ალბათობის თეორია (7)
დაბნეული ქალი საპირფარეშოს სარკის წინ იდგა, თავის ანარეკლს მისჩერებოდა და ღრმად სუნთქავდა. ვერ ხვდებოდა რას უკეთებდა ეს მამაკაცი ისეთს, რომ ასე გიჟდებოდა, თუნდაც მისი სახელის გაგონებისას ან გაფიქრებისას. სალფეთქით შეისწორა მაკიაჟი, რომელიც ცივ ოფლს აერია. თმაც გაისწორა და კარის საკეტი გადაატრიალა. გავიდა თუ არა, სუნთქვა შეეკრა და ნელ–ნელა დაიწყო უკან დახევა. –არაფერს დაგიშავებ, ბუა არ ვარ! – ხელები ზევით აზიდა იმის საჩვენებლად, რომ მართლაც არაფრის დაშავებას არ აპირებდა და თბილად გაუღიმა, ისე, ყინულებით სავსე გულსაც რომ გაალღობდა. –რას აკეთებ აქ? – ხმის კანკალით ჰკითხა და შეეცადა მედგრად დამდგარიყო. –უნდა ვისაუბროთ, – ბრძანების ტონით ჩაილაპარაკა. –რა გვაქვს სასაუბრო? – ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბეას ბაგეები. –ბეატრის, უნდა ვისაუბროთ–მეთქი! – ჰაერი გაარღვია მისმა უმკაცრესმა ბარიტონმა და ბეას რამოდენიმეჯერ დაბურძგლა. –სად? – ხმა აუკანკალდა და მალე მისმა მუხლებმაც ატეხეს ცახცახი. –ვერანდაზე გავიდეთ, – თავით ანიშნა იქითო და ზურგზე ნელი შეხებით უბიძგა. ბეას თითქოს დენმა დაარტაო, შეშინებულმა მიხედა მის უკან მომავალ გუგას. ვერანდაზე იყვნენ. გუგა მოაჯირს დაყრდნობოდა. ზუსტად ისე, როგორც დღეს შუადღისას და მზერა უაზროდ მიეშტერებინა უსასრულობისთვის. ბეატრისი კედელს მიჰკრობოდა და ამაოდ ელოდა როდის გააპობდა ჰაერს მამაკაცის უსიამოვნო და ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო ხმა. –ხვდები, რომ უსაზღვრო სიმპათიებით ვარ განწყობილი შენ მიმართ? – დაიწყო მანაც, როცა ამოისუნთქა და საჭიროდ ჩათვალა საუბრის წამოწყება. –ეს... ეს რას ნიშნავს? – ფეტვის მარცვალივით დაიბნა ბეა, რომელიც თითქოს პირველად იგებდა, რომ ვიღაცას მოსწონდა. –იმას ნიშნავს, რომ შენთან მინდა ურთიერთობა. თავიდან, როგორც კი მაგ ლამაზ თვალებში ჩაგხედე, მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ქაოსური იქნებოდა, მაგრამ მაინც არ დავნებდი მაგ შენს უძირო თვალებს და ვიბრძოლე შენთვის. ჩემს დანახვაზე ისე ფრთხები, თითქოს ეშმაკი ვიყო, – ნელა შემოტრიალდა ქალისკენ და პირდაპირი მიმართულებით დაიძრა. – მაგრამ ორივე ვხვდებით, რომ შენც მოგწონვარ, უბრალოდ ჩემი მკაცრი იერი გაშინებს, ჩემი მკაცრი კოცნა გაფრთხობს, – ვნება შეერია მის ხმას. მტევანი ქალის სახისკენ წაიღო და ნიკაპით ააწევინა თავი თავისკენ. – ერთხელ დამშვიდდი და ისე შემომხედე, იქნებ მაშინ მაინც დაინახო, რომ გუდით არ ვაპირებ შენს მოტაცებას და მერე სადმე, ნესტიან სარდაფში გამოკეტვას, – გაუღიმა და ოდნავ დაიხარა ქალის ბაგეებისკენ. ისევ დაეძგერა გამობურცულ, წითელ ტუჩებს, ოღონდ ამჯერად ისე ნაზად, ჯერ რომ არავისთვის უკოცნია. ამჯერად ბეა