შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(13 ნაწილი)


17-07-2015, 17:54
ავტორი ანკა
ნანახია 6 522

დარეჯანი საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი. არ ვიცოდით რატომ და ამის გამო მოსაცდელში უაზროდ ვისხედით და ველოდით ექიმის გამოჩენას. ამ კუდიანის ლოდინი ძალიან მეზარებოდა, უბრალოდ დედაჩემის მარტო დატოვება არ მინდოდა. ბაჩო კიდე მე არ მტოვებდა და ამის გამო სამივე ქალბატონ დარეჯანს ვუცდიდით. განსაკუთრებით არცერთი არ ვღელავდით, თუმცა დედაჩემს ოდნავ ნერვიულობა ეტყობოდა. მე თავი ბაჩოს მხარზე მედო და თვალები დახუჭული მქონდა, ბაჩოს ხელები ჰქონდა ჩემზე შემოხვული და გულში ვყავდი ჩაკრული. მისი სურნელით ვიყავი გაბრუებული და ისე მსიამოვნებდა კატა რომ ვყოფილიყავი, ალბათ, კრუტუნს დავიწყებდი. ტვინში მხოლოდ დედაჩემის პაკუნი მირტყამდა
-აუ დე, დაჯექი რა ერთ ადგილას! ეგ ქალი ისეთია არ მოკვდება!.. - ვუთხარი უკმაყოფილომ და თვალები მოვიფშვნიტე.
-ნინი, რაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეზობელია და ვნერვიულობ! - მიპასუხა დედაჩემმა მყარად, თუმცა მაინც დაჯდა - ბაჩო, შვილო, წადი შენ სახლში, ტყუილად დაიღლები აქ ყოფნით - მიუბრუნდა ბაჩოს თბილად და გაუღიმა.
-იყოს, აქ ყოფნა მირჩევნია. მადლობთ ქალბატონო ლელა - უპასუხა თავაზიანად და ღრმად ამოისუნთქა.
-უბრალოდ ლელა დამიძახე. შენ უკვე ჩემი ოჯახის წევრი ხარ და როგორც ჩემს მეორე შვილს ისე გიყურებ - ხელი მხარზე დაადო და ნაზად ჩამოუსვა. ბაჩომ დედაჩემი აშკარად მოხიბლა. მე კიდევ საყვარელი მამაკაცის მკლავებში განვაგრძე ნებივრობა, თუმცა ვინ მაცადა. ეს დარეჯანი მგონი აჩრდილივით დამყვება ყველგან!.. ექიმი გამოვიდა და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა:
-თქვენ ბრძანდებით ქალბატონი დარეჯანის ოჯახის წევრები?
-არა, ჩვენ მისი ნაცნობები ვართ(ლელა) - უთხრა და ფეხზე წამოდგა.
-კარგით. პაციენტს გულში თრომბი ჰქონდა და სტენდი ჩავუდგით. ახლა კარგადაა, თუმცა თავს მაინც სუსტად გრძნობს. თუ გინდათ დღესვე გავწერთ, თუ არადა ხვალ.
-მგონი დღესვე ჯობია(ლელა) - თქვა და მე და ბაჩოს გადმოგვხედა. ორივემ თავი დავუქნიეთ.
-გასაგებია. მაშინ მთავარ ექიმთან მივალ. თქვენ მანამდე შეგიძლიათ შებრძანდეთ
-მადლობთ(ლელა) - უპასუხა და პალატისკენ წავიდა.
-ჩვენ ვიქნებით რა აქ(მე) - გავძახე კართან მდგომს
-კარგი(ლელა) - კარი შეაღო და პალატაში შევიდა.
-გამოვა ახლა კუდიანი - ჩავიბურტყუნე და ბაჩოს ავხედე, რომელსაც დრო ჩემს თმებზე თამაშში გაყავდა.
ნახევარ საათში დარეჯანი უკვე თავის სახლში გვყავდა დაბინავებული და ვარწმუნებდით, რომ საავადმყოფოში დარჩენას წამოსვლა სჯობდა. ამასობაში ღამის 11 საათიც გახდა. მე, ბაჩო და დედაჩემი ჩვენს სახლში დავბრუნდით.
-დროა წავიდე. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა(ბაჩო) - დედაჩემს დაემშვიდობა და შემდეგ მე მომიბრუნდა - დროებით - ლოყაზე ნაზად მაკოცა და წავიდა.
-კარგად - გავუღიმე და კარი დავხურე. - აბა როგორია? - დედაჩემს მივუბრუნდი და სახეგაბადრულმა შევხედე.
-კარგი ბიჭია - მომიწონა მანაც და კმაყოფილი გავიდა მისაღებ ოთახში. - ამალაგებინე რა ესენი - სურა ავალაგეთ და დაღლილები დავწექით დასაძინებლად.
მეორე დღეს კვირა იყო, თუმცა დილით ადრე ვიყავი ასადგომი. ვატოს დაკრძალვა იყო და ბაჩოსთან ერთად მეც უნდა წავსულიყავი, ბოლო-ბოლო ჩემი ნაცნობი იყო, მეგობარი თუ არა. მიუხედავად მისი საქციელისა, უკვე გარდაცვლილის მიმართ გულში ბრაზს და წყენას არ ჩავიდებდი. შეძლებისდაგვარად მალე გამოვეწყვე, ცოტა მაკიაჟი გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი, სადაც ბაჩო მელოდა მანქანით, რომ წავსულიყავით.
-როგორ ხარ კუსა - გამიღიმა და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა
-კუსა რა სახელია - გამეცინა და სკამზე კომფორტულად მოვთავსდი.
-აი რომ დაკუსკუსებ ხოლმე საყვარლად მაგიტომ კუსა დაგარქვი. - მითხრა და გამეკრიჭა - მომენატრეე... შენს გარეშე 1 წუთით გაძლებაც კი მიჭირს - ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა და კისერში მაკოცა, შემდეგ მომშორდა და მანქანა დაძრა.
-მიყვარხარ - ვუთხარი ღიმილით და ჩემი გრძელი თითები მის თმებში ავათამაშე.
-მე უფრო. დედაშენმა რაო? - გამომხედა ინტერესით
-კარგი ბიჭიაო
-აბა რაა - შეიფერა მაშინვე - სხვა რამეს ვერც იტყოდა. დარეჯანა რას შვება - იკითხა სიცილით
-არ ვიცი. გუშინდელის მერე არ მინახავს - ვუპასუხე და გზას გავხედე.
-მაგას მაგრად არ ვევასები - ჩაიხითხითა და მანქანა გააჩერა - მოვედით.
მანქანიდან გადმოვედით და ხალხს შევუერთდით.
-ნინიი, როგორ ხარ? მომენატრეე!..(ვიკა) - ბრბოს შორის ვიკას, თემოს და ლუკას სახეები გამოიკვეთა. ვიკა ჩემკენ გამოიქცა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-რავიცი აბა, კარგად ვარ, შენ? - ვუპასუხე სასიამოვნო გარეგნობის გოგონას და გულწრფელად გავუღიმე.
-გადასარევად(ვიკა) - მითხრა და ჩუმად გადაიკისკისა.
-თემო, ლუკა როგორ ხართ?(მე) - ახლა ისინი გადავკოცნე
-კარგად ნინუც, როგორ ვიქნებით(ლუკა) - გამიცინა და შემდეგ ბაჩოსაც მიესალმა - დაკარგულ ძმაკაცს გავახსენდით - ძმაკაცებმა ერთმანეთი გადაკოცნეს, შემდეგ კი ყველა დასაფლავების ცერემონიას შევუერთდით. ეს ყველაფერი საღამომდე გაიწელა. წამოსვლამდე თემომ და ლუკამ აიტეხეს ყველაფრის კარგად დამთავრება უნდა ავღნიშნოთო და ამიტომ წვეულებას ვაწყობთო. წვეულება იმართებოდა ზეგ თემოს სახლში. შევთანხმდით, რომ საღამოს ყველა იქ ვიქნებოდით და კმაყოფილები დავიშალეთ. მე სახლამდე ბაჩომ მომიყვანა და შემდეგ თვითონ წავიდა.
მეორე დღეს ფეხზე ზლაზვნით წამოვდექი და უნივერსიტეტში წავედი. დაბღვერილი მივაბიჯებდი გზაზე უნივერსიტეტისაკენ და თან „საწუთროს ვწყევლიდი“. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაზე არსებობდა სკოლები და უნივერსიტეტები. სკოლამ თავის დროზე გამიშრო სისხლი და ახლა არც უნივერსიტეტი „მაკლებდა“. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უკმაყოფილო ვიყავი, იყო დარეჯანი. ნეტავ როგორაა? მაგრამ ისე რომ დაფიქრდე, რაში მაინტერესებს? არც არაფერში... ალბათ იმ სისხლძარღვსაც მობეზრდა ამ ქალის ამდენი ქოთქოთი და შევიწროვება ამჯობინა, თუმცა ისიც არ შეარგეს საწყალს. აი ასე, დარეჯანის კაპილარებზე დარდში მივუახლოვდი უნივერსიტეტს და აუდიტორიაში ჩემი ადგილი დავიკავე. ბაჩო იმ დღეს არ მოდიოდა. ასე მითხრა მეზარებაო, მეც აღარ დამიძალებია. გოგოებთან ერთად გამოვედი შენობიდან და წინ ვიკა ამესვეტა
-ნინი, უნდა მიშველო. ხომ გცალია?! - მკითხა ყოველგვარი მოსალმების გარეშე და ლიკას და თათას გაუღიმა.
-კი, რახდება? - ვიკითხე ინტერესით
-გოგო, ხვალინდელი წვეულებისთვის კაბა არ მაქვს და ყველა ვარიანტში უნდა გამომყვე დღეს რამე მაყიდვინო. გთხოოოვ! - ორი თითი ყელზე მიიბჯინა და საწყალი თვალებით გამომხედა.
-კარგი, რა პრობლემაა! - ვუთხარი და გავუღიმე.
-რა წვეულებაა?(ლიკა) - იკითხა და ორივეს გადმოგვხედა.
-არაფერი ისეთი. თუ გინდათ თქვენც წამოდით.(ვიკა)
-მაშინ კაბების საყიდლად ჩვენც წამოსასვლელები ვართ(თათა) - გაიცინა და გვერდში ამოგვიდგა.
-ჰოდა წავედით! რაც უფრო მალე მივალთ, მით უფრო მალე მოვალთ!(მე) - დავაჯახე სიბრძნე და გზას გავუდექით.
მე მთელი დღე ვიძახდი, რომ არანაირი კაბა არ მჭირდებოდა. გოგოები კი ყველა მაღაზიიდან 5 კაბას მაყრიდნენ თავზე ეს უფრო მოგიხდებაო, მაგრამ მე ჩემს აზრზე ჯიუტად ვიდექი და მათ მოზომვასაც კი არ „ვკადრულობდი“. მთელი დღე წინ და უკან დავბოდიალობდით. სულ იწუნებდნენ უკვე ნაცნობი ფრაზებით: „ამის ზურგი არ მომწონს“, „ეს ძალიან მოკლეა“, „ეს მსუქანს მაჩენს“, „ამას მარტო ბებიაჩემი თუ ჩაიცვამს სოფელში“, „ეს რომელ ბაბაიაგას დაეკარგა“, „ამაში მოკლე ფეხები მიჩანს“ და ა.შ. მოკლედ მაგათი მოსაწონი კაბა ვერ ვიპოვეთ. ამდენი სიარულისგან თავი და ფეხები ძალიან მტკიოდა. გოგოებს დავემუქრე, რომ თუ უახლოეს ნახევარ საათში კაბას ვერ იპოვნიდნენ, მე სახლში წავიდოდი და როგორც იტყვიან „ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ...“.
ერთი მაღაზია მოგვეწონა. კარი შევაღეთ და იქაურობის „დალაშქვრას“ შევუდექით. ლიკამ და თათამ მაშინვე იპოვეს ლამაზი კაბები და სასწაული მოხდა!.. ვერაფერი დაუწუნეს. კმაყოფილებმა გადაიხადეს ფული სალაროში და ახლა ვიკასთვის შევუდექით კაბის ძებნას. ყველამ გადავქექეთ მაღაზია, გარდა ერთი კუთხისა. ვიკა უიმედოდ მივიდა და უაზროდ დაიწყო ქექვა. რამდენიმე წუთში კი თვალები გაუბრწყინდა
-ნინი, მოდი აქ! მალეე!!! - დამიძახა და მეც მაშინვე მის გვერდით გავჩნდი
-რა ხდება?
-ნახე რამაგარი კაბებია! აი ეს შენ მოგიხდება ძალიან და თუ არ ჩაიცვამ ხმას არ გაგცემ! - კაბა ხელში მომაჩეჩა და გასახდელზე მანიშნა. უნდა ვაღიარო, კაბა მეც ძალიან მომეწონა, თან ვიკასთან კამათის თავიც აღარ მქონდა და უსიტყვოდ დავნებდი
-ახლავე - გასახდელში წავედი და სულ ბუზღუნით გავიხადე ტანსაცმელი. ახლა შევამჩნიე, რომ ჩალურჯებები გაწოვილიყო და ჩემი ტანი სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. კაბა ჩემს ტანზე მოვირგე და გარეთ გამოვედი
-აბა, გოგოებო, მოგწონთ? - წინ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მათ თვალწინ დავტრიალდი.

აკრძალული ხილი(13 ნაწილი)


სამივემ პირი დააღო
-ღმერთო ჩემო, ნინი, ეს შენ ხარ?(თათა)
-აუ ნიინ ძალიან გიხდება(ლიკა)
-ულამაზესი ხარ, რავიცი სიტყვები არ მყოფნის(ვიკა) - აი ასეთი კომპლიმენტებით ამავსეს
-მეც მომწონს(მე) - ვუთხარი კმაყოფილმა და სარკეში ჩემს თავს თვალი შევავლე
-ვყიდულობთ ხომ?(ვიკა) - მკითხა იმედიანად
-რა თქმა უნდა(მე) - ვუპასუხე სიცილით
-ოჰჰ!.. ცოტა ხნის წინ კარგად იძახდი არაფერი არ მინდაო?!(ლიკა) - გამომაჯავრა და ენა გამომიყო
-არ იყიდის და ხმას არ გავცემ(ვიკა) - ჩაილაპარაკა გამარჯვებული სახით და გასახდელზე მანიშნა.
სალაროში ფული გადავიხადეთ და ოთხივე კმაყოფილები დავბრუნდით სახლებში. გამოცდები იქეთა კვირიდან მეწყებოდა. რა უბედურებაა ეს შუალედურებიო... სემესტრულებიო... წლიურებიო... უიმეეე!!! ამათ ხელში მოკვდება კაცი რა! მგონი ისევ სკოლა ჯობდა... თუ არა?! რა მნიშვნელობა აქვს, ორივე ერთნაირი ჭირია. უკმაყოფილომ ჩავიფრუტუნე და სამეცადინო მაგიდას მივუჯექი.

............
ესეც ახალი თავი...
ბოდიში ბავშვებო, რომ გუშინ ვერ დავდე და დღეს პატარა თავი დაგიდეთ, უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ და ამის დაწერაც ძლივს მოვახერხე...
იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ ჩემო საყვარლებო. ძალიან გთხოვთ კომენტარები არ დაიშუროთ.
მოუთმენლად ველი შეფასებას...



№1  offline წევრი nino(g)

pirveli var...kargia momwons es istoria gaagrdzele da agar daagvianoo

 


№2  offline წევრი sali))

Dzalian kaargiaa..gamoojanmrtelebas giisuurveb.miikvarxar

 


№3  offline მოდერი ^paradise^

Cheemi mshromeli gogoo <3 ankas kaba magari iyo momewonaaa :* moutmenlad veli shemdeg taavs :* guli migrdznobs vigacas yba chamouvardebaaa <3

 


№4  offline მოდერი ანკა

nino(g)
pirveli var...kargia momwons es istoria gaagrdzele da agar daagvianoo

შევეცდებიი... :)) მიხარია რომ მოგწოონს<3 <3 <3 love

sali))
Dzalian kaargiaa..gamoojanmrtelebas giisuurveb.miikvarxar

მეც მიყვარხაარ, მადლობა დიდიიიი love love love

^paradise^
Cheemi mshromeli gogoo <3 ankas kaba magari iyo momewonaaa :* moutmenlad veli shemdeg taavs :* guli migrdznobs vigacas yba chamouvardebaaa <3

ჩემო საყვარელოოო!!! ძააალიან მიყვარხაარ! შემდეგიც მალე იქნება ^__^ love

 


№5  offline წევრი lamazmani

შენ იყო კარგაად და ისტორიას ვინ ჩივის ისე ძაან მაგარი იყო მაგრად მომეწონა ბაჩო ნინის დანახვაზე პირს დააღებს ძაან მაგარი იყო მალე დადე მაარი გოგო ხარ მიყვარხარ ძაან love love love

 


№6  offline მოდერი ანკა

lamazmani
შენ იყო კარგაად და ისტორიას ვინ ჩივის ისე ძაან მაგარი იყო მაგრად მომეწონა ბაჩო ნინის დანახვაზე პირს დააღებს ძაან მაგარი იყო მალე დადე მაარი გოგო ხარ მიყვარხარ ძაან love love love

მეც ძააააან მიყვარხარ და დიდი მადლობაა <3 <3 <3 love
მგონი ხვალაც შევძლებ ახლის დადებას :)) love

 


№7  offline წევრი KaTE:))

კარგი იყო საყვარელო. ვხვდები უკვე შენი მოთხრობა დასრილებისაკენ მიდის, რაც ცუდია :(
Today-96%
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№8  offline მოდერი ანკა

KaTE:))
კარგი იყო საყვარელო. ვხვდები უკვე შენი მოთხრობა დასრილებისაკენ მიდის, რაც ცუდია :(
Today-96%

:((( არ მოიწყინო რაა გთხოოვ <3 <3 <3
ძალიან მიხარია, თუ მართლა ასე მოგეწონა ეს თავი, ძაააან შემიყვარდიი love

 


№9 სტუმარი ბუბუკა

საერთო ჯამში კარგი ისტორიაა ნამდვილად,უბრალოდ გამიკვირდა, ვატო არაფერი არ იყო ბაჩოს და მისი მეგობრების?საერთოდ ვერ ვხედავ მათ გულისწყვეტას და ცოტა შეუსაბამოდ მიმაჩნია არადა ლამის თავი გაწირა ბაჩომ მისთვის პოლიციელებთან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent