ქალიშვილი პროვინციიდან 9 (დასასრული)
...ლინდა... მიუხედავად იმისა რომ გაგას თბილი ხელები ჰქონდა შემამცივნა. რატომღაც მეგონა რომ ალექსანდრეს ვღალატობდი, მგონი მის მიმართ პატივისცემის გარდა სხვა გრძნობაც გამაჩნდა... რაღაც გაურკვეველი გრძნობა... -თავი გამანებე და შენს ფულიან საცოლეს მიხედე...-ხელი შევაშვებინე გაგას და უკან გამოვბრუნდი. -მხოლოდ მე არ მიღალატია შენთვის ლინდა, შენც მიღალატე...-მომესმა უკნიდან ხმა და შევჩერდი. -ხო, სხვაში გამცვალე-როგორც კი მიხვდა რომ მისმა ნათქვამმა ჩემზე იმოქმედა ჩემკენ წამოვიდა. ხელი ხელზე მომკიდა და თვალებში ჯიქურ შემომხედა-მატყუარა ხარ! უნამუსო! მე მადანაშაულებ და თავად... ჩემს ხელს დავხედე და თვალებიდან ცრემლები წამოცვივდა... ისევ ალექსანდრეს და იმ გაურკვეველი გრძნობის გამო. -ბარი-ბარში ვართ, ხოდა დავივიწყოთ ყველაფერი-ნაძალადევად გავუღიმე მე და სახლში წამოვედი. თბილისში დღესვე უნდა დავბრუნებულიყავი... ალექსანდრეს ოჯახობა აფორიაქებული იყო. სანდრო ვერსად იპოვნეს და მისმა ძმაკაცებმაც არაფერი იცოდნენ. შეშფოთებული ლუკა ბოლთას სცემდა, სალომე კი ანერვიულებულ დედას ამშვიდებდა. სწორედ ამ დროს სალის ტელეფონმა დაურეკა. ლუკამ დაუფიქრებლად სტაცა ხელი და უპასუხა: -ხო თაზო.... არავინ არაფერი იცის?.... ლინდაც არ არის მანდ?... კარგი, გელოდებით.-დაამთავრა საუბარი ოჯახის უფროსმა და ცოლ-შვილს გადახედა: -თაზო ჩვენთან უნდა მოვიდეს, რაღაც აქვს სათქმელი. -ლევანი სადაა?-ჰკითხა ანასტასიამ. -ლინდას დეიდა სადაც მუშაობს იქ წავიდა, უკანასკნელ იმედ ვებღაუჭებით თანაც...-დააყოლა თაზომ და შეყოყმანდა, არ იცოდა გაეთქვა თუ არა მეგობრის საიდუმლო. -თანაც რა თაზო?-მოუთმენლად ჰკითხა სალომემ. თაზო საყვარელი ქალის კითხვაზე გაწითლდა და ძვლივს ამოღერღა: -ვფიქრობ რომ ალექსანდრეს ლინდა უყვარს თუ მოსწონს... ნუ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ორივე ერთდროულად გაუჩინარდა და... -შანსი არაა თაზო. ხომ იცი ალექსანდრეს ქალების მიმართ ნდობა აღარ აქვს, ლინდასთან საქმეს არ დაიჭერდა. -არ ვიცი... არ ვიცი...-დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა თაზომ და თავი დახარა. ...ლინდა... ვიცოდი რომ ბაქანზე ალექსანდრე არ დამხვდებოდა რადგან ეგონა რომ ხვალ ჩამოვიდოდი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მეტკინა გული როცა სადგომზე ვერ დავინახე. ჩემოდანი ძვლივსძვლივობით ჩამოვათრიე მატარებლიდან, გარეთ გამოვედი და ტაქსი გავაჩერე. ნაცნობ სახლთან გული რაღაცნაირად ამიფრთხიალდა, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი სანდროს და მისი ლამაზი სახის ყურებით დავტკბებოდი. კიბეები სწრაფად ავირბინე, ახლა აღარც ჩემოდნის სიმძიმე მადარდებდა და აღარც ის რომ მეშვიდე სართულზე ფეხით ავდიოდი. კარზე დავაკაკუნე და მოუთმენლად დაველოდე როდის გამიღებდა კარს ადამიანი, ვისკენაც ჩემი გული მიიწევდა. მალე დავინახე ის, მაგრამ ძალიან შეცვლილი... დადარდიანებული და გაბოროტებული თვალებით. ისევ ის ალექსანდრე იყო რომელიც პირველ დღეს გავიცანი. -ალექსანდრე, რამე მოხდა?-ვკითხე შეშინებულმა და სახლში შევედი. -არაფერი.-მოკლედ მომიჭრა მან და მისაღებში შევიდა. მეც უკან შევყევი. -არ გაინტერესებს ასე ადრე რატომ ჩამოვედი?-სევდიანმა ვკითხე მე და თვალებზე ცრემლები მომაწვა. -არა!-მისმა გაცივებულმა ტონმა შინაგანად გამყინა. -რა დაგემართა? ასე რატომ მექცევი?-ამჯერად ვეღარ შევიკავე ცრემლები. -შენ! შენ დამემართე ლინდა.-უეცრად მომვარდა ის, მხრებზე ხელები ჩამავლო და ტუჩებზე გიჟივით მეცა. არ ვიცი რა დამემართა, როგორ შემოვხვიე ხელები კისერზე და ყველაფერი დავივიწყე. ჩემი უაზრო პრინციპებიც კი. როდის გახდა უაზრო? თავადაც არ ვიცოდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ეს გრძნობა სიყვარული იყო რომელიც როდის გვეცემა და საკუთარ თავს დაგვავიწყებს არავინ ვიცით. ალექსანდრემ მოულოდნელად უკან დაიწია და ზურგი მაქცია. -ალექსანდრე.. რამე დავაშავე? ახლა რაც...-დავიწყე მე მაგრამ როგორც ყოველთვის მისმა მკაცრმა ხმამ შემაწყვეტინა. -შენ არაფერი დაგიშავებია ლინდა, მე ვარ დამნაშავე იმიტომ რომ ყველა იმაზე კარგი მგონია ვიდრე არიან, იმაზე მეტად ვენდობი ვიდრე იმსახურებენ და იმაზე მეტად მჯერა მათი ვიდრე საჭიროა. -ესე იგი დავაშავე-თვალებში შევხედე მე-სოფელში იყავი ალექსანდრე? ასეა არა? არ მენდობი ხომ? -არ გენდობი...-მწარედ ჩაეცინა მას-ახლაც გაგიმეორებ, იმაზე მეტად გენდე ვიდრე იმსახურებდი, არა, რა შენი ბრალია.. ჩემთვის სიყვარული არასდროს გამოგიცხადებია, უბრალოდ არ ვიცოდი სხვა თუ გიყვარდა. -მე შენ მიყვარხარ ალექსანდრე-არ ვიცი როგორ გავბედე ამდენი-მხოლოდ შენ! შენ! დავინახე როგორ შეცვალა ალექსანდრეში წამიერი სიხარული სინანულმა, მერე ბედნიერებამ და ბოლოს ყველა გრძნობა ერთად გაერთიანდა. -რა თქვი? რა თქვი, გაიმეორე...-ჩაიჩურჩულა მან და ფრთხილად შემაჯანჯღარა. -მიყვარხარ ალექსანდრე... -მეც მიყვარხარ ლინდა...-მთელი ძალით ჩამიხუტა მან. უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი. არასდროს სრულყოფილად ბედნიერი არ ვყოფილვარ, ყოველთვის რაღაც მაკლდა, ახლა კი... ვფიქრობდი რომ მთელი მსოფლიო ჩემი იყო, ყველას მე ვუყვარდი, ყველამ იცოდა ჩემი ფასი. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი რატომ მეგონა ასე... იმიტომ რომ ალექსანდრეს გარდა არავის აზრი არ მაინტერესებდა. ''ალექსანდრე და ლინდა''-ამომიტივტივდა გონებაში და სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა. საწოლში ალექსანდრესთან ჩახუტებული ვიწექი და ვფიქრობდი ჩემს განვლილ ცხოვრებაზე. რას წარმოვიდგენდი რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ასე გაგრძელებოდა ყველაფერი... ყველა ჩემი ოცნება ალექსანდრეს ფერი იყო.. მამაკაცის მხრებში თავჩარგულს მისი სუნამოს სურნელი მაგიჟებდა.. მინდოდა ხელი შემეხო.. მოვფერებოდი მაგრამ მეშინოდა არ გამქრალიყო იმ ოცნებებივით რომლებიც ბავშვობაში ჩრდილივით დამყვებოდა. როგორც კი შუქი აინთებოდა ჩრდილიც ქრებოდა. სიტყვები არ მყოფნიდა ისე ვაფასებდი... სიცოცხლე არ მყოფნიდა ისე მიყვარდა... სიყვარულის არსებობაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, მაშინაც კი როდესაც ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი. თითქოს ძალიან ბანალურად დაიწყო ყველაფერი: გაღიმება, უხეში საუბარი, მწარე საჭმელი, მანქანით ''გასეირნება'', გაპრანჭვა და ბოლოს არც კი ვიცი როდის აღმოვჩნდი მასთან ასე ახლოს, თუმცა მე დღეს ბედნიერი ვარ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა ალექსანდრე... მხოლოდ ახლა მივხვდი, ამ ქვეყნად სხვა თუ არაფერი მხოლოდ ამიტომ ღირდა ცხოვრება, რომ ერთხელ მაინც მეთქვა_მიყვარხარ... .................................................. მდაა...მდაა... ეს ისტორიაც დავასრულე ამ ცხრა თავის განამავლობაში ყველანი ძალიან შემიყვარდით თქვენი თბილი კომენტარებით იმედია დასასრულით უკმაყოფილო არ დარჩით. გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი... პ.ს. მუზას რომელმაც ამ ისტორიის დაწერა შთამაგონა ვუხდი დიდ მადლობას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.