მიხვდა, რომ მართლა სულელურად იქცეოდა და მამაკაცის კისერზე შემოაწყო კომფორტულად ხელები, შემდეგ კი აჰყვა ნაზსა და სათუთ კოცნაში. ალბათ, ასე, ერთმანეთის ალერსში დაიღვრებოდნენ, მაგრამ ბეა მოშორდა მის ბაგეებს. –ალბათ, არ ხარ მართლაც საშიში, – ღიმილით უთხრა და თვალებში, რომელიც სიბნელეს ჩაემუქებინა, ჩახედა. –ვხვდები, რომ ალბათობის თეორიით ცხოვრობ და ეს მომწონს! საშინლად მომწონს! – ისევ ვნებამ აურია ხმა და ისევ ბეას ტკბილი ბაგეებით ჩაიცხრო ის. –ახლა კი, შევიდეთ, თორე ძებნას დაგვიწყებენ! – ისევ ბეა მოშორდა მამაკაცს და წინ არეული ნაბიჯებით წაიწია. –წამექცევი! – სიცილით დაეწია მამაკაცი და წელში შეუცურა ძლიერი ხელები. –საყრდენი ხარ! – გაეცინა ბეასაც. –ვისი საყრდენი? – ზემოდან ინტერესით გადმოხედა მამაკაცმა. –ჩემი... – ტუჩზე იკბინა ქალმა. – ჩემი საყრდენი! – დაამატა და გაუცინა. –ათასნაირი ადამიანი მინახავს, მაგრამ, მათ შორის, შენ ყველაზე მეტად გიხდება ღიმილი! ბეა გაწითლდა, თუმც ვერარაფერი უთხრა, რადგან მათკენ მომავალი ანკა და ირაკლი დაინახა. ქალი შეიშმუშნა და მამაკაცის ძლიერი მარწუხებიდან დახსნას შეეცადა, მაგრამ უფრო მიიკრო სხეულზე, მაგრამ ერთი პლიუსით, წელიდან ხელი კისერზე აიტანა. მათკენ მომავალ წყვილს გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და ბეას თავზე აკოცა. იგივე გაიმეორა ირაკლიმ. ერთდროულად ახარხარდნენ ძმაკაცები. –რა გაცინებს? – უხერხულობისგან დაწვრილებულმა სიბრაზით შეუღრინა გუგას . –სასაცილოები ხართ, – ხმამაღლა უპასუხა და კიდევ ერთხელ გადაიხარხარა. –გილოცავთ, ძმა, მაგრამ ცოტა ხნით ჩვენც მოგვაქციეთ ყურადღება! – დაგესლა მეგობრები ირაკლიმ. ბეამ აღარ იცოდა სად დამალულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის ახალი ეტაპი ძალიან, ძალიან მოსწონდა, მაინც მორცხვი გოგო იყო და ვერ მალავდა თავის მორცხვობას. –გაგვიგრძელდა ალერსი! – ტუჩები სასაცილოდ მობრიცა გუგამ და ამის გამო ძლიერი ჩქმეტა მიიღო, რაზეც მთელი სახე აერია. – მეტკინა! – ამოიოხრა და ბრაზით ჩახედა ირონიულად მომღიმარ ბეას. –როგორც ჩანს, პოზიციები შევცვალეთ! – თვალი ჩაუკრა, ხელი ააშვებინა და მიმზიდველი მიხვრა–მოხვრით დაბრუნდა ბარის მთავარ განყოფილებაში. ბიჭებს წინ დაუჯდა და გაუღიმა. –აბა, რა ხდება? – ინტერესით მიაჩერდა. –მარტო რატომ მოხვედი? – გაოცება ვერ დამალა ნიკომ. –შენმა ძმაკაცმა გამაბრაზა! – თვალები გადდაატრიალა და შემთხვევით გაიხედა იქით, საიდანაც მოვიდა. ბრაზმორეული სახით მოიწევდა გუგა. –ნუთუ? – სასაცილოდ დაბრიცა სახე თოკომ და ვისკის კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. – როდის გადაიქეცი ფისოვ თაგვების მწვალებლად? – წარბები აზიდა და სიცილის შეკავებას შეეცადა გუგას უარესად არეულ სახის შემხედვარე. –მგონი ჩემი გოგო ბევრს საუბრობს, დათვრა, – გვერდზე მიუჯდა, თავისი „მარწუხი“ ისევ შემოჭდო კისერზე და მკერდზე მიიკრო. –გუგა! – მკაცრი ტონით დაიჩურჩულა და ფშვენა ამოუშვა. –უხდებით, ძმაო! – სიმპათიებს არ მალავდა თოკო. –ხო? – ღიმილით მიაჩერდა ბეას. შემდეგ ვისკის სავსე ჭიქას მისწვდა და დაიწყო: – ჩემ ბეატრისს გაუმარჯოს! გვიანობამდე აღნიშნავდნენ მეგობრები წყვილების ბედნიერებას. ახარებდათ და ავსებდათ ერთმანეთის სიხარული. თითქოს არც სათითაოდ და არც ცალ–ცალკე, დუეტებად არ იქნებოდნენ ისეთი სავსენი, როგორიც ასე, ერთად იყვნენ. გუგამ რამოდენიმე ჭიქა დალია. როგორც ყოველთვის, ახლაც წინდახედულად მოიქცა. აბა მერე ვინ წაიყვანდა სახლში თავის გოგოს? როგორ ანდობდა სხვას მის თავს? ვერანაირად. მთელი გზა მუსიკებს უსმენდნენ. ნაცნობ ჰანგებს აჰყვებოდა ხოლმე ბეა და თან იცინოდა. –შენთვის უთქვამთ, რომ, ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივად მღერი? – კომპლიმენტებს არ იშურებდა გუგა. –ნუთუ?! – სიცილით ჰკითხა და მამაკაცისკენ გადაიხარა, საკოცნელად. ოდნავ მისწვდა მის ბაგეებს და შემდეგ ისევ ადგილს დაუბრუნდა, რადგან არ უნდოდა ეს ბედნიერება ასე მალე ჩაეკლა. სახლთან გაუჩერა გუგამ. –გმადლობ, ამ უმშვენიერესი საღამოსთვის! – გადასვლის წინ, ჩვეულად, თბილად გაუღიმა ბეამ. –კიდევ უამრავი და უკეთესი იქნება, – ქალისკენ გადაიხარა გუგა და წითელ ბაგეებს წაეტანა. გადასვლისას ხელზე შეახო მამაკაცმა თავისი ძლიერი მტევანი და ბეამაც ინსტიქტურად გაუშტერა საკუთარი თვალები მის თვალებს. –მინდა, რომ ჩემი ოჯახი გაგაცნო! – ოდნავ დაძაბულმა გაუღიმა. ბეამ იცოდა რაოდენ რთული იყო ეს გადაწყვეტილება გუგასთვის. ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. შესაძლოა დედამისს არ მოსწონებოდა მისი არჩევანი, ანდა ბეას არ მოსწონებოდა მისი ოჯახი, თუნდაც ორივე ერთად და მოუწევდა ორ უძვირფასესს შორის არჩევნის გაკეთება. არაერთხელ ყოფილა ბეას ცხოვრებაშიც ისეთი მომენტები, როცა მკაცრი დილემის წინაშე მდგარა, მაგრამ მამაკაცისთვის უფრო სანერვიულოა ეს და კარგად იცის. –ჯერ საკმარისად ადრე ხომ არ არის? – დაძაბულობა მასაც შეეპარა, მაგრამ შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. სახეზე დაუსვა ხელი. –არც ახლა არის ადრე და არც არასდროს იქნება გვიანი, რადგან მინდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება დაგიკავშირო შენ... – წინ ჩამოშლილი რამოდენიმე კულული ყურს უკან გადაუწია მამაკაცმა და ქალის ტუჩებს ისევდაისევ წაეტანა. კიდევ ერთხელ იგრძნო ბეამ რა არის გაზაფხული როცა დგება მუცელში. მთელი სხეული ყვავის და მთელი სხეული ზეიმობს. უნდა აღიაროს, ყველაზე მეტად უყვარს გაზაფხული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.