შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 22


19-07-2015, 18:48
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 440

არდადეგებმა ელვის სისწრაფით ჩაიარა და სკოლაში დაბრუნების დროც დადგა.ალბათ არავისთვის არ იყო სასიამოვნო წიგნებს და სწავლას მიბრუნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ...მე და ჯინის უამრავი გეგმა გვქონდა, აქედან ალბათ ნახევარიც ვერ შევასულეთ და გული ძალიან გვწყდებოდა.დედასთან და ბებიასთან განშორებაც მიმძიმდა,ზედმეტად ემოციური ვერ,ისე დავემშვიდობე გეგონებოდა უკანასკნელად ვხედავდი.
დილით ადრე ავდექით.გავემზადეთ და წამში პლადფორმაზე ვისკუპეთ.დიდი ხანია თოვა გრძელდება და უკვე მოსაბეზრებელი გახდა ამდენი სითეთრე და სიცივე.ახლაც ცა თავს არ ზოგავდა და არე-მარეს უხვად აყრიდა თეთრ ფიფქებს დიდი ალბათობით მთელ ზამთარს ასე გასტანს.მე კი ერთი სული მქომდა როდის ვნახავდი მწვანე მინდვრებსა და გვირილებით გადაპენტილ მდელოებს.ამაზე ფიქრი ხასიათს კიდევ უფრო მიმძიმებდა.
პლადფორმაზე ნაცნობი არავინ შემინიშნავს,ისე დიდი სანაცნობო წრე არც მყავდა პრინციპში.მალფოი კი უკვე სკოლაშია, ვარჯიშები აქვს,გრიფინდორს უნდა შეხვდეს.ნეტავ ამ შემთხვევაში ვის უნდა ვუგულშემატკივრო?
მე და ჯინი მატარებელში ავედით.ცარიელი კუპე ვიპოვეთ და იქ შევძვერით.მთელი გზა ფანჯრიდან ვიხედებოდი.პირველად როდესაც ამ მატარებელში ვიჯექი მწვანე, ხასხასა ველების ყურებით ვტოვებდი,ახლა კი ამ გამაწამებელ სითეთრეს ყველაფერი დაეფარა და თითქოს არც აპირებდა,მათთან განშორებას.
გზა კიდევ უფრო გრძელი მომეჩვენა, ვიდრე პირველ ჯერზე.ჯინი აღფრთოვანებული იყო. დიდი ხანია ჰარი არ ენახა და მოსალოდნელი შეხვედრა წინასწარ ახარებადა.ნეტავ მალფოი რას შვრება?იმ დღის შემდეგ არც მე მინახავს.მის გახსენებაზე გამეღიმა.
-სკოლაში რომ მივალ მაშინვე დრაკოს მოვძებნი.
-არა!კატეგორიულად მიპასუხა გოგომ.თვითონ მოვა თუ იქ არის.
-ჯინის გამოხტომას ვერ მივუხვდი.მაგრამ დავუჯერე, დიახ თავად მომძებნოს.გოგო ხედს მიუბრუნდა მე კი წიგნი ამოვიღე და უაზროდ დავაშტერდი. მიყვარს მაგლური წიგნების კითხვა,მაგრამ ამჯერად გული ვერაფრით დავუდე,მთელი გზა მხოლოდ ორი გვერდი წავიკითხე.თავი ზედმეტად აფორიაქებული მეჩვენა.ალბათ ემოციების ბრალი იყო.

***
როგორც იქნა მოვედით.აღმოხდა ჯინის,დამქანცველი მგზავრობუს შემდეგ.
პლადფორმა ხალხით იყო სავსე.ერთმანეთს ეგებებოდნენ,კოცნიდნენ და ეხვეოდნენ.ჯინიც ჰარისთან გაიქცა მე კი მარტო დავრჩი.კედელს მივეკარი,რომ არავის დავჯახებოდი.ხალხის ნაკადი კი არ იკლენბდა პირიქით მატულობდა,ნეტავ ცუდად არ გავხდე ამ ჩახუთულობაში, ვფიქრობდი უფრო თავისუფალ ადგილას გავსულიყავი.ხალხს შევერიე მაგრამ მალევე ვინანე.ვგრძნობდი რომ სხეული აღარ მემორჩილებოდა და მექანიკურად დაყვებოდა ბრბოს აქეთ-იქით,მგონი გული მიმდის,როგორც კი ეს გავიფიქრე, ვიგრძენი,რომ ვიღაცამ ხელი ჩამავლი და მთელი ძალით გამათრია იმ არეულობიდან.მეგონა მალფოი იყო,მაგრამ როგორც კი გონს მოვედი,დავინახე ვიღაც უცხო ბიჭი მადგა თავზე და პულს მისინჯავდა და თვალები რომ არ დამეჭყიტა ხელოვნურ სუნთქვასაც ჩამიტარებდა.გავბრაზდი მის თავხედობაზე.
ბიჭს უხეშად გამივგლიჯე ხელი და ეტლისკენ წავედი.
-როგორი თავაზიანი ხარ.მომაძახა ბიჭმა.-მადლობა მაინც გეთქვა.მეც არ დავაყოვნე და მადლობის ნიშნად შუა თითი ვაჩვენე.

ჭიშკართან მალფოი დამხვდა.
-სად ხარ ამდენ ხანს.პლადფორმაზე გეძებდი,მაგრამ ვერ გიპოვე.წყენით მითხრა ბიჭმა.
-იმდენი ხალხი იყო ძლივს გამოვაღწიე იქიდან.ფილჩმა ისე ამრეზით შემოგვხედა,რაიმე ზედმეტი მოხრაობის შემთხვევაში,მაშინვე დაგვაბეზღებდა დირექტორთან.
დრაკომ ოთახამდე მიმაცილა.-ვარჯიში მაქვს უნდა წავიდე,საღამოს გავისეირნოთ,მანამდე შენც დაისვენებ.
გრიფინდორის ოთახში შევედი.იქაურობა სავსე იყო ერთმანეთს მონატრებული ბავშვებითა და გულის გამაწვრილებელი ხმაურით.მეც სიხარულით შევეგებე მეგობრებს.ასეთი სიხარული ამ ოთახში ჯერ არ მიგრძვნია.ლუნაც ჩვენთან შემოპარულიყო და თავისი უცნაური არდადეგების შესახებ გვაცნობდა ამბებს.მერე კი სკოლის მთავარ ამბავზე, ახალი მოსწავლეების გადმოსვლაზე გადავიდა.ჩვენს შორის ის ყველაზე ინფორმირებული აღმოჩნდა.სკოლაში არა მარტო ძმები კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირის შვილებიც მიეღოთ,სულ ხუთი ბავშვი,სამი გოგონა და უკვე „ცნობილი“ძმები. ერთ-ერთი ძმა რეივენქლოში მოხვდა ხოლო მეორე გრიფინდორში.მე და ჯინიმ ეშმაკური ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს.ჩვენი დიალოგი გაგვახსენდა.ჰარიმ იეჭვა და ინტერესით დაგვაკვირდა.ხოლო ორი გოგობა სლიზერინში და ერთიც კი ჰაფლპაპ ში.

მოსაღამოვდა თუ არა ყველამ ახალ მოსწავლეს დაუწყო ლოდინი,ის კი მგონი საერთოდ არ აპირებდა მოსვლას.მე კი მალფოის სანახავად გავქანდი.
მალფოი ხიდთან მელოდა.საკმაოდ თბილად ჩაეცვა,ჩემთან განსხვავებით.მივუახლოვდი თუ არა, ბიჭმა ქუდი მოიძრო და თავზე ჩამომაფხატა.ქუდში ქერა თმა აჩეჩოდა და ბიჭი ამაოდ ცდილობდა მის წესრიგში მოყვანას.როგრც ჩანს თავად ვერ ართმევდა თავს,ამიტომ მისი თმის გასწორება მე მომიხდა.ბიჭმა ხელი ჩამჭიდა ,მის შეხებაზე ტანში ჯრუანტელმა დამიარა.ისეთი თბილი და რბილი ხელები ჰქონდა სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო.
გარეთ საშინლად ციოდა ამიტომ,უკან მალე დავბრუნდით.ფილჩს რომ არ დავენახეთ,სწრაფად შევედით კარში და დერეფანს გავუყევით.მაგრამ, უკნიდან ხმაური მოგვესმა,ალბათ ის ბებრუხანა იყო,დერეფნის ბოლოსკენ გავიქეცით,მარჯვნივ მოვუხვიეთ და კედელს ავეკარით.მოხუცმა ბუზღუნით ჩაგვიარა,მაგრამ მე და მალფოი კედელს მაინც არ ვშორდებოდით.წამოვიწიე და წასასვლელად მოვემზადე.მაგრამ ბიჭმა კედელთან მიმაბრუნა და თავისი გრძელი და წვრილი თითები თმაში შემიცურა, თავი უკან გადამაწევინა და ტუჩებზე დამეწაფა.უხეშად და ვნებიანად მკოცნიდა, ერთი ხელით თმაში ნაზად მქაჩავდა მეორეთი კი ტანზე ვყავდი მიკრული, ტუჩებზე ნაზად მკბენდა.მთელს ტანში მწველ სიმხურვალეს ვგრძნობდი.არ მინდოდა თავი დამიკერგა მაგრამ მალფოის ყველა მოქმედება ვყვებოდი და გიჟებივით ვკოცნიდით ერთმანეთს.ბიჭმა ტუჩებიდან კისერზე გადაინაცვლა,ცხელი წვრილი ტუჩებით სწაფად მკოცნიდა და მწარედ მკბენდა მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგებოდი,მერე კისრიდან მხრებზე, მხრებიდან კი ლავიწებზე გადაინაცვლა,სიამოვნებისგან ლამის ხელში ჩავადნი მალფოის.
ბიჭმა მოულოდნელად ხელი შემიშვა და კედელს მიეყრდნო,მეც იგივე გავიმეორე არ მინდოდა ძირს დავცემულიყავი.დრაკოს მთელი სხეული უკანკალებდა,ნელ-ნელა დამშვიდდა,სუნთქვა წესრიგში მოიყვანა და მანტია შეისწორა. მთელი ამ დროის განმავლობაში მე გაკვირვებული ვუყურებდი.მიმიხვდა რაზეც ვფიქრობდი.
-ცოტა ზედმეტი მომივიდა.ისე მითხრა არც შემოუხედავს, ქურთუკს და თმას მისწორებდა ისე თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი.
-კიდევ კარგი ფილჩმა არ წაგვასწრო.ვუთხარი მალფოის.
-ხო კიდევ კარგი თორემ,ორივეს გაგვრიცხვადნენ.ეშმაკურად ჩაიცინა მალფოიმ.

როდესაც ოთახში დავბრუნდი საკმაოდ გვიანი იყო,მაგრამ თითქმის ყველა ფეხზე დამხვდა.ბუხართან ისხდნენ და საუბრობდნენ.ოპაა ესეც სიურპრიზი.ჩემი „გადამრჩენელი“ ბუხართან ჩამომჯდარიყო და რაღაც სისულეებს ყვებოდა.ჩემი მისვლა არ გამოჰპარვია და დანახვისთანავე შმაკურად აუციმციმდა თვალები.ალბათ ჯერ არ იცის რომ მალოისთან ვარ,მაგრამ არ ჩანდა ის ტიპი ვინმესი შეშინებოდა.ოთახში აპარვა დავაპირე,მაგრამ ჯინიმ დამიძახა.
-ან მოდი ჩვენთან.ვერაფერი მოვიფიქრე მიზეზად ამიტომ მათთან მოსვლა მომიხდა.დავჯექი თუ არა ახალი მაშინვე „მეცა“.
-მე ფრანცისკო ვარ,მეგობრები ჩიკოს მეძახიან შეგიძლია შენც ასე მომმართო.თვალი ჩამიკრა ბიჭმა.მე კი ისეთი სახე მივიღე, ვითომ არაფერი გამოგიაბავშვები ათას სულელურ კითხვას უსვამდნენ ისიც დაუზარელად და მხიარულად პასუხობდა ყველაფერზე.ნეტა არ ეზარება ამდენი ლაქლაქი?უკვე ტვინი წაიღო.გავიფიქრე ჩემთვის...

დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა.დაძინება ვცადე,მაგრამ რამდენიმე ბრუნის შემდეგ რომელიც საწოლში განვახორციელე მივხვდი რომ ძილს ვეღარ გავაგრძელებდი.ზანტად წანოვდექი ფეხზე.ჯინსი ამოვიცვი ზემოდან კი ჩემი საყვარელი შავი სვიტერი ჩავიცვი,წიგნს დავავლე ხელი და საერთო ოთახისკენ წავედი.ნეტავ სლიზერინის ოთახში შესვლა შემეძლოს,მალფოის გავაღვიძებდი მაინც.ბუხრის წინ ჩამოვჯექი და კითხვას შევუდექი.ჩემდა საბენიეროს წიგნი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა,საერთოდ გადამავიწყდა დილის ექვსი საათი რომ იყო,გრიპინდორის საერთო ოთახში ასეთი სიმშვიდე კარგა ხანია აე მღირსებია. ორი საათი ისე სწრაფად გაფრინდა ვერც კი მივხვდი.უკევე კარგად გათენებულიყო.ესეც ასე პირველი ნაბიჯების ხმა,ნეტავ ვის მოუნდა ამ დილა უთენია ადგომა დღეს ხომ კვირაა.
-შეიძლება შემოგიერთდე?ინტერესით მკითხა“ჩიკომ“ღმერთო ესღა მაკლდა ვიფიქრე გულში.
-მგონი დიდად არ აღფრთოვანდი იდეით.თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა ბიჭმა.
-როგორც გინდა ისე მოიქეცი.უხეშად მივუგე მე.
-ჰმ.. ისევ ჩვეული თავაზიანობა,ამით ვერ გამაკვირვებ.სიცილით მითხრა ბიჭმა.არ ვიცოდი რა მეპასუხა.ამიტომ არაფრის მთქმელი მზერა შევაგებე ბიჭს,რომელზეც ღიმილით მიპასუხა,მეც გამეღიმა...
-ღიმილი გიხდება,შენ კი სულ იბღვირები.მე მისი კომპლიმენტი არაფრად ჩავაგდე და ცხვირი გავიბზუე,.ბიჭმა კიდევ უფრო მეტად გაიცინა ჩემს საქციელზე.
-შენ ქვიდიჩს არ თამაშობ? საუბრის გასაგრძელებლად მკითხა ბიჭმა.
-არა!მკვახედ მივუგე მე.
-ასეთი რა გკითხე?გაიკვირვა „ჩიკომ“.პასუხი არ გავეცი ისე ცხვირი ავიბზუე..
-მოკლედ შენტან მაგრად გაერთობა კაცი,ზე მხიარული ხარ.ისე მითხრა ბიჭმა ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
მის ხუმრობაზე გამეცინა
-მერლინს ვფიცავ არ მჯერა! გაკვირვებულმა გავხედე ბიჭს.-სიცილიც გცოდნია.მასთან დიალოგი საკმარისი იყო,უცებ წამოვხტი და გოგონების ოთახისაკენ დავიძარი.
-რამე გაწყენინე?უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და კიბეს ავუები.
შენ ყველაზე უცნაური გოგო ხარ ვინც კი მინახავს.მომაძახა ბიჭმა.მერე კი რაღაც ჩაიჩურჩულა და ოთახი დატოვა.


პ.ს მითხარით თქვენი აზრი აუცილებლად.ოო ისეთ თავს გიმზადეთ,მუზამ თუ არ მიმატოვაა.. :D მადლობა ყველას :* :* :*



№1  offline წევრი mariam tsabadze

ძალიან გთხოვ სწრაფად დადე შემდეგი თავი მაინტერესებს ძალიან winked

 


№2  offline წევრი Khaleesi

ავტორ მკლავ! ვაიმე ნეტა ის არ მოხდეს რისიც ასე მეშინია! არც კი გაბედო!

 


№3  offline წევრი ana_aneta

Khaleesi
ავტორ მკლავ! ვაიმე ნეტა ის არ მოხდეს რისიც ასე მეშინია! არც კი გაბედო!

რისი გეშინია?

 


№4  offline წევრი laqlaqa

harry potter

 


№5  offline წევრი Khaleesi

რავიცი მალფოი არ გადააყვარო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent