შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც აგიფეთქებ ფიქრებს! (8)


18-07-2015, 00:59
ავტორი buchi
ნანახია 2 271


უკნიდან ვიღაცის ძლიერი ხელებ ვიგრძენი წელზე და ისე მიმიკრა სხეულზე შემოტრიალებას ვერ ვახერხებდი,ვერც ვითავისუფლებდი სხეულს.წამებში გავიაზრე რას ვუზამდი ამ თავხედს როცა შემოვტრიალდებოდი.მის სახეზე ჩემი ხელის აწითლებულ ნაკვალევს დავინახავდი და მერე ერთი გემრიელადაც გამოგილანძღავდით,როგორც კი ოდნავ ხელის მოდუნეა ვიგრძენი შემოვბრუნდი და ჰაერში აქნეული ხელი სადღაც ჩემსა და მის შუა გაიყინა.თვალები შუბლზე ამივიდა და გაოცებისგან პირი დავაღე.
-წამოდი საქმე მაქვს.სწრაფად ჩამავლო მაჯაში ხელი გიომ და რესტორნიდან თითქმის სირბილით გამომიყვანა.
-შენ რა სულ გადაირიე?გამიშვი ხელი მეტკინა.აქ რა გინდა როგორ მომაგენი?აჰ სანდრო გეტყოდა რა თქმა უნდა.არ ვაჩერებდი ენას ის კი უხმოდ მიმათრევდა ნაპირისკენ.ზღვსთან ჩავედით და იქვე კიბეებზე ჩამომსვა თვითონ ფეხზე იდგა და ნერვიულად გადი-გამოდიოდა ერთი საფეხურით ქვემოთ.
-ეხლა მერაღაცას აგიხსნი,აი მერე კიდე შენ მოგიწევს თავის მართლება.
-რაა?შენ სულ გაგიჟდი მგონი.მე რა მაქვს თავის სამართლებელი?!გავიოცე და მაშინვე გავჩუმდი როგორც კი მის გადარეულ სახეს წავაწყდი სადაც იყო სიბრაზისაგან გასკდებოდა და ცეცხლივით აალდებოდა.
-მომისმენ თუ კიდევ დიდხანს უნდა იმარჩიელო?!გამოსცრა და თავი გვერდზე გადააგდო.
-არამგონია რამე აზრი ჰქონდეს,მაგრამ მიდი გისმენ.უცებ დემეს სიტყვები გამახსენდა უნდა დაელაპარაკო და მოუსმინოო და გავიტრუნე.
-ლევანის რატო არ პასუხობ?იმიტომ რომ ნომერი შევცვალე.ეგ რამე შუაშია შენ სათქმელთან?ირონიით ავხედე მეც.
-შუაში არა,თავშია!რომ გეპასუხა ახლა არცერთი არ ვიქნებოდით ამ მდგომარეობაში.
-ბოლოსდაბოლოს იტყვი თუ არა წესიერად რა ჯანდაბას ამბობ!
-სიამოვნებით გაწვალებდი კიდევ დიდხანს ასე სულელურად რომ დაიჯერე ყველაფერი,მაგრამ უშენოდ ვეღარ გავძლებ.ხმა მოულბა გამომეტყველება შეეცვალა ისევ დავინახე ის თვალები,რომლებიც ყველაფერს მერჩივნა,რომლებშიც მუდამ ვხედავდი ჩემ თავს და მისი ღიმილი.თუმცა მალე ისევ გონებამ სილა გამაწნა და ჭკუაზე მომიყვანა "რა სულელი ხარ!ვერ ხედავ შენი შეცდომაში შეყვანა უნდა, ისევ უნდა მოტყუვდე?!არ გეყო?!"
-ხო რა თქმაუნდა ალბათ ისევ მოგინდა ჟინის დაკმაყოფილება და სხვა ჩემნაირი სულელი ვერ მონახე,გგონია ისევ მომატყუებ და დავიჯერებ?არასოდეს!!!არ დამავიწყდება მისი სახე.როგორ დაებერა ყელზე ძარღვებ, როგორ დააჭირა კბილები ერთმანეთს და გააღრჭიალა.წარბები შეკრა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-შენ სულ გაგიჟდი გოგო?რეებს ლაპარაკობ თუ ხვდები საერთოდ!მომისმინე თორე შეიძლება უკვე ბომბივით ავფეთქდე!ამ დედა...ნული დისკის გამო როგორ დამშორდი.ჯიბიდან ნიკას მოტანილი დისკი ამოაძვრინა და მის დანახვაზე ადგილზე გავშრი,თვალები გადმომცვივდა კინაღამ.
-საიდან გაქვს ეს? ის არ გეყო რაც იკადრე ახლა ჩემ სახლში ქურდივითაც იპარები?!
-არა,შენ მე ნამდვილად გამაგიჟებ რა გინდა ტო თავი უნდა მომაკვლევინო?მერე დაიჯერებ რო მართლა მიყვარხარ?ეს იმ სი...მა მოგიტანა არა?რათქმაუნდა.მაგრამ არაფერი არ იცი და ისე ბრაზდები,ისე იბუტები არც არაფერს კითხულობ!საოცრად მართალი,გულწრფელი და გულნატკენი საუბრობდა,ვუყურებდი და მხოლოდ იმას ვოცნებობდი რომ მხოლოდ ერთხელ ჩავხუტებოდი,მხოლოდ ერთხელ მეგრძნო თავი მის მკლავებში,მაგრამ ისევ სილა მივიგე საკუთარი გონებისგან.
-საკითხავი არაფერი აღარარის საკმარისად გავიგე უკვე ყველ...სიტყვის თქმა არ დამაცადა ისე ჩაიმუხლა ჩემ წინ გაგდაიჟებული მეცა ტუჩებზე,თითქოს ჩემ აზრებს კითხულობდა,ღმერთო როგორ მომნატრებია,როგორ მყვარებია,არ შემიძლია მოვიცილო,არ შემიძლია ხელი ვკრა.ვერაფერს ვაკეთებდი,გაშეშებული და თვალებგანაბული ვიჯექი და უბრალოდ ვტკბებოდი მისი ტუჩებით,მისი სურნელით.უცებ ისევ გონებისგან სილა მივიღე, გონება:"გაგიჟდი?რას აკეთებ ახლავე შეწვყვიტე!" მე:ჯანდაბაააა!მოკეტე რა ცოტახანს დამაცადე კოცნა! გონება:შე სულელო,ისევ გინდა სანაგვეზე აღმოჩნდე? მე:გაქრიიი,გაჩუმდი დამაცადე სიყვარული!არვიცი რამდენხანს მკოცნიდა და რამდენხანს მქონდა გონებასთან ომი გამოცხადებული.გიო უკან გაიწია გამიღიმა და მაცდური თვალებით ისევ მიყურებდა.
-როგორ მომენატრე შე სულელო ბავშვო.ჩემი "მახინჯი".მერე მომიყვა როგორ დაურეკა ლევანმა ნიკას,როგორ იკამათეს,როგორ იპოვნა ლევანმა გამოსავალი ამ სიტუაციიდან,მერე ნიკას შეხვდა და აი საუბრის ჩანაწერიც,რომელიც იქვე კიბეზე ეგდო.ვერ ვიჯერებდი რომ ეს სისულელე მართლა დავიჯერ, როგორ შემეძლო ეჭვი შემეტანა მასში,როგორ უნდა დამვიწყებოდა მისი თვალები სულ რომ არაფერი მითხრას მისი თვალები მეუბნებიან როგორ ვუყვარვარ.
-მაპატიე რა...რა სულელი ვარ! არც კი ვიცი როგორ დავიჯერე,როგორ ვიფიქრე.მერე მაგრად მოვეხვიე და გონებაზე გავიმარჯვე.მე:აბა,სად ხარ ვეღარაფერს ამბობ არა?ხომ გაჯობე ხომ დაგანახე რომ სიყვარული მართლა არსებობს,ხომ ხედავ არსებობს!"გაღიმებული ვიყავი გიოზე მიწებებული და არც ვაპირებდი ჩამოვხსნოდი მხრებიდან რომ არა ჩემი ტელეფონის განწირული ხმა.
-უნდა ვუპასუხო,თავი გავითავისუფლე გიოს მკლავებიდან რაც ძალიან არ მინდოდა და სწრაფად ვუპასუხე.
-გოგო სად გაქრი ყველა შენ გეძებთ.ნერვიულად ჩაჰკიოდა ანი ტელეფონში.
-ახლავე მოვალთ.
-მოხვალთ?ვისთან ერთად ხარ გოგო?
-მოვალ და გაიგებ.მაცდურად გამეღიმა და ტელეფონი გავთიშე.წავიდეთ გველოდებიან.
-მოიცა,ხელი წამავლო მკლავში,შენ კი მაპატიე,მაგრამ მე არ მიპატიებია.
-რაა?
-ის ტიპი ვინარის?
-ვინ ტიპი?
-აი ის იმდღეს სანაპიროზე რო ეხუტებოდი
-რაა?შენ საიდან იცი?
-ვიცი და მიპასუხე,ხმა გაუკაცრდა და თვალები გამომცდელად მომანათა.
-დემეტრე,მეგობარია.
-მეგობარი?როდის აქეთგახდა მეგობარი?
-ოოო,ნუ სულელობ რა ჯერ არ შევრიგებულვართ და უკვე ვჩხუბობთ.ტუჩები გავბუსხე და ხელები გადავაჯვარედინე.
-შენ მე ნამდვილად მომკლავ.
-მეგობარია,რატო არ გჯერა წამოდი და გაგაცნობ შენ თვითონ დარწმუნდები.ხელი ჩავავლე და ძალით ვექაჩებოდი ცოტახანს მერე თვითონაც ამყვა ნაბიჯებში და ხელი მაგრად მომხვია წელზე.რესტორანში შევედით და შეკივლება ერთი იყო.გოგოები გიჟებივით წამოცვივდნენ და ხტუნვა დაიწყეს.
-არაარსებოობს(მარი)
-არააააა,მგონი მეჩვენება(ანი)
-არ გეჩვენებათ.ყველაფერი რიგზეა გოგოებო დამშვიდდით.გიო გოგოების საქციელზე იცინოდა და თან საფეთქელთან მკოცნიდა,ხელი ისევ წელზე მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული.
-შე...შე...შე უნამუსო! შე საძაგელო! ყველაფერი იცოდი არა?იმიტომ იღიმოდი არა ასე ეშმაკურად.მიუბრუნდა ვითომ გაბრაზებული მარი სანდროს.მანაც დამნაშავის თვალებით შეხედა და თავი დაუქნია,მერე გულიანად გადაიხარხარა,დანარჩენებიც ავყევით.გიოს ბიჭები გავაცანით,დემეტრეც გაიცნო და თავის სულელური საქციელის თვითონვე შერცხვა,მაგრამ მაინც არაფერს იმჩნევდა.დიდი ხნის საუბრის და მხიარულების შემდეგ დავიშალეთ.დემე და ლენე სახლში წავიდნენ.გიომ და სანდრომ სახლამდე მიგვაცილეს,ქეთა და ანი გიგას და ალექსანდრესთან ერთად უკან მოჩანჩალებდნენ და გვესმოდა როგორ კისკისებდნენ.
-ესენი სულ გადარიეს ამ ბიჭებმა.(მარი)
-მე მგონი პირიქით. მე და მარის სიცილი აგვიტყდა.
-გიო დღეს სად რჩები(მარი)
-რავი სანდიკოსთან დავრჩები და ხვალ 2კაციან ნომერს ავიღებთ თორე ამასთან ერთ საწოლში....არმინდა მადლობა.გიომ სანდროს მისამართით გაიცინა.
-მოიცა მე გოგოებთან დავწვები ამაღამ შენ და ნათია ერთად დაიძინებთ,ხვალ კი ნომერს აიღებთ.
-მე წინააღმდეგი არ ვარ,ეშმაკურად აათამაშა გიომ წარბები.
-მოიცა მე არაფერს არ მეკითხებით?თითქოს გავბრაზდი და ორივეს შევუღრინე.
-არა,ორივემ ერთხმად მიპასუხეს.
-გასაგებია!ისევ ვითომ გაბრაზებულმა ვუპასუხე.ხედავ სან რა დღეში ვარ?შევჩივლე სანდროს რომელიც თავს მიქნევდა.
-გაიხარე ერთი ღამე ახვლედიანო,ხვალიდან ჩემთან ერთად გაატარებს ბობოქარ ღამეებს სანდრომ გულიანად გადაიხარხარა.
-ხოდა ის ტრუსი ჩაიცვი მე რო მევასება ხო იცი სექსუალური როა ძაან.
-ფუუუუ,გაჩუმდიიით!ერთად შევძახეთ მე და მარიმ.ამასობაში სახლშიც მივედით.და გავნაწილდით,სანდრო ჯუჯღუნით გაუყვა იქვე ახლოს აღებულ სახლის გზას.მე რა დავაშავე,მეც დამაძინეთ ბარემ თქვენთანო,მაგრამ მარიმ სულ ბუნძულით მოასმევინა იქიდან.
-როგორც იქნა სახლში ვართ,მოწყვეტით დავეშვი საწოლზე და ახლაღა ვიგრძენი დაღლილობა.გიოც გვერდით მომიწვა,თავი ჩემსკენ გადმოატრიალა
-როგორც იქნა ისევ ჩემი ხარ,რამდენიც მომინდება იმდენს გაკოცებ და იმდენს მოგეფერები.
-როგორ მომენატრე.
-ღირსი ხარ!
-დამპალო!
-მეც მიყვარხარ "მახინჯო" გაიცინა მეც გამეცინა.
-არაა.მანც რამ გადაგრია და მე-4სართულზე რამ აგაძვრინა?უცებ გამახსენდა
-რამ გადამრია?კიდე რო მეკითხება ეს ნაძირალა.
-უი,დემეტრესთან ერთად დაგინახეო,ანუ აქ იყავი ამოსული?გამახსენდა მივიწყებული მისი ნათქვამი და მივხვდი რომ გამოვიჭირე.
-არა,თბილისიდან გითვალთვალებდი.
-ხო არა?მერე რაო მაგ შენმა თვალებმა ვერ გავახილეთ კარგადო?თუ რაც გვინდოდა მარტო ის დავინახეთო.ენა გამოვუყავი და დავიჯღანე.
-აი მაგის გამო ენას მოგაჭამ!
-ვერა!
-კაი გინდა ვცადოთ?



აბა ბავშვებოოო,გელოდებით,უკვე მომენატრეეთ:*:*:* ამ ბოლო დროს გადარბენა მაქვს და ცოტას ვაგვიანებ ხოლმე,მაგრამ როგორც კი მოვიცლი ,მაშინვე ვცდილობ არ გალოდინოთ))



№1  offline წევრი cancara

კაია კაია კაი მალე დადე

 


№2  offline წევრი ana_180814

kaia cota male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent