიკა რომ დავინახე და შიშისაგან უზრმაზარი ალესილი დანა თითზე გადავისვი.
გაჭრილი ხელი უკან წავიღე და ონკანთან შიშით ავიწურე. რამდენიმე წამს უსიტყვოდ მიყურა. (ეტყობა სიამოვნებს, მის დანახვაზე რომ ვიზაფრები. ტკბება ჩემი წვალებით.) გაჭრილი თითიდან წამოსულმა სისხლმა ფეხებთან პატარა გუბე დააყენა. მომიახლოვდა, უკან დამალულ ხელზე ხელი მომკიდა და მოშვებულ ონკანს შეუშვირა. მისკენ ზურგით აღმოვჩნდი შებრუნებული. მიუხედავად იმისა რომ წყალი ყინულივით ცივი იყო, ხელი მაინც მიხურდა. მის სუნთქვას ყელთან ვგრძნობდი და ერთიანად ვკანკალებდი.
– ჩემი გეშინია? – პირველად მომმართა, მას მერე, რაც პირველივე დღეს კაბა შემომახია და საცვლების ამარა დამტოვა. როგორ განსხვავდებოდა მაშინდელი ინტონაცია ამისგან. მაშინ შიშისგან ვერ ამოვიღე ხმა, ახლა მღელვარებისგან.
სისხლდენა არ წყდებოდა, ეტყობა ღრმა ჭრილობა იყო. ხელი არ გაუშვია, ისე წამიყვანა და სკამზე დამსვა. რომელიღაც უჯრიდან ბინტი, ბამბა და სადეზინფექციო საშუალება ამოიღო. ჭრლობა დამიმუშავა. ამეწვა. ვერ შევძელი ემოციის შეკავება და ამოვიკვნესე. დაიხარა და ჭრილობას სული შეუბერა. უარესი იყო. ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი კარებში ნათია რომ შემოკაკუნდა.
– აბა, რა ქენი, დიასახ... – სიტყვა შუაზე გაუწყდა, ჩემს წინ ჩამჯდარი ნიკა, რომ დაინახა, რომელიც მონდომებით უბერავდა სულს გაჭრილ თითს. – უი, ბატონო ნიკა, ასე ადრე არ გელოდით. – არასდროს არ იბნევა ეს გოგო.
თითის გადახვევას მორჩა და ფეხზე წამოდგა, მე შურდულივით გავვარდი გარეთ. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ეზოში გავედი, ისე რომ არაფერი მომიცვამს და შუაგულ თოვლში გავწექი. შემეძლო დამეფიცა, რომ დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. რამდენი წუთი ვიწექი თოვლში არ დამითვლია. ერთიანად გაყინული შემოვედი სახლში და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავემართე.
– გაცივდები და ფილტვების ანთება დაგემართება. – მივიხედე, თავისი ოთახის კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი იდგა. გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ ისეთი მკაცრი და საშიში ქონდა.



№1  offline წევრი Sexy Mädchen

როგორ მომეწონნა :3 უფრო დიდ თავს ველოდები:)
--------------------
:)

 


№2  offline წევრი brooklynbaby

მომეწონა :)) ძალიან დახვეწილი სტილია. გამართულად და თავისუფლად წერ, პირველ რიგში სათაურმა დამაინტრიგა და კიდე ის ეპიზოდი მომეწონა მარიამის და ნიკოლოზის შესახებ რომ იყო. წერის ნიჭი ნამდვილად გაქვს, ყოჩაღ! სულმოუთქმელად გელოდები

 


№3  offline წევრი Unnamed

Simartle gjtxra ar vapirebdi wakitcvas. Magram kidev kargi wavikitxe. Dzalian mommewona.veli shemdeg tavs.imedia male iqneba

 


№4  offline წევრი puska

Geli.....dzalian momewona

 


№5  offline წევრი bar bare

Dzalian dzalian momewona, gamartulad da sainteresod wer. Velodebi axal tavs

 


№6  offline წევრი გვირილა ♡

როგორ მომეწონააა.. ♡♡♡
მიხარია შენი სახით კიდევ ერთი "მშვენიალური" მწერალი რომ შეემატა ♡
ველი გაგრძელებას და დიიიდ თავს :დ ♡♡♡♡

 


№7  offline ადმინი შამანი

პანელში გასწორებისას თვალი გადავავლე და ძალიან დამაინტერესა,ამიტომაც სრულად წავიკითხე. ♥ მიხარია,რომ მე შემხვდა გასასწორებლად,თორემ ვინ იცის იქნებ არც წამეკითხა.
ძალიან მომეწონა,საინტერესოდ წერ.იმედია არ დაიკარგები. წარმატებები. ♥
პ.ს.სათაურმა მომხიბლა.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8  offline წევრი ფსიქო.13

mshvenialuria...
kai xania,aseti naweri ar wamikitxavs.
did tavs ver mogtxov,sakmaod didi iyo...
ai ubralod,ar vici,martla dzalian momewona,weris nichit gamoirchevi da,axal tavs veli <3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№9  offline წევრი ukideganod martosuli

dzalian nichieri xar

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიმე როგორი მაგარი იყო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11 სტუმარი manana

ძალიან მომწონს კარგია

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

აიიი სულ სულ თავიდან დავიწყე

 


№13 სტუმარი სტუმარი ნონა

გაგრძელება არარის ჯერ დადებული?

 


№14 სტუმარი Ciuri ciuri

ძალიან მომეწონა გაგრძელება აქვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent