შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო არჩევანი (4)


16-07-2015, 15:04
ავტორი anuki_just love
ნანახია 2 720

დიდხანს ვრეკე,მაგრამ არ მპასუხობდა,ბოლოს გადავწყვიტე მისამართი გამეგო,დიდხანს ვეღიჯე დეკანს,რა არ მოვატყუე და ბოლოს მომცა მისამართი.მანქანაში ჩავჯექი და მათთან წავედი,რატომ მივდიოდი ამის ახსნა არ მქონდა,რატომ მაინტერესებდა ასე ეს ბიჭი და მისი ცხოვრება,კორპუსის წინ გავაჩერე და გადმოვედი,ლიფტს არ დავლოდებივარ,კიბით ავედი.ცოტა ავნერვიულდი როცა დავაკაუნე,ღრმად ჩავისუნთქე და დაველოდე ვინ გააღებდა
-დინა?-კარები გაგამ გამიღო
-გაგა კარგად ხართ?-შიგნით დავიწყე თვალების ცეცება
-აქ რა გინდა?-გაოცებული მიყურებდა
-მე,მე ვიფიქრე რამე ხომ არ დაემართათთქო რომ აღარ გამოჩნდით-ბორძიკი დავიწყე მეუხერხულა
-ყველაფერი კარგადაა
-ქალბატონი ნატო სადაა?
-სიცხე აქვს,მალე გამოკეთდება
-შეძლება ვნახო?-შინ ინტერესით ვიცქირებოდი
-შემოდი-გამომეცალა რომ შევსულიყავი,მაგრამ აშკარად არ ესიამოვნა ჩემი სტუმრობა.
ჩვეულებრვი სახლი,არაფერი განსაკუთრებული,ნატოს ოთახისკენ მიმითითა,მეც მასან შევედი
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო ნატო?
-დინა,შვილო შენხარ?-გამიღიმა
-კი მე ვარ,გაგამ სიცხე აქვსო და მოგკითხეთ,ხომ არაფერი გჭირდებათ?
-არა, არაფერი-ცივად გამცა პასუხი გაგამ
-შვილო რამე შესთავაზე გოგოს,დინა ყავას ან ჩაის დალევ?-მაინც რა თავაზიანი იყო ნატო
-არა,არ შეწუხდეთ,უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ იყავით,ახლა კი წავალ,გამოჯანმრთელებას გისურვებთ-გავუღიმე და გასასვლელისკენ გამოვედი
-კარგად გაგა
-კარგად-მკაცრად გამცა პასუხი და კარები ცხვირწინ მომჯახუნა
ცოტა არიყოს მეწყნა,მე მათ მოსაკითხად მოვედი ის კი როგორ შემხვდა,უზრდელი! მანქანაში ჩავჯექი და ადგილს სწრაფად მოვწყდი.
სახლში მეტად სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა. ნიკა,კატო და კიდევ რამდენიმე დედაჩემის დაქალი და მათი შვილები,რა თქმა უნდა სავახშმოდ მოუწვევია ლიკას. საშნლად გავბრაზდი,მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე
-დინა მოხვედი?-ღიმილით მკითხა ლიკამ
-ხო დედა მოვედი
-არ შემოგვიერთდები?
-არა
-ხო აბა რა, ჩვენ რას შემოგვიერთდება ეგ,რა ქენი მონახულე გაგა?-ირონიით გაჟღენთილმა მკიხა ნიკამ
საკადრისი პასუხის გაცემას ვაპირებდი,მაგრამ ლიკამ თვალებით მანიშნა არ გინდაო და გავჩერდი
-კიდევ ერთხელ დავინახავ ამათ ჩემს სახლში და გპირდები მე აქ აღარ მოვალ!-პირში მივახალე ლიკას და ოთახში ავვარდი.
ცინიკოსები! როგორ მეზიზღებიან. ღმერთს მადლობა,რომ ასეთებთან ურთიერთობა აღარ მაქვს.შიმშილით კუჭი მიხმებოდა,მაგრამ მათი დანახვის სურვილი არ მქონდა,როგორც იქნა წავდნენ და სამზარეულოში ჩავედი
-მოგშივდა ხომ?-სიცილთ მითხრა ლუიზამ და ხაჭაპური გადმომიცურა თეფშზე
-კიდევ კარგი წაეთრნენ
-წესიერად ილაპარაკე დინა-ლიკა შემოვდა
-დედა,ზოგჯერ მგონია რომ მათ ჩემზე წინ აყენებ
-რა სისულელეს ამბობ,უბრალოდ ესე არ გამიზრდიხარ
-კარგი ლიკა შემეშვი ძალიან გთხოვ-ხელი ავიქნიე და ხაჭაპური გემრიელად ჩავკბიჩე.
დილით ჩვეულებრივ წავედი უნივერსიტეტში და ვიკას გვერდით დავჯექი
-მოვიდა შენი პრინცი-მხარი გამკრა და გაიცინა
-გაჩუმდი გოგო რა პრინცი
-პრინცესას ხო გეძახის,ხოდა ის შენი პრინცია რა-მხრები აიჩეჩა და ისევ გაეცინა
-აუ ვიკა მოკეტე ახლა! არ გაგოს გოგო ისედაც არ ვევასები-ვუჩქმიტე რომ გაჩუმებულიყო
გული არ მითმენდა ჩემს უკან რომ იჯდა და არ მიმეხედა ან რაიმე არ მეთქვა,რა ჯანდაბა დამემართა არ მინდოდა იმის დაჯერება,რომ ვიკა მართალი იყო და გაგას მიმართ რამე შეიძლება მეგრძნო,თუმცა ჩემს საქციელებს სხვანაირად ვერ ვხსნიდი.
-ქალბატონი ნატო როგორაა?-გენიალური მიზეზია დასალაპარაკებლად
-კარგადაა ხვალიდან გამოვა სამსახურში-მოკლედ მომიჭრა, ფუ ეს უჟმური
-კარგია-უხერხულად გავიღიმე
აღარაფერი უთქვამს,მართლა ვერ ვხვდებოდი ეს ბიჭი რატომ იქცეოდა ასე, დავიჯერო ასე ძალიან ვეჯავრებოდი თუ სხვა მიზეზები ჰქონდა?
გადავწყვიტე ეს მიზეზები გამეგო თორემ მოუსვენრობა დამეწყო.
-წამოდი დინა-ხელი დამავლო ვიკამ
-დამაცადე,გაგას უნდა დაველაპარაო
-რაზე უნდა დაელაპარაკო?
-ვკითხავ ერთი რა დავუშავე
-და რატომ გადარდებს მისი აზრი? ხომ თქვი მკ*დია არ მაინტერესებსო? აღიარე რომ მოგწონს-ფრჩხილებზე უდარდელად დაიხედა ვიკამ და თვალი ჩამიკრა
-ოო,გადი რა გოგო ეგ რა შუაშია,უბრალოდ რა დავუშავე ასე რომ მექცევა ეგ მაინტერესებს თორემ დანარჩენი არაფერი.
-ნერვებს მიშლი დინა! მოგწონს ეგ ბიჭი და აღიარე რა
-გოგო შენ დებილი ხოარახარ? საიდან ასკვნი ხოლმე ესეთ რამეებს?
-ჰო აბა რა,მე ვარ დებილი და შენ ჭკვიანი,ეჰ წამოდი დინა წამოდი რამე ვჭამოთ იქნებ დაგიბრუნდეს საღი გონება-თავი გააქნია ხელი გადამხვია და კაფისკენ დავიძარით.
-იდეა მაქვს!-სენდვიჩი უკან დავდე თეფშზე
-ჰა მიდი დააბრეხვე აბა
-წვეულებას მოვაწყობ,იქ კი ყველას დავპატიჟებ
-ყველაში გაგაც შედის?-გამოტენილი პირით მკითხა
-აუ ვიკა! ხო გოგო გაგაც,ხოდა იქ მაინც დაველაპარაები თან საბაბიც მექნება გამოლაპარაკების
-არ მოვა-უდარდელად გადაყლაპა ლუკმა და გამეკრიჭა
-რას ქვია არ მოვა?-ტუჩი მოვიკვნიტე
-დინა,შენი აზრით გაგა გავს ისეთ ბიჭს რომელიც მსგავსს წვეულებებზე დადის? მაგრად კ*დია მაგას ეგეთი რამეები.
-და თუ პირადად დავპატიჟებ მაინც?
-აუ დინა ბარემ პირდაპირ მიდი და უთხარი რო მაგრად გევასება რას იტანჯავ თავს ვერ ვხვდები
-შენ ხომ ადამიანი ვერაფერზე დაგელაპარაკება რა ვიკა!
-სიმართლე მწარეა რას ვიზამთ-თვალი ჩამიკრა და ჭამა განაგრძო.
ლიკას შევუთანხმდი,მამა საზღვარგარეთ იყო საქმეებზე,თვითონ კი დეიდაჩემთან მიდიოდა აგარაკზე,ასე რომ სახლი მთლიანად ჩემს განკარგულებაში იყო.მე და ვიკამ ყველაფერი ვიყიდეთ,ჩემს შავ მოკლე კაბაში გამოვიწკიპე გავიპრანჭე და სტუმრებთან ჩავედი,ვიკა მართალი იყო ის არსად ჩანდა,თითქმის მთელი უნივერსიტეტი აქ იყო მის გარდა.ნერვები უარესად მომეშალა ვიღაც გოგოსთან ერთად ჩახვეული რომ მოვიდა.
-მოვიდა შენი პრინცი-სიცილით მითხრა ვიკამ
-კაი კაცო,მე კი ვერ დავინახე-ენა გამოვუყავი
-როგორ აპირებ დალაპარაკებას?-მასზე აკრულ გოგოზე მიმითითა
-მოვახერხებ როგორმე-კურტუმოსქნევით წავედი მათკენ
-ვა გაგა მოხვედი?-გავუღიმე
-ანუ შენი წვეულებაა?-ჯიბეებში ხელები ჩაიწყო თავი მაღლა აწია და გამიცინა
მოიცა ახლა მე გულმა გამკრა თუ მომეჩვენა?
-კი ჩემია-მის პარტნიორს ირონიით გადავხედე
-ნინი-ხელი გამომიწოდა
-დინა-მეც ხელი გავუწოდე თავაზიანობის ნიშნად
-კარგი წვეულებაა
-ხო რავიცი,გაგა შენთან საქმე მაქვს-გავუღიმე
-გისმენ აბა?-ეს მგონი დებილია,ნინოს გადავხედე უხერხულად
-მისგან დასამალი არაფერი მაქვს,მიდი მითხარი რა სამე გქავს-ისევ განაგრძო
-ისეთი არაფერია,სხვა დროს გეტყვი-დაბღვერილი გამოვბრუნდი უკან
ასე არასოდეს არავის დავუმცირებივარ,დეგენერატი! ჯანდაბაში წასულა რაც უნდა ის იფიქროს! გულზე ვსკდებოდი ნიკა რომ ამეტორღიალა
-რა გინდა?-მკაცრად ვუთხარი
-რა ხასიათზე ხარ რა იყო
-წადი რა ნიკა და კატოს მიხედე,შენი ნერვები არ მაქვს!-კბილებში გამოვცარი
ხასიათი ძალიან გამიფუჭდა არაფრის ნერვეიბი აღარ მქონდა,ვერ გამეგო ეს ბიჭი ასე ძალიან რატომ მოქმედებდა ჩემზე.უკანა ეზოში გავედი ცოტა მოშორებით მდგარ ხის გრძელ სკამზე ჩამოვექი და ქუსებიდან ფეხები ამოვყავი.საკუთარ თავზე ვბრაზობდი ასე რომ ვიმცირებდი მის წინაშე თავს.თავ დიდი ვინმე ჰგონია.ყავდეს თავისი მახინჯი ნინი და იყოს მეტის ღირსი მაინ არაა ეგ.
-შენი წვეულებიდან გამოიპარე?-ზურგსუკან მომესმა მისი ხმა და ყურები ვცქვიტე
-აქ რა გინდა?
-მომბეზრდა იმ ხმაურში ყოფნა
-ხოდა შეგძლია წახვიდე,თანაც შენი გოგო მარტო როგორ დატოვე
-რამე დაგიშავე და არ ვიცი?-გვერდზე ჩამომიჯდა
-რა დამთხვევაა,მეც იგივე უნდა მეკითხა შენთვის-ირონიულად გავუღიმე
-დინა,მომისმინე ჩვენ განსხვავებულ სამყაროში ვცხვოვრობთ,შენ არ გიწევს ყოველდღე თავის გადასარჩენად ბრძოლა,ყველაფერი თავისით მოგდის,ჩვენი სამყაროები იმდენად განსხვავებულია რომ არ შეიძლება მათ საერთო რამე ჰქონდეთ.
-ეგ რა შუაშია? ანუ იმის თქმა გინდა რომ თუ ფული გაქვს მეგობარი არუნდა გყავდეს ან პირიქით?
-ეგ არ მიგულისხმია,უბრალოდ ყველა იმას უნდა დასჯერდეს რაც აქვს და ოცნებებში არუნდა გადაეშვას,მყარად უნდა ვიდგეთ მიწაზე რომ არ დავეცეთ.
-ანუ მე რომ მდიდარი ვარ ეს იმას ნიშნავს რომ ჩემთან ურთერთობა არუნდა გქონდეს და სულ ასე უნდა მებღვირო?
-სულელი გოგო ხარ დინა-ჩაეცინა
ეს რა მჭირს ამ ბიჭის სიცილზე გული მეპარება.იმდენად საყვარელია რომ შეუძლებელია მისმა ღიმილიმა გულგრილი დაგტოვოს,ნეტა ამას აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდი.
-დინა, ის მაინც გახსოვს,რომ ერთ სკოლაში ვსწავლობდით?
-რა? მართლა?-პირი დავაღე
-კი მართლა,მაგრამ შენ ვერ მამაჩნევდი,არა კი არ გსაყვვედურობ და რამე, უბრალოდ მინდა რეალობა დაგანახო
-მე,მე მართლა არ მახსოვს ალბათ სხვა კლასსში იყავი და იმიტომაც-დავიბენი
-ეგ არაფერი-ისევ გაიცინა
-მაპატიე გაგა
-რა უნდა გაპატიო გოგო?-გაეცინა ხმამაღლა
-კარგი არაფერი-წამოვდექი და წამოსვლა დავაპირე ხელი რომ დამავლო და მაგრად მომეხვია
-მე იმ ასაკიდან მყავხარ შემჩნეული როცა ადამიანი აანალიზებს რომ მას სიყვარული შეუძლია-ყურში ჩამჩურჩულა
გამაჟრიალა,იე სასიამოვნოდ გამცრა ტანში,რომ კინაღამ მოვკვდი სიამოვნებისგან.მაგრად ავეკარი და მოვხვიე ზურგზე ხელები.გული ამოვარდნას მქონდა,მინდოდა ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო,ახლა მილიონი პროცენტით ვგრძნობდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა. რეალობაში მაშინ დაბვრუნდი როცა მომშორდა
-გაგა მე-ყბა ამიკანკალდ და ცრემლები გადმომცვივდა
-არაფრის თქმა არაა საჭირო დინა-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა შემდეგ კი წავიდა
დამტოვა ასე სიყვარულისგან გადარეული,მისი ხელების და სხეულის სიმხურვალეს ახლაც კი ვგრძნობდი ჩემს სხეულზე. თურმე ნიკა არ არასოდეს მყვარებია,ახლა რა განვიცადე ჩემს ხოვრებაში ყველაზე ლამაზი და კარგი იყო,გულის ცემაც კი ვერ დავილეგურირე. დებილივით ვჯექი გაღიმებული და მომხდარს ვიხსენებდი.
-აქ რასაკეთებ დინა?
-ვიკა მგონი ვკვდები-გადავიხარხარე
-რა გეტაკა გოგო?-მასაც გაეცინა
-გაგა მიყვარს,მიყვარს კი არა ვგიჟდები ისე ვარ თავს მაკარგვინებს
-რაო? ხოარაფერს დაარყი თავი?-ეჭვის თვალით შემომხედა
-კუპიდონმა მესროლა ისარი-სიცილით ვუთხარი
-ვაიმე რა გეშველება,მოდი ჩემთან-ხელები გაშალა და მეც მოვეხვიე.
ვიღას ახსოვდა წვეულება,ეგრევე ოთახში ავედი და ლოგინზე გავიშხლართე,ვიკას ვთხოვე სტუმრებსთვის მიეხედა,გაგა უკვე წასულიყო იყო.
დილით რომ გამომეღვიძა ყველაფერი თავდაყირა იდგა,ისეთი ბედნერი ვიყავი ამასაც კი არ გაუფუჭებია ხასიათი,სულ ხალისით დავალაგე ყველაფერი,ვიკა და კიდევ რამდენიმე მეგობარიც მეხმარებოდა. სიყვარული ფრთებს ასხამსო და რეალობის შეგრძნებას აკაგვინებსო მართალი ყოფილა.იმ დღეს ვერაფერმა მოახერხა ჩემთვის ხასიათის გაფუჭება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent