შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიგებით ქორწილი (11)


18-07-2015, 00:14
ავტორი Tikko_Elikashvili
ნანახია 5 070

ყველა ემზადებოდა,პარიზში წასასვლელად. ლიზას და დანის ურთიერთობა უფრო წინ მიდიოდა,ყოველ დღე უფრო ახლოვდებოდნენ მაგრამ,ერთმანეთისთვის მაინც არ უთქვამთ "მიყვარხარ".... გოგონა გამოსამშვიდებლად მშობლებთან წავიდა.
-დედა,დანის პარიზში მივყავარ,კლასთან ერთად,გჯერავს?
-შვილო,ხომ გეუბნებოდი,დანი შესანიშნავი ადამიანია.-ინგა ძალიან გახარებული იყო.
-მითხარი დედა,რა გინდა რომ ჩამოგიტანოთ?
-არაფერი ჩემო გოგო,ჩემთვის და მამაშენისთვი მთავარი შენი ბედნიერებაა.-ინგა შვილს გადაეხვია.
-მამა,სად არის?რატომ არ ჩანს?-ლიზას უცნაურად მოეჩვენა,რომ დათო დიდი ხანია შვილთან არ მისულა.
-მამაშენი ქალაქ-გარეთ არის საქმესთან დაკავშირებით,ხვალ ჩამოდის... მალე ქმარმა გამოუარა და სახლში წავიდნენ.. გამგზავრებამდე მხოლო ერთი დღე იყო დარჩენილი,ამიტომ ხვალ ბევრი საქმე ჰქონდათ..
დილით ლიზა,თათასთან წავიდა.
-ლიზზ,ხომ ყველაფერი კარგად გაქვს?-გოგონა ცოტა აღელვებული იყო.
-კი,მეგობარო..მიხარია რომ ხვალ პარიზში მივდივართ,ყველა ერთად...
-გახსოვს?სულ რაღაც ერთი წლის წინ,ყველაფერი სხვანაირად იყო,სხვა გეგმები გქონდა...-ლიზა ჩაფიქრდა.
-ასეა,მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა..გავთხოვდი და შეიძლება ითქვას რომ ქმარი მიყვარს.. მაგრამ...
-რა მაგრამ?
-თათა,დანის არ უთქვამს რომ ვუყვარვარ,არც კი წამოსცდენია.-თათას გაუკვირდა,რადგან დანის ეს სახეზე აწერია,მაგრამ რატომღაც ცოლის ამაში არ გამოუტყდა.
-მეგობარო,ნუ ღელავ.აი ნახავ დანი ძალიან მალე გამოგიტყდება ამაში..-ლაპარაკობდნენ,მაგრამ მალე დაიშალნენ. ლიზა სახლში წავიდა,რადგან ბარგი ჰქონდა ჩასალაგებელი. სახლში მისვლისას ლეილა შეეგება.
-დაბრუნდი,შვილო?მოდი ჭამე,გემრიელი ნამცხვარი გამოვაცხე.-ლეილას,ძალიან უყვარდა ლიზა და უფრთხილდებოდა.
-მადლობ ძიძა,მაგრამ ბარგი უნდა ჩავალაგო...
-კარგი მაშინ ოთახში მოგიტან,ფორთოხლის წვენით.-ლიზამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ზემოთ ავიდა. სამგზავრო ჩანთა აიღო,და წასაღებ ტანსაცმელს ნელა ალაგებდაა.ლეილაც მალე მოვიდა.
-შვილო,მოდი მიირთვი.-გოგონა ნამცხვარს დიდი სიამოვნებით მიირთმევდა,ლეილა კი მას სიამოვნებით უყურებდა.
-მადლობ ძიძა,ძალიან გემრიელია.-ლელია უნდა წასულიყო როდესაც,ლიზამ გააჩერა.
-ძიძა,არ წახვიდე,დარჩი მელაპარაკე.
-კარგი,რა გაინტერესებს?-ლიზა დაფიქრდა,პირველი რა ეკითა ბოლოს კი გადაწყვიტა,ქეთაზე ეკითხა.
-მაინტერესებს ქეთა,როგორი იყო.
-ქეთა?-ქალს გაუკვირდა ამის შესახებ რომ კითხა.-სიმართლე გითხრა,ქეთა მაინცდამაინც არ მომწონდა.დანიელი უყვარდა,მაგრამ ისე არა რომ მის გამო ყველაფერზე უარი ეთქვა.ერთ დღეს ის წავიდა.ვიცოდი რომ ასეც იქნებოდა და ქეთა მას მიატოვებდა,მაგრამ არ მეგონა თუ ახსნის გარეშე მიატოვებდა მას..
-დანის,ის ძალიან უყვარდა?-ლიზას ამ კითხვის დასმა უჭირდა მაგრამ აინტერესებდა.
-კი,უყვარდა..დანის უნდოდა მისი ცოლად მოყვანა,ამას კი ყველა ეწინააღმდეგებოდა,განსაკუთრებით კი მამამისი..მაგრამ მას მაინც უნდოდა რომ ცოლად მოეყვანა..ბეჭდის საყიდლად მიდიოდა,როდესაც მას წერილი მოუტანეს.დანის მას შემდეგ ვეღარ ვცნობდი,ძალიან შეიცვალა,თითქოს ისეთი რამ დაკარგა,რასაც ვეღარასდროს დაიბრუნდებდა.ასეთი განადგურებული მაშინ იყო როდესაც დის გარდაცვალების ამბავი გაიგო....-ლეილა გაჩერდა რადგან დაინახა ლიზამ რომ მოიწყინა.-ნუ ღელავ,დანიმ ის დაივიწყა,ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი.მას შენ უყვარხარ და შენთან ბედნიერია.-ლიზას ეს ესიამოვნა.
მალე დანიელი მოვიდა,და გაუკვირდა,თავის ბარგიც რომ ჩალაგებული ნახა.
-საყვარელო ეს შენ ჩაალაგე?
-არა,ძიძამ.მითხრა ამაზე შენ ნუ შეწუხდებიო.-ლიზამ ოდნავ მოიტყუა,რადგან მან ჩაალაგა.დანიელი იმედ გაცრუებული დარჩა.
-წამოდი ვივახშმოდ,და დავწვეთ ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.
-არა არ მშია.მეძინება.-გოგონამ დაამთქნარა და დასაძინებლად დაწვა.
-კარგი მაშინ მე,ჩავალ. -ლიზამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დაიძინა. დანიელი ყველას დაემშვიდობა ქვემოთ და ოთახში ამოვიდა,როდესაც დაწვა,მას მძინარე ლიზა ჩაეხუტა,დანიმ კი უფრო ძლიერად მიიხუტა ის და დაიძინა.
დილით პირველმა ბიჭმა გაიღვიძა.
-ლიზა,ადექი უნდა წავიდეთ.-ცოლს ნაზად გადაუწია თმა და სახეზე მოეფერა.
-დანი,გთხოვ ცოტა ხანს კიდევ დავიძინე?
-შენი კლასელები ალბათ უკვე გველოდებიან.-ლიზა ყურს არ იფერხავდა.-იცოდე ადექი,თორემ წინანდელივით ცივი შხაპის ქვეშ დაგაყენებ.-ლიზა მაშინვე წამოდგა.
-კარგი,კარგი,ვდგები...-ქმრის გახარებული სახე რომ დაინახა გააბრაზდა.-მოგკლავ!-გოგონა ბუზღუნით შევიდა აბაზანაში და შხაპი მიიღო. მალე მოემზადა,სანამ ის ოთახიდან გავიდა,დანიმ ბარგი მანქანაში ჩაალაგა. ქვევით მათ ეკა დახვდა.
-ბედნიერი მგზავრობა,შვილებო.დარეკეთ რომ ჩახვალთ.-ორივეს გადაეხვია.
-კარგი დდედა.
-იცოდე ლიზას მიხედე.-დანის მკაცრად მიმართა.
-მაადლობთ ეკა,თორემ ბოლო დროს ძალიან მაბრაზებს.-ლიზამ,დედამთილს თვალი ჩაუკრა.დანის რაღაც უნდა ეთქვა და ლიზამ გააჩერა.-გველოდებიან,უნდა წავიდეთ.
მალე აეროპორტში მივიდნენ,ყველა იქ იყო და აქეთ-იქით ირეოდნენ.ანა მათ მოუთმენლად ელოდა.
-სად ხართ,ამდენ ხანს?ყველა თქვენ გელოდებით.
-გვაპატიე თათა,მაგრამ შენი მეგობარი ძლივს გავაღვიძე.-ლიზა გაბრაზდა.
-გეყოფათ,წასვლის დროა.-გაბრაზებული ადიოდა თვითმფრინავში.
-მიდი დასხედით,მეც მალე მოვალ.-ლიზა სკამზე დაჯდა,მანამდე კი ყველა ნახა და მოიკითხა. დანიც მალე მოვიდა და ცოლს მიუჯდა.
-ყველაფერი კარგად არის?
-რა თქმა უნდა,შენს ქმარში ეჭვი გეპარება?
-არა,მაგრამ მაინც ვიკითხე.თავს ნუ მაცოდებ.
-არ გეძინება?დაიძინე.
-არა,მოდი სიმღერებს მოვუსმინოთ.-ფლეიერი ამოიღო და ერთი ნაოშნიკი ქმარს მისცა.სიმღერებში გართულებს ორივეს ჩაეძინა.
პარიზში ჩავიდნენ და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მივიდნენ,დაბინავდნენ.ამდენი ხნის ნამგზავრებმა დაისვენეს და საღამოს ერთად ივახშმეს. ლიზა,დანი,თათა და მათი კიდევ ერთი კლასელი "ნიკა" ერთად დასხდნენ მაგიდასთან.
-როგორ მოგეწონათ სასტუმრო?
-ძალიან კარგი სასტუმროა.ხვალ რა გეგმა გვაქვს?-ბიჭი ჩაფიქრდა.ნიკა და ლიზა კი ვახშამს გემრიელად მიირთმევდნენ.
-ხვალ,პარიზი დავათვალიეროთ.რას იტყვით?-თათამ და დანიმ,მზერა გემრიელად მოვახშმეებზე გადაიტანეს.-ლიზა...
-კარგი...-დანიმ ჩაიცინა.
-ვახშმის შემდეგ ყველად ვეტყვი..-თათამ და ნიკამ ყველას უთხრეს ამის შესახებ.
დილით წყვილმა ერთდროულად გაიღვიძა და მოემზადნენ.ქვევით თითქმის ყველა მზად იყო,ერთად გავიდნენ,თითქმის ყველაფერი დაათვალიერეს. ლიზა და დანი ჯგუფს გამოეყვნენ და ცალკე წავიდნენ,სადაც სურვილს იფიქრებს წყვილი და პატარა რაღაც ნივთს ტოვებენ.ცალკე ჩაიფიქრეს სურვილები,მაგრამ ერთნაირი იყო. ორივეს უნდოდა,რომ სამუდამოდ ერთად ყოფილიყვნენ. შუა დღით სასტუმროში დაბრუნდნენ. ყველა ოთახში იყო.ცოლ-ქმარი ჩახუტებულები იწვნენ საწოლზე.
-როგორ მოგეწონა პარიზი?
-ძალიან ლამაზია აქაურობა.-ქმარს გაუღიმა.
-იცი?მიხარია რომ ერთად ვართ.ახლაც ვერ ვიჯერებ რომ ჩემთან ხარ და ჩახუტებულები ვწევართ.
-ვერც მე..-დანიმ ცოლს შუბლზე აკოცა.
-კარგი.მე ქვევით ჩავალ რაღაც საქმე მაქვს თან დედას უნდა დავურეკო.-ლიზამ თავი დაუქნია.გოგონა ფიქრობდა,თავის ქმარზე მაგრამ ამ დროს თათამ დააკაკუნა კარზე.
-ქმარი სად გყავს?-ოთახს თვალი მოავლო.
-ქვევით ჩავიდა. რა ხდება?
-სად გაიპარეთ დილით?
-ერთ ადგილზე წამიიყვანა.თქვენ მოგეწონათ აქაურობა?
-რა თქმა უნდა მეგობარო.-დანი,ეკას ესაუბრებოდა.
-როგორ ხართ შვილო?როგორ ერთობით?ლიზა როგორ არის?-ერთდ დროულად ბევრი კითხვა დაუსვა.
-კარგად დედა,ლიზა მშვენივრად არის.. კარგი დედა,უნდა წავიდე,კარგად.-ოთახში ასვლის თანავე დინახა ლიზას,წყნარად რომ ეძინა,პლედი დააფარა და მის გვერდით დაიკუზა.
-ლიზა,მიყვარხარრ მართლა მიყვარხარ.მინდა სულ შენთან ვიყვე.-მალე მოსაღამოვდა,ყველა სავახშმოდ იყო. დანიმ ერთი წუთი ითხოვა.
-მეოგბრებო ერთი წუთი რაღაც მაქვს სათქმელი.-ყველა გაჩუმდა.-ხვალ მთელი ღამით დიდ დარბაზში დისკოთეკა იქნება,სასმელებით.-ამის გაგონებაზე ყველას თვალები გაუბრწიდათ.-თანახმა ხართ?-ყველამ ერთ ხმად თანხმობა გამოაცხადა.ლიზა კი გაკვირვებული დარჩა ქმრის ამ ნათქვამით.
-დანიელ,მადლობ.ამაზე კარგ გამოსაშვებს ვერ ვინატრებდი.მე აქ ვარ,შენთან ერთად.-დანის ეს სიტყვები ძალიან გაუხარდა.
-ჩემთვის მთავარია შენ იყო კარგად.-ლიზამ ლოყაზე აკოცა.
მეორე დღით ყველა სადღაც დაიკარგა.მხოლოდ ლიზა,დანი,თათა და ნიკა იყვნენ სასტუმროში.ბიჭები ცურაობდნენ,გოგოები კი ირუჯებიან.ლიზა მოცურავე მეუღლეს უყურებდა და გრძნობა ემატებოდა.
-წამოდი ვიცურაოთ.
-არ მინდა.-ბიჭმა ყური არ დაუგდო,ხელში აყვანილი ჩაიყვანა წყალში.-არ გაპატიებ.
-თანახმა ვარ სასჯელზე.-საღამოს ყველა დისკოთეკაზე შეიკრიბნენ,მთელი ღამე ცეკვავდნენ.ლიზამ ბევრი სასცელი დალია,თათა ცდილობდა მის გაჩერებას მაგრამ პირიქით,ლიზა არ ჩერდებოდა.
-მეგობარო,დანიელი მიყვარს,ძალიან მიყვარს.-თათამ ეს რომ გაიგო,კიდევ ერთი ჭიქა არაყი მისცა. როდესაც დანიელმა ცოლი ასეთ მდგომარეობაში დაინახა,გაბრააზდა,მაგრამ შემდეგ გაჩერდა,რადგან უხაროდა ლიზას ასეთს რომ ხედავდა.ცოლთან ცეკვავდა. გამთენიისას იშლებოდნენ,ლიზა ცდილობდა საკუთარი ფეხით მისულიყო ოთახამდე,მაგრამ ქმარს ჩაუვარდა ხელებში.დანიმ კი ის ხელში აყვანილი მიიყვანა ოთახში,საწოლზე დააწვინა და პლედი დააწვინა. როდესაც უკან უნდა გამობრუნებულიყო,ლიზამ რაღაც ამოიბუტბუტა.
<<დანიელ მიყვარხარ,ძალიან>>.-ბიჭი ამის გაგონებაზე,გაჩერდა.თვალები აენთო,გამხიარულდა.ცოლს უყვარდა,ისევე როგორც მას "ძალიან".სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა,ამიტომმ სასწრაფოდ ლუკას დაურეკა.ლუკას ეძინა ამიტომ,დანიელის გალანძღვას აპირებდა როდეაც უპასუხა.
-ძმაო,რა ხდება?ლიზამ ოთახიდან ხომ არ გაადმოგაგდო?
-მე,ლიზას ვუყვარვარ.-დანიმ სიხარუსლიგან ხმა მაღლა დაიყვირა.-გესმის?ვიყვარვარ.დავრწმუნდი.-ლუკა გაბრაზდა.
-ძალიან კარგი,გილოცავ.ახლა წადი დაიძინე.
-ხუმრობ?რა დამაძინებს.
-კარგი,მაშინ მე დამაძინე.კარგად.-ლუკამ,მეგობარს გაუთიშა.დანიელი კი სიხარულით აქეთ-იქით დადიოდა,ვერ იძინებდა რადგან ის გაიგო,რის გაგებასაც ნატობდა. მხოლოდ ის დარჩენოდა,რომ მასაც იგივე ეთქვა ცოლისთვის,რომ ყველაფერს ერჩივნა. თუმცა ერთ რამეზე გული სწყდებოდა,ლიზამ რომ პირველმა თქვა ეს,ძილში მაგრამ მაინც პირველმა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა,რაც უნდა ექნა.მანამდე კი ცოლის გვერდით დაწვა,მას ძლიერად ჩაეხუტა და დაიძინა.....



№1  offline წევრი La-na019

Dzalian magariaa

 


№2  offline წევრი cancara

კარგი Kრგი მალე დადე

 


№3  offline წევრი სპენსერი

ძალიან მომწონს ^_^ აღარ დააგვიანო

 


№4  offline წევრი lamazmani

კარგი იყო მოეწონა შემდეგი ვატყობ კაი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent