ალბათობის თეორია (8)
მთელი ღამე ფიქრობდა გუგას შემოთავაზებაზე. ძალიან ეშინოდა. აქამდე თუ გუგას სიახლოვეზე ფიქრი აფრთხობდა, ახლა მის ოჯახზე გადაინაცვლა ყოველივემ. რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა – გაფიქრებაზეც კი აკანკალებდა. საწოლში ბორგავდა, ვერ ისვენებდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. ჯერაც არ გამოეცვალა ტანსაცმელი, ისევ იმავე ფორმაში იყო. რამოდენიმე წუთით მისჩერებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და თითქოს ცდილობდა მათში გუგა ამოებეჭდა, თუმც არ გამოსდიოდა. მაშინ გამოფხიზლდა, მისჯიბეში რაღაცამ, უფრო სწორად ტელეფონმა რომ ატეხა გულის გამაწვრილებელი წრიპინი. ამოაძვრინა ჯიბიდან და ეკრანს დააჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ვისი ნომერი იყო, ზუსტად იცოდა, რომ გუგა ურეკავდა. ეკრანს თითი გაუსვა და აკანკალებული ხელით გააქანა ტელეფონი ყურისკენ. –გისმენთ, – თითქმის დაიჩურჩულა ისე, თითქოს ცდილობდა ვინმე არ გაეღვიძებინა. –გაგაღვიძე? მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს აჭრილი ხმა ქონდა, მაინც ამოიცნო ბეამ, რომ საყვარელი მამაკაცის იყო. –არა, მეღვიძა... – სახეზე თავისუფალი ხელი გადაისვა, გამოსაფხიზებლად. –შეგიძლია ცოტა ხნით ქვემოთ ჩამოხვიდე? მომენატრე... ქალს დაბურძგლა. –ნასვამი ხარ... – ამოიჩურჩულა. –უკვე გითხარი, რომ მთვრალი კაცი ყველაზე ალალი კაცია... – შეახსენა ნიშნისმოგებით. ბეამ მთვარისა და ლამპიონის მეშვეობით განათებულ ნაცნობ მანქანას მოჰკრა თვალი. არადა ეგონა, რომ ხუმრობდა გუგა. ეს ხომ სიგიჟე იყო... ღამის სამზე. –ამოდი ჩემთან, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა. –რას ნიშნავს შენთან ამოვიდე? – გულახდილად გაიკვირვა კაცმა. –იმას, რომ ამოხვიდე და აღარ მოგენატრო. მოდი, გელი. თავის თავზე გაეღიმა. როგორ შეიცვალა, ასეთ მოკლე ხანში. ადრე რომ კაცს ეთქვა დაბლა ჩამოდიო შუა ღამით, აუცილებლად შეყრიდა სამეზობლოსა და პოლიციის მთელ რიგს, მაგრამ ახლა არ ეშინოდა, პირიქით – ყველაზე დაცულად გრძნობდა თავს, როცა გუგას სიახლოვეს იყო. ამ ერთ საღამოში, დიახ! კარზე კაკუნმა შეაკრთო, ფიქრებიდან გამოიყვანა. ნელი და გაწონასწორებული ნაბიჯებით წავიდა რკინის კარებისკენ. ყველა საკეტი მიყოლებით გადაატრიალა და განზე გაწია კარი. კედელს მიყრდნობოდა გუგა, ფეხი გადაეჯვარედინებინა და თავისებურად იღიმოდა. –მოდი ჩემთან, – გასწორდა და მოლოდინით გაშალა ხელები. ბეამ არ გაუწბილა იმედები და ბარბაცით შეამცირა სიახლოვე, შემდეგ კი ძლიერად შემოჭდო მამაკაცის მუცელს ხელები და მკერდზე თავისუფლად მოარგო თავი. თავისი ნება რომ ყოფილიყო, არასდროს მოშორდებოდა საყვარელ მამაკაცს და გამუდმებით მოუსმენდა მის აჩქარებულ გულისცემას, მაგრამ მიხვდა, რომ დრო იყო მოწყვეტილიყო გემრიელ სურნელს, რომელიც მამაკაცის მაისურს დასტრიალებდა და ქალს ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებდა. –შევიდეთ სახლში, – ხელები მოაშორა და გუგას გათავისუფლებულ ხელს ჩაავლო თავისი და სახლისკენ წაიყვანა მობარბაცე მამაკაცი. მისაღებში შეიყვანა და დივნისკენ უბიძგა – დასაჯდომად. კაცს გაეცინა. –რას მიპირებ? – შეპარვით ჰკითხა. –აქ და ახლა, არაფერს, – თვალი ჩაუკრა. –თითქოს ისევ ახლოს ვარ შენთან, მაგრამ მაინც სასწაულად მენატრები! – ამოიხვნეშა და ხელი დივნის ზედაპირს რამოდენიმეჯერ შეახო, იმის დემონსტრირებისთვის, რომ დამჯდარიყო ქალი. მანაც იმედები არ გაუცრუა და მის გვერძე ჩამოჯდა. მამაკაცმა კისერზე შემოხვია მარწუხი. ქალმა კომფორტი ვერ იგრძნო, ამიტომ ტელევიზორის სამართავ პულტს გადასწვდა და შემდეგ მამაკაცის მუხლებზე კომფორტულად მოკალათდა. როდესაც გუგას შერხეულ წარბებს წააწყდა, თავი წამოწია და სასაცილოდ მოკუმა პირი. –თუ გინდა, გავცვალოთ პოზიციები, – მხრები აიჩეჩა, – მაგრამ გაითვალისწინე, მიყვარს, როცა თავზე მეფერებიან და ვეფერები! – სასაცილოდ გაჭიმა ჰაერში საჩვენებელი თითი. –დაწექი რა, – ლაპარაკით თავგასიებულმა ამოიხვნეშა და სამართავი პულტი ხელიდან გამოგლიჯა. –ხანდახან როგორი ველური ხარ, – ამოიფშვინა მობეზრებულმა. –შენ კი ღამით უფრო მიმზიდველი! – აღნიშნა. ქალს სიწითლე შეეპარა ლოყებზე. კიდევ კარგი სიბნელე იყო. არა უკუნითი, მაგრამ მაინც. –ჰა, აბა, მორცხვო გოგო, – სიცილით ჩამოხედა და თმაზე წაეთამაშა. – ეროტიკული თუ სათავგადასავლო? ქალის უცნაურ გამოხედვაზე გადაიხარხარა. –რა თქმა უნდა, სათავგადასავლო, – ღილაკს დააწვა და ეკრანს მიაჩერდა, თან თავზე ეფერებოდა ქალს. თითქოს თვითონ არ ყოფილიყოს მთვრალი. რამოდენიმე წუთი მისჩერებოდა უინტერესო კადრებს ბეა, შემდეგ კი დაღლილობამ თავისი ქნა და ჩაეძინა. ფშვინმა რომ ამოუშვა, ღიმილით დააჩერდა გუგა. როგორი ლამაზი იყო... ხელში ბუმბულივით აიტაცა და ვარაუდით შეიყვანა ოთახში, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბეას ოთახს. სასწრაფოდ გახადა არაკომფორტული ჯინსები, შემდეგ ასევე არაკომფორტული მაისურიც და ქალის უნაკლო, ნახევრად შიშველი სხეულის დანახვაზე მძიმე ნერწყვი გადააგორა სასულეში. „ახლა არა! – მკაცრად შემოუძახა თავს. – ახლა არ უნდა აჰყვე ცდუნებას! – კიდევ ერთხელ შეუღრინა და თავადაც გაიძრო მაისური. ნამდვილად არ იყო სახლში წასვლის დრო და ხასიათი. გემრიელ ქალს გვერძე თავადაც ნახევრად შიშველი მიუწვა. დილით ბეამ რომ გაიღვიძა, კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. გაკვირვებულმა დახედა მამაკაცს, რომლის სხეულზე კომფორტულად მოკალათებულიყო. არა, კი ახსოვს, რომ მის მუხლებზე ჩაეძინა, მისაღებში, მაგრამ ეს მისი ოთახია.. სასწრაფოდ დაიხედა ლამის მოშიშვლებულ მკერდზე და შეშინებულმა შეჰკივლა. გუგას გაეღვიძა, დაფეთებულს. წელზე იწვა და ზედ მძიმე სხეული ეწვა. –მშვიდობა გაქვს მანდ? – სასაცილოდ ჩაილაპარაკა და თავის წამოწევას შეეცადა. –არც ისე, – სახე აკაფრული გადაგორდა თავის მხარეს და გადასაფარებელში გაეხვია. გუგას ამ ჟესტზე გაეცინა. –უნაკლო სხეული გაქვს! – აღნიშნა და კიდევ უფრო გააწითლა ქალი. –მეგონა წახვიდოდი... – დაბნეულმა შეცვალა თემა, ენის ბორძიკით. –მეც მეგონა, მაგრამ ვერ წავედი... არაფერი არ მომხდარა, დამშვიდდი! – თბილი ღიმილით უთხრა. ბეამ შვება იგრძნო. მის წელზე შეაცურა მამაკაცმა ხელი და წამში გადმოაგორა თავის პირდაპირ. დაბნეული ქალი, ცოტა შეშინებულიც, მისჩერებოდა მის უსაზღვრო, მწვანე თვალებს. მარწუხები ძლიერად მოეხვია და სხეულზე აეკრო მამაკაცს ის და მისგან დაძვრენის შანსი მაქსიმალურად უტოლდებოდა ნოლს. –ხომ წამოხვალ დღეს ჩემი ოჯახის გასაცნობად? – ინტერესით ჩააჩერდა ქალის თვალებს და ნერვიულად გაუღიმა. –თუ შენ არ თვლი, რომ ადრეა, არ მაქვს საწინააღმდეგო არაფერი, – წუხანდელი ფიქრის შედეგამდე მივიდა. –ჰოდა გაემზადე, – შუბლზე აკოცა. შემდეგ ნელა დაუყვა ბეას უნაკლო სახეს და ბაგეებზე შეაჩერა ყურადღება. – ვგიჟდები შენს წითელ, მადის აღმძვრელ ტუჩებზე! – ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა და დააცხრა. ქალი დაბნეული დარბოდა ოთახიდან–ოთახში და ცდილობდა რაიმე, შესაფერისი მოერგო თავისი ტანისთვის. ის, რაც მოსწონდა გუგას, თავად არ მოსწონდა, ხოლო რაც თავად მოსწონდა, ის გუგას არ მოსწონდა. ორივე პირველად იყო ამ სიტუაციაში და ორივე ერთმანეთისთვის დაბნეულობის გაზიარებით განიმუხტებოდა. ბოლოს, ერთ–ერთმა კაბამ მოხიბლა გუგა, ასევე ბეაც მოიხიბლა თავისი კაბით, რომელზეც, რატომღაც, დღემდე არაფერი იცოდა და ეს საქმეც მოგვარდა. დაძაბულმა რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და გუგას გადახედა. –იცი... თუ... – სიტყვები ერთმანეთში აებლანდა და ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ისე დააცხრა მის ტუჩებს გუგა. –ასეთი დარწმუნებული ჯერ არ ვყოფილვარ! მანქანიდან გადავიდა გუგა და ბეასაც გაუღო კარი. დიდი, ნაცნობი ჭიშკრის წინ აღმოჩნდნენ. კარი შეაღო გუგამ და დიდ ეზოში შევიდნენ. უამრავი ყვავილით მორთული ქონდათ ეზო, პირდაპირ სამოთხე გეგონებოდათ. იქვე ჰამაკი იყო ჩამოკიდებული, დიდი კაკლის ხის ქვეშ. პატარა ძაღლი, რომლისთვისაც დიდი რკინა მიებათ, ცქმუტავდა და დრო გამოშვებით უღენდა სტუმარს. –ბელა! – გასძახა გუგამ. სახლის კარი გაიხსნა და ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა ჰორიზონტზე. როგორც ჩანდა ბელაც არ იყო იმაზე ნაკლებად დაბნეული, ვიდრე ბეა, რომლის კეთილი დირექტორი, როგორღაც უკავშირდებოდა მის საუყვარელ მამაკაცს. __________________________________ მოკლედ, მგონი დებილივით ვდებ ამ ისტორიას. ის, რომ 400+ ნახვები აქვს თავებს არ ამტკიცებს იმას, რომ არ ვდებ ჩემთვის ამ თავებს,ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გავისისლხორცე თითოეული ისტორიის გმირი და უდიდესი გეგმები მქონდა მასზე, დავასრულებ ძალიან მალე, რადგან თავადაც არ ვიცი რატომ და რისთვის ვდებ, თუ გამოხმაურება არ ჰქონდა.. პს კომენტარებს დახამებული არ გეგონოთ, უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ სტიმულია ეს, არამარტო ჩემთვის, არამედ თითოეული ავტორისთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.