შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიგებით ქორწილი (12)


19-07-2015, 00:01
ავტორი Tikko_Elikashvili
ნანახია 5 253

დანიელი დილაუთენია ადგა,ცოლს ისევ ტკბილად ეძინა.ადგა და თათასთან წავიდა,კარზე აკაკუნდებდა,თათამ ძლივს გააღო.
-რა ხდება დანიელ?-ნამძინარევუ სახე ჰქონდა.-კარგად ხართ?
-მაპატიე რომ გაგაღვიძე.მაგრამ რაღაც სერიოზული საქმე მაქვს.
-კარგი,გისმენ.-თათას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა მოსმენისა,შეატყო რომ დანიელი მაინც არ შეეშვებოდა.
-მინდა ლიზას ლამაზი საღამო ვაჩუქო და ამაში,შენ და ნიკა დამეხმარებით.-თათას გაუკვირდა და დაიბნა.
-კარგი,დაგეხმარებით მაგრამ რაში?
-შენ ჩაიცვი,მოწესრიგდი,მე კი ნიკას გავაღვიძებ.-დანი წავიდა,ნიკა გააღვიძა და წავიდნენ.როდესაც ლიზამ გაიღვიძა,ქმარი გვერდით არ ყავდა და გაუკვირდა.ქვევით დაუწყო ძებნა,მაგრამ არსად ჩანდ,მასთან ერთად არც თათა და ნიკა.ყველას კითხა მათი ადგილსამყოფელი მაგრამ არავინ იცოდა. მთელი დღე არ ჩანდნენ,ლიზა მათ ურეკავდა მაგრამ არ პასუხობდნენ.საღამოს ლიზასთან,თათა შევიდა.
-სად იყავი მთელი დღე?-გოგონა უკვე საჩხუბრად ემზადებოდა.
-საქმეზე..ეს კაბა ჩაიცვი.-პარკზე მიანიშნა.ლიზამ გახსნა და შავი საღამოს კაბა ამოიღო,წინ ოდნავ ამოღებული,უკან ბეჭებზე კი მთლიანად ამოღებული,შავი ფეხსაცმლით.
-ეს რას ნიშნავს?რატომ უნდა ჩავიცვა ესენი,ან დანიელი სად არის?-ერთ დროულად ბევრი კითხვა გაუჩნდა.თათამ კი ამაზე მოკლე პასუხი გასცა.
-მიდი გაემზადე,დანიელიც კარგად არის.-ლიზა უარზე იყო,მაგრამ თათამ მაინც დაითანხმა გამოცვლაზე,ბუზღუნით ემზადებოდა,თმა,მაკიაჟი.-ძალიან ლამაზი ხარ,წავედით.
-რა ხდება,უცნაურად იქცევი.-თათა ხმას არ იღებდა,ქვევით ისე ჩავიდა.დაბლა შავი მანქანა იდგა,ჯიპი.ლიზა გაოცდა.
-სად მივდივართ?
-შენ მიდიხარ.
-სად?-უფრო დაიბნა.
-ჩაჯექი.მძღოლი თავად მიგიყვანს.არაფერზე იფიქრო და ბედნიერებას გისურვებ.-მეგობარს აკოცა და მანქანაში ძალით ჩასვა.დანიშნულების ადგილას მივიდნენ,ლიზა დიდ ლამაზ ოთახში მიაცილეს.გოგონამ გარ-შემო მიმოიხედა,ოთახის შუა ნაწილში მაგიდა იყო გაშლილი ორ კაცზე,ეტყობოდა რომ რომანტიკული ვახშამი იყო,ნელი მელოდია ჟღერდა,ოთახის ბოლოს საწოლი იდგა. ლიზა ვერ ხვდებოდა,აქ რას აკეთებდა,მოულოდნელად უკნიდან დანიმ ხელი მოხვია,გოგონამ მიიხედა და გაოცდა როდესაც ქმარი დაინახა.ბიჭი ძალიან მიმზიდველი იყო,შარვალ-კოსტუმში,ისეთი იყო ზღაპრებში რომ არიან ხოლმე.
-დანიელ...-სიტყვა ქმარმა გააწყვეტინა.ბიჭი,ცოლის წინ მუხლ დადგა და ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო.
-ჩვენი ნიშნობა მაშინ ყალბი იყო.ის ბეჭედი მაშინ მოვალეობის მიზნით გაჩუქე.ახლა კი ამ ბეჭედს მთელი ჩემი გულით გჩუქნი...-დანიელი გაჩუმდა,ლიზა კი ქმარს ბედნიერი თვალით უყურებდა.-"მიყვარხარ" ლიზა და მინდა,რომ ჩვენი ურთიერთობა დღეიდან ნამდვილი იყოს.-ლიზა ვერ იჯერებდა,რომ ქმარმა ბოლოსდაბოლოს ეს თქვა.
-დანი...მე...-ხელი გაუწოდა და უთხრა.-კი,თანახმა ვარ.მინდა რომ ნამდვილი ურთიერთობა გვქონდეს.-დანიმ,ცოლს თითზე ბეჭედი გაუკეთა და აკოცა.ეს კოცნა ნამდვილი იყო და,რაც მთავარია ეს ორივეს სურვილით მოხდა.მაგიდას მიუსხდნენ,გემრიელად მიირთვეს.შემდეგ კი იცეკვეს,ლიზა ქმარს იყო ჩახუტებული,ორივე ბედნიერები იყვნენ,რადგან კარგად იყვნენ.აქ ამ ღამეს ორივე ერთმანეთს დაუკავშირდა. ამ დროს სასტუმროში თათა და ნიკა გარეთ ისხდნენ აუზთან.
-დღეს ლიზა და დანიელი ძალიან ბედნიერები იყვნენ.გაუმართლათ,რომ ერთმანეთს შეხვდნენ.
-მართალია.მათი ურთიერთობა არასწორად დაიწყო,მაგრამ კალაპოტში ჩადგა.-ნიკამ მოიწყინა.თათა კი მაშინვე მიხვდა მიზეზს.-ნიკა ის გოგო "თაკო" როგორ არის?ისევ დაშორებულები ხართ?
-ჰო,დაშორებულები ვართ.ყველაფერი აგვერია.
-თუ გიყვარს,მაგალითი დანიელისგან აიღე,შეურიგდი.
-ძალიან მინდა,დავფიქრდები.შენ?დავიჯერო არავისზე ფიქრობ?-თათა დაფიქრდა.
-არა,არავინ მომწონს და მაინტერესებს.
დილით პირველმა დანიმ გაიღვიძა,ცოლს უყურებდა და ხვდებოდა,რომ მათი ურთიერთობა უკვე ნამდვილი იყო.ლიზამ გაიღვიძა და ქმრის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა.
-დილა მშვიდობის ჩემო სიყვარულო.მიხარია რომ ჩემთან ხარ.-ცოლს აკოცა,ორივე ბედნიერი იყო.
-მეც მიყვარხარ.-საათს დახედა და დაბრუნების დრო იყო.-ადექი დროა წავიდეთ,სასტუმროში გველოდებიან.
-ჩვენ თაფლობის თვე არ გვქონია.-ეშმაკური ღიმილით უთხრა.
-გვექნება,მაგრამ მოგვიანებით.ახლა კი წავიდეთ.-ლიზა დგებოდა,როდესაც ქმარმა ხელი მოკიდა,მის კლავებში მოიქცია და ძლიერად აკოცა.
-ახლა აღარ მეწინააღმდეგები.-ლიზა კოცნისგან გაბრუებული ძლივს გამოფხიზლდა.
-გეწინააღმდეგები.წავიდეთ/
-კარგი,კარგი წავიდეთ.-უკან დაბრუნდნენ,სასტუმროში დაბრუნების თანავე,ლიზა მეგობარმა მოინახულა.
-აბა?როგორ ხარ?მითხარი საღამო როგორი იყო.-სიცილით კითხა.
-შენ ეს იცოდი ხომ?
-კი,ვიცოდი.კარგი,მითხარი როგორი საღამო გაატარეთ?-ლიზა მიხვდა რაც აინტერესებდა მეგობარს და მმოკლედ მოუჭრა.
-ძალიან კარგი საღამო იყო.-თათას სახე შეეცვალა.-რაც გაინტერესებს იმას არ გეტყვი.-ცილით უთხრა.-მარტო იმას გეტყვი რომ ქმარი ძალიან მიყვარს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ....
-თქვენი ამბავი მართლა ძალიან მიხარია.. ხვალ ვბრუნდებით,ამიტომ წამოდი საჩუქრები ვიყიდოთ.
-მოიცადე დანის ვეტყვი და წავიდეთ..-თათა წავიდა,ლიზა კი ქმრის სანახავად ჩავიდა ქვემოთ.
-საყვარელო,მე და თათა მაღაზიებში ვაპირებთ გავლას...-დანიმ საფულედან საკრედიტო ბარათი ამოიღო.
-აიღე,კარგად იშოპინგეთ.მიყვარხარ.-ცოლს აკოცა.
-მეც მიყვარხარ.-თათა ჩამოვიდა და საყიდლებზე წავიდნენ. მთელი დღე მაღაზიებში დადიოდნენ. დანი კი ლუკას ელაპარაკებოდდა.
-დანიელ,იმ დღეს წესივრად ვერ გელაპარაკე.მითხარი რა მოხდა?
-რა და ცოლთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.ერთად ვართ,ოღონდ ნამდვილად.
-ძალიან კარგია,მიხარია ძმაო.-მხიარულად საუბრობდნენ.
როდესაც ლიზა საყიდლებიდან დაბრუნდა,ბარგი უკვე ჩალაგებული იყო და გვერდით დანიელი იჯდა.
-ეს ყველაფერი შენ ჩაალაგე?-გაოცებულმა ჰკითხა.
-კი,მე ჩავალაგე.გამთენიისას მივდივართ,ამიტომ ვიფიქრე სანამ ჩემი,საყვარელი ცოლი მოვა,მე ჩავალაგებ მეთქი.-ცოლი ახლოს მიიხუტა და ვნებიანად აკოცა.
-ჩემი საოცრად მზრუნველი ქმარი,ძალიან მიყვარხარ.-დანიელმა უფრო ძლიეერ აკოცა. საღამოს აუზთან იყო ყველა,პატარა წვეულება ჰქონდათ,ერთობოდნენ.ლიზა,ქმრის გვერდით იჯდა და კოქტეილს სვამდა.
-საყვარელო,აღარ დალიო.გახსოვს შენი ბოლო დალევა,როგრო დასრულდა?
-კი,მახსოვს მაგრამ ბოლომდე არა.-ლიზა დაფიქრდა.დანიელმა კი ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა,რომ არ გახსენებოდა,სიყვარული პირველმა ვინ აუხსნა.
-კარგი,საყვარელო.მოდი მაკოცე.-ერთმანეთს აკოცეს,თათა კი მათ თავზე დაადგა.
-გვრიტებო,გეყოთ.-ცოლ-ქმარმა უკმაყოფილო სახით შეხედა.
-რა ხდება თათა?
-მგონი,მე თვითონ უნდა ვიზრუნო რომ დაშორდეთ ერთმანეთს,თორემ მე საერთოდ აღარ გახსოვარ,ლიზა.-მეგობარს გაბრაზებულმა შეხედა.
-ნუ ეჭვიანობ.მახსოვხარ,მაგრამ...-
-მაგრამ მას ქმარი ძალიან უყვარს,ამიტომ სხვისთვის დრო არ რჩება.-დანიმ გაიცინა.თათა კი ბუზღუნით გაბრუნდა უკან.
-ოხ,ეს შეყვარებული დებილები.-დანიელი და ლიზა კი მას დასცინოდნენ. მალე დაიშალნენ.ცოლ-ქმარს ჩახუტებულებს ჩაეძინათ.
დილით ადრე ადგნენ,წასასვლელად ყველაფერი მზად იყო.მათ სასტუმროში სამარშუტო მანქანამ მოაკითხა და აეროპორტში წავიდნენ. მთელი გზა საუბრობდნენ.
-საყვარეელო,პარიზში ყოფნა ძალიან მოგვიხდა,ყველა კმაყოლფილია,განსაკუთრებით კი ჩვენ..მიყვარხარ და სლ მეყვარები.
-მეც ჩემო საყვარელო...-ქმარს მხარზე თავი დაადო და ჩაეძინა.დანიელი კი უსაზღვროდ ბედნიერი იყო,რადგან ყველაფერი ჰქონდა რაც უნდოდა.ცოლი გვერდით ყავდა და ყველაფერი კარგად იყო. ბედნიერებისთვის მხოლოდ ეს უნდოდა....



მაპატიეთ პატარა თავისთვის..იმედია მოგეწონებათ..



№1  offline წევრი კუსა ♥

ძალიან მომეწონა <3

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№3  offline წევრი Tako Gogelia

ძანნ მომეწონაააა

 


№4  offline წევრი ana_180814

kaia dzaan magaria male dadee

 


№5  offline წევრი anushka123

ეს როცა წავიკითხე გამახსენდა ჩემი ძველი შეყვარებული და ცრემლები მომადგა <3 ძალიან გულისამაჩუყებელია ყოჩაღ
--------------------
პლანეტა ე.მ

 


№6  offline წევრი lamazmani

Kai iyo momewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